შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენთვის (თავი 1)


5-04-2017, 18:25
ავტორი Strawberry
ნანახია 2 264

-არ შეიძლება ასე, არ შეიძლება გესმის?! ღრიალებს ბოლო ხმაზე და ჩემი ურეაციობა მეთვითონ მკლავს. ისევ შავ ძაძებძი ვეხვევი. საწოლში ვწვები და კედლისკენ ვბრუნდები. იმის ნიშნად, რომ მასთან საუბარი არ მსურს. ოთახიდან გადის და კარს მთელი ძალით აჯახუნებს. ისისაა ტირილი უნდა დავიწყო, რომ უკან შემორბის და ისევ ღრიალს იწყებს.
-დავიღალე გესმის? შენი სიკვდილის ყურებით დავიღალე!
-მე ის აღარ მყავს. აღარავინ აღარ მყავს. ახლა ვეღარ ვიკავებ ცრემლებს და მთელი ხმით ვიწყებ ტირილს.
-სიკვდილს ნებდები?! ხმა უტყდება და საწოლის კუთხეში ჯდება.
-სიკვდილს არა, სიცოცხლეს ვნებდები!
-სიცოცხლეს, როგორ?!
-ჰო, სიცოცხლესაც დამსახურება უნდა. გებრძვის, თვითონ სიცოცხლე გებრძვის, თუ ღირსეული ხარ დამიმსახურეო. არ მინდა, არ მინდა სიცოცხლის ღირსი ვიყო. მე ვნაბდები სიცოცხლეს. ისტერიკა მეწყება, ლოგინის ზეწარს ვებღაუჭები და ვტირი.
-ჩემი სიცოცხლე შენ ხარ! შენ მე მებრძვი, თუ ღირსეული ხარ დამიმსახურეო და მე არასდროს დაგნებდნები, არასდროს! თავის ტორებში მიქცევს და ემოციებს თამამად ვაძლევ გასაქანს.
***
ერთი ჩვეულებრივი, ფრიადოსანი სტუდენტი ვიყავი. ვხატავდი, ვწერდი, ვმეცადინეობდი და დრო არასდროს მრჩებოდა. მხოლოდ ახლობლებისთვის ვიცლიდი. არ მიზიდავდა ახალი ურთიერთობები. ნდობა ყველაზე დიდი ლაბირინთი იყო ჩემთვის.
ლექციის შემდეგ ბავშობის მეგობარს უნდა შევხვედროდი. სწრაფად ჩამოვირბინე პირველი კორპუსის კიბეები და მობუზული გავემართე გაჩერებისკენ. ციოდა, ძალიან ციოდა. დეკემბრის ყინვას არ ვნებდებოდი და მონდომებით ვიორთქლავდი გაყინულ თითებს.
-პედაგოგო! მომესმა ლაშას ხმა და სწრაფად მოვაბრუნე თავი, როგორც შემეძლო ისე გავუღიმე და მანქანაში შევხტი.
-როგორ ხარ ჩიტო? ისევ მარტო დადიხარ ხო? კი იყინები და.. თან ლაქლაქებდა , თან აწითლებულ ლოყებს მიკოცნიდა.
-არასდროს შეიცვლები! ვუსაყვედურე ბუზღუნით და გაყინული ხელები "ტორბედოს" იმ ნაწილს მივადე საიდანაც სითბო გამოდიოდა. შენ როგორ ხარ?
-დავგრიალებ და ვარ ძველებურად. აბა რამდენი დრო გვაქვს შენით ტკბობისთვის? თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ძრავი აამუშავა.
-მხოლოდ 3 საათი!
-როდემდე უნდა იბეჯითო? დარჩი გასათხოვარი. ჩვეულებისამებრ დამცინა და ჩემი მოქნეული ხელიც მოიგერია.
***
რამდენიმე წუთში ჩვენი მეგობრის კორპუსთან ვიდექით და ლაშას შემოჩეჩებულ პარკს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს. ყიფშიძე ჩამოგვივიდა და ტრადიციულად ვიკრიბებოდით.
მეხუთე სართულზე ქოშინით ავედით. კედელს მიეყრდნო და ზარს თითი მიაჭირა. რათქმაუნდა ბავშობის ჩვევა ჩვევად დარჩა და ხელს არ გაუშვებს სანამ არ გაუღებენ.
- ჩემოდით შვილებო, მოდით. კარი ნაირა დეიდამ გაგვიღო. სესილი, შეცვლილხარ. გრცხვენოდეს! სულ არ გენატრება ჩემი გამომცხვარი ღვეზელები ხო. მსაყვებურობს ჩემი მეგობრის დედა და მკლავზე მჩქმეტს.
ნაირას ღვეზელი მართლა "ცვეთში" იყო მთელი ბავშობვა დამერეც. უხერხულად ვუღიმი და თავის მართლებას ვერ ვახერხებ.
-ნაი, რა გჭირს? ხმას ისერიოზულებს ლაშა. სატრფოს ძებნითაა დაკავებული და სად სცალია ჩვენთვის?! მერე ფხუკუნებს და სურვილი მიჩნდება მოვკლა...
-ვა, გულბანო, გვეღირსა შენი ნახვა? ხელებ გაშლილი მეგებება ლილე.
-სესილიკო, ჩემი სესი ზურგიდან მეხვევა ყიფშიძე და წვერიან ლოყას მადებს ლოყაზე.
-მომშორდით თქვე პარაზიტებო! ვკისკისებ და ვერაფრით ვიშორებ ჩემს მეგობრებს...
***
-ამ ჭიქით ჩვენს მეგობრობას და გულბანის გამოჩენას გაუმარჯოს! მაინც წამკბინა ნაწყენმა თათულიმ და ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა.
დანანებით ამოვიფრუტუნე და ლაშას ჩამოვადე მხარზე თავი.რა უნდა მეთქვა? ჩვეულებრივ კარიერისტად გამომაცხადეს და მამკობდნენ ტრადიციულად.
უხერხული სიჩუმე ნაირა დეიდას ქოთოთმა დაარღვია.
-ეს თეფში დაიდე გვერდით შვილო. მომაჩეჩა ყვავილებიანი თეფში , მერე ჭიქა მოაყოლა, ჩანგალიც და ბოლოს სკამი მომიდგა გვერდით. ახლა იმისთანა ბიჭი მოდის. უფ, ნეტაი იმის დედას. ხელები გაასავსავა და აფხუკუნებულ ბავშვებს გადახედა. შენ მოგიხდება, ორივე ანგელოზივით ხართ ისევ მე მომბრუნდა და სიცილით ჩაბჟირებულს მკლავზე მიჩქმიტა. ნაირა დეიდა ყველას სატითაოდ გვიჩალიჩებდა მსგავს სიტუაციებს და სასაცილოდ არ გვყოფნიდა.
-ვინ მოდის? სიცილს მორჩა თუ არა მაშინვე იკითხა ყიფშიძემ.
-არჩილი! უკანასკნელად გადმოხედა ნაირამ გარემოს და ოთახი დატოვა.
-ჩემი ბიძაშვილია. ჩაიცინა ყიფშიძემ ჩვენი გაკვირვებული სახეები რომ დააფიქსირა.
***
მაჯანჯას ჯადოსნურ ჰანგებზე იგრიხებოდნენ ყიფშიძე და ლაშა. გოგონებიც მათ შეუერთდნენ მე კი კამერა მომარჯვებული დავსდევდი მათ მოძრაობებს. მუსიკა დამთავრდა თუ არა ისევ მაგიდას მიუსხდნენ.
კარში ჯერ ნარა შემოვიდა და უკან ვიღაც ახმახი შემოყვა.
-ჩემი ტკბილი ბიცო. თან ეხვეოდა და ლოყებს უკოცნიდა. მერე ჩვენ დადმოგვხედა.
-გამარჯობა! გვითხრა თავაზიანად და დათოს დაგაეხვია.
-ეს აჩია, ჩემი ბიძაშვილი. დაიწყო დათამ. ეს სესილია, ლილე, თათული, ეს ლაშაა, ეს კი მე ვარ დათა ყიფშიძე ბოლოს თავისებურად გაიხუმრა და კიდევ ერტხელ გადაეხვია არჩილს.
-სასიამოვნოა... ერთხმად ვთქვით ჩვენ.
ისევ დაიწყო სადღეგრძელოები, ჭიქების ჭახუნი, ცეკვა, სიმღერა. მე მომაბეზრებელი სახით ვუყურებდი ამ ყველაფერს და ჩანთიდან ამოცურებულ კონსპექტებში ვიჭყიტებოდი.
-მტერს არ ვუსურვებ შენნაირს სახლში! მითხრა ჩემს გვერდით ჩამოსკუპებულმა არჩილმა ურცხვად.
-არც კი მიცნობთ. კბილებში გამოვცარი გაღიზიანებულმა და სკამზე გავსწორდი.
-რა გაცნობა გინდა? უჟმური ხარ! შენი მეგობრები ერთობიან და შენ ისეთი სახე გაქვს თითქოს პანაშვიდზე იყო.
-ზედმეტი მოგდის! საშინლად გაბრაზდა და ნერვიულად ავათამაშე ჭიქაზე თითები.
-არადა რა გარეგნობას აფუჭებ! ისევ დააბრეხვა. მაჯაში მწვდა და არაფრის თქმა არ დამაცადა ისე წამათრია მოცეკვავე ბავშვებისკენ. მათ წრეში "შემაგდო" და იძულებული გამხადა მუსიკას ავყოლოდი. ცეკვაში გართულს სულ გადამავიწყდა აჩიზე გაბრაზება.
მთელი საღამო ჩემს უჟმურობას უსვამდა ხაზს, როგორცკი შანსი მიეცემოდა.
დავიშალეთ...
-არ დაიკარგო სესილი." "აღარ გადაყვე მაგ ლექციებს" "ნუ გავიწყდებით" ყველა სათითაოდ დამემშვიდობა. სახლში ლაშამ გამაცილა.
-ისე კი გეკურკურებოდა. მითხრა სიცილით
-ვინ? სახეზე მოჩვენებით გაოცებას ვიკრავ და ლაშასკენ ვბრუნდები.
-ოხ სესილი. სესილი ეშმაკურად იცინის და სადარბაზოში მაგდებს მსუბუქი ხელის კვრით.
***
მერე ისევ უნივერსიტეტი, ისევ ლექციები, კონსპექტები, წიგნები და ახალი პროექტი. აი, ზუსტად მაგ ახალ პროექტზე ვფიქრობდი მაშინ. არჩილის სითავხედე კი არა საკუთარი თავი აღარ მახსოვდა. მარტი მალულად შეეპარა თბილისს. ხან წვიმდა, ხან ქარს მივქონდით და ხან მზე გვეკეკლუცებოდა.
მზე მთელი ძალით ცდილობდა ყინვაზე გამარჯვებას და გათამამებულმა თხლად ჩავიცვი იმ დღეს. ლექციების მერე კი ამოვარდნილ ქარს მოკლე კაბით და ჟაკეტით ვუმკლავდებოდი. ფაილების დასტა მქონდა გულზე მიხუტებული და ისე მივდიოდი გაჩერებისკენ. უცბად მკლავში მწვდა ვიღაც და ტავისკენ მიმაბრუნა
-ყიფშიძე, ჯანდაბა! გული გამიხეთქე დავიწუწუნე მე და მოშვერილ ლოყაზე ვკოცნი.
-როგორ ხარ? ვითომც არაფერიო ისე მეკითხება.
-ახალი პროექტი დავიწ... სიტყვას გზაში მაწყვეტინებს და საჩვენებელ თითს მაღლა წევს.
-აირჩიე ან სიყრმის მეგობარი "დაგებრიდება", ან კონსპექტებს დატმობ დღეს.
-კონსპექტებს დავთმობ. რა ხდება? ნერწყვს ნერვიულად ვყლაპავ და ყველაფერი ცუდი მიტრიალებს გონებაში.
-დღეს ყველანი წყნეთში ავდივართ და შენც მოდიხარ.
მინდა გავლანძღო, მაგრამ ხმასაც არ მაღებინებს ისე მიმაქანებს მანქანისკენ.
უკანა კარს აღებს და შიგნით მტენის. უჰ, სითბო მსიამოვნებს და ვჩუმდები.
-სესილიც დაკერილ არს! აცხადებს დათა და ღვედს იკრავს. მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ წინ მჯდომ არჩილს. საქარე მინას ვადებ თავს და ხმის ამოღებასაც არ ვაპირებ. ტელეფონს ვაცურებ ჯიბიდან და დედაჩემს შეტყობინებას ვუგზავნიი.
"რახან მაგ ფურცლებიდან ამოძრომა გეღირსება რას დავეძებ" მწერს დედა.
მეცინება და ისევ ჯიბეში ვიცურებ მობილურს.
***
წყნეთში ასული სწრაფად გადმოვდივარ მანქანიდან. დაბალყელიანი ფეხსაცმელი თოვლით მევსება, სიცივეც წამში მივლის მთელს სხეულში და გველნაკბენივით გავრბივარ სახლისკენ. სწრაფად ვიხდი ფეხსაცმელს და ვფერთხავ. ჩანთას იქვე ვაგდებ და ბავშვების ხმას მივყვები.
-ბარო სესო! კისერზე მეკიდება თათული და ლოყაზე მკოცნის.
ყველას სათითაოდ ვესალმები და ლამაზად დაჭრილ ლორს ერთცალს ვაკლებ.
-მხოლოდ იმიტომ ვარ ჩუმად, რომ სესილი ხარ! აცხადებს ლილე და მეკრიჭება.
-ჩემი გოგო! კმაყოფილებით ვივსები. სკამზე ვჯდები, მეორე სკამს წინ ვდებ და ფეხებს ზედ ვაწყობ.
-დაიღალე? მეკითხება თათული და ყავის ჭიქას წინ მიდებს.
-ძალიან. ვოხრავ და გემრიელ სითხეს ვსვამ. თან იმდენი საქმე მაქვს, ოხ დათა, რადროს ეს იყო?
-ოჰო, დაიწყო ამან. გოგო, ნერვებს რომ მაწყვეტ მთელი ცხოვრება ხვდები?! სერიოზულდება ლაშა და ჩემი ჭიქიდან სვამს ყავას.
-მოკეტე რა! ვბრაზდები და ყავას უკან ვართმევ. მხოლოდ მიღრენს და სამზარეულოდან გადისს. ტავს მარიდებს. ყოველთვის ასე იყო. ლაშა ის ტიპი იყო, ვისაც ვერასდროს ეჩხუბებოდი სერიოზულად. საოცარი უნარი აქვს, უსიამოვნებას მარტივად ირიდებს...
***
რამდენიმე წუთში ენერგეტიკული მუსიკა ისმოდა მთელ სახლში. ენერგიულად იქნევდნენ ჩემი მეგობრები ხელ-ფეხს და თან ალკოჰოლს სიამოვნებით სვამდნენ. ცოტა ვიცეკვე და დაღლილი დავჯექი სავარძელზე. მაქსიმალურად ვცდილობდი არჩილის დაიგნორებას, მაღიზიანებდა ეს ბიჭი და მისი სითავხედე. ჯაკეტი მოვიხვიე, სიგარეტის კოლოფს დავწვდი და აივნისკენ გავეშურე.
ჩემი საყვარელი ადგილია ამ სახლში. ბავშობიდან სესილის ადგილი იყო აივანი. ბავშობის მოგონებებში ვიყავი ჩაფლული მხარზე შეხება, რომ ვიგრძენი. გვერდით არჩილი მედგა და თვითონაც უკიდებდა სიგარეტს.
-სესილიკო ეწევა კიდეც? ზედმეტად ირონიული მეჩვენება და უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
-სესილიკო, იშვიათად, მაგრამ მაინც ეწევა. სრული სიმშვიდით ვპასუხობ.
-არა და შენს მეგობრებს რომ ვუსმინო უფრთო ანგელოზი ხარ.
-არ დაიჯერო. საკუთარ ჯანმრთელობას ვაზიანებ, სხვისას არაფერს ვეხები. თვალს ვუკრავ და ისევ სივრცეს ვუყურებ.
-არც დამიჯერებია. უბრალოდ მეგონა გამოუსვლელი ბავშვი იყავი და
-კიდევ რა გეგონა? უკვე მეცინება და ხელებს ვიჯვარედინებ მკერდთან.
-კიდევ ბევრი რამ მეგონა! შეყვარებული რატომ არ გყავს?
-ეგ ჩემი პირადია! და ასეც რომ არ იყოს შეყვარებული ნდომაზეა? ვიყიდო, ვიჩუქო თუ როგორ? სშინლად ვრიზიანდები და სახეზე ცეცხლი მეკიდება.
-არ ვიცი. შენი მეგობრები ნერვიულობენ და მგონი სულ ტყუილად. არ გეტყობა შენ უმწიკლობის არაფერი. სექსისთვის მაინც გეყოლება ვინმე.
-რა ჯანდაბა გინდა?! ვუყვირი და მთელი ძალით ვუქნევ ხელს. ვინ გკითხავს შენ მე ვინ მყავს და ვინ არა?! ან იმატ რა აერვიულებთ?! არარ ვცხრები და არჩილისთვის გვერდის ავლას ვცდილობ.
-სად მიდიხარ?! მაჯაში მიჭერს ხელს და მაჩერებს.
-გამიშვი, პირუტყვო!
-ლოყა მეტკინა, დანაშაული უნდა გამოისყიდო. ახლა ვამჩნევ მის გაბრაზებულ სახეს.
-როგორ? უხეში ტონი არ მიქრება და თვალებში ვაშტერდები.
-შენნაირებმა უკეთ იცით გამოსასყიდი ამბები. ცალყბად იცინის და მთლიანად მათვალიერებს.
ღმერთო ჩემო რა დავუშავე ამ ადამიანს. არცკი მიცნობს და მიწასთან მასწორებს. ჩემს ხელს ვეჯაჯგურები თუმცა ამაოდ. ჩემს ბედზე ყიფშიძე გამოდის აივანზე და არჩილიც მაშინვე მიშვებს ხელს. აცრემლებული თვალებით შევდივარ სახლში და კუთხეშიმდგარ პუფში ვეშვები. სუნთქვა მიჩქარდება და აკანკალებულ ხელებს შეშინებული ვუყურებ.
***
-რა უთხარი! სიბრაზთ სავსე აქვს ხმა დათას და უფროს ყიფშიცეს უყვირის.
-ვუთხარი, რომ არც ისეთი ანგელოზია თქვენ რომ გგონიათ.
-რა გინდა? აჩი ძმობას გაფიცებ არ გინდა რა!
-არ ვიცი, რა მინდა მეთვითონაც არ ვიცი. ნერვიულად ოხრავს და კიდევ ერთ ღერს უკიდებს.
-შეეშვი. სესილის, რომ ატკინო მე მომკლავ გესმის? ხუთი თითივით ვიცნობ. არც ისეთი არაა შენ რომ გგონია. მე სესოსგან ზედმეტი არასდროს გამიგია.
-კარგი რა. ეცინება არჩილს.
-შენს ძმობას ვფიცავარ, სხვანაირია. ინანებ, იცოდე ინანებ. ნერვიულად ყვირის დათა და სახლში შედის.
პუფში უგონოდ მისვენებულ სესილისთან იმუხლება და ხელზე კოცნის.
-მე მაპატიე ხო. გეხვეწები ის სულელია, სულ გამოშტერდა! ბურდღუნებს ყოფშიძე და ჩემს ხელს გულში იჯრავს.
-ჰო. არაფრის ძალა არ მაქვს.
***
ნელ-ნელა დუნდება და მთელ ძალას იკრებს. მშვიდი ნაბიჯებით მიდის კარამდე და გარეთ გადის. სუფთა ჰაერი ერთადერთია რაც უშველის. სიცივე ძვალსა და რბილში ატანს. ნაქსოვ ჟაკეტს საგულდაგულოდ იხვევს და ეზოში მიმოსვლას იწყებს.
ეზიზღებ, ჭირივით ეზიზღება ნეგატივი. ისედაც რამდენი სტრესული სიტუაცია აქვს და ახლა ესაც დაემატა. დათას ხათრით ისეთს ვერაფერს ეტყვის და არც მაინცდამაინდ დათხრიდა თვალებს. ვერც მიხვდა ისე მიუახლოვდნენ ლილე და თათული.
-რა გჭირს სესი? გაბზარული ხმით მეკითხება ლილე და ლაშას ტბილ ქურთუკს მახვევს მხრებზე.
-არჩილი. ვსრუტუბენ და საწყალი თვალებით ვუყურებ მეგობრებს.
-მოგწონს? სახე უნათდება თათულის.
-არა! ყველაფერს მოკლედ ვუყვები და გაბრაზებულ ტათულის ვანიშნებ ცოტა ჩუმად მეთქი.
-საზიზრარი! მაგას ვინ ეკიტხება? თვალებს დავთხრი, მაგის გამო ხარ ასე? ნაგავი. ხო, ბო*ი ვარ თქო უთხარი და ახლოსაც არ მოუშვა. ყლაპოს ნერწყვები მაგ დეგენერატმა, მაგან. ჩამოუყალიბებელი ეგ. თათულის ფეთქებადი ხასიათიც ადგილზეა და მე პოზიტივი მეპარება თანდათან.
-კარგი რა! უბრალოდ ამითვალწუნა.
-აითვალწუნოს ბებიამისი! არ ცხრებათათული და უკვე ისტერიული სიცილი მიტყდება.
***
-რაზე დამიბარე ბიცოლა? ლოყაზე კოცნის არჩილი და სამზარეულოში სიცილით შედის.
-დაჯექი მანდ! უხმოდ ემორჩილება მაზლისშვილი და მაგიდასთან განაბული ჯდება.
-მშვიდობაა ბიცო?
-მშვიდობა კი არა შენი სიკვდილია! თათული და ლილე იყვნენ დღეს ჩემთან. რა გითქვამს შენ სესილისთვის. სექსიზა მაინც გეყოლება ვინმეო? შენ ბიცოლა ხომ არ ჩამოგირტყამს ეგ თავი რამისთვის?! სესილი მართლა იმნაირი გგონია ბიცოლა? შეიცხადა ნაირამ და თვითონაც დაჯდა მოპირდაპირე მხარეს.
არჩილი სიცილს ვეღარ იკავებდა და ბოლო ხმაზე ახარხარდა.
-ჭორიკანა გოგონები. სავარაუდოდ მომკლავენ სადმე რომ შევხვდე. დანანებით აქნევს თავს.
-სასაცილოა ბიცოლა მაგ საქმე? არ მშვიდდება ნაირა და ქათმის სალათით სავსე თეფშს წინ უდებს არჩილს. ჩემს ხელშია ეგ გოგო გაზრდილი. დათას კლასელია და ეგ რომ არა შენი ბედოვლათი ბიძაშვილი დღესაც სკოლაში იქნებოდა. მე მაგ ბავშვისგან ცუდი და ზედმეტი არფერი გამიგია, ბიცოლა. თყუილია თუ ვინმემ რამე გითხრა ცუდი.
-ოხ როგორ მიტ*აკებ ნაირა რა! მეც ვიცი რომ არაა ცუდი. უჩვეულოდ იღიმის გემრიელად ილუკმება.
-ვერაფერი გაგიგე ბიცოლა.
-ვერც გამიგებ!
-ბიძაშენი ხარ სუფთა! ბრაზდება ნაირა და მაცივარში ძვრება.
***
ბიცოლამისისგან წამოსული პირდაპი "თსუ"სკენ გაემართა.
მაშინვე შენიშნა მობუზული სესილი და უკან გაჰყვა.
"შენი თვალები ცისფერიაა, შენა ხარ ჩემი ზღვისფერიაა"ღიღინებდა და ფეხდაფეხ მიყვებოდა. გაოგნებული სახით შემობრუნდა სესილი და არჩილის დანახვისას შეხტა.
-სესილის ვახლავარ. თავაზიანად დაუკრა თავი და გვერდით ამოუდგა.
-გამარჯობა! მტკიცე იყო სესის ხმა.
-ოჰო, გავთამამდით. ცალი წარბი აწია ყიფშიძემ და გულბანს ცხვირზე წაეთამაშა.
-ჩემნაირები თამამები არიან ხოლმე, როგორც წესი! ირონიულად ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.
-როგორი ხარ შენ? სიცილით აედევნა არჩილი.
-რა გინდა, ადამიანო? წამში გაცეცხლდა გულბანი.
-"პატარა გოგო მიყვარდა" ისევ აღიღინდა არჩილი და ხელმკლავი გამოდო სესილის. სესილის სიბრაზისგან სახე აუწითლდა და სწრაფად მოიშორა მამაკაცის ხელი.
-ზედმეტი მოგდის!
-წარბების ჩეკვრა მეც შემიძლია, პატარა ქალო. მაგ ფრაზის მეტი ვერაფერი დაამუღამე ამდენი ხანი. ცალყბად იცინის არჩილი და ხელენბს ჯიბეებში იწყობს.
-შემეშვი, არჩილ! ჩემზე რამდენიწლით დიდი ხარ? ტვინის ნატამალი არ გაქვს მაგ თავში. სწრაფად შებრუნდა და მხრებში გამართული გაუყვა გზას. იფიქრა მომშორდაო და ბენდიერმა ჩაიღიმა. გზა უნდა გადაეკვეთა ისევ გვერდით რომ ამოუდგა მამაკაცი და მხარი გაკრა.
-რა ამბიციურები ხართ ეს პატარები, გეგონა მომიშორე?
-არჩილ, მე შენ სათამაშოდ არ გამოგადგები, სულ ტყუილად კარგავ დროს. მშვიდი ბარიტონიტ ამბობდა გოგონა და მშვიდი ნაბიჯებით გადადიოდა გაჩერებული მანქანების წინ.
-არჩილიც გაკრეჭილი მიყვებოდაა. მერე მხრიდან ფურცლებით დამძიმებული ჩანთა ჩამოხსნა და თვითონ გადაიკიდა.
შეწუხებულმა ამოიოხრა სესილიმ და წინ გადაუდგა.
-რა გინდა ჩემგან? კოპებ შეკრული დააკვირდა მამაკაცის თვალებს.
-შენ!
-არჩილ, ნუ მეთამაშები.
-სათამაშოდ არ მცალია, შენ 27 წელი პატარა ასაკი ხომ არ გგონია? დავბერდი. სასაცილოდ არ ყოფნიდა არჩილს სესილის გაბრაზებული სახის ყურება.
-არა, ვერასდროს წარმოვიდგენდი პატარა გოგოები თუ მომეწონებოდა, მაგრამ... მხრები აიჩეჩა არჩილმა.
-ნუ მაცინებ. ირონიულად ჩაიცინა გულბანმა და არჩილის მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან სიგარეტი ამოაძვრინა.
-რა გაცინებს? ახლა ყიფშიძე გაბრაზდა ქვაფენილიანი აღმართისკენ წავიდა.
-შენი ჩამოუყალიბებელი ხასიათი. ხან მიწასთან მასწორებ, ხან ღიღინით მხვდები. სრულ ჭკუაზე ხარ?
-ენა ნუ წაიგრძელე! ისევ დაუბღვირა არჩილმა და დინჯად აუყვა სესილის სახლისკენ მიმავალ აღმართს.
***
ჩემი ჩანთა გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და ის ის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, რომ მხარზე დამქაჩა
-სალაპარაკო გვაქვს... სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
-მე ვთვლი, რომ შენგან მხოლოდ ბოდიში მაქვს მოსასმენი. გამარიზიანა მისმა საქციელმა.
ჩაქიცინა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელი და ქვემოდან ამომხედა.
-ბოდიში.
-ნახვამდის.
-არ დამისრულებია. ისევ გამაჩერა. ამოვიოხრე და უხმოდ მივაჩერდი.
-მართლა მომწონხარ, ძალიან მომწონხარ. ღიმილით ლაპარაკობდა და დროდადრო სივრცეს უყურებდა. დაფიქრდი, ღირს ურთიერთობის დაწყება. ისევ ჩაიცინა და წავიდა.
ასეთი ჩამოუყალიბებლი არაფერი მინახავს. პასუხსაც კი არ დალოდებია. ბურტყუნით ავიარე კიბეები.
გულაღმა დავემხე საწოლზე. დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ჩემი ტვინის უჯრედები არჩილით იყო გაჟღენთილი. რას მერჩოდა, რა ჯანდაბა უნდოდა? ჰაჰ, თავსაც ვიტყუებ და თქვენც გატყუებთ. მე მხოლოდ ის მაინტერესებდა მეთვითონ რა მინდოდა არჩილისგან, რას მოველოდი მისგან, რას მოვითხოვდი.
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სასიკეთო ვერაფერი ვიპოოვე. სულ რაღაც ოცი წლის ვარ. ჩემს ინტერესებში არასდროს შედიოდა სიყვარულის თემა. თან ნერვები მეშლებოდა ნაადრევად დაწყობილ გეგმებზე. იმაზეც ასე რომ მჯეროდა ყიფშიძის.
მერე, მერე დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე დაბარებულივით აღჩილი და სახლამდე მომხვებოდა. ხან ბუზღუნით, ხან ღიღინით და ხან სიცილით.
ჩმს გულშიც გაიდგა ფესვები უცნაურმა, უცნობმა გრძნობამ. უფრო ხშირად ვიღიმოდი, უმიზეზოდ ბედნიერი გახლდით და ცხოვრება უფრო გალამაზდა. მიზეზს ვერ კი არა, არ ვხვდებოდი. არ მაწყობდა და არ ვხვდებოდი...

***
ძვირფასებო, ველი თქვენს შეფასებას.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

კარგი წასაკითხია კარგად წერ და შინაარსიც მომწონს არაა უაზრო დიალოგებით გადატვირთული რაღაცნაირ ბალანსს იცავ . მე ზოგადად ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს და თავში რომ იყო მონაკვეთი იმედია იქ არჩილს არ გლოვობს არ ვიცი ჯერ გაირკვევა მერე ყველაფერი ,მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ "ჰეფი ენდი" იქნება

 


№2  offline წევრი ჭირვეული

გამართული და დალაგებული ნაწერი, მოცულობა დამაკმაყოფილებელი, შინაარსი საინტერესო, მოკლედ ძალიან მომეწონა !!!იმედია, ჰეფი ენდი გვექნება! ყოველ დღე რომ დადებ ახალ თავს,იმის იმედიც მაქვს)))

 


№3  offline წევრი მარიამი”

KaRgia momwona imedia mala dadeb shemdegs

 


№4  offline წევრი Strawberry

[quote=sameone crazy girl]კარგი წასაკითხია კარგად წერ და შინაარსიც მომწონს არაა უაზრო დიალოგებით გადატვირთული რაღაცნაირ ბალანსს იცავ . მე ზოგადად ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს და თავში რომ იყო მონაკვეთი იმედია იქ არჩილს არ გლოვობს არ ვიცი ჯერ გაირკვევა მერე ყველაფერი ,მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ "ჰეფი ენდი" იქნება[/quote
Mariam, madloba didi

Chirveuli
გამართული და დალაგებული ნაწერი, მოცულობა დამაკმაყოფილებელი, შინაარსი საინტერესო, მოკლედ ძალიან მომეწონა !!!იმედია, ჰეფი ენდი გვექნება! ყოველ დღე რომ დადებ ახალ თავს,იმის იმედიც მაქვს)))
madlobadidi . Bednieri dasasruli eqneba

[quote=Strawberry][quote=sameone crazy girl]კარგი წასაკითხია კარგად წერ და შინაარსიც მომწონს არაა უაზრო დიალოგებით გადატვირთული რაღაცნაირ ბალანსს იცავ . მე ზოგადად ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს და თავში რომ იყო მონაკვეთი იმედია იქ არჩილს არ გლოვობს არ ვიცი ჯერ გაირკვევა მერე ყველაფერი ,მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ "ჰეფი ენდი" იქნება[/quote
Mariam, madloba didi. Gamixarda da bednier dasasruls gpirdebi

[quote=Chirveuli]გამართული და დალაგებული ნაწერი, მოცულობა დამაკმაყოფილებელი, შინაარსი საინტერესო, მოკლედ ძალიან მომეწონა !!!იმედია, ჰეფი ენდი გვექნება! ყოველ დღე რომ დადებ ახალ თავს,იმის იმედიც მაქვს)))[/quote]madlobadidi . Bednieri dasasruli eqneba... Tavebis dadebas shevecdebi yovel dghe

მარიამი”
KaRgia momwona imedia mala dadeb shemdegs

Madloba didi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent