შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასწაული ბერლინიდან. (პირველი თავი)


8-04-2017, 20:15
ავტორი liar girl
ნანახია 1 846

პირველი თავი.
*
-მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. რეისი ბერლინი-თბილისი. გთხოვთ, შეიკარით ღვედები და ასაფრენად მოემზადეთ. გისურვებთ სასიამოვნო და ტკბილ ფრენას. აფრენა იწყება.
*
აეროპორტში ნელა შევაბიჯებ. მიჭირს აქაურობასთან დამშვიდობება, არ მინდა საქართველო, არ მინდა თბილისი. არ მინდა. მინდა სულ აქ ბერლინში გავატარო დრო. ცოტახანი ვჩერდები და აქეთ-იქით ვიყურები. რეისამდე საათ ნახევარი მაქვს. ესკალატორზე ავდივარ, რეგისტრაციის მერე კი სკამზე ვჯდები. ვფიქრობ ყავა დავლიო თუ არა. აქეთ-იქით ვაცეცებ ისევ თვალებს, ვერანაირ კაფეს ვერ ვამჩნევ ამიტომ აღარც ვდგები.
თბილისზე ვიწყებ ფიქრს. არ მახსოვს როგორია, არც თბილისში ცხოვრების რაიმე დეტალი მახსოვს, მაგრამ მახსოვს ლალიკო(ბებიაჩემი) სულ მეუბნებოდა, თბილისმა თუ შეგიყვარა არ არსებობს გადაგიყვაროსო. სულ მეცინებოდა, ახლა ცოტას ვღელავ, რომ არ შემიყვაროს? რომ არ მიმიღოს?
ჩემს ფიქრებზე თავადვე ვიცინი გონებაში. მეღიმება, უაზროდ..
თბილისი ბერლინს გავსთქო, ერთხელ ვკითხე ლალიკოს. ისე შეშფოთდა, ისე. მკაცრად მითხრა ეს აღარ მკითხოო. თბილისი ყველასგან განსხვავებული ქალაქიაო, ესეც მახსოვს, რომ მითხრა. ისიც, რომ თბილისში უფრო მეტი სიყვარულია, ვიდრე ამ ცივ ბერლინში. მე საერთოდ არ "მეცივება" აქაურობა. მეტიც, ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტი სითბო და სიყვარულია. ლალიკოს ეს, რომ ვუთხრა შეიშლება(მეღიმება.) ზედმეტად პატრიოტი ბებია მყავს, გიჟდება, როდესაც საქართველოზე და კერძოდ თბილისზე ესმის რაიმე ცუდად.
ფიქრებში გართულს ხელის შეხება მაფხიზლებს. თვალებს შეშინებული ვახელ და ვხედავ ქერა, ცისფერთვალება ბიჭს, რომელიც მიღიმის. უცხო გარეგნობა აქვს, რაღაცნაირი რა.. არამგონია აქაური იყოს. უფრო პოლონელი ან უკრაინელი.. ალბათ პოლონელი.
-გისმენთ?
ვეკითხები გერმანულად. რაც შემიძლია მოკრძალებულად და თმას რომელიც მხარზე "მისვენია" უკან ვიწევ. ეღიმება. მგონი დალაგებული არ არის, რა აღიმებს?
-შეგაწუხებ გვერძე, რომ მოგიჯდე?
თან მეკითხება და თან გვერძე მიჯდება. კითხვის აზრი? რა თავხედია, რა უზრდელია. იქნებ ნებას არ ვრთავ?
-რა გაუზრდელია..
ჩუმად წავიბურდღუნე, ქართულად. არ მინდოდა გაეგო. გაეცინა, აქ უკვე ბოლომდე დავრწმუნდი ან გონებაში რამე უჭირდა, ან ზედმეტად ცდილობდა რაღაცას რაც ნამდვილად არ გამოსდიოდა.
-ქართველი ხარ ტო?
ბედი? ეს არის. ბერლინში, თანაც აეროპორტში ზიხარ, თავხედი და უზრდელი ბიჭის გვერდით, რაღაცას ბურტყუნებ სალანძღავს მისი მისამართით ქართულ ენაზე და აღმოჩნდება, რომ ეს ბიჭი ქართველია.
ბედი?
ასეთი უნდა.
-დიახ.
აშკარად მეტყობა ხმაში გაღიზიანება. ეცინება, არა აშკარად გიჟია.
-რეისი?
მეკითხება, მისი თვალები კი ურცხვად მათვალიერებენ. ცისფერი თვალები, ზღვისფერი..
-ბერლინი-თბილისი.
რაც შემიძლია მოკლე-მოკლე პასუხებს ვცემ. ცოტახანი დუმს, ისევ მათვალიერებს და ეღიმება, მე ვბრაზდები. თავხედი! ცოტახანი დუმს, ფიქრობს გააგრძელოს საუბარი თუ არა, მე უფრო და უფრო მაღიზიანებს. მერე ყველაზე გასაკვირ კითხვას მისვამს.
-ჩაიზე, რომ დაგპატიჟო?
-არ მიყვარს ჩაი.
-ნუთუ? ყავა?
-იცი..
-წამოსვლა არ გინდა?
გამომიჭირა.
-არა.
-იცი? მიყვარს პირდაპირი ხალხი. რეისამდე ერთი საათია, წამოდი დავლიოთ ყავა.
-მე..
ვყოყმანობ, არ ვიცი წავყვე თუ არა. მანიაკი, რომ აღმოჩნდეს?
-მეორეჯერ აღარ შემოგთავაზებ, ანა..
ჩემი სახელი საიდან იცის? გაშტებული, ცოტა დაბნეული და ეჭვის თვალით ვუყურებ მე.
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-არ ვიცი-ეცინება და ცისფერი თვალები უნათდება.-გავარტყი, ანა-ჩემს სახელს ისე ამბობს რა.. რაღაცნაირად. საერთოდაც ახლა დავაკვირდი, რაღაცნაირია.. ისეთი რა, ხო ხვდებით განსხვავებული..
-მე გეგი ვარ. დავლიოთ ყავა?
-დავლიოთ.
არ ვიცი რატომ დავთანხმდი, არც ის ვიცი ასე უცებ რატომ გამოჩნდა მასთან ერთად ყავის დალევის სურვილი. არც ის ვიცი უკან რატომ მივყვები. მგონი შევიშალე, არა, არა აშკარად შევიშალე. აეროპორტში მდებარე მყუდრო კაფეში ვსხდებით. მინტანი გვიახლოვდება, გვესალმება და გველოდება როდის შევუკვეთავთ.
-ერთი კაპუჩინო. ანა, შენ რას მიირთმევ?
ღიმილის მიყურებს, თან თვალს მიკრავს.
-ერთი ლიმნიანი ჩაი, თუ შეიძლება.
მიმტანს ვუღიმი და გეგისკენ ვიყურები, რომელსაც გაკვირვებულ მზერასთან ერთად სახეზე ღიმილი აქვს გადაკრობილი.
-ჩაი არ მიყვარსო..
-მიყვარს.
-მატყუარა გოგოები არ მიყვარს მე.
-იცი? არც მიკითხავს რა გიყვარს და რა არა.
ეცინება.
სულ რაღაც თხუთმეტი წუთია რაც ერთმანეთი "გავიცანით" ის კი უკვე მეასეჯერ იღიმის.
-წასვლა არ გინდა ხო?
-სად?
-თბილისში, ანა.
-მინდა.
ისევ ვიტყუები.
-არ მიყვარს მატყუარა გოგოებითქო..
საფერფლეს წინ იდგავს და კოლოფიდან ამოძრომილ ღერს უკიდებს.
-არ მინდა, მაგრამ ვალდებული ვარ.
გულდაწყვეტილი ვამბობ და არც მე ვაყოვნებ. სიგარეტს ვუკიდებ. ის პარლამენს ეწეოდა, მე მალბოროს..
ის ყავას სვავდა, მე ჩაის, თანაც ლიმნიანს.
-ვიცი, რომ არ მიპასუხებ ამიტომ არ გკითხავ.
სიგარეტის ბიჩოკს საფერფლეში "ჭეჭყავს" და ყავას სვავს.
აღარაფერი მიპასუხია. არც მას უკითხავს რაიმე ამის შემდეგ.მერე ჩუმად ვისხედით. ალბათ ეს სიჩუმე გაიყვანდა იმ ერთ საათსაც. მაკვირდებოდა, მე არ ვუყურებდი. ცისფერი თვალები სხეულის ყოველ დეტალს მიწვავდა. დისკომფორტს განვიცდიდი, გაქცევა მინდოდა. საერთოდაც რატომ გამოვყევი?
გონებაში ფიქრებით გართულს, თითებზე ცხელი, რბილი ტუჩები, რომ ვიგრძენი ერთიანად დამაჟრჟოლა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნია, რომ ჩემი ხელები თავის ხელებში მოექცია და თითებზე მაკვირდებოდა. დენდარტყმულივით გამოვგლიჯე ხელი. სახეზე ალბათ შეშლილს ვგავდი, გაეღიმა.
-არ გესიამოვნა?
ტვინს ამ სიტყვების გადახარშვა იმდენად გაუჭირდა, ხუთი წუთი ვდუმდი. მგონი ავადმყოფი მანიაკია! ღმერთო ეს სად ვარ.
-ავადმყოფი ხარ?
ისეთი ხმამაღალი ტონით ვუთხარი კაფეში მჯდომი ყველა ადამიანი ჩვენ გვიყურებდა, მერე შემრცხვა და ადგილი დავიკავე.
-არ გესიამოვნა?
კითხვა ისევ გამიმეორა. მე უფრო გავცოფდი.
-გიჟი ხარ?
-ვერ გეტყვი ვართქო, მაგრამ არც მთლად დალაგებული ვარ.
ისევ იღიმის, მე კი სადაცაა ჭკუიდან შევიშლები. ავადმყოფია ჩვეულებრივი.
სიმპატიური ავადმყოფი..
-გინდა გავიმეორო?
-რა?
დაბნეული ვეკითხები. ეღიმება, ისევ ისე..
-კოცნა, დამიერე ამჯერად გესიამოვნება.
-შეშლილი ხარ, ნამდვილი ავადმყოფი!
-მგონი მომწონხარ.
ღიმილი უფრო უფართოვდება, მე უფრო ვბრაზდები. ჩემ თავზე და ალბათ მასზეც..
-წავალ.
გამაფრთხილებლად ვეუბნები, მეც კი არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. ხმამაღლა ეცინება, ძალიან ხმამაღლა.
-არ გთხოვ დარჩი სანამ შენი რეისი იქნებათქო, იმიტომ კი არა, რომ არ მინდა, იმიტომ, რომ შენ გინდა ეს, მაგრამ არ იზავ, ჯიბრზე. არ იზავ იმიტომ, რომ გთხოვე. ადგები და წახვალ ისევ იქ დაჯდები სადაც რამოდენიმე ხნის წინ, შენ გადაწყვეტილებასაც ინანებ და უკან მორუნებაც მოგინდება, მაგრამ არ მობრუნდები. არც იმაშია პრობლემა, რომ მე გაკოცე, თითებზე მაგრამ მაინც.. მე კი არა შენ თავს უბრაზდები, რომ უცხო ადამიანის კოცნა ასე გესიამოვნა.
-გიჟი ხარ.
-შეიძლება.
მხრებს იჩეჩს და დარჩენი ყავას სვავს. მერე ფეხზე დგება ქურთუკს იცვამს და იხრება. ყურებთან მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობ.
-არ გაკოცებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ნახვის და კოცნის სურვილმა ჭკუიდან გადაგიყვანოს. ნახვამდის, ანა..
წავიდა,
აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა.
მე დამუნჯებული, დაშტერებული კი აქ დამტოვა.
*
თბილისს დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი უბრუნდებაო ხმები გავარდა. არ დავიჯერებდი სანდო ადამიანისგან, რომ არ გამეგო. ისეთი მომენტი იყო რა, ხო ხვდებით? პატარა იყო ძალიან აქედან, რომ წავიდა. ბერლინელი გოგო საქართველოში? წარმოუდგენელია გაძლოს და თუ გაძლო? ეგ ჩვეულებრივი სასწაულია. მომწონს მისი გარეგნობა, მომწონს, რომ დაბრუნება არ უნდა მაგრამ მაინც ჩამოდის. მომწონს, რომ მაინც უბრუნდება საქართველოს კერძოდ კი თბილის.
მომწონს, რომ სასწაული ჰქვია, თანაც ბერლინელი.
ახალი ამბები იწყება, აქ ჩვენთან თბილისსში.
მზად ვარ?
არ ვიცი.
იწყება, იწყება!
სასწაულები იწყება.
*



№1  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს. heart_eyes. kissing_heart
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline წევრი liar girl

ninuca)))
კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს. heart_eyes. kissing_heart

მადლობა, აუცილებლად მალე იქნება.

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

გავლენა
გავლენები
ძაან ეტყობა
შენ ნუცა არ ხარ
დიდი გავლენა ეტყობა ამ ისტორიას
ვერ წავიკითხავ,ვიცი
არ გეწყინოს:)

 


№4  offline წევრი Mmariami)

ჰომ კაი ვიცი რო გაბრაზებული ხარ
სამაგიეროდ მე ძალიან ძალიან დაბოღმილი ვარ
ჩვეულებრივად მშუუურს
რა ისტორია იქნება უკვე რომ წარმოვიდგეენ
იაა პრიამაა ვ შოკეე!
გეგის იმ გეგის ვამსგავსებ, ქერა და ცისფერთვალება! უკვე მიყვარს
თან ანოსაც როგორ მოუხდებაა
წყვილი იქნება პრელესწ.
ეს ისტორია ცუდად რო დააამთავრო აი მე არ ვიცი რა
მე არ ვიცი!
სასწაულებს ველოდები ❤️

 


№5  offline წევრი liar girl

Nia kvaratskhelia:)
გავლენა
გავლენები
ძაან ეტყობა
შენ ნუცა არ ხარ
დიდი გავლენა ეტყობა ამ ისტორიას
ვერ წავიკითხავ,ვიცი
არ გეწყინოს:)

არ მწყენია,
მაგრამ ვერ ვხვდები რა გავლენა ან გავლენები ეტყობა.
ხო, როგორც გინდა.

Mmariami)
ჰომ კაი ვიცი რო გაბრაზებული ხარ
სამაგიეროდ მე ძალიან ძალიან დაბოღმილი ვარ
ჩვეულებრივად მშუუურს
რა ისტორია იქნება უკვე რომ წარმოვიდგეენ
იაა პრიამაა ვ შოკეე!
გეგის იმ გეგის ვამსგავსებ, ქერა და ცისფერთვალება! უკვე მიყვარს
თან ანოსაც როგორ მოუხდებაა
წყვილი იქნება პრელესწ.
ეს ისტორია ცუდად რო დააამთავრო აი მე არ ვიცი რა
მე არ ვიცი!
სასწაულებს ველოდები ❤️

იყავი ეგრე დაბოღმილი, მეტის ღირსი ხარ. ვოტ-ტაკ!
მაინც არ გელაპარაები, აი ეგრე.

 


№6  offline წევრი Katastrofa

liar girl
Nia kvaratskhelia:)
გავლენა
გავლენები
ძაან ეტყობა
შენ ნუცა არ ხარ
დიდი გავლენა ეტყობა ამ ისტორიას
ვერ წავიკითხავ,ვიცი
არ გეწყინოს:)

არ მწყენია,
მაგრამ ვერ ვხვდები რა გავლენა ან გავლენები ეტყობა.
ხო, როგორც გინდა.

Mmariami)
ჰომ კაი ვიცი რო გაბრაზებული ხარ
სამაგიეროდ მე ძალიან ძალიან დაბოღმილი ვარ
ჩვეულებრივად მშუუურს
რა ისტორია იქნება უკვე რომ წარმოვიდგეენ
იაა პრიამაა ვ შოკეე!
გეგის იმ გეგის ვამსგავსებ, ქერა და ცისფერთვალება! უკვე მიყვარს
თან ანოსაც როგორ მოუხდებაა
წყვილი იქნება პრელესწ.
ეს ისტორია ცუდად რო დააამთავრო აი მე არ ვიცი რა
მე არ ვიცი!
სასწაულებს ველოდები ❤️

იყავი ეგრე დაბოღმილი, მეტის ღირსი ხარ. ვოტ-ტაკ!
მაინც არ გელაპარაები, აი ეგრე.

ღმერთო ჩემო რა საყვარლები ხართ ❤ მე ვგიჟდები თქვენზე ^^ ❤

 


№7  offline წევრი liar girl

Katastrofa
liar girl
Nia kvaratskhelia:)
გავლენა
გავლენები
ძაან ეტყობა
შენ ნუცა არ ხარ
დიდი გავლენა ეტყობა ამ ისტორიას
ვერ წავიკითხავ,ვიცი
არ გეწყინოს:)

არ მწყენია,
მაგრამ ვერ ვხვდები რა გავლენა ან გავლენები ეტყობა.
ხო, როგორც გინდა.

Mmariami)
ჰომ კაი ვიცი რო გაბრაზებული ხარ
სამაგიეროდ მე ძალიან ძალიან დაბოღმილი ვარ
ჩვეულებრივად მშუუურს
რა ისტორია იქნება უკვე რომ წარმოვიდგეენ
იაა პრიამაა ვ შოკეე!
გეგის იმ გეგის ვამსგავსებ, ქერა და ცისფერთვალება! უკვე მიყვარს
თან ანოსაც როგორ მოუხდებაა
წყვილი იქნება პრელესწ.
ეს ისტორია ცუდად რო დააამთავრო აი მე არ ვიცი რა
მე არ ვიცი!
სასწაულებს ველოდები ❤️

იყავი ეგრე დაბოღმილი, მეტის ღირსი ხარ. ვოტ-ტაკ!
მაინც არ გელაპარაები, აი ეგრე.

ღმერთო ჩემო რა საყვარლები ხართ ❤ მე ვგიჟდები თქვენზე ^^ ❤

ვაიმე!!
ჩვენ თქვენზე ვგიჟდებით ხალხნო!

 


№8  offline მოდერი ენემი

ძაან მაგარია მიხარია ასე მალე რომ დაიწყე ახალი ისტორია , მარა რაც მართალია მართალია შენგან დრამებს ველი მუდამ, მაგრამ გამაოცე პირველივე თავიდან. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ HEPPY END-ი ექნება თანაც გამაოგნებელი და საოცარი . მაგარი ხარ ნუცი heart_eyes kissing_heart

 


№9  offline წევრი lilearchvadze:)

მალე გააგრძელე რაა <3

 


№10 სტუმარი Mea

საყვარელო, არ აგრძელებ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent