შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენთვის 2


6-04-2017, 16:39
ავტორი Strawberry
ნანახია 1 683

ზუსტად არ მახსოვს ვინ დაგეგმა მორიგი ტაშ-ფანდურის საღამო. ერთ-ერთ რესტორანში შევიკრიბეთ.
-სესილი, ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს? სსერიოზული სახით მეკითხება დათა
-რაზე მეკითხები? ვსერიოზულდები მეც და კაბას ვისწორებ.
-ვისთვის გაიპრანჭე? უკვე სიცილით მეკითხება, თან იქვე მდგომ არჩილს არ აშორებსთვალს, რომელიც იმდენად სიმპატიურია, რომ თვალის მოშორება მეც მიჭირს.
აჩის ირონიულ სახეზე ნერვები მეშლება და უხეშად ვპასუხობ.
-არც არავის!
-ჰაა, ახლა შეეტიეთ თუ შედიხართ. ლაშა დამიდგა გვერდით და შესასვლელისკენ მიბიძგა.
-შეხედე იმას თვალებით რომ გჭამს! იცეცხლება თათული და აჩისკენ მანიშნებს.
თათულის ლაპარაკზე და ქოთქოთზე სულ მეცინება და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.
-რა გაცინებს. თუ აქვს რამე სათქმელი გითხრას რა ჭრელო პეპელაა. ისევ აგრძელებს და მეც ვერ ვწყვეტ სიცილს.
-შეიძლება? სიცილისგან შეწუხებულს აჩი მადგება თავზე და სავარაუდოდ საცეკვაოდ გამოწვდილ ხელს ვაგებებ ჩემსას. პატარა ნაბიჯებით მივყვები საცეკვაო ადგლისკენ და მეგობრების მზერით დამწვარ ჩემს ზურგს ყურადღებას არ ვაქცევ.
-ჩვენს მეტი არავინ ცეკვავს. ვბუზღუნებ და მის წინ ვდგები.
-კიდევ ვინ გინდა? ცალყბად ეცინება. წელზე მიცურებს ხელს ისე, რომ მისი ხელი კაბის ამოჭრილ ნაწილსა და ჩემს კანს შორის ექცევა.ჩემს დახორკლილ კანზე სირცხვილისგან ვწითლდები. ის იცინის სხეულზე მიკრავს. ისე ვარ დაბნეული რომ გაბრაზებასაც ვერ ვახერხებ.
-შენი აზრით რას ფიქრობენ ჩვენზე? ბაგეებს ჩემს ყურთან აცოცებს, ხალხზე მანიშნებს და ტანს ისევ დინჯად არხევს.
-არ ვიცი. დაბნეული ვპასუხობ და ვცდილობ შეწუხებულ სახეზე ღიმილი ავიკრა.
-მმმ, ფიქრობენ რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს, კიდევ, ერთმანეთისთვის შექმნა ღმერთმაო. ისევ ეცინება. მეც ვთამამდები და დაძაბულობა მეხსნება.
-ჰო?
-ჰო, მოდი იმედები გავუმართლოთ.
-რა გინდა? მეღიმება. წელზე მიჭერს თითებს და წარბებს კრავს.
თავის თითებს ჩემსაში ხლართავს და აივნისკენ მივყავარ. ჩვენი მეგობრების მაგიდასთან გავლისას ბავშვებს უღიმის და თვალს უკრავს.
-არ მოგბეზრდა? ღიმილით მეკითხება და ჩემს წინ დგება. მოაჯირს მთელი ძალით ვეყრდნობი და ისევ ვიძაბები. -
-რა?
-რა, რადა უაზრო ურთიერთობა. გაცვდა, ხომ ხვდები რომ დაკარგა ხიბლი და სხვა ფაზაში უნდა გადავიდეთ.
-ჩვენ მეგობრები ვართ! ხმა მიმკაცრდება და თავს გვერდზე ვაბრუნებ.
-კი, შეყვარებულების და მერე სხვა სტატუსების პერსპექტივით. თავს მაბრუნებინებს და ტუჩებზე მაცხრება. მერე რა რომ გამოუცდელი ვარ. მშვენივრად ვახერხებ აყოლას და ხელებს მხრებზე ვაწყობ. ბედნიერების და სიამოვნების ქორმონები მთელს სხეულში მივლიან...
-არ ველოდი. მეუბნება ღიმილით და აბურდულ თმას მისწორებს.
-აბა "ჩემნაირებისგან" რას ელოდი? "წარსულის ცოდვებს" ვახსენებ და საჩვენებელ თითს არტერიაზე ვუსვამ.
-ოჰო, მომწონს გათამამებული, დეკოლტიანი სესილი. ეცინება და შუბლზე მკოცნის.
-როგორც ჩანს ყველაფრის გარკვევა და დალაგება არ გვიწერია ხო? ვოხრავ და თვალებში ვუყურებ.
-ოხ, როგორ ართულებთ ხოლმე ეს პატარა გოგოები. ჩემთან ყოფნა რომ მოგწონს მაგის უარყოფა არც გაბედო, ნუ მე ცოტა უფრო მეტს ვგრძნობ და შეგიყვარდები რა, სად წახვალ აბა.
-ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება ცხოვრება დამიმახინჯოს. ამ ფაზასაც, რომ დაეკარგოს ხიბლი და მერე დანარჩენებსაც ბოლოს მაინც გული უნდა მეტკინოს. რა აზრი აქვს?
-სესილი, არ დაეკარგება... თინეიჯერი ბავშვივით ბოდიალი და ორი ადამიანის ერთ მთლიანობად გადაქცევა ერთია? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ რომც დავმთავრდეთ ღირს, ყველა ბედნიერი წამისთვის ღირს "გარისკვა". მეჩურჩულება და გულზე მიკრავს.
ჩვენი მოულოდნელი გადაწყვეტილება ყველამ კარგად მიიღო. ერთადერთი დაბნეული, არეული და გაურკვეველი მე ვიყავი. ჩემს გრძნობებში და არჭილში დარწმუყნებულს შიში მანადგურებდა და ყველაფერს მირევდა. არჩილთან გატარებული ყოველი დღე ტოვებდა ჩემს ცხოვრებაში თავის კვალს... ის ფაქტი მიმსუბუქებდა ყველაფერს რომ არჩილი ყოველთვის გულწრფელი იყო და აასდროს მიგებდა ოცნების კოშკებს.
ამასობაში ჩვენი ერთად ყოფნის ორი წელი გავიდა. საოცრად გათავხედებული არჩილის გამოხტომებსაც მშვენივრად ვეგუებოდი. ორი თვით იყო წასული უცხოეთში. თითქოს ყველაფერმა დაკარგა ფერი და ყოველ ღამე ყელში გაჩხერილ ბურთს ვუმკლავდებოდი.
უნივერსიტეტიდან დაღლილი მოვედი სახლში, გასაღები მაგიდაზე მივაგდე და ინტერნეტი ჩავრთე. ხაზზე არ იყო და ბუზღუნით გავთიშე. ომლეტისთვის მთელი მონდომებით ვჭრიდი ბულგარულს და დღეებს ვითვლიდი. უკვე ვგძნობდი როგორ ჩავეხუტებოდი მონატრებულ ჩემს ბიჭს.
მოულოდნელად მუცელზე მომხვია ხელები და კისრის მალებს დაუყვა კოცნით. მოულოდნელობისგან დანა ხელიდან გამივარდა და ვიკივლე. მერე გავშეშდი, ბედნიერების ცრემლები წამსკდა. მთელი ძალით ვეხვეოდი მონატრებულ არჩილს.
-როგორ არ მითხარი? საზოზრარო. ვებუტბუტებოდი ჩემიყელის კოცნით გართულ არჩილს.
-სიურპრიზი მოგიწყე. ერთი კვირით ადრე მოგვიწია წამოსვლა.
-რა ხდებოდა ბერლინში? ორაზროვნად ვეკითხები და მის მუხლებზე მოკალათებული თავს მხარზე ვადებ.
-შენ რა გაინტერესებს. სიცილით მეფერება თმაზე მოწყვეტით მკოცნის.
-მე ყველაფერი!
-ხოდა რა ყველაფერიც გაინტერესებს არაფერი მომხდარა. სულ მენატრებოდი, სულ და სულ. მეჩურჩულება და ყურის ბიბილოზე მკოცნის.

***
კიდევ ერთი წელი მიილია . მე უკვე მასწავლებელი ვარ და მთელი მონდომებით ვუდგები ჩემს საქმეს. გაზაფხულის არდადეგები იწყება. ყველა ბავშვს სათითაოდ დავემშვიდობე მაგიდიდან წიგნებს ვიღევდი ერთ-ერთი მოსწავლე, რომ მობრუნდა ნარცისებით ხელში. გადაწეული თმა გაისწორა და დიდი კაცივით დამიჯდა წინ.
-ეს თქვენ მოგიტანეთ. დინჯად დამიდო წინ გაბადრულს.
-მადლობა, გიო. გამახარე.
-სესილი მასწავლებელო მე ერთი გოგო მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანო. ჩემი ფიფქია იქნება.
6 წლის ბავშვის კვალობაზე შორეულ გეგმებს მიყვება ჩემი მოსწავლე.
-ვინ გიყვარს? ვუღიმი.
-თქვენი დაქალი, თათული. აი, დიდი და ლამაზი თმები რომ აქვს.
-თატული რომ ძალიან დიდი გოგოა? მეცინეა.
-მეც გავიზრდები! გაბრაზებული გრავს შუბლს. ეს ყვავილები ცტა გაუყეთ, კარგით მერეისევ ციმციმებს.
-კარგი. ძლივს ვიკავებ სიცილს და ახლაღა ვამჩნევ კლასში შემოსულ ლაშას. ღიმილით აყოლებს კლასიდან მიმავალ ბავშვს თვალს და ახლა ის მიჯდება წინ.
-სესო, შენმა გულის ფრიალმა გამომიშვა წამოიყვანეო.
-ხო, მომახსენა ლაშა გამოგივლისო. თან მოსაყოლი გაქვს მოჭუტული თვალებით ვუყურებ და ჩანთას ვკრავ. სიცილით ისვამს ხელს თავზე და კლასიდან პირველს მატარებს.
20 წუთია სოფელსი მიმავალ გზას ვადგავართ და ჩემი მეგობარი ხმას არ იღებს.
-ლაშა, რა გჭირს ამ ბოლო დროს? ლაპარაკს ისევ მე ვიწყებ.
-ეჭვიანობა. ოხვრით მპასუხოვს და მინას წევს.
-ვისზე ეჭვიანობ? გაკვირვებული ვბრუნდები მისკენ.
-თათული. მე და იმ პატარა კაცს ერთი გასაჭირი გვაქვს. ხარხარებს.
-კარგი რა, ხუმრობის დროა? ვიბნევი მე.
-ეგ, სესილი, რას გაუგებ სიყვარულს. მთელი ბავშობა მაგის ნაცემ ბიჭებს ვაწყნარებდი და ახლა კი მექცა ოცნებას.
-იცის?
-ეგ რომ იცოდეს ცოცალს დამტოვებდა? წეღან დამირეკა უკვე ჩასულან.
-უნდა უთხრა, სანამ დაგასწრეს. ნერვიულად ვოხრავ .
-სოფელში ვეტყვი, მგონი ხვდება რაღაცებს. გახსოვს რა ქაჯანა იყო. როგორ დანაზდა და გალამაზდა თვალსა და ხელს შუა. ბრწყინავს ჩემი მეგობარი და მეც მეცინება.
***
სოფელი.
ეზოს კარი გავაღე თუარა არჩილს შევეჩეხე.
-მოხვედი ჩიტო ბუდეში? გამიცინა და შემატარა. ნანუ, შესძახა ბებოს და ისიც წამში გამოჩნდა.
-ხო, გენაცვალოს შენი ნანუ.
-ეს არის სესილი. თვალი ჩაუკრა და გვერდით დამიყენა.
-მოდი შვილო, ძლივს არ მეღირსა შენი ნახვა? კაი კანჭის ქალი კი ყოფილხარ. კანჭიო გადაკისკისება მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი და აფხუკუნებულ არჩილს მივარტყი იდაყვი რომ გამეჩერებინა.
-მოშიებული იქნები ბებო, დამელოდე ახლავე გავშლი. აფსუსფუსდა ნანუ.
ბიჭები მწვადს წვავდნენ, ნანუ სუფრს შლიდა და ცოცხალი თავით არ მიმიკარა.
უკვე შებინდებული იყო.
მე და არჩილი საპატიო სტუმრებივით ვისხედით უსაქმურად და ათას სისულელეზე მოვასწარით ლაპარაკი.
სუფრას მიმსხდრები ვმღეროდით, ვიხსენებდით ძველ დროს და ვხალისობდით.
მაგიდის ალაგების შემდეგ ნანუმ გამოგვიცხადა თქვენ ერთად გაგიშალეთ ლოგინიო და გაკვირვებულმა გადავხედე არჩილს. ტანამედროვეა ეს ქალი თუ რამე მოყევი მეთქი. არჩილმაც გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.
-რა მხრებს იჩეჩავ, შვილო? სამი წელი შეყვარებულობა სად გაგონილა. აწი ოჯახის და ბავშვის დროა. თქვენ ვერ ახერხებთ მაგდენს და კი შეგიწყობთ ხელს.
ახარხარებულ ბავშვებს მე და არჩილიც ავყევით.
***
-გძინავს? შუაღამისას მომეკრო არჩილი და ყელში მაკოცა.
-ვერ ვიძინებ. ამოვიკნავლე მე.
-გავისეირნოთ.
-ახლა? გაკვირვებული წამოვჯექი.
-ხო. ადექი.
რომ ბაღებია იქ დავბოდიალობდით და ვლაპარაკობდით მოულოდნელად, რომ აღმოვჩნდი თივის წვინზე გათხლაშული. არჩილი სიცილით მომექცა ზემოდან და ბაგეები დამიკოცნა. ყელს ჩაუყა. კაპიშონიანი ჯაკეტის ელვა სწრაფად გახსნა და მკერდს ჩაუყვა.
-თივაში სექსზე რა აზრის ხარ? სიცილით მიჩურჩილა და ისევ მკერდს დაუბრუნდა.
-მშვენიერი აზრია. ვნებამორეულმა ვუპასუხე და ზემოდან მოვექეცი. ვუყურებდი და ბედნიერებით ვივსებოდი. ეს მოიშორე. მის მაისურს დავწვდი და გვერდზე მოვისროლე. სველი კოცნა დავუტოვე ყელში და თითები ნაზად გადავატარე პრესზე...

***
ველი თქვენს შეფასებას.
მოვლენები სწრაფად ვითარდება... ეს გოგო ხომ თავის წარსულზე ყვება, ახლანდელლის მოყოლაც ხომ უნდა მოასწროს და ძალიან რომ არ გაიწელოს...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის ბებო.კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Strawberry

La-Na
აი მესმის ბებო.კარგი იყო

Didi madloba ❤️❤️

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

მგონი ცოტა აჩქარდი,ვერ ვხედავდი მე პირადად ამის აუცილებლობას.

 


№4  offline წევრი ჭირვეული

მოვლენები მშვენიერ ტემპში ვითარდება,მაგრამ თავის მოცულობა რომ მცირდება, ეგ არ მომწონს ((

 


№5  offline წევრი Strawberry

Ana Imnadze
მგონი ცოტა აჩქარდი,ვერ ვხედავდი მე პირადად ამის აუცილებლობას.

Madloba,magram ase mgonia rom sachiroa

[quote=Chirveuli]მოვლენები მშვენიერ ტემპში ვითარდება,მაგრამ თავის მოცულობა რომ მცირდება, ეგ არ მომწონს (([/quote
Madloba didi ❤️ ho, dghes meti ver mivaxerxe :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent