შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცვლილი როლები (სრულად)


6-04-2017, 17:27
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 8 859

შეცვლილი როლები
(1)
- მე მინდა ფერადი კაბა ... ფერადი ფურცლები ... ფერადი ფანქრები ...
- ფერები გიყვარს?
- ყველას შავები აცვია. დიდს, პატარას, აქ მომსვლელს, გამსვლელს. ყველა ტირის. არავის უხარია, არავინ ხედავს სამყაროს სხვა ფერით. მხოლოდ შავი... შავი და შავი.
- შენი თმის ფერიც შავია მეტიჩარა.!
- ჰოდა შევიღებავ .
თინათინი გულზე მივიხუტე და ავტირდი... 10 წლის ასაკში, უკვე ყველანაირ ტანჯვას გაუგო გემო... მიყურებდა და უკვირდა... პასუხს ელოდა ყოველ ჩახუტებაზე, კოცნაზე, ცრემლზე. მე ვერ ვპასუხობდი. მის ლამაზ თვალებში ვიძირებოდი და ენა მიქვავდებოდა. არ ვიცოდი რითი დამეწყონ ან როგორ ამეხსნა... არ მინდოდა მის სახეზე მორიგი ცრემლის დანახვა ... მომიწია თამაში. მოვირგე ბედნიერი ადამიანის ნიღაბი და ვუღიმოდი. ვინ იცის, ალბათ არც არავინ, რას ვგრძნობდი მაშინ. წამწამებზე გაქვავებულ ცრემლს, და გულში დაგროვილ ემოციას როგორ ვუკეთებდი ,,იგნორს“ ... როგორ ვუმტკიცებდი, რას თავადაც არ ვიცი ...
ლამაზი, ფერადი სამყარო. ფერადი ყვავილებით, ფერადი ფანქრებით, ფერადი სიცოცხლით ..მე არ შემეძლო ამ ყველაფრის გაქრობა. მე არ შემეძლო იმ იმედის გაქრობაც,რომელიც მოკვდავს გააჩნია სიკვდილის წინ . თქვას ის რაც აქამდე არ უთქვამს, რაც ვერ მოასწრო ... რისთვისაც ცხოვრობდა. ,,ჰოდა, ნახვამდის. ‘ დატოვა რა ... არც არაფერი. ღმერთთან თუ მოხვდა ... და ალბათ უნდა მოხვდეს იქ მაინც თქვას ის რაც ვერ თქვა... ცოცხლები თუ არა გარდაცვლილები მოუსმენენ ...
ჩემმა დამ ეს თქვა მხოლოდ.
თვალები დახუჭა და იმ ანგელოზს დაემსგავსა, რომელიც არასოდეს ყოფილა... რატომ ვსაუბრობ ასე?
გადავიწიოთ უკან სულ ცოტა ხნით ... სულ რაღაც 15 წლით.
<<<
თინეიჯერობის ასაკი... ასაკი,როცა ყველა გიყვარს, ყველა გძულს, ყველა მოგწონს, ყველა გეზიზღება, ყველა გბეზრდება. ჩვეულებრივი ბავშვობა, სავსე სიგიჟით და დადებითი ემოციით. როცა დედას უთხრეს, შენს ორგანიზმში ერთი კი არა, ორი გული სცემსო, წყენია ... ალბათ ერთს ელოდნენ ... ორი ბევრად ეჩვენათ და არც იყვნენ მზად, მათ ხომ ჯერ კიდევ არ დაემთავრებინათ ცხოვრებით ტკბობა, იქნებ არ სურდათ ორი ბავშვის ტირილის მოსმენა, ისინი ხომ ერთს ელოდნენ...
ამბობენ დედაშენი შენ გადაგყვაო და ამით თითქოს სინდისს მიასმაგებენ, უნდათ,რომ მატკინონ. მიზეზი ყოველთვის ნაცნობი იყო ჩემთვის ... ეს თავად მე გახლდით.
როცა ჩემი საოცრად ჟღერადი ხმა, მთელ საავადმყოფოს მოედო, მაშინ გაირკვა,რომ დედას სამყაროთი ტკბობა მორჩა. მხოლოდ ხმა ესმოდა და ვერ გრძნობდა რა ხდებოდა ირგვლივ, სინათლეს ეძებდა და ვერ პოულობდა, უხაროდა მაგრამ თან არ უხაროდა ... კონკრეტულად რომ ვთქვათ,გარდაიცვალა ... სიცოცხლე, სიცოცხლის სანაცვლოდ, სასაცილოა...
დამნაშავე მე ვიყავი. ამას სულ ვგრძნობდი, უკაცრავად ,,მაგრძნობინებდნენ’’. მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ვიყავი, მიზეზი იყო ჩემი ატანის ... რაც არ უნდა მომხდარიყო ,,შვილი“ მერქვა, და მამაჩემის განადგურებული მზერაც, განმგმირავი თვალებიც სულ ჩემგან იწევდა არ ამბობდა მაგრამ ფაქტი იყო მისი ყოველი სიტყვა ... ,, რა გინდოდა, რატომ გაჩნდი?“.
ბოდიში. მე მართლა ვეზედმეტებოდი დედამიწას... მე ყოველთვის ვიყავი, რიგით მეორე ... მე არასოდეს მიგრძვნია სითბო და არც ფერები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ... დღე გადიოდა იმით,რომ ვრწმუნდებოდი არ ვჭირდებოდი არავის ... არც სულიერს არც უსულოს... ვხედავდი,როგორ ვეზიზღებოდი ყველას,როგორ მძაგავდნენ, როგორ მიტანდნენ,როგორ ვაწუხებდი ... ეს არც ისე ადვილი იყო და გადატანაც რთული, მაგრამ შინაგანად ყველაფერი დავძლიე. დავაბრალოთ ძლიერ ნებისყოფას... როცა იცი, რომ ყველას ,,ფეხებზე კიდიხარ“ , როცა დარწმუნებული ხარ,რომ შენი სიკვდილი მათი ხელოვნური ცრემლებით შემკობის ტოლფასია ... არის მხოლოდ ერთი გზა. ან გადაიტანე, ან მოკვდი.
სიკვდილი, სიკვდილი ... მე ეს ვარიანტი არასოდეს მომწონდა. ამიტომ გადატანა ვარჩიე და სამყაროსაც რაღაც ამოუცნობი ფერის თვალებით შევხედე. გადიოდა დღე ... გადიოდა ღამე ... გავდიოდით ჩვენს რაღაც ზღვარს,რომელსაც სახელი არ ერქვა ... ეს ჩემი დისთვის, ფუფუნების, გართობის გზა იყო, ჩემთვის კი მომავალი... მქონდა იმედი, რომ ერთ დღეს, ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც გაზაფხულის გრილ ამინდში, წვიმის ფონზე, ნაზად შევეხებოდი ჩემს სიყვარულს ... მდინარის ნაპირთან , სახლს ხის სახურავით , ისევ გავაწყობდი საახალწლოდ... შვილს,რომელიც აუცილებლად მე უნდა დამსგავსებოდა აუცილებლად იქნებოდა ბედნიერი ... მარტივად რომ ვთქვათ, არ გამოივლიდა იმას, რაც მე გამოვიარე ...
,,განა არის ვინმე ვისაც ვუყვარვარ?“ ეს თავად ვარ ...
გამარჯობათ, მე მქვია ლიზა. მე ათი წუთით გვიან გავჩნდი.


(2)
ანა... ობიექტი, სუბიექტი, პიროვნება,რომელიც უყვარდათ ყოველთვის, ყველგან, ყველანაირ სიტუაციაში. ეს მე არასოდეს მწყინდა, მისი ბრალი მართლაც არაფერი არ იყო. შინაგანად იმდენად შეგუებული ვიყავი, ეს ცხოვრების ჩვეულ წესად მეჩვენებოდა.
მეორე უბედური დღე ჩემს ცხოვრებაში,(პირველი ჩემი დაბადება გახლდათ) დედას დაკრძალვიდან გასული , თორმეტი წელიწადი იყო ... მაშჲნ შემოაწვა მამას ემოცია და ალკოჰოლით გაბრუებული , ხარბად აბოლებდა სიგარას . აგინებდა ყველას და ყველაფერს. იხსენებდა ასევე ყველას და ყველაფერს ... ათვალიერებდა ისევ ყველას და ყველაფერს. წინ გადაშლილი ალბომები სადაც საოცარი სილამაზის დედაჩემი , ღიმილით მისჩერებოდა თვალებზე ცრემლს უჩენდა და არც ცდილობდა მის დამალვას. მერე რა რომ, მე ვიყავი ის ზედმეტი... მერე რა რომ ისინი ვერასოდეს შეძლებდნენ ერთმანეთის სილამაზით ტკბობას , მერე რა რომ ჩემი და იყო მათი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, მე მაინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ისინი ... ვცდილობდი მათი მზერის დაჭერას, მათი სიყვარულის დამსახურებას... ვცდილობდი ჩემი არსებობის გამართლებას, სიცოცხლით ტკბობას. თუმცა არაფერი ... მივუყვებოდი ხიდს,რომელიც ნებისმიერ წუთას შეიძლებოდა გამქრალიყო . მივუყვებოდი და არ მაინტერესებდა რის ფასად მიჯდებოდა ეს, მივუყვებოდი და ვტკბებოდი... იმ ცხოვრებით,რომელიც არასოდეს ყოფილა ტკბილი, იმ ემოციით,რომელსაც წესით არ უნდა ეარსება...
მე მასთან მივედი. სახე ავაწევინე და შევხედე... ნეტავ არ შემეხედა. ზიზღით მომჩერებოდა, თითქოს წყევლიდა იმ დღეს, ჩემს არსებობას ... დანა გულთან მივადებინე.
- ლიზა, გაგიჟდი?
- არ მინდა მამა სიცოცხლე. შენ გჩუქნი .
- ლიზა...
- შენ მე არასოდეს დამიძახებ შვილს. შენ მე არასოდეს შემომხედავ ისე როგორც ანას. შენ მე არასოდეს გეყვარები. მასწავლე როგორ ვიცხოვრო... აღარ მინდა მიყურებდეთ ისე როგორც მიცვალებულს.
- ნუ სულელობ ! შენი თავი არ მაქვს...
- არც არასოდეს გქონია. არც გექნება. ეს უკვე ვიცი, გასაგებია.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიმეორებდი ფრაზებს და თან ცრემლებს ვიშორებდი.
- მითხარი დედა რომ გადარჩენილიყო გეყვარებოდი?
- მე ახლაც მიყვარხარ.
- ნუ მატყუებ, შენ მე მადანაშაულებ. მამა, ნეტავ ახლა დედას ადგილას მე ვიყო ... შენ ხომ ბედნიერი იქნებოდი, ანაც ბედნიერი იქნებოდა. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენი ბედნიერებით.

<<
- რას აკეთებ?
- უნდა გავიგუდო.
თავზე საბანი გადავიფარე და გავშეშდი.
- მე გასწავლი როგორ უნდა გაიგუდო.
დეიდა სოფი, ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა .
- გისმენ.
- ცხვირზე ხელი მოიჭირე და პირი გააღე.
- დამცინი?
- გამოიცანი !
თავი დავხარე და ზურგი ვაქციე.
- შენ იცი,რომ ძალიან მიყვარხარ?
- ვიცი. რადგან სხვა ინდივიდი ფაქტიურად არ არსებობს. რამხელა პატივია არა?
- ასე ნუ ფიქრობ ... სიყვარულს თავად ქმნი. სიყვარულს მოპოვება სჭირდება მას ლანგრით არავინ მოგართმევს.
- ჰოდა წაიღონ ლანგრიანად... არ მჭირდება.
- ვის ატყუებ ლიზა? საკუთარ თავს?
- ხომ კარგად გამომდის?
ყველა კბილი გამოვაჩინე .
- სულელი, სულელი.
დეიდამ გულზე მიმიხუტა და მეც ჩემი თვითმკვლელობის მიზეზიც უცებ დავფქვი.
- დღეს ისტორიაში გაკვეთილი მოვყევი. თავადაც იცი როგორ ვერ ვიტან ისტორიას, მაგრამ მაინც შევძელი სწავლა ... თან მინდოდა დათოს ყურადღება მიმეპყრო, რაღაცით მაინც გამომეჩინა თავი. როცა დავიწყე თითქოს არც გამჭირვებია,მაგრამ კლასის დანახვაზე ლამის გული წამივიდა. ყველა ისე მომჩერებოდა როგორც ნაგავს. დათოს სახე აერიდებინა და დამცინოდა... გოგონები ირონიული სახით მომჩერებოდნენ და ჩემს ყოველ სიტყვას იმეორებდნენ.
მე კარგად მოვყევი გაკვეთილი.
სხვა გაკვეთილი ...
- მომდევნო ისწავლე ?
- არა . ათი გაკვეთილით გავუსწარი მოვლენებს.
გამეღიმა... სოფისაც.
- შენც დამცინი?
- სასაცილოა. შენც მათ ადგილზე ასე მოიქცეოდი. ეს კლასში ხშირად ხდება.
- ანამ მითხრა...
- რა გითხრა ანამ?
ვყოყმანობდი ...
- ანამ მითხრა, მრცხვენია ჩემი და რომ ხარო ...
- ანა სულელია.
- არა. მხოლოდ ეს არაა მიზეზი. დეიდა რატომ მატყუებ?
- თვალები დახუჭე.
ხელები თვალებზე ავიფარე.
- წარმოიდგინე . მხოლოდ შენ და ზღვა ... მზიანი ამინდი, მოლივლივე ტალღები... ხომ ლამაზია?
- შესანიშნავი!
- შენ ნავში ზიხარ და ხელში წიგნი გიჭირავს. წიგნი სადაც შენს მომავალზე, შენს ცხოვრებაზე წერია. ნაზად მოტივტივე ნავზე, კითხულობ ყოველ სტრიქონს და ხვდები როგორ ჰარმონიულად იღვენთება შენში რაღაც სითბოს მსგავსი ... სიამოვნებისგან გამთბარი , მალ-მალე შლი თხელ ფურცლებს და ფიქრობ რამდენი რამის გამოვლა მოახერხე, რამდენ რამეს გაუძელი ... ცრემლები გაწვება, გულში თითქოს ნემსებს გირჭობენ , მაგრამ სინათლე წიგნის უკანა ყდაზე ჩანს ... ყდაზე სადაც შენი ბედნიერების , სიხარულის ყოველი წუთია აღბეჭდილი ... და ამბობ, ნუთუ მხოლოდ ამისთვის, არ ღირდა ცხოვრება?
შენ გქონდა მიზანი ლიზა. შენ შეძელი... შენ საკუთარ თავს გადააბიჯე ... ახლა შენ ხარ ამ წიგნის მთავარი გმირი... წიგნის,რომელიც არ დაწერილა, მაგრამ აუცილებლად დაიწერება.
- მე იცი ... მე ვერ გადმოვცემ ისე მიყვარხარ.
- მოშორდი აფერისტო.
სოფიმ ლოყაზე ზელი მომითათუნა და ოთახში მარტო დამტოვა.
მე ისევ ვიჯექი ნავში ...
და ხელში ჩემი მომავალი მეჭირა.

<<<<
17 წელი.
მრავალი ნათენები დღე და სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა.
ფრიადი ნიშნებით, და ბედნიერი თვალებით.
ხელში ნაზად მიჭირავს თხელი ფურცელი. ფურცელი რომელიც მომავლის გზას მიკვალავს ... მგონია,რომ წინ მივცურავ ... ყოველ წელიწადს ვამატებ ჩემს წიგნს ახალ ფურცელს ...

ანა ...
მან ატესტატიც ვერ აიღო.
განებივრებული... და ყოველი დღით ნასიამოვნები, ქმართან და შვილთან ერთად ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს...

ბედის ირონიაა.
მან დაამთავრა ცხოვრება მაშინ,როცა მე დავიწყე.
დავიწყე ათი წუთით გვიან ...

(3)
სიყვარული ... ზოგჯერ ვფიქრობ, მაინც რა არის ის ... ჩვენი გონების რომელ ნაწილს განეკუთვნება, ან რისთვის არსებობს. პიანინოს დამტვრეული კლავიშებივით საზარელ სანახაობას ქმნის, და სიცარიელეს, უიმედობას ისრუტავს ... გულის ყოველ ნაწილში დიდ შრამს ტოვებს,რომელიც მომავალშჲ ერთ დიდ მოგონებას ქმნის... მოგონებას,რომელიც ისევ გვაბრუნებს იქ სადაც წესით უკვე ყველაფერი დავტოვეთ . მივაბიჯებთ ბილიკს სადაც ყოველი წამის მეასედი ბედნიერია... ყოველი წუთი სასიამოვნო ... გვგონია რომ ვერავინ,ვერასოდეს ვერ შეძლებს ამ წუთების განცდას, ჩვენი ღიმილის მითვისებას.
და ბოლოს... ისევ იკითხავთ რისთვის არსებობს ის? მხოლოდ ბედნიერებისთვის ...? ცდებით. მას მეორე მხარეც გააჩნია. ეს შედარებით მუქ ფერებშია გათვლილი, აქვს უკუჩვენებები: დეპრესია, უძჲლობა, ტკივილი , იმედგაცრუება, სიბოროტე ... კიდევ გავაგრძელო? სიყვარულისთვის ვკლავთ, კლავენ და მოკლავენ. სიყვარულისთვის ყველაფერი დასაშვებია, ეს ხომ ისეთი გრძნობაა რომელსაც თვით გონება გაეგო ფეხქვეშ ... ყოველ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს სიყვარულს ვაბრალებთ... ყოველ წაქცევას ცხოვრების გზაზე ამ გრძნობას ვუკავშირებთ ... ყოველ უაზროდ წარმოთქმულ სიტყვას ამით ამართლებთ ... ,,მე ხომ ის მიყვარს“ ... მიყვარს... მიყვარს...
რა გასაკვირია,რომ მეც შემიყვარდა. შემიყვარდა რა, თითქოს ძალით ,,შევიყვარე“... ასე დასჭირდა იმ წუთებს რადგან ტკივილის სიდიდე საზღვრებს გასცდა... ის იყო შესანიშნავი, ის იყო გენიალური. ის იყო იდეალი ჩემი გონებისთვის ... ის არ იყო პრინცი, პრინცი იყო ის ... ყოველი მისი გაღიმებისას იწყებოდა მესამე მსოფლიო ომი, ყოველი მისი ჩახუტება ეს იყო არნახული სითბო ... მისი კოცნა... მე ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
წინასიტყვაობა გამიგრძელდა ამიტომ ჩემს ტკბილ სტუდენტობის ხანას დავუბრუნდეთ. ჩავაბარე სამსახიობოზე მიუხედავად იმისა,რომ დასანახად ვერ ვიტანდი თეატრს და ვერც მასში მცხოვრებ ადამიანებს . არ მესმოდა როგორ არსებობდნენ ამით... ამ ხელოვნურად დადგმული სპექტაკლით,რომელიც ისეთი ცარიელი მეჩვენებოდა ზიზღის გრძნობას ტოვებდა ჩემში ... რომ ვფიქრობდი, იქნებ საკუთარი თავის გამოცდაც მინდოდა, რაღაც ტრაგედიასთან, სიძნელესთან შეჯახება ...
თუმცა დასკვნა ერთი იყო : ვიტანჯებოდი.
მახსოვს ერთი სპექტაკლი, რომელიც ობოლ ბავშვზე იყო და მისი თვალით დანახულ ცხოვრებაზე... სტუდენტები წასახალისებლად წაგვიყვანეს და გვითხრეს აი ესაა თქვენი მომავალი პროფესია ამიტომ ამათგან ისწავლეთო... თან სიამოვნებასაც მიიღებთ, გაიწაფებითო...
ისეთი სიამოვნება მივიღე სიზმრის ნახვის დროს, სიტყვებით ვერ აღვწერ ... ერთმა ფრაზამ გამომაღვიძა.
- ეჰ,სანაგვეზე ჯობდა გესროლა ... როცა ასეთი გაიზრდებოდა სხვა მაინც აიტანდა ამ ბეჩავს , ცხოვრებისაგან დაჩაგრულს...
- ნუთუ არ იცი? შენი შვილია, შენი ...
ქალი სახეზე ხელებს იაფრებდა და ვითომ კვნესოდა... მე მოვკვდი მისი საცოდაობით.
- უფროსი ვაჟი მომასწრო ღმერთმა ... ეს რაღატომ მომიგდო? ეს რათ მინდოდა?
ვხედავდი,როგორ აღწევდა სისხლში ყოველი სიტყვა...
- შენი შვილია დიმიტრი... ვინც არ უნდა იყოს ის შენი სისხლი და ხორცია და ისე უნდა აღზარდო როგორც დავითი ...
- დავითს ვერც შეედრება ეგ უსაქმური ! დავითი კაცია და ის ... ის ... ის არც უნდა გაჩენილიყო. ვწყევლი იმ დღეს როცა გაჩნდა... როგორ შემირცხვინა ოჯახი ! როგორ აარიდა თავი ომს მაგ ბედკრულმა ! ფუი მის კაცობას ...
- ომს ვერ გაუძლებდა დიმიტრი, ომს ვერ გაუძლებდა... სუსტი იყო ...
ქალი ისევ კვნესოდა და მეც ჩემდაუნებურად გადმომვარდა რამდენიმე ცრემლი.
- სუსტი ?! ჰოდა სუსტი არ უნდა გაგეჩინა . შეცდომა იყო, შეცდომა! გვარი შემირცხვინა, სახელი შემირცხვინა ... სუსტი, გამოუცდელი, ლაწირაკი ... უნდა მომკვდარიყო იქ, უნდა დასამარებულიყო ! დავისვენებდით მაინც...

უკვე ნიაღვარი მოდიოდა ჩემი თვალებიდან...

- რადგან სუსტია? მაგით აფასებთ თქვენს შვილს?
გაბრაზებული მივუვარდი მსახიობს და თვალებში ჩავხედე... ის დაიბნა, მე ვაგრძელებდი.
- ნუთუ შვილი სანაგვეზე მიყრილ ცარიელ ქილებს გავს? ნუთუ ის სიცოცხლეზე მეტი არ არის? ესაა თქვენი ქართველობა ? რა იცით რას გრძნობს და რას ფიქრობს ... თქვენ ხომ, არცერთმა არ იცით რას გრძნობს ახალგაზრდა რომელიც ყოველთვის დაჩაგრულია, რომლის სახელსაც სიამაყით არავინ იტყვის... რომლისაც რცხვენია ! თქვენ ქმნით ამ იდიოტურ სპექტაკლს, იდიოტი მსახიობებით, იდიოტური როლებით ... თქვენ დასცინით ბედისგან მიტოვებულ ბავშვებს ... მეზიზღება ეს სცენა, მეზიზღება ეს ადამიანები.

იმ წუთას არ ვიცოდი რას ვამბობდი, თუმცა ფაქტი იყო ... ახალგაზრდას თეთრი პერანგი მეჭირა ხელში და ზიზღით სავსე თვალებით მივჩერებოდი ... ის დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა და ვერაფერს ვერ მპასუხობდა. ადამიანი,რომელსაც ჰქონდა როლი და ასრულებდა მას... ჩემს ხელებში იყო მოქცეული და ჩემი სევდანარევი ხმით ილანძღებოდა...
5 წუთი დამჭირდა რომ მივმხვდარიყავი რას ვაკეთებდი... ხელი გავუშვი და ატირებულმა დავტოვე დარბაზი.

შენობის გზა საკმაოდ გრძელი მეჩვენა, ამიტომ იქვე ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე... ყველაფერი გამახსენდა. ტირილი მიასმაგდებოდა როცა თითოეულ დეტალს ვიხსენებდი, ან ძალით მახსენებდა თავს... გული მტკიოდა რომ არ შემეძლო მეგრძნო დედის სითბო ... მამის მზრუნველობა... გული მტკიოდა რომ ჩემი ბავშვობა ერთი დიდი ტრაგიზმის ზეიმი იყო, რომელიც წაგებულ თამაშს გავდა...
ალბათ კიდევ ბევრს ვიტირებდი, რომ არა შეხება ხელზე...
თავი მაღლა ავწიე და მოცისფრო თვალების საოცარ ჭრილს შევეჩეხე... როცა მეცნო შემრცხვა, ფეხზე წამოვდექი , ზედა გავისწორე და ისევ გავუსწორე თვალი ...

- მაპატიებთ?
მის კითხვაზე გამეღიმა და მომხიბლავი მზერით გავეცი პასუხი.

- მიპატიებია...

(4)
- იცით ... მე რომ მცოდნოდა,როგორ იმოქმედებდა ეს სპექტაკლი თქვენზე ამ როლს საერთოდ არ ვითამაშებდი..
- ვითომ?
გამომწვევად ვუმზერდი, თითქოს ყველა კითხვაზე ყველა პასუხი წინასწარ მქონდა გათვლილი.
- თუ გსურთ ... დაიღლებოდით. თან ცხელა, მგონი თავად მზეც შეწუხებულია.
მის უაზრო ხუმრობაზე ოდნავადაც არ გამღიმებია, თუმცა იმის მიხვედრა რას მთავაზობდა, ადვილი იყო.
- გინდა სადმე გრილ ადგილას დავჯდეთ, ჰარმონიულად ვისაუბროთ და ნაყინები მივირთვათ?
- დიახ მინდა .
- მე არა.
ცალყბად გამეღიმა და მზერა ავარიდე.
- რა გაეწყობა ...
გაბრუნდა. თუმცა რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა და გაღიმებული სახით ისევ წინ დამიდგა.
დუბლი №2
- მე ტატო მქვია... თქვენ?
- ლიზა.
- ლამაზი სახელია.
- ვიცი.

დუბლი №3
- იქნებ სადმე ...
- არა.

დუბლი №4
- მე სულ ვფიქრობდი ისეთ გოგონაზე როგორიც თქვენ ხართ... თქვენი თვალები...
- ყავისფერია.
- თმა ...
- შავი.
- ტუჩები ..
- თხელი.
- თქვენ მაინც შეუდარებელი ხართ !

ეს მითხრა და უფრო დამაჯერებელი ქცევით მაქცია ზურგი ... მე ველოდი რომ შემობრუნდებოდა, ისევ მომანათებდა ლამაზ თვალებს,რომელიც ვერ გავარკვიე ცისფერი იყო, მწვანე თუ შავი ... მე ველოდი მორიგ დუბლს მაგრამ ის დამაჯერებლად მიდიოდა გასასვლელისკენ ... ზედმეტად მეუცხოვა მისი ასეთი ქცევა და თითქოს მომინდა მე გავკიდებოდი და მეთქვა ისევ შემობრუნებულიყო და უაზრო სახით გაეგრძელებინა პაემანზე ჩემი თანხმობის მოპოვება ... მე ამას ველოდი. ველოდი მდუმარედ, ცივი სახით და მოსწრებული პასუხით ... მაგრამ ველოდი...

როცა კარს მიუახლოვდა ჩემდაუნებურად მივმართე.
- ასე მარტივად ? თქვენ ჩემი ტელეფონის ნომერიც არ იცით!
- ნუ გეშინია ლიზა. მეხუთე დუბლიც იარსებებს.

გაკვირვებული მივშტერებოდი და მაინტერესებდა,როგორ შეიძლებოდა ხმამაღლა ფიქრი... ან იქნებ თვითონაც ითვლიდა... მე ეს ახლაც არ ვიცი.
<<
საღამოს ცხრა საათზე მამაჩემის ზარმა მომწყვიტა ტელევიზორს. მშვიდი ხმით ვუპასუხე თუმცა გულში ვემდუროდი რომ 1 წლის განმავლობაში საერთოდ არ შემხმიანებია და არ დაინტერესებულა ჩემი სტუდენტური ცხოვრებით.
არც გამარჯობა.
არც მოკითხვა.
არც სითბო.
არც მზრუნველობა.
მითხრა მხოლოდ ეს .. – ანას დაეხმარე...

როცა ვკითხე რა სჭირდა, თუმცა ზოგადად ვიცოდი როგორც ცხოვრობდა თუმცა ამ ვარიანტმა მთლიანად შემძრა...

- ნარკომანია.
სიტყვები იმდენად გამოკვეთილად ისმოდა, მეგონა ამაყობდა კიდეც ამით ... როცა ჩემი და, ნემსით დაჩხვლეტილი და ,,კაიფში“ მყოფი წარმოვიდგინე მუხლები მომეკვეთა...
შექმნა ოჯახი ... ვუწოდოთ რომ ,,ოჯახი“ ? ეს ხომ ერთი დიდი სიბინძურე იყო... ჩემს სიძეს დაზუსტებით ვიცი სულ ფეხებზე ეკიდა ჩემი ანა... საყვარლების ტკბობით გამძღარი საღამოს ჩემს დასთან იკმაყოფილებდა მრავალ სურვილს, პირში ეპირფერებოდა და გარეთ ,,მის ბოზს“ ეძახდა... ვინ იცის რამდენი საშინელება გადაიტანა ამ წლების განმავლობაში. ჩემი ობოლი სულიც ვერ გასწვდებოდა ამას, ამიტომ ვეცადე ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა ეს ტანჯვა ... იტყვით რომ მე ის მძულდა ... თქვენ ცდებით. მე ჩემი და არც მეცოდებოდა და არც მძულდა, მე ანა მიყვარდა... სულით-ხორცამდე. მისი ყოველი ტკივილი, ჩემი ტკივილი იყო. მისი ყოველი ცრემლი, მეც მივსებდა თვალებს.
მე მას ვერ ვხედავდი.
თუმცა ვიცოდი რას გრძნობდა ყოველ წუთს და წამს ... რაზე ფიქრობდა ან რა აწუხებდა... არავინ არ იცის რას ნიშნავს გყავდეს ტყუპისცალი . ეს ნიშნავს იყოს ორი ადამიანი ერთ სხეულში...

მაშივე ავიღე ჩანთა და ჩემს დას სტუმრად ვეწვიე. ვერ ვიტყვი რომ გაუხარდა, თუმცა მგონი ისიც ვერ იგრძნო , ვინ ვიყავი, ან ვიყავი რომ საერთოდ?! დაფრინავდა და უაზრო სახით მომშტერებოდა. ველოდი მის გონზე მოსვლას, მისი ყოველი უაზრო ღიმილი ეკალივით მედებოდა გულზე... ლამაზ შავ თმაზე, ქერა საღებავი გადაესვა რომლითაც საფრთხობელას უფრო გავდა ვიდრე იმ ძველს ... იმ ანას.
მე მას ვერ ვცნობდი. მეც ვერ მცნობდა ის ...
ბინაშჲ,რომელიც ალკოჰოლის და სიბილწის სუნად იყო ქცეული, ანა სკამზე ჩამომჯდარიყო და თითქოს ჩემგან რაღაცას ელოდა. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. მე მისი ყურებით ვნადგურდებოდი.
- ჭკუა უნდა დამარიგო?
დავიბენი.
- ბავშვი აღარ ხარ. არც მევალება...
- აბა მაყუთი?
,,მაყუთი“ ცუდად მომხვდა... ეს ნიშნავდა ზღვარს, რომელსაც უკვე მრავალი ნაბიჯით იყო დასვრილი...
- მამაჩემმა თქვა რომ ...
- მამაჩემი *ირია!
ვერ ვიჯერებდი ...
- ასე როგორ გაუბედურდი... სარკეში ჩაიხედე შენს თავს აღარ გავხარ.
- მერე რა რომ ყოველდღე მხმარობენ. სამაგიეროდ შენზე არც გაისვრიან...
გულის რევის შეგრძნება იმატებდა... ხელები მიკანკალებდა და სახეზე უაზროდ ვისვამდი. სახეზე ფერი აღარ მედო, ხმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...
ვხედავდი ასეთს მაგრამ მაინც მიყვარდა.
- ჩემი გრცხვენია?
კითხვამ გამაკვირვა. შევხედე და თვალებზე ცრემლი შევნიშნე.
- არა. მე შენი არასოდეს შემრცხვება.
- რატომ?
- მიზეზი მარტივია. მიყვარხარ.
- როგორ? როგორ გიყვარვარ?
ტირილს უმატებდა.
- განა ვარ ღირსი,რომ გიყვარდე? არ ვარ ...
მივუახლოვდი და ხელზე შევეხე.
- მე შენი და ვარ. შენ ჩემი ... ეს წარსულია. წარსული ყოველთვის უნდა დაამარცხოს მომავალმა. მომავლით უნდა ვიცხოვროთ. რაც იყო ... რაც იყო ალბათ ცუდი მოგონებაა რომელიც უნდა გაქრეს.
- ორსულად ვარ.

უკან დავიხიე და სკამი მოვძებნე რომ არ წავქცეულიყავი.
- რა?
- რაც გაიგე. ორსულად ვარ... ბავშვი ან ავადმყოფი გაჩნდება ... ან ...
- ან ...
- ან საერთოდ არ გაჩნდება.

თვალები დავხუჭე... არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ თუმცა იმ დღეს წვიმდა... გარეთ მოსეირნე წყვილები დასეირნობდნენ , ალბათ მადლობას ეუბნებოდნენ ამინდს ამ რომანტიული განწყობისთვის .. ბავშვები ირგვლივ სასიამოვნოდ დარბოდნენ, მოხუცები დასველებულ სახეს ღიმილით პასუხობდნენ...
მე ვტიროდი.

კინო ,,ამირანთან“ ჩავიარე. ,,ასტრალი“-ს აჩვენებდნენ... სულ მინდოდა ამ ფილმის ყურება, მიუხედავად შიშისა... თან მეგონა უფრო დავფიქრდებოდი ჩემი დის ცხოვრებაზე... დავეხმარებოდი ...

თუმცა მოხდა სულ სხვა რამ...
(5)

კინოთეატრში შესვლისთანავე ვიგრძენი რა შარში გავყავი თავი... საშინელებათა ჟანრი არასოდეს მიტაცებდა და ნუთუ ახლა გახდა ის ყველა ჟანრზ ე უფრო საინტერესო? ან რას ვფიქრობდი საერთოდ?
ჩემს თავს თავად გავეცი პასუხი. ეს იყო გამოცდა. გამოცდა,რომელსაც ისევ ვიმეორებდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად. მინდოდა გამომეცადა შიში, ზიზღი, ცხოვრების უსამართლობა ... იქნებ ამ გამოცდილებით მაინც ყოფილიყო ცხოვრება სრულყოფილი.
მაგრამ როგორც ამბობენ ,, life, always is perfect”.
მე არ ვეთანხმები... ცხოვრება ყოველთვის არ არის ლანგრით მორთმეული. ის ქსოვილს გავს,რომელიც ჯერ ისევ არაა მოჩუქურთმებული, ფერადი ყვავილებით გაწყობილი. რამდენჯერაც გაირღვევა, იმდენჯერ ვვარდებით უკუნეთში, იმდენად ზიანდება ის ...
მე მინდოდა მასში სამუდამოდ დართულიყო ვარდისფერი... ყვითელი, რომელიც მზესთან ასოცირდებოდა, ლურჯი,რომელიც ზღვას მომაგონებდა, წითელი,რომელიც მეწამულ და ვნებით აღსავსე ფერად მიმაჩნია...
არ მინდოდა ქსოვილზე შავი ფერი... არ მინდოდა სიკვდილის აღბეჭდვა მასზე, არ მსურდა უბედურების გაზიარება...

ახლაც... მივაბიჯებდი კინოთეატრის გრძელ დერეფანს და ხელში ,,ასტრალის“ ბილეთი მეჭირა. წინა რიგებში დავჯექი, გმირივით ... არადა შინაგანად აკანკალებულ კნუტს ვგავდი, რომელსაც ყველაფრის ეშინია...
თავი გავამხნევე და ტანჯვის ობიექტს (ეკრანს) თვალი გავუსწორე...
,,რა უნდა იყოს ის? ყველაფერი ფანტაზიაა“.
გამეღიმა და კომფორტულად მოვთავსდი ... ირონიულად შევხედე დაწყებულ ფილმს და გამიკვირდა კიდეც საიდან ამდენი შიშჲ ... ეს ხომ ფილმია.
უბრალო ფილმი...

იცით მე არ მახსოვს,როგორ გადავინაცვლე უკანა რიგში და როგორ ვიყავი ჩაბღაუჭებული ვიღაცის ზედას... მხოლოდ ის ვიცი რას ვამბობდი,არა (ვყვიროდი)...
- გამორთეთ ! ამის დედაც !
გასასვლელისკენაც ვერ მივდიოდი იმდენად შემზარავი იყო სანახაობა... შვებას ვიღაცის მკლავებში ვპოულობდი,რომელიც ვინ იცის იცინოდა, რცხვენოდა თუ უხერხულად გრძნობდა თავს.. მე მისთვის არ შემიხედავს მე მისი ზედა უფრო მხიბლავდა , რომელიც შავი ორნამენტებით იყო გაწყობილი და ფილმზე უკეთეს სანახაობას ქმნიდა.

- შემთხვევითობა ეძახე და...
უცნობის ხმამ გამომარკვია და ძალაუნებურად ხელი გავუშვი. როცა შევხედე, უხერხულად შევიშმუშნე...
- თქვენ ... მე არ მჯერა დამთხვევის.
- ანუ?
- თქვენ მე მითვალთვალებდით.
დასკვნა გამოვიტანე და მის გაოცებულ სახესაც არ დაუცდია.
- როცა არ იცი რა თქვა, სხვის სინდისში და სიმართლეში შეღწევა გაცილებით იოლია...
- ნუ მესაუბრებით ვითომ არისტოკრატიული ტონით. არ მხიბლავს.
- მე გკითხეთ რა გხიბლავთ და რა არა?
- არ გიკითხავთ. სწორედ ესაა დღევანდელი საზოგადოება. უაზრო ხალხით დაკომპლექტებული,რომლებმაც სიტყვა ,,ზრდილობის“ მნიშვნელობაც არ იციან.
- იქნებ თქვენ მითვალთვალებთ?
- მე? სასაცილოა.
- დიახ თქვენ. ბევრი გოგონა ამით ცდილობს ყურადღების მიქცევას. გაცნობას ადამიანის,რომლის ლურჯმა თვალებმაც გონება წაართვა.
- ცრემლებს ვერ ვმალავ. თქვენ ჩემი ატირება შეძელით!
ეს ვთქვი და გავიღიმე... თან მის თჳალებს დავაკვირდი,რომელიც სრულ სიბნელეში ზღვასავით ელვარე ფერის იყო ... ამან მუხლები მომკვეთა და გამომაშტერა. ვუყურებდი შეუჩერებლად, ხარბად...
- ხომ ვთქვი.
სახე ავარიდე, თითქოს სიმართლეში გამომიჭირეს.
- თუ გინდა ... არ გაწყენინებ და ყავაზე დაგპატიჟებ.
- ჰა, ჰა,ჰა.
ეს ვთქვი და ადგა... გასვლა დააპირა,როცა მე ისევ გავუსწორე თვალი ეკრანს... როცა მივხვდი,რომ მარტო დარჩენა განწირვას ნიშნავდა, ან მეორე უმთავრესი მიზეზი ( ისევ ვუყურებდი მის თჳალებს) ავდექი და სწრაფად დავეწიე... ზურგზე ხელი დავარტყი და გავუღიმე.
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს.
თამაშში ამყვა და ეს მესიამოვნა.
- რამდენი ნაყინის ჭამა შეგიძლია?
ნამიოკი ჩავურტყი და პასუხსაც არ დაუცდია.
- რამდენსაც ქალბატონი ისურვებს.

ჩვენ ვიჯექით კაფეში სადაც საკმაოდ გრილოდა... მივირთმევდით გაყინულ ნაყინს,რომლის გემოც არ მახსოვს... მე მხოლოდ ტატო მახსოვდა. მოთხუპნული ტუჩებით, მომღიმარი... ტატომ შემომხედა.
- გაგაცილებთ.
- ,,თ“ აღარ რა.
- გაგაცილებ.
- კარგით.
- ,,თ“ აღარ..
- კარგი.
გამეღიმა.
- სად ცხოვრობ?
- გლდანში.
მისმა სიცილმა ჩემი წყენა გამოიწვია.
- რა გაცინებს? შენ სად ცხოვრობ?
- შარდენზე.
- ჰო მერე შარდენი ... შარდენი...
ვერაფერი მოვიფიქრე და დანებება ვარჩიე.

გლდანის ქუჩებს მივუყვებოდით, სულელურად მომღიმარნი... ის მის ძაღლზე მიყვებოდა. მეგონა სხვა პლანეტაზე ვიყავი, სადაც ბედნიერება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
თუმცა ხომ არის რაღაც რაც გონებას გიფუჭებს... გზაზე ტატოს ნაცნობი შეგვხვდა. გოგონას ქერა თმა და საოცარი თვალები ჰქონდა...
ეს ჩემი პირველი ეჭვიანობა იყო .

- ვაა ქეთი.
ტატომ გადაკოცნა.
- ჰა. საით გაგიწევიათ?
გოგონამ თავიდან ბოლომდე დამათვალიერა და მეც იგივეთი ვუპასუხე.
- ვსეირნობდით.
- არ გამაცნობ?
ტატომ შემომხედა.
- ლიზა ეს ქეთია... ქეთი ეს ლიზია...


,,ლიზა ეს ქეთია... ქეთი ეს ლიზია...“ ვიმეორებდი გონებაში. ეს ხომ ისედაც ნათელია...
- როგორ მომენატრე ტატო.
ქეთი კისერზე მოეხვია და მის ოდნავ წვერიან სახეს კიდევ ერთხელ აპკურა ბაგეები...
სისხლი ამწვებოდა იმდენად მინდოდა მისი ქერა თმის სუვენირად წაღება.
ისეთი სითბო იყო მათ თვალებში ვხვდებოდი, როგორ ვეზედმეტებოდი იმ წუთას სიტუაციას... გულდაწყვეტილი ერთ ადგილს ვტკეპნიდი და მათ სიყვარულით აღსავსე საუბარს დუმარედ ვუგდებდი ყურს...

აი მაშინ მეტკინა პირველად....

როცა საუბარს მორჩნენ , ისევ ჩემზე გავრცელდა მთელი ყურადღება... ქეთი თავისი გზით წავიდა, რამაც ოდნავ გაურკვევლობა დამიტოვა.
თუ მათ ჰქონდათ ურთიერთობა, რატომ არ იეჭვიანა ქალბატონმა?
ან იქნებ შემომხედა და მიხვდა,რომ არც არაფერი ჰქონდა სადარდებელი ...
მეორე ვარიანტმა ისე გამაბრაზა სახეზე ლურჯი ფერი დამადო...
- ჩემი და იყო...

ტატოს ამ ნათქვამმა შვება მომგვარა. მან თითქოს იცოდა რასაც ვფიქრობდი ... უფრო და უფრო მიკვირდა როგორ ახერხებდა ჩემს გონებაში ასე მარტივად მოგზაურობას...

<<<
არის დღე რომელიც ისეთია როგორიც სხვა.
თუმცა ეს ერთი შეხედვით ჩანს ... არავინ იცის რა არის გზის ბოლოს.
არავინ იცის რას გვიმზადებს მომავალი.
,,ბედისწერის გჯერათ“? ვინ თქვა ეს ... რათქმაუნდ არა.
ბედს თავად ვქმნით. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩვენ ვართ ავტორებიც,რეჟისორებიც,მსახიობებიც... ჩვენი გადასაწყვეტია ტრაგიკულად დამთავრდება თუ ბედნიერად...
არის მომენტი,როცა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარდა კიდევ არის ერთი მსახიობი ...

მსახიობი, რომელიც თავად წერს სცენარს და შენ მის ხელწერას მიყვები...

(6)

-მე არ ვარ გენიოსი ... მე არ ვარ შედევრი ... არც ზღვა ვარ ცხელ ქალაქში და არ არც ადამიანი საოცარი უნარით ... მე არ ვარ სიცოცხლე, შესაბამისად არც სიკვდილი ... მე არ მწამს, არ მჯერა ბედისწერის და არც ვითხოვ მისგან რამეს... მე არ ვარ სიყვარული, მე არ ვარ ბედნიერება.
თუმცა მსურს რომ ვიყო. სიცოცხლის გზაზე ვტოვებ ნაკვალევს,რომელიც არავინ იცის რა ზომისაა. არავინ იცის რა გრძნობითაა დატოვილი, რა ტანჯვით. მათ შეუძლიათ გადაუარონ, ან თუნდაც წაშალონ.
ეს მტკივნეულია, მაგრამ ხომ იყო ...

თითქოს ამ იმედით ვსულდგმულობ და გეუბნები თუ როგორ მინდა დავინახო ჩვენს გზაზე ოთხი ნაბიჯი ... შემდგომ ექვსი ... რვა ... და ვინ იცის.
რომ არ შემიძლია გადმოგცე რას ვგრძნობ, განა ადვილია ამასთან შეგუება?
ერთი შეხევდით ლამაზი ბაგეები, იმდენად დიდ კვალს ტოვებს ჩემში განა შეიძლება მას მხოლოდ ლამაზი ეწოდოს? ... შენი ყოველი ნაკვთი,რომელიც ჩემში არის აღბეჭდილი , რამ შეიძლება გააქროს შენი აზრით? შენი ლამაზი ტანი და მტევანივით გამოყვანილი წელი, ჩემშია და ჩემია ... მე ეს ვიცი.

აი ეს არის ჩემთვის შედევრი... აი ეს არის ჩემთვის ბედნიერება... თავად შენ.


ტატო ასრულებდა როლს თუმცა სულ არ უყურებდა სცენარს... ის თავის ტექსტით მოქმედებდა და თვალებით მეძებდა უამრავ ადამიანში,რომლებიც გამუდმებით მიშტერებოდნენ და ვინ იცის რამდენჯერ მოიხიბლებოდნენ მისით. მეც მოხიბლული ვიყავი... უკვე ,,მრავალჯერ“. ეს მას კარგად გამოსდიოდა. ყოველთვის,ყველანაირ სიტუაციაში.

1 თვე გადიოდა რაც ერთად ვიყავით და ვინ იცის რამდენი სისულელე ჩაგვიდენია. ამაში ვხედავდით სიყვარულს და ასეც იყო...
არასოდეს დამავიწყდება დაუფარავად მოპარული ყვავილები და დადევნებული გამყიდველი, ტატოს სასაცილო მზერა და ჩემსკენ სიამაყით მომართული თვალები.
აი ახლაც.
ის ცდილობდა ჩემს მოხიბვლას ისევ და ისევ ... და მეც მივუყვებოდი მის ხმას და ყოველ აწეულ ტონს გულში ვაინსტალირებდი...
ჰო, ალბათ მიხვდით,რომ შემიყვარდა.ამას ერთი თვე არც დასჭირვებია... მე იმ წუთიდან შემიყვარდა,როცა დავინახე... ნუთუ გაექცეოდა ვინმე მის მომხიბვლელობას? საოცარ სახეს?
არა. მე ამას არც დავხარბებივარ. მე მოვიხიბლე წიგნის შინაარსით და არა ყდით.

სპექტაკლი მთავრდებოდა როცა ზარის ხმა შემომესმა. ჩუმად ვუპასუხე თუმცა არაფერი ისმოდა და გარეთ გავედი.
- მამა?
- ხო ლიზა, მე ვარ. სასწრაფოდ მოდი , ზედმეტად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
- ნახევარ საათში მოვალ.
- ახლავე !

მობილური შორს გავწიე და უსიამოვნოდ გავიმეორე.
,,ახლავე“ !

საუბარს მოვრჩი და ტატოც გამოჩნდა.
- მისმინე. ახლა მივდივარ ...
- იმდენად ცუდი იყო? გინდოდა იქვე მოგეკალი?
- ნუ სულელობ. შენ მომავალი მსახიობი ხარ, მომავალი ვარსკვლავი.
კომპლიმენტი შეიფერა და მორცხვად გამიღიმა.
- აბა რა ხდება?
- მამაჩემმა თქვა მოდიო... რაღაც საქმე აქვს.
- არა, ვერ წახვალ.
მუდარის თვალებით მიყურებდა.
- ვიცი რომ გწყინს,მაგრამ ხომ ხვდები... ახლა უჭირთ ვერ მივატოვებ.
- იღბალი მეკაიფება რა!
- რა თქვი?
- ის რომ შენს წინ იმდენად უიღბლო ადამიანი დგას არაა გამორიცხული უკნიდან ტყვია დაახალონ.
- გაიწიე, გესვრის.
ავეკარი. სულელმა დაიჯერა და უკან გაიხედა. შემდეგ გაბრაზებული მზერა მესროლა და სცენაზე დაბრუნდა.
ვიცი რომ ეწყინა,მაგრამ მისი წყენა 5 წუთზე დიდ ხანს არ გრძელდებოდა, ამიტომ დამშვიდებული სინდისით გავემართე ძველი სახლისკენ და ვინ იცის როგორ მიჭირდა ამ ყველაფრის დანახვა...
ყველა ნივთი ძველ დროს მახსენებდა... ეს ძალიან მოქმედებდა და მთელი დღე ცუდი აურით დავუყვებოდი ქუჩებს.
არ მინდოდა თუმცა მაინც ამომიტივტივდებოდა თავში ის სიძულვილის დრო... გაბრაზებული იქვე დაგდებულ ბოთლს ფეხს გავკრავდი და ,,სკამეიკაზე“ ვჯდებოდი თავჩაღუნული. ეს დიდხანს არ გრძელდებოდა. ბეჭებში ვსწორდებოდი და სახით ჩემს ახალ ცხოვრებას ვუსწორდებოდი. ცხოვრებას რომელიც , მრავალ ფერად სიზმარს ჯობდა...

კარები შევაღე და მამას მზერა მაშჲნვე ვიგრძენი. ჩანთა დივანზე დავდე და ჩამოვჯექი.

- აბა რა ხდება?
- ანა...
ისევ ანა... განა არსებობს სხვა რამე მისთვის? ადრე მშურდა და ახლა მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი.
- ჰო, ანა... რა სჭირს?
- ორსულადაა.
- ვიცი.
- ნაყოფი საკმაოდ დიდია და მოშორებაც ძნელი. შეიძლება სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. თუმცა გაჩენის შემთხვევაში, ყველაზე დიდი შანსია თანდაყოლილი დაავადებით ან რამე უარესით დაიბადოს.
- გასაგებია. ძალიან მწყინს. მაგრამ ვერ ვხვდები ჩემგან რას ითხოვ?
- ექიმს ვკითხე, რა იყო შანსი იმის,რომ ანა შეძლებდა ნარკოტიკებზე უარის თქმას... ეს ძნელი იქნებოდა თუმცა...
- თუმცა...
- შესაძლებელი. ამას დიდი თანხა სჭირდება. სპეციალურ კლინიკას და მომსახურე პერსონალს... ყველაფერს გავყიდი, მაგრამ სახლს ვერა. ქუჩაში ვერ დავრჩები...
- რამდენია გადასახდელი დაახლოებით?
- 2000 დოლარი. ორ თვიანი კურსია და ამბობენ რომ მაქსიმალურ შედეგს იძლევა... ეს მისი მომავალია ლიზა.
- სინდისზე აღარ ვისაუბრებ და ვეცდები დაგეხმაროთ.
- ვალდებული არ ხარ.
- ვარ მამა, ვარ.
- მადლობა შვილო ...
- ლიზა... ლიზა თუ შეიძლება.

ორი ჩამოწოლილი ცრემლი მოვიშორე და ძლიერი ქალის სახით გავემართე სახლისაკენ.კარადაში დამალული ყუთი ჩამოვიღე და ფული გადავთვალე...

- ზუსტად 2000 დოლარი...
ამ ფულს ერთი წელი ვაგროვებდი, უცხოეთში გასამგზავრებლად. უკვე მრავალი გეგმა და ოცნება მქონდა გონებაში ახდენილი, თუმცა ახლა...
მე ამაზე მაშინ არ მიფიქრია. მინდა გითხრათ,რომ წამიც არ მინანია როცა ამდენი წვალებით შეგროვებული თანხა ჩემს დას გადავულოცე...

ფული ისევ ყუთში დავაბრუნე და ღრმად ამოვისუნთქე. გულში ვამბობდი თუ როგორ სჭირდებოდა ის ანას და როგორ შევძლებდი კვლავ მის შეგროვებას...

ისევ ზარი... ტატო იყო.

- ნამუსს მოკლებულო მალე გამოცხადდი თეატრში, თორემ სამუდამოდ დაკარგავ რომეოს!
- დაე დავკარგო !
- ბევრს ნუ ლაპარაკობ. ასე ძალიან გინდა ძალები გამოვიყენო?
- დაე იყოს, მშვიდობა !

გამეღიმა... ისევ ავირე ჩანთა და თეატრისაკენ გავემართე.

(7)

სპექტაკლი წესით უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ამიტომ გონებაში, ამ ,,დაპატიჟების“ უამრავ ვერსიას ვეცნობოდი.
არ აქვს მნიშვნელობა რა იქნებოდა ეს, შეხვედრა სცენაზე თუ რომანტიული კოცნა... შეიძლება მაგიდაც ყოფილიყო, რომელსაც საოცრად ამშვენებდა ნაქარგი გადასაფარებელი და იქვე მოლივლივე სურნელოვანი სანთელი.
შამპანიური და შესანიშნავი საუზმე.
აი რა მინდოდა იმ წუთას. მოდი, სიმართლეს გეტყვით. მე სულ არ მიფიქრია ამ რომანტიულ გარემოზე, მე მხოლოდ ჩემს ,,კუჭზე“ ვფიქრობდი.

როცა თეატრის მძიმე კარი შევაღე , უამრავი მზერა ვიგრძენი და დაბნეულმა თავი დავხარე. ნელა მივუყვებოდი წითელი ხალიჩით დაფარულ ბილიკს,რომელიც უსასრულოდ გრძელი მეჩვენებოდა.
ყველა სულიერი მე მომშტერებოდა, როგორც საცდელი ობიექტის ბოლო ნიმუშს... ეს სასიამოვნოც იყო და უსიამოვნოც. არცერთისთვის ,,მზერა“ არ მიღირსებია და ამაყად მივუყვებოდი გზას...
ოც ნაბიჯში, უკვე მთელ ზოგად-საკაცობრიო თემებზე ვიმსჯელე... გონებაში ვფიქრობდი, რას მიპირებდა ეს მასხარა და ზოგადი ვერსია ვერ მომეძებნა. ამიტომ ყველაფერს შევეშვი და აწმყოს დავუბრუნდი.

სცენამდე ასასვლელი კიბის სამი საფეხური ავიარე და მის წინ გავჩერდი. მხოლოდ ახლა, მიმოვიხედე ირგვლივ. ყველაფერი ისე იყო როგორ ჩემს წასვლამდე, თითქოს რამდენიმე საათით უკან დავბრუნდი...
ტატომ ღიმილნარევი სახით შემომხედა და ჩემს წინ დაიჩოქა.
მიყურებდა ისე,მხოლოდ მას რომ შეუძლია... ეს მაგიჟებდა და ისედაც დაბნეულს უფრო მებინდებოდა გონება.
არ მახსოვს იმ წუთას ჩემი გამომეტყველება და იმედია შეშლილის ,,სიფათს“ არ გავცდენილვარ ... მორცხვად ვუყურებდი და ვფიქრობდი:
ორმოცდაათამდე თვალი მიყურებს... მე ლამაზ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ხელს მთხოვს... გარეთ რომანტიული გარემოა, სცენარიც სიყვარულითაა გაჟღენთილი. განა რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო?
უკვე რეპეტიციას გავდიოდი, როგორ უნდა მეპასუხა ,, კი ! რათქმაუნდა!“ თითზე მისი ბეჭედი მომერგო... აწეული სახით შემეხედა ხალხისათვის და ამაყი ტონით მეთქვა.
,,აი ასე! თქვენს წინ იღბლიანია ბატონებო!“.

ალბათ ვიტყოდი კიდეც... არა დაუფიქრებლად ვიტყოდი... მაგრამ.

- ორი ბილეთი ლონდონში ლიზა!

მწარედ გამეღიმა და გაბრაზებულმა ბილეთები ხელიდან გამოვგლიჯე. ირგვლივ მიმოვიხედე და დამცინავ სახეებს წავაწყდი. ასეთი გაბრაზებული არასოდეს ვყოფილვარ და იმედია არასოდეს ვიქნები.
ზედაც არ შემიხედავს ტატოსთვის ისე დავტოვე თეატრი... ის უკან მომდევდა და ჩემი საქციელით გაკვირვებული პასუხს ელოდა.

- რა დავაშავე ?
- არც არაფერი. შენი ბრალი არ არის რომ იდიოტი ხარ. ! მართლა არ არის...
- აბა ვისი ბრალია?
- თეატრის, საზოგადოების, მედდების, კატების, ძაღლების.
- ანუ განწირული ვარ?
- საბოლოოდ!
- ვერ ვხვდები შენს ტონს. მეგონა გაგიხარდებოდა , როგორ შეგიძლია იყო ასეთი უხეში?
- ალბათ შემიძლია. მაგრამ იცი, ჯერ ჩემი უხეშობის მთავარი ფორმა არ გამოვლენილა.
- რას გულისხმობ?
- ჩამტვრეულ ნეკნებს!

გაბრაზებული მივრბოდი და უკან დადევნებულს ცივად ვუგდებდი პასუხებს.
- გაგაცილებ!

ეს გავიგე მხოლოდ როცა ჩემს კორპუსს მივუახლოვდი. ის დამეწია და დაღლილი კედელს აეკრა.
- მითხარი რა დავაშავე და წავალ.
- ნუთუ მართლა ვერ ხვდები?
ბრაზი ცრემლებში გადამდიოდა.
- ამდენი ხალხის წინაშე დამიჩოქე , სიყვარულით სავსე მზერა მომაპყარი და ბოლოს ეს ორი ტილიანი ბილეთი. კიდევ მკითხავ რა დააშავე?
- გკითხავ.
- მეგონა ცოლობას მთხოვდი... აი აქ, ბეჭედს მომარგებდი და მეც სულელივით ჩამოგეკიდებოდი კისერზე... ყველა ჩვენ დაგვიკრავდა ტაშს... ბრავო! ბრავო... კოცნა...
- არც ახლაა დაგვიანებული.
კოცნას ეცადა მაგრამ მოვიშორე.
- ერთი თვე! გგონია ბევრია? ეს ბილეთები უფრო კარგად გაგვაცნობდა ერთმანეთს...
- ჰოდა შენ გაიცანი ვინმე მაგ შენს ლონდონში !
- არც გამიჭირდება!
- წადი!
- მივდივარ. აი ახლავე... ბარგს ჩავალაგებ და ხვალვე რომელიმე ქერათმიან ლამაზმანთან ერთად გავატარებ 2 კვირას... სიყვარულით აღსავსე დღეები იქნება მერწმუნე...
- წადი შენი!
შუა თითი ვაჩვენე და იგივეთი მიპასუხა.
ეს ჩემი მხრიდან სისუსტე იყო... ამას მერე მივხვდი. ეს ნიშნავდა ეჭვიანობის მკაფიო გამოხატულებას ანუ ,,სად მიეთრევი, დაეტიე აქ!“.

<<
დილით უხალისოდ გავიღვიძე და სააბაზანოში შევედი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მართლა წავიდოდა თუ არა, ვინმე სხვასთან ერთად ჩემი ტატო... თან მძულდა ! საკუთარ თავს ვუმტკიცებდი,რომ ასეთი დამცირების შემდეგ ჯანდაბამდე გზა უნდა ქონოდა, მაგრამ ვაი ამ მტკიცებას! დარეკვაზე არც მიფიქრია, სიამაყე უფრო მაღლა იდგა. მე არ დამირეკავს თუმცა სახლში მომადგა. ორჯერ , შეუმჩნევად დააკაკუნა და გაისუსა.
- რომელი ხარ?
- ერთი სიმპათიური ყმაწვილი.
- გუშინ შეყვარებულს დავშორდი, ამიტომ გაგიღებ.
კარი გავაღე და გამწარებული შემოვარდა. ხელები წელზე მომხვია და დამცინავად შემომხედა.
- რას ქვია დაშორდი?
- ჰო ასე... დავშორდი.
- ხდება ხოლმე.
თანაგრძნობა... ღმერთო, საიდან ამდენი მსახიობური ნიჭი?
- ახლა ჩვენ სერიოზულად ვილაპარაკებთ.
მოსასმენად მოვემზადე.
- ერთი თვე ძალიან ცოტა დროა ასეთი ნაბიჯისთვის. შენი მესმის, საპატარძლო კაბა გინდა, შვილები, ქორწილი, მზითვი, ბლა,ბლა,ბლა. მაგრამ მთავარი გავიწყდება. თავად ჩვენ ...
ჯერ ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ. ჩემი თავი ქმრად ვერ წარმომიდგენია და ეს ჩემი ბრალია მაგრამ! კარგი, გუშინაც ცუდად გამოვიდა ვაღიარებ , მაგრამ ის ერთი კვირა შენი ღიმილის ყურება მინდოდა და არა მღვდლის... ხომ ხვდები.
- მღვდელზე ნუ ხუმრობ.
- ბოდიში. მიყვარხარ... ეს იცი და ნუღარ დამამტკიცებინებ. ისიც იცი რომ ჩემს გარეშე ვერ გაძლებ. ამიტომ ახლა ქერას ვეტყვი წავიდეს მე კი შენ გაკოცებ...

გამწარებულმა გადავიხედე ფანჯრიდან. ისევ მოვტყუვდი. შემობრუნებისას ისე ახლო იყო ჩემთან მის გულისცემას ვგრძნობდი... მთლიანად ავკანკალდი და დაბნეულმა მზერა ავარიდე... კისერზე ტუჩებით შემეხო და თმას ხელით გაეთამაშა... მსიამოვნებდა ეს... მასაც სიამოვნებდა ჩემი თმის აბურდვა, რაღაც იდილიას ქმნიდა თითქოს...
- წესით თქვენ ლონდონში უნდა იყოთ, ვინმე ლამაზმანთან ერთად...
გამწარებულმა მაინც შევახსენე.
- წყალსაც წაუღია ლონდონი...
- ასე გიყვარვარ?
- არა. უბრალოდ პატრიოტი ვარ.
ბილეთები ფანჯრიდან ისროლა და მთელი ძალით ჩამეხუტა...

<<<

- მხოლოდ ორი კვირით უნდა წახვიდე... ჯანმრთელობის გამო ვერ მივდივარ თორემ შენ არც გეტყოდი ისედაც ბევრი გააკეთე ჩვენთვის.

მამაჩემს დანაოჭებულ ხელზე შევეხე.
- გავყვები ანას... თუ ეს მისთვის და მისი შვილისთვის იქნება სასარგებლო ყველგან გავყვები...
- ვამაყობ შენით.

როგორ მინდოდა ეს ,,ვამაყობ შენით“ , გულით ყოფილიყო ნათქვამი... როგორ მინდოდა...
ყველა საკითხი მოგვარებული იყო. ჩემს დას საფრანგეთში უნდა გავყოლოდი, მისი ჯანმრთელობის გამო...
დარჩა მხოლოდ ერთი.
ეს ტატო იყო ...

(8)
- ანუ მიდიხარ?
- ხო. ანუ მივდივარ.
- ჩემი აზრი გაინტერესებს ალბათ.
- ალბათ არა, მაინტერესებს.
მინდოდა ისევ მხიარულად წარმართულიყო საუბარი, და ტატოს სევდაშემოწოლილი თვალებიც ოდნავ მაინც გამეხალისებინა მაგრამ არა... ეს მიტოვებას გავდა,რომელმაც გულის კუთხეში დიდი ბზარი გაუჩინა... ლამაზი სქელი წარბები შეუჭმუხნა და უფრო გააუფერულა თეთრი ქათქათა კანი... მე ამას ვგრძნობდი.
ვგრძნობდი ყველაფერს თუმცა მის წინ ვიდექი და მაინც უნამუსოდ ვუმტკიცებდი, რა მალე გავიდოდა ეს დრო... ისევ შევძლებდით ერთმანეთის დაცინვას,ნერვების მოშლას, კოცნას... ვერ შევძელი მის სახეზე ღიმილის ნაპეწკალი გამეჩინა და ამან გული მომიკლა...
ის იდგა ჩემს წინ, ჩემზე ერთი თავით მაღალი, თუმცა იმ წუთას ალბათ სიმაღლე არ ზომავდა მხოლოდ ჩვენს შორის საზღვრებს. შუაში ვიდექი და ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან. ვებღაუჭებოდი ერთ ადგილს და თავს ვაიმედებდი... ის ჩემი დაა. ვიმეორებდი უსასრულოდ და ჩამოწოლილ ცრემლებს ტატოს მაისურზე ვაქრობდი. ისიც თითქოს მიგებდა თუმცა ხშირი სუნთქვა და სევდიანი თვალები სულ სხვა რამეს მიმტკიცებდნენ. სინდისის გრძელ დერეფანში, აქა იქ შემორჩენილიყო თეთრი სინათლე... სინათლე,რომელიც ალბათ ჩემი გონების რაღაც ნაწილს წარმოადგენდა. ვინ იცის, იქნებ იმ წუთას სულ არ მიფიქრია ტატოზე.. იქნებ ეს მხოლოდ ეს თეთრი სინათლე იყო, მხოლოდ სინდისი... სინდისი იმისათვის რომ ასე უგულოდ, წარბშეუხრელად მეთქვა მისთვის, მე მივდივარ.
ეს ძნელი ჩემთვის არ ყოფილა... ეს ძნელი მხოლოდ მისთვის იყო. მივყვებოდი ჩემი დის ცოდვით შემკულ გზას და მისი მოგებებული ტალახის, აბრეშუმით შეცვლას ვცდილობდი. ვინ იცის რატომ, ალბათ არსებობს რაღაც როცა საყვარელ ადამიანზე მეტად მაღლა აყენებ იმას ვისაც არ აინტერესებ... არ იცის შენი დაბადების რიცხვი, და არც ახალი წელი გაუტარებია შენთან ერთად. სიტყვებზე ,,მიყვარხარ“, ,,მომენატრე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ანას გამოწვდილ თბილ მზერასა ისე ვითვისებდი როგორც ღრუბელი ითვისებს წყლისაგან გაცემულ ორთქლს... მეგონა, მორჩა. ის ჩემი დაა, მე მისი. ეს სიყვარულია, იმედია, თანადგომაა.
და მე ვალდებული ვარ.
- როდის?
- რაც შეიძლება მალე... სასურველია ზეგ ან მაზეგ.
- რაც შეიძლება მალე. რათქმაუნდა.
- ასეთი ტონი...
- ტონზე ნუ ვისაუბრებთ. მე ხომ არ გამომიხატავს ის რასაც ვფიქრობ. მე შენზე ვარ დამოკიდებული, ამიტომ ვამბობ იმას რაც შენ გაწყობს.
- კერძოდ?
- ,,წადი ძვირფასო“... ,,ოო, ეს კეთილი საქმეა“.
მსახიობურ ნიჭსაც მოუხმო და ეს შედარება უფრო საინტერესო სანახავი გახდა.
- შენ არ გესმის. არანაირად.
- ალბათ ვერც გავიგებ... ბოდიში რომ ვერ გავიგებ თქვენ სიყვარულს, რომელიც მხოლოდ ცალმხრივი ჩანს. ალბათ არ გაინტერესებს რას ვგრძნობ. აი მე ვიცი შენ რას გრძნობ ამ წუთას...
- გისმენ.
- რაც შეიძლება მარტივად მომიშორო თავიდან და უაზრო ლაყბობას მოვრჩე.
- გცოდნია.
- ხომ შეგვიძლია არ ვიხუმროთ... მე სერიოზულად ცუდად ვარ.
- ,,სწრაფად ჩაჩავაში“.
- უკბილოდ უაზროდ და საზიზღრად გამაღიზიანებელია ეგ ვითომ იუმორი.
- როგორც იტყვიან, დაე ამ იუმორში იყოს ის ძალა, რაც სხვა ყველაფერში ნულია.
- ლიზა ! მე ცუდად ვარ გესმის? გული მტკივა. მე არ ვხუმრობ.
- რისი მოსმენა გინდა ჩემგან?
- იმის რომ გჯერა ! ნუ მიყურებ როგორც მასხარას. ეს მხოლოდ სცენაზეა ასე... იმდენად მიეჩვიე კლოუნურ ცხოვრებას ვეღარც არჩევ რა არის რეალური და რა არა.
- ვეცდები გავიცინო. აი ვიცინი... მაგრამ მე მართლა მომენატრები.
- ფარსია. შენი თვალები სხვა რამეს ამტკიცებენ.
- მაინც რას?
- სიამაყეს . მხოლოდ ერთი გზა არსებობს შენთვის. ეს ანაა. მისგან სიყვარულის მოპოვებას ცდილობ,რომელიც წარსულში არ გიგრძვნია... გინდა მხოლოდ მის ხარჯზე იცხოვრო, ყველას დაანახო რომ შენ ეხმარები მას... ადამიანს,რომელიც არაფრად გაგდებს. შენ მისი გრძნობის დამსახურებას ცდილობ, დობის ძაფის გაღვივებას... შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. ეს ვიცი... ამიტომ გაგიმეორებ მე მომენატრები. ისევ დავითვლი წუთებს შენთან შესახვედრად. თუმცა ბოლოს, შენ ცრემლიანი სახით მოხვალ ჩემთან, იმედგაცრუებული. და მეტყვი რომ მორჩა. გაწყდა ძაფი,რომელიც არ არსებულა და არც იარსებებს!
- გულს მტკენ.
- ვიცი. მაგრამ მერწმუნე, ეს არაფერია იმასთან შედარებიც რაც ჩემში ხდება.

კარები მოიჯახუნა და გაბზარულ სინდისთან პირისპირ დამტოვა. მე გავბრაზდი მასზე. თუმცა ნათელი იყო, მისი ყოველი სიტყვის ჭეშმარიტება... არ ვიცი რას ვცდილობდი, მაგრამ ის ცარიელი ადგილი გულში, მოსვენების საბაბს არ მაძლევდა... უნდა შემევსო. ყველაფრის ფასად, რადგან ეს მაძლევდა მომავალის ბედნიერ გარანტიას... იმ ტკივილის დავიწყებას,რომლის გამოც ცარიელი იყო... მისი სიყვარულით ამოვსებას ვცდილობდი მხოლოდ და მხოლოდ. ეს იყო და ეს...

<<<
მეორე დღეს უკვე ყველაფერი ჩალაგებული მქონდა.
ერთადერთი პრობლემა ჩემი და იყო, რომელმაც მხოლოდ გადმოცემით იცოდა მისი მკურნალობის შესახებ და სასტიკი წინააღმდეგი იყო. თუმცა ნებით თუ ძალით, ისევ მისთვის, აუცილებლად უნდა ჩაგვეყვანა ლონდონში. ბოლო ელვა შევკარი და ამაყი სახით გავსწორდი... დავფიქრდი რამე ხომ არ მრჩებოდა და ირგვლივ მიმოვიხედე.
როცა სახლიდან გამოვედი, მაშინ გამახსენდა ყველაფერი.
ხუთი მნიშვნელოვანი ნივთი სახლში ნებივრობდა.

ჩემს დას ავაკითხე და ჩემდა გასაკვირად გამზადებული დამხვდა... ბლესკი ტუჩებზე ოდნავ მოესვა თუმცა მაინც ვერ დაფარა ამით მისი თავმომწონე, ლურჯი ფერი... ჩაწითლებული თვალები კონტურით ამოევსო, თუმცა ამანაც ვერ შეძლო წითელი ჰორიზონტის დაფარვა...
ბარგის აღებაში დავეხმარე და მის ოდნავ გამობერილ მუცელს დავაკვირდი... სასიამოვნოდ გამეღიმა .
- ცუდია როცა რაღაცას ხვდები...
ჩანთა დავდე და შევხედე.
- რას გულისხმობ?
- მას შენ უფრო შეიყვარებ. მისი სიყვარულიც უსაზღვრო იქნება შენს მიმართ...
არაფერი მიპასუხია. ჩანთები ავიღე და ქვემოთ გაჩერებულ ტაქსს ვანიშნე.

აეროპორტი გავსებული იყო... ბევრი ბედნიერი სახით დაძრწოდა, ალბათ გრძნობდნენ იმ სასიამოვნო განცდას,რომელიც ოცნების ასრულებას გავდა... იქნებოდა ეს ერთი დღე, ორი, ან თუნდაც ათი წელი... მათთვის ერთი დღეც საკმარისი იყო ამ ბედნიერების გამოსაცდელად... თვალს არ აშორებდნენ, მორბენალ სტიქონებს და ყოველ წუთს უფრო და უფრო ეტყობოდათ, მომავლი დღეებისდამი უსასრულო ლოდინი...
თუმცა იყვნენ სხვებიც...
ლამაზ სახეზე, ყვითელი ფერაგდაკრული ახალგაზრდები,რომლებიც ერთად შეჯგუფებულიყვნენ... გაცვენილი თმისგან გამელოტებული თავი, ბენდენით ან ქუდით დაეფარათ და ცრემლნარევი თვალებით მისჩერებოდნენ ერთ ადგილს...
მათთვის ეს ბედნიერება არ იყო.
მათ არ იცოდნენ დაბრუნდებოდნენ თუ არა ამ ადგილას... მათ არ იცოდნენ მომავალი დღეების გეგმები. მათ იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ...
მათ სურდათ სიცოცხლე.

ბევრი აზრებით დამძიმებული გონება, რეალობისკენ გადავხარე და ჩვენს რეისს დავაკვირდი. ანა ღელავდა... ჩემთვის არაფერი უთქვამს და არც მე მქონდა მისთვის რამე სათქმელი.
- ტყუპები ხართ?
ერთი მოხუცი ქალი,რომელიც ჩვენს გვერდით იჯდა თბილად გვიმზერდა.
- დიახ.
- ღმერთო რა სილამაზეა... რა მსგავსებაა.
- მადლობთ.
- ალბათ როგორ გიყვართ ერთმანეთი... ეს ხომ ტყუპებს სჩვევიათ, მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის და სიცოცხლის არსს ერთად გრძნობენ.

მეთქვა რომ ,,კი“? მწარედ დავუსვი ეს კითხვა ჩემს თავს და გულში გამავლი ტკივილი ვიგრძენი.
<<<
თვითმფრინავში ასვლისას მე და ის ქალბატონი ერთად ვიჯექით. ანამ მოშორებით ჯდომა არჩია...

- ჩემს ცუნცულებსაც უყვარდათ ფრენა.
- შვილებს?
- დიახ. ამიტომ დიდხანს ვმოგზაურობდით... აი, ამ ლამაზი ხედით ტკბებოდნენ და 4 საათის განმავლობაში თვალს არ აცილებდნენ მას. ამბობდნენ,რომ ამ ცაზე, ლამაზ თეთრს სასახლეს ააშენებდნენ...
- და მერე ააშენეს?
- არ დასცალდათ... ცა ჯერ კიდევ დაუსახლებელია.
ძალით გამიღიმა და შემომხედა... მე არ მითქვამს მოეყოლა ჩემთვის ყოველივე ეს. ფაქტია თავად სურდა...

(9)
სანამ იმ ქალბატონის ისტორიას გიამბობდეთ, მინდა რამდენიმე სასიამოვნო სიტყვით მოვიხსენიო... თოვლივით თეთრი თმა ჰქონდა ელას. ნაოჭიან, დამჭკნარ სახეს,რომელსაც ძველი სილამაზე ისევ დამჩნეოდა მორცხვად დაჰკრავდა თეთრი ფერი... თვალები ჰქონდა ზღვისფერი. არ ვიცი,როგორ დავივიწყო იმდენად ჩავიბეჭდე გონებაში მისი ლამაზი, სათნო სახე... მე არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი მოხუცი... მე ახლა დავაფასე ყოველ მათგანი. ვხედავდი,როგორ უჭირდა საუბრის დაწყება. ტუჩებს უსიამოვნოდ ამოძრავებდა და თვალებზე მოწორილ ცრემლს თითქოს ,,ღიმილის“ ნაოჭებში ფარავდა, ასე დაუფარავად...

- დავიდი და შონი. ჩემი ორი უსაყვარლესი ბიჭუნა, ლამაზი შავი თვალებით და ასეთივე შავი თმით. მიუხედავად ასეთი გარეგნობისა, საოცრად თეთრები იყვნენ... როგორც ჩემი მეუღლე იტყოდა ამით მაინც ,,დავიმგვანე“.
სანიმუშოდ ვზრდიდი. ალბათ თავად ისინი იყვნენ ჩემთვის შედევრები რადგან დედის გული ყოველთვის ამბობს იმას რასაც სხვა ვერ იტყვის... ისინი ჩემს გულს ორად იყოფდნენ და ძალიან,ძალიან უფრხილდებოდნენ... ჩემს ყოველ ცრემლს თანაგრძნობით პასუხობდნენ, ყოველ თხოვნას უსიტყვო შესრულებით. რცოა ვხედავდი მათ თანატოლებს... ისინი იმდენად იყვნენ გარიყულნი, წაბილწულნი ზოგჯერ მეგონა, როგორ გამიმართლა... ღმერთს მადლობას ვწირავდი ასეთი შესანიშნავი შვილებისთვის...
იდენტური ტყუპები არ ყოფილან. მხოლოდ თვალების და თმის ფერი აკავშირებდათ. თუმცა შინაგანად ალბათ ვერც გავარჩევდი იმდენად გავდნენ ერთმანეთს... ორივე საოცრად მეგობრული იყო და ამან დაღუპა სწორედ ორივე...
ერთ დაწყევლილ დღეს, და ღირს რომ მას დღე ვუწოდო, რადგან ზოგჯერ დღე ისეთი მშვენიერია... მანქანის სავარძელში ორივე ერთად მოთავსებულიყო და კლასიკას უსმენდა... ფიქრი იმისა,რომ რაღაც შეემთხვეოდათ ყოველთვის მახსენებდა თავს მაგრამ ა ვიცი ახლა რა დამემართა ან რამ შემიპყრო... საოჯახო საქმებიით გადაღლილს დედობრივმა ინსტიქტებმა მიმტყუნა და შვილები ბებიასთან გავუშვი, ნიუ ჯერსიში. ვერ ვიტანდი ამ ქალაქს... ვერასოდეს ვერ ვიტანდი. თუმცა მათ მთხოვეს და მათი სიტყვა ყოველთვის კანონი იყო ჩემთვის. ერთი კვირის განმავლობაში არცერთი შემხმიანებია. რადგან იმ დროში სატელეფონო კავშირი ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო 3 დღე დამჭირდა ცემს დედამთილთან დასარეკად, რადგან სატელეფონო ხაზები დაზიანებული იყო. როცა დავურეკე მისი შეშფოთებული ხმა შემომეგება. : შვილის გადარცენა გინდა? მაშინ ჩამოდი.
მაშინვე წავედი. წამით არ დამიცდია. სახლის კარები შევაღე და შონი დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად... და ვუწოდოთ,რომ გოგო? განა იყო? იმ თაობის ტკივილი იყო ტატუირება, ყველა ახალ ხილად თვლიდა და გემოსაც გადაჭარბებულად უსინჯავდა. თავიდანვე არ მომეწონა , და შონს ეს ვუთხარი.
საოცრად შეცვლილი იყო... ტონს უწევდა... ვაითუ რამე მეთქვა მის გოგოზე, იქნებ სახლიდანაც გავეგდე.. არ ვიცი რამ მოხიბლა, ან რამ მოაჯადოვა მაგრა ფაქტია ერთი კვირის გაცნობილი გოგო, მშობელ დედას ანაცვალა...
გამწარებულმა ვუთხარი რომ მისი მრცხვენოდა! რომ ამ ვითომ გოგოს გამო ნარკოტიკების და სმის მეტს არაფერს აკეთებდა! რომ ვწყევლიდი იმ დღეს როცა იქ გავუშვი! რომ მრცხვენოდა... რომ ვერ ვიტანდი...

ვცდილობდი ყურადღების მიქცევას. დევიდიც ცდილობდა... ისე უდგებოდა გვერდში, ახლაც არ მესმის...
მესამე დღეს მისი გარდაცვალების შესახებ მაცნობეს.
მე გამეცინა...
ვუთხარი ,,ტრა*ში შეეთხარათ“ ასეთი ხუმრობები.
მაგრამ შემდეგ...

მის ცივს სახეს, კიდევ ესვენა ვიღაც... იგივე ფერის თმით და თვალებით...
ასე ერთად ორივე... ასე მარტივად...

ცრემლების მიუხედავად საუბარს აგრძელებდა.

- ,,ძმის სიცოცხლით ვცხოვრობ. დაე იყოს ისე როგორც მას სურს.“ დევიდი.

- რატომ მოკვდა?

ახლა გამახსენდა ფრაზა... აი ,,ენა წინ რომ გისწრებს და გონება უკან გრჩება“.
- სრულიად უაზროდ. უმოტივოდ... ის და ის ალქაჯი თამაშობდნენ... ორივეს გადაუჭრია ვენები და სასიამოვნოდ უმზერდნენ ერთმანეთის სისხლს... შონს შეუკრავს ... აი იმას კი...
- დააგვიანა?
- დიახ. შემდეგ გაიქცა... დევიდი დადევნებია იარაღით, დაუმიზნებია კიდეც თუმცა ვერ ესროლა. უკან გამობრუნებულა და მის სხეულზე დაუდია თავი... აქვითინებულა ორხმად, მთელი განცდით... იარაღი შუბლზე მიუდია და დაუფიქრებლად... ,,ბუხ“.

მეც მომდიოდა ცრემლები. მიუხედავად იმისა,რომ მინდოდა შემეკავებინა... მაინც...
არაფერი მითქვამს. აეროპორტში უხმოდ დაეშვა თვითმფრინავი...

ჩემს დას ვუყურებდი და ვფიქრობდი რას ვითხოვდი მისგან.. რატომ მინდოდა თავი გმირად წარმომეჩინა მე ხომ ის არასოდეს ვყოფილვარ, ჩვენ არ შევეკითხეთ მას როგორ სურდა ცხოვრება, ან სურდა რომ საერთოდ? ჩემი საქმე არ იყო მისი მიზნები,გადაწყვეტილებები... მე მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე. მისმა მზერამ საშინლად დამაბნია, ის რაღაც საოცრად გავდა იმ წამს ჩემსას...
მივუახლოვდი და ვკითხე სურდა თუ არა ყოველივე ეს...
მან მიპასუხა.
- უკვე სულერთია. მოევლინოს ჩემი ცოდვილი სხეულიდან, წმინდა...
- მე გეკითხები რა გსურს შენ.
- მე რა მსურს?
ირონიულად გაეღიმა.
- მე მსურს სიკვდილი .
(10)
მოსმენილით დაბნეული უაზროდ ვტოვებდი თვითმფრინავის გრძელ დერეფანს. წინ მხოლოდ ჩასასვლელს ვხედავდი, ლამაზი ორნამენტებით მოჩუქურთმებულს,რომლის ჩავლის შემთხვევაში ახალი ქვეყნის სილამაზეს ვეზიარებოდი...
ღრმად ჩავისუნთქე და ლონდონის ჰაერის სუსხი შევიგრძენი... შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე. მწვანედ აბიბინებულ ბალხზე,რომელიც ჩვეულზე უფრო მწვანე იყო, მორცხვად წამოჭიმულიყო გამჭირვალე, ფერადი ფანჯრებით გაწყობილი შენობა. ირგვილ უცხოური საუბარი ისმოდა, უცხოური აქცენტით. მივუყვებოდი გზას და ვფიქრობდი, საიდან ამდენი ფანტაზია? საიდან ამდენი სილამაზე?
ნანახით გაკვირვებული, მოწყურებულივით ხარბად ვისრუტავდი ყოველივე ახალს და ჩემს გონებას სამუდამოდ დამახსოვრების პირობას ვაძლევდი...
შუშის ზედაპირს მივაბიჯებდი, და ახალი ქვეყნის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვფიქრობდი. მართალია მითხრეს,რომ მცირე ხანიც საკმარისი იქნებოდა ანას გამოსაჯანმრთელებლად მაგრამ კონკრეტულად არავის უთქვამს მაინც რამდენი... მე კი არ შემეძლო დიდი ხანი ამ ყველაფერთVნ შეგუება. მართალია ლონდონი, მსოფლიოს ბრილიანტია,მაგრამ ჩემი ვერცხლის საქართველო ყველა ძვირფასზე მაღლა დგას.
მეორე მხარე, ამ წუხილის ტატო იყო. ვინ იცის, ორი კვირა ეყოფოდა რომ? იქნებ დავევიწყებინე და სამუდამოდ გადავეხაზე ყველაფრიდან. აეროპორტის შუაგულს მივუახლოვდი და ისევ ჩავისუნთქე ღრმად... თვალები მთელი ძალით დავხუჭე და მარჯვენა ხელი ჩემს მკლავს მთელი ძალით მოვუჭჲრე....

გაურკვევლობის ,,პიკი“... ან რა ვუწოდო ჩემს თავს... უკანასკნელ იდიოტად მოვიხსენიო ვითომ? არა მეცოდება... თუ უბრალოდ , ჩლუნგი, სულელი, უნებისყოფო. ჩემი გადაწყვეტილება ყოველთვის იმდენად უაზროა, მრცხვენია რომ ჩემი გადაწყვეტილებაა. მე ვიდექი აეროპორტში და ველოდებოდი ტატოს. ის ლეგენდის თანახმად უნდა მოსულიყო, შორიდან დაეძახა ჩემთვის, მეც ფარფატით უნდა მივაძორწიალებდე, წინა სიტყვასავით გამოგონილ იასამნისფერ კაბას და უშნოდ ვიკრიჭებოდე. შემდეგ მან უნდა შემომხედოს, თავისი ლამაზი ნარნარა თვალები მომანათოს, პრინცებს რომ აქვთ მხოლოდ. ჩემს დანახვაზე ყველა კბილი გამოაჩინოს და ხელები გაშალოს. რაზგონი აიღოს და ჩემსკენ მთელი ძალით გამოქანდეს, შემდეგ ფეხი უნდა დაუცდეს ბედნიერებისგან დაბინდულს და ცხვირი უნდა დაიმტვრიოს. დარცხვენილმა უნდა აიფაროს ხელი. სულელურად ჩაიცინოს და ჩემს გამოწვდილ ხელს, მისი გამოწვდილი ხელით უპასუხოს... სისხლი მოიშოროს, ოდნავ წაწვეტებული, სწორი ცხვირიდან სახეზე მომითათუნოს და მითხრას რამდენად იდიოტია. შემდეგ უნდა ჩავეხუტო და ერთი საათი უნდა ვიყოთ ასე... ასევე ლეგენდის თანახმად, მან ზურგზე უნდა მომიკიდოს და ისე წამომიყვანოს სახლში. იქ ვარდებით მორთული ოთახი უნდა დამხვდეს, სურნელოვანი გარემო... მე თვალებგაბრწყინებული უნდა ვამბობდე, რა სილამაზეა! ვაიმეე.... მიყვარხარ... შემდეგ რომანტიული გარემო, რომანტიული ვახშამი,რომანტიული ღამე,რომანტიული საწოლი, რომატიული ...

ჰო, რას ვამბობდი. ასეთი ფიქრებით დიდი ხანია თავი არ შემეწუხებინა და რაც დავიბადე, იმის შემდეგ არ მომჩვენებია ასე ,,საყვარლად“ ეს ბანალური გარემო. ვინ იცის ადამიანები, ასე მკვეთრად რატომ ვიცვლებით ან რატომ ვიღებთ ჩვენი გულის ასლს, ,,ვიღაცისთვის“.
ფაქტია, ზედმეტად სუსტები ვართ ასეთი გრძნობისთვის და ამიტომ მოუმზადებლები ჩვენს წილ გულსაც ვთმობთ ,,ვიღაცისთვის“... შემდეგ მთელ ნერვებს, შინაგან სამყაროს ლანგრით ვართმევთ... ისევ ,,ვიღაცას“. და შემდეგ სიხარულისგან სვებედნიერნი ისევ ხელმეორედ ვიმეორებთ იგივე სვლებს, თითქოს გამარჯვების ფორმულა ყოფილიყოს... ველოდებით ,,დუშაშს“ და ეს ქვები ისევ ის ,,ვიღაცაა“.
ალბათ გამოჩნდა ,,ვიღაც“ ჩემს ცხოვრებაში... ალბათ იმ ,,ვიღაცისთვის“ ამდენი რამე ღირდა... იქნებ ეს ,,ვიღაც“ სულაც არაა ვიღაც და შენი გულის ნახევარია.

ანა დაბნეულად მომყვებოდა უკან.
არ იმჩნევდა,მაგრამ ზუსტად ვიცი იცოდა რაზეც ვფიქრობდი. დამცინავი მზერით მისწორებდა თვალს და უსიტყვოდ მეუბნებოდა რაღაცას, რომელიც სიტყვების არარსებობის მიუხედავად ჩემთვის გაცილებით ადვილი მისახვედრი იყო.
- მომეცი მისამართი.
ანა მომიახლოვდა.
- რათ გინდა?
- მომეცითქო.
თხელი ფურცელი ყოყმანით გავუწოდე სადაც ფერკმრთალი ასოებით ეწერა დაწესებულების ადგილი.
- ახლა ამას მე ავიღებ. შენ კი უკან გაბრუნდები. ჩახვალ თბილისსში და იცხოვრებ ისე როგორც აქამდე.

მისი ტონი იმდენად კატეგორიული იყო დავიბენი.
- ამას რატომ მეუბნები?
სრულიად უაზრო კითხვა დავსვი, კითხვების არარსებობის გამო.
- იმიტომ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. შენი აზრით ბედნიერება მუდმივი ბედნიერებაა?
- მარტო ვერ დაგტოვებ.
- გადავიტან. ეს ჩემი პრობლემაა, ჩემი შინაგანი პრობლემა. მადლობელი ვარ იმისთვის რაც გააკეთე, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვუყურო სახეს,რომელსაც ახლაც აწერია ზედ დიდი ასოებით : ,,აქ რა ჯანდაბა მინდა“?

- შენი აზრით ეს სწორი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან?

- შენი მხრიდან არც ჩემი დახმარება იყო სწორი საქციელი. მაგრამ ხომ ხედავ. მოიხსენი ანგელოზის ნიღაბი ლიზა ! ვარდისფერი სათვალეებით ნუღარ ცხოვრობ. ნუ ცდილობ სინდისი მქეჯნიდეს, ეს ისედაც არ მაკლია. შენი აზრით რადგან სახეზე ფერი არ მადევს, შინაგანადაც ასეთი მშვიდი და ფერმკრთალი ვარ? ძალიან ცდები.

- მითხარი რას ითხოვ ჩემგან.

- მინდა ორმაგად იყო ბედნიერი. მინდა ჩემს მაგივრადაც შენ იღიმოდე და გიყვარდეს. მინდა ამ დაწყევლილ ცხოვრებაში შენი სიტყვა თქვა. მინდა ირგვლივ მხიარულება სუფევდეს, პატარა ბავშვის ტირილი... მინდა ბოდიში მოგიხადო, იმისთვის რაც იყო, რაც გადაიტანე. მინდა ასეთს გხედავდე, აი ზუსტად ასეთს... სიყვარულისგან გაბედნიერებულს. მინდა,რომ წახვიდე.

გავბრუნდი, თუმცა ძლიერმა ხელმა მკლავში უფრო ფართო ხელი წამავლო და ჩქარი ნაბიჯებისკენ მიბიძგა.
- იარე,იარე.
- მივდივარ!
- გგონია შენს გამო ჩამოვედი? სულაც არა.
- კი მჯერა ტატო. სულ არ მოგენატრებოდი.
- სულ არ მომნატრებიხარ. მოღალატეები არ მენატრება. არ იმსახურებენ.
- ამიტომ გყავარ ასეთი მიხუტებული, ასე უხეშად?
ცივად მომიშორა.
- იარეთქო წინ.
- არ ვივლი.
- ივლი!
- მაშჲნ აღიარე რომ ჩემს გამო ხარ აქ.
- ჰა, ჰა.
- ჯამბაზო!
- იარეთქო წინ!
გამწარებული მივათრევდი ჩემოდანს და ზედაც არ ვუყურებდი. ანა გვერდით მომყვებოდა და შეუმჩნევლად გვაკვირდებოდა ორივე იდიოტს.
- ფაქტია,რომ შენს გამო ჩამოვიდა.
- აჰა!
ჩემს დას მხარი ავუბი.
- აბა კი! ანას შეხედა და შემდეგ მე.- არვიცი,რომელია ლიზა.
- არ იცი?
ორივე ვიღიმოდით, ტატო კი დაბნეული იყურებოდა.
- აბა გამოიცანი.

ორივე და დავცინოდით, ხარბად შემწყურე ახალგაზრდას,რომელსაც ვერ აგერჩია ვინ-ვინ იყო. დაბნეული თვალებს აცეცებდა და გვაკვირდებოდა. თითქოს ორივეში რაღაც სხვას ეძებდა რაღაც ,,ლიზასეულს“. ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ აგღძელებდა დაკვირვებას. დაღლილები ჩვენც მივშტერებოდით,თუმცა სიმართლეს მაინც არ ვამჟღავნებდით.
ორი წუთის შემდეგ, ტატომ მკლავში ხელი წამავლო და გამიღიმა.
- რა ადვილია თქვენი მოტყუება დაიკოებო. აი ამას კიდევ მე მივხედავ!

<<
სანამ ჩემს ,,მიხედვაზე“ გადავიდოდით , ანა მივიყვანეთ გამოსასწორებელ კოლონიაში. შინგით შესვლისთანავე მძაფრი, ობის სუნი მომხდვა, სპირტით გაჯერებული... მივუყვებოდი, ტალახიან თეთრ დერეფანს სადაც სხვა ფერს ვერ შეხვდებოდით. ირგვლივ პალატები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული და წარმოდგენაც შეიძლებოდა რამდენად პატარა იყო, ავადმყოფის ოთახი. ყველაფერი მაშჲნ უფრო გამძაფრდა,როცა მეორე სართულის კიბეს ავუყევით და კვლავ თეთრი ფერის დერეფანს მოვკარით თვალი. აქეთ-იქით ვეძებდით ექიმის კაბინეტს თუმცა არსად ჩანდა. მივუყვებოდით უსასრულოდ... ანას სახე უფრო გათეთრებულიყო. აკანკალებულ ტუჩებს ფარავდა, თუმცა მისი შემჩნევა არც ისე ძნელი არ ყოფილა... აკანკალებულ ხელებს, მუჭით იფარავდა და უფრო აფართოებდა, ისედაც მძაფრი ჰაერით გაჯერებულ ნესტოებს.
დერეფნის შუაგულ ნაწილში ყვირილი მოგვესმა. უფრო შეშინებულები, ხმისკენ გავემართეთ თუმცა ის უცებ შეწყდა... თჲთქოს არც ყოფილა და არც არავის აღმოხდენია ეს საშინელი ხმა.
დაბნეული ვიყავი და იმაზეც ვიფიქრე ანასთვის ხელი დამევლო და თბილისში წამოვსულიყავი. როგორც იქნა, დირექტორის კაბინეტს მივაგენით და დაუკაკუნებლად შევაღეთ კარი. ის როგორც ჩანს გველოდა, ამიტომ თამამად მიგვითითა სკამისაკენ.
- სახელი?
- ლიზა.
- პაციენტის სახელი მაინტერესებს.
- უკაცრავად. ანა.
- ასაკი?
- 18 წელი.
- რაში მდგომარეობს მისი პრობლემა?
მე ვერაფერი ვთქვი, ისევ ანამ გასცა პასუხი.
- ნარკომანი ვარ. ვეწევი. ამ ყველა სიკეთესთან ერთად ორსულად ვარ. მეხუთე თვეში..
ექიმი გაკვირვებული მიშტერებოდა, ამ სიფრიფანა გოგოს,რომელის გამხდარ სხეულზე ოდნავ ამობურცულიყო ახალი სიცოცხლე.
- მძიმე შემთხვევაა ბატონებო. ეს ძალიან რთული იქნება. მე მითხრეს,რომ ახლახან დაფეხმძიმდა. თუმცა მეხუთე თვე...
- თქვით ექიმო. რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ.
- სანამ იმშობიარებს აქ მოუწევს დარჩენა. მის შემდეგაც. როცა ნაყოფი, ღვთის წყალობჲთ მუცელს მოშორდება, და თუ ის ჯანმრთელი იქნება, რისი ალბათობაც საკმაოდ მცირეა, მისი მეურვეობა სხვას უნდა გადაეცეს.
- რას ამბობთ ექიმო?
- მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტიც... ოთხთვიანი კურსის შემდეგ, თუ საკმაოდ დიდი პროგრესი იქნება და პაციენტიც ვრცელ ნაბიჯებს გადადგამს ჯანმრთელობისათვის, ბავშვის დაბადებისთანავე შეიძლება გაიწეროს კლინიკიდან. ე.წ ,,ლომკის“ არარსებობის შემთხვევაში რათქმაუნდა.
- არ შემიძლია.
ანამ ცრემლნარევი თვალებით შემომხედა .
- შეძლებ...
ხელი მისკენ გადავწიე და მაგრად მოვუჭირე.


მე დავინახე,როგორ ჩააცვეს ჩემს ტყუპისცალს თეთრი ტანისამოსი. რომელიც პაციენტისა რა მოგახსენოთ და გიჟის ფორმას უფრო გავდა... მე დავინახე,როგორ გაუკეთეს ორი დამამშვიდებელი ვენაში და როგორ ააკრეს უხეშ საწოლზე მთელი ძალით... მე დავინახე, ის სახე რომელიც მასში არ დამინახავს... მე დავინახე მისი მომღიმარი სახე,როდესაც ხელები საწოლზე დაუმაგრეს... მე დავინახე მისკენ მიმართული ორი ნემსი და მის ბაგეები... ბაგეები,რომლებიც გამუდმებით იძახოდნენ
- მე შევძლებ.


(11)
ფართო გზა მომავლისაკენ. კარგი, მოდი წავიდეთ, დავხუჭოთ თვალები ყოველ წვრილმანზე და მხოლოდ იმ მიზეზით ვიცხოვროთ,რომ ოდესმე,სადღაც,რამეს შევძლებთ. აბუჩად ავიგდოთ დღევანდელი დღე და მას მხოლოდ ერთი რიგითი ვუწოდოთ, ერთი ჩვეულებრივი.რათქმაუნდა ეს შესაძლებელია და უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, ,,ადვილიც“, მაგრამ მე დამავიწყდა,რომ მომავალი ყოველი ეს ჩვეულებრივი დღეა. ყოველი ,,ხვალ“ ქმნის მომავალს... ოდესმე ამ უნამუსოდ მიყრილ დღეებსაც ჩავხედავთ თვალებში და მივხვდებით რა შეგვეძლო, და რა აღარ შეგვიძლია. საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას, რატომ ახლა,როცა შემეძლო მაშინ...
ყოველი დაკარგული წუთი, ყოველ დაკარგულ მოგონებაზე უფრო ძვირფასია. ყოველი დაკარგული მოგონება ერთი დიდი ,,სილაა სიფათში“, ყოველი შემოლაწუნება, გონზე მოსვლაა, გონზე მოსვლა, ოღონდ დაგვიანებით.
იცით, მე არ ვიცი რას ვამბობ, ან რა საჭიროა ყოველივე ამის თქმა, მაგრამ როცა ვიხსენებ, გასულ წლებს ვხვდები რამდენი რამის გაკეთება შემეძლო,მაგრამ აღარ შემიძლია. როცა შემეძლო მებრძოლა ჩემივე ბედნიერებისთვის მაშჲნ დავყარე ფარხმალი და დინებას მივენდე. დინებას,რომელმაც უფსკრულისკენ გადამჩეხა და მომავლის იმედით დაბრმავებულმა მხოლოდ იმაზე დავიწყე ფიქრი,რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერს მოვშორდებოდი,ერთ მშვენიერ დღეს ეს ცხოვრება გაქრებოდა... ერთ მშვენიერ დღეს გასულ დროსაც დავივიწყებდი და ვიქნებოდი ისეთი ბედნიერი როგორიც ახლა ვარ...
ანასთვისაც კარგი იქნებოდა ეს. ჩემი ოჯახისთვისაც. მე რომ იმდენი ძალა მქონოდა რომ ამ ყველაფერს შევბრძოლებოდი, და სიძულვილის მიუხედავად მათი სიყვარული დამემსახურებინა, ანას მხარში დავდგომოდი და მისი სიცივის მიუხედავად მისი სითბოც მეგრძნო... ამის მაგივრად, აი ახლა, მის პალატას ვარ მიყრდნობილი, ორივე ხელით და მის უსულოდ მიგდებულ, ვიღაც ადამიანებზე მინდობილ სხეულს ვუყურებ. არავინ იცის რა ძნელია ეს... არავინ იცის,რას ვგრძნობ როცა უყურებ შენს დას და ის სარკეს გავს... სარკეს,რომელზეც შენ ხარ არეკლილი და მისი ყოველი ღიმილი შენი გგონია, მისი ყოველი ტანჯვა და ცრემლი შენი თვალებიდან მოდის...
უკან მდგარ ტატოს გავხედე რომელსაც ფართოდ შემოეჭიდა ხელები ჩემს მკლავებზე და საოცრად მამშვიდებდა. იცოდა რომ ახლა, მისი საუბარი უადგილო იყო,ამიტომ პატარა ბავშვივით შემომციცინებდა თითქოს ჩემგან ელოდა იმას, რაც თავად მსურდა. ხელი ჩავკიდე და ვთხოვე წავსულიყავით.
ლონდონის ულამაზესი ხედებით ტკბობა, სასიამოვნო საუბარმა შეცვალა. ქალაქის ცენტრში, ერთი პატარა კაფე მოვნახეთ საიდანაც მთელი ლონდონი, ერთ დიდ თაიგულს გავდა,რომელიც საოცრად მრავალფეროვან სურნელს აფრქვევდა,ისევე როგორც მასში მცხოვრები მრავალი ეროვნების ხალხი...
ის ღამე არასოდეს დამავიწყდება. სასიამოვნოდ მოსაუბრე წყვილები,რომელთა საუბარი კაფის გამჭირვალე შუშაშიც მკაფიოდ იგრძნობოდა უფრო მაყვარებდა ჩემთვის უცხო ქალაქს, მაგრამ ვინ იცის იქნებ მრავალჯერ ნაცნობს... სასიამოვნო სუნი იდგა ირგვლივ. ყავა,რომელსაც ოდნავ მწარე გემო დაკრავდა, ძალიან უხდებოდა ინტერიერს. და ზოგადად შეყვარებულ წყვილს,რომლებსაც სიამოვნებისგან დამუნჯებული სახეები, ერთმანეთისაკენ მიემართათ და უსიტყვო საუბრით იყვნენ გართულნი.
- საოცარი ქვეყანაა
სიჩუმე ისევ მსახიობმა დაარღვია.
- საქართველო სჯობს.
პატრიოტულმა სულმა იმარჯვა ჩემში.
- ჰო, ახალგაზრდა დამავიწყდა მეკითხა რას აკეთებთ აქ?
- მე შენი აჩრდილი ვარ და სადაც წაბოდიალდები იქ ვიქნები სულ.
- შენ ყველაზე საყვარელი აჩრდილი ხარ, რაც კი მინახავს...
- ჩემს გარდაც არსებობნენ,რომ?
ტატომ ეჭვიანი მზერა მომაპყრო, თითქოს წინასწარ გამაფრთხილა, შენთვის აჯობებს რაც მე მსურს ის პასუხი გამცეო. თუმცა მე მისთვის არ შემიხედავს. ჭიქას ხელში ვათამაშებდი და ვიღიმოდი.
- არსებობდნენ რათქმაუნდა. ერთი,ორი,სამი...
- სამი?
უკვე შუბლს ისრესდა.
- ოთხიც.
- იმედია ოთხივე აჩრდილი იყო, თუ არ იყვნენ იქცევიან....
მის გაბუტულ სახეზე გამეღიმა.
- ისე გწყინს გეგონება შენ არ გქონდეს გოგონების კოლექცია.
- ოო... ეს წმინდა თემაა.
ცალი წარბი აწია და მომაშტერდა.
- რამდენი მაინც? 4-5... 10?
- 50.
გავოცდი.
- რა თქვი?
- რაც გაიგე.
- ითვლიდი?
- არა. ეს ყველაზე ცოტაა რაც ამ წამს გამახსენდა. კიდევ ბევრი იყო.
- ხარ!
გამწარებული შევბრუნდი მან კი თმა მომქაჩა და ძალით მომაბრუნა.
- შენ მათ სიაში არ იქნები!
- გარანტის მაძლებ?
- ბო*იშვილივიყო!
უაზროდ წამოცდენილი სიტყვა ისევ სიცილით შეცვალა... სიცილით,რომელიც თითქოს მხოლოდ მას შვენოდა ასე საოცრად. ვუყურებდი და ვტკბებოდი.... ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ იქნებოდა მხოლოდ ჩემი... მხოლოდ.

ტატომ საღამოს მისი ინგლისელი მეგობრები გამაცნო. ყველა ღიმილით შეხვდა, და რამდენიმე ქართული სიტყვაც მიაშველეს ინგლისურ ლექსიკონს. მსახიობის სახეს ღიმილი არ მოშორებია. ვატყობდი ძალიან უხაროდა მათი ნახვა, განსაკუთრებით კი ერთი გოგონასი,რომელსაც ჩემივე ფერის თმა ჰქონდა მაგრამ საუცხოოდ ლამაზი თვალები. ეჭვიანობის ზღვამ მაშინ იფეთქა,როცა გაცნობის დროს ტატოს კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებში აკოცა. გამწარებულმა ტატო გვერდით გავიხმე.
- რას ნიშნავდა ეს?
- მომესალმა. ასეც ესალმებიან.
- ღმერთო, რა სისულელეს ამბობ!
- გეუბნები რა!
- ბარემ, ჩამოსვლის საპატივცემულოდ ლოგინშიც ჩაიწვინო?
- გგონია უარს მეტყვის? მაგრამ აი შენ პატარა ეჭვიანო, ვერასოდეს ჩაწვდები უცხოურ მენტალიტეტს.
- გავკარი მაგ თქვენს ლონდონურ მენტალიტეტს!
გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე.
მთელი საღამო ვითმენდი ამ ორი გვრიტის ყურყურს. ისე იქცეოდნენ თითქოს იქ სულაც არ ვყოფილვარ. ჩემი მსახიობი, უცებ ვიღაცის მარიონეტი გახდა. ძალიან დავუთრგუნე და მის მეგობარ ბიჭებთან ვეცადე საუბრის გაბმა. საოცრად დამყოლები და მხიარულები აღმოჩნდნენ. ერთი მათგანი განსაკუთრებით აქტიურობდა, ალბათ იმიტომაც რომ ჩვენ მეგობრებად გავეცანით... როცა ხელი გადამხვია, და რაღაც ინგლისური ანეკდოტი მომიყვა, ტატოს გამწარებული მზერა შევნიშნე. თუმცა არც შემიხედავს და უფრო ახლოს დავდექი ბობთან. მასაც მხოლოდ ეს უნდოდა... უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და მიგებდა. მისი ყოველი თბილი ქცევა, მსახიობის სახეს რადიკალურად ცვლიდა. როცა ბობმა ხელი წელზე მომხვია და ლოყაზე მაკოცა, ამ გამომეტყველებამ პიკს მიაღწია. გამწარებული ,,სამეგობროს“ ჩამოშორდა და უხეშად მომიქცია ზურგზე. გამწარებული ვყვიროდი და მთელი ძალით ვურტყავდი ხელებს , თუმცა არაფერი ჭრიდა.

- ეს ხომ უცხოური მენტალიტეტია!
ვიმეორებდი მის ფრაზას .
- გავკარი მაგ უცხოურ მენტალიტეტს.!
ფრთხილად ჩამომსვა და მისკენ მიმიზიდა.
(12)

ღამის სუსხი, დღის თბილმა ნიავმა შეცვალა. დილის შვიდ საათზე, მთელი ქალაქი ჩემსავით ფეხზე ამდგარიყო, ყველას სადღაც ეჩქარებოდა. საქმიანი ადამიანები, ძვირადღირებულ ტანისამოსს ისწორებნენ, და მანქანის სარკეში ხშირად აკვიდებოდნენ თავიანთ სახეს,რომელიც ერთ დიდ უბედურებად გადაქცეულიყო. მეც, თვალებგაწითლებული მივუყვებოდი ფეხით, ლონდონის სავსე ქუჩებს, თუმცა თვალებით მაინც ვეძებდი რაღაც ჩემეულს, ქართულს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვხვდებოდი,რომ ეს ის არ იყო რაც მჭირდებოდა. ყოველი ადამიანის, ან თუნდაც მაღაზიის ვიტრინის დანახვისას ვგრძნობდი რამდენად მშვენიერი იყო ის და ამავდროულად რამდენად უცხო. ქალაქში,რომელიც ზღაპარს უფრო გავდა, კონკიასავით დავძრწოდი. საჭირო იყო , სადმე საქართველოს ნახვა... ეს მაინც შემიმსუბუქებდა მონატრებას,რომელიც ბევრს არ გააჩნია. მას უბრალოდ სურს,რომ მოშორდეს მშობლიურ მხარეს და წავიდეს იქ, სადაც გონია რომ ცხოვრებას აიწყობს, მართალია, წყალსაც წაუღია მათი პატრიოტიზმი. და ჩემში მაინც რატომ? ასე ძლიერად...
არაფერი, საერთოდ არაფერი, გესმით? არაფერი არ მოიპოვება ჩვენს პატარა ქვეყანაზე უფრო ძვირფასი, ჩვენს ენაზე უფრო მშვენიერი და ჩვენს ისტორიაზე უფრო მტკიცე. თუ შევხვდები ქვეყანას და მასში საქართველოს დავინახავ, აუცილებლად გაცნობებთ.
თუმცა არამგონია არსებობდეს...

ასე დილით იშვიათად ვდგები, მიზეზი ექიმის ზარი იყო,რომელმაც ამ დროს დამიბარა.
გულში მაგრად გამოვლანძღე იმ წუთას.
შესვლისთანავე მომეგება და კაბინეტში შემიძღვა.

- ალბათ ზედმეტად შეგაწუხეთ, ასე ადრე დაბარებით...
- დიახ. მაგრამ აქ ვარ და გისმენთ.
ექიმმა ამოიოხრა და შემომხედა.
- საქმე თქვენს დას ეხება.
- ლოგიკურია.
- საქმე იმაშია,რომ როცა მოიყვანეთ მან სრულიად ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. იყო ემოციური, დამთმობი, გულჩვილი. ის საუბრობდა ისე,როგორც თქვენ საუბრობდით. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ მასში ის ნიშნები არ ჩანდა,რომელიც ამ დღეების განმავლობაში აღმოვაჩინეთ.
- რა ნიშნები?
- ყვირილი, ნერვიულობა... ერთ ადგილას ჩაკეცვა ისე როგორც შეშლილებს სჩვევიათ.
- რა სისულელეს ამბობთ, რა გასაკვირია,რომ შოკშია ეს საავადმყოფო ხომ ფსიქიატრიულს უფრო გავს.
- ვფიქრობ ბოლოს აღნიშნული, შეესაბამება მის მდგომარეობას.

თვალები გაკვირვებისგან გამიფართოვდა და ოფლიანი ხელით შუბლი მოვისრისე.
- ანუ გიჟია? ამ სისულელის თქმას ცდილობთ?
- სავსებით. მერწმუნეთ, ეს ექიმისთვისაც არ არის იოლი სათქმელი მაგრამ პირდაპირი მოვალეობაა, პაციენტის მდგომარეობის შესახებ იცოდეთ.
- რადგან ჩემი და ნერვიულობს, ესეიგი გიჟია? ჩემი დისა არ ვიცი, მაგრამ თქვენ ნამდვილად გიჟი ხართ ექიმო!
- არ გჯერათ? თავად ნახეთ.
ეს მითხრა და ახლოს მდებარე ოთახისკენ მიმიძღვა სადაც, მრავალი კამერა აკვირდებოდა, პაციენტებს.შეშინებული მივსდევდი... ეს ყველაზე საშინელი წუთები იყო ჩემთვის.
- ეს ხომ თქვენი დაა ლიზა?
- დიახ.
- იმედია ეს ჩანაწერი , ჩემი სიტყვების სისწორეში დაგარწმუნებთ.

ათწუთიანი ვიდეოს შემდეგ, სკამზე ჩამოვჯექი და ავქვითინდი. ვთხოვდი გადაეხვიათ რადგან ჩემი თვალებისთვის ვერ დამეჯერებინა... თეთრ, უსიცოცხლო ოთახში, მასავით უსიცოცხლო სხეული ცხედარივით იდო საწოლზე. დრო და დრო წამოიწეოდა და ხელებში თავს ჩარგებდა... აი მაშინ აღმოხდებოდა საშინელი, განწირული ყვირილი... ისე სუნთქავდა, თითქოს ბოლო ჩასუნთქვა ყოფილიყოს, ისე ტიროდა თითქოს ვიღაცის გვამს დასტიროდეს, ისე იკრუნჩხებოდა, ავამდყოფი გეგონებოდათ... ამ ყველაფრის ნახვა დიდი სტრესი იყო ჩემთვის... ხოლო შემდეგ....
აბურდული თმა, ისე ჩამოშლოდა, სახეს სანახევროდ ვერ ვხედავდი. თუმცა იმის ნახვა არ გამჭირვებია რაც შემდეგ მოხდა... ანამ, თეთრი ხელი ტუჩთან ახლოს მიიტანა და მთელი ძალით ჩაარჭო კბილები. სისხლმა იხეთქა, ისე თითქოს ონკანი ყოფილიყოს... ის არ ყვიროდა, არც ტიროდა... მხოლოდ ღიმილნარევი სახით მისჩერებოდა, ვითომ კარგი საქმე გაეკეთებინოს.
ხელი, თეთრ კედელთან მიიტანა და მთელი ძალით ჩამოუსვა სისხლიანი ადგილი. თავიდან ვერ ვხედავდი, რას წერდა მაგრამ ბოლოს ნათლად დავინახე... კედლის კუთხეში, მისივე სისხლით ეწერა : ,,სუიციდი“.
შეშინებულმა მოვითხოვე მისი ნახვა, მაგრამ ჯერ ექიმთან ლაპარაკი ვარჩიე.
- არ ვიცი რა ვთქვა ექიმო, ეს ხომ სიგიჟეა!
- მას მკურნალობა სჭირდება ლიზა, ფსიქიატრულში მკურნალობა და არა აქ...
- რას მირჩევთ?
- თქვენივე ქვეყანაში წაიყვანეთ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ნარკოტიკის ბრალი არ არის... ის შეშლილია გესმით, დახმარება სჭირდება. აქ მისი დარჩენა, სიკვდილის ტოლფასია. თუ გინდათ იცოცხლოს, სჯობს წაიყვანოთ.
- და ბავშვი?
თავი გააქნია და სევდიანი მზერით შემომხედა. მთლიანად ავკანკალდი და კედელს დავეყრდენი...

ანას პალატაში შესვლისთანავე სისუსტე ვიგრძენი. მის საწოლზე ჩამოვჯექი და შევხედე.
- რატომ გააკეთე ეს?
- რა?
ნაწერზე ვანიშნე, თუმცა მას არ შეუხედავს.
- არ ვიცი. გეფიცები, არაფერი მახსოვს.
- ნუ სულელობ ანა!
- რა გასაკვირია,რომ სიკვდილი მინდა? მე გიჟი არ ვარ, ლიზა, უნდა დამიჯერო.
- მე მხოლოდ იმას ვუჯერებ, რაც ვნახე.
- შენ ხომ არ იცი! არაფერი არ იცი... ჯერ კიდევ ფერადია შენი სამყარო. მოვა დრო და გაიგებ, სულ მალე...
- რას გავიგებ?
- იმას რომ შენ უფრო გაგიმართლა... ამბობ,რომ ბავშვობა არ გქონია. არადა ყველაფერი სხვანაირად იყო, სულ სხვანაირად...
- რამე არ ვიცი?
- შენ არ იცი... არაფერი, სრულიად.. რომ იცოდე საკუთარი ხელით მომკლავდი, აი აქვე და ეს ნაწერიც გაუფერულდებოდა...
- რეებს ამბობ? ანა მართლა გაგიჟდი...
- შენი ცხოვრება შეიცვლება.
- საქართველოში ჩავალთ...
- ბევრ რამე მიხვდები.
- მკურნალობა გჭირდება!
- ტკივილი დიდი იქნება,ძალიან დიდი....
- იქ მოგივლიან! ბავშვიც დაიბადება, სრულიად ჯანმრთელი, უვნებელი. საოცარ სახელს დავარქმევთ, საოცრად გავზრდით. შენც კარგად იქნები, კვლავ იპოვი ვინმეს...
- შენ მე არ მისმენ!
- არ ვიცი რა გინდა ჩემგან. რის ახსნას ცდილობ?
- უნდა დამიჯერო. მე გიჟი არ ვარ... გიჟი ეს ცხოვრებაა, ბედისწერა.
- არავინაა გიჟჲ, ყველანი ბედნიერები ვიქნებით აი ნახავ!

ანა მომვარდა და ხელი თმაში წამავლო... ახლოს მომიქცია და გამიმეორა.
- მე გიჟი არ ვარ! შენ ბევრი რამ არ იცი.
შეშინებულმა მის თვალებში რაღაც დემონური ამოვიკითხე და კივილი დავიწყე... ძლივს გამოყვანეს გვერდჲთ თუმცა უძალიანდებოდა, და მთელი ხმით ყვიროდა.

- დედა შენ არ მოგიკლავს! უნდა იცოდე...
ტიროდა მთელი ხმით თუმცა მე უკვე აღარაფერი მესმოდა... დაბინდული გონება,მხოლოდ ამ დაწესებულების დატოვებისკენ იყო მიმართული.


<<<
12აპრილი, 09.00სთ.
აეროპორტი.

ტატოს ჩემი ბარგი ეჭირა მე კი ჩემი და მომყავდა. თეთრი ფერი ედო, თუმცა ასეთ სახეს მიჩვეულიც კი ვიყავი მისგან...
ლამაზ ლონდონში, ბინდი ჩამოწოლილიყო. ოდნავ წვიმდა, თუმცა ეს იმდენად უხილავი იყო, მეგონა მხოლოდ მე ვიგრძენი, ორი ობოლი წვეთი... მეტი არც ყოფილა, მე კი ველოდი... თითქოს მაცილებდნენ,ლონდონის წვეთები. არ სურდათ წავსულიყავი, ჩემი გაცნობაც უნდოდათ იქნებ... უფრო ახლოს. ფინჯანი ჩაით, და ტკბილი პეჩენიით.
როცა საქართველოს რეისი გამოაცხადეს, თვალები გამიბრწყინდა და პირველი ავედი თვითმფრინავში. ჩემი და უკან ამომყვა და მთხოვა მის გვერდით დავმჯდარიყავი. რათქმაუნდა უარი არ მითქვია, მაგრამ შიშის გრძნობა დამეუფლა.
ვინ იცის რას გავურბოდი, არ რა მინდოდა საერთოდ... ან რატომ არ მსურდა იმის მოსმენა, რის თქმასაც ანა ცდილობდა. ვინ იცის რამდენ რამეს შეცვლიდა, როგორ შემოაბრუნებდა ცხოვრებას... იქნებ ამის შემეშინდა სწორედ, და მშიშარასავით ისევ იმ ქოლგის ქვეშ დამალვა ვარჩიე, მე რომ მქონდა მხოლოდ... მაშინ როცა ყველას წვიმისთვის შეეშვირა სახეები და სიცოცხლით ტკბებოდა.

ნახევარი საათი ხმა არ გაუცია ჩემთვის.
შემდეგ ფურცელი და კალამი მთხოვა . მეც მივეცი, მეგონა დროს გაიყვანდა... ის კი ხატავდა, მთელი შემართებით, ერთი საათი ისე გავიდა არც შემოუხედავს.შემდეგ კი მისი ნახატი კალთაში ჩამიდო.
ფურცელს შევხედე და სხეული გამეყინა...


(13)
ლამაზად აკინძული ცხოვრების, ბნელი მხარე. ან შავად შეპარული ძაფი,რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გაწყდეს და საკუთარი ნახელავი დაატყოს, დიდი წვალებით შექმნილ ქსოვილს,რომელიც მზესავით მიზიდველი და ამოუცნობია. ცრემლებით შემკულ ცხოვრების გზას, მივსდევ და არ ვიცი, კიდევ რამდენჯერ ჩამომიგორდება ცრემლი, კიდევ რამდენჯერ მეტკინება, კიდევ რამდენჯერ ვიგრძნობ... ამბობენ, სიყვარულს არ აქვს წესები, კანონები... მას ჰყავს ორი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის თუმცა ვერასოდეს შეძლებს იმ წესის დაკანონებას, რაც მათ სიყვარულს ბზარს გაუჩენს. მარგალიტივით ლამაზ გრძნობას, მძლავრად იხვევენ ყელზე, ლამაზი სამკაულივით, მაგრამ შიში იმისა,რომ ოდესმე გაწყდება... აი ეს არის სწორედ გრძნობის დასასრული.
როცა ხვდები,რომ ეს სამკაული ისეთივე ხელოვნურია,როგორც გრძნობა . საკუთარი ხელით აბნევ მას, მარმარილოს ქვაფენილზე, და გრძნობ როგორ იცლები შინაგანად. და მაინც... საკუთარ თავს ან ზოგადად ყველას აძლევ პირობას,რომ აღარასოდეს დაამზადებ მსგავს აქსესუარს, აღარასოდეს მოიხდენ ... თუმცა შემდეგ, ის თავად ჩნდება კისრის მიდამოში და მძალვრად გეკვრის. აი მაშინ არის ადამიანი ყველაზე უძლური. ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ ამ ყველაფრის დასრულებას, მაგრამ ის ჯიუტად განაგრძობს ჩვენი ნერვების გამოცდას და საბოლოოდ მისი კლანჭების ქვეშ აღმოვჩნდებით.

როცა ანას გამოწვდილი ნახატი ვნახე, თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ , კისერში მძლავრად მომიჭირა უხეში ხელები და ჩემი ამოსუნთქვის ბოლო ნაწილს ელოდა... აი ნაწყვეტ-ნაწყვეტ რომ ამბობ სიტყვებს და ცდილობ გაანალიზო რა ხდება შენს თავს. ხელს უჭერ ყველაფერს, ყვირიხარ თუმცა არავის ესმის, გრძნობ მაგრამ ვერ ამჩნევენ, ებღაუჭები პიროვნებას,რომელიც რეალურად არც არსებობს, მაგრამ ასე ისწრაფვის შენი სიკვდილისკენ...
სასაცილოა არა?
,,უჩინმაჩინი“, ჩემი ხშირი მეგობარია. ის ხშირად ცდილობს სინდისის ტყავიდან ამოძვრომას და ისევ სულში შეღწევას. მას არც ნამუსი გააჩნია, არც სინდისი, შესაბამისად არც ის იცის ას ნიშნავს გტკიოდეს და გრძნობდე. ამას შევეგუე. ტკივილს, იმედგაცრუებას.
მაგრამ ნახატი...

თავადაც ვხვდებოდი რას ნიშნავდა,მაგრამ ჯიუტად ველოდი ანასგან განმარტებას.
- გახსოვს ეს რომ დახატე?
თავი დავუქნიე და თვალებს მოწოლილი ცრემლი მოვიწმინდე.
- მაშინ , თეთრ გაცრეცილ ფურცელზე, ოთხი ადამიანი ეხატა. მე, შენ, დედა და მამა. ეს ნახატი, მე მომიტანე და ჩუმად დამიდე ლოგნზე, რადგან ვერ გაბედე პირდაპირ მოცემა... ჩუმად გაიპარე ოთახიდან, იმის შიშით,რომ გავიღვიძებდი და ისეთივე ზიზღით შემოგხედავდი, ჩვეულებისამებრ.
მე არ მძინებია. თვალებს ჯიუტად ვახამხამებდი,ტყუილის დამალვის მიზნით,ხოლო როგორც კი გახვედი, მე ეს ნახატი ხელებში მოვიქციე და ავქვითინდი.
რამდენიმე ნემსმა, ერთად შემომიტია გულში და მთლიანად დამიჩხხვლიტა ისედაც დაჩხვლეტილი სხეული. ვგრძნობდი იმას რასაც შენ, და ისიც ვიცოდი რას ელოდი ჩემგან, მაგრამ მე მაინც, უნამუსოდ, ამ ნახატით ხელში შემოვედი შენს პატარა, ღარიბულ ოთახში და ის შენს თვალწინ დავხიე. შენ ცრემლები მოგდიოდა, მეკითხებოდი რატომ გავაკეთე ეს, მე კი ვიმეორებდი,რომ სურათზე უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამი ადამიანი... მე, დედა და მამა. გული ისე გეტკინა, ორი დღე ოთახიდან არ გამოსულხარ. მე კი არ ვიცოდი იმ წუთას რას ვგრძნობდი... ან რა მინდოდა შენგან. ვცდილობდი შენსავით დამეხატა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი ნახატი სადაც მხოლოდ სამი ადამიანი იყო, ბევრჯერ მოხვედრილა ნაგვის ურნაში... მამასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი. ის მიყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. თითქოს რაღაც უხილავს მალავდა, მე კი ეს უფრო მაბნევდა და შიშს მგვრიდა.
როცა შენზე, მთელი ზიზღით დავიწყე საუბარი, სოფი შემოვიდა. როგორც ჩანს მამაჩემისგან განსხვავებით მას ვერ აეტანა, ჩემი სიტყვები და გაბრაზებული მიუვარდა მამას.
- არ ჯობს იცოდეს რა როგორაა? ლიზას გამო მაინც, ღმერთის არ გეშინია? ბავშვს ცხოვრებას უნგრევ, არაკაცო, ანადგურებ.
- რა უნდა ვიცოდე?
ცნობისმოყვარე თვალებით მივშტერებოდი სოფის, მამაჩემი კი თითქოს ემუდარებოდა, არაფერი ეთქვა ჩემთვის...
- ლიზას ბრალი არაა დედაშენის სიკვდილი ანა. ეს იმ ადამიანის ბრალია, ახლა რომ ყავხარ ხელებში მოქცეული და ზღაპარს გიკითხავს.
- რას მეუბნები სოფი?
- ლიზა,რომ დაიბადა დედაშენი სრულიად ჯანმრთელი იყო, უვნებელი. ექიმები ამბობდნენ,რომ მეორე პატარას დიდი ხანი სიცოცხლე არ ეწერა, რადგან შენგან განსხვვებით ძალიან სუსტი დაიბადა. პატარა, უსიცოცხლო ხელებში, მკვეთრად ჩანდა ვენის ლურჯი ფერი... მაშინ სესილიმ, ლიზა,გულზე მძლავრად მიიკრა... ფართოდ შემოხვია ხელები და შუბლზე აკოცა. არვიცი, სადამდე უნდა ესუნთქა, უიღბლოს, მაგრამ ფაქტია ორი საათის გამავლობაში ის დედის მკერდზე იყო მიკრული და ძალიან კარგად გრძნობდა თავს.
როცა ექიმებმა ეს სასწაული დაინახეს, გარს შემოერტყნენ პატარას და დედას ხელიდან გამოართვეს. სასწრაფოდ შეახვიეს, და მთელი დღე ამ საოცარ ამბავზე საუბრობდნენ.

მამაშენმა, როცა გაიგო რომ შვილები ჰყავდა აქ მოვიდა, თუმცა ალკოჰოლის სუნით გაჯერებულმა,ძლივს მიაგნო დედაშენის პალატას. მე იქ ვიყავი, და სესილის ხელი მეჭირა.
მოვიდა და ტუჩებზე შეხება სცადა თუმცა სესილიმ, თავი გასწია და ზიზღით შეხედა მამაშენს... მას არასოდეს ყვარებია დედათქვენი, მას არასოდეს უყვარდით თქვენ!
გამწარებულმა, თმაში ხელი წაავლო და სასუნთქი აპარატი მოხსნა. სესილი ხშირი სუნთქვით სუნთქავდა, მკერდს ზემოთ სწევდა, ჰაერის უკმარისობამ, თეთრი ფერი დაადო, თუმცა ამას არ უმოქმედია.
სესილი დაიღუპა.
და ეს ლიზას გამო არა... მამაშენის გამო ანა.
მან მოკლა დედაშენი, საკუთარი ხელით გამოგლიჯა წუთისოფელს, ! როგორ ვცდილობდი ამ სიბოროტის შეჩერებას, და როგორ ვადანაშაულებდი ჩემს თავს... ვუთხარი რომ პოლიციას დავუძახებდი,მაგრამ დამემუქრა,რომ სიცოცხლეს გაგიმწარებდათ, ტანჯვაში გაცხოვრებდათ.... ციხიდან გამოვიდოდა, და მაინც გიპოვიდათ... შეშინებულმა, უკან დავიხიე, მან კი ისევ მოარგო სასუნთქი აპარატი, ცხედარს... თავად კი წავიდა.

როცა თქვენი წაყვანის დრო მოვიდა, საკუთარ თავს პირობა დავუდე,რომ სიკვდილის ფასადაც დაგიცავდით. თქვენთან გამოვედი საცხოვრებლად და მე გაგზარდეთ. თუმცა შენ, მამაშენი სულ ჩაგჩიჩინებდა დედაშენის სიკვდილის, უსამართლო მიზეზს და შენც ამ სიმართლით გაიზარდე. ეს შენი ბრალი არ ყოფილა. ეს მამაშენმა მოიგონა, სესილის სიკვდილის გასამართლებლად და თითქოს თავადაც იმშვიდებდა წაბილწულ სინდისს.

ანა ცოტა ხანი შეჩერდა. შემდეგ კი განაგრძო.
- მამა შემზიზღდა. დეიდა სოფი, კი სახლიდან გაიქცა იმ შიშით,რომ ერთხელ დედას ბედს ეწეოდა. რამდენჯერმე ვცადე, პოლიციაში დარეკვა მაგრამ როგორ ამეხსნა? როგორ დამემტკიცებინა?
ამიტომ იმ ადამიანის,როლს ვთამაშობდი რომელიც არასოდეს ვყოფილვარ. მძულდი, და ამავდროულად ბოდიშს გიხდიდი ჩემი საქციელისთვის... მიყვარდი ლიზა, ძალიან მიყვარდი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მამა დამემუქრა,რომ მცემდა,მომკლავდა.. შეშინებული საკუთარი ხელით ვითხრიდი საფლავს და თავადაც ხედავ რა დამემართა.
ვიცი დიდი შანსია მოვკვდე. თუმცა ჩემი შვილი აუცილებლად დაიბადება, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ხარჯზე და იცხოვრებს იმ წმინდა ცხოვრებით,რომელიც მე არასოდეს მქონია.
ყოველი დღე ტანჯვაა ჩემთვის... ყოველი დღე სინდისის ზეიმია.
არ ვიცი რა გითხრა ლიზა... როგორ მოგიხადო ბოდიში... რადგან აღარაფერი გამაჩნია, სრულიად არაფერი აი ამ პატარას გარდა.

ცრემლები წასკდა. მე მხარზე მივიხუტე...
შავი ფერის თმაზე გამუდმებით ეცემოდა ერთი... შემდეგ ორი... და ვინ იცის კიდევ რამდენი ცრემლი. მე არ დამითვლია... ვერ შევძელი...

(14)
შიგნით ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ძალიან გამიჭირდა ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნება. ამიტომ რაღაც სხვანაირად მივუდექი საკითხს, უფრო ლაკონურად , ოპტიმისტური თვალით. მოსმენილისგან შოკირებული, თავს ვარწმუნებდი,რომ რაც იყო, იყო. ეს წარსულია. მომავალი ხომ გველოდება,... ის თითქოს ხელებგაშლილი იდგა ჩემს წინ, და ჩემს მიახლოებას ელოდა... ელოდა იმდენად ძ»იერ რამდენადაც მე მინდოდა მისი სითბო და გამხნევება.
ვხვდებოდი,როგორ ვთრთოდი როცა ანას ვუყურებდი. როგორ ზიზღს მგვრიდა ყოველი გახსენებული ფაქტი. როგორ მინდოდა, დროის დაბრუნება, შეცდომების გამოსწორება, რეალობის ნახვა... როგორ მინდოდა ჩემს დას ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ ვაპატიე, როგორ მინდოდა მისი სახე ხელებში მომექცია და მეთქვა როგორ ვამაყობდი მისით,როგორ მიყვარდა... როგორ გავცემდი ყველაფერს, დაუფიქრებლად, ყველაფრის ფასად... მაგრამ ეს მხოლოდ მინდოდა.
რეალურად არც არაფერი გამიკეთებია.
შებოჭილი ერთ ადგილს მივშტერებოდი, სიბრაზეს თვალები გაეწითლებინა... ტუჩები მიკანკალებდა, მაგრამ დავიმორჩილე... ვუთხარი ახლა ამის დრო არ არისთქო და დამიჯერეს... აი ცრემლები... მათთან არაფერმა გაჭრა.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვემუდარე, ვეხვეწე, ვუბრძანე კიდეც.. თუმცა ისინი! ისინი ისე ჯიუტად განაგრძობდნენ დაღმასვლას, გეგონებათ მათი ყოფილიყოს მთელი სხეული. ჯგუფ-ჯგუფად მისველებდნენ, ზედატანს და უნამუსო სინდისით განაგრძობდნენ მონაცვლეობას. რადგან მათთან არაფერი გამომივიდა, მთელი ყურადღება იმისაკენ მივმართე,რომ არ ავტირებულიყავი.. ხელები სახეზე არ ამეფარებინა, ანერვიულებული არ ჩავკეცილიყავი. ისტერიული ტირილი დაცდილი მქონდა, შესაბამისად ვიცოდი როგორიც უნდა ყოფილიყო. მათთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა. თავად არ ისურვეს...

იქნებ ამ თავშეკავებულობამ შემბოჭა ასე? იქნებ სწორედ მე ვარ დამნაშავე ჩემს საოცარ ხასიათში,რომლის უსაზღვრო სისადავე, ყოველ ჯერზე მაოცებს? ნეტავ როდის დავიმორჩილებდი მას სამუდამოდ,ნეტავ როდის შევძლებდი,რეალობის ძირფესვიანად შეგრძნობას,?...

ფიქრიდან ტატომ გამომიყვანა,რომელსაც უკვე მოესწრო გამოძღომა. გაკვირვებული უყურებდა ჩემს გაშტერებულ მზერას და იმ ადგილისკენ იყურებოდა,რომლისკენაც ასე ჯიუტად მქონდა მიმართული თვალები.
- აი იქ გამათბობელია, აშკარად ვხედავ,მაგრამ ჩემი პიროვნების გამო, ის გაცილებით უინტერესოა. თუმცა მასში შეიძლება იდოს იმხელა ემოცია,რომ გაშტერება გამოიწვიოს.
მაგალითად ზამთარში, როცა იყინები კანკალებ... გინდა ღილები შეიკრა,მაგრამ ძვირფასი სვიტერის გამოჩენა უფრო გაღელვებს, ან უფრო ღრმად რომ შევტოპოთ,ხორცშესხმული მკერდის. აი მაშინ უყურებ მადლიერებით სავსე თვალებით, და თითქოს მადლობას უხდი ასეთი პატივისცემისთვის...
მაგრამ აპრილში... როცა მზე ასე მკვეთრად ანათებს, და ამავდროულად ასეთი ახალბედაა... როგორ შეიძლება უყურო მას ასეთი ინტერესით? მე არ ვიცი, იქნებ თქვენ ამიხსნათ მილედი...

გამეღიმა.
ის ყოველთვის ახერხებდა ამას.
მას ყოველთვის შეეძლო იმ სიხალისის შემოტანა რაც ასე მაკლდა, რაც ასე მჭირდებოდა.

- როგორც ხედავ ახალგაზრდა, ასე საოცრად მოწყობილი გამათბობელიც კი ქებით შემკობის ღირსია. ჰოდა ახლა დაიკავეთ თქვენი ადგილი, და პოპკორნის ჭამა განაგრძეთ,რომელიც ასე უნამუსოდ გიჭირავს ხელში, და არც მთავაზობ!

თქვენობითიდან, უცებ გადავინაცვლე და წყენით შევხედე მოსულს.
- სულ შენი იყოს. ბეგემოტო...
პოპკორნი უკან ვესროლე და წყენით ვანიშნე თავი დამანეებეთქო. ის კი ისევ დამცინოდა, მეც და ჩემს კილოგრამებსაც,რომელიც არასოდეს ყოფილა ბევრი, მაგრამ მისთვის ესეც საკმარისი იყო.

როცა ანამ დაიძინა მის გვერდით დავჯექი და მკერდზე თავი დავადე.
- მეგონა აღარც გახსოვდი. აქ ვზივარ ასე... მარტო... ის გოგონა,წინა რიგებში ჩემთან გადმოსვლას ლამობს, მაგრამ მე ვეუბნები, არა! არა! ჩემი გული უკვე აფრინდა, ჩემი გული უკვე...
- რომელი გოგო?
გამწარებულმა გავიხედე წინა რიგებისკენ .
- სიმშვიდე, მილედი. ეჭვიანობა დაგღუპავთ.
- სულ არ მაინტერესებ. საერთოდ არ მიყვარხარ.
ამას ვეუბნებოდი და ძლიერად ვეკვროდი ... მის მთელ სხეულს ვგრძნობდი, მის ყველა გრძნობას ვხედავდი...

ასე გავიდა რამდენიმე საათი.
ასე ძლიერად გამიხარდა საქართველო...

<<<

მეორე დღეს სეტყვის მოლოდინში მივჩერებოდით ცას და გვეგონა, ვერასოდეს გაბედავდა ჩვენი შიშით , ვერც ერთი წვეთის გამოშვებას.
ასეც მოხდა... ცივ, დანამულ გზას მივუყვებოდით ჩვენ სამნი.
თბილისის ქუჩები, თავბრუს მახვევდა... ის იყო ლონდონც,პარიზიც,რომიც... (რომი გადამეტებულია).
შესაბამისად ჩვენც გვიხაროდა.
თუმცა შემდეგი რეისი, ფსიქიატრიული იყო, შესაბამისად სიხარულმაც ნახვამდისო, და წავიდა.
შიშით მივდიოდით დერეფანში, და პირველივე სართულზე შევიყვანეთ ანა, ექიმის კაბინეტში.
მამაკაცი,რომელიც ახალგაზრდა ჩანდა, საოცრად მომხიბვლელად იხდენდა, თეთრ ფორმას,რომელიც ზოგს ასე აშინებდა, მე კი სიამოვნება მომგვარა.
როცა ყველაფერი ავუხსენით და ვუთხარით,რომ ის მხოლოდ მსუბუქ მკურნალობას ითვალისწინებდა, მან გვითხრა რომ არ არსებობდა არანაირი მსუბუქი მკურნალობა და მკურნალობა ყველა იმ ჩარჩოს ითვალისწინებდა,რომელიც სიტყვა ,,მკურნალობისთვის“ იყო განკუთვნილი.
ანა წინააღმდეგი იყო.
ის თვლიდა,რომ გადავამეტეთ, არანაირი პრობლემა მას არ ჰქონდა...
მაინც დავტოვეთ.

<<<
ორ კვირაში ჩემი და ნამდვილად გაგიჟდა.
დიდი მუცლით დაატარებდა შვილს, და ესაუბრებოდა.
ესაუბრებოდა ყველაფერზე...
ვხედავდი,როგორ დავღუპე... ყველანი ვთვლიდით,რომ ეს უკვე დიდი პრობლემა იყო...
განუწყვეტლივ ლაპარაკობდა შვილთან,რომელიც თითქოს პასუხს სცემდა მის ყველა სიტყვას,ყველა ცრემლს... თითქოს მუცლიდან ამხნევებდა, თითქოს უკვე უყვარდა... ეს იმდენად მძიმე სანახავი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდი....
სახელს დავუბრუნდეთ... სახელი მართლა შთაბმეჭდავი იყო.
,,სესილი“....



(15)
ოცნებას ძირფესვიანად მომგლიჯა სამყარომ.. ოდნავი მარცვალიც არ დატოვა, იმ საოცარი ფიქრების რითიც ვარსებობდი, რითიც ვძლებდი. თვალწინ მემსხვრეოდა, ყველა ფიქრი და სიტყვა რომელსაც გულში იმდენად ღრმად დაებუდებინა, ალბათ სიკვდილის საწყისი იყო მისი ამოშლა, მისი უარყოფა... ვხედავდი პრობლემებს, და გავურბოდი მათ. შემდეგ კი სინდისის გარეშე დავდიოდი უდარდელად, ცარიელ ქუჩებში... ვფიქრობდი მხოლოდ მსახიობზე,სიყვარულზე,მომავალზე... პირად სიამოვნებაზე. ამიტომ ბევრი დავკარგე.
ძალიან ბევრი.
როცა ანას შევხედე,როცა მის გაბერილ მუცელს მივაშტერდი აი მაშინ იფეთქა იმ სინდისის ყუმბარამ,რომელიც ჩემს დამორჩილებას ელოდა ამდენი ხანი... და აი შეძლლო კიდეც! მე მუხლები მეკვეთებოდა, ვკანკალებდი. ვუყურებდი ჩემს გაუბედურებულ,შეშლილ დას და მასში საკუთარ თავს ვხედავდი. ვფიქრობდი მასზე, სესილიზე, ტატოზე, ჩემს თავზე, მამაჩემზე, ყველაზე.... არც ერთი წუთი, გეფიცებით... არც ერთი წუთი არ ვყოფილვარ დამშვიდებული. ყოველი დღე კედელზე თავის რტყმევით იწყებოდა და ბოლოს დამაგვირგვინებელი, ისტერიული ტირილით სრულდებოდა. საზღვარს გასცდა ეს ყოველივე.
მსახიობმაც ფარხმალი დაყარა და წავიდა.
მახსოვს ჩვენი საუბარი,რომელიც უკვე აღარ ჰგავდა შეყვარებული წყვილის საუბარს. ის გამუდმებით მიმტკიცებდა, იმ დროს ჩემთვის ძალიან უცნობს, ან იქნებ არაღიარებულს,რომელსაც ასე დაჟინებით ვიცავდი, მძულდა ჩემი თავი, მძულდა იმიტომ რომ და გავაუბედურე, არ დავიჯერე მისი, არ მოვუსმინე. მძულდა იმიტომ,რომ სხვა სარეცელზე აღმოვაჩინე ჩემი თავი, სხვა პლანეტაზე... მძულდა მიტომ,რომ არასოდეს არ შემძულებია ასე თავი, ასე სამართლიანად. მძულდა იმიტომ რომ, ვხედავდი მსახიობს ჩემს წინ,ვუყურებდი მის ცრემლით დანამულ სახეს , ვიგებდი მის თითოეულ გამჭოლ სიტყვას და მასში მხოლოდ დიდ სიყვარულს ვხედავდი. სიყვარულს რომელიც არ ვაღიარე, რომელიც წარსულის ნიაღვარმა წაიღო...
როცა კარი გაიხურა... როცა საბოლოოდ მითხრა რომ აღარ შეეძლო, მაშინ მივხვდი რას ნიშნავს გტკიოდეს, რას ნიშნავს გრძნობდე, რას ნიშნავს გიყვარდეს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ , ან რატომ. მინდა იგივე შეცდომა არ დაუშვათ, მინდა სიყვარული ბოლო პლანზე არ დააყენოთ რადგან ეს გრძნობა... ეს გრძნობა იდმენად მწვავეა, არ ვიცი როგორ გადმოვცე რადგან სხეული შებოჭილი მაქვს... შინაგანად რაღაც ძალას ვეკუთვნი, არაამქვეყნიურს.
ვინც შეყვარებულია გამიგებს... გამიგებს აუხსნელად.
<<
მისი ხმის გაგონების სურვილმა გამაღვიძა.
მისი შეხების სურვილმაც.
დილა ისე გათენდა,რომ მისი დაცინვაც არ მომისმენია.
ეს ტრაგედია იყო, ვკვდებოდი.
მობილური ავიღე და სწრაფად ავკრიფე ტატოს ნომერი. მან გამითიშა, თუმცა შემდეგ თავად დამირეკა.
- დილამშვიდობის.
მისი პასუხის მოლოდინში, ტუჩი მოვიკვნიტე .
- დილამშვიდობის ლიზა.
- ადრე ბეგემოტიც ვიყავი, პინოქიოც, ჩიბურაშკაც, ჯულიეტაც... ყოველ დღე ახალი სახელით მამკობდი. ახლა კი...
- ლიზა. მითხარი რა გინდა.
არასოდეს არ ყოფილა მისი ხმა ასეთი სერიოზული.
- მე უშენობით... იცი ძალიან მტკივა შინაგანად ყველაფერი, წამალიც არ მშველის, არც აბაზანა, არც კონიაკი.
- შოპინგი სცადე?
- კი ვცადე, გეფიცები. არ უნდა წასულიყავი. ახლა ვტირი, სულელივით, პატარა ბავშვივით. შენს გამო.
- ანუ დამნაშავე ისევ მე ვარ?
- არა ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია,რომ ასე უგულოდ მოგექეცი. პატივი არ ვეცი ჩვენს სიყვარულს. მაგრამ ტატო, შენ ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ მტკივა გული, თითქოს რაღაც ძვირფასი დამეკარგოს. ერთი კვირა გავიდა და საკუთარ თავს მხოლოდ იმას ვუმტკიცებ, რომ გავძლებ. გავძლებ უშენოდ... მაგრამ ეს შეუძლებელია. სავსებით შეუძლებელი.
- მიყვარხარ. ვერ წარმოიდგენ როგორ, მაგრამ არ შემიძლია. ვხედავ,როგორ გიყვარს ყველაფერი, ყველა... მე სულ გარიყული ვარ, ზედმეტი... რადმენჯერ ვცადე, შენთვის ის ძველი მხიარულება დამებრუნებინა. რამდენჯერმე სახლში რომანტიული გარემოც მოგიწყვე,მაგრამ შენ წამოწექი და თქვი,რომ დაიღალე... დაიღVლე ამდენი სისულელით. აი მაშინ მეტკინა ძალიან ლიზა. ისე როგორც არასოდეს... გინდა მადლობა გითხრა? მადლობა იმისთვის,რომ ამხელა ტკივილი არასოდეს მიგრძვნია? შენ აიღე პირველი ადგილი. გილოცავ.
პასუხი გაინტერესებს?
არა. აღარ დავბრუნდები. მე შევეშვი ჩემი თავის ტანჯვას.
მაგრამ მაინც... რომ იცოდე არავინ შემყვარებია შენსავით.
და ახლა შენზე, ათმაგად უფრო მტკივა. შენ ამას ვერ გაიგებ... ნახვამდის.

მობილური გამითიშა.
თუმცა ისევ დავურეკე.

- მისმინე რეგვენო. მინდა გნახო, მხოლოდ ერთხელ...
- საბოლოოდ.
- უკანასკნელად.

ახლა მე გავუთიშე.
მე არ მინდოდა მისი ბოლოჯერ ნახვა.
ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო, სხვა მრავალის საწყისი.
ვიცი,რომ ხვდებით...

<<<

საღამოს ათი საათი იქნებოდა. ამ დროს დავთქვით შეხვედრა, რიყეზე,საბაგიროსთან.
მსუბუქი მაკიაჟი წავისვი, რადგან მისი გადმოცემით, ამდენი ,,შპაკლით“ საფრთხობელას უფრო ვგავდი. სარაფანა მეცვა, ნათელი ფერებით შემკული. თითქოს წინასწარ ვუთანხმდებოდი,როგორ უნდა მოქცეულიყო.. როდის უნდა ყოფილიყო მომხიბვლელი და გამომწვევი.
ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, თითოული ქცევა, სიტყვა.
მისი დაბრუნება მინდოდა...

ზარის ხმამ მკვეთრად მომწყვიტა ოცნებას.
- ლიზა!
სოფის ხმა იყო...
- ანა ... ანა...
- მამიდა, რა ხდება!
- მშობიარობს... წუთი წუთ...
სასწრაფოდ გავუთიშე და საავადმყოფოში გავვარდი.
არ ვიცი რას ვგრძნობდი იმ წამს, თუმცა ფაქტია ტატო არც გამხსენებია. არც დარეკვით შემიწუხებია თავი. მივრბოდი მთელი ძალით... ცრემლები გამუდმებიტ ჩამომდიოდა...


პალატის კარი შევაღე, თუმცა არ შემიშვეს... დეიდა სოფისთან მივედი და ჩავეხუტე.
შიში იმის,რომ რომელიმეს დავკარგავდი, მუხლებს მკვეთდა...
თვალთ მიბნელდებოდა, და გამუდმებით ვიხედებოდი პალატისკენ,რომლიდანაც ჯერ კიდევ არ გამოდიოდა, ახალშობილის ხმა. ხმა,რომელიც მის დაბადებას მოასწავებდა, სამყაროსთან ზიარებას.
ვერ წარმოიდგენთ,როგორ მინდოდა მისი პირველი ამოსუნთქვის ნახვა... როგორ მინდოდა მისი ხელში დაჭერა, მისი სუნის შეგრძნობა....
ვფიქრობდი როგორ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე, თუ რომელიმეს ცხედარს ვნახავდი...

ექიმი გამოვიდა...
მე მივედი მასთან..
მივედი იმედით...
ბედნიერი მომავლის იმედით.


(dasasruli)
ვარდის ფურცლებივით ნაზი და სურნელოვანი იყო სესილი... პატარას დანაოჭებულ, ბუთქუნა ხელებს,სინაზე უფრო მეტ ხიბლს მატებდა... საოცარი სიწითლით გამოირჩეოდნენ პაწაწინა ტუჩები,რომლის ბაგეებიც ისეთივე თხელი იყო როგორიც ჩემი... ქერა თმის ბოლოები, ქერაზე უფრო ღია იყო და ტალღასავით ხვეული... ისე იღიმოდა, ისე ტიროდა ზოგჯერ მეგონა ეს სევდაც უერთდებოდა მისი საოცარი სიცოცხლის სიტკბოს... პატარას, არ აინტერსებდა პრობლემები, არც ის რას იტყოდნენ მასზე, არც ის უქარვებდა ნაღველს რომ დედამისმა მორგში დაიმკვიდრა ადგილი... არც იმას გრძნობდა,რომ ახლა ჩემი მკლავების ნაცვლად, ანას სხეულის სითბო უნდა ეგრძნო... წარმოთქვამდა ბგერებს, ჩემთვის გაუგებარს, თუმცა მაინც მტკივნეულს... ვუყურებდი და გულში რაღაც მყინავდა... ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ არ გაუმართლა ჩემსავით...
მახსოვს მისი პირველი ამოსუნთქვის დღე.
თითქოს ყოველი წამი წინასწარ იყო გათვლილი, თითქოს წვიმის წვეთებმაც იცოდნენ როდის უნდა წამოეჩინათ თავი... ქარის საოცარი დინება, ისე დაჰყვებოდა წვიმის წვეთებს თითქოს დაჭერობანას ეთამაშებოდა... ნისლიან ცაზე ჯერ კიდევ შემოჩენილი იყო ღრუბლის ნაგლეჯები,რომლებიც ბოლო წუთებს ითვლიდნენ... არ ციოდა, თუმცა ზამთარის სუსხი მოსდებოდა პალატას. ისეთი სიცივე იყო, როგორიც არასდროს... ანას ლამაზ, უსიცოცხლო სახეს ვხედავდი როგორ ედებოდა არარსებული თოვლის ფიფქი, შემდეგ ქარი უწეწავდა თმებს... და შემდეგ თეთრმა სუდარამ დაფარა მისი ზაფხულივით ლამაზი სახე, და სამუდამოდ მიაჯაჭვა სიკვდილის სარეცელს...
ციოდა, ძალიან ციოდა... ალბათ რამდენიმე პალტოც ვერ გამათბობდა, ვერც ტატოს ჩახუტება... თითები გაყინული მქონდა, ბაგეები სულ უფრო ლურჯ ფერს იძენდნენ, თითქოს ყინულის ნამსხვრევები მეცემოდნენ სხეულზე...
არადა აგვისტო იყო... ზაფხულის ყველაზე საამაყო თვე...

როცა ანას შესახებ გვაცნობეს, გადავწყვიტე, მეც მეთამაშა სიკვდილის თამაში... თუმცა ერთადერთი ვინც მაკავებდა, პატარა ანგელოზი იყო... ჩემი ცხოვრების ანგელოზი. როცა სესილის შევხედე, მივხვდი რას ნიშნავს იყო დეიდა, იყო დედა, იყო ნაცნობი... თვალები დავხუჭე და თავი ანას ადგილას წარმოვიდგინე... პატარა ხელებში მოვიქციე, და მის ნახ ლოყებს ტუჩებით შევეხე. თავს ვგრძნობდი დედად, და მინდოდა პატარასაც იგივე ეგრძნო.
<<<
- რა მოხდა ექიმო? როგორ არის ჩემი და?
- ძალიან ვწუხვარ ქალბატონო. ბავშვი გადარჩა, თუმცა ვფიქრობ ანას გადარჩენის შანსები არ არსებობს. ნებისმიერ წამს შეიძლება გამოეთხოვოს სიცოცხლეს...
- ეს როგორ? პირიქით რომ ყოფილიყო? ანა გადაგერჩინათ და...
- ჩვენ ვკითხეთ... მან ასე ისურვა.
ექიმმა საუბარი გამაწყვეტინა. მივხვდი მისი ხმის სიმტკიცეს, და იმას როგორი მნიშვნელოვანი იყო დედის გადაწყვეტილება.
გამიკვირდა თუმცა არ მიტირია. ანას ნახვა მინდოდა და მივედი კიდეც მასთან.
აი მაშინ იყო ცრემლების ნიაღვარი...
სახით დავემხე მის საწოლს და მთელი ძალით ავქვითინდი.
ჩემი და ჯერ კიდევ სუნთქავდა.
- ეი სულელო. რა გატირებს, ამხელა ქალი ხარ...
- გაჩერდი რა, გაჩერდი. რატომ გამიკეთე ეს? რატომ დაღუპე შენი და შენი შვილის სიცოცხლე?
- ჰმ... ჩემი შვილის სიცოცხლე არ დაღუპულა. ის შენით დაიწყება და შენით დამთავრდება. ის ყველაზე ბედნიერი იქნება, ყველაზე მტკიცე... ის შეეწინააღმდეგება, ცხოვრების უკუღმართ დინებას, და აღარ გაიმეორებს იმ შეცდომებს რომელიც მე დავუშვი. მას ექნება ბრწყინვალე მომავალი, მის სახეს არ მოშორდება ბედნიერების მარცვალი... მე ყველაფერი დავინახე. მერწმუნე ყველაფერი...

მე პასუხი არ გამიცია.

- რატომ ტირი ლიზა? რატომ არ ხარ ბედნიერი? ახალი სიცოცხლე დაიბადა, და წავა ის ძველი, ის გამოუსადეგარი... რატომ გინდა ისიც კი წამართვა რასაც ახლა ვგრძნობ? მე ხომ პირველად ვიამაყე საკუთარი თავით, მე ხომ დავთმე ის ბინძური სიცოცხლე,რომელიც არც უნდა არსებულიყო? ბედნიერი ვარ ლიზა... ყველაზე ბედნიერი.

ნაზად დასთამაშებდა ღიმილი სახეზე.
- შენი აზრით, სესილი ობლობას ასე ადვილად გადაიტანს?
- ის ამას ვერც გაიგებს...

ემოცია სახეზე შემახმა...
- რა თქვი?
- ეყოლება დედა, დეიდა, ოჯახი... ეყოლება ადამიანები,რომლებსაც ეყვარება, რომლებიც ყველაფერს დათმობენ მისთვის.
- მაინც არ მესმის...
- ის არასოდეს იქნება ობოლი. არასოდეს იტირებს ამის გამო...
- ანა...
- შენ იქნები მისი დედაც, მისი ცხოვრებაც და მისი სამყაროც.
- ხვდები რას ამბობ?
- მე იმას ვხვდები რამდენს ვითხოვ შენგან. სესილი მე მგავს... ჩვენ გვგავს და არასოდეს გაუჩნდება ეჭვი. ჩემზე მეტად შეიყვარებ, ნუთუ არ გესმის... ეს მისი მომავალი იქნება. ის არ მოვა ჩემს საფლავთან და არასოდეს დაასველებს მას ცრემლებით. ის არასოდეს გაიბზარავს გულს დედის არარსებობით რადგან მე ... მე არც ვყოფილვარ. თუ გინდა ნუ დამთანხმდები... თუმცა არ მინდა ისე წავიდე,რომ ამის პირობა არ დამიდო. ეს ძალიან მნიშჳნელოვანია, ძალიან წმინდა...
- ანა... რატომ მიკეთებ ამას...

ის ძლივს სუნთქავდა. თვალებს ძალას ატანდა,რომ სამუდამოდ არ დახუჭულიყვნენ... ჩემგან პასუხს ელოდა.
- გპირდები.
ვთქვი ნაწყვეტ-ნაწყვეტ...
- მე ვამაყობ შენით. ყოველთვის ვამაყობდი...

ეს მითხრა და შესამჩნევად ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლი.
შემდეგ კი... თვალები დახუჭა და წავიდა.
მეტი არაფერი არ მახსოვს... მხოლოდ ტკივილი ვიგრძენი...
და ცივი იატაკი,რომელზეც საოცრად ჰარმონიულად ეგდო ჩემი ძალაგამოცლილი სხეული.

<<<
- მე მინდა ფერადი კაბა ... ფერადი ფურცლები ... ფერადი ფანქრები ...
- ფერები გიყვარს?
- ყველას შავები აცვია. დიდს, პატარას, აქ მომსვლელს, გამსვლელს. ყველა ტირის. არავის უხარია, არავინ ხედავს სამყაროს სხვა ფერით. მხოლოდ შავი... შავი და შავი.
ანას გარდაცვალებიდან შვიდი წელი გავიდა. ეს ყველაზე მტკივნეული წელი იყო ჩვენს ცხოვრებაში.ყველა შავებში გამოწყობილიყო... მეც ჩამეცვა შავი ქვედატანი...
სესილი ვერ ხვდებოდა... მას არ მოსწონდა ეს. წამდაუწუმ მეძახდა და მეკითხებოდა, რატომ იყო მოდაში, ყოველი წლის, ამ დღეს, შავი ფერის სამოსი. რატომ ტიროდა დიდიც ,პატარაც... რატომ არავის უნდოდა მასთან თამაში... ან საერთოდ მე რა მჭჲრდა.
- დედიკო. ნუ უჯერებ ამ სულელებს... შენ ხომ ასეთი არ ხარ.
ირონიულად მიყურებდა და ზიზღით უყურებდა შავ სამოსს.
- ისინი სულელები არ არიან სესილი.
- გეთანხმები. ისინი ზედმეტად სულელები არიან.

ცრემლი მოვიწმინდე და გავუღიმე... ქერა თმა ავუწეწე და ოთახიდან გავედი.
კარებთან მსახიობი იდგა...

- აბა სად არის ყველაზე მაიმუნი გოგო?
ეს უთხრა და სესილის ჩაეხუტა.
თუმცა შვილობილი უცებ ზემოდან მოექცა და სახეში დარტყმა დაუწყო.
მოულოდნელ შემოტევას, ტატოც გულმოდგინებით ებრძოდა...
- კარგი ვნებდები, პატარა ინტრიგანო! ჩემი სახელიც აღარ ახსენო... ვითომ არც ვარსებობ, აღარ მიყვარხარ...

თავი ჩაღუნა და ხელოვნური ცრემლები მოიწმინდა. შემდეგ ოთახის კარი გააღო...
- იცი, რომ არ მიყვარდე არც გაცოცხლებდი რა!
სესილი სლუკუნებდა. ტატოც მივიდა და ზურგზე მოიკიდა...
- მართლა აღარ გიყვარვარ?
- როგორ არ მიყვარხარ სულელო! როგორ არ მიყვარხარ....

ვუყურებდი და გულში იმ ტანჯვის ნაპერწკალიც გამქრალიყო რასაც სინდისი ერქვა...
მისთვის დედა ვიყავი... მთელი სამყარო... ყველაფერი ისე იყო,როგორც ანამ თქვა...
ჩვენ მისი ბედნიერების ისტორიას ვწერდით.
აი ასე გამართლდა შეცვლილი როლები...
თუმცა...

<<<

თუ გჯერა მიაღწევ.. თუ არა, სჯობია არც სცადო... უშედეგო ბრძოლას, მხოლოდ წაგებით მოიმკი.
პატარას ხელებში მოქცევისას ვირწმუნე რომ დედამისი ვიყავი. მთელი არსებით მივენდე, მის ნაზ სხეულს და მისი ბედნიერებისთვის ბრძოლა დავიწყე.
გგონიათ ეს ადვილი იყო?
მე ვუყურებდი მას და ვხედავდი ანას... გულში იმდენად მზაფრი იყო ტკივილი, ზოგჯერ მისი ამოგლეჯვაც შეუძლებლად მიმაჩნდა.
თუმცა მისი სითბო.. მისი ალერსი იმდენად ძლიერი იყო, ეს ყველაფერი დავივიწყე.

ჩვენ სამნი... მხოლოდ ჩვენ... ჩვენი სამყარო...
მჯერა, რომ ერთ დღეს... რომელიც ზაფხულის დღეებზე უფრო მწველია, და ზამთრის სუსხზე უფრო ცივი... ცაში ავაგებ, თეთრ, ლამაზ სასახლეს....
იქ არ გვეყოლება ბოროტი მეზობლები, არც ტყუილი, არც ტკივილი...
იქ მხოლოდ ანგელოზები იქნებიან,რომლებსაც ფრთები არ სჭირდებათ რადგან სულიერად უკვე აფრინდნენ ცაში.
იქ მხოლოდ სითბო იქნება, მხოლოდ ბედნიერება, მხოლოდ სიყვარული.

ბოლოს კი...
მე მას აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს.
ვიცი,როგორ ეტკინება გული, თუმცა აუცილებლად ვეტყვი...

აი ასეთი იყო ჩემი ისტორია.
ამდენი სევდით, სიხარულთ შემკული.
ჩემი მსახიობი, სუვენირად შემომრჩა და მისი ნათქვამიც : ვერ მომიშორებ, კვლავ მმატებს სიცოცხლის ხალისს...
იცით არ ვიცი რა მინდოდა ამით მეთქვა და ზოგჯერ ძნელიცაა, ურჩიე ვინმეს ის, არც თავად ვერ გაითვალისწინე.
თუმცა მაინც უსმინეთ, ერთ შავთმიან სულელს...

ცხოვრება იმდენად უნამუსოა, არავინ იცის რას გიპირებს, ან რა დროს...
ჩვენ მისი მსხვერპლნი ვართ, მისი სათამაშო...
თუმცა დაე, ვითამაშოთ მისი წესებით . ვითამაშოთ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ... გადავფაროთ მისი ბილწი აზროვნება...
ჩვენ ეს შეგვიძლია.

იცით,რომ მკითხონ რას შეცვლიდიო, ვიტყოდი არაფერს...
ეს ჩემი ბედია. ჩემი ცხოვრება...
თუმცა ახლა, ჩემო ძვირფასებო იმდენად ბედნიერი ვარ, ალბათ კვლავ გამოვივლიდი იმ ჯოჯოხეთს ... გამოვივლიდი რადგან მეცოდინებოდა,რომ აუცილებლად, ყოველთვის, ყველა გრძნობის ხარჯზე... არსებობს სინათლე, სიბნელის ბოლოს...
ახლა კი... უნდა წავიდე.
დიდი მადლობა გრძნობების გაზიარებისთვის.
არავის გიცნობ, მაგრამ ყველანი მიყვარხართ...
ნახვამდის მეგობრებო, ნახვამდის...


დ ა ს ა ს რ უ ლ ი

<<

ჩემი წარსულისგან,დიდი სიყვარულით... (2015წ)



№1  offline მოდერი bla.ell

Wow kargi iyo dzalian heart_eyesmagari xaaaar❤❤❤

 


№2  offline წევრი ninuca)))

აუ ძალიან მაგარი იყო.ველოდები შენს ახალ ისტორიას.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3  offline წევრი მეDina

გვანცა, ვერ გავიგე, მინაწერი, "ჩემი წარსულისგან" ანუ რეალური ამბავია?
--------------------
☆NaT☆

 


№4  offline წევრი gvanc(a) 15

მეDina
გვანცა, ვერ გავიგე, მინაწერი, "ჩემი წარსულისგან" ანუ რეალური ამბავია?



არა, 2015 წელს დავწერე უბრალოდ...



მადლობა ბავშვებო.

 


№5  offline მოდერი zia-maria

unamused ძალიან სევდიანი იყო,მაგრამ ძალიან მომეწონა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent