პროფესია ჰაკერი... (3 თავი)
!!!!ისტორიის მკითხველს მინდა ბოდიში მოვუხადო დიალოგების ასე გადაბმულად წერის გამო, უბრალოდ ტელეფონში სხვა პროგრამა არ მაქვს ამიტომ დიდი ბოდიშის მოხდით ასე წერა უნდა გავაგრძელო, მაპატიეთ....!!!! ხოდა კიდევ პატარა თავის გამო გიხდით ბოდიშს, მეოთხეს ცოტა დავაგვიანებ ამიტომ გადავწყვიტე ეს ამეტვირთა რაც მქონდა დაწერილი... *** _მომდევნო დღეებმა ისე ჩაიარა ვარჯიშის, ძილის ჭამის და ველურის ღრიალის მეტი არაფერი მომხდარა, მე ვარჯიშის შემდეგ თავისუფალი ვიყავი ის კი წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებდა. ერთი ორჯერ დავლანდე სავარჯიშო დარბაზიდან გამოსული ოფლით დაცვარული სხეულით და იმხელა ნერწყვი გადავყლაპე ლამის დავიღრჩე მაგრამ მალევე გავაქრე ეს სულელური ფიქრები ტვინიდან, ასევე ტვინს ავუკრძალე წინა დღებში მომხდარი პატარა ინციდენტზე ფიქრი და პრინციპში მეტჯერ თვალი არც მომიკრავს მისთვის გარდა ყოველი დილისა რომელიც არვიცი რომელმა ბედმა მარგუნა წილად რომ მის უჟმურ ხმას უნდა გავეღვიძებინე და სიკვდილამდე დავეღალე ვარჯიშით. _გამიკვირდა ეს დილაც დუდუს ყვირილით რომ არ დაიწყო. თვალები გავახილე თუ არა საათს გავხედე, ათის ნახევარს უჩვენებს, ხომ კარგადაა ნეტავ ეს კაცი? დავიჯერო დავავიწყდი? არაა, წარმოუდგენელია, ალბათ რამეს გეგმავს თორე აქამდე დამაცხრებოდა თავს, ან შეიძლება ვარჯიშობს, ჰმ, მისი სხეულის გახსენებაზე მთელს ტანზე ისევ ეკალმა დამაყარა. _ღმერთო მგონი ვგიჟდები, ქალმა მთელი ევროპა მოვიარე, რანაირ კაცს არ შევხვედრილვარ და მაინცდამაინც დუდუ დადვანი იწვევს ჩემში სექსუალურ ფანტაზიებს და თანაც ასეთ მიზიდულობას… არა ნამდვილად ჰიპნოზი გამიკეთა, (ხოო არ მოგესმათ, სექსუალურ ფანტაზიებს, ნეტავ იცოდეთ მთელი ღამე რა მესიზმრებოდა) “ფუჰ, გარყვნილო” _აგერ საიდანღაც ისევ ჩემი ქვეცნობიერი გამოხტა. _ავდექი, ხალათი მოვიცვი და დასაბანად რათქმაუნდა მეორე სააბაზანო გამოვიყენე, არც მიფიქრია მის ოთახში შესვლა, ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი სასაუზმოდ, სახლში უჩვეულო სიწყნარემ ცოტა არ იყოს შემაშინა, სად ხარ შე უჟმურო, მოკვდი? ჩავიბურტყუნე და გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი ჩაის გასაკეთებლად, დავლიე და რაც არუნდა გასაკვირი იყო სავარჯიშო დარბაზში ვდურთე თავი სარბენად, -ამას რას მოვესწარი ჩემო თავო, შიშით რომ ველურმა უარესი სასჯელი არ დამაკისროს საკუთარი ფეხით შევდივარ სავარჯიშოდ, საბედნიეროდ ფლეერს წავაწყდი რომელიც ალბათ მას დარჩა ავიღე და ჩავრთე, -ვახ, როგორც ჩანს კლასიკური მუსიკა უყვარს “უმონათმფლობელესობას” (ჰაჰ, რა მაგარი სახელი დავარქვი). _beethoven_moonlight sonata ჩავრთე და სარბენ ბილიკზე შევხტი. _ნახევარი საათი ვირბინე, უჰჰ სულს ძლივს ვიბრუნებ, როგორ ცხელა. ოფლი პირსახოცით შევიმშრალე და კუნთებატკიებული ახლა უკვე კუს ნაბიჯებით გამოვლასლასდი, გრილი წყალი გადავივლე, მოკლე თითქმის ყვევილებიანი სარაფანი გადავიცვი ტანზე და ეზოში გამოვედი. _ამდენი დღეა აქ ვარ და აზრად არ მომსვლია გარემო შემეთვალიერებინა, გაქცევა მინდა ჩემი ჭკუით და ისიც არ ვიცი სად ვარ. რა სილამაზეაა, უზარმაზარი ხეები, მწვანე ხალიჩასავით ბალახი, სუფთა ჰაერი, მაგარია ვერაფერს იტყვი. _იქვე ეზოში მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი მაგიდაზე ფეხები შემოვალაგე და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე თან ფიქრებში ჩავიძირე და აბა თუ მიხვდებით ამ ფიქრებში ისე როგორც messenger_ში ახალი შეტყობინება, ვინ ამომიხტა? კი კი ნამდვილად ის ვინც იფიქრეთ, ჩემი ველური (ჩემი არა ის, მოვინდომე...) თავისი მხურვალე ტუჩებით და უუუუგემრიელესი სურნელით, იცით როგორი? კაცური, ველური, თან ნაზი, თან სუნამოსი, თან სისუფთავის და მაინც განსხვავებული და მისნაირი. _კარგი, მორჩა არანაირი დუდუ ვსიო, შევუძახე ჩემს აწრიალებულ გონებას და ახლა საბუნას გადავწვდი, -ჩემო ბიჭო, როგორც კი საბას სახე ამომიტივტივდა მაშინვე ცრემლები მომადგა. ჩემო დატანჯული ბიჭი, დაიკოს სიამაყე, ჩემო ერთადერთო, სად ხარ ახლა საბ, ნეტავ შენთან ვიყო, ნეტავ დედა და მამა ჩვენთან იყვნენ, შენს უქნარა დას ისიც არ შეუძლია დაგიცვას. როგორ მძულს ამ წამს საკუთარი თავი ამ უძლურების გამო და უფრო მეტად მძულს სამყარო ასეთი უსამართლობისთვის, მაინც ვერ ჩავწვდი რატომ დამემართა ასეთი რაღაც მაინცდამაინც მე, ათასჯერ ვატრიალებ გონებაში ერთსადაიმავე კითხვას მაგრამ პასუხი არსად ჩანს, ნეტავ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს, ნეტავ ამ ხალხის ნახვა არასოდეს მომიწიოს და სულ გადავიხვეწები საქართველოდან., _ღმერთმა დასწყევლოს ის დღე როცა ეს საშინელი პროფესია ავირჩიე, რა ძალა მედგა, რა ქალის საქმეა ჰაკერობა და კომპიუტერში ჩხირკედელობა, გამოვსულიყავი ქართულის მასწავლებელი, დედაენის გატაცებას მაინც არავინ დამავალებდა და ვიქნებოდი ბედნიერად. მერე გავყვებოდი ვინმე ფიზკულტურის მასწავლებელს სახელად “რეზო”_ს ან “ბადრი”_ს და ვიცხოვრებდით ტკბილად და ბედნიერად ჩვენს ორ შვილთან ერთად რომლებსაც მისი მშობლების სახელები “თემო” და “ნაზი” ერქმეოდათ. _ვაი ჩემს პატრონს, სააკუთარ ფიქრებზე გამეცინა და შუა ტყეში კაკანი ავტეხე, სულაც გადამავიწყდა წამის წინ რომ ცრემლებს ვაღვარღვარებდი... _როგორც ჩანს რაღაც ძალიან კარგზე ფიქრობ არა? _მისმა ხმამ ისე შემახტუნა ღიმილი სახეზე შემეყინა. _კიი ბადრიზე და რეზოზე, გაუცნობიერებლად წამოვიძახე და ისევ სიცილი ამიტყდა, _ხოო? და მაინც ვინ არიან ბადრი და რეზო? ისეთი ინტერესით მკითხა თითქოს ვინმეს ვმალავდი სადმე. _არავინ, შენ ის მითხარი სად დაბოდიალობ მთელი დღეა, ისე კარგად კი მიცავ ხო იცი, ახლა აქ რომ მთელი ჯარი დამცემოდა ვერაფერს მიხვდებოდი. _არაა შენი საქმე და ვერც ჯარი მოგაგნებს მშვიდად იყავი, სხვათაშორის ლამაზი ტრუსი გაცვია, ძალიან სექსუალურია, ჩაიღიმა ირონიულად და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა,. _იდიოტო, რას მომჩერებიხარ მერე, შევუღრინე და ფეხები დაბლა ჩამოვაწყვე,. _ნუ გეშინია ნანახი მაქვს, ვერაფრით გამაოცებ ბარბი, _არც მან დამაკლო ღრენა. _ჩემნაირი არავის აქვს, წამოვროშე სისულელე მაგრამ ენაზე კბენა უკვე გვიან იყო,. _არ არის პრობლემა, მანდამდეც მივალ “ენით”. _ენას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და ტუჩი გაილოკა,. _საზიზღარო, უტაქტო, ველურო, ფუჰ, ამოგაძრობ მაგ ენა და ნახავ, ვუყვირე და სკამიდან წამოვდექი მაგრამ ხელი დამიჭირა და თავისკენ მომქაჩა, მეც თავი ვერ შევიმაგრე და გემრიელად ჩავუხტი კალთაში,. _აბა რაო როგორი ვარ? ველურს მერე გაძახებნებ აი მაგ შენს “ჩემნაირი არავის აქვს” “ჩემნაირი მართლა არავის რომ აქვს” იმით, შტურმით რომ ავიღებ და თან გარწმუნებ ძააააალიან მოგეწონება,. _მეჩურჩულება და თან თავისი საოცარი ტუჩებით ასევე საოცრად დაცოცავს ჩემს კისერზე, მე კი ენაგადაყლაპული უსიტყვოდ ვისმენ მის “უხამს” რეპლიკებს და დაჰიპნოზებული მხოლოდ საკუთარი ტუჩების დაჭმით ვარ დაკავებული. _კისრიდან ყურზე გადადის და ნაზად მკბენს, მერე ენას მისვამს და ისევ ყელს უბრუნდება, --ღმერთო ჩემო, ამ ენას ისე ოსტატურად იყენებს ცოტაც და ავფეთქდები, ნელ ნელა მკერდსკენ მიუყვება და თან ცალი ხელით საჯდომზე მიჭერს, _ბელს რა საოცარი უკანალი გაქვს, მე კი მასთან დაკავშირებით უფრო საოცარი გეგმები. _დუდუუ, რა გარყვნილი ხარ შევკივლე როცა მორიგი “უხამსობა” მითხრა, -დამანებე თავი და შენი აწეწილი ჰორმონები სხვასთან დაიწყნარე, ქალი არ გყავს? _ქალი იმდენი მყავს შენ რომ ვერც დაითვლი მაგრამ მე შენთან რო მინდა? თანაც შენ ყველას არ გავხარ, ისეთი ხარ, განსაკუთრებული, თანაც ყველაზე გემრიელი გემო გაქვს რაც ოდესმე გამისინჯავს, დარწმუნებული ვარ შიგნიდანაც ასე ტკბილი ხარ როგორც გარედან და ამას მალე გავიგებ,. _კი აბა, იოცნებე, ველურო, რა გარყვნილი ხარ. _შენც ასეთი გახდები სულ მალე ბელს, დამიჯერე სათითაოდ გასწავლი ყველაფერს რაც მე მომონს და ვიცი, თანაც დარწმუნებული ვარ საოცრად მოგეწონება, ის კი არა აქეთ შემეხვეწები. _სექსუალური მანიაკიც ყოფილხარ ყველა სიკეთესთან ერთად, იდიოტო, აღარ შემეხო გაიგე? მივაძახე და სახლისკენ გავიქეცი სუმთლად აწითლებული,. _თავად შემეხვეწები რომ შეგეხო და გაკოცო, თანაც სულ მალე, ძილინებისა კნუტო. _მთელ ხმაზე დამიყვირა და სკამზე გადაწვა,. _ვაიმეეე, ეს რა იყო. არა რაა, ან მართლა მე გავგიჟდი ან ამ კაცს სერიოზული პრობლემები აქვს, ან საერთოდ მძინავს და მესიზმრება, მაგრამ რაც არუნდა გასაკვირი იყოს საოცარი ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა, _ოთახში ასულმა დაძინება ვერაფრით მოვახერხე და ისევ “ჯეინ ეარს” მივუბრუნდი თუმცა ჩემი გონება სადღაც შორს დაფრინავდა და შესაბამისად წიგნიდანაც ერთი სიტყვაც ვერ აღწევს ჩემს ტვინში, ფიქრები ისევ მის ტუჩებთან და საოცრად მხურვალე თითებთან დავფრინავ,... _ძილმა ისე წამართვა თავი და ისე გადვეშვი სიზმრების სამყაროში ვერ გავიგე, მთელი ღამე გათიშულს მეძინა. _ადექი ვარჯიშოს დროა, _ეს სიტყვები რომ ჩამესმა ჯერ ვერ გავაცნობიერე მეძინა თუ მეღვიძა ან როდის ჩამეძინა წუხელ, მე ხომ მის ტუჩებზე ვფიქრობდი. მაგრამ რადგან ყვირილი ატეხა იმის მანიშნებელია რომ უკვე მართლა გათენებულა. _ანაბელა ადექი არ შემომიყვანო,. _დაიღრიალა და კარებს მოაწვა, _ჯანდაბა, ჯანდაბა შენ, ავბუზღუნდი და საწოლიდან ძლივს გადმოვაწყე ფეხები, რა გჭირს ამხელა კაცს, ან გაორება გჭირს ან მე მელანდება რაღაცები, როგორ შეუძლია ერთდროულად იყოს ვნებიანიც და ასეთი უჟმურიც, _მოეშვი ბუზღუნს და დროზე დარბაზში, მიყვირა ისევ და გავიგონე როგორ ჩაირბინა კიბეზე, _მეტი რა გზა მქონდა ჩვეული ზოზინით ჩავედი დარბაზში და კარებთან ატუზული დაველოდე რას მიბრძანებდა. _დიდხანს იდგები მანდ? ისე მომმართა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა. ჰმ. საინტერესოა. _უნდა ვირბინო? ვკითხე და მისკენ წავედი,. _კი, -მომიჭრა მოკლედ და სარბენი ბილიკი ჩართო, _მეც “მეტი რა გზა მაქვს”, სახით შევხტი ჩემ “შავ რაშზე” და სირბილი დავიწყე. ქანცი გამაძრო რასაც ქვია, ერთი საათი ვირბინე, მერე განტელებით და პრესის ვარჯიშებით გავაგრძელე და ბოლოს მოკრივის ხელთათმანებით უზარმაზარი ტომარა “ვცემე” ის კი იდგა და სხვადასხვა პოზიციებს და ილეთებს მიხსნიდა. _აღარ შემიძლია, ამოვილუღლუღე და კედელს მივადე ორივე ხელი, აი ასე მემგონი ყაზარმაშიც არ ექცევიან ხალხს, რა უბედურებაა რა შევცოდე ასეთი, _რა სწრაფად იღლები პატარავ,. _სრულიად მოულოდნელად ჩამეხუტა უკნიდან და ჩემს ყელში ჩარგო თავი ხელებით თეძოები გამიკავა და თავის სხეულზე ამაკრა, _დუდუ, შენ გაორება გჭირს? ვკითხე მთელი სერიოზულობით, მისი საქციელით აფორიაქებულმა და დაბნეულმა,. _რა შემატყვე? ისე მკითხა ჩემი ყელიდან ცხვირი არ ამოუყვია თან ხელებს თეძოს და მუცლის მიმართულებით დაასრიალებდა,. _რავიცი, ერთ წამს ჩვეულებრივი ველური ხარ რომელსაც ჩემი ვარჯიშით მოკვლა უნდა, მეორე წუთს კი გარყვნილი ბიჭუნა რომელიც სურვილებს ვერ აკონტროლებს, მე ვგავარ გასართობ “ნაშას” რომელთანაც იმას გააკეთებ რაც გინდა და მერე ბედნიერად წახვალ შენს გზაზე? ნელ ნელა ტონა ვუწევდი მისი უცნაური ქცეებით გაღიზიანებული, _ანაბელ, ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე რაზეც არ უნდა ფიქობდე, მითხრა და თავისკენ შემომატრიალა,. _რას ქვია არ უნდა ვფიქრობდე, ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სხეულია და საერთოდ ეს მე ვარ, არ მინდა მოდიოდე მეფერებოდე და მერე ისევ გარბოდე, საერთოდ არ მინდა მეკარებოდე, ნუ მეხები გაიგე? _შენი სხეული რომ სხვა რამეს მეუბნება? ვგრძნობ როგორ გიჩქარდება გულისცემა როცა გეხები, ვგრძნობ როგორ იკვნეტ ტუჩებს როცა ყელში გკოცნი, გინდა რომ შეგეხო ხომ ასეა, გუნდა რომ მოგეფერო მართალი ვარ? _განაგრძობდა ჩურჩულს და ჩემს კისერში ბოდიალს, _ანაბელ, რა საოცარი სურნელი გაქვს, ატმის, ვგიჟდები ამ სურნელზე იმ წუთიდან როცა პირველად გნახე, _საინტერესოა როდის პირველად, მანქანით რომ კინაღამ გადამიარა და მერე ბო... ი მიწოდა? (რამ გამახსენა ახლა ეს) ვააიჰ, არდა რა საოცრად მოქმედებს ამ თავისი ტუჩებით ჩემზე. საჯდომიდან მაღლა ამოაცოცა ხელი ნელ ნელა, ჯერ მკერდზე მომიჭირა და კინაღამ ხმამაღლა დავიკვნესე, მერე ტუჩებზე გადაატარა, სიამოვნებისგან ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და თავი უკან კედელს მივადე, ღმერთო, ღმერთო რა კარგია, მაკოცე გთხოვ, ვიმეორებ გონბაში, ჩემთვის სრულიად შეუფერებლად ვიქცევი მაგრამ რა ვქნა თავს ვერ ვერევი,(“გამიგებს ის ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში”) ის კი ისევ ჩემს ყურთან თამაშს განაგრძობს,. _მოგწონს ხომ ასეა, იცინის ჩუმად ჩემს ყურთან და ენას საოცარი მოხერხებულობით ატრიალებს, მთხოვე ბელ, მთხოვე რომ გაკოცო, გამაგონე როგორ კრუსუნებ და როგორ მეხვეწები,. _მეჩურჩულება და ისევ იგივეს იმეორებს ენით ჩემს ყურზე,. მთხოვე, ისევ მეუბნება და ყურს უკან მაკრობს საოცრად ცხელ ტუჩებს,. _ვეღარ ვითმენ, აღარ შემიძლია, მთელ სხეული დამუხტული მაქვს და ასე მგონია სადაცაა გავანათებ, _დუდა მაკოცე გთხოვ, ვჩურჩულებ ბოლომდე ჩამწყდარი ხმით და მთელი ძალით ვუჭერ თითებს მხრებზე,. (,ეს დუდა საოცრად მეთბილა და თავისთავად მომწყდა ტუჩებიდან).... _ვიგრძენი როგორ გააკანკალა ჩემს სიტყვებზე,. _დუდა? მომწონს ეს სახელი, ყოჩაღ საყვარელო, -მიჩურჩულა და ნელ ნელა მომეფრქვა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე,. _კიდევ დამიძახე, მიდი ბელს, კიდევ მთხოვე,. _დუდა მაკოცე გთხოვ, გავიმეორე და ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ცხელი და ურბილესი ბაგე, ცხოვრებაში პირველად, ოცდაორი წლის ასაკში ამაზე საოცარი არაფერი მიგრძვნია, მკოცნიდა ისე ველურად და ისეთი ჟინით თითქოს მთვრალი იყო და ღვინო კიდევ სწყუროდა, როგორც შემეძლო ვყვებოდი კოცნაში. არ გაჩერდე გთხოვ, მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა ჩემს გონბაში და მთელი ძალით ვექაჩებოდი თმაში. _უცბათ გაჩერდა, ხარბად შეისუნთქა ჩემი კანის სუნი და მომშორდა, _ანაბელა, წადი შენს ოთახში და არ გამოხვიდე, დროზე, _ისეთი ხმით მითხრა თითქოს ორი წამის წინ გიჟივით თვითონ არ მკოცნიდა. _რა ჯანდაბა გჭირს? - გამომიყვანა წყობიდან მისმა ცივმა ტონმა და ვუყვირე. _რა გჭირს დუდუ, ერთ წამს მკოცნი და ათას საალერსო სიტყვას მეუბნები, მეორე წუთს კი ისე მექცევი თითქოს არაფერი ყოფილა. რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ამიხსენი. პატარა ბავშვს ვგავარ? მითხარი თოჯინა ვარ? უსულო საგანი რიმელსაც ისე მოექცევი როგორც მოგინდება? მე ქალი ვარ, ქალი რომელსაც გრძნობები აქვს, ქალი რომელსაც არც კი ვიცი რატომ უღვიძებ გრძნობებს და მერე გაღიმებულს ტოვებ, ამხელა კაცი ვერ ჩამოყალიბდი რა გინდა, რა პატარა ბიჭივით იქცევი, გთხოვ მითხარი რა გინდა ჩემგან, რამე გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი? რა თამაშს თამაშობ ამიხსენი, _ისე ვიყავი გამწარებული რაც თავში აზრად მომივიდა ყველაფერი ამოვანთხიე. _მორჩი ისტერიკას? მაშინ წადი ოთახში, -ისევ ეს მშვიდი და ურეაქციო ტონი, _ნამდვილი ველური ხარ, აღარ შემეხო გესმის? იცოდე ერთხელ კიდევ მომეკარები და მაგ განტელებით მოგკლავ ან დაშნას გაგიყრი მუცელში, უგრძნობო,. ვუღრიალე და ოთახში გავიქეცი. _მთელი დღე ცხვირი არ გამომიყვია ოთახიდან, საჭმელადაც კი არ ჩავსულვარ ძირს, ცრემლები მაღრჩობდა, მძულს როგორ მძულს საკუთარი თავი ამ სისუსტის გამო, როგორ ვაძლევ უფლებას ასე თოჯინასავით მატრიალოს როგორც უნდა, ესღა მეკლდა, ისე ხო ცოტა პრობლემა მაქვს და ესაც დამემატა სანერვიულოდ, ნუ რა უბედურებაა, მგონი ბედი მაგრად დამცინის. მეტირება, მეტირება ჩემს უაზრო ც ხოვრებაზე, ჯერ მშობლები ვერ გამოვიგლოვე ბოლომდე რომ ახლა საკთარი თავის გლოვა მიწევს, არადა როგორ მძულს ჩემი თავის შებრალება მაგრამ სხვას მაინც არავის ვეცოდები, მთელი სამყარო ჩემი დამპალი ცხოვრებით თამაშით ერთობა. _დე, როგორ მენატრები დედა, როგორ მინდა ჩემთან იყო, დედას გახსენებაზე მდუღარე ცრემლი ახალი ნაკადით გადმომიგორდა თვალებიდან. _ჩემო ლამაზო დედიკო, ჩემო ჭკვიანო, ჩემო დამრიგებელო, როგორ მინდა ახლა რჩევა გკითხო დე, დამესიზმრე რა დედი, _”სიზმრად მაინც მოდი იცი როგორ გიცდი?” რომელიღაც სიმღერის ტექსტი ამომოხტა გინებაში და უფრო მეტი შემართებით ავქვითინდი, დამესიზმრე და იქ მაინც მასწავლე რა ვქნა, იქ მაინც დამარიგე დედა, არ ვყოფილვარ ისეთი ძლიერი როგორიც გეგონეთ, ხომ ხედავთ ერთი მხდალი კურდღელი ვარ, ვზლუქუნებდი და მთელი ძალით ვიჭერდი ბალიშს სახეზე. _მთელი ღამე გავათენე ტირილში, წამით არ მომრევია ძილი, ან კი რა დამაძინებდა, ყველა საშინელი გრძნობა რაც კი კდესმე მქონია ახლა მიღრღნიდა სულს. _ექვს საათზე სანამ დუდუ ღრიალს დაიწყებდა და კაცმა არ იცის როგორ ხასიათზე შემომივარდებოდა ვამჯობინე ავმდგარიყავი და დარბაზში ჩავსულიყავი, სპორტულები მოვირგე თუ არა ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან, სულაც არ მინდოდა მისი სახის დანახვა, იმდენად გამომიყანა თავისი უაზრო საქციელით მდგომარეობიდან შეიძლება შემომაკვდეს მართლა.. _როგორც ყოველ დილას პირველი სარბენ ბილიკზე დავდექი, ალბათ ხუთი წუთი იყო გასული რომ დარბაზში ვაჟბატონი შემობრძანდა, არც შემიხედავს ზედ ისე განვაგრძე სირბილი, ზუსტად ერთი საათი ვირბინე მერე განტელებით ვივარჯიშე, ის კი უბრალოდ იჯდა და მომჩერებოდა, მეც ოლიმპიური და რათქმაუნდა მოჩვდნებითი სიმშვიდით არ ვიმჩნევდი მის იქ ყოფნას, ცხოველი, აბა რა გონია როცა მოუნდება და როგორც მოუნდება ისე მომექცევა მე კი ამ ყევლაფერს გავატარებ? იდიოტი, _განტელებით ვარჯიშს რომ მოვრჩი იქვე მივაწყე კუთხეში, სხვა რამე აღარ გამიკეთსბია, ავიღე ჩემი პირსახოცი და სიტყვის უთქმელად დავტოვე დარბაზი. შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და სამზარეულოში შევედი სასაუზმოდ. მაცივრიდან კარაქი, ჯემი და პური გამოვიღე, ტოსტები მოვიმზადე, ჩაი დავისხი და მაგიდასთან დავჯექი, მშვიდად მივირთმევდი თან საბაზე ვფიქრობდი. ჩემი ბიჭი, იმედია ის. მაინცაა მშვიდად, იმედია ალექსანდრე დუდუსნაირი ველური არაა და ბავშვს გულს არ უხეთქავს, ღმერთო როდის დასრულდება ეს ყველაფერი. საუზმეს რომ მოვრჩი მივალაგე სამზარეულო და გამივედი, რათქმაუნდა არც მიფიქრია ვაჟბატონისთვის რაიმეს მომზადება ისე როგორც სხვა დღეებში ვიქცეოდი ხოლმე, აწი თავად გაიმზადოს. _გარეთ გამოსულმა ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და სახე მზის სხივებს მივუშვირე, მიყვარს ზაფხული. გარემოს თვალი მოვავლე და გადავწყვიტე ეზოს გარეთ გავსულიყავი, არ შემშინებია ისე გავაბოტე შუაგულ ტყეში და იქამდე ვიარე სანამ ფეხები არ მეტკინა, მერე ახლად ამწვანებულ ბალახზე წამოვწექი და კრიალა ცას ავხედე, რა ლამაზია, ნეტავ ყველანაირი პრობლემის გარეშე მომიყვანა აქ, მე და საბა, ანა და დემე, ჩვენ ერთად, ბევრი სიილი და მხიარული დღეები. ნეტავ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი, ჩემს მთავარ ოცნებას მივუბრუნდი და ნელ ნელა მივლულე თალები, სიმშვიდეში ისე ჩამთვლიმა ვერც გავიგე, იმდენად მშვიდად მეძინა სიზმარიც კი არ მინახავს, თვალი რომ გავახილე უკვე ბინდდებოდა, წამოვდექი და კარგად დამახსოვრებულ გზას დავადექი, სახლიდან არც ისე შორს ვიყავი ამიტომ მალევე მივედი და ეზოში შევდგი თუ არა ფეხი ველურიც მაშინვე მეცა,. _სად დადიხარ მთელი დღეა, ასე გაუფრთხილებლად არ უნდა მიდიოდე მითუმეტეს გარეთ,. _პასუხი არ გამიცია მხოლოდ გავხედე და სამზარეულოში შევედი, კვერცხი და ყავა გავიმზადე და ოთახში ავიტანე, იქვე ვივახშმე, მერე ვიბანავე და ლოგინში შევწექი. უკვე შუაღამე იყო როგორც იქნა რომ ჩამეძინა, საბა დამესიზმრა, მეხვეოდა, არ ინერვიულოვო ყურში მეჩურჩულებოდა და მერე უცბათ გაქრა, შეშინებულს გამომეღვიძა და წამოვხტი, ამ დილამაც როგორც წინანდელმა ისე ჩაიარა, უხმოდ ვივარჯიშე, ასევე უხმოდ ვისაუზმე და ისევ ტყეში წავედი…. _მთელი კვირა ისე ვაიგნორებდი დუდუს თითქოს არც არსებობდა. ვვარჯიშობდი, ისევ ვვარჯიშობდი და ისევ ვვარჯიშობდი, მერე მეძინა ან ტყეში დავბოდიალებდი და ვტიროდის, საშინლად სევდიანი გავხდი, გული მტენდა ეს სიტუაცია, გულს მტკნდა დუდუს უცნაური ქცევები და ყველაზე მეტა ჩემი ბედის უკუღმართობა,.. _უკვე მეორე კვირა დაიწყო ხმა არ მქონდა მისთვის გაცემული. _ამ დილითაც ჩვეულებრივად წავედი სავარჯიშოდ და მერე სამზარეულოში, ჩაი დავისხი თუ არა შემობიდიალდა,. _დიდხანს უნდა მაიგნორო და დიდხანს უნდა იქცეოდე პატარა ცანცარა ბავშვივით? _მე და შენ არაფერი გვაქ სალაპარაკო ამიტომაც ჩუმად ვარ, -ვუპასუხე ისე რომ არც შემიხედავს,. _იბუტები, -მითხრა და მომიახლოვდა,. _არ შემეხო გაიგე? წამოვხტი და დანას დავავლე ხელი, არ შემეხო თორე დაგარტყავ, მე არ ვარ შენი სათამაშო გაიგე? არ დამელაოარაკო, არ მომიახლოვდე, არ შემეხო, მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, აკეთე შენი საქმე ოღონდ დისტანცია დაიცავი, ვუღრიალე დანა მაგიდაზე დავაგდე და ოთახში გავიქეცი მაგრამ კარებში დამეწია და ზურგიდან ამეკრა, _ატმის სუნი გაქვს ბელ, მომენატრა ეს სურნელი, მომენატრე,. _ჩაიჩურჩულა და ნაზად მაკოცა ყურს უკან, _გამიშვი, გავხტი გვერდზე შეშინებული და ფანჯარაში გავიხედე,. _ჩემი მშიშარა კურდღელი,. _ისევ ამეკრა უკნიდან და ნელ ნელა შემომატრიალა, _მე შენი არ ვარ დუდუ, გამიშვი, დავიჩურჩულე და ვცადე ხელები გამეთავისუფლებინა მაგრამ მან უცბათ მთელი ძალით მიმიკრა მკერდზე და ტუჩებზე დამაცხრა, ისე მკოცნიდა თითქოს პირელი იყო ან ათასი წლის წინ ქონდა ბოლოს ქალისთვის ნაკოცნი, ენას, კბილებს და ტუჩსბს მონაცვლეობით დაატარებდა ჩემს ბაგეზე და მეც გაშტერებული და გაბრუებული ვყვებოდი კოცნაში, მუცელში მილიონობით ბუშტი დაცურავდა და ვნებისგან აფეთქებას აღარფერი მეკლდა, წამის წინანდელი გაბრაზება სადღაც გაქრა და მხოლოდ მის ტუჩებს ვგრძნობდი, რომლებიც საოცრად ვნებიანად მკოცნიდნენ. _მაგიჟებს შენი ტუჩები ბელ, საოცარი ხარ, ყველაზე ლამაზი და სასურველი ვინც კი ოდესმე შემხვედრია, _ჩამჩურჩულა ყურში როგორ კი ჩემს ტუჩებს მოწყდა და ჩანეხუტა, მერე ნელ ნელა საწოლთან მიმიყვანა, დამაწვინა და გვერდით მომიწვა,. _დაიძინე ბელ, მე შენს სუნთქვას ვუდარაჯებ, _ყურთან ახლოს ძალიან ჩუმათ მითხრა და და ცხვირი ჩემს კკსერში ჩარგო… გაბრუებულს არაფრის თავი არ მქონდა ამიტომ გავყუჩდი და მის თბილ მკლავებში მოქცეულს ჩამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.