ჩრდილები სიბნელეში (11)
თავი 11 როდესაც შელოცვა წარმოვთქვი წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი ან რა მელოდა წინ, მე უბრალოდ შეპყრობილი ვიყავი იმ ძალის მიღებით რომელიც დედაჩემის დამარცხებაში დამეხმარებოდა. როდესაც რეალურ სამყაროში გონება დავკარგე სინამდვილეში მე გონებით სადღაც წიგნებით სავსე ადგილას აღმოვჩნდი, ვიდექი ასე წიგნებით სავსე ოთახში და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამ დროს ვიღაცის ძახილი გავიგონე, ის შორს წიგნებშ შორის სიღრმიდან ისმოდა, მე ხმისკენ გავემართე, ნელ-ნელა ხმა ბუნდოვან ლაქად გადაიქცა, შემდეგ ბნელ ჩრდილათ, კიდევ უფრო მიახლოების შემდეგ ადამიანის ფიგურად და საბოლოოდ როდესაც მის წინ აღმოვჩნდი და ამ ადამიანის სახე დავინახე მივხვდი ვინც იყო, მე ეს სახე ადრეც მქონდა ნანახი, არა ცოცხალ ადამიანზე არამედ ფოტოზე. -პრინცესა შენ აქ ხარ -სიყვარულით მომმართა მან -მე აქ ვარ შენ, შენ კი ნამდვილად ის ხარ? -კი ჩემო პატარა ქალბატონო მე ბაბუაშენი პიტერი ვარ -ამ სიტყვების თქმის შემდეგ პიტერი მომიახლოვდა და მომეხვია ეს ისეთი რეალური იყო. -ბაბუა შენ მოკვდი აქ როგორ ხარ? საერთოდ რა ხდება ჩემს თავს და რა ჯანდაბა სჭირს ჩვენს ოჯახს? -საყვარელო შენ მილიონ დოლარიანი შეკითხვები გაქვს რომელზეც პასუხებს ყველა ეძებს -მე შენი დღიური წავიკითხე, შენ ყველაფერს წერდი ჩემთვის, ჩემი არსებობის გაგების დღიდან იმისთვის ემზადებოდი რომ მოკვდებოდი -ალექსანდრა სმიტ შენ სასწაული ხარ, სასწაული კი ყველას სჭირდება -რას გულისხმობ? -მას შემდეგ რაც ჩვენმა მტრებმა შენი არსებობის შესახებ გაიგეს ჩვენ გამუდმებულ ბრძოლაში ჩავებით -რომელმა მტრებმა? -საყვარელო შენ ორი საგვარეულოს უკანასკნელი მემკვიდრე ხარ, ამ საგვარეულოებს კი მტრები აურაცხელი ჰყავდა და ჰყავს. როდესაც მურები და სმიტები განდიდების მანიით ვიყავით შეპყრობილი, დიდებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი მტერი გავიჩინეთ, შემდეგ შენი მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ და ორმა საგვარეულომ მტრობა დაივიწყა, თუმცა მტრებს არაფერი დავიწყებია, შენი ჩასახვის დღიდან ისინი შენს მოსაკლავად მოდიოდნენ ჩვენ კი, მურები და სმიტები გვერდიგვერდ ვიდექით და შენი სიცოცხლისთვის ვიბრძოდი -მაგარია კიდევ ერთი ოჯახის წევრი რომელიც ჩემი სიცოცხლის გადსარჩენად მოკვდა -ანუ მამაშენზე იცი -შენ საიდან იცი, შენ ხომ ჩემს დაბადებამდე მოკვდი -ჩემო პატარავ ხაზი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის იმაზე მყიფეა ვიდრე შენ წარმოგიდგენია, ჩვენ მკვდრებს მხოლოდ ერთი საქმე გვაქვს ვუყუროთ ცოცხლებს, ასე რომ მე ყველაფერი ვიცი. -მაშინ მითხარი რატომ უნდა ჩემს მშობელ დედას ჩემი მოკვლა -ამელიამ შენი გაჩენით მაგია დაკარგა, შემდეგ ეს დანაკარგი სიბნელით შეავსო, შენ კი ერთადერთი ხარ ჯადოქართა ისტორიაში რომელსაც სიბნელის სამუდამოდ განდევნა შეგიძლია -ეს შეუძლებელია მოხუცო, გოგონას თავგზას ნუ ურევ -მოულოდნელად კიდევ ერთი ადამიანის ჩრდილი მოგვიახლოვდა, კიდევ ერთი ადამიანი რომლის სახეც ფოტოებზე მქონდა ნანახი, ეს მამაჩემი ჯეიმს სმიტი იყო -ჩემო პატარა გოგო როგორ გაიზარდე, როგორი ლამაზი და ჭკვიანი ხარ, ნეტავ იცოდე როგორ ვამაყობ შენით -მამა მომეხვია და აღარ მიშვებდა -ჯეიმს გოგონას ნაადრევად ნუ მოკლავ -პიტერი მართალია, ალექს აქ რას აკეთებ? -მე ვერ ვიჯერებ შენ მამაჩემი ხარ, შენ აქ ხარ -ჩემო გოგო ვიცი აქ ცოდნისთვის მოხვედი მაგრამ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? -მამა ის მოდის მე ძალა მჭირდება, თუმცა ძალასთან ერთად სიმართლეც მჭირდება, რით ვარ ასეთი განსაკუთრებული რატომ უნდა ყველას ჩემი სიკვდილი, გასაგებია მე მემკვიდრე ვარ მაგრამ ეს ყველაფერს არ ხსნის -როგორც პიტერმა თქვა შენ ძალა გაქვს სასწორის წონასწორობის დარღვევის -მას შეუძლია არა მარტო წონასწორობა დაარღვიოს არამედი სიბნელე გაანადგუროს -პიტერ შენ იცი რომ ეს ასე არ არის, თუ ბნელ მაგიას გაანადგურებს ნათელი მაგიაც თან მიყვება -ჯეიმს გაიგე რომ აჯობებს მაგია გაქრეს სამყაროდან -ისინი ცხარედ კამათობდნენ, ჩემი მკვდარი მამა და ბაბუა ჩემს წინ იდგნენ და ტიპიურ ოჯახურ დრამას მართავდნენ -ჰეი მეც აქ ვარ, მე მინდა სრული ისტორიის მოსმენა და არა თქვენი სუბექტური შეხედულებები -კარგი როგორც პიტერმა გითხრა ამელიამ დანაკლისი სიბნელით შეივსო ამან მასში ყველაფერი კარგი მოკლა, იმ შიშის გამო რომ შენ სიბნელის განადგურება შეგიძლია 16 წლის წინ ამელია შენს მოსაკლავად მოვიდა, მე მას თავლებში ვუყურებდი და იქ ვერ დავინახე ქალი რომლის გამოც ყველა წესი დავარღვიე, ჩემს წინ მდგომი ქალი ამელიასავით გამოიყურებოდა თუმცა, ის ჩემი ცოლი არ იყო. მან შენი მოკვლა სცადა მე თქვენს შორის ჩავდექი, დამცავი შელოცვა შევქმენი რამაც დედაშნი გააბრაზა და ჩემი მოკვლა აიძულა. -საბოლოოდ შემიძლია თუ არა სიბნელის განადგურება -შეგიძლია, თუმცა არავინ იცის წონასწორობის დარღვევის შემდეგ სამყაროს რა დაემართება, მაგიურ სამყაროს ვგულისხმობ -ყველაფერი გასაგებია, მიყვარხართ მადლობას გიხდით იმისიათვის რომ ჩემთვის სიცოცხლე დათმეთ მაგრამ ახლა უნდა დამეხმაროთ ის მივიღო რისთვისაც მოვედი -გადაწყვიტე იბრძოლო? -არა მამა გადავწყვიტე ჩემი ოჯახის დარჩენილი წევრები დავიცვა -მაშინ უნდა იჩქარო -რას გულისხმობ ბაბუა? -როდესაც გონება დაკარგე, შენი ყველა დამცავი შელოცვა დაეცა, ახლა ალბათ ამელია შენი სახლისკენ მიემართება -გასაგებია მაშინ უნდა ვიჩქაროთ -მამა და ბაბუა წინ გამიძღვა, ჩვენ წიგნების თაოროებს შორის მივდიოდი და უეცრად ორივე გაჩერდა, წინ გავიხედე და დავინახე ამაღლებული ადგილი რომელიც წიგნებით სავსე სივრცის ცენტრს წარმოადგენდა. მამამ და ბაბუამ იმ ადგილას დაჯდომა მთხოვეს -ახლა რა უნდა გავაკეთო? -ალექს არავინ იცის გამოვა თუ არა ეს, ამან შეიძლება მოგკლას -ჩემო გოგო შენ ძლიერი უნდა იყო როგორც სულიერად ისე ფიზიკურად -პიტერი მართალია, ძლიერი უნდა იყო -კარგი დავიწყოთ -მათ მე შელოცვის წარმოთქმა მთხოვეს, მეც მაშივე გავიმეორე მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და უეცრად ვიგრძენი როგორ გადმოდიოდა ჩემში გარშმო არსებულ წიგნებში დაგროვილი ცოდნა და ძალა. სანამ მე ჩემს სულიერ გზას ვიკვალავდი ჩემი ოჯახი ბობოქარ სიბნელეს ებრძოდნენ, ჩემი დაცვის დაცემის შემდეგ ამელიას დიდი დრო არ დასჭირვებია რომ სმიტების სახლში გამოცხადებულიყო, ები და დანარჩენები მას სახლის კართან დახვდნენ, არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები -ამდენი წლის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს მოსაწყენო ბებერო -აქ მოსვლა როგორ გაბედე ამელია? -აქ იმის მისაღებად მოვედი რაც თექვსმეტი წლის წინ უნდა მიმეღო -მას ვერ შეეხები, ის თვით სინათლეა და მე არ მოგცემ უფლებას შენი ბნელი და დამპალი სულით მიუახლოვდე მას -და როგორ შემაჩერებ, კარგად იცი რომ ნათელი მაგიის ერთადერთი სასწაული უგონოდ წევს საძინებელში, ებიგეილ შენ უბრალოდ საცოდავი ბებერი ხარ რომელსაც პატარა მაგია შემორჩა -შენ თავად თქვი ამელია ალექსანდრა სასწაულია, შენ მას ვერ შეეხები -შევეხები და თანაც როგორ, მე მას ყელს გამოვჭრი და წყნარად დაველოდები როგორ დაიცლება სისხლისგან -სანამ მასთან მიხვალ ჩემი მოკვლა მოგიწევს -არა მარტო მისი არც ერთი ჩვენგანი არ მოგცემთ მასთან მიახლოვების უფლებას -ვიქტორიამ ეს სიტყვები წარმოთქვა და ების გვერდით დადგა, ის მზად იყო ჩემს გადსარჩენად მომკვდარიყო, ყველა იქ მყოფი მზად იყო ჩემთვის სიცოცხლე შემოეწირა -ალექსი ერთადერთი სასწაულია ამპარტავან ჯადოქრებს შორის, მე მას გული ვატკინე და არ მოგცემ უფლებას რაიმე დაუშავო, მან უნდა იცოდეს როგორ ვწუხვარ მან უნდა მაპატიოს - სანამ ები და დანარჩენები ამელიას საუბრით ართობდნენ მე შელოცვა წარმატებით გამოვიყენე, თუმცა მამასთან და ბაბუასთან გამომშვიდობება მძიმე იყო -შენ ეს შეძელი, შენში არ შევმცდარვარ ალექსანდრა ქეროლაინ სმიტ, შენ საუკეთესო ხარ -ბაბუა სიხარულით მომეხვია -ჩემო გოგო შენ ძალით და მის გარეშეც საუკეთესო ხარ, მე ყოველთვის ვიამაყებ შენით, ახლა კი უნდა წახვიდე დროა გმირი გახდე, ის გმირი რომლის გამოც ჩვენ სიცოცხლე დავთმეთ -მე ორივე ძალიან მიყვარხართ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი თქვენ რომ ცოცხლები იყოთ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ თუ როგორ ვწუხვარ იმის გამო რომ ჩემს დასაცავად მოკვდით -შენ ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრი ხარ ასე რომ ეს ამად ღირდა -მამაშენი მართალია პრინცესა, რომ შემეძლოს კიდევ ათასჯერ გავწირავდი შენთვის სიცოცხლეს -ორივეს მაგარდ მოვეხვიე და არ მინდოდა მათი გაშვება თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაქრა, თვალები გავახილე და საწოლიდან ავდექი, უეცრად გავაცნობიერე რაც მოხდა მე ისეთ ძალას ვგრძნობდი რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ, როდესაც მივხვდი რა მოხდა მაშინვე ეზოსაკენ გავემართე -სასაცილოა როგორ ტყუილად უნდა მოკვდეთ -ამელია მზად იყო ყველა ცოცხლად დაეწვა -არავინ მოკვდება, ამას არ დავუშვებ -აი ისიც მისი უმაღლესობა ალექსანდრა სმიტი -გამარჯობა დედა თუ აჯობებს ბოროტი კუდიანი დაგიძახო -როგორ ბედავ, ამჯერად ვერავინ გადაგარჩენს, მე ჯერ შენ საყვარელ ადამიანებს დავხოცავ შენს თვალწინ შემდეგ კი შენ გაგისწორდები -არა ამელია შენ მათ არ შეეხები -მაშინ ამას უყურე - მოულოდნელად ების, კაილას, ვიქტორიას,უილიამს, ჯოზეფს და ჯეიკობს კისერზე შავი ნისლი შემოეხვია და მათი დახრჩობა დაიწყო -ახლავე შეწყვიტე თორემ ინანებ -რას იზამ მომკლავ?! გირჩევ ეს არ გააკეთო რადგან თუ მომკლავ ისინიც თან გამომყვებიან -ვხედავდი ყველა მათგანის თვალებს როგორ ტოვებდა სიცოცხლე, მიუხედავად ამხელა ძალისა ამელია მაინც მამარცხებდა რადგან მან ჩემი სუსტი წერტილი იცოდა -გაუშვი და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი -აი ეს მომწონს, შენ ნამდვილად მამშენის შვილი ხარ, ისიც მუდამ თავგანწირვაზე ფიქრობდა -შენგან განსხვავებით მას გული ჰქონდა -ამ სიტყვების გაგონებისას ამელიას თვალებში ცეცხლი აენთო -გული მეც მქონდა, მეც ერთ დროს ყველას საყვარელი ჯადოქარი ვიყავი მაგარმ შემდეგ შენ ყველაფერი წამართვი და იცი რა მეც იგივეს გაგიკეთებ, გინდა ამ საცოდავმა ადამიანებმა იცოცხლოს ხოდა მიიღე სიბნელე, ვნახოთ როდესაც ბნელი მაგია მოიცავს შენს სულს კვლავ თუ ეყვარები მათ -თუ ამას გავაკეთებ გაუშვებ? -პირობას გაძლევ -მაშინ გავაკეთებ ამას -ამ სიტყვებმა ყველა გაანცვიფრა, ჯეიკობი კი გააბრზა -არა ალექს ეს არ გააკეთო -ვერ დავუშვებ ჯეიკ რომ ჩემს გამო კიდევ ვინმე მოკვდეს, თუ ეს თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს უნდა გავაკეთო -არა ხომ ხედავ რა გაუკეთა მან დედაშენს, შენც იგივე მოგელის -სწორედ ამიტომ სანამ მასავით უგრძნობი კახპა გავხდები რაღაც უნდა გითხრა შენც და დანარჩენებსაც, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ თქვენ ის მომეცით რაც ყოველთვის მინდოდა დიდი და მოსიყვარულე ოჯახი. შენ კი ჯეიკობ ანდერსონ ეს სამყარო სხვა თვალით დამანახე, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი როცა მჭირდებოდი, მაშინაც კი როცა უგლო ძუკნასავით ვიქცეოდი, ის რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა და მინდა იცოდე რომ მიყვარხარ -ალექს არ გააკეთო ეს, ამით ყველაფერს დაასრულებ, თუ სიბნელეს შემოუშვებ ის დაგეპატრონება -ყველამ მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ. რა უნდა გავაკეთო ამელია? -შენ არაფერი, ყველაფერ მე გავაკეთებ თანაც დიდი სიამოვნებით -კარგი გაუშვი ისინი -მხოლოდ მას შემდეგ როცა სიბნელე შენში იქნება -თუ პირობას არ შეასრულებ მაშინ ნამდვილად მოგკლავ -მოდი დავიწყოთ -ამელია მომიახლოვდა, თან შლოცვას წარმოთქვამდა ცოტა ხანში მის ხელის გლზე ბნელი კვამლი გაჩნდა, ამელიამ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა შემდეგ ხელი მკერდში შემიყო და სიბნელე ჩემს გულში მოათავსა, ეს აუტანლად მტკივნეული იყო, იმდენად აუტანლად რომ წონასწორობა დავკარგე და მიწაზე დავეცი, ყველაფერს ვხედავდი თუმცა ვერ ვინძრეოდი, დავინახე როგორ გაათავისუფლა ამელია ჩემი ოჯახი და ბედნიერმა როგორ დატოვა სმიტების მამული შემდეგ კი ტკივილისგან გონება დავკარგე, მე დავმარცხდი დედაჩემმა უკვე მეორედ გაიმარჯვა და მემგონი ამჯერად ეს გამარჯვება საბოლოოა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.