შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყებული სიყვარული და მოულოდნელი შეხვედრა დასასრული


3-04-2017, 21:17
ავტორი zia-maria
ნანახია 4 071

გთხოვ, ახლა ნუ წამაქცევ ნურავის თვალში. ახლა უშენოდ, გამოჭირდება წამოვდგე ჩემო სალომე.თემო ფიქრებში ჩაძირული იჯდა კაბინეტში და სალომეზე ფიქრობდა.
---დილა მშვიდობის ექიმო.კაბინეტში წკრიალა ხმით შემოვიდა ნაზი და ლამაზი სახის გოგონა.
---დილა მშვიდობის სოფო.დაღლილი თვალებით შეხედა სოფომ.
-ჯერ დილაა და უკვე საშინლად დაღლილი ხარ თემო.დაისვენე ცოტა.შევაჩერებ თუ გინდა პაციენტების მიღებას და გავუშვებ ყველას.
---თუ ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტები არ არიან.
---ვერ გადავდებთ სოფო და უნდა მივიღოთ.ვინ იცის,ვის რა უჭირს და ვინ რა ტკივილს განიცდის.სოფო გავიდა და ისევ მალე შემობრუნდა.
---თემო გადავხედე პაციენტებს და ერთი ასაკოვანია მხოლოდ,მაგრამ ის პაციენტი არ არის,ამბობს პირადი საქმე მაქვს დიდხანს არ დავაყოვნებო.რა ვქნა?
---კარგი,შემოუშვი ის ასაკოვანი და დაიცადე ცოტა ხანი არავინ არ გაუშვა.წამოდგა სოფოს გასვლისთანავე და პაციენტის შემოსვლამდე სახეზე წყალი შეისხა, ცოტა სოფხიზლისთვის და მოემზადა პაციენტთან შესახვედრად. შეხედა მის წინ ძია თომა იდგა გაღიმებული.
---არ მელოდი აქ ხომ?
---რა გჭირს, ძია თომა აქ რა გინდათ. უთხრა შეშფოთებული ხმით თემომ.
---დაწყნარდი შვილო,კარგად ვარ და უფრო კარგად ვიქნები თუ დამეხმარები.მჭირდები თემო ჰაერივით.
---რა მოხდა ასე უცებ,დილით არ დავშორდით ერთმანეთს?
---გასასინჯად არ მოვსულვარ თემო მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
---რა ხდება.მოდი აქ დაბრძანდი.მის მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა და თავადაც მის წინ დაჯდა.მიაჩერდა თომას და სევდიანად თქვა.-გასაგებია, სალომემ გადაიფიქრა სახლის გაყიდვა ხომ? მოლოდინით სავსე თვალებით შეაჩერდა თომას.
---არა,არა ეს რაღა დროსაა შვილო, სახლი უკვე შენს სახელზეა, მაგრამ მეგონა მიხვდებოდი ჩემი მოსვლის მიზეზს..თემო დაიბნა და გაკვირვებულმა შეხედა თომას.
---ძალიან დამაბინე ძია თომა და ძალიან გაკვირვებული ვარ. თქვი პირდაპირ რას უნდა მივმხვდარიყავი და ვერ მივხვდი, თორემ გული ამიჩქარდა უკვე.
---თემო როგორც იცი, ლაშამ გაიგო თუ არა სალომეს მამამ ვალები დაუტოვა,ის არც დაფიქრებულა ისე მიატოვა სალომე.დღეს კი ვახშმად მოდის სახლში.რომ დარწმუნდეს თუ თქვენ მართლა ერთად ხართ. თემო უნდა დაქორწინდე სალომეზე რომ ეს უსიამოვნო ადამიანი ჩამოვაშოროთ.
---სალომეზე დავქორწინდე?ძია რას მეუბნები, უსიყვარულოდ? ვაიძულო ჩემს გვერდით ყოფნა და მონსტრი გავხდე?
---რატომ უსიყვარულოდ?ოდესმე თუ გიცდია ჩაგეხედა სალომეს თვალებში, აუცილებლად დაინახავდი რას მალავს ის მისი თვალების სიღრმეში. ოდესღაც ის ჩემთან მორბოდა გულზე სევდა შემოწოლილი, მხარზე დამადებდა თავს და დაღლამდე ტიროდა. ტიროდა მის ცალმხრივად დატანჯულ სიყვარულს შენს მიმართ და მას უთქმელობა ატირებდა.
---და რა იცოდა, ის რომ იმ დროს მეც ცალმხრივ სიყვარულს ვტიროდი,მის სიყვარულს და უთქმელ გრძნობას.სიყვარული და ძლიერი გრძნობა, რომელიც დღემდე ჩემს გულში დევს. ძია თომა დუმილი ძალიან რთული რამაა და თან გულის დუმილი, მაგრამ ყველაზე მძიმე ის არის, როცა შენს ცხოვრებაში ძალიან მთავარი გაკლია.კლდეს ეჯახები და ვერაფერს ვერ აკეთებ,ხვდები თუ რა მძიმე და რთული გზაა გასავლელი შენიდან იქ დასახულ მიზნამდე. ერთხელ რომ მეგრძნო მისი ხმა, მისი გულის ძახილი როგორც დღეს დილით მოხდა ეს,გეფიცები ბოლომდე ვიბრძოლებდი, მაგრამ სამწუხაროდ არსაიდან არ მოსულა ჩემამდე მისი ხმა და ახლა ისე ახლოსაა, მაინც ვერ მივდივარ,ვერ ვუახლოვდები. მოფერება მინდა და ვერ ვეფერები, საუბარი მინდა და ვერ ვესაუბრები,არ ვიცი როგორ მიიღებს ჩემს წინადადებას.არადა ვხედავ ის ნაბი....ი მოსვენებას არ მიცემს.
---მე ხომ გაცადე, ახლა შენ მომისმინე შვილო.ქალი რომელიც მოგწონს, მასთან გემრიელი და დაუვიწყარი სექსიც საოცარი შეგრძნებაა.თუ არ მოგწონს და მასთან ცხოვრება ნაძალადევია,ვერაფერს ვერ შეცვლი.თვალი გაახილე,გული გახსენი და ის შეუშვი გულში ვინც აგიფრიალებს გულს და გაგრძნობინებს,რომ ცოცხალი ადამიანი ხარ.დროა უკვე შენს მომავალზეც იფიქრო,ასაკიც ხელს გიწყობს,სამსახურიც,პროფესიაც,სახელიც და კარიერაც.უკვე მოემზადე, ცხოვრების ომში ჩასაბმელად.დღეს საღამოს ჩვენთან უნდა მოხვიდე,ნუ რაღა ჩვენთან, შენ შენს სახლში მოხვალ,რადგან ყმაწვილიც იქ იქნება მისი მეუღლით. შენი საყვარელი კერძი კი ტოლმაა, რომელსაც დღეს შენთვის სალომე მოამზადებს. სხვა შენ თავად იცი,როგორ უნდა გააკეთო და მე უფრო ვისურვებდი გააოცო ყველა, არა მარტო ლაშა არამედ თვით დიდი კობრა, უდრეკი კლდემამოსი მადონაც. თომას სიტყვებზე თემომ გულიანად გაიცინა.თომა წასვლელად მოემზადა და უეცრად შემობრუნდა
.-ხო მართლა, ის რა იყო დღეს დილით მაღაზიაზე რომ თქვი?
---მაღაზია სადაც სალომე მუშაობს ჩემია ძია თომა.ამიტომ მინდა დავაწინაურო და უფრო დიდ საფეხურზე ამყავს, მე სანდო ადამიანი მჭირდება იქ და ვიმედოვნებ სალომეს სახით კარგი კანდიდატურას დავაყენებ, ასე რომ სულ მალე იმ მაღაზიის მთავარი სახე სალომე იქნება. მაგრამ გთხოვ არაფერი არ უთხრა,ეს საღამოსთვის შემოვინახოთ.
---იცი რომ შენი წარმატებები ჩემს ბებერ გულს ძალიან უხარია?აბა შენ იცი რაც გითხარი ისე გააკეთე ყველაფერი და ნახე შენი გული როგორი გახარებული იყოს დღეს.
---ვეცდები,რომ ყველა გავაოცო, თვით ქალბატონი მადონაც.რომ მოვა ყმაწვილი მეუღლითურთ, სალომეს უთხარი დამირეკოს, ეს უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის. მე კი განგებ დავაგვიანებ ვახშამზე,სალომეს ზარს დაველოდები. ეს კი მიეცი ჩემი ნომერია და ჩაწეროს ტელეფონში. თემომ იქვე მისი სავიზიტო ბარათი აიღო და თომას გაუწოდა.
.---კარგი შვილო,აბა იმედია ეს ჩვენი შეთქმულება რეალობად გადაიქცეს და მე მჯერა, მწამს ეს ასე იქნება.
---მეც იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.თომა დაემშვიდობა და ღიმილიანი სახით დატოვა კლინიკა.თემოს კი დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა,აღარ გაუშვა პაციენტები და ყველა მიიღო. დროის შეგრძნება დაკარგა სიხარულისგან და უკვე ფანჯრიდან სიბნელემაც შემოიხედა. დაღლილობა უფრო გაათმაგებულად იგრძნო, ხელები სახეზე მოისვა და ასადგომად მოემზადა,რომ უცხო ნომერი დაფიქსირდა მის ტელეფონზე. ჯერ გული აუფრიალდა და შემდეგ ძლიერი ბაგა-ბუგი იგრძნო.ხელი გულზე დაიდო,ღრმად ამოისუნთქა და თავს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. აკანკალებული ხელით აიღო ტელეფონი და მშვიდი ხმით უთხრა.
---გისმენთ. მეორე მხრიდან კი სალომეს კისკისი მოესმა.მის ხმაში კი დიდ სიხარულთან ერთად,დიდი ვნებაც ამოიცნო და თვალები ძლიერ დახუჭა,მოზღვავებული გრძნობების დასაფარად.
---გვიანია, აღარ მოდიხარ? სტუმრები უკვე მოვიდნენ და შენ გელოდებით თემო. უნდოდა ეთქვა კარგად შეგძლებია მსახიობობაცო, მაგრამ გადაიფიქრა იქნებ ლაშაც უსმენსო და დაუფარავი ვნებიანი ხმით უთხრა.
---ხო ცოტა, ისე რომ ვერც კი გავიგე სალომე.ახლა მხოლოდ შენ თუ მომიხსნი ამ საშინელ დაღლილობას საყვარელო შენი ნატიფი თითებით. მოვდივარ ერთ საათში სახლში ვარ. ისეთი დამაჯერებელი და სიყვარულით სავსე იყო ამ ორი ადამიანის დიალოგი, რომ ლაშამ ეჭვიც კი ვერ შეიტანა და დარწმუნდა,რომ სალომე მასზე საერთოდ არ ჯავრობდა ან საერთოდ არც კი ყვარებია ეს წლებია. თემო მოემზადა, მაგიდის უჯრა გამოაღო წასვლის წინ და იქედან ძალიან ლამაზი კოლოფი ამოიღო, გახსნა და ღიმილით დახედა და ასევე ღიმილით შეინახა ჩანთაში. შუქები ჩააქრო და კაბინეტის კარები ანთებული გულით გაიხურა.
ლამაზი საღამოა. თემომ ძალიან ლამაზი თაიგული იყიდა,ასევე დიდი და უზარმაზარი თეთრი დათუნია და სახლში მიდის, იმ სახლში სადაც მისი სიყვარული სუნთქავს და ამ წუთში დიდი მოლოდინით ელოდება. უკან კი ბედნიერი ღიმილით მოყვება მთვარე და მასაც უხარია თემოსთან ერთად,ეს სიხარული.,,ჩემი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო დღეს,სულ ახალი ფურცლიდან.შენთვის ღირს ბრძოლა სალომე და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ შენთვის საყვარელო''.მოულოდნელად გზიდან გადაუხვია და თან მეგობარს დაურეკა.
---ნიკა მჭირდები სასწრაფოდ,შენც და შენი სტუდიაც.მოვდივარ და მანდ დამელოდე, არ წახვიდე ჯერ..უთხრა და გაუთიშა.სულ ცოტა ხანში მანქანა ტელეკომპანია ,,რასუდრის“ წინ გააჩერა, იქვე დააყენა და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა შენობაში. 5 წუთით ადრე, 8 საათზე როცა საინფორმაციო გამოშვება იწყება და ყველა ტელევიზორს უცქერს დიდი ყურადღებით, ცისფერი ეკრანი თემოს ღიმილიანი სახე გამოისახა და ხელში ქორწინების ბეჭედი ეჭირა. მისი ფანტასტიკური ღიმილით ჩაიცინა და წარბაწეულმა დაიწყო საუბარი.
---წლების წინ ჩემი გულის კარები გამოვკეტე და ზედ დიდი ასოებით დავაწერე, ,,არ შეეხოთ დაკეტილია''. მაგრამ მოვიდა დრო და წლების წინ ,,დავიწყებულმა სიყვარულმა და მოულოდნელმა შეხვედრამ'' ის მიძინებული გრძნობა გააღვიძა,გული ააძგერა და ააფეთქდა ლამაზი სიყვარული ერთმა პატარა და სუსტმა არსებამ, რომელიც ნაზი რხევით მოვიდა და ვნებიანი ხმით მითხრა, წაშალე ეს მინაწერი შენი გულის კედელს, რადგან მე გავაღებ წლების წინ დაკეტილ გულის კარს ექიმო თემო და მინდა გახსოვდეს,რომ მეც სიგიჟემდე მიყვარხარო.მე კი აი .ახლა ამ ცისფერი ეკრანიდან და მთელი საქართველოს გასაგონად გეუბნები,რომ დღეს შენთან ერთად დაიწყო ჩემთვის ახალი ცხოვრება. მიყვარხარ და ამ ძლიერ გრძნობას წლებია გულით დავატარებ.მიყვარს შენი თვალები,რომლებიც მე მიმზერს და მიცქერს სიცოცხლითაა სავსე,შენი ღიმილი რომელიც მხოლოდ ჩემდამი არის მოძღვნილი,მთელ ჩემს სიცოცხლეს უდრის.შენ ჩემი სავანე ხარ,სადაც მე ერთადერთი და განებივრებული ბინადარი ვარ და იცი რა?იცოდე,რომ მე უშენოდ მოვკვდები.შენ ჩემი სითბო ხარ,ჩემი ბეღურა რომელსაც გულით, უბით გატარებ .სალომე ჩხობაძე მთელი საქართველოს გასაგონად გეკითხები და პასუხსაც ახლავეს ველოდები ამ წუთში. თემომ ტელეფონი აიღო და სალომეს დაურეკა, რათა სალომეს პასუხი ყველას გაეგონა. ჩემო სუნთქვავ,ცოლად გამომყვები? დადუმდა და გაირინდა ეკრანი და სალომეც ხშირი სუნთქვა ისმოდა მხოლოდ,რომელმაც ჩუმად თქვა.
---უშენოდ გული წლებია მოწყენილია, მხოლოდ შენ შეავსებ მასში გაჩენილ სიცარიელეს და სხვა არავინ. თანახმა ვარ თემო ვიყო შენი ცოლი და ვიყო შენი, ჩვენი შვილების დედა. ეკრანი აციმციმდა და თემოს გამოსახულება გაქრა, მაგრამ მისმა ციმციმა თვალებმა, მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. სახლში კი ყველა გაოცებული იყო, ამ მოულოდნელი ინფორმაციით, სალომემ კი ჩაიჩურჩულა, რომელიც ლაშამ გაიგონა.
---მოდიხარ და მდუმარე ვნებაც თან მოგაქვს, მეც მიყვარხარ და გვიან მივხვდი თუ რა ძლიერ მყვარებიხარ თემო, მაპატიე რომ დავაგვიანე ამ გრძობის გამომჟღავნება. მდუმარედ ისხდა ყველა თემოს მოლოდინში და აი ისიც შემოვიდა სახლში უზარმაზარი დათუნია ხელში და ულამაზესი წითელი ვარდებით. უკან კი მეგობარი ვიდეოგადამღებით, რომელიც იღებდა ვიდეოს რომ სრულყოფილად გაეშუქებინათ ტელესივრცეში.
---რაც დრო გადიოდა ასაკი მემატებოდა, მაგრამ ჩემი შენდამი სიყვარული უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მე შენს ლოდინში უამრავი წლები დავხარჯე და ახლა შენს წინ ვდგევარ, ამაყი და ბედნიერი.შენი პასუხის შემდეგ მეგონა ფრთები გამომესხა,ისე ჩქარა მინდოდა შენთან მოსვლა,შენს თვალებში ჩამეხედა და ახლოდან ამომეკითხა ჩემთვის სასურველი პასუხი.მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ და ეს სიყვარული შენთან ერთად მინდა გავლიო მთელი ცხოვრება. სალომე კიდევ გეკითხები ცოლად გამომყვები? ეს უკვე აღარ იყო თამაში, სალომე თემოს კარგად იცნობდა და მიხვდა,რომ ეს სიტყვები იყო მისი გულიდან წამოსული და მთელი გრძნობით ნათქვამი.ამიტომ ყვავილები გულზე მიიკრა და ღიმილით უთხრა.
---თქმაც არ უნდა შენს ბაგეებს იმისა, თუ რაოდენ დიდი სიყვარულის გამოხატვა და გადმოცემა შეგიძლია. ამას მე შენი სიჩუმითაც ვხვდები და ვგრძნობ, ამ ძლიერ გრძნობის სიმხურვალეს. ალბად გაგიკვირდება რომ გაიგონებ ჩემგან ნათქვამ სიტყვებს,რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და მეც მინდა მთელი შენი სიყვარული შევისრუტო და ჩემში დავტოვო. დავიღალე ამ ჩუმი გრძნობით და დამალული,ფარული სიყვარულის ტარებით. დავიღალე, ძლიერი ქალის როლის თამაშით და დღეს თანახმა ვარ ვთქვა ის რასაც წლებია ჩუმად ვატარებ,ბავშვობიდან დღემდე.თანახმა ვარ ვიყოთ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთად,ერთმანეთის გვერდიგვერდ გავატაროთ და ერთმანეთის სიხარულით და ტკივილით ვიაროთ.
სალომეს სიტყვბით მოსმენილმა აღფრთოვანებულმა თემომ ბეჭედი წამოამცვა თითზე და არ მოერიდა იქ მყოფების და თავბრუდამხვევი კოცნაც კი აჩუქა საყვარელ ქალს. სალომე ჯერ დაიძაბა,შემდეგ მოდუნდა და თემოს ძლიერ მკლავებს მიენდო. ნაზად შეაცურა თემოს თმებში მისი გრძელი თითები და თემომ იგრძნო,როგორ თრთოდა მოშვებული,მოდუნებული სალომეს სხეული მის მკლავებში, ამიტომ მაგრად მიიზიდა და გულზე აიკრა ეს მონატრებული სხეული. ბოლოს ნაზად უკბინა ქვედა ტუჩზე და ცხვირზე აკოცა.თითქოს იმ წუთებში ორი შეყვარებული სული შეერთდდა და მათმა სხეულებმა ერთმანეთის ნეტარება შეიგრძნეს.
---არა სასიამოვნო საყურებელი სცენაა.ზიზღით თქვა ლაშამ და მომაკვდინებელი თვალებით შეხედა ჯერ სალომეს და შემდეგ თემოს. არც ,მადონა იყო დიდად აღფრთოვანებული ამ სცენით და ამ ახალი, მოულოდნელი ამბით, მაგრამ რა ექნა, ჩაყოლას ისევ დაყოლა არჩია და შვილს ბედნიერება მიულოცა. თომა კი ისე ბრწყინავდა ბედნიერებისაგან,ზედმეტიც კი იყო სიტყვით მილოცვა.აღარ იყო ბნელი თომას გარშემო,იყო მხოლოდ სინათლე,სინათლე რომელიც თომას ცხოვრებაში სალომეს თანხმობამ შემოიტანა და თემოს შემოსვლამ დიდი სიხარულით დააბოლოვა.
---აბა ქორწილი ერთად გადავიხადოთ? მე არ ვარ წინააღმდეგი. თქვა ლაშამ და ხელები ერთმანეთს გაუსვა.
---ქორწილი იქნება,მაგრამ არა ისე,როგორც წარმოგიდგენიათ. თქვა თემომ და შემდეგ გაწყობილ მაგიდას გადახედა.ახლოს მივიდა მაგიდასთან და ტოლმის სუნი შეისუნთქა და სალომეს უთხრა.
---ჩემი საყვარელი ტოლმა მოამზადე? გაღმერთებ მე შენ და ვაღმერთებ შენს ხელებს.
---აბა შემოვუსხდეთ მაგიდას თუ ველოდებით ვინმეს? იკითხა ლაშამ.
---კი ველოდებით ლაშა. შენთვის ეს მიუღებელია მაგრამ მე დედაჩემს ველოდები, აი ისიც მოვიდა.თემომ დედას ახალი ამბავი ახარა და სალომემ მის გვერდით მიუჩინა მერის ადგილი. თემო ძალიან თავისუფლად იქცეოდა და სალომეს ხშირად არ უყურებდა, რადგან არ უნდოდა მისი შეხედვით სალომე დაბნეულიყო.
---ჩვენ უკვე დავთქვით ქორწილის თარიღი, ერთ თვეში დავიწერთ ჯვარს. თქვა ენძელამ.
---ჩვენ კი გვაქვს ქორწილი, მაგრამ არა აქ.
---აბა სად? იკითხა სალომემ გაოცებულმა.
---ეს კი მე მომანდე,რადგან სიურპრიზია საყვარელო. სალომემ მხრები აიჩეჩა და თითქოს არ ენაღვლებოდა ეს თემა და ენძელას მიუბრუნდა.
---ალბად კაბა უკვე ნაყიდი გაქვს ხომ?
---კი,კაბა ლაშამ გამოიწერა სწორედ ისეთი როგორიც მე მინდოდა და მალე ჩამოვა საფრანგეთიდან.
---ააა გასაგებია, მე კი ჩემი ხელით მინდა შევკერო.თემომ გაოცებულმა შეხედა სალომეს და ასევე გაოცებულმა კითხა.
---შენ კერვა იცი? ეს როდიდან დაიწყე, მე რომ არ ვიცი?
---შენ ბევრი რამ არ იცი მასზე.გესლიანად ჩაილაპარაკა ლაშამ.
---და მაინც რა არ ვიცი?შეგიძლია თაისუფლად მითხრა.
---დრო და დრო მაგასაც გაიგებ,ნუ იჩქარებ,ცხოვრება ჯერ წინ გვაქვს.
---და თან შენისთანა მეგობრებს,სიურპრიზებიც მოაქვს ხომ? ამჯერად თემომ დაგესლა ლაშა. მაშ ასე,გეტოდი ჩემო მეგობაროთქო,მაგრამ შენ ხომ მოსამსახურის შვილთან არ მეგობრობ, თან უფრო მეტიც უწიგნურთან. ამიტომ ქორწილში მე ჩემისთანა უწიგნურები მეყოლება. პირდაპირ გეტყვი,რომ მე თქვენ ქორწილში არ დაგიძახებთ,რადგან არ მინდა შერცხვეთ და თქვენი ავტორიტეტი შეილახოს. ვფიქრობ იქ თქვენი ,როგორც მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების ტიტულის მატარებლები ადგილი არ იქნება.ჩვენ უბრალო ხალხი ვართ,რომლებმაც დანა-ჩანგლის ხმარებაც კი არ ვიცით და აი ამიტომ ახლაც ხელით მივირთმევ,რადგან მე ჩემს ოჯახში ვარ.გემრიელად მიირთვა ვახშამი და სალომეს მადლობაც კი მოუხადა.
-მადლობა საყვარელო, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მე კერძებს ვგულისხმობ. ახლა კი ახალი ამბავი მინდა გითხრათ.შამპანიური ეკუთნის ამ ამბავს.
---მე მოვიტან. ფეხზე წამოდგა თომა. ჭიქები შეავსო და თემომ ფეხზე წამოდგა. მინდა დავლოცო ქალი რომელსაც დღეიდან ჩემი საცოლეს ტიტული მიეკუთნა და ხვალიდან საიუვილერიო მაღაზიის დირექტორად წარსდგემა მისი თანამშრომლების წინაშე. გილოცავ საყვარელო.არ შემეკითხო რა და როგორ მხოლოდ ერთს გეტყვი,რომ მე სანდო ადამიანი მჭირდება გვერდით და შენზე მეტი ახლობელი და სანდო არავინი არ მყავს,ასე რომ გილოცავ წარმატების პირველ საფეხურზე ასვლას.ლაშა გაოგნებული იყო.
---ის, ის მაღაზია შენია? კითხა გაოცებულმა სალომემ.თემოს გაეცინა და უთხრა.
---რატომ გაგიკვირდა,არ ელოდი ასეთ დიდ საფეხურზე თუ ავიდოდა მოსამსახურის შვილი და ისიც უწიგნური ხომ? სალომეს თვალებში სევდა ჩაუდგა და თემომ თვალის ჩაკვრით დაამშვიდა. ამ დროს თემოს ტელეფონი თავგამოდებით ამღერდა, დახედა და უკმაყოფილოდ,წარბის აწევით უპასუხა.
---გისმენ სოფო.სად?გამოვდივარ მისამართი მითხარი,წადით თქვენ და მეც იქ მოვალ.
---ჩვენ უკვე აქ ვართ ექიმო.მოესმა სალომეს გოგონას ნაზი ხმა.
---მაშინ გადაიყვანეთ კლინიკაში და იქ მოვალ მეც.სასწრაფოდ აპარატი დაუდგით.მაგიდიდან წამოდგა და ანერვიულებული ლაპარაკობდა,თან ჩანთას ამოწმებდა ხომ ყველაფერი ადგილზე იყო.შემდეგ კი ყველას ბოდიში მოუხადა.
---მაპატიეთ,უნდა წავიდე.ჩემი სამსახური ეს არის,ხალხს შევუნარჩუნო სიცოცხლე თუ ის ჩემს ხელთაა..მაპატიე საყვარელო,უნდა წავიდე და გვიან დავბრუნდები,ან დილით მოვალ,ან შეიძლება დღეს და ხვალ ვერ მოვიდე.ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავიდა ჩქარი ნაბიჯით.
---ლაშა წავიდეთ უკვე გვიანი არის.თხოვა ენძელამ რომელიც უკვე მის საქციელს ნანობდა,ლაშა რომ წაართვა სალომეს და თემო დაუტოვა.
გვიან ღამეში,ცარიელ ტრასაზე ჩქარა მიჰქროდა თემო.მას ხომ ადამიანი ელოდა სიკვდილთან მებრძოლი,უნდა იჩქაროს თორემ მისი სული ექიმის ხელის გარეშე დატოვებს სხეულს და გადავა წყვდიადში.სიკვდილი ხომ ყველა ჩვენთაგანის გარშემო დადის,ადამიანებს უნდათ სიცოცხლე,მაგრამ მათ სიკვდილის ჩრდილი თან დაყვება და თუ შანსი მოეცათ სულს ამოაცლის მომაკვდავს.ენით გამოუთქმელია ის წუთები,როცა თემო პაციენტთან ერთად ებრძვის სიკვდილს.,,გთხოვ დამელოდე,გთხოვ გაეცალეთ ბოროტო სულებო''.სიკვდილო უხილავი ხარ,იქ დაეწევი ადამიანს,სადაც არ გელის,სადაც არ იფიქრებს არასდროს სიკვდილზე.დღეს ნუ ჩამამწარებ ამ ბედნიერ დღეს,დღეს ნუ წამართმევ ადამიანის სიცოცხლეს,მომეცი ძალა რომ გადავარჩინო ის.თემომ სადგომზე დააყენა მანქანა და გასაღები დაცვას ესროლა,თავად კი შემობაში შევიდა და პირდაპირ მისი კაბინეტისაკენ წავიდა.თეთრი ხალათი ჩაიცვა და პაციენტის სანახავად წავიდა.გულდასმით დაათვალიერა,სასწრაფო დახმარების ექიმის ჩანაწერები და მტკიცე ხმით დასჭექა.---სასწრაფოდ საოპერაციოში,ეს დაუგეგმავი და ურთულესი ოპერაციაა.ტელეფონი უნდა გაეთიშა,რომ სალომეს ნომერი დაფიქსირდა და ჩქარა უპასუხა.---უკვე აქ ვარ და ოპერაციაზე გავდივარ,არ ინერვიულო.შენმა ყურადღებამ ათი წლის სიცოცხლე მომიმატა,სალომე მადლობა ყურადღებისთვის.---თემო დაასრულებ თუ არა ოპერაციას,შემეხმიანე.რა დროც არ უნდა იყოს მე დაგელოდები, შენს ზარს დაველოდები.---შეგეხმიანები,აუცილებლად შეგეხმიანები.თემოს გაეღიმა,თითქოს უზღვავმა ძალამ მოიყარა მასში თავი და ასე შემართებით წავიდა პაციენტთან სიკვდილის დასამარცხებლად. თემო სიკვდილს ებრძოდა მისი ხელებით და მისი ცოდნით ადამიანის გადასარჩენად და ლაშა იმას ფიქრობდა,როგორ ჩამოეშორებინა თემო გზიდან, რომ სალომე ისევ მისი გამხდარიყო.თემოს წასვლის შემდეგ,ადგა და ტუალეტი მოიმიზეზა,ამ დროს კი სალომესთან გავიდა სამზარეულოში და უთხრა.
---ასე თუ გიყვარდა,ჩემთან რატომ იყავი.
---მართალი ხარ ლაშა.ახლა ვფიქრობ და ვერ ვხსნი საერთოდ რა მინდოდა შენთან.მე ის ბავშვობიდან მიყვარს და მისმა დაბრუნებამ უფრო გააღრმავა და მტკიცე გახადა ეს სიყვარული.ლაშა ჩასისხლიანებული თვალებით მიუახლოვდა სალომეს და გაბრაზებულმა უთხრა.
---იწექი მასთან?ღრმად სუნთქავდა და თან სალომეს მკერდს მიშტერებოდა.
---ეს შენი საქმე არ არის ლაშა.მრისხანებით აენთო სალომეს თვალები.
---მე კოცნის უფლებას არ მაძლევდი და მას უკვე ძირსაც გაუგორდი?
---ყველაფერს დამსახურება უნდა.მიბრძანდი ჩემი სახლიდან.
---არ შეგარჩენ,განანებ იცოდე და ერთს მაინც გამოგივლებ ხელში.ისე უნდა გაწამო,რომ სიკვდილი ინატრო.
---აბა შენ იცი.ეს ხომ შენი მეთოდებია,ადამიანის წვალება,წამება,დაცინვა და ცინიკურად მიმართვა.
---არ გაგახარებ,სალომე ცხარე ცრემლებით გატირებ.ჩემს მასხრად აგდებას არ გაპატიებ.
---შენ მიმატოვე და ხურდას ჩემგან ითხოვ?ნუთუ საერთოდ არ გრცხვენია?ამას როგორ ამბობ საერთოდ,მაგრამ შენ და სირცხვილი, ხომ ძალიან შორს დგეხართ ერთმანეთთან.
---ენძელას ფულს დავტყუებ და ყველა ვალს გადავიხდი.თუ არ დამიბრუნდები ერთი ღამე მაჩუქე იმ წლების სანაცვლოდ.სალომე ისე აღაშფოთა ლაშას სიტყვებმა და უპატივცემულობამ,არც დაფიქრებულა ისე დაუნდობლად და ძლიერად გაარტყა სახეში.ლაშა არ მოელოდა და სალომეს მთელი ძალით მოქნეულმა ხელმა კედელს მიახეთქა.
---გაეთრიე ჩემი სახლიდან და აქ შენი ფეხი აღარ ვნახო.სალომეს ყვირილზე ყველა ფეხზე დადგა და მათთან გაჩნდა.შეხედეს ლაშას აწითლებულ ლოყას და სალომეს ზიზღით ანთებულ თვალებს.თომამ არც დაფირდა ლაშას ხელი მოკიდა და კარებისკენ წაიყვანა
---წადი ლაშა და დაივიწყე, ამ სახლის კარებიც და ამ სახლში მცხოვრებიც,შენ მათთვის ამ წუთიდან აღარ არსებობ.კარები ცხირის წინ მიუხურა თომამ და შემობრუნდა.სალომეს მოეფერა,ჭიქით წყალი მიაწოდა და გულში ჩაიხუტა. სიძულვილის თვალებით გადახედა იქვე მდგარ გაფითებულ მადონას და უთხრა.
---წესით,შენც უნდა მიდიოდე ამ სახლიდან,აი ხედავ?ეს არის შენი არჩეული სასიძო და მადლობა ღმერთს,რომ თემო დროულად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. მადონა სავარძელში ჩაჯდა და ცრემლიანი,აკანკალებული ხმით თქვა.
---მაპატიე მერი მე შევიცვლები.მე თემო სიღარიბის გამო დავიწუნე და დღეს ის ისე დადგა ჩემს გვერდით,არავის არ გაუგია ჩვენ ეკონომიური მდგომარეობა თუ ცუდად გვქონდა.ისე მოაგვარა ყველაფერი,ჩვენც ვერ გავიგეთ.შევცდი,ვაღიარებ რომ შევცდი.მე შევიცვლები,ყველას მიმართ შევიცვლები,ამიერიდან ერთი ტკბილი ოჯახი უნდა ვიყოთ და ვიქნებით.
---ძალიანაც კარგს იზამ,თუ ახლა მაინც ისწავლი თეთრის და შავის გარჩევას.აკანკალებული სალომე სავარძელში ჩააჯინა თომამ და ამშვიდებდა მერიკო.უკვე გვიანი იყო თემომ რომ დაურეკა.
---გისმენ თემო.ძლივს მოკრებული სიმშვიდით უპასუხა ზარს.
---დასრულდა ოპერაცია სალო და ყველაფერი კარგადაა.ვერ დავბრუნდები, ამიტომ დაისვენე.სტუმრები წავიდნენ? დედაჩემიც წავიდა?
---კი წავიდნენ,მაგრამ მერი დეიდა აქ არის და აქ მოისვენებს.რადგან არ მოხვალ დაისვენებს აქ.გამეხარდა,რომ ყველაფერი კარგადაა.
---კარგი მანდ დარჩეს.აბა ხვალამდე.
---ხვალამდე თემო.ლაშა კი ამ დროს ენძელასთან იყო ვერანდაზე გასული და შურისძიების გეგმებს ადგენდა,თუ როგორ ეძია შური სალომეზე.ერთი საზარელი გეგმა მოიფიქრა და საზარლად გაიცინა.არ გაცოცხლებ ძვირფასო თემო და შენ კი გაგამწარებ ჩემო საყვარელო სალომე.ტელევიზია გადმოსცემს სენსაციას,ერთი კვირის წინ ინტერნეტში დადებულმა ვიდეომ,ბევრი გასათხოვარი გოგოს გული მოიგო და ყველა ოცნებობდა თემოსნაირ საქმროს,დღეს კი ის სიკვდილს ებრძვის.გადავარჩინოთ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე,რომელსაც ასევე ახალგაზრდა, ლამაზი თვალცრემლიანი საცოლე ელოდება..ხახახახახააა ეს რა მაგარი რამ მოვიფიქრე.ლაშა იმ ღამიდანვე შეუდგა,მისი საშინელი გეგმის განხორციელებას,მაგრამ ეს არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა.კვირეები და თვეები დაჭირდა ამ გეგმის განხორციელებას.ადამიანი რომელიც თემომ გადაარჩინა და მის სიცოცხლეს თხოვდა უფალს,ის ლაშას მამა აღმოჩნდა.თუმცა თემოს არ მიუქცევია ამაზე ყურადღება,ის ექიმია და მისი მოვალეობაა ყველა მოქალაქის ჯამრთელობა დაიცვას.
ქორწილი არ დაუჩქარებიათ,მაგრამ უკვე ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მადონა თითქმის ვერც კი ხედავდა თემოს, ის ძალიან ადრე გადიოდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა,ხან არ ბრუნდებოდა.ერთ დღეს თომამ დაურეკა თემოს და უთხრა.
---გისმენ ძია.
---თემო შვილო,რამოდენიმე დღით ქალაქიდან მინდა გასვლა,მადონა და მერიც მიმყავს,სალომეს ეშინია მარტო სახლში დარჩენის და ეს მინდოდა მეთქვა.
---კარგი ძია,დღეს ისედაც ადრე მივდივარ სახლში.თქვენ სად მიდიხართ ასე ერთიანად,აყრაში ხართ?გახუმრება სცადა თემომ.თომას გაეცინა და უთხრა სიცილით.
---არა,აყრაში არ ვართ.აგარაკზე მივდივართ,ძალიან დიდი ხანია უპატრონოდაა იქაურობა.ერთი კვირა გავჩერდებით და ისევ დავბრუნდებით უკან.
---კარგი,კარგი უკვე მეც გავდივარ,ძალიან გადავიღალე და უნდა დავისვენო.---კარგი აბა და შეგეხმიანებით,წამოსვლისას.თემომ ტელეფონი მაგიდაზე დადო და ჩაეღიმა.
---ეხ თომა ძია,თომა ძია.ადგა საჭირო ნივთები მის ჩანთაში ჩაალაგა და კაბინეტიდან გასვლისას სოფოს უთხრა.
-სოფო მივდივარ და სამი დღით გემშვიდობები,არ მეძებო ქალაქიდან გავდივარ და იქ ტელეფონი არ იჭერს სადაც მივდივარ.ასე რომ,აქაურობას თავად მიხედე.თვალი ჩაუკრა და წავიდა.ეშმაკურად გააყოლა სოფომ თვალი და სიცილით დააწია უკან მისი სიტყვები.
---მალე ვიქეიფებთ?უუუხ, რა კარგია?თქვა სოფომ და სიხარულისგან ადგილზე აცეკვდა.
---სოფო არ მომაბრუნო,თორემ მწარედ გცემ.სოფოს ახალისებდა ხოლმე თემოს სიბრაზე და მის გაბრაზებულ სახეს რომ შეხედა გულიანად გადაიკისკისა.თემომ ერთი შეუბღვირა,შემდეგ ხელი ჩაიქნია შებრუნდა და ღიმილით ჩაირბინა კიბეებზე,თან მხიარულ მელოდიას ღიღინებდა.მანქანა გამოიყვანა თუ არა სადგომიდან,ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო.სახლში იმ დროს დაბრუნდა,იცოდა რომ ყველა წასულები იყვნენ,სალომე კი ამ დროს წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო,ამიტომ პირდაპირ მის საძინებლისაკენ წავიდა და ერთი სული ქონდა როდის დაეცემოდა მის საწოლზე.როგორ უნდოდა კარგად გამოეძინა,მაგრამ უეცრად შეცბა,როცა სალომეს საძინებელს ჩაუარა და ოდნავ ღიად დარჩენილ კარებში,სააბაზანოდან ახლად გამოსული ჯერ კიდევ სულ სცველი,პირსახოცემოხვეული სალომე იდგა.დაიბნა და ადგილზე გაშეშდა.თვალს ვერ წყვეტდა სალომეს შიშველ სხეულს.ოფლმა დაასხა და სუნთქვა დაუმძიმდა,როცა სალომემ პირსახოცი შემოიხსნა და ტანის მშრალებას მოყვა.თემო სუდად გახდა,უცქერდა სალომეს საკმაოდ დიდ მკერდს და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. უკან დაბრუნდა ჩუმი ნაბიჯებით და სამზარეულოში შევიდა, ონკანი მოუშვა და წყლით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა. ყელში შეიხსნა პერანგის ღილი და ღრმად ამოისუნთქა.თვალწინ სალომეს მკერდის დაბერილი კერტები ედგა.სველი ხელი მოისვა სახეზე და ხელებით დაყრდნო ონკანს. ამ დროს,სალომე შემოვიდა სამზარეულოში მოკლე ატლასის წითელი ხალათით და არც ის ელოდა იმ დროს თემოს სახლში.უეცრად შედგა და დაბნეულად შეეკითხა თემოს.
---უი,სახლში ხარ?რა დროს მოხვედი, არ გამიგა.
---ეს წუთია მოვედი,უთხრა თემომ ჩურჩულით.
---ცუდად ხარ?რა მოგივიდა თემო.
---ხო ცუდად ვარ,სალომე ძალიან ცუდად. იდგნენ სამზარეულოს შუა გულში და ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ.სალომე მისკენ უხმობდა თვალებით, თითქოს ეუბნებოდა, ,,რას ელოდები,კმარა ამდენი ლოდინი მე ხომ შენი ვარო''.თემოს თვალებში კი ისევ თავშეკავება იკითხებოდა,არადა ორივეს წყუროდა ერთმანეთი, ორივეს სული ერთმანეთის ლტოლვით კვდებოდნენ.ნელა-ნელა,გაუბედავად წაიწიეს ერთმანეთისკენ და უკვე აღარ ახსოვდათ სად იყვნენ
თემომ ჯერ ნაზად შეეხო,მისკენ მიიზიდა,მის ძლიერ მკლავებში მოიქცია სალომეს სხეული და ვნებიანად აკოცა მონატრებულ ბაგეებზე. სალომეს ბედნიერების ცრემლი ჩამოუგორდა,რომელიც თემომ დაიჭირა და მისი გულის წიგნაკში ჩადო,სალომემაც კოცნით უპასუხა საყვარელ მამაკაცს.ნელა-ნელა მათ შორის ანთებული ნაპერწკალი გაღვივდა და მთელ ტანზე მოედო ორივეს ძლიერი ცეცხლის ალი.ფერებითა და კოცნით საძიებელში გაიყვანა სანატრელი ქალი,ხვევნა-ალერსში გახადეს ერთმანეთს და უეცრად ორივე საწოლზე აღმოჩნდა. ნელი და ნაზი კოცნით დაუყვა სხეულს და გაახსენდა რამდენჯერ უნატრია ეს წუთი,რამდენჯერ ქონდათ წარმოდგენილი ორივეს ეს მომენტი. ყელზე ეამბორა და შეხედა სალომეს თვალები მიელულა,ხელით შეეხო მკერდს და მოესმა სალომეს შეკავებული,მაგრამ ჩუმი კვნესა და ვნებიანი კვნესა. მკერდზე ხელებით ფერებას, გაგიჯებამდე მიყავდა სალომეს ველურობას და მისგან წამოსულ ვნებიან მოთხოვნას. იგრძნო მისი ხელის გულებმა. როგორ დაებერა ძუძუს კერტები და ახლა ტუჩებბით დაეწაფა, თან ნელა-ნელა ნაზად კბენდა. სალომემ კვნესას უმატა და თემომ იგრძნო,რომ უკვე დრო იყო მისი მოქმედების. ზემოდან მოექცა და სულ რამოდენიმე წუთში ის სიმდიდრე დაიმისა, რომელსაც უკვე წლებია შორიდან შეტრფის დ შეჰხარის. სალომემ ერთი ძლიერი ტკივილი იგრძნო და ის სასიამოვნო ტკივილი მან მისივე ფეხების მოჭერით და ზუგრზე ბრჩხილების დაკაწვრით ჩაახშო.ტკიოდა,მაგრამ ვნებიანად და თემოს გასაგიჟებლად კვნესოდა,ეს კი უფრო აღგზნებდაჯერ კიდევ ვნება დაუცხრომელ თემოს და ის თანდათან დაუმორჩილებელ ცხოველს ემსგავსებოდა.გონი ქონდათ დაკარგული ორივეს ძლიერი ვნებისგან და როგორც იქნა,ნელა-ნელა დაცხრა ვნება მორეული სხეულები და ორივეს ერთმანეთზე მიკრულს ჩაეძინათ, შიშვლებს და დაღლილებს. დილით კი ორივეს,ერთ დროულად გაეღვიძათ, ორივეს ბედნიერი და კმაყოფილი სახეებით. ულამაზესი, უთბილესი და უტკბილესი წუთები იყო ორივესთვის, ერთმანეთის სხეულზე აკრულები, ერთმანეთის მკლავებში. სალომემ ისევ ძილს შეუბრუნდა და ძილ-ღვიძლში მყოფმა, თემოს ყელი მოძებნა მისი გემრიელი და ვნებიანი ტუჩებით და თვალდახუჭულმა აკოცა საყვარელ ადამიანს. თემომ კი ეს ნაზი კოცნა ვნებიან კოცნაში გადაიყვანა და ეს კი დილის ლამაზი სექსის დასაწყისად ჩათვალა და ისევ შეუბრუნდა მოძალებული და მოზღვავებული ვნებების დაცხრომას.მათი საძინებლის ფანჯრიდან კი ლამაზი დილა ნელა-ნელა ათბობდა ვნებისგან სავსე ოთახს, სადაც მხოლოდ სიყვარულს დაესადგურებინა.
თემოს ოცნება რეალობად ახდა,მათი ,,დავიწყებული სიყვარული და მოულოდნელი შეხვედრა''წლების შემდეგ, უთქმელი,ძლიერ ვნებამდე მისული სიყვარულით ერთი მტკიცე და მყარი ოჯახი შექმნა.რამოდენიმე კვირამ გასტანა ბედნიერად ცხოვრებამ.თემო ქორწილის საქმეებით იყო დაკავებული და ცალკე სამსახურის საქმეებში ყელამდე იყო ჩაფლული,რომ ერთ დილით თემოს თავს საშინელება დატრიალდა.დილით სალომეს დაემშვიდობა,თითქოს გრძნობდა მოახლოებულ საშინელებას და კარებთან მისული უკან დაბრუნდა,ერთი გემრიელი ჩახუტება აჩუქა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
---სალომე მხოლოდ შენი სიყვარულით სავსემ,მინდა ვიარო.მხოლოდ შენი სიყვარულით მინდა დავთვრე და მხოლოდ შენს სიყვარულში მინდა მოვკვდე.ფრთხილად იყავი საყვარელო,ცხოვრება წამიერია.მიყვარხარ და გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებამ არ შეგაშინოს. თემომ გემრიელად ჩაკოცნა გაოცებული და ადგილზე გაშეშებული სალომე და სამსახურში წავიდა. კარებთან მისული კიდევ მიუბრუნდა, ჰაეროვანი კოცნა დაუტოვა და წავიდა.ვინ იცის,როგორი ტანჯვით მივიდა კლინიკის სადგომამდე. ერთერთმა დაცვის წევრმა შორიდან შეამჩნია არეულად მიმავალი თემო და გაუკვირდა და თვალკებგაფართოებულმა შეხედა მიახლოვებულ მანქანაში თემოს ყელზე დიდი შხამიანი გველი ყავდა შემოხვეული. მას არ ეშინოდა ქვეწარმავლების და თემოს სხეული გაანთავისუფლა რამოდენიმე შხამიანი მკბენარისგან.განგაში ატეხა დაცვის თანამშრომელმა და თემო იმ წუთში კლინიკაში შეიყვანეს. შხამის საწინააღმდეგო ნემსები გაუკეთეს, მას უამრავ ადგილზე ქონდა ნაკბენი და უმეტესობა ფეხებზე.სხეულმა ნელა-ნელა გასიება იწყო და თანდათან დაკარგა სიცოცხლისთვის ბრძოლა, შიშისაგან შოკი მიიღო და გაითიშა. გაგიჟებულმა მივარდა სალომემ საავადმყოფოში, როცა სოფომ დაურეკა ატირებულმა.ასევე თომა, მადონა, მერი, თემოს სამეგობრო,ჟურნალისტები და ტელევიზია.წუთით არ დაფიქრებულა თომა და პატრულს ლაშაზე მიუთითა, რომ მხოლოდ ის ემტერებოდა თემოს.დიდი დრო არ დასჭირვებია ლაშას დაკავებას და მანაც აღიარა დანაშაული.მამა რომელიც თვეების წინ,თემომ იბრძოლა და გადაარჩინა სიკვდილს,დღეს შვილის საქციელით შერცხვენილი,მუხლებზე იდგა და სიკვდილს ნატრობდა.
---ყოველთვის ისეთი მინდოდა ყოფილიყავი,ყველასთან განსხვავებული,ისეთი რომ შენით მეამაყა.შენ შეძელი და გამოხვედი ყველასგან განსხვავებული,მაგრამ არა საამაყო,არამედ სამარცხვინო.დღეს მე შენს გამო,სიცოცხლე არ მინდა და არც დიდება,არც წუთისოფლის უპირატესობა და არც შენს მიერ მოყენებული სიამოვნება. რა გააკეთე ეს,რატომ არ იფიქრე,რომ დღეს თუ არა ხვალ მოვკვდებით და უფლის წინაშე უნდა წავრსდგეთ. რამ დაგიბოღმა ეს გული,შენ ყოველთვის სხვისი სიმდიდრისკენ გქონდა თვალები,შენი არაფერი არ შეგიქმნია.შენ სალომე არ გიყვარდა და არც ახლა გიყვარს, რადგან ის მიატოვე რომ გაიგე ვალები ქონდათ. მხოლოდ ის ვერ აიტანე, რომ შენი შემცვლელი უკეთესი ადამიანი აღმოჩნდა. ვერ აიტანე მისი ბედნიერი სახის დანახვა,რომ უშენოდ იყო ეს ბედნიერება გამოწვეული.
---აქედან გამიყვანე და გამოვსწორდები მამა.თხოვა ლაშამ მამას.
---მე კი ერთს გთხოვ მხოლოდ. ეცადე ნეტარი სულით წახვიდე ამ ქვეყნიდან, შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე და ელოდე,რომ იქ ჯოჯოხეთი გელოდება. მოინანიე შენი ცოდვები თუ გინდა მშვიდად შეხვდე სიკვდილს, როცა ამის დრო მოვა. მე კი მრცხვენია შენისთანა შვილი რომ მყავს, ყოველთვის ვბრძოლობდი მეცოცხლა და კაცურად მეცხოვრა,დღეს კი სიკვდილს ვნატრობ, რადგან შენისთანა არაკაცი გამიზრდია.
---მამა გთხოვ აქ არ დამტოვო,მოვკვდები მამა.
---სხვას ხომ კლავდი, რატომ არ დაფიქრდი შედეგზე ლაშა.მე უფალს ვთხოვ ის ადამიანი გადაარჩინოს, ვინც ხალხისთვის არის საჭირო.შენ რა საჭირო ხარ, ვისთვის რა გაგიკეთებია.უთხრა და ზურგი შეაქცია შვილს.გულზე ხელი მიიდო და ნელა.ნელა ჩაიკეცა.საბოლოოდ შეხედა ლაშას და თვალებიც დახუჭა ძლიერი ტკივილისაგან. ლაშამ შეხედა წაქცეულ მამას და მთელი მისი შინაგანი ხმით ამოხეთქა გულიდან საბოლოოდ ნათქვამმა სიტყვამ.
---მამააააა.მაგრამ მამას აღარ ესმოდა შვილის სინანულით დაძახებული მამა. არც პატრულმა მიცა უფლება მამასთან მისულიყო და შორიდან უყურებდა ძირს მწოლიარე მამას. მიხვდა მის დანაშაულს,მიხვდა რამდენ ხალხს ატკინა,მაგრამ გვიან იყო მისი სინანული.მას მართლმსაჯულება გამოუტანდა დამსახურებულ სასჯელს.
---წამიყვანე არ დამტოვო, არც კი გაბედო ჩემი აქ მარტო დატოვება.შენი სუნი შემომელევა და არ მინდა უშენობა ვიგრძნო,შენთან მინდა ახლოს ვიყო.
ანალიზებმა შხამის გამოტუმბვის შედეგად დაადგინა,რა სახეობის ქვეწარმავალის ნაკბენით იყო თემოს სხეული დაზიანრებული და შხამის მეტი წილი კავკასიური ჯიშის ,,გველგესლას'' ეკუთნოდა და მეორე შხამიან ,,გიურზას''.გიურზას შხამი 50მგ იყო სხეულში შესული,რამაც გამოიწვია ფეხების პარალიზება.გიურზას შხამი კობლის შხამს არ ჩამოუვარდება.ადამიანის სხეულში შესული შხამი იწვევს კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპებას, სისხლჩაქცევები მრავლდება ნაკბენ ადილებზე. მედიცინის დაგვიანების შემთხვევაში გველის ნაკბენი იწვევს გულის და თირკმელის ფუნქციის მოშლას, მაგრამ მადლობა უფალს თემოს შემთხვევაში, მედიცინა დროულად ჩაერია,ისე რომ შხამი ორგანიზმში წესიერად შესულიც არ იყო.მას დროულად მიეწოდა ძლიერი სპეციალური შხამის საწინააღმდეგო ,,ანტიტონტი''.რადგან დადგინდა ყველაფერი მკურნალობაც დროულად მიიღო ორგანიზმმა,აზრზეც მოვიდა, მაგრამ ის ძლიერმა ტკივილებმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა და სოფო იძულებული შეიქნა დამამშვიდებელი გაეკეთებინა,რათა ის მშვიდად ყოფილიყო, მისი სხეული სიმსივნისგან დამცხრალიყო და ძილში გამოსულიყო.. სალომეს არ აძლევდა თემოს ნახვის ნებას,რადგან არ უნდოდა ისე შეშუპებული და განაწამები სახით ენახა თემო და თხოვა ცოტა კიდევ მოეთმინა. ეს ცოტა კი უკვე დღეები გაგრძელდა და სალომე სახლში წასვლაზე ვერ დაითანხმეს. თვალები ჩაუცვინდა, გახდა და თავბრუსხვევები დაეწყო. ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო სტრესს მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა და თომა ძიას ხელებში ჩაუვარდა გულშეღონებული. სოფომ ბიჭების დახმარებით სალომე ერთ-ერთ პალატაში მოათავსა და იქვე გაშეშებულ მდგარ და შეშინებულ თომას, მადონას და მერის უთხრა.
---ნუ გეშინიათ,დასუსტებულია ორგანიზმი.უკვე თითქმის ორი კვირაა აქ არის.დასვენება ჭირდება და იძინოს, ცოტა ძალა მოეცემა.სოფომ ეჭვის თვალით შეხედა სალომეს და გადაწყვიტა სისხლის ანალიზი აეღო, ისე რომ ეს არავისთვის არ გაუმხელია.
მეორე დილამდე იძინა სალომეს გადღლილმა სხეულმა და დილით სოფომ გადასხმა დაუდგა,თან ჩუმად იღიმებოდა.შემდეგ თემოს ესტუმრა და ყურში უჩურჩულა ახალი და სასიამოვნო ამბავი.
---შენ მეგობარო ძალიან დიდი მიზეზი გაქვს სიცოცხლისთვის,ასე ვერ წახვალ ეს რომ არ გაიგო და ეს სიხარული არ შეიგრძნო. თემო მამა გახდები 7 თვეში და ნათლია მე ვარ იცოდე. თითქოს სოფოს სიტყვებმა რეაგირება მოახდინა თემოს დაძინებულ ტვინზე და გაიგო მისი ნათქვამი ახალი ამბავი. სოფომ შეამჩნია თემოს მარჯვენა თვალიდან ცრემლის გადმოგორება. ხელი მოკიდა ხელზე და იგრძნო სუსტად მოუჭირა ხელი. გაუხარდა,ძალიან გაუხარდა და სიხარულით აცნობა კოლეგებს თემოს სიცოცხლისთვის ბრძოლის ნიშნები. რამოდენიმე დღე დაჭირდა სალომესაც საწოლიდან ადგომა, ძალა მოიკრიბა და ადგა.მის წინ გაღიმებული სოფო იდგა.შეხედა სალომემ და გაუკვირდა მისი ასეთი ზედმეტად ბედნიერების გამოკვეთილმა სხივმა მის სახეზე და დაუფარავმა სიხარულმა მოიცვა მთელი მისი სხეული.
---სოფო სასიხარულო რამ უნდა მითხრა თემოზე?მითხარი რას ელოდები.
---რა თქმა უნდა თემოზე უნდა გაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩემო ძვირფასო რძალო. რომ ყველაფერი კარგადაა.ნელ ნელა წამოდექი და დღეს ნახავ კიდეც მას,მაგრამ ახლა რასაც გეტყვი,ის ზედმეტად სასიხარულოა.ამიტომ ახლავეს ადგები და ნელა-ნელა წამოდგები, მაგრამ არა უცებ და არა უეცრად, რადგან უნდა გავუბრთხლდეთ ჩემს ნათლულს, რომელიც მანდ.შენს სხეულში კოხტად მოთავსებულა და ჯერ მხოლოდ ორი თვის არის.
---რა თქვი?გაოცებულმა შეეკითხა სალომემ და ორივე ხელი მუცელზე მიიდო ნაზად და დიდი სიფრთხილით.
---ხო რა გიკვირს, აბა ინტიმს რომ ნაყოფის ჩასახვა მოსდევს, ეს არ იცოდი?რაა აქ გასაკვირი.წამოდი ახლა და შენს ქმარს შენვე ახარე სალომე. ის გაიგონებს, მოგისმენს და მალე დაგიბრუნდებათ. სალომეს ჯერ კიდევ არ ქონდა კარგად გააზრებული, რა უთხრა სოფომ და გაკვირვებული,ამასთან ერთად გაოცებული და გახარებული მიჩერებოდა.სალომეს დანახვამ ძია თომას ღიმილი მოჰგვარა სახეზე,სევდა ნარევი ღიმილი და გულში ჩაიკრა საყვარელი ძმისშვილი.სალომემ შეხედა ცრემლით სავსე თვალებით და თან ღიმილით უთხრა.
---ძია როგორ მიხარია აქ რომ ხარ,ჩემთან ერთად, ჩემს გვერდით.
---აბა სად უნდა ვიყო შვილო,ყველაფერი კარგად იქნება.
---ჯერ თემოს ვნახავ და მას დაველაპარაკები და შემდეგ თქვენც გეტყვით.
---სალომ ე როგორ გამახარე,ნუთუ ის არის,რაც გავიფიქრე? ბედნიერი ვარ შვილო, ძალიან ბედნიერი.
სალომე ღიმილით გაეცალა თომას და თემოს პალატასთან სპეციალური საავადმყოფოს ჩასაცმელი ჩააცვეს და ნელა-ნელა შეაღო კარები.ღრმად ამოისუნთქა და თემოს საწოლს მიუახლოვდა, აღარ იყო ისეთი შეშუპებული, მხოლოდ წვერი მოზრდოდა სახეზე და უფრო სიმპატიური მოეჩვენა ოთახში არსებულ მკრთალ შუქზე. ახლოს მივიდა,სახეზე მოეფერა მისი გაყინული თითებით და სევდიანი ხმით უთხრა.
---ყოველი დილა იმ იმედით თენდება, რომ ერთ დღეს გაახელ შენს ლამაზ თვალებს და ისევ დამატყვევებ შენი ღიმილით და სულ ერთიანად გამომფიტან შენი დაუცხრომელი და ამოუწურავი ვნებით. მნიშვნელობა არააქვს ეს როდის იქნება, ხვალ თუ ზეგ, ან რამოდენიმე კვირაში, თვეში. მთავარია დამიბრუნდე მე დაგელოდები,დაველოდები იმ ბედნიერ წუთებს და წამებს,მაგრამ მარტო მე არა,ჩვენ დაგელოდებით. თემოს ხელი აიღო ხელში, ჯერ ხელზე აკოცა და შემდეგ მუცელზე მიიდო.აქ ჩვენი პატარაა თემო, ჩვენი ცხოვრების აზრი და ის ჩვენ ერთად უნდა ავღზარდოთ, ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მის მომავალზე. მაპატიე ჩემო სიცოცხლევ,რომ შენს სუფთა ცხოვრებას ლაშას სახით მტერი გაუჩნდა. მოულოდნელად თემოს ხელი შეეხო, ხელზე მოუჭირა ხელი ძლიერად როგორც შეეძლო დასუსტებულს,მისკენ მიიზიდა რაც ძალა ჰქონდა და ზედ ბაგეებზე უჩურჩულა სუსტად,მაგრამ ვნებიანად.
---უპატიებელ დანაშაულად არა მგონია ჩამეთვალოს, გრძნობებით სავსე ჩემი შენდამი უანგარო სიყვარული და ეს სიყვარული,ეს წუთები,ეს შენი ცრემლები და ეს შენი გულიდან წამოსული სიტყვები რომ არ დავაფასო მე რა სიცოცხლის ღირსი ვარ მაშინ. მთელი გრძნობით მიყვარხარ სალომე და ერთი წუთიაც არ შემიწყვეტია შენზე ფიქრი და ახლა უკვე ორივეზე ვფიქრობ. მიყვარხართ უზომოდ და იცოდე ორივე მაბედნიერებთ.
---მეც მიყვარხარ და თუ ნებას მომცემ,მე შემოდგომის ყველა ფოთოლზე მესიჯად დაგიწერ ჩემს სიყვარულს,შემდეგ ავკინძავ და შევინახავ შემოდგომის სიყვარულის და შენს სუნთან ერთად,რომ არასოდეს არ გაუვიდეს არც ფერი და არც სუნი.თემომ ვნება მორეული თვალებით შეხედა და დაუოკებელი გრძნობით უთხრა.
---სალო ავდგები ფეხზე და მოდი გავიპაროთ აქედან და გვეძებონ რამდენიც უნდათ. სერიოზული სახით უთხრა თემომ გაოცებულ სალომეს რომელიც თვალებგაფართოებული მიჩერებოდა თემოს.შემდეგ აკისკისდა და ასე კისკისით უთხრა თემოს.
---რა გიქნა სიყვარულმა.ის ხომ გიჟებს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს,შენს შემთხვევაში კი ამ ექიმ კაცს ტვინი სულ გამოგილია.
---რა ვქნა აბა ვეღარ ვძლებ აქ ასე გაშეშებული რომ ვარ.უსაქმურობა მოწყენილობის დედაა და მე ვერ ვეგუები უსაქმოდ ყოფნას.
---ოხ რა საქმეები უნდა დაატრიალო ექიმო, ადგომას რომ ჩქარობ?
---პირველი,შენთან მაქვს უეჭველი რაღაც საქმეები გასარკვევი და ამ საქმეს მოვაგვარებ,ჩვენთვის მყუდრო ადგილზე,სასიამოვო მუსიკის თანხლებით.უთხრა ბედნიერებით სავსემ და სალომეს თავი გულზე დაიდო.ასე იყვნენ ჩუმად,სალომე თემოს გულის ცემას უსმენდა და თემო მის სუნთქვას.
---სალომე სუნამო შეცვალე?თუ ეს რომელი სუნამოა,რომ ვერ ვიცანი?სალომეს გაეღიმა და უთხრა.
---სწორედ გამოიცანი,შევცვალე კი.აბა თუ გამოიცნობ რომელი სუნამოა? ეშმაკურად შეეკითხა სალომემ.
---არა,მართლა ვერ ვიცანი,რაღაც ან ახალია ან ჩემთვის არის უცხო.
---მართალია, ეს ახალი სუნამოა და შენ გიყიდე.წარმოიდგინე მთელი ეს დღეები,სუნი არ გასვლია. ,,გვიდო-მარია'' ქვია ამ სუნამოს.იშვიათად მომწონს სუნამოები,მაგრამ შენ წარმოიდგინე ეს მომეწონა.
---ძალიან გამახარე თუ მოგეწონა.
---ხომ უნდა გაგახარო რაღაცით.ამიტომ მომეწონა თუ არა,მაინც ვამბობ მომეწონათქო,შენ რომ გაგიხარდეს.თქვს სერიოზულად და სალომეს სახეს რომ შეხედა გაეცინა.
---რა საზიზღარი ხარ და კიდევ კარგი,რომ სულ არ ხარ,ასეთი ნერვების მომშლელი..
---ხანდახან ხო?
---ხანდახან ხო,მაგრამ ამ ხანდახან ავიტან,ანუ აგიტან.გვრიტებს საუბარი თომამ შეაწყვეტინა და პალატაში შემოვიდნენ ღიმილიანი სახეებით.ყველას გაუხარდა თემოს კარგად ყოფნა.
---სხვისი ცხოვრების გამწარებლები ყველაზე უფრო განიკითხებიან,სხვისი შეურაცყოფით დაკავებულები,ყველაზე მეტად იქნებიან შეურაცხოფილები. სხვისი წარმატებებით დაბოღმილები,წარმატების გარეშე დარჩებიან.თავის სამაგიეროს ყველა მიიღებს,არ ინერვიულო შენ არაფერი.სასჯელის გარეშე, არცერთი არ დარჩება რადგან ეს სასჯელი მათმა დაიმსახურეს.
---სულ არ მადარდებს ძია თომა ახლა არაფერი,ისეთი სასიხარულო ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს ორივემ და ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს ამ ბედნიერებას,ნამდვილად ვერ ჩავაშხამებინებ ვერავის.სულ მალე ჩვენს სახლში მერცხალი შემოფრინდება და ერთ წელიწადში აჭიკჭიკდება, ეს მოხდება სულ რაღაც 7 თვეში და თქვენ კი მისი ჭიკჭიკით და ფრენით ბედნიერი ბებიები და ბაბუ გახდებით. ახალი ამბის გაგებამ, ის რომ ახალი წევრი შემოემატებოდათ, დიდი სიხარული შემოიტანა ოჯახში.თემო კარგად გახდა და სამსახურს დაუბრუნდა,სახლში კი ულამაზესი ორსული მეუღლე ელოდებოდა,რომელთანაც სულ ეჩქარებოდა მისვლა.თემომ არ უჩივლა ლაშას და არ ისურვა სასჯელი მოეხადა და უთხრა.
---შენ რაც გააკეთე, შენ არ გპატიობ.მე ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატე შენი მამის მიმართ.შორს დაიჭირე თავი ჩემი ოჯახიდან.იცოდე,დაიმახსოვრე მეორედ ასე ლამაზად არ მოგეფერები.ამიერიდან ობოლი არ დაჩაგრო და არც მათხოვარს გაუწყრე ქუჩაში,ისინიც შენსავეთ და ჩემსავეთ ადამიანები არიან.არავინმა არ იცის,ხვალ შენ და მე ვინ ვიქნებით,ნუ მიაყენებ შეგნებულად სხვას ზიანს,ვინც შენ სუსტად გეჩვენება.შეიძლება ძალიან ძლიერი გგონია თავი,მაგრამ გახსოვდეს დრო შენზე ძლიერია და არ იცი სად ის სად გაჩერდება.მე მზად ვარ დაგეხმარო,რომ უფრსკულისკენ მიმავალი გზას გადაუხვიო და ამიერიდან სიკეთის გზით იარე.ყველა გაოცებული უსმენდა თემოს და უკვირდათ ამ ადამიანის ამოდენა გულისხმიერება.ლაშა თავდახრილი დადგა მის წინაშე და უთხრა.
---უფლის წინაშეც და შენს წინაშეც პატიებას გთხოვ თემურ.გპირდები,რომ შევიცვლები და მადლობა იმ ყველაფრისათვის რაც გააკეთე.ვიცი რომ არ მეკუთნოდა ეს პატიება და მაინც გააკეთე,რადგან შენი გული სუფთაა,მადლობა ყველაფრისთვის.
ის მომენტი,რომ თემო დიდი სიყვარულით ეფერება მუცელზე სალომეს ამ დროს,მისი ხელი ხელში უჭირავს და გული უჩქარდება,როცა შიგნიდან შვილის დარტყმას გებულობს.ამ დროს თემო გიჟდება და პატარას სიყვარულით ეჩურჩულება.
---მამას უყვარხარ ძალიან,შენ მამას კაცი ხარ და მამა ყოველთვის შენს გვერდით იქნება.
სალომეს ბევრჯერ ჩამოსძინებია თემოს მხარზე,თუნდაც იმ მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ.ის თვალყურს ადევნებს მის სუნთქვას,სანამ სალომეს მის მხარზე ძინავს ის არ ინძრევა, თუნდაც დილამდე იყოს ისე დამჯდარი.რა ღრმა პატივისცემა მოდიოდა მაშინ თემოს თვალებიდან და დიდი სიყვარული.ყველაფერს აკეთებს უმიზეზოდ ტირილამდე მისული სალომე დაამშვიდოს, რადგან მის ტირილს ვერ იტანს და მის ცრემლების შეჩერება ხანდახან არ გამოდის,ვერ მშვიდდება თავადაც და გული ათას ნაფლეთებად ეგლიჯება. ამიტომ ხშირად მარტო ტოვებს და გადის,მანამ არ შედის მასთან,სანამ არ ნახავს დამშვიდებულს. ამ დროს სალომეც ხვდება,რომ ზედმეტი მოსდის და თავად მიდის თემოსთან შესარიგებლად.
---ყველაზე მნიშვნელოვან დღესას კი დავთმობ შენს გამო,ამაზე დაფიქრებაც არ დამჭირდება.ვიცი რომ მძიმეა შენთვის ეს დრო,ამიტომ მე შენთან ვარ და ვცდილობ შეგიმსუბუქო მდგომარეობა. მენატრება შენთან ადრინდელივით საუბარი,მენატრება შენი ღიმილიანი სახის დანახვა,მაგრამ გავუძლებ სულ ცოტა დარჩა და სულ მალე ჩემი ცხოვრება გაღიმებული იქნება და ტკბილიც. სიყვარული და სიხარულით სავსე.თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ სალომე და მე თქვენზე ადრე მომიწია წასვლა,მინდა იცოდე რომ იქაც,ცივ სამარეშიც ვილოცებ თქვენზე.
როგორც იქნა დადგა დღე სიხარულის და ბედნიერების და თემომ სიხარულით სავსემ პირველმა დაიჭირა ხელში მისი ლევანიკო. დიახ მან მამის სახელი დაარქვა შვილს და ქვეყანას მოავლინეს ლევანი ბაშალეიშვილი თემურის ძე. სიყვარულს ის კიარ იმსახურებს, ვისაც შენს იქით გზა არა აქვს,არამედ ვისაც მილიონი გზა აქვს,მაგრამ შენთან ერთად უნდა რომ იაროს.ჩვენ ერთად ვივლით ხელი-ხელ ჩაკიდებული,ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენს ძლიერ სიყვარულთან ერთად...



№1  offline მოდერი zia-maria

eremar
რა სიტყვებით გაქო ამის შემქმნელო არვიციიი...... <3

kissing_heart kissing_heart შენგან წარმოთქმული ეს ექვსი სიტყვა,ჩემთვის უდიდესი ძალის მომცემია.მადლობააა.

 


№2  offline მოდერი zia-maria

heart_eyes აუცილებლად,მალე დავბრუნდები,სულ მალე. kissing_heart

 


№3  offline მოდერი zia-maria

eremar
Meramdened wavikitxe tvitonac arvici <3 :* ^_^

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობაააა.

 


№4 სტუმარი elene

namdvili adamiani Roca chndeba mas verc fuli cvlis da verc swavla ganatleba iqneba yoveltvis iseti rogoric aris realurad,meamayebi deee

 


№5  offline მოდერი zia-maria

elene
namdvili adamiani Roca chndeba mas verc fuli cvlis da verc swavla ganatleba iqneba yoveltvis iseti rogoric aris realurad,meamayebi deee

ფუფუნებაში გაზრდილი სვილი ყველა ყოყოჩია,არქონობა როცა იცის ბავშვობიდან ბავშმა,მას ვერ ცვლის ვერაფერი,ვერც ფული და ვერც გარემოება.მადლობა დეეე. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent