შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 28


4-04-2017, 01:00
ავტორი katiusha
ნანახია 3 685

რთული გამოდგა დამშვიდობება და ყველაფრის დატოვება. აქაურობასთან ბევრი რამე აკავშირებდა. რამდენი რამე შექმნა, ყველაზე მთავარი კი ის იყო რომ იმ ადამიანებს ტოვებდა, რომლებიც ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე ედგნენ გვერდში.
რიგრიგობით გადაეხვია მაროს, კესოს, ზეზვას და ლიას. უკანასკნელი დარიგებები მისცა ბიჭს და თვალცრემლიანი მიუჯდა საჭეს
-შვილო იქნებ ზეზვამ წაგიყვანოს?შენს მდგომარეობაში მგზავრობა ცოტა სახიფათოა. სთხოვა მოხუცმა.
-არა ბებო არაფერი დამემართება. რადგან უფალმა ამის ღირსი ისევ გამხადა, დარწმუნებული ვარ რომ ყველანაირი საშიშროებისგანაც დამიფარავს.უბრალოდ გთხოვთ არავის უთხრათ სად მივდივარ,- გაუღიმა და მანქანა დაქოქა.
-თავი არ მოგვანატრო სოფო. მალე გვინახულე. მიაძახა კესომ და შეყვარებულს მიეხუტა. დანანებით გააყოლა თვალი.

მაშინ როცა სოფო მანქანით თბილისისკენ მიემგზავრებოდა, თამუნა თვითმფრინავით ბრუნდებოდა ლონდონიდან, მგზავრობამ ძალიან გადაღალა. თვალები ჩაუცვივდა და ძალა ეცლებოდა. პირველი რაც აეროპორტიდან გამოსვლისას გააკეთა აფთიაქში შეიარა და ორსულობის ტესტი იყიდა. შეშინებული სახე ჰქონდა ეშინოდა შედეგის და გულში მაინც იტოვებდა იმედს რომ ასე არ იქნებდოა და პასუხი დადებითი არ აღმოჩნდებოდა. შიშის კანკალით ელოდა პასუხს...
საძინებელში ჩამოჯდა და რამდენიმე წუთი არ დაუხედავს. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და დახედა. ხელში ორსულობის ტესტი ეჭირა, რომელზეც ორი წითელი ხაზი მის ორსულობას ადასტრებდა... უცნაური გრძნობა დაეუფლა. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა მის თავს. ჯერ ის ვერ მოენელებინა რომ დათასთან იწვა, ახლა კი ეს დაემატა. ო, როგორ მტანჯველი იყო მისთვის ეს ყველაფერი... რაც პირველი გონებაში ამოუტივტივდა ეს სოფო იყო. ახლა მიხვდა რას გრძნობდა ის. მიხვდა და სრულიად გაითავისა. ისიც იმავე დღეში იყო რამდენიმე წლის უკან.. ამ ფიქრებში იყო კარზე ზარის ხმა რომ გაისმა შეშინებული წამოხტა. სულ დაავიწყდა თავის მდგომარეობა....თავბრუ დაეხვა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა... წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო და ნატრობდა კიდეც იქნებ წავიდესოო.. მაგრამ ესეც არ აუსრულდა. ვიღაც აშკარად არ აპირებდა წასვლას...

სოფო პირდაპირ საავადმყოფოს მიადგა. ამჯერად ღიმილით შეეგება რეიგისტრატორის გოგონა. თავაზიანადაც კი მიესალმა და მოიკითხა. რომ უთხრა ირაკლის ნახვა მინდაო მაშინვე მოახსენა მას და კაბინეტამდე მიაცილა.
-ეს ვინ მოვიდა? ხელები გაშალა ბიჭმა და მოეხვია და-ძმურად.
-როგორ ხარ იკა?-ღიმილით ჰკითხა გოგომ
-მე კარგად შენ?
-მეც კარგად.
-ჩამოჯექი. მოდი მომიყევი რამ შეაგწუხა?ხო მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა. მეტიც ახლა ისეთ კარგ ამბავს გეტყვიი... ეშმაკურად ჩაეცინა სოფოს
-გისმენ გულისყურით.-მოსასმენად მოემზადა ირაკლი
-მოკლედ პირდაპირ გეტყვი იკა ყოველგვარი შესავლის გარეშე... ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია.
-მოიცა მოიცა შენ რაღაც ეშმაკურად გიღიმის სახე. შეცვლილი ხარ.. ბედნიერებას ასხივებ...
-ასეცაა ბედნიერი ვარ... მოკლედ იკა ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა...სამსახურში ვბრუნდები..
-მეხუმრები?თვალები გაუფართოვდა ირაკლის
-არა, სერიოზულად ვამბობ.- თავი დააქნია სოფომ
-ეს ძალიან მაგარი ამბავია სოფო. წამოხტა ირაკლი და კიდევ ერთხელ მოეხვია ახალი ამბავით გახარებული.
-მოიცა იკა მოიცა არ გამჭყლიტო.. ბევრი ახალი ამბავი მაქვს კიდევ. ეს არაა მთავარი..
ბიჭმა ხელი გაუშვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა..
-აბა გისმენ განაგრძე?
-მოკლედ ჯერ მითხარი მოიძებნება ჩემთვის ადგილი?
-კი შენ შენს ადგილზე დაბრუნდები, მაგრამ მარტო არ იმუშავებ. ჯერჯერობით და არ გეწყინოს კარგი? დგესვე მოვაგვარებ კადრებთან შენს საქმეს
-არა არ მწყინს. იმდენი ხანია აღარ მიმუშავა რომ ეს რომ ას იქნება მაგას რად უნდა თქმა.
-მიხარია რომ არ გწყინს. აბა ახლა სხვა სიახლეებზე მომიყევი, რატომ გადაწვიტე დაბრუნება?
-ყველაზე მაგარი მიზეზი მაქვს. იქ რომ დავრჩენილიყავი შემეშინდა რომ მას რამე არ მოსვლოდა. რამე რომ მოხდარიყო ექიმიც არ იყო იქ რომ ეშველა ჩემთვის
-რა გაუკვევლად ლაპარაკობ გოგო. რა მოხდა აღარ იტყვი?
-მოკლედ ასე იკა მე ბავშვი მეყოლება. ორსულად ვარ.
-რაა?კი მაგრამ როგორ?ექიმმა ხომ თქვა მაშინ რომ ეს გამორიცხული იყო.?არ მჯერა
-მეც არ მჯეროდა ირაკლი მაგრამ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
-სოფო საშვილოსნოსგარე ორსულობა არ იყოს. შეშინდა ბიჭი
-მეც ვიფიქრე ეგ და ახლა მაგიტომ ვარ აქ. იმედია ქალბატონი ანა ისევ აქ მუშაობს. მის გარდა ვერავის ვანდობ ჩემს თავს.
-რა თქმა უნდა აქაა. ახლავე გავარკვევ შეძლებს თუ არა შენს მიღებას. ირაკლიმ ყურმილი მოიმარჯვა და შიდა ნიმერზე გადარეკა. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ვიღაცას დაემშვიდობა და სოფოს მიუბრუნდა
-ნახევარ საათში თავისუფალი იქნება და გელოდება. მანამდე კი მომიყევი დანარჩენი. მითხარი ბავშვის მამა რეზო ბექაურია?
-შენ საიდან მიხვდი?
-რა მიხვედრა მაგას უნდა. მთელი ქვეყანა თქვენზე ლაპარაკობს.
-ხო მაგასაც ლაპარაკობს და სხვა რამეებსაც. კარგად გაუქექიათ ჩემი წარსული. დადარდიანდა გოგო
-დაივიწყე ეგ ყველაფერი. დაივიწყე წარსული და მომავალზე იფიქრე. ახლა შენ თავს ისეთი რამე ხდება რასაც ასიდან ერთ პროცენტში რომ შევხვდებოდით პაციენტებში და ეს სასწაულია. ის სასწაული, რომელიც უფალმა გისახსოვრა და გაუფრთხილდი მას. პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ ორსულობამ მშვიდად და ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიაროს.აღარასოდეს დავუშვებ იმას რაც მაშინ მოხდა.
-ხო ის დღე არ დამვიწყებია. ყველაფერი ნელ-ნელა გაუფერულდა. აღარც კი ვდარდობ. მგონია რომ ის ვიღაც სხვა იყო. მაგრამ მაგ საშინელ დღეს ვერ ვივიწყებ.

" დილით ადრიანად ადგა. შეუძლოდ იყო. ორსულობის მეშვიდე თვეში იყო. ძალიან გასუქდა და სიარულიც უჭირდა.მაგრამ სახლში დაჯდომას არ აპირებდა. გადაწყვეიტილი ჰქონდა იქამდე ემუშავა სანამ მშობიარობის ბოლო დღეები არ მოვიდოდა. ბოლოსდაბოლოს ფული სჭირდებოდდა. ბავშვს ათასი რამე უნდოდა ამას კი მისი დაბადების მერე ვერ შეძლებდა, მანამდე უნდა მოეგრევებინა ფული... თამუნასიც ერიდებოდა მასთან ცხოვრობდა, ყველაფერს ის ყიდულობდა. ბოლოსდაბოლოს მეგობარი კი იყო, მაგრამ ამდენსაც ვერ დაავალებდა... გიო არსად ჩანდა. როგორც მერე გაიგო სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოუწია წასვლა და მისი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. არც მშობლების. მათ სამუდამოდ თქვეს უარი შვილზე. ..
წყალი გადაივლო, მოწესრიგდა და ტაქსი გამოიძახა. საჭესთან ჯდომასაც ერიდებოდა. დღეს გინეკოლოგთან მიღებაზე იყო ჩაწერილი. ნელ-ნელა იარა საავადმყოფოს კიბეები და მორიდებით შეაღო გინეკოლოგისა კარი
-შეიძლება ქალბატონო ანა?
-მოდი მოდი. სახე გაებადრა ქალს.-ჩემი ყველაზე გამორჩეული პაციენტი. საუკეთესო სტუდენტი და ახლა უკვე კოლეგა. როგორ ხარ ჩემო კარგოო?
-კარგად თქვენ როგორ ხართ?
-მეც კარგად. ეს როგორ გრძნობს თავს?-მუცელზე მიეფერა ქალი.
-ძალიან ცელქობს.სულ მოძრაობს. მოუსვენარია. გაეცინა სოფოს
-მოემზადე და გაგსინჯავ. ჯერ ეხოსკოპია გავაკეთოთ.
სოფო საწოლზე დააწვინა და სითხე წაუსვა. მერე აპარატი აიღო და ფრთილად დაადო გამობზეკილ მუცელზე. ყურადღებით ათვალიერებდა და აკვირდებოდა ეკრანს. მერე სოფოსკენ მიაბრუნა და უთხრა
-ჯანმრთელი ბიჭუნაა.წონაც საკმაოდ კარგი აქვს. სამ კილომდეა. გულისცემა ნორმალურია. რაიმე პათოლოგია არ შეინიშნება. მას ყველაფერი კარგად აქვს.
სოფოს ბედნიერეისგან სახე გაუნათდა. როგორც იქნა სქესიც გაიგო..ეკრანს აკვირდებოდა და უხაროდა.
-სოფო შენი მდგომარეობა არ მომწონს.საშვილოსნოს ტონუსი მომატებული გაქვს და ნაადრევი მშობიარობის რისკი არსებობს. წამლებს გამოგიწერ აუცილებლად უნდა მიიღო და მუშაობა შეწყვიტო. წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვა. ანალიზებიც ვნახე და სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებია.სიცოცლისთვის საშიში.
სოფოს სახეზე ფერი გადაუვიდა. შეშინებული იყურებოდა
-არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ყველაფეი კარგად იქნება თუ დამიჯერებ და ჩემს დარიგებებს ყურადღებით შეასრულებ.
გულდამძიმებულმა დატოვა კაბინეტი და თავის სამუშაო კაბინეტში შევიდა. ფორმა ჩაიცვა და შემოვლაზე უნდა გასულიყო როცა ირაკლი შემოვიდა მასთან.
-აბა რაო ანამ?
-რაო და კარგი ბიჭი ვარო. ნაძალადევად გაიცინა სოფომ
-ვაა რა მაგარია. პატარა ვაჟკაცი გვეყოლება. გაეცინა მას-ძალიან მიხარია.
-ხო მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ არის კარგი, მირჩია სასწრაფოდ დატოვე სამსახური და წილითი რეჟიმი დაიცავიო, მე კი ეს რომ გავაკეთო რა მეშველება მერე?ფულს ვინ მომცემს?
-ამაზე არ იდარდო. რაც ანამ გითხრა ის შეასრულე, ხვალიდან აღარ გამოხვალ. მე მოგიგვარებ და ისე ვიზავთ რომ ხელფასიც გექნება და შენს ადგილსაც შეგინახავთ. კარგი?
-ასე მალე არა ირაკლი. რამდენიმე რთული პაცინეტი მყავს და რთული ოპერაცია მაქვს ჩასატარებელი. კვირის ბოლოს გავალ.
-სოფო შენ ექიმი ხარ და კარგად იცი რა მდგომარეობაცაა ეს. ამიტომ თავს გაუფრთხილდი და არ გადაიღალო კარგი. არ დაგინახო ღამის მორიგეობებზე დარჩე. თითი დაუქნია ირაკლიმ და დატუქსა.
-როგორც მეტყვით უფროსო. გაეცინა სოფოს და შემოვლაზე წავიდა. ახალნამშობიარევი დედები თავს კარგად გრძნობდნენ. პატარები მათზე უკეთ..რამდენიმე პაციენტი გაწერა . საღამომდე ბევრი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ გადაიღალა. კაბინეტში შევიდა და წამოწვა რომ დაესვენა.
-შენ კიდევ აქ ხარ?რა გითხარი მე?. საყვედურებით შემოვიდა ირაკლი
-რა ვქნა იკა, რთული პაციენტი მყავს. თავის გამართლება სცადა სოფომ
-შენც რთული პაციენტი ხარ და თქვენს სოცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ.. ნახევარ საათში აქ აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა იცოდე,- მკაცრად გააფრთხილა ირაკლიმ, -წავალ შენ შემცვლელს ვიპოვი მანამდე და გადააბარე მორიგეობა და პაციენტები.
სხვა გზა არ ჰქონდა. მეგობარს დამორჩილდა. არ განაწყენებულა მასზე. იცოდა რომ ის ამას მის საკეთილდღეოდ ამბობდა და თვითონაც იცოდა რომ მართალი იყო. მითუმეტეს რომ მუცელში რაღაც ყრუ ტკივილს გრძნობდა. გამოიცვალა და წასავლელად მოემზადა. უცებ მიმღებში ამბავი ატყდა მტრისას, სასწრაფო კივილით შემოვიდა. მშობიარე შემოიყვანეს საკაცით.სოფომ თვალებს არ დაუჯერა. ის იყო ქალი, რომელმაც საყვარელი მამაკაცი წაართვა. ქალი, რომელიც ჭირივით სძულდა. ქალი რომელიც ეზიზღებოდა...გახევებული იდგა და ხმას ვერ იღებდა, ვერაფერი მოემექმედებინა. ქალი ერთიანად სისხლში ცურავდა. საკაცეზე გადაიყვანეს და სასწრაფოდ გადაუდებელ განყოფილებში გააქანეს.
-შენ ხოლოდ შენ შეგიძლია ჩვენი გადარჩენა.-მიმართაა სოფოს და გონებაც დაკარგა.
ექიმები მაშინვე დაეხვივნენ. მის გადასარჩენად ყველა იბრძოდა. თამუნაც კი იქ იყო..
-აქ რას დამდგარხარ?წადი..მიაძახა ირაკლიმ და საოპერაციოში გაუჩინარდნენ. სოფოს თვალებიდან არ გამოსდიოდა მისი შეშინებული მზერა. ამას ვერ დაუშვებდა. ის უნდა გადაერჩინა. ის ბავშვიც კი სძულდა წამის წინ. ახლა კიი?ახლა სიტუაცია შეიცვალა, უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს ვერ დაუშვებდა.მაშინვე გავარდა კაბინეტიკენ. გამოიცვალა და საოპერაციოში შევარდა.
-შენ აქ რა გინდა?
-ირაკლი პირველ რიგში მე ექიმი ვარ და ვიცი რომ გჭირდებით. ახლა ჩემს გარდა აქ არავინაა ქირურგი ვინც ამ ოპერაციას ჩაატარებს.
-მალე მოვა. უკვე გამოივიძახეთ.
-სანამ მოვა იკაა გთხოოვ.. შეევედრა სოფო. თანხმობა რომ მიიღო საქმეს შეუდგა. მდგომარეობა რთლი იყო. პაციენტს ერთდროულად რამდენიმე ოპერაცია უტარდებოდა, თამუნა მისი ფილტვის შეანარჩუნებაზე ფიქრობდა. რომელიც გატეხილ ნეკნს გაეგლიჯა. ირაკლი მას ეხმარებოდა.
გოგომ ერთი გადახედა მეგობარს ანიშნა ხომ კარგად ხარო. დადებითი პასუხი რომ მიიღო ოპერაცია გააგრძელა.სოფო თავის საქმეს მშვიდად აკეთებდა. ბავშვის მდებარეობა არახელსაყრელი იყო. სასწრაფო საკეირო იყო საჭირო. თავის საქმეს შეუდგა. ფრთხილად აიღო სკალპელი და მუცლის კანი გაკვეთა..ნელა მუშაობდა აუჩქარებლად..მუცელში ტკივილს გრძნობდა მაგრამ არაფერს ამბობდა. არადა ტკვილი უფრო ძლიერდებოდა. შუბლი ცივი ოფლით დაეცვარა. ექთანმა მოსწმინდა. მალე ბავშვი ამოყვანა. პატარა მაშინვე ატირდა...ექთანს მიაწოდა და გაკერვას შეუდგა
-სოფო.. იყვრა უცებ მეორე ექთანმა
-რა მოხდა?შეშინებულმა შეხედა თამუნამ
-სისხლი სოფო. მთლიანად სისხლიანი ხარ. წელს ქვემოთ.
-არ მიაქციო ყურადღება. უკვე ვრჩები. უპასუხა
-გაიყვანეთ აქედან.იყვირა ირაკლიმ.-ნებით თუ არ წამოვა ძალით წაიყვანეთ.
სოფო არ ემორჩილებოდა ,მაგრამ უეცრად ძლიერი ტკვილი იგრძნო და ჩაიკეცა. საოპარციოში არეულობა შეიქმნა. ცალკე ქალი იყო გადასარჩენი იქეთ სოფო...
გონს რომ მოვიდა აპარატზე იყო მიერთებული და ძლიერ ტკივილს გრძნობდა მუცელში. ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მერე უცებ ყველაფერი აღიდგინა გონებში და მუცელზე ხელი მისვა.
-არაა. არაა. მითხარით რომ ის კარგადაა. მითხარით რომ მას არაფერი მოსვლია.. აყვირდა მაშინვე და ექთანმა ძლივს დააწყნარა. მაშინვე ირაკლის და თამუნას გამოუძახა. დამამშვიდებელი გაუკეთეს და დააძინეს...
ირაკლი და თამუნა ბავშვის საწოლთან იდგნენ მდუმარედ და ხმას ვერ იღებდნენ.
-იკა მოდი მოვნათლოთ.
-კარგი აზრია. რამე რომ მოუვიდეს იმ ქვეყნად როგორც ქრისტიანი ისე წავა.
საღამოს მღვდელი მოიყვანეს და ბავშვი მონათლეს. სოფო გათიშული იყო დამამშვიდებლებისგან.
-არ იცით რას არქმევდა?-ჰკითხა ბიჭმა
-თავის ძმის სახელის დარქმევა უნდოდა
მოძღვარს ბავშვის სახელი უკარნახეს და მანაც ცერემონია დაიწყო.თითქოს რაღაც ტვირთი მოეხსნათ.თითქოს იმედი გაუჩნდათ რომ ბავშვი გადარჩებოდა...
რამდენიმე დღის შემდეგ სოფო ცოტა დამშვიდდა...
-თამო შენ მაინც მითხარი სიმართლე გთხოოვ..
-შემპირდი რომ არ ინერვიულებ.
-გპირდები. ატირდა სოფო.
-ანა მოვა და გეტყვის ყველაფერს..
-ჩემი პატარა სად არის?როგორ არის?
-ის ახლა აპარატზეა მიერთებული. სიცოცხლეს ებრძვის..
-ჩემი ბრალია, ჩემი. ვერ გავუფრთხილდი. ის გადავარჩინე. მის თავს ის ვამჯობინე..
-ის როგორც შენ ამბობ უცხო არ იყო... მისი ნახევარძმა იყო. შენ სწორედ ამით ხარ განსაკუთრებული, ყოველთვის სხვის კეთილდღეობაზე ფიქრობ...
საუბარი გინეკოლოგმა შეაწყვეტინა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა ცოტა ხნით.
-ქალბატონო ანა რა მჭირს? რატომ მტკივა ყველაფერი?
-სოფო შენ მძიმე მდგომარეობა გქონდა. მძიმე ოპერაცია ჩაგიტარდა. ნაადრევი მშობიარობა დაგეწყო. ბავშვი ჩამოუყალიბებელი დაიბადა. ფილტვები არ გაეხსნა დაა..
-და რაა ექიმო?
-სამწუხაროდ სიცოხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის. ძლის წარმოსთქვა ქალმა.
-არაა.- იყვირაა სოფომ.-მისი ნახავ მინდა წამიყვანეთ მასთან, მაჩვენეთ ძალიან გთხოვთ..
-დამშვდდი ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. შეაკავა ქალმა
-კიდევ რაღა უნდა მითხრათ მეტი? რაღა დარჩა?-ვედრებით ამოხედა სოფომ
-სამწუხაროდ ოპერაციის დროს მდგომარეობა გართულდა და ერთი საკვერცხის ამოღება გახდა საჭირო. მასზე შეხორცებები იყო.. შენ ვერასოდეს გახდები დედა სოფო
"შენ ვერასოდეს გახდები დედა" ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავდა. გოგო გულწასული გადავარდა საწოლში. ძლივს მოიყვანეს გონს.
-არ მინდა სიცოცხლე. აღარ მინდა სიცოცხლეე. ვენიდან წვეთოვანი მოიგლიჯა. წამოდგომა სცადა. ჭრილობამ თავი შეახსენა,თამუნამ ძალით დააკავა საწოლში...
-გთხოვთ მაჩვენეთ,თვალი მინდა შევავლო. შეევედრა სოფო
სავარძელში ჩასვეს და ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში შეიყვანეს.
- ის არის. დაანახა თამუნამ იქვე პირველივე საწოლში მწოლიარე ჩვილი
-დედა გენაცვალოს. დაიჩურჩულა სოფომ და ცრემლი წამოუვიდა მის დანახვაზე. ამაოდ ეფერებოდა შუშას. თითქოს ხელს გაყოფს და პატარას შეეხებაო. ბავშვი აპარატზე იყო მიერთებული. უმწეოდ ამოძრავებდა ხელ-ფეხს.. ნახევარი სათი ასე იდგენენ, სოფო ტიროდა და თან თვალს არ შორებდა.
-სოფო იცი მე და იკამ მოვნათლეთ. მას გიო დავარქვით. -უთხრა თამუნამ
-მონათლეთ?ჩემი გიო?ჩემი ძმის სახელი დაარქვით?უჩემოდ?-თითქოს უსაყვედურა
-მისი მდგომარეობა მძიმეა და ვიფიქრეთ რომ მოუნათლავი არ უნდა წასულიყო იმ ქვეყნად. თან არ ვიცოდით შენ გონს როდის მოხვიდოდი-გვაპატიე. დამნასავესავით ჩაილაპარკა მან
უცებ აპარატი ააწრიპინდა. ექთანი შევარდა. და გადარჩენისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება სცადა. სოფო პანიკაში ჩავარდა. აყვირდა.
-გადარჩინე გთხოვთ. გადაარჩინეთ. არა,არა, ის იცოცხლებს.. რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა. ბავშვის სიცოცხლე შეწყდა. სოფო კი უღონოდ მიესვენა სავარძელში. ვეღარც ტიროდა, და აღარც არაფერზე რეაგირებდა. შეშინებულმა თამუნამ ირაკლი გამოიძახა და პალატაში გადაიყვნეს. დამამშვიდებელი გაუკეთეს და გათიშეს..
-რა ვქნათ იკა?-ჰკითხა გოგომ
-არ ვიცი.გეფიცები მართლა არ ვიცი.
-მეშინია ირაკლი.ძალიან მეშინია. ჭკუიდან არ გადავიდეს. ცრემლი მოერია გოგოს
-ჩვენ გვერდით დავუდგებით თამო. არ მივცემთ ამის უფლებას. ხელი მხარზე მოხვია ბიჭმა და მიიხუტა შეშინებული მეგობარი..
-გონს რომ მოვა მოიკითხავს.
-ვიცი
-რა ვუთხრათ?როგორ მოვიქცეთ?
-უნდა დავკრძლოთ. ის ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ცოცხალი არსება იყო.
-ცოტა რომ დამშვიდდება და ჭრილობები შეუხორცდება მერე წავიყვნოთ საფლავზე. ვაჩვენოთ...
რამდენიმე დღე სოფო დამამშვიდებლების ქვეშ ჰყავდათ. პატარა დაკრძალეს. დასაფლვებაზე მხოლოდ ირაკლი და თამუნა იყვენენ, მღვდელი მოიყვანეს. მის სახელზე ლოცვები წაიკითხეს. წირვა შეუკვეთეს ეკლესიაში. საღამოს ერთი ჭიქით შესვეს მისი შესანდობარი და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდნენ სოფოსთან.
რიგ-რიგობით რჩებოდნენ მთელი კვირა მასთან ირაკლი და თამუნა. ბოლოს გოგო ნელ-ნლა მგდომარეობიდან გამოვიდა. მისმა ძლიერმა ორგანიზმმა იმარჯვა და ჭრილობები შეხორცდა, მაგრამ სულიერად მიყენებულმა იარებმა ვერა და ვერ შეძლო მოშუშება. სულ ტიროდა და პატარას ახსნებდა. თავს იდანაშაულებდა.
-ის როგორ არის?-ჰკითხა ერთ დღეს მეგობარს
-ვინ?-ვითომ ვერ მიხვდა
-იცი შენ.
-ახლა კარგად. მალე სახლში გავწერთ. ბავშვი უკვე გავწერეთ.
-მისი ნახვა მინდა.
-სოფოო..
-იცოდე ახლა რომ არ მაჩვენო ის მაინც მოვახერხებ რადაც არ უნდა დამიჯდეს.
სოფოს ხმაში ისეთი სიმკაცრე იკითხებოდა რომ თამუნა მიხვდა წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. სავარძელში ჩასვა და გარეთ გაიყვანა. გრძელი დერეფანი გაიარეს და ლიფტით მომდევნო სართულზე აიყვანა. კართან სოფომ შეაჩერა მარტო შევალო.
პალატაში სიჩუმე იყო. ქალს ტელევიზორი ჩაერთო და გასართობ გადაცემას უყურებდა. კარი რომ გაიღო და სოფო დაინახა თვალები გაუფართოვდა. საწოლში წამოჯდა და ერთმანეთს მიაჩერდნენ.
სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთი ასე იყვნენ. მერე ისევ სოფომ დაიწყო.
-გილოცავ.
-რას მილოცავ?დაიბნა ქალი
-პატარას დაბადებას გილოცავ. გადარჩენას გილოცავ. გამარჯვებას გილოცავ
-მადლობა. მაგრამ მე არ გამიმარჯვია..
-არა შენ გაიმარჯვე.ეს რაუნდი შენ მოიგე. მაგრამ გპირდები ოდესმე, არ ვიცი როდის ან რამდენი ხნის შემდეგ,მაგრამ მომდევნო რაუნდს მე მოგიგებ. ანგარიშს გაგითანაბრებ და მეტიც ბრძოლასაც მოგიგებ. გამოსცრა სოფო
-მე შენთან ომი არ მინდა, არ ვაპირებ, ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო.
-ნუ თამაშობ ანგელოზის როლს,ვიცი ვინც ხრა და რას წარმოადგე, ვიცი როგორ წამართვი ზაზა. რა ხრიკებით. მაგრამ ეს არ იკმარე და შვილიც კი წამართვი. იცოდი რომ მე უარს არ ვიტყოდი და ამიტომ მთხოვე ოპერაცია მე ჩამეტარებინა.
-მე არაფერი მითხოვია შენთვის. და რომ მეთხოვა კიდეც თუ არ გინდოდა არ ჩაგეტარებინა დაგაძალა ვინმემ? მე რაში მადანაშაულებ?არც ის დაუძალებია შენთვის ვინმეს ზაზას საწოლში ჩახტომოდი, მაგრამ ასე მოიქეცი, რაც გინდოდა ის გააკეთე და კიდევ სხვას ადანაშაულებ?-აქეთ გადავიდა შეტევაზე ქალი.
-მაგაში მართალი ხარ. მაგრამ ახლა ეგ არ მაინტერესებს. შენ ეს მითხარი ზაზამ იცის რომ მეც ორსულად ვიყავი?არ გითქვამს ხო?არ გითქვასმ რომ იმ დღეს მე მასთან მოვედი ეს რომ მეთქვა. შენ კი დამიმალე სახლში არ არისო. არადა ვიცოდი სახლში იყო. მთელი საათები ვიცდიდი ეზოში და ვფიქრობდი ამოვსულიყავი თუ არა. დავინახე როგორ შემოვიდა შენს სახლში, ვიფიქრე ეხლა ამათ თვაზე წავადგები და მაშინ მაინც გავიგებ ყველაფერსთქო, ჯერ თავს ვიკავებდი მაგრამ მერე ამოვედი. შენ დამიმალე. რ მოატყუე მითხარი?
-არაფერი. მას უბრალოდ ვუთხარი მეზობელი იყო რაღაც აინტერსებდა თქო და დაიჯერა. მიამიტი იყო ეგ შენი ზაზა და მაგიტომაც გაება ჩემს მახეში.გაეცინა ქალს
მთელი საათი კბენდნენ ერთმანეთს და აყენებდნენ შეურაწყოფას. ბოლოს სოფოს მობეზრდა და წასავლელად მომზადა.
-მოკლედ ასე. გყავდეს ეგ შენი ზაზა. არაკაცი რომელიც შენზე უკეთესში ისე გაგცვლის არც დაფიქრდება. გყავდეს და იმაში დარწმუნებული იყავი რომ კაცი, რომელთანაც წევხარ და რომელთანაც სექსი გაქვს ყოველთვის იფიქრებს ჩემზე. ყოველთვის იფიქრებს სხვაზე. გაიმარჯვე, მე გამანადგურე ამ ეტაპზე ის რომ საერთოდ ვეღარ ვეღირსები დედობას. ასე რომ ბრავო. ერთით- ნოლი შენ სასარგებლოდ....
-სოფო. დაუზახა ქალმა.-ყველაფრის მიუხედავად შენ ძლიერი ქალი ხარ და ვიცი რომ ოდესღაც ბედნიერი აუცილებლად იქნები.
-არ მჭირდება შენი შეცოდება. საკუთარი თავი გექნება მალე შესაცოდი. ირონიულად ჩაეცინა სოფოს და პალატიდან გავიდა. გზად ზაზას მოჰკრა თვალი. ერთმანეთს გაუწორდნენ.
-გამარჯობა. მიესალმა ის.
-გაგიმარჯოს
-რა დაგემართა?კარგად ხარ?-თითქოს შეშფოთდა ბიჭი
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ასე ირონიით ნუ მელაპარაკები. ადამიანურად მოგიკითხე.
-შეენ რომ ადამიანი არ ხარ?
-მოკლედ მეტყვი თავს როგორ გრძნობ?რა გჭირს?
-არაფერი პატარა ოპერაცია დასჭირდა. ახლა კარგადაა. ჩაერია თამო.
-გამატარე არ მცალია შენთვის. დავიღალე. უთხრა სოფომ
-გამოჯანმთელებას გისურვებ. უპასუხა ბიჭმა და გვერდით გაიწია რომ გზა დაეთმო...
რამდენიმე დღეში სოფო გაწერეს საავადმყოფოდან. დასვენება და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს თამუნამ სახლში წაიყვანა და ექთანი დაუქირავა რომ მის არ ყოფნაში მიეხედა. სოფო წინაღმდეგი იყო, მაგრამ მან თავისი გაიტანა. სოფო თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. თითქმის არ საუბრობდა. გარეთ გასვლა არ უნდოდა. არც ხალხთან კონთაქტი. რაც მეგობრებს ელაპარაკებოდა.
ორმოცი დღე რომ შესრულდა ჩვილის გარდაცვალებიდან ირაკლიმ და თამუნა სოფო შვილის საფლავზე წაიყვანეს. სანთელი აანთეს.ილოცეს. : გიორგი გიგაური" -ამოიკითხა საფლავის ქვაზე.სოფო დაემხო და დიდხანს ქვითინებდა . ბოლოს ცრემლიც გამოელია.ძალა გამოეცალა მანქანში ჩასვეს და სახლში წამოიყვანეს. უხმოდ ივახშმეს. პირი თითქმის არაფესრ დააკარა. ადრიანად დაწვა..
მეორე დღეს ექიმთან წაიყვანეს. საბოლოო გამოკვლევებისთვის. შესავლელში ზაზას შეეჩეხა. სესის მხარქვეშ ამოდგომოდა და სიარულში ეხმარებოდა. როგორჩ ჩანს გაწერეს. ამის დანახვაზე სევდა ჩაუდგა თვაელბში. ერთმანეთს უყურებდნენ. იარამ ისევ გახსნა პირი... უხმოდ აუარა გვერდი და თამუნაც გაიყოლა...
-მორჩა სრულიად ჯანმრთელი ხარ. რამდენიმე დღეში შეგიძლია ჩვეულებრივ საქმიანობას დ დაუბრუნდე. ამცნო ანამ. რაღაცნაირად გაუხარდა. იქნებ სამსახურსითვის გადაეყოლებინა გული. თუმცა ასე არ მოხდა. ყოველი მშობიარეს მიღებისას და ჩვილის ატირების დროს თავისი შვილი ელანდებოდა თითქოს ეძახდა დედაო.... მეტი ვეღარ გაზლო და ერთ დღეს როცა თამუნა მორიგეობაზე იყო წასული თავის ბარგი ჩაალაგა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა...
უფრო სწორად ყაზბეგში გაემგზვრა, სადაც ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო...""


*******************
ანამ სოფო რომ დაინახა ერთი იკივლა და გულში ჩაიხუტა ისევ ისე როგორც ადრე იცოდა ხოლმე. თვალებს ვერ უჯერებდა რომ მის წინ იდგა. კიდევ უფრო ვერ დაიჯერა რაც სოფომ უთხა. სკამზე ჩამოჯდა და რამდენიმე წუთი დასჭირდა შოკიდან გამოსასვლელად. გოგო ღიმილით უყურებდა .
-ანა მე წავედი და იცოდე ამას შენ გაბარებ. ამჯერად არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს. თითი დაუქნია ირაკლიმ და მარტო დატოვა ისინი...
-არა გეფიცები ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ
-ახლა მე მკითხე?თუკი რამე ტესტი არსებობს ორსულობის დასადასტურებლად ყველა ერთდროულად ვიყიდე და ყველამ დადებითი პასუხი აჩვენა. გაეცინა გოგოს
-მოვემზადები და ახლავე გაგსინჯავ. ჩემო პატარა კუდრაჭა გოგო. ეფერებოდა ანა. სოფო ხომ მისი მოსწავლე იყო. საუკეთესო სტუდენტი. ამდენწლიანი კარიერის განმავლობაში ეს მისი პირველი შემთხვევა იყო როცა ასეთი სასწაული მოხდა...
ეხოსკოპიის აპატარის შეხებაზე უსიამოვნოდ გააჟრიალა და წარსული გაახსენდა. მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა იქ, აწმყოს დაუბრუნდა და ბედნიერმა შეეხედა ეკრანს სადაც ნამდვილად დასტურდებოდა მისი ორსულობა. გულისცემაც მოისმინა. ნორმალური იყო....
-დაახლოებით ოთხი კვირის ორსული ხარ. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნაყოფის მდგომარეობა კარგია.ამ ეტაპზე არანაირი ანომალია და მუცლის მოშლის საფრთხე არ შეინიშნბა. შეგიძლია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება.
-სანამ აქ მოვიდოდი უამრავი კითხვა მქონდა, ახლა კი საერთოდ ვერ ვიღებ ხმას,-გაეცინა სოფოს.
-მკითხე გაიხსენე. ან რა უნდა მკითხო, თვითონ რაა ექიმი არ ხარ ?თან იგივე პროფესიიის. ერთ-ერთი საუკეთესო მეან-გინეკოლოგი.
-ქალბატონო ანა მე სამსახურში დაბრუნებას ვაპირებ, ხელს არ შემიშლის?
-არა ჩემო კარგი, ამ ეტაპზე არა. მაგრამ დამპირდი რომ თუ რაიმეს იგრძნობ, ოდნავ გადახრასაც კი მაშინვე მეტყვი.
-გპირდები ანა..
ქალს დაემშვიდობა და ანალიზების ჩასაბარებლად ლაბორატორიას მიკითხა. ყველაფერს რომ მორჩა ისევ ირაკლისთან დაბრუნდა. ჰკითხა თამუნა სად არისო და სასურველი პასუხის მიღების მერე მასთან გავარდა სახლში.
-ცოტა ნელა.ორსულად ხარ.-მიაძახა ირაკლიმ მაგრამ მას არაფერი გაუგია. ახლა მეგობართან შეხვედრის და ჩახუტების მეტი არაფერი უნდოდა....


ბექაური ჰოლდინგში იჯდა თავის კაბინეტში და საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. ვერადა ვერ დაუდო გული მუშაობას. ერთი კვირა ხდება თითქმის რაც სამსახურში დაბრუნდა მაგრამ ვერაფრით შეძლო სამუშაო განრიგისთის ფეხის აწყობა. მუდამ თან სდევდა დანაშაულის გრძნობა რომელიც ვერა მოიშორა. ხან საკუთარ თავს ადანაშაუელებდა, ხან სოფოს, იცოდა რომ შეცდომას უშვებდა ამით, მაგრამ თავს ვერა და ვერ სძლია. აქამდე არ უნდოდა გოგოს ნახვა სანამ ამ ყველაფერს არ გადალახავდა. იცოდა ამით გულს სტკენდა და შეიძლება სამუდამოდ დაეკარგა,მაგრამ მაინც დაკარგავდა მასთან რომ დაბრუნებულიყო და რამე ისეთი წამოსცდენოდა რაც სოფოს განრისხებას გამოიწვევდა. ადგა, ბართან მივიდა. სასმელი ჭიქაში ჩამოისხა და დალევა და იწყო
-შენ კიდევ სვავ?შემოვიდა ოთახში დათა და გაბრაზებულმა ჰკითხა
-შენი თავი არ მაქვს დამანებე. შეუღრინა მეგობარს
-მორჩი დალევას. თვეზე მეტია არ გამოფხიზლებულხარ.. უამრავი სამქე დაგროვდა სამსახურში. სოფო და მამაშენი თუ არ გედარდება სამსახურზე და საკუთარ თავზე მაინც იფიქრე
-მორჩი შეგონებებს. მე აღარარაფერი მეშველება.
-გეშველება. ჭიქა გამოსტაცა და გვერდით გადადო. -ეს ყაზბეგის სასტუმროს საბუთებია.ხარჯთაღრიცხვები, წარმატებით ამუშავდა, თან ეხლა ზამთრის სეზონი მოდის და მეტ მოგებას ველოდებით.
-მაჩვენე გადავხედავ. -უგულოდ გამოართვა და თვალი გადაავლო.
-ხო ნადვილად კარგად მუშაობს.
-საღამოს მივდივარ. კესო უნდა ჩავიყვანო. კურსებს მორჩა, წარმატებით აითვისა ყველაფერ. შენ არ წამოხვალ?
-მეე?-შეცბა რეზო
-ხო შენ ბოლოსდაბოლოს უნდა დაელაპარაკო იმ გოგოს და აუხსნა ყველაფერი. ამდენი ხანი არ დაგელოდება იცოდე. ძნელია გაურკვევლობაში ყოფნა
-ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.
-როცა იქნები მერე გვიან იქნება იცოდე. უთხრა დათამ და კაბინეტიდან გავიდა
კესო ქვემოთ ელოდა. მიესალმა და ყაზბეგის გზას დაადგნენ. გზაში საუბრით შეიქციეს თავი
-არ წამოვიდა არა?
-არა. თავი გააქნია დათამ
-მეცოდება ორივე, ძალიან მეცოდება.
-მე არ მეცოდება. უკვე ვბრაზობ რეზოზე. ცუდად იქცევა და აი ნახე ამ ყველაფერს ინანებს. მე შემიძლია მივიდე სოფოსთან და ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ რატომ უნდა გაიგოს ეს ყველაფერი ჩემგან?მეც მეწყინება ასე რომ მომექცეს შეყვარებული.
-მეც ..ეეჰ როგორ მომენატრა ჩემი ზეზვა. რამდენი ხანია არ მინახავს.ჩაეღიმა გოგოს
-ხოდა ახლა ნახავ. თან სიუპრიზს მოუწყობ.
საუბარში დრო ისე გავიდა ვერც მიხვდნენ. დათან პირდაპირ მაღაზიას მიაყენა მანქანა სიგნალებით,შეშინებული გამოვარდა იქიდან ბიჭი რა ხდებაო. ჯერ დაიბნა და ადგილზევე გაშეშდა, მერე კი შეყვარებულისკენ გამოიქცა და ძლიერად მოხვია.
-როგორ მომენატრე ჩემი გოგო.ჩემი ლამაზი გოგო,- ჩურჩულებდა და უფრო მეტად იხუტებდა
-მე თამაშგარეში მტოვებ.?გაეცინა დათას.-ჩამოგიყვანე და მადლობა მაინც გადამიხადე
-გამარჯობა დათა როგორ ხარ? მოიკითხა მერე გოგოს ჩახუტებით რომ იჯერა გული.
-კარგად შენ როგორ ხარ?აქ რა ხდება?
-არაფერი მშვიდობაა. ტურისტებმა იმატა..თუმცა აქ რას დაგაყენე, შემოდი შიგნით იქ ვილაპარაკოთ
-სოფო აქაა?
-არა სოფო აქ არ არის. რამდენი ხანია გაემგზავრა. მიატოვა ეს ყველაფერი.
-გაემგზავრა?სად?რატომ?-გაკვირდა დათას
-სად წავიდა არ ვიცი, მაგრამ რატომ ეგ შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე. გაგულისებულმა მიუგო ბიჭმა და შიგნით შეუძღვა...თუმცა ახლა სულ არ იყო ამის ხასიათზე. ერთი სული ჰქონდა უკან დაბრუნებულიყოო...


-ხომ გითხარი დაკარგა-თქო. შემოგლიჯა სამუშაო კაბინეტის კარი დათამ ყვირილით და რეზოს წინ აესვეტა
-რა მოხდა?-გაოცებულმა შეხედა ბიწმა
-რა მოხდა და ახლა ყაზბეგიდან მოვდივარ
-მერე რაა?-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-რა მერე რაა?არ გესმის რა გითხარი?
-არა და თუ ყვირილს მორჩები და გასაგებად მეტყვი კარგი იქნება
-მოკლედ სოფო წავიდა. სად არავინ იცის. ოდნავ დამშვიდებულმა თქვა დათამ
-წავიდაა?თვალები გაუფართოვდა რეზოს
-ხო აი ასე. ადგა და წავიდა. შენ იმაზე მეტად ატკინე გული, ვიდრე იმან ვინც ადრე იყო მის ცხოვრებაში. იმედები გაუცრუე. გაანადგურე.. შეგიძლია იამაყო ამით რეზო ბექაურო. ირონიულად უთხრა დათამ და ტაში შემჰოკრა.
რამდნეიმე წუთს რეზო ერთ ადგილზე ეჯდა. არც განძრეულა. მერე უცებ წამოხტა, მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და კაბინეტიდან გავარდა.
-სად მიდიხარ?დააწია დათამ
-უნდა ვნახო, უნდა მოვძებნო. იქ იქნება ნამდვილად, უბრალოდ არ უნდა რომ იცოდნენ, არსად წავიდოდა. ვერ დავიჯერებ, ამოსძახა ქვემოდან და კისრისტეხით დაეშვა ქვემოთ..
მანქანა დიდი სისწრაფით მიჰყავდა.უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს.
-ვერ დავკარგავ, ვერა. ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთა თავს, მასაც ვერ დავკარგავ..
მოულოდნელად მოსახვევიდან მანქანა გამოხტა. მის მხარეს გადმოვიდა. არიდება სცადა.საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადაეშვა...



№1  offline წევრი katiusha

დიდი მადლობათქვენი ასეთი დამოკიდებულების გამო :* სიმართლე გითხრათ თვითონაც არ ვიცი რა იქნება შემდეგ თავშიი.. მაგრამ გპირდებით მალე იქნება ახალი თავი

 


№2  offline წევრი sergio ramos

მალე დაიდება შემდეგი თავიი?

 


№3  offline წევრი katiusha

ხვალ
დილით იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent