შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 13)


5-04-2017, 21:48
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 469

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი უცნობის ვინაობა გავიგე. მისი სახელი სამაელია და ის დაცემული ანგელოზია. ეს ბევრ კითხვას ცემს პასუხს. მაგალითად იმას, რომ დემონები და ანგელოზები ნამდვილად არსებობენ... რომ ჯოჯოხეთი მორალის წინააღმდეგ წასულთათვის დასაშინებლად მოგონილი არ არის.
ნათელი იყო ყველაფერი მის შესახებ. ის არ იყო ადამიანი, ის ბოროტება იყო და მისგან წამოსული ემოცია და ბოროტი თვალები არ იყო ჩემი დამოკიდებულება ან ემოცია მის მიმართ - ეს რეალობა იყო. შიში ალბათ სრულიად ბუნებრივია ამ დროს, მაგრამ მხოლოდ პირველი რამოდენიმე წუთი ვკიოდი შოკისგან. როცა ამან გაიარა, შიშიც თან გაყვა. ეშმაკის არ მეშინოდა, მისი ნახვაც კი მინდოდა. მინდოდა მოსულიყო და უამრავი რამ მეკითხა მისთვის, მაგალითად ის თუ რატომ წერდა იმ ასოებს თუკი ჩემი კითხვაც კი საკმარისი იყო მისთვის?! რატომ მაძლევდა იმას, რაც მინდოდა, როცა ძალიან მარტივად შეეძლო ჩემი სულის მოპარვა პირველივე წამიდან?! საკმარისი იყო თვალებში ჩაეხედა და უსიტყვოთ მივუგდებდი ჩემს გახრწნილ სულს. ძალიან მინდოდა ლილისთან საუბარი, მინდოდა გამეგო რა იგრძნო ლილიმ?! მგავდა თუ არა მე?! ან ის დანარჩენი ოთხი თუ მგავდა მე?! რა იგრძნეს მათ, როცა სამაელი შეიჭრა მათ ცხოვრებაში?! რა დიალოგები ქონდა მასთან სამაელს?! ცნობისმოყვარეობას და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მთელი ორი თვის, 61 დღისა და 1464 საათის განმავლობაში. პირველი სამი დღე და ღამე არ მიძინია, ველოდი მის მოსვლას. სულმოუთქმელად ველოდი, ვეძახდი კიდეც. სარკესთან ვდგებოდი, საკუთარ თვალებში ვცდილობდი მისი მზერის დაჭერას და მოძებნას. მწყუროდა მისი ნახვა, მის თვალებში ჩახედვა, მისი ხმის გაგონება, თუნდაც წამსვე მოვეკალი და ჩემი სული სატანჯველად წაეღო, მე მზად ვიყავი სამუდამო ტანჯვისთვისაც კი, ოღონდაც მისთვის შემეხედა.
დაუჯერებელია, მე ეშმაკი შემიყვარდა! ალბათ, იგივე იგრძნეს თვითმკვლელებმაც... სამაელი მათ აგიჟებდა, მათ ფსიქიკას ეთამაშებოდა და შემდეგ, თვითმკვლელობამდე მიჰყავდა... მზად ვიყავი ამისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა აზრადაც არ გამევლო, მის ერთ ბრძანებაზეც კი გამოვისვამდი დანას ყელში, ოღონდ მენახა...

ორი თვის მანძილზე, მხოლოდ ჟანეტი მოდიოდა ჩემთან და როგორც დედა უვლის თავის ავადმყოფ ბავშვს, ისე მივლიდა. ასეთი დარდიანი ჟანეტი არასოდეს მენახა. სამაელი მასთან არც მიხსენებია და ვერც ხვდებოდა, რომ რაიმეს ვუმალავდი. ვაკვირდებოდი ჟანეტს და სამაელის სიტყვებზე ვფიქრობდი, როცა მასზე მითხრა „კი არ გიყვარს, გეზიზღებაო“ და უზომო ტკივილი ვიგრძენი. როგორ შეიძლებოდა მე ის შემძულებოდა?! მერე ვიფიქრე, რომ ჟანეტის გამო არ მოდიოდა ჩემთან სამაელი და მკაცრად მოვითხოვე, წასულიყო. თავიდან, ჯიუტად არ მიდიოდა, მაგრამ ბევრი ჭიდილის შემდეგ, ჩემს სიუხეშეს ვეღარ გაუძლო და ნაწყენი წავიდა...

უნივერსიტეტში არ დავდიოდი, საერთოდ მივატოვე ყველაფერი. ჟანეტის წასვლის შემდეგ, საჭმელსაც არ ვჭამდი, მხოლოდ წყალს ვსვამდი, ისიც იმიტომ რომ არ მინდოდა მის უნახავად მოვმკვდარიყავი... ველოდი და ეს მოლოდინი უსასრულობად მეჩვენებოდა. მეგონა ორი თვის ნაცვლად ორი საუკუნე გავიდა... ეს მტანჯავდა... ვფიქრობდი სიკვდილზე, საიქიოზე და მეშინოდა სიკვდილის შემდეგ სამოთხის... ნორმალურ ადამიანებს ალბათ ჯოჯოხეთი აშინებთ, მე კი სამოთხის მეშინოდა, რადგან იქ სამაელი არ დამხვდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, თავს მოვიკლავ დანარჩენების მსგავსად და შევხვდები მეთქი, მაგრამ რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა. დაძაბული, შეშლილი ველოდები და სიჩუმეში ვიჯექი მთელი დღეები. ეს სიჩუმე უფრო მშლიდა ჭკუიდან, ვეწეოდი გაუთავებლად, რადგან თამბაქოს სუნი სამაელს მახსენებდა. შემდეგ კი სიგიჟის ზღვარზე მისული, სიგარას პირში ვიფერფლებდი და ვყლაპავდი, ისე როგორც მან გამიკეთა ჩვენს პირველ შეხვედრაზე. ეს გულისამრევი გემო, მას მახსენებდა. გიჟივით ვეფერებოდი სხეულის ყველა წერტილს, რასაც სამაელი მეხებოდა და ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ყველა მისი მოძრაობა, ყველა მისი ქმედება.
ზოგჯერ, ისტერიული ტირილი მივარდებოდა და სამაელის სახელს გავიძახოდი. ღამე ოფლით გაჟღენთილს მეღვიძებოდა და სიბნელეში მისი სილუეტის დანახვას ვაიძულებდი ჩემს გონებას.
ტანჯული ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამაელი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

***
დღეს...
თვალს ვახელ და თითქოს დიდი ლოდი ჩამომხსნეს გულიდან, ოდნავ სიმშვიდეს ვგრძნობ და შიმშილიც კი ვიგრძენი. საწოლიდან ვდგები და კარისკენ ვიღებ გეზს, რომ სამზარეულოში გავიდე. ამდენი წოლისგან და უჭმელობისგან, თავბრუ მეხვევა და თვალთ მიბნელდება, მაგრამ ცოტა ხნით წამოვჯექი და დაბნელებამაც გამიარა.
სააბაზანოში შევედი, ცხელი წყალი ძალიან მსიამოვნებს და დაღლილობაც წყალს მიჰყვება. სააბაზანოდან გამოსული კი კართან ვშეშდები.
სამაელი - პირდაპირ ჩემს წინ სავარძელში მოკალათებულა და მომღიმარი სახით მიყურებს. თვალები მემღვრევა და მათში ორი თვის მანძილზე გამქრალი შიში მიდგება. წამიერად, თავბრუ დამეხვა და ძლივს შევიმაგრე თავი, რომ არ დავცემულიყავი.
რა შეგრძნებაა, როდესაც შენს წინ ეშმაკი დგას და არა გადატანითი მნიშვნელობით?! რა შეგრძნება შეიძლება დაეუფლოს ამ დროს ადამიანს? ამ წამს არ ვგრძნობ შიშს, სიკვდილის შიშს. მეშინია, რომ ხმას არ გამცემს... ასე, უსიტყვოდ იდგება და თავისი მდუმარე ღიმილით მომკლავს, წაიღებს ჩემს სულს და ჯოჯოხეთში გადააგდებს საჯიჯგნად, ის კი იმ სამუდამო სატანჯველში, ერთხელაც არ დამენახება. სწორედ ამის მეშინია...
ხელით მანიშნებს, რომ მასთან მივიდე. მეც, უსიტყვოდ ვემორჩილები და მის მოპირდაპირედ მდგომ სავარძელში ვჯდები. ვუყურებთ თვალებში ერთმანეთს და ვერაფერს ვხედავ, მის თვალებში ვეღარც ბოროტებას ვხედავ, ვეღარც სისასტიკეს, ვეღარც თამაშის სურვილს. ეს არ ნიშნავს, რომ მასში ეს ყველაფერი არ არის, ეს ნიშნავს, რომ მე სრულიად მოწყვეტილი ვარ სამყაროს.

-გისმენ. -მომღიმარი სახით მეუბნება და წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე, მაგრამ როგორც შემეძლო ძალა მოვიკრიბე, თვალი ავარიდე და ვეცადე თანმიმდევრობით გამომეკითხა მისთვის ყველაფერი.
-რატომ წახვედი? -ჩურჩულით ვეკითხები. მგონი ყველაზე სულელური კითხვაა, რაც კი შენგან წასულ ეშმაკს შეიძლება ჰკითხო. მასაც ეღიმება ჩემს კითხვაზე.
-გონზე მოსვლა გჭირდებოდა. -ყოყმანის გარეშე მპასუხობს.
-თვით ეშმაკიც კი ვერ შეძლებდა უბრალო ადამიანის დროის მიუცემლად გონზე მოყვანას? -ცოტათი გაკვირვებული ვარ იმით, რომ დრო მომცა.
-მე ძალას არავის ვატან. მე ხომ ანგელოზი ვარ?! -მპასუხობს ღიმილით.
-შენ ანგელოზი კი არა, ეშმაკი ხარ! -თვალებშიც კი ჩავხედე იმდენად დიდი გამბედაობა მომეცა. ამაზეც ეღიმება, მგონია რომ კარგად ხალისობს ამ დიალოგით და ვგრძნობ როგორ ვწითლდები ბრაზისგან თუ უვიცობის შეგრძნებისგან.
-ანგელოზები, ეშმაკები... -წარბებაწეული, უდარდელად მპასუხობს. -ჩვენ ერთნაირები ვართ, უბრალოდ ჩვენი მოთხოვნილებები განსხვავდება ერთმანეთისგან.
-და რას ითხოვთ თქვენ? -სრულიად გამიქრა ყველანაირი შიში და თავით გადავეშვი ცნობისმოყვარეობის მორევში.
-დაფასებას. -სერიოზული და მკაცრი სახით მპასუხობს.
-მხოლოდ მაგას? -თავის თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით მპასუხობს, რომ კი.
-მაშ, ადამიანები რისთვის გჭირდებათ?
-მამას ჰგონია, რომ ადამიანები ჩვენზე უკეთესები არიან. იქ მცხოვრებ ანგელოზებზეც კი. -საჩვენებელი თითით ზეცისკენ მიმანიშნებს.
-და ჩვენი სულის მოპარვა ერთგვარი შურისძიებაა? -ღიმილით ვეკითხები.
-არამარტო.
-მაშ?
-თქვენ ჩვენზე უკეთესები არ ხართ და სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობ. თქვენ, ადამიანებმა არც კი იცით რისთვის ცხოვრობთ. უმადურები ხართ და თავი ღმერთები გგონიათ. ცრუობთ, ღალატობთ, თამაშობთ, კლავთ, სიკეთეს და ბოროტებას ვერ ანსხვავებთ და მას ჰგონია, რომ ჩვენზე უკეთესები ხართ. -ისევ ზეცისკენ იშვერს საჩვენებელ თითს.
-შენც ხომ უღალატე შენს მამას? -ვერც კი ვიჯერებ, რომ ამის კითხვა გავბედე.
-ღალატსა და წინააღმდეგობას შორის დიდი განსხვავებაა, ემილი.
-ანუ, ადამიანებზე ეჭვიანობ? -შიშგარეული ხმით ვპასუხობ. ბოლოსდაბოლოს ჩემს წინ ეშმაკი ზის.
ღიმილი ისტერიულ ხარხარში ეზრდება და წამიერად სახეს ასერიოზულებს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ალბათ ბუნებრივია მისთვის.
-რას გულისხმობდი მაშინ, როდესაც თქვი აქ ლილისთვის ვარო? და რატომ მოიკლა მან თავი? -ვცდილობ თანმიმდევრობით ჩემთან მისი მოსვლის მიზეზი გავიგო.
-ლილისთვის და კიდევ რამდენიმესთვის მოვედი. დაბადებიდან ვაკვირდებოდი მათ.
-მეც დაბადებიდან მაკვირდებოდი?
-შენ არა.
-მაშ, რატომ მოხვედი ჩემთან?
-მე არ მოვსულვარ შენთან. შენ მოხვედი ჩემთან.
-ეგ როგორ? -დაბნეულობამ სახე წამიშალა.
-შენ გინდოდა მოვსულიყავი. მეც შენს სურვილს დავემორჩილე, მე ხომ ანგელოზი ვარ?! -ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-რატომ ხარ ასეთი გულახდილი?
-მე ტყუილს არ ვამბობ, ადამიანებისგან განსხვავებით, ანგელოზები (დაცემულებიც კი) არ ცრუობენ.
-ჰო არა? ლილის უთხარი ეშმაკი ვარ, შენი სული მინდა, ამიტომ თავი მოიკალიო და დაგიჯერა არა? -ცინიზმი საიდანღა ვისწავლე?!
-სიმართლე არ ნიშნავს ყველაფრის თქმას. მას არც უკითხავს ვინ ვიყავი.
-აბა საიდან იცოდა შენი სახელი?
თვალებით ჩემი მუცლისკენ მანიშნებს.
-ანუ ასოებით? და რატომ მაწერდი ამ ასოებს?
-თამაშის წესია.
-ეს თამაშია? ადამიანების მკვლელობას თამაშს ეძახი?
-მე არავინ მომიკლავს. თავისუფალ ნებას ჩვენ ვერ ვეწინააღმდეგებით. ეს მათი არჩევანი იყო.
-და მაინც როგორი წესები აქვს შენს თამაშს?
-სახელის წერა დასრულდება და ამ დროისთვის ადამიანი ან თავს იკლავს ან მე მივდივარ.
-ანუ მათი შეცდომა ის იყო, რომ ვერ მიხვდნენ შენი თამაშის წესებს? რომ მიმხვდარიყვნენ და ჩემსავით ეკითხათ, უპასუხებდი?
-ისინი არ მკითხავდნენ.
-მართლა? მაშ მე როგორ გკითხე? -ირონიულად მეღიმება.
-შენ მათ არ ჰგავხარ. სწორედ ამიტომ მოხვედი შენ ჩემთან და არა პირიქით.

ავდექი, ცოტა გავიარ-გამოვიარე. ინფორმაციას ვეღარ იტევს ჩემი გონება და ვცდილობ ყველაფერი გადავხარშო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. სამზარეულოში გავედი, წყალი მოვსვი და ვცდილობ დავალაგო ყველაფერი ჩემს თავში, ყოველგვარ ბურუსს ნათელი მოვფიქნო. ისევ სამაელთან გავდივარ, მის წინ ვჯდები და შიშნარევი ხმით ვეკითხები:
-რა იქნება ახლა? მე რა მომივა?
თავს მარცხნივ აგდებს, თავით ფეხებამდე მათვალიერებს და ღიმილნარევად მეუბნება:
-...



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
მე მიკეთებ ამას ? რა დაგიშავე, რა...

უიმე დედა :დდდ <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent