ცისარტყელა (სრულიად)
ვუყურებ ხალხის ბედნიერ სახეს და მეღიმება. გარეთ წვიმს. ამინდი ისევ ისე ურევს. მოსული აპრილი, მაგრამ მარტის შემორჩენილი სიგიჟეებით. ჩაის სახლში თბილა, მაგრამ ჩემში ისევ დიდი ყინულის ლოდია,რომელიც ვეღარ გალღვა და ასე მგონია არც აპირებს. ჩემს წინ მაგიდას ვუყურებ,სადაც წყვილი ზის. ბიჭი გოგონას ნატიფ თითებს უსვამს ხელს,მას კი მორცხვად ეღიმება. ამ უბრალო მოძრაობაშიც იმხელა სიყვარული იგრძნობოდა თეთრი შურით შემშურდა. ძალიან საყვარელი გოგოა. ლოყები,როგორც ჩანს ყოველთვის აწითლებული აქვს. მე ჩაის შევექცევი და ისევ მწვანეებს ვაკვირდები. გოგონას თვალებს,რომელიც ასე იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. ხუჭუჭა თმებს, რომელიც „ვერ ლაგდება“ ვერასოდეს (საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.) და საოცრად ლამაზ თითებს,რომელსაც ნათლად ეტყობა,რომ კარგად უვლის. აშკარად მწველ მზერას გრძნობს და ჩემსკენ იხედება, მე-ფანჯრის მხარეს ვატრიალებ თავს უხერხულობა,რომ არ ვაგრძნობინო. ამინდს გავხედე და სითბოს მიუხედავად მაინც გამაკანკალა. პლედი კიდევ უფრო მჭირდროდ მოვიხვიე და გავაგრძელე თვალების ცეცება „დედაბერი ქალივით.“ მიყვარს ასეთი ამინდი. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ფინჯან ჩაისთან ერთად და ვათვალიერებდე ხალხს ან კიდევ ვფიქრობდე სრულიად არაფერზე. რადგან ვიცი,რომ მე საერთოდ არსად არ ვარ. არავისთან. არაფერში. ისევ წყვილს ვუყურებ და რატომღაც მინდა ორივეს ჩავეხუტო. შემდეგ ვდგები დუტს ვიცვამ, ჩაის ფულს ვტოვებ და შენობიდან გამოვდივარ. დავყურებ ჩემს ფერად ბოტებს და მეღიმება,რადგან შემიძლია გუბეებში „გავტოპო“ და ფეხების დასველების არანირი შიში არ მქონდეს. მეც დავდივარ ასე გიჟივით და ვკისკისებ. არ ვიმჩნევ ზოგიერთი გამვლელის ირონიულ ჩაცინებას და წამოძახებას: „მგონი გაგიჟდა.“ და რომ დავუფიქრდეთ თითოეულ ადამიანში დევს საკუთარი წილი სიგიჟე,რომელიც დროთა განმავლობაში გამოდის სააშკარაოზე, მაგრამ ისიც ფაქტია,რომ მე დიდი ხანია ჩემებურად ვაფრენ. ისე ვარ ფიქრებში გართული ძლივს ვგრძნობ მხარზე ხელის ჩავლებას,რომელიც ადგილზე მაჯაჭვებს. ერთი თავით მაღალ სილუეტს ავყურებ და ცისარტყელას ვაწყდები მის თვალებში და ეს იმდენად უჩვეულოა გული მიჩქარდება, ვიბნევი და იმასაც კი ვერ ვეკითხები თუ რა უნდა. -პატარა ბავშვი ხარ? მეკითხება თვალების ბრიალით და კიდევ უფრო მაგრად მიჭერს ხელს. ტკივილი აზრზე მოსვლაში მეხმარება და ბიჭს გამწარებული ვუბღვერ. მერე კი საერთოდ მავიწყდება ცისარტყელები. -და რა გნებავთ? ხელი გამიშვით და თვალები შემდეგ აბრიალეთ! -კიდევ რა მინდა გოგო? -სადაცაა გაგიჟდება.-მთლიანად მაბანავე ლაფში და კიდევ რა მინდა? რომ დახტიხარ ჩერჩეტი ბავშვივით ამ გუბეებში ნორმალურია? ყვიროდა უკვე ცისარტყელა. -თავი რამეს მიარტყი შვილო ჩემო? ვეკითხები სიცილით და გაბრაზებას ვეღარ ვახერხებ იმდენად სასაცილოა.-თუ ხედავ,რომ დავხტივარ ვერ გამერიდები? რაღა ფეხებში მებლანდები? -გადამრევ შენ მე! შეხვედრაზე ასეთი როგორ შევიდე? წყნარდება ნელ-ნელა ის. მე ჩანთიდან სველ სალფეტკს ვიღებ და მისი სმოკინგის გაწმენდას ვიწყებ,რომელიც საოცრედ უხდება მის სხეულს. ბიჭი ჯერ კიდევ გაკვირვებულია. -გიჟი ხარ? მეკითხება ხარხარით. მეც ძალიან ნელა ვუქნევ თავს. -ვარ. შემდეგ სალფეტკს მართმევს, ნაგვის ურნაში აგდებს და შენობისაკენ მივყავარ. -აქ იყავი, მე ზუსტად ნახევარ საათში დავბრუნდები, არ წახვიდე,თორემ მაინც გიპოვი! მელაპარაკება თითის ქნევით და შემდეგ ქრება. მე კი ვზივარ და ველოდები. თითქოს დასჯილი ვარ და დივნიდან ადგომის უფლება არ მაქვს. მერე ჩემგან დამოუკიდებლად მის თვალებზე ვიწყებ ფიქრს, სადაც ზუსტად ცისარტყელის შვიდივე ფერია მოქცეული. სიგიჟეა! მაგრამ ასეა. მერე მახსენდება მისი ბოხი ხმა,რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმის ახლაც ყურში და მეღიმება. ცოტახანში დივანის ოდნავ ჩაწევას ვგრძნობ და იძულებული ვარ მოვშორდე ჩემს ფიქრებს და გვერდზე გავიხედო. ისევ ყველა’ფერს ვაწყდები და მეცინება. -შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ვეკითხები უჩვეულოდ თავისუფლად და ასე მგონია,რომ დიდი ხანია ვიცნობ. -თუ ხალხის გაოცებულ სახეებს დავივიწყებ,რომლებიც თვალებს ჩემს სამოსზე დააკვესებდნენ გადასარევად. მუხლებზე ირტყამს ხელებს და ეცინება. -მშვენიალურია. -როგორია? სიცილისგან ყირავდება ის.-დაჟე შენი ლექსიკონით მოძრაობ? -და შენ ასე ჟარგონებით ლაპარაკობ შეხვედრაზე? -რა შუაშია? ვერ ხვდება ცისარტყელა. -იმ შუალაა,რომ სიტყვებზე ნუ მეკიდები. სახეზე წითლდებადა წყალს მთხოვს მოსულიერებისთვის. -აუ ტო! მართლა მაგრად გაკლია და რა გავაკეთო? -არაფერი! შენ მთხოვე დაგლოდებოდი ასე რომ ამიტანე. მეცინება ისევ. -ცოტა რთული მისიაა, მაგრამ გავუმკლავდები. -შენც არანაკლები მასხარა ხარ. -ნუ ეგ ცნობილი ფაქტია. იფერებს და შემდეგ აგრძელებს.-გავუგებთ ერთმანეთს. -ხო, ალბათ. გავიკრიჭე მე. და საერთოდ თავს ვერ ვგრძნობ ამ ადამიანის გვერდზე არაკომფორტულად. ვერ ვიჯერებ რომ უცხოა და მე ასე თავისუფლად ველაპარაები. ალბათ იმიტომ,რომ ზედმეტად ჩემნაირი მგონია. ზედმეტად ახლობელი. -წამო. დივნიდან მაგდებს და კარისაკენ მიბიძგებს. -რა იყო მიტაცებ? სიცილით ვეკითხები. სახეზე ფერები გადასდის და ხარხარით მეუბნება: -არა! ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ ცხელ შოკოლადზე გეპატიჟები, აქვე. მანქანაში ნაზი მოძრაობით ვჯდები. შემდეგ კი გონებაში განგაშის სიგნალი ირთვება. მე. ანამარია ჯაყელი. გოგო,რომელიც ცხოვრებაში არავის არსად არ გაჰყოლია, ახლა, სრულიად თავისუფლად ვზივარ ჩემნაირად „ვერ დალაგებული“ ბიჭის გვერდზე, რომლის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცი. არც სახელი. არც გვარი. არც ის თუ რას წარმოადგენს. ალბათ ცისარტყელას ბრალია,რომელიც ასე იწვევს აღფრთოვანებას ჩემში. მინაზე დაცემულ წვეთებს ვუყურებ და რატომღაც მომწონს ეს სიტუაცია. ალბათ იმიტომ,რომ უცხოსთან საუბარი უფრო საინტერესოა და ნაკლებად ხარ შებოჭილი. შეგიძლია ესაუბრო ნებისმიერ სისულელეზე და არ შეგრცხვეს, რადგან იცი, რომ მეორე დღეს ვეღარ შეგხვდება. მაგრამ... და ხო ისევ ჩნდება მაგრამ... თბილისი პატარაა და ჩვენს ქალაქში ყველაფერი ხდება. უნდა გჯეროდეს დამთხვევების. ბედისწერის. დაუსრულებელი სიგიჟის. უცებ მოსული სიყვარულის და ნამდვილი მეგობრობის. ახლა ნიტას სახეს წარმოვიდგენ. რომ მხედავდეს ასეთ სიტუაციაში ალბათ გულის შეტევას მიიღებდა, იქამდე კი დამიწივლებდა: -არ არსებობს! ალბათ ჰალუცინაციები მჭირს! ამას რას ხედავს ჩემი თვალები შენ და უცხოსთან? გოგო რამე მოგაწევინეს? ძალიან მაგრად მეცინება და თვალები მიცრემლიანდება. ვხვდები,რომ უსაშველოდ დიდია მონატრების გრძნობა. როდესაც უამრავი კილომეტრი გაშორებს და ვიზის ჩარტყმასაც ძალიან გიწელავენ. ეს არის კატასტროფა. რადგანაც უსაზღვრო მონატრებიდან გაგიჟებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. როგორც სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. შემდეგ სახეს უცნობისაკენ ვაბრუნებ და ძალიან ჩუმად ვეკითხები, თითქოს არ მინდა ეს დუმილი დაინგრეს ან ეს ფიქრები,რომლებიც მიტევს. და მადლობელი ვარ აცრემლიანებული თვალების დაიგნორების გამო. რატომღაც მგონია,რომ ჩემი უთქმელად ესმის და მიხარია. -საით? -მარჯანიშვილზე. ძალიან თბილად მპასუხობს ის. -მგონია,რომ დიდი ხანია გიცნობ. მეღიმება ისევ. -რატომ? -აბა გული გიგრძნობდა,რომ ვგიჟდებოდი მარჯანიშვილის ცხელ შოკოლადზე? -დამთხვევების გჯერა? მეკითხება დამაბნევლად. -დაახლოებით. -ხოდა დაიჯერე. მპასუხობს უჩვეულოდ მოწყენილი.-რადგან მეც ძალიან მიყვარს. შემდეგ კი ეღიმება. მე ვიბნევი,რადგან ან ზედმეტად თავისებურია ან თამაშობს იმიტომ,რომ წამებში ასეთი გარდასახვა შეუძლებლად მეჩვენება. ჯერ მაგდონალცთან აჩერებს და იქიდან ნახევარი საათის მერე ბრუნდება. ომ გამოვლილს გავს. -არ ვიცოდი რა გიყვარდა ასე, რომ ყველაფერი წამოვიღე. -რატო შეწუხდი? ვეკითხები დარცხვენილი და ვგრძნობ ლოყები როგორ მიწითლდება. -აბა შეწუხება? ეცინება მას.-ეხლა ცხელი შოკოლადი ვიყიდოთ და ჩემთვის ძალიან საყვარელ ადგილას წაგიყვან. -და სად არის ეგ საყვარელი ადგილი? -მოთმინება. მე თითებით დუტის შესაკრავს ვაწვალებ და რატომღაც პანიკის შეტევას ვგრძნობ. -მანიაკი არ ვარ! სიცილით იწყებს უცნობი.-უბრალოდ მოდუნდი და ნუ გეშინია. -ფსიქოლოგი ხარ? ვამბობ გაოცებული და წვიმიან ქვაფენილს ვუყურებ. -არა! უბრალოდ იმდენად ჩემნაირი ხარ, რომ მეშინია კიდეც, რადგაც ასე ერთი შეხედვით შენი თითოეული ემოციის დაჭერა შემიძლია. ისიც ვიცი, რომ გაინტერესებს რა მქვია, რატომ დაგატარებ ასე გიჯივით და რატომ მიმყავრხარ მაინც და მაინც შენ ჩემს საყვარელ ადგილას. -როგორ აკეთებ ამას? ენას ძლივს ვატრიალებ მე. და მინდა მიწა გამისკდეს და სადმე უფსკრულში ჩავვარდე. რადგან ვიცი ახლაც გრძნობს ჩემს დაბნევას. გაოცებას. და ზუსტად ვიცი ეს ახარებს, რადგან ამ ყველაფრის თავი და თავი თავადაა. -მე კი არა შენ აკეთებ. თვალს მიკრავს და მანქანიდან გადადის. და მე არ ვიცი რა ქვია ჩემს ახლდანდელ მდგომარეობას. უნდა ვიტირო თუ ვიცინო. წამიერად ვიფიქრე გავიქცევი მეთქი, მაგრამ არა. ან ვერა. რადგან ზედმეტად მომწონს მის გვერდზე ჯდომა და უბრალოდ ფიქრიც. ამ დროს ზედმეტად თავისუფალი ვარ. შემიძლია ვიფიქრო დაუსრულებლივ და არავინ შემიშალოს ხელი. არ ვიცი რა მემართება. როგორ ვჩერდები, მაგრამ ფაქტია ჩემში რაღაც იცვლება. მოკლე დროში და ძალიან სწრაფად. სიცივისგან მაკანკალებს, მაგრამ მსიამოვნებს, რადგან მაფხიზლებს და გათიშული ტვინი მუშაობას იწყებს. ვუყურებ ცისარტყელას, რომელიც ნელ-ნელა სველდება, მაგრამ ცხელი შოკოლადის სიყვარულის გამო არ ნებდება. შემდეგ მისთვის უჩვეულოდ წყნარად ჯდება მანქანაში, ცხელ შოკოლადს მაწვდის და ახალი აღმაშენებლისაკენ აგრძელებს მოძრაობას. -ეს ის ადგილია სადაც უახლოესი ძმაკაცებიც კი არ მომიყვანია ჯერ. მიღიმის ის.-მე ვაკო მქვია. -თავს უხერხულად ვგრძნობ პირველობას რომ ვართმევ შენს მეგობრებს.- ანამარია. ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად, ის კი ჩემს ხელს ნაზად იქცევს თავისაში და ჯელტმენურად მკონცის. შემდეგ სადარბაზოსაკენ მანიშნებს. სართულებზე ზემოთ ასვლის მიუხედავად ქვემოთ ჩავყავარ. უსასრულობაში. ერთადერთი კარებია. ცისარტყელას ფერებში ისიც. მე ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და მეღიმება. სახლში შევდივართ. ვაკო სამზარეულოსაკენ იღებს მიმართულებას. მე-მისაღებისკენ. თავი იდეალურ სამყაროში მგონია და ფქირობ,რომ ქალაქში კი არა გალაქტიკაში ვარ. მრგვალი მაგიდა და ორი სკამი დგას. ერთ კედელზე პლანეტები ხატია. მეორეზე უბრალოდ ფერთაგამაა გამოსახული. მესამე კედელზე კი ღია ცისფერის ფონზე ფოტოებია გაკრული. პატარა ვაკოსი და სავარაუდოდ მისი მეგობრებისა და ოჯახის. იმდენად მშვიდად ვგრძნობ თავს, მგონია რომ ეს ჩემი მეორე სახლია. -მოგწონს? მეკითხება და სახეზე მოუთმენლობა აღბეჭვდია. -იდეალურსაც ვერ დაარქმევ იმდენად მაგარია. ვამბობ აღტაცებით და ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. არ მინდა რამე გამომრჩეს. მინდა ყველაფერი ჩავიბეჭდო გონებაში და შემდეგ ფინჯან ჩაისთან ერთად ძალიან ნელა ვიხსენებდე. ვფიქრობ,რომ ადამიანს ცხოვრებაში რაც გააჩნია ყველაზე ძვირფასი აქედან ერთ-ერთი მოგონებებია. რომლებიც ყოველთვის ცხოვრობენ ჩვენს გონებაში და არ გვასვენებენ. ყოველდღე პატარ-პატარა კარგი ან ცუდი ამბით გვახსენებნ თავს და ჩვენც მოგონების შესაფერის ხასიათზე ვდგებით. ცხელ ყავას მაწვდის და მეოთხე კედელთან მდგარი პუფებისაკენ მიბიძგებს, რომლებიც მე რამდენიმე წუთის წინ ვერც კი შევამჩნიე. -ანუ მოგეწონა? კიდევ ერთხელ ამოწმებს და ჩემს თანხმობაზე ბავშვურად ეღიმება. -ყველაფერი შენ დახატე? ვეკითხები მე. -კი. ეს ადგილი საერთოდ იმიტომ ავარჩიე,რომ გარესამყაროსთან თან ახლოს ხარ, თან არა. ორი სართულით მინუსებში კი იმიტომ ჩამოვიწიე, რომ ტელეფონი არ იჭერს და მეც ყველაფერს ვეთიშები. პლუს ხატვისათვის ეს ადგილი მართლაც იდეალურია. ნებისმიერ დროს შემიძლია ვხატო და ამით არავინ შეწუხდეს. იმდენად მშვიდად და მონოტორულად საუბრობდა არ მინდოდა გაჩერებულიყო. და მეც ზუსტად ვიცი მისი მოსმენით არასოდეს დავიღლები. რადგანაც ფიქრობს იგივეს და ამბობს, რასაც მე ვიტყოდი მის ადგილზე. ეს ფიქრების არ გაზიარება, მაგრამ დამთხვევები მომწონს. მაგრძნობინებს, რომ რაღაც ახალი და საინტერესო იწყება და მოულოდნელად მაკანკალებს. -ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. -გითხარი უკვე შენც რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ ანამარია? მეკითხება რაღაცნაირად ამღვრეული თვალებით. მე უარყოფის ნიშნად თავს ვუქნევ. -ხოდა იცოდე, იყავი ასეთი განსხვავებული და ძალიან შნეული, არასოდეს არ შეიცვალო არავის გამო, მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ. ახლა კი წამოდი ვჭამოთ. თვალები მინათდება. შემდეგ მახსენდება,რომ დღეს არაფერი მიჭამია. -გშია? ეცინება ცისარტყელას. -მგელივით. ვხარხარებ მე.-ჭამა ისეთი რამაა, რაზეც უარს ვერასოდეს ვერ ვამბობ. -კუჭის მონა ხარ? ახლა ის ხარხარებს.-ისე არაფერი არ გეტყობა, ჩხირივით ხარ, სული რო შეგიბერო წაიქცევი. -ენას მოუხმე ბიჭო. სიცილით ვპასუხობ მე. შემდეგ ძალიან ნელი ნაბიჯებით წავედით სამზარეულოსაკენ. აქაც იმდენად თავისებურად ქონდა ყველაფერი მოწყობილი ჩემი ემოციები როგორ გამომეხატა არ ვიცოდი. ერთ კუთხეში მაცივარი ედგა თავისი ნახატებით გაფორმებული. მეორე მხარეს ყვითელი პუფები და შავი ძალიან პატარა მაგიდა, რომელზეც დღეს ნაყიდი საკვები იდო. კარადები კი სხვადასხვა იეროგლიფებით ქონდა მოხატული. -იმდენად მომწონს აქაურობა ჩაგისახლდებოდი. ჩემგან დამოუკიდებლად ვამბობ და მეცინება. -გადმოდი ხოდა. ამბობს ძალიან მტკიცე ხმით. მე ვიბნევი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და არ ვიცი რა ვთქვა. ჩემი ხუმრობა რეალობად აქცია. და ცოტა არ იყოს ნერვები მეშლება ჩემს უტაქტობაზე. -უბრალოდ ვიხუმრე. ვცდილობ ჩემი შეცდომა გამოვასწორო. -მე არ ვხუმრობ სამაგიეროდ და გთხოვ ნუ გავაბანალურებთ ამ დღეს. -გაბანალურებაში რას გულისხმობ? ვერ ვხვდები მე. -რას და, ზუსტად ვიცი, რომ მართლა იცხოვრებდი აქ და მეც სიამოვნებით მიგიღებდი. ახლა უბრალოდ ფიქრობ უცხოსთან და თან რამდენიმე საათის გაცნობილ ბიჭთან როგორ უნდა იცხოვრო, მაგრამ მერე რა? ხოარ გჭამ? უბრალოდ ძალიან მაგარი ოთახის მეზობელი იქნებოდი. ეღიმება. მეც ვეშვები, მაგრამ პასუხი არ მაქვს. -ხომ იცი, რომ არ გამოვა? ვპასუხობ ცოტა მორიდებით მე. -არადა ზუსტად ვიცი, რომ გამოვა. დარწმუნებულიც კი ვარ. -არა ვაკო, ეს ის თემაა რაშიც დღეს მაინც ვერ მოვრიგდებით. -რატომ ანამარია? და იმდენად სხვანაირი მომეჩვენა ჩემი სახელი იმდენად უჩვეულოდ იყო წარმოთქმული და იმხელა გრძნობას იტევდა დამეფიცება კიდევ ერთხელ, რომ ეთქვა გადმოდიო აუცილებლად დავთანხმდებოდი. -გოგოშკური ამბებია. თვალს ვუკრავ და ჩისბურგერს ვიღებ. -იფიქრე, არაფერს გაძალებ.-და როცა მიხვდები აქ გინდა გადმოსვლა იცოდე, რომ ყოველთვის მიპოვი. -კარგ,. ცისარტყელა. ვამბობ ძალიან ჩუმად. შემდეგ კი ვაკოს გაფართოებულ თვალებს ვაწყდები. -რა თქვი ახლა? -ცისარტყელა. ვბლუყუნებ მე. -და რას უწოდებ ცისარტყელას? აშკარად თავისი ფიქრების დამოწმებას ცდილობს. -შენს თვალებს, სადაც შვიდივე ფერს ვხედავ, სადაც ყველა ერთად ანათებს და რომელიც ძალიან მომწონს. მეღიმება ვაკოს სახეზე და ჩახუტების სურვილი მაქვს. -ხომ ვამბობდი ყველაზე ჩემეული ხარ თქო? -რატომ? ვეძიები მე. -შენც კარგად იცი. ძმაკაცებიც კი ვერ არქმევდნენ ჩემს თვალებს სახელს. შენ პირველივე დანახვისს მიხვდი, ზუსტად ვიცი, მაგიტომ გაგეღიმა შემოსასვლელი კარის დანახვაზე. -ასე როგორ ხვდები ჩემს აზრებს? -არადა ზუსტად ვიცი, შენც ისევე გესმის ჩემი და ჩემ ფიქრებს ისევე იჭერს როგორც მე. შემდეგ თავის პუფს ჩემთან ახლოს წევს და ძალიან თბილად მეხუტება. მეც არ მინდა ეს მომენტი გავაფუჭო, მაგრამ ერთი ძალიან მაგარი იდეა მიპყრობს. -ვისკის დალევ? -რატომაც არა! მითუმეტეს როცა ჩემი საყვარელი სასმელია. -ანუ სახლშიც მოგეპოვება? -ქერა გოგოს კითხვებით რატო მოძრაობ ამ წუთას ტო? ეცინება და მაცივრისაკენ მიდის. ვისკის ბოთლს ვუყურებ და ვხდები რამდენად მაგარი გემოვნება აქვს ამ ბიჭს. რამდენად ვემთხვევით და მეშინია ამდენი სიხარულისაგან გული არ გამისკდეს. -აშკარად შენს გემოვნებას „დავეცი.“ ეცინება და ყინულებიან ვისკის მიწვდის. -„დაეცი.“ ვიმეორებ მე და ძალიან მაგრად მეცინება. -ახლა იცი რას გაუმარჯოს? ვიწყებ ძალიან ფრთხილად და არ მინდა, რომ რამე გავაფუჭო.-მომავლ დღეებს, როცა მეც კარგად ვიცი და შენც, რომ თუ ერთმანეთს ასე შემთხვევით და გიჟურად ვერ შევხვდებით, მაინც გაგვახსენდება დღევანდელი ნათელი დღე. გაკვირვებული მიყურებს. მე კიდევ ვაგრძელებ. -კი ვაკო, ამ თავზე ჩამონგრეული ამინდის გარდა, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის ჩემთვის მაინც ნათელია, რადგან ასეთი ლამაზი, უცხო და მრავალფეროვანი დღე არასოდეს არ მქონია, ჩემი ყველა სიგიჟის მიუხედავად, ეს ყველაზე განსხვავებულია...უკვე მიყვარს ის დღე, როცა ამ ყველაფერს გავიხსენებ, ოღონდ ძალიან ნელა და ძალიან დეტალებში, რადგან დიდი ხანი მახსოვდეს ყველაფერი და იგივე ემოციას განვციდიდე ზუსტად რასაც ახლა. შემდეგ ერთი მოყუდებით ვცლი ჭიქას და ამღვრეული თვალებით ვიყურები, რადგან ვიცი დღევანდელი სიგიჟე დასასრულს მიუახლოვდა. -და მე ვფიქრობ.. რაღაცნაირად ჩახლეჩილი ხმით აგრძელებს ვაკო და ვხდები, რომ ყველა ჩემი ემოცია ბოლომდე მივიდა მასთან.-რომ ეს ყველაფერი დასასრული კი არა რაღაც ახლის დასაწყისია და ისიც ზუსტად ვიცი ამ ყველაფერს ერთად გავიხსენებთ ისევ ყინულიან ვისკისთან ერთად, რადგაც არ შეიძლება ეს იყოს ერთ დღიანი თავგადასავალი და უცებ დასრულდეს. მოულოდნელად დაწყებული ამბავი ბოლომდე გრძელდება, სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა სიგიჟეებით და მე ამის მჯერა და ზუსტად ვიცი შენც. მერე მოდის ძალიან ნაზად მკოცნის შუბლზე და ეღიმება. -და მაინც ჩემს ცისარტყელებს შენი ზღვა მირჩევნია. ისტერიულად მეცინება და ტირილი მინდება. ვერ ვხდები რამდენად უცებ გავიდა დრო და საათის ციფერბლატს ვუყურებ. არ მინდა ამ მომენტის დასრულება. უბრალოდ ადგომა და წასვლა. დამშვიდობება. რადგან ვიცი მეორე დღე ასეთი კარგი აღარ იქნება, რადგან არ მექნება ხელახლა გაცნობის საშუალება. -წასვლის დროა. ვამბობ ჩურჩულით და ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაგორებ სადღაც „ჯანდაბაში.’’ -არადა ზუსტად ვიცი დარჩენა გინდა. და ისიც კარგად იცი მეც მინდა, რომ დარჩე. -ყველაფერს თავისი სიგიჟის დროს აქვს. და ამ სიტყვებით ნათლად ვაგრძნობინებ, რომ არ სრულდება დღევანდელი და ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება. კარამდე მაცილებს და ქურთუკის აღებას აპირებს როცა ვაჩერებ. -არ გინდა მე თვითონ წავალ. -მჩაგრავ? შენ იცი ჩემი სახლი და მე არ უნდა ვიცოდე? ძალიან ხმამაღლა მეცინება. -გაიგებ. -ერთს გთხოვ ეს ხუჭუჭა და მუდამ გაბურძგნული თმები არასოდეს დაისწორო ჩემი ხათრით და არც შეიკრა. ნუ გგონია, რომ არ გიხდება, უბრალოდ მე ძალიან მომწონს გაშლილი და ბევრი. -ვერ ხარ კარგად, მაგრამ დაგიჯერებ. მერე დაახლოებით ნახევარი საათი ვდგავარ და ვეხუტები. თითქოს ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ და ბოლომდე ვისრუტავ მის ძალიან ცივ სურნელს, რომელიც ვხვდები რამდენად მაგიჟებს. მერე ნელა მივიწევ ცივილიზაციისაკენ და მეღიმება. იმ მომავალ რეაქციაზე, რომელიც ვაკოს ექნება მაგიდაზე სავიზიტო ბარათის დანახვისას. რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს. ზუსტად ვიცი ცივილიზაციას ისიც შემოუერთდა. ისე ვიღებ ტელეფონს არც ვუყურებ რა ნომერია, რადგან გული მიგრძნობს ცისარტყელაა. -რა სწრაფი ხარ! ვეუბნები სიცილით და ვხარხარებ. -ძალიან გაიძვერა გოგო ხარ. ახლა ის იცინის და აგრძელებს.-ხვალ ისევ ჩაის სახთან ორ საათზე და ისევ იმ ფერადებით დამხვდი. მითიშავს და მეც სულელურად მეღიმება. დასასრული. ესეც ასე. დაგიბრუნდით ახლი ისტორიით. ველი თქვენს შეფასებას. სიყვარულით ნიინე. ძალიან მომენატრეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.