ლელო (თავი 16) დასასრული.
- სულ რამოდენიმე თვე დარჩა. - ჰა? - რა ჰა… შვილის ყოლამდე სულ სულ ცოტა დარჩა. - მითხრა და ხელში ამიტაცა. კარიდან ისე გავედით, ტაშის ხმა არ გაჩერებულა. თავის მანქანაში ჩამსვა და თვითონ გვერდით მომისვა. - საით? - ბედნიერებისკენ. - ანუ? - ჩვენს ბუდეში, სულელო. - ცხვირზე ხელი დამკრა და ღვედი თავისი ხელით შემიკრა. მთელი გზა წინ ვიყურებოდი. არც სანდროსთვის შემიხედავს და არც იმ პატარა რგოლისთვის, რომელიც ამხელა მნიშვნელობის მატარებელი იყო და თითზე მქონდა ჩამოცმული. დაბნეული ვიყურებოდი წინ და ძლივს ვაცნობიერებდი, რომ ახლა მე დანიშნული ვიყავი. ახლაც ძლივს ვაცნობიერებ. ალბათ ორი კვირაა რაც გამოჩნდა და უკვე ცოლად მივყვები. ვინ იცის როგორ შეიცვალა? მეც შევამჩნიე ეს. თუმცა საშინლად მომწონს მისი ცვლილება. მომწონს როგორ საშინელი მზრუნველობითაც მიყურებს, ყოველთვის. მომწონს, რომ სულ ჩემთან უნდა ყოფნა. მომწონს ყველაფერი ძველი და მიყვარს ყველაფერი ახალი. და რა იქნება მერე? მეკო დედა გახდება? მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და არც კი ვიცი რა ქუჩაზე ვიყავი. სანდრომ მანქანას მოუარა და წინ გამიძღვა. - წამოდი. - სად ვართ? - ცოტაც… - პირველივე სართულზე, კარს გასაღები მოარგო და ბინაში შევიდა. ალბათ ადრე იქაურობის აღწერას მოვყვებოდი, ოთახების რაოდენობას, ფერებს, ავეჯს… ყველაფერს აღვწერდი. ახლა მოკლედ გეტყვით ორი სართული იყო გაერთიანებული. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება წვრილმანებისთვის, რადგან ყველაფრის დანახვაში ერთი რამ მიშლიდა ხელს. ბედნიერება. რომელიც ჩემს თვალებს აპკივით ჰქონდა გადაკრული. სანდრომ მოკლედ დამათვალიერებინა ყველაფერი და ბოლოს მეორე სართულისკენ გამიძღვა. ჩვენი საძინებელი მაჩვენა და გამოვიდა… ახლა აქ ვდგავარ გახევებული. სანდრო უკან მიდგას, წელზე ხელები აქვს შემოხვეული და სახე ჩემს ისერში ჩაურგია. - მოგწონს? - ლურჯია. - თანახმა ხარ? - ყელში ჩამჩურჩულებს. მე კი ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს. რა ჯანდაბა ხდება? სანდრო წინ მიდგება და ჩემს ხელებს თავისაში იქცევს. ხელებს დავყურებ და ვხვდები რომ მე ახლა ბედნიერი ვარ. ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, რომ ვიღაც ჩემზე ბოლომდე იზრუნვებდა. მინდოდა მცოდნოდა, რომ ვიღაც სიკვდილამდე დამიცავდა. ახლა კი ვიცი რომ ასეა. ის ჩემს მარწუხებში სამუდამოდ მოექცა და ვეღარასდროს გაითავისუფლებს თავს. ეგოისტურად ბედნიერი ვარ და გიჟურად მიხარია ყველაფერი. - გინდა მოსაფიქრებლად მარტო დაგტოვო? - მოსაფიქრებლად არა მაგრამ… - ხელით გვერდზე გავწიე და ისევ ოთახის თვალიერებას მოვყევი. - დაკვირვება მაცადე. - მოსაფიქრებლად არა? - უკვე მოვიფიქრე სანდრო. - ხო? - დარბაზშიც ხომ გითხარი?! ოთახი დიდი ზომისაა. კედლები ღია ცისფერია, მათზე თეთრი პატარ-პატარა ღრუბლები ეხატია, თეთრ ჭერზე კი მზე. კედელზე დიდი თეთრი კომოდია აკრული. ცენტრში კი დიდი თეთრი ბავშვის საწოლი დგას. - რაღას მიშტერებიხარ გოგო? - ჩვენ მომავალზე დავფიქრდი, ამ ოთახში. - რომელიც არ იქნება თუ ახლა აქ იდგები. - ხელში ამიტაცა და საძინებელში შემათრია. .. რა არარეალისტურად კარგად დამთავრდა ეს ყველაფერი არა? მაგრამ ასეც იყო საჭირო. რისთვის იწერება თითოეული ნაწარმოები, რატომ იღებენ ფილმებს, რატომ ხატავენ საოცრებებს? მწარე რეალობისგან მოსაწყვეტად ან მწარე რეალობის დასახატად. როცა გადავწყვიტე დამეწერა რამე სიყვარულზე, მაშინვე გადაწყვეტილი იყო, რომ მე მწარე რეალობისგან უნდა მომეწყვიტა საკუთარი თავი და თან წამეყოლებინეთ თქვენც. ხოდა, არასწორი იქნებოდა მწარე რეალობისგან მოსაწყვეტად მწარე ილუზიის შექმნა. ************* ასე მოკლე იმიტომაა, რომ ვთვლი მეტი აღარაფერია საჭირო. იმიტომ რომ ეს მოთხრობა მართლა რეალობისგან მოსაწყვეტად დავწერე და არ მინდოდა ამქვეყნიური სიმახინჯეებით უფრო დამესახიჩრებინა. მაპატიეთ ლოდინისთვის... უბრალოდ მაქსიმალურად გავწელე დრო იქნებ რამე მომსვლოდა თვში მაგრამ ასეა ეს. ასე იყო საჭირო. მეკო გემშვიდობებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.