შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...8...


4-04-2017, 22:55
ავტორი kethrine
ნანახია 2 237

* * *

-ნინ მე ირაკლი მომაკითხავს,მთაწმინდაზე წავალთ და წამო შენც გთხოვ
-გაგიჟდი გოგო? რომელი მურმანა მე მნახე ერთი. ძლივს ერთმანეთის მოკითხვას გასცდით და თქვენ შეგიშლით ხელს?- თვალები დააბრიალა და დოინჯები შემოირტყა წელზე.
-აუ ნინ ხანდახან მართლა ჭედავ რა-უთხრა დაქალმა ღიმილნარევი ხმით და ფეხს აუჩქარა
-დროზე თორემ ვინ წავა უფეხოდ მთაწმინდაზე დაგინახავ-მიაძახა უკვე გაგცეულ მეგობარს და აქეთ-იქით ნელა მოატარა მზერა-ასეეეეე......ახლა რა ვქნა?-თავისთვის დაიწყო ლაპარაკი- კარგია რომ არ წავედი მაგრამ რატომ დავრჩი? ჩემი კითხვის ამბავი, რომ ვიცი ბიბლიოთეკაში ცხვირს არ შემაყოფინებენ,კაფეში მარტო დებილოვით ვიჯდე? სახლში ხო მოვკვდი მოწყენილობიით... აბა ნინიკო დავიწყოთ პიროვნების ძიება,ვინ გამოგადგება რომ ცოტა ნერვებზე წაეთამაშოოო-უთხრა თავის თავს და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სტუდენტების ჯგუფს... ეს არ გამოდგება მეზედმეტება-გაიფიქრა მასთან არც ისე, შორს მდგარი სერიოზულად ჩაცმული ახალგაზრდისკენ, რომელიც არანაკლებ სერიოზულად გამოიყურებოდა- ეს ძაან ცანცარაა-მზერა ახლა, ორი ზომით დიდ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭზე გადაიტანა,რომელიც გოგოებთან ლაპარაკით იყო გართული-ეს... ეს რატომაც არააა
-გამარჯობააააა,როგორ ვართოოო?-მიმართა შავ ჯინსებში გამოწყობილ ბიჭს რომელსაც გვერდს, კისერზე ჩამოკიდული ქერა, დაპრანჭული გოგო უმშვენებდა და კიდევ ერთი გოგო ალბათ ქერას დაქალი თუ იყო.გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ როგორც კი ნინის ხელმაც ბიჭის მეორე მხარე დაამშვენა,უკვე ბიჭს ინტერესით შეაჩერსნენ. ამ უკანასკნელმა კი მხრები გაკვირვებულმა აიჩეჩა.ნინიმ კი ორი წყვილი ქერას,ორი კი თაფლისფერის გაფართოებული თვალები დაიმსახურა. "აუ რა დავაშტერეეე"ფიქრებში გადაიხარხარა ნინიმ და მომხობვლელად გაუღიმა იქ მყოფთ.
-ესეიგი კარგად ვართ,რადგან ხმას არცერთი არ იღებთ. მე დავიწყებ. მოკლედ ჩემო სიმპატიურო-მიუტრიალდა ბიჭს
-ალექს ეს გოგო ვინაა?-უკვე სადაცაა ატირდებოდა ქერა
-საყვარელო მეც აქ ვარ და მე რო მკითხო არა?-თვალების გადატრიალებით მიმართა ნინიმ
-ალექს!-დაუძახა ისევ იმ ქერამ
-აუ ეს მგონი ტვინითაც ქერაა რა-ბუზრუნი დაიწყო ნინიმ, არადა ერთი კარგად გადაიხარხარებდა.
-ვინ ხარ?-კითხა ბიჭმა უხეშად
-აუუუ სანდრო-მიმართა ქორიძემ -ზრდილობა უნდა გასწავლო თორემ შენც ქერა ხდები მემგონი-დაკვირვებით აათვალიერა. ბიჭმა კი ინსტიქტურად თმებზე გადაისვა ხელი.
-სანდრო კი არა ალექსი-ჩაერთო საუბარში მეორე
-ცემთვის სანდლოა სემოგევლე სენო-მოუჩლიფა ენა ნინიმ და ბიჭთან ახლოს მიიწია და ხელი მხარზე დაადო ისევ,თუმცა დისტანციას მაინც იცავდა- თუ გინდა შენ საერთოდ არაფერი დაუძახო კარგი ბარბიუნა?
-ვერთობიით ნი? ყველაფერს ელოდა ნინი ამ ხმის გაგონების გარდა,უცბად შეცბა შეტრიალდა იმის იმედით რომ მომეჩვენაო მაგრამ შეცდა. მის წინ მომღიმარი გეგა იდგა.წამით დაიბნა თუმცა მისმა ტვინმა განგაში ატეხა. მოჩვენებითი აღფრთოვანებით ფართოდ გაღიმება ცადა
-აქ რა გვინდაო?-სასხვათაშორისოდ იკითხა და მოახლოებულ გეგას გვერდულად გახედა.
-თუ გართობაა გართობა იყოს არა? თვალი ჩაუკრა ნინის და ბიჭს ხელი გაუწოდა
-გეგა-ხელი გაუწოდა ყმაწვილს
-ალექსანდრე- სასიამოვნოაო ერთ ხმაში თქვეს და ახლა გოგოებისკენ გადაინაცვლა
-ლიკა
-თიკა... მომხიბვლელად გაუღიმა გოგოებს,ნინისკენ შეტრიალდა და თვალი ჩაუკრა. ნინიმ შეამჩნია ეგრეთ წოდებული ბარბუნა როგორ უჟუჟუნებდა თვალებს გეგას და ფიქრებში თავის თავი კარგი გვარიანად გამოლანძრა,რა ჯანდაბა მიმდოდა წავთრეულიყავი სახლშიო.
-აბა ჩემო მეგობრებო. მორჩა გართობა და მხიარულება. წავედი მე ტატაში. აი ჩვენ კიდე ვილაპარაკებთო მხარზე ხელი დაკრა ალექსანდრეს,გეგასკენ არც გაუხედავს ისე შეტრიალდა წასასვლელად, მაგრამ ბიჭმის ხელმა შეაჩერა
-ერთი წუთი,ქარიშხალივით მოვარდი,აგვრიე და ახლა ასე მშვიდად მიდიხარ?
-მშვიდად? გითხარი ვილაპარაკებთთქო,რა ჩემი ბრალია შენ თუ მშვიდად მოსაუბრე წარმომიდგინე?!-მოჩვენებითი უდარდელობით აიჩეჩა მხრები. არადა ძალიანაც არ უნდოდა იმ ქერასთან გეგას დატოვება.
-საერთოდ,ისიც არ ვიცი რა გქვია
-ნი-უთხრა ნინიმ და ალექსის უკან მამაკაცის ჩაცინების ხმაც გაიგო
-ნი რა სახელია?-გაჯიუტდა ბიჭი
-მე შენ რამეს გაძალებ? ისიც კი არ გამიპროტესტებია,გოგოსთან ერთად დაგინახე და ახლა იმას მეკითხები რა მქვია? შენ მემგონი დოზები უნდა გაგიზარდონ. მერანდენედ ვაფრთხილებ იმ ქალს რომ შენ იზოლირება გჭირდება.-მიაყარა და ერთიანად ამოისუნთქა.ყველა გაკვირვებული,გაფართოებული,გაოგნებული და შეცბუნებული უყურებდა რათქმაუმდა გეგას გარდა. ეტყობოდათ ჯერ ნათქვამი არ გაეაზრებინათ ბოლომდე. აი ნინი გაბრწყინებული თვალებით იყურებოდა.
-რაო?-მხოლოდ ამის კითხვაღა მოახერხა ბიჭმა,გოგოების თვალებში კი შიში დაბუდებულიყო
ნინიმ თვალი მოავლო იქ მყოფთ და მერე ისეთი ისტერიული სიცილი მორთო, გიჟად შერაცხეს.
-წავედით ფსიქიატრიულში?-ახლოს მივიდა გეგა
-წამო. არა მე წავალ შენ დარჩი-ღიმილით უთხრა ბიჭს.-მოკლედ- ახლოს მივიდა ალექსანდრესთან-გეხუმრეთ რა. წარმოდგენა არ მაქ ვინ ხარ და "დალშე". გოგოებო აი თქვენ კი მართლა სულელები ხართ,არ გეწყინოთ რა,საყვარელი კაცი ლამის ფუკასავით აგაცალე და არაფერი ქენი,მართლა ქერა ხარ. აბა წავედი გოგჩოებო...კარგააააააად-გაიწელა,ხელი დაუქნია და გასასვლელისკენ გაემართა. -არა მერამდენედ უნდა შემჩეს სხვის ნერვებზე ტანგოს ცეკვა-გაიფიქრა თავისთვის, ცოტა დრო გაწელა მაგრამ საქმე კვლავ არ ქონდა,გასასვლელთან დადგა და ვერ გადაეწყვიტა უკან მიეხედა თუ არა,კვდებოდა ისე აინტერესებდა გეგა იმ ქერასთან დარჩა თუ გამოყვა
-საქმე გამოგელია?-გაიგო ბიჭის ხმა,არაფერი უპასუხა უბრალოდ ერთ ადგილზე იდგა.
-გინდა დაგეხმარო?-უკვე ახლოს,ყურთან ჩაჩურჩულა გეგამ,გოგონას კი ჟრუანტელმა და სიმხურვალემ ერთიანად დაუარა. ინსტიკტურად მოკიდა ხელი მაიკას და შეარხია. ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და შებრუნდა
-ამას არ შეწყვეტ?
-რა იყო კიდე გაბნევ?-ირონიული მზერა მიაპყრო ბიჭმა
-რატო მოხვედი საქმე გქონდა?
-არვიცი.ვიფიქრე სახლში დავაბრუნებთქო
-როგორმე მე თავად წავალ.
-ბინაში არა ნი...
გოგონამ არაფერი უპასუხა,თვალებ მოჭუტულმა დაკვირვებით შეათვალიერა თითქოს უნდოდა გაეგო რისი თქმა სურდა
-ზოოპარკში-ღიმილით უპასუხა დაუსმელ კითხვას.
-ზოოპარკში? შენი ნამდვილი ოჯახი უნდა გამაცნო გე? თავიდან გეთქვა მერე შე კაცო-ღიმილი სახეზე შეეყინა ბიჭს.-ჰა მოდიხარ? ხო საყვარელი ვარ ძაან?
-საყვარელი არა,სადისტი.... მაგრამ იცი რა ფრთხილად ქალბატონო,სხვისი წვალებით საკუთარს არ ავნო.
-ვაიმე გე,რა საყვარელი ხარ? ოფიციალური ტონი რა საჭიროა? პირდაპირ ნინა დამიძახე ბუსუნაააა-ტუჩები დაპრუწა და მანქანაში შეხტა. ცოტა ხანი ხმა არცერთს ამოუღია,ხანდახან ღიმილით თუ გადახედავდნენ ერთმანეთს. ბოლოს გეგამ გაბედა
-ყოველთვის ასეთი ხარ?
-ასეთი,როგორი?
-შორიდან უდარდელი,ჭკუამხიარული...
-ასეთი ვარ?-დაინტერესებულმა კითხა. ამაზე მართლა არასოდეს უფიქრია
-მე ვთქვი შორიდანთქო... კი ასეთი ჩანხარ,მაგრამ არ ხარ
-შენ რა იცი მე როგორი ვარ?
-ასე სიტყვებზე უნდა გამომეკიდო?ვიცი და მორჩა. უდარდელი რომ იყო არ დაგცხებოდა-გაეღიმა და თვალი ჩაუკრა. ნინიმ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ისევ გზას გახედა.
-ნი ვაჩე ვინარის?-იკითხა ცოტა მორიდებით თან დააკვირდა
-რატომ მეკითხები? მეგობარი იყო...
-იყო რატომ?
-ვაიმე რა არი პროფილში ვართ?-ვეღარ მოითმინა გოგონამ
-უბრალოდ მიპასუხე ხომ შეიძლება?თუ შენთვის არაფერია რატომ აღელდი? ესეიგი საქმე სხვა გრძნობას ეხება ხომ?
-გეგუნაააა.... მასე შენც მოქმედებ ჩემზე მაგრამ ნიშნავ რამეს? გეკითხები ჩემთვის რამეს ნიშნავ? გააჩერე!-იყვირა მოთმინება დაკარგულმა და გეგამაც შეშინებულმა მაშინვე დაამუხრუჭა.
-რა ხდება?-ვერ გაეგო რატომ გააჩერა გოგომ. ნინი მანქანიდან გადმოხტა,ქუჩა გადაჭრა და ჩქარი ნაბიჯით დაუყვა ტროტუარს.
-ნინიიი,ნინიიი ოხ ამის-ამოიღრიალა ბიჭმა მანქანას ხელი დაარტყა და ადგილიდან დაძრა რადგან უკვე საცობს ქმნიდა.
-ჯანდაბა! დეგენერატი. რა მინდოდა რას უხტებოდი მანქანაში. ჩემი ბრალია...თავის თავს ებუზღუნებოდა ნინი...პარკში გაისეირნა დასამშვიდებლად და გამოსდიოდა კიდეც. "ნი გთხოვ ვიცი ცუდად გამომივიდა,უნდა დაგელაპარაკო. მიდი რა ტელეფონი აიღე,დაგირეკავ." სმს მიუვიდა გოგონას,ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა "დაახვიე რა". ტელეფონი დაბლოკა და ჯიბეში ჩაიცურა. სახლის გზას დაადგა როცა მეორე სმსიც მიიღო "ნუ ხარ უხეში! მიპასუხე რომ გირეკავ იქნებ რა უნდა გითხრა? ცუდად ვარ. ასე უგულო ხარ, რომ არც მომიკითხავ?" გაეცინა მერე გაბრაზდა. "ეგ ჩემი სტრატეგიაა ისე. თუმცა თუ მართალს მწერ მაშინ გეტყვი რომ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება" გააგზავნა თუმცა გულში რაღაც აწუხებდა.. აღარ იცოდა რა ექნა ბოლო სმსემა კი სულ არია "მადლობა" მხოლოდ ეს? მხოლოდ მადლობ? გაფართოებული თვალებით უყურებდა ტელეფონს და ვერ გაეგო ტყუოდა თუ არა. ყველა ბიჭი ერთიაო გაიფიქრა და ისევ გააგრძელა გზა. სახლში მისულს კარებთან დიდი ბუშტი დახვდა წერილთან ერთად "მაპატიე რომ დამნაშავე არ ვარ თუმცა მაინც გთხოვ მაპატიო:) მაგრამ მე არ გაპატიებ რომ არ გადარდებ" გაეცინა ბავშვიაო თქვა და სახლში შევიდა.
-დეეეე ეს ბუშტი ვინ მოიტანა?
-შვილო ხელში შენ გიჭირავს და კარებშიც შენ დგახარ და კიდევ მე მეკითხები?-გაკვირვებით შეხედა თათიამ.
-კარგი აბაზანაში შევალ მე-უთხრა ნინიმ ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და გაიქცა,30 წუთი იქნებოდა გასული რომ ტელეფონი აწკრიალდა
-ნიიინ გირეკავენ.
-....
-ნინიიიიი
....
-ნინი გეგა გირეკავს
-რაა?აბა სად? მომეციიი-ისეთი სისწრაფით გამოვიდა პირსახოც შემოხვეული გზაში ფეხი დაუცურდა და რომ არა მარდი ხელები წაიქცეოდა... თათიამ ეჭვით შეათვალიერა შვილი და როცა დარწმუნდა არაფერი ჭირდა უთხრა -გეგა თუ ასე მოქმედებს,ესეიგი...
-არაფერია დე წინასწარი დასკვნები ხო იცი.... გისმენ ასათიანო-გასძახა ტელეფონში
-რა?ვინაა ასათიანი?
-შენ! მაია ხარ ასათიანი მიუხვედრელო.
-მაპატიე?-ხმა დაუსერიოზულდა ბიჭს
-არვიცი. რა გინდოდა?
-ხვალ საღამოს შევიკრიბოთ კაი?უარს ნუ მეტყვი რა კარგი?
-შენ რომ ცუდად ხარ მერე?? ხომ იცი როგორ ვზრუნავ მე შენზე. ამიტომ ჯობია სახლში დაჯდე. შენი სიარული არ შეიძლება...
-ნიიინიიი გეყოფა-იყვირა ხმამ-ერთხელ მაინც ხომ შეიძლება სერიოზული იყო?
-კი გეგა როგორ არ შეიძლება. არა, არა და არა! კმაყოფილი ხარ?! ისეთი სერიოზული ვარ, როგორც არასდროს. მოგწონს?-უყვირა გოგონამაც და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია ტელე გათიშა. ნერვები ისე მოეშალა ნინის, გეგას წინ რომ მდგარიყო მიგუდავდა. ვინ არის რომ ღრიალებსო.ტელეს ეცა და სულ გამორთო.
-დედა დღეს ხო სახლში ხარ?მიუჯდა თათიას რომელიც გამომცდელი მზერით უყურებდა.
-მერე მომიყვები დე ხომ?-იმედიანად სეხედა ქალიშვილს-კი დედი სახლში ვარ,რა ხდება-კითხა თათიამ. მართლა უკვირდა ნი ის საიდან იცოდა თათიამ ზუსტად,როდის რა უნდა ეთქვა შვილისთვის
-არაფერი დე,კინოს ვუყუროთ ერთად კაი? მიყვარხარ დე-უთხრა და კინოს ასარჩევად მოემზადნენ.
***
ირაკლი და ქეთა ფეხით სეირნობდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთი კარგად გაეცნოთ. უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, უფრო და უფრო იზრდებოდა გოგონაში შიშის გრძნობა,თავს აძალებდა ამაზე არ ეფიქრა. თუმცა ვერსად გაურბოდა. რაც უფრო დიდხანს უყურებდა,უსმენდა,ეხებოდა მით უფრო მეტად ეშინიდა მისი დაკარგვის.
-ქეთ შენი მშობლები აქ არ ცხოვრობენ?
-კი ირაკლი, უბრალოდ არ შეხვედრილხარ,დედა საღამოს მოდის სახლში,მამას კი ისეთი გრაფიკი აქვს, ხანდახან მეც მიჭირს მისი დანახვა. თუმცა ჩემთვის აკეთებენ,ჩემთვის ირჯებიან ასე-ცრემლები წამოუვიდა ქეთას -ხანდახან ვფიქრობ,როგორები იქნებოდნენ ჩემი და-ძმა,ძალიან დამაკლდელნენ,ახლაც მაკლიან... განსაკუთრებულ კონტროლს მაშინ ვგრძნობდი როცა დავკარგეთ,მამა ყოველ საათში ან ნახევარ საათში რეკავდა და მამოწმებდა,როგორ ვიყავი,სად ვიყავი. თავიდან ოთახში ვიკეტებოდი,ველოდი როდის დამიძახებდნენ სათამაშოდ ლიზი და ნიკა.
-თუ გინდა ნუ გააგრძელებ თოჯი-მისი ყურება უჭირდა ბიჭს. სკამზე ჩამოსხდნენ. ირაკლიმ ბეჭებით ჩაიხუტა გოგონა და თმებზე მიეფერა.
-არა,დავიწყე და დავამთავრებ... ძალიან მიჭირდა იკა,მეგონა გული ამომაცალეს. სულ მარტო ვიყავი. ყველა მხრიდან სიცივეს ვგრძნობდი. ყველა ადამიანის შემოხედვაზე სიბრალულს ვხედავდი და გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა. არავინ მინდოდა ჩემი ოჯახის გარდა,მაგრამ დედ-მამაც შოკში იყვნენ... მარტოდ დარჩენილს,10 წლის ბავშვმა, ძლივს ვისწავლე ხალხთან შეჩვევა, ოთახიდან გამოსვლა, ლაპარაკი... რამდენჯე
მამას ჩემთან ჩახუტებულს დაუძინია,მეჩურჩულებოდა შენ ხარ ჩვენი იმედი,ჩვენთვის საუკეთესო უნდა იყო,ლიზისა და ნიკას გამო უნდა ძლიერი იყოო, მამას ცრემლები მარტო მე ვნახე,ამხელა კაცი,პატარა გოგოს წინ ატირდა... მას შემდეგ რამდენჯერ მიფიქრია,რამდენჯერ მითქვამს,პირობაც მივეცი. 10 წლის ბავშვმა მამას პირობა მიცა,რომò არასოდეს დატოვებდა მარტო. ყოველთვის დაუჯერებდა. მას შემდეგ მამას ყველგან დავყავდი,ყველგან. საყიდლებზეც კი მას დავყავდი,როცა მანამდე დედასთან ერთად გვიშვებდა. ვხედავდი როგორ უჭირდათ დედა ღამე დამამშვიდებლებს სვავდა,მამა ჩემთან შემოდიოდა და ჩემთან ერთად იძინებდა. მერე გავიზარდე,სკოლა დავამთავრე. ყოველთვის მინდოდა აკადემიაში მაგრამ მამამ უარი მითხრა,ერთადერთი სინათლე მყავხარ და სულ საფრთხის ქვეშ როგორ გიყუროო... დავუჯერე,სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. ის მარტო მამა არ იყო,ის ყველაფერია დღემდე. დედა კი თავისთვისაა,თავს მევლება თუმცა არ იფიქრო მაწუხებს, ხშირად მივდივარ,კალთაში თავს ვუდებ და ასე ვმშვიდდები. არასოდეს ზედმეტს არ მეკითხება,იმიტომ რომ ბოლომდე მენდობა. ამას ვგრძნობ. ორივე უსაზღვროდ მენდობა...-თითქოს გული ამოაყოლა სათქმელს გოგონამ
-ჩემო თოჯინა, ჩემო ლამაზო... -კისერზე ნაზად კოცნიდა ბიჭი. -ქეთ სულ უკან დაგყვები,მე თუ არ მცალია,მაინც ვიცი სად ხარ, მაგრამ მამაშენი არ ვიცი-გოგონას ცრემლები შეუმშრალა და გაღიმება სცადა.- მოდი ერთმანეთს გაგვაცანი,იმედია მიმიღებს.
-არვიცი,არ მიფიქრია... არ ვჩქარობთ??
-არა... შენ გადაწყვიტე თოჯი.
-ახლა შენ მომიყევი იკა რა,მომიყევი-ბიჭისკენ მიიწია და ცხვირზე აკოცა,ირაკლიმ გაუღიმა
-მოგიყვები ოღონდ დღეს არა,გვეყო ამდენი ნეგატივი კარგი? ახლა ჩემი ქეთა მინდა. მხიარული და სიყვარულით სავსე.-შენი ამბავიც მინდა იკა,პატარა იკა გამაცანი... ონავარი,სკოლის მოსწავლე,სტუდენტი.-ხელით ეფერებოდა სახეზე ბიჭს
-მე გამოვტოვე ეგ წლები ქეთ,მოგიყვები აუცილებლად მაგარამ ახლა არა,გთხოვ... მოგიყვები როცა ამისთვის ორივე მზად ვიქნებით კარგი?
-მიყვარხარ ირაკლი დევდარიანო!
-ჩემი ჯიუტი გოგო...
-დარწმუნებული ხარ ეგ ის პასუხია რაც ამ სიტყვის მერე უნდა თქვა?-ირონიული დაეჭვებით კითხა გოგონამ,პასუხად კი თვალის ჩაკვრა და კოცნა მიიღო. ბევრი მხიარული ატრაქციონის,ბამბის ნაყინის და მზესუმზირის შემდეგ დაღლილები გაემართნენ სახლისკენ.
-თოჯი ხვალ გეგას აგარაკზე მივდივართ და მოემზადები?
-არვიცი,ჩემებს უნდა ვუთხრა,პასუხს დაგიმესიჯებ-გაუცინა გოგონამ
-ჩემი თოჯინა ხარ- ქეთასკენ გადაიხარა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცს
-მიყვარხარ ირაკლი,მიყვარხარ-ამოიოხრა გოგონამ და პასუხს არ დალოდებია ისე გადავიდა და გაიქცა სახლისკენ. ბიჭმა სევდიანად გაიქნია თავი და ტელეფონი მოიმარჯვა. დარეკა თუმცა რამდენიმე ზუმერის შემდეგ გოგონსმ გაუთიშა. ოხ, გაბრაზდა ქალბსტონიო გაიფიქრა და სმსის წერას შეუდგა. " ბავშვი ხარ... არასოდეს, ქეთ არასოდეს შეგეპაროს ეჭვი ჩემს სიყვარულში. რადგან ხშირად არ გეუბნევი,ეს არაფერს ნიშნავს. მიყვარხარ, მიყვარხარ და ნებისმიერ ფასად დაგიცავთ შენც და ჩვენ სიყვარულსაც."- მიწერა,თუმცა ადგილიდან არ იძვროდა,არ სურდა გოგონასთვის გული ეტკინა, არ იყო ისეთი ადამიანი რომელიც ყოველ წინადადებას ერთი სიტყვით ამთავრებს. ისიც საკმარისი იყო,რომ ქეთას წინ სხვანაირ პიროვნებად იქმნებოდა. გრძნობების გამოხატვას ერიდებოდა,თუმცა უფრთხილდებოდა... ქეთამ კი სმსის წაკითხვისას სიამაყე იგრძნო,ბიჭის სუყვარულში ეჭვი არ შეპარვია,ისიც მოწონდა ირაკლი როგორც იქცეოდა მაგრამ არ აღიარებდა. მოწონდა მაგრამ თან არ ტყდებოდა. "ახლა იმდენი მიყვარხარ დაწერე, სიცოცხლის ბოლომდე აღარ მეტყვი? :-) "-გაიღიმა თავის დაწერილზე. კარების წინ იდგა,შესვლას არც აპირებდა ჯერ,არ უნდოდა,არ სურდა. კედელს მიეყუდა და ჩაცურდა...ტელე განათდა რომდლმაც სმსის მოსვლა აუწყა "ერთი კვირა :) ახლა ჩამოდი და შეცდომა გამოასწორე"-სახე გაუნათდა,ჩანთა კარებთან მიაგდო და კიბეებზე დაეშვა,მანქანაში შეხტა,ჯერ ლოყაზე აკოცა,ხოლო შემდეგ ბიჭის ტუჩებს დაეწაფა.
-სულელო,ჩემი სულელი გოგო ხარ.
-ჩუუ! საყვედურები მერე-მიუგო ქეთამ და ჩაეხუტა. გოგონას სურნელი ხარბად შეისუნთქა ბიჭმა,მაგრად ჩაეხუტა, ზედა ოდნავ გადაუწია და მხარზე ცხელი კოცნა დაუტოვა. -გაიქეცი ახლა-უთხრა აჟიტირებულ გაკვირვებულ გოგონას და ლოყაზე აკოცა.
-მიყვარხარ-თვალი ჩაუკრა გოგონამ
პასუხად ბიჭმა კიდევ ერთხელ აკოცა და დაემშვიდობა...უყვარდა,უყვარდა,ეს იდუმალებით მოცული ბიჭი უყვარდა,მოწონდა,ეამაყებოდა. უყვარდა ყოველი მისი ქმედება, ეს სიყვარული ერთი წამი არ იყო,არც ერთი წუთი,ერთი დღე,კვირა, თვე... ეს მუდმივი,მარადიული უნდა ყოფილიყო...
-მააა,დეეე, მოვედიიიი- გასძახა უკვე სახლში შესულმა უცნაურად აჟიტირებულმა, მშობლებს.
-მოდი შვილო,სამზარეულოში ვართ-მიუგო ნინელიმ. ქეთიც წამში მათთან გაჩნდა და ორივეს ლოყაზე ძლიერად აკოცა.
-დაჯექი მა,დაგველაპარაკე... როგორ მიდის სწავლის საქმე?ამ ბოლო დღეებში ყურადღებას ვეღარ გაქცევ,სახლშიც არ ვარ ფაქტიურად-დანანებით ჩაილაპარაკა უფროსმა თვაურმა
-კარგი რა მა პატარა გოგო ხომ აღარ ვარ?ვიცი სად,როგორ უნდა მოვიქცე-თვალი ჩაუკრა და ბავშვურად აუციმციმა თვალები მშობლებს.
-ისევ ბავშვი ხარ აბა რა ხარ. ჩვენთვის მუდამ ბავშვი იქნები. პატარა, თუმცა ბავშვობა არც შენ გქონია დალხენილი-თვალზე ცრემლი მოადგა ქალს
-კარგი დე არ გინდა...-ხმა აუკანკალდა ქეთას- დე ამ დღეებში მეგობარი მინდა გაგაცნოთ,იმედია მოგეწონებათ,კარგი ადამიანია თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.-თემის გადატანა ცადა გოგონამ თუმცა თავის ნათქვამი გვიან გაიაზრა და ცოტა ინანა კიდეც ჯერ რატო ვიჩქარეო
-კი შვილო,შენი მეგობარი ჩვენთვისაც შვილივით იქნება,მთავარია კარგი ადამიანი იყოს.-თბილი ხმით უთხრა შვილს ვახტანგმა თან დაამატა- მეგობრები შეიკრიბეთ და დაპატიჟე. ჩემი მეგობრის დაპატიჟებაც მინდოდა და თან ერთად გამოგვივა, იმედია ანდრიას დაუახლოვდი და პრობლემა არ გექნება. ძალიან მომწონს-ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ოჯახის უფროსმა,ქეთის კი ანდრიას ხსენებაზე სახე შეეცვალა, წარმოიდგინა ირაკლი რას ეტყოდა ან თავად როგორ ეთქვა მამაჩემს გაგაცნობ და თან ანდრიაც იქ იქნებაო.
-არა მამა,მარტო უნდა ვიყოთ გთხოვ,თუ არ გცალია მაშინ ვეტყვი რომ ცოტა დავიცადოთ. შვილის აფორიაქება უცნაურად ენიშნა მამას,თითქოს მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-ქეთი,შვილო რამე სერიოზულია? მე მეგონა შენ და ანდრია...- დაჟინეებით ჩააშტერდა თვალებში გოგონას.
-არა მამა მე და ანდრია მეგობრები ვართ უბრალოდ.-სახე მოარიდა გოგონამ და წყლის ჭიქას დაწვდა.
-უცნაურია მან სხვა რამ მითხრა,თუმცა მთავარია შენ რას ფიქრობ-გაუღიმა ვახტანგმა, ქეთიმ თითქოს ამოისუნთქა ადგომას აპირებდა რომ უეცრადობრუნდა
-ხვალე მეგობრები ვიკრიბებით და შეიძლება წავიდე??
-სად იკრიბებით და როდის მოხვალ?-სიმკაცრე გაურია ხმაში უფროსმა თვაურმა.
-არვიცი,არ მიკითხავს. ჯერ არ ვიცოდი თუ გამიშვებდით- პირველად იცრუა გოგონამ და სირცხვილის დასაფარად თავი ჩაღუნა.
-კარგი ვახტანგ,ნინის გარდა არავისთან ვუშვებთ ისედაც,ცოდოა. ჩვენი ზედმეტად ჩაკეტილობით მეშინია მალე უჩვენოდ საჭმელსაც ვერ შეჭამს. გავუშვათ მაგრამ მალე დაბფუნდი სახლში-ახლა შვილს მოუბრუნდა ნინელი- არ დააგვიანო.
-კარგი დე,მიყვარხართ ორივე- აციმციმებული თვალებით ჩამოუარა მშობლებს,ძლიერად აკოცა და თავის ოთახში შევიდა.

___________________

როგორ მიყვარხარ იცი?? ხვდები ვისაც ვგულისხმობ? :დდ
ბოდიში გუშინდელი პაუზისთვის. ვიფიქრე მარტო ნინის ეპიზოდი დამედო მაგრამ პატარა იქნებოდა,ხოდა ჩემი გოგო არ განაწყენდესთქო, გავზარდე :დდდ ამის შედეგად კი ცოტა ირონიული და ცოტა სევდიანი თავი გამომივიდა მგონი? არვიცი. იმედი მაქვს მოგეწონებათ.
მადლობა თქვენ ვინც კითხულობთ.
და დიდი მადლობა შენ! ;)



№1  offline წევრი LSD

Ironiulo edzaxee shen daa dzaan magari tavi gamogivida❤️❤️ Mec mikvarxar chemo tkbiloo❤️❤️Imedimakvs mamamis moewoneba iraklii❤️❤️Tore ro dashordnen es ornii ravici aba❤️❤️Am or daqalzee xo vgijdebi mee ❤️❤️Gansakutrebit ninizee rat unda es vache ux :D geli axali tavitt warmatebebiii chemoo❤️❤️

 


№2  offline წევრი kethrine

LSD
Ironiulo edzaxee shen daa dzaan magari tavi gamogivida❤️❤️ Mec mikvarxar chemo tkbiloo❤️❤️Imedimakvs mamamis moewoneba iraklii❤️❤️Tore ro dashordnen es ornii ravici aba❤️❤️Am or daqalzee xo vgijdebi mee ❤️❤️Gansakutrebit ninizee rat unda es vache ux :D geli axali tavitt warmatebebiii chemoo❤️❤️

ვსო რა.... ჩემი გოგო ხარ შენ :დდდ ვნახოთ აბა თუ მოეწონება, აი ნინი კი მართლა დაქალია პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. მადლობა კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ რომ კითხულობ და თან რომ მოგწონს. :* :* :*
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent