შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 1)


9-04-2017, 13:18
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 733

-გიყვარს და უთხარი რა! რამდენ ხანს უნდა იარო ასე, ვერ ვხვდები-უკვე მეასედ უმეორებდა ამ სიტყვებს რატი ირაკლის
-ვერ ვეტყვი რატი, ვერა ვახ! არ იცნობ? იმ დიდი ტკივილის მერე აღარ უნდა არც შეყვარებული, არც ქმარი და არც არავინ ეგეთი
-ირაკლი შენ რაიცი რა უნდა და რა არა გამაგებინე? დარწმუნებული ვარ ლილეს არ უთქვამს ეგ სიტყვები და რატომ გჯერა ასე ძალიან?-უფრო მიუახლოვდა მეგობარს და დარბილებული ტონით მიმართა ირაკლის
-რატი როგორც კი შევხედავ თვალებში, მაშინვე ვხედავ, რომ არ არის მზად. ვერ შემხვდება ისე, როგორც მე მოვთოვ ხვდები? არ შემიძლია ყველაფერი ჩემს გრძნობებზე საუბრით გავაფუჭო, ასე მეგობრად მაინც მყავს ახლოს, მერე საერთოდ თვალებშიც ვეღარ შევხედავთ ერთმანეთს!
-არ ხარ ირაკლი მართალლი, არა!-რატიმ დანანებით წარმოთქვა და მეგობარს შეაჩერდა, რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.
მაღვიძარა რეკავს. უკვე გამხდარა 6:30, არადა როგორ უნდა ამ წამს ძილის შებრუნება ლილეს. მარცხნივ იხედება და ეღიმება, გუშინ მის გვერდით ჩაძინებული შვილის დანახვაზე. ცდილობს ჩუმად, ხმაურის გარეშე წამოდგეს, რომ ბიჭის გაღვიძების მიზეზი არ გახდეს. ისედაც შუაღამამდე ებუტბუტებოდა ლილეს, რა მაგრად თამაშობს სკოლაში ახალნასწავლ ჭადრაკს. ლილემ მობუზულმა შეირბინა აბაზანაში და სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. დაინახა, როგორ უმზერდა 35 წლის ქალი, რომლის მხებზეც იმდენი რამ იყო... სარკეს თვალი უცებ მოსწყვიტა და გამოცოცხლდა, სამსახურში წასასვლელად მზადება დაიწყო. მოწესრიგდა, ჩაიცვა, ჩანთა აიღო და უხმაუროდ, თითისწვერებზე მიდიოდა კოლიდორის გავლით კარისკენ, როცა ჩურჩული მოესმა:
- დედიკო, დეე დაიცადე-მაინც გაუღვიძებია მატათა.
- მატათა დე, მიდი დაიძინე, რატო ადექი-ჩაეხუტა შვილს და თბილად მოეხვია.
- რავი, გამეღვიძა და გაცილებ-მოგუდული ხმით განუცხადა ბიჭმა.
- კარგი, მიდი დაიძინე ცოტახანს, მერე სკოლაში ჭკვიანად იყავი, ბებოსაც დაუჯერე იცოდე და ...
- საღამოს შოკოლადს ამომიტან...-დაასრულა დედიკოს დაწყებული ფრაზა ღიმილით. ლილემაც გაუღიმა, თავზე აკოცა და საჯდომზე ხელი მსუბუქად მიარტყა, ოთახისკენ უბიძგა, თვითონ კი კარისკენ წავიდა.
..................
სამსახურში მისულმა სწრაფად მოირგო ფორმა, საშვიც მიიმაგრა და განრიგს გადახედა. დღეს 4 ოპერაცია ჰქონდა. არა, არა, როგორც თქვენ ფიქრობთ, ქირურგი არ არის, საოპერაციოს მედდაა, კლინიკა Rednice-ის ახალი საოპერაციოს მთავარი, უფროსი მედდა. მატათასთვის ეს კარგად ჟღერს. ამბობს ხოლმე, იცით, დედაჩემი საოპერაციოს უფროსია და მის გარეშე ვერავინ შევა იქო. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ასეა. ლელა თავიდან ანგიოლოგიური განყოფილების მედდა იყო, მაგრამ იმდენად კომფორტული აღმოჩნდა მასთან მუშაობა, რომ ახლა სად აღარ ნახავთ. საქართველოში რომ პირველი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაკეთდა, იქაც ლილე ეხმარებოდა ქირურგებს. უნდა გენახათ, როგორ ამაყობდა ამით მატათა. 8 წლის ბიჭისთვის ნამდვილად საინტერესოა დედიკოს სამუშაო, სამაგალითოც, ლილე ხომ ძალიან ბევრს უყვება ცუდად მყოფ ადამიანებზე, რომლებიც ექიმების ჩარებით ბოლოს ძალიან, ძალიან კარგად გახდნენ. ისე, იმაზე ბევრად ბავშვურად ვსაუბრობ, ვიდრე მატათას შეეფერება. რომ იცოდეთ როგორი ჭკვიანი ბიჭია....
ლილემ გასახდელი დატოვა და ლიფტი გამოიძახა, ზემოთ ასასვლელად. ლიფტიც გაიღო და მომღიმარი ირაკლიც გამოჩნდა. ირაკლი ცქიტიშვილი- კლინიკა რედნაისის გერერალური დირექტორი.
- როგორ ხარ ლილე?
- კარგად, ბატონო ირაკლი, თქვენ?
- რავი, არამიშავს. „თქვენ“ მეწყინა შენგან, მაგრამ გადავიტან. ხომ არ იცი, ლევანს დღეს რამე სერიოზული აქვს? - ჰკითხა ირაკლიმ კლინიკის ანგიოლოგიური განყოფილების უფროსზე
- არა, სერიოზული არაფერი თორემ გრაფიკში აუცილებლად მექნებოდა...
- ხო, ვიცი, ლევანის ფავორიტი ხარ. სხვა ექთანთან ვერ მუშაობს და მის ჩხუბსაც შევესწარი, შენ რომ პლასტკურ ქირურგთან გაგიშვეს. გაბრაზდა, როცა მე მჭირდება ლილე სხვასთან რატომ უშვებთ, ჩემი ექთანია ლილე და სხვა არავინ არ მინდაო- გაეღიმა ირაკლის
- იმდენი წელია ერთად ვმუშაობთ, რომ....
- რომ ყოველთვის იცი, რა სჭირდება... -დაასრულა ფრაზა ლევანმა და გაღებულ კარში გავიდა-შეხვედრამდე ლილე!
- შეხვედრამდე, ბატონო ირაკლი! - მსუბუქი თავის დაკვრით დაემშვიდობა ლილეც.
მოდით, ახლა ირაკლიზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას. ირაკლი ცქიტიშვილი-37 წლის სიმპატიური კაცი, რომელიც ლილეს ყოველთვის განსაკუთრებული ღიმილით ეგებება. ლილეც ამჩნევს, რომ მასთან სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ გაურბის ამ თემას. არ უნდა უფრო „გაართულოს“ ყველაფერი. გაართულოს მისთვის, თორემ აბა ირაკლის ჰკითხოს?! ირაკლის ვერ გეტყვით რა დამოკიდებულება აქვს ლილეს მიმართ, მაგრამ უბრალოდ უფროსი რომ არაა, ეს აშკარაა. ირაკლის უბრალოდ არ გაუმართლა ცხოვრებაში. ცოლი გარიგებით შერთეს.ისინი ქორწინებიდან 2 წელიწადში დაშორდნენ. ქალიშვილიც შეეძინათ მანამდე, რომელიც ახლა 13 წლის არის-ანანო. სამწუხაროდ დედამისი მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა 5 წლის იყო. ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, როცა ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად მიდიოდა. ეს ამბავი ანანომაც და ირაკლიმაც რთულად გადაიტანეს, იმის მიუხედავად, რომ ირაკლის არ უყვარდა ცოლი, ოჯახი მისთვის ბევრს ნიშნავდა და ძალიან დიდ პატივს სცემდა. არც თეას არ უყვარდა ირაკლი და განქორწინების გადაწყვეტილებაც ერთობლივი იყო. მანამდე არ გაეყარნენ, რადგან ბავშვი თვეების იყო და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მის მოვლაში. ანანოს უკვე 8 წელია მამიკო ზრდის, რომელიც მსოფლიოში ყველას ურჩევნია. თავიდან ანანოს წაყვანა მისი ცოლის დედამ მოინდომა,დედამისმაც შესთავაზა ბავშვის თავისთან გადაყვანა ცქიტიშვილს, მაგრამ არ მიატოვა ქალიშვილი ირაკლიმ. მყარად დადგა და დაიწყეს ოჯახური ცხოვრება- 5 წლის ანანომ და 29 წლის ირაკლიმ. ეს მარტივი რა თქმა უნდა არ ყოფილა, მაგრამ დედის დახმარებით და დიდი სიყვარულით ყველაფერს უმკლავდეოდა და დღემდე უმკლავდება იკა. უკვე ვეღარც წარმოუდგენია ცხოვრება მისი ანგელოზის გარეშე. ანანოა მისი ენერგიის წყარო და ბედნიერების სხივი.
ისე, ხედავთ რამდენი საერთო აქვთ ლილეს და ირაკლის?
აჰ, მართალია, მართალი, ლილეზე ჯერ თქვენთვის არაფერი მითქვამს. მაგრამ მოდით, ეს ცოტა ხნით გადავდოთ.
-ირაკლი, თავს წაგაცლი იცოდე!-ლიფტიდან გამომავალს ირაკლის რატი შეეჩეხა.

------------
მოგესალმებით პირველ რიგში მინდა გამიზიაროთ შთაბეჭიდილებები ისტორიაზე. ღირს თუ არა გაგრძელება... მესმის, რთულია პირველივე თავით გასაზღვრა, მაგრამ...
მეორე თავს დავდებ ხვალ ან ზეგ



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რომ მივხვდი ფოტოზე გამოსახული ბიჭი ექიმი იყო მაშინვე შემოვვარდი და ჩავიკითხე უცებ. ვგიჟდბეი ექიმებზე მე და ყველა ვარიანტში წავიკითხავ ისტორიას მითუმეტეს პირველივე თავის პირობაზეც კარგი იყო და პროგრესი რომ იქნება დარწმუნებული ვარ.იმედია მალე დადებ და დიდი თავი ქიენაბ თორემ ეს ნამცეცა იყო

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია და გააგრძელე.თავები გაზარდე ოღონდ რა,თუ არადა არ დაწერო საინტერესოდ smile (ვხუმრობ).პირველი 5ავიდან ეტყობა რომ კარგი და საინტერესოდ გააგრძელებ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent