შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...14...


11-04-2017, 23:12
ავტორი kethrine
ნანახია 2 201

მაინც რა ძნელია როცა, ორ საყვარელ ადამიანს შორის გაიძულებენ არჩევანის გაკეთებას. ვახტანგი არასოდეს შეურიგდებოდა, ქეთას და ირაკლის ურთიერთობას და ამას გოგონაც მიხვდა,მიხვდა მაშინ, როცა ავადმყოფმა მამამ,ისევ ცადა გოგონას დარწმუნება.

მშობელი, მამა, მერე რა რომ საწოლთან ყოველ ღამეს არ გვითევს, მერე რა, რომ დილას და საღამოს ხედავ, ფანჯარაში იყურები და ელოდები როდის მოკრავ თვალს რომ გაექცე და შეეგებო.

მამა-პირველი მამაკაცი, რომელიც უზომოდ და უანგაროდ გიყვარდება. ადამიანი რომელიც ყოველთვის ცდილობს დაგიცვას, სიძნელეები აგარიდოს ცხოვრებიდან, მოგაშოროს ცუდ ადამიანთა წრეს, მაგრამ მას არც კი უცდია ირაკლის გაცნობა, ბრმად დაუჯერა თავის მეგობარს, მაგრამ რატომ?!

თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო ქეთამ,თვალდახუჭულიც კი გრძნობდა თავბრუს ხვევას,თვალის გახელა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა,რაღაც რბილ სავარძელში იჯდა, თუმცა რაღაც აწუხებდა, ოდნავ შეინძრა, ხელები მომუშტა, წარბები შეჭმუხნა, უცებ იგრძნო ხელებზე დიდი, ძლიერი ხელები,თვალებიც გაახილა და მამაკაცის სახეს შეეფეთა,საყვარელ სახეს. სევდიანი,დანაღვლიანებული მზერა ქონდა ირაკლის
-როგორ ხარ?-მზრუნველი მაგრამ შეცვლილი ხმით ჰკითხა
-შენთან კარგად-გაუღიმა გოგონამ და ხელები ძლიერად მოხვია კისერზე. ირაკლიც თითქოს დაყვა, მაგრამ თავშეკავებულობა იგრძნობოდა
-იკა რა ხდება? რამდენიმე დღეა რაღაც გაწუხებს. მითხარი-ვეღარ მოითმინა გოგონამ
-არაფერი ქეთ,არაფერი-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა-რა მოხდა სახლში? რატომ იყავი ამ დღეში?-მზერას არიდებდა თვაურს
-არვიცი,ალბათ ყველაფრის გამო-ხელები ერთმანეთში ახლართა-შენც ამიტომ გაცივდი ჩემს მიმართ? -დაბნეული თვალებით,სუნთქვაშეკრული მიაჩერდა პასუხის მოლოდინში. ირაკლის პასუხი არ გაუცია,მანქანის ფანჯრიდან გაყურებდა სივრცეს და ხელს საჭეზე ნერვიულად უჭერდა.
-ირაკლი-ბიჭისკენ გადაიწია ქეთამ-იკა შემომხედე გთხოვ-მისი სახე თავის ხელებში დაიჭირა და დააკვირდა, მიხვდა რომ იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე მას ეგონა,თვალები დახუჭა გოგონამ,სიტყვებს ეძებდა,მის სახეს ხელით ეფერებოდა... ირაკლიმ ხელი თავის ხელით დაუჭირა და ნაზად აკოცა, მაგრამ კოცნაც კი სევდიანი ქონდა,იგრძნო ქეთამაც, თვალები უმალვე გაახილა
-ირაკლი! შენ თუ მამაჩემის გამო წახვალ და მიმატოვებ,მე მოვკვდები!-თვალები ცრემლებით ქონდა სავსე.
-ქეთა...
-იკა-ხმა აუკანკალდა გოგონას- სხვა გიყვარს?- ბიჭმა სწრაფად შეხედა,თითქოს გამოფხიზლდა,გამოერკვა... ოდნავ გაუღიმა-თუ ასეა გაგიგებ-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ
-ჩემი პატარა ბავშვი ხარ,რაებს ფიქრობ? მოდი ჩემთან-ხელი მოხვია და ძლიერად ჩაიხუტა,კისერში ჩაუდო თავი,გოგონას სურნელი ღრმად შეისუნთქა. -რა უნდა ვქნა,რა უნდა ვქნათ?-თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ,თან ქეთას ყელიდან თავი არ აუწევია.
-მიყვარხარ-თავი აწია გოგონამ,უფრო ახლოს მიიწია,მზერა ბიჭის ტუჩებზე შეაჩერა,შუბლი მიადო ტუჩებზე, ბიჭმაც არ დააყოვნა და აკოცა.
სუნთქვა უჭირდა ორივეს,ქეთაც გრძნობდა როგორ იკავებდა თავს ირაკლი
-ოხ,არ შემიძლია ასე უბრალოდ გიყურო- თქვა ბიჭმა,გოგონას სახე ხელებში მოიქცია,სუნთქვა აჩქარებული დააკვირდა,ერთი ხელი წელზე მოხვია,თავისკენ მიიზიდა,გულზე აიკრა,ვნებამორეულმა ჩახედა თვალებში,თავი ოდნავ გააქნია და გოგონას ტუჩებს დაეწაფა,სათუთად,ნაზად კოცნიდა. გოგონამაც თავისი პატარა ხელები კისერზე მოხვია,თავისკენ მიიზიდა,ცრემლი გადმოუგორდა დახუჭული თვალიდან. სახეზე ჩამოუსვა ხელები. სასიამოვნო ბგერები აღმოხდა,როცა ბიჭმა სველი კოცნების დატოვებდა დაიწყო ყელზე,ლავიწზე შეაფრქვია მისი ცხელი სუნთქვა,ისევ ტუჩებს დაუბრუნდა,თანდათან გააღრმავა კოცნა,უფრო მომთხოვნად კოცნიდა,ქეთაც არ ეწინააღმდეგებოდა,თითქოს ყველაფერი დავიწყებოდა,სხვა სამყაროში გადავიდა,განიტვირთა,მარტო ქეთა და ირაკლი. მხოლოდ ერთმანეთი ახსოვდათ,ერთმანეთს გრძნობდნენ და ეხებოდნენ. უმისამართოთ დააცოცებდა ხელებს გოგონას სხეულზე,მთელ სახეს უკოცნიდა,თავის სიყვარულს უზიარებდა.
და იგრძნო... ქეთამ იგრძნო რომ ეს კოცნა მხოლოდ სიყვარულს არ ეკუთნოდა,ეს მოფერება და კოცნა ყველა გრძნობას მლავდა,სიყვარულს,მონატრებას,პატიებას,დამშვიდობებას,ბოდიშს და ისევ სიყვარულს. წამით შეცბა გოგონა,უცბად შეჩერდა, თაფლისფერ თვალებში ჩახედა ბიჭს. სითამამეს მოუხმო,უფრო ახლოს მიიწია,ირაკლიმაც ხელი მოკიდა წელზე,კალთაში ჩაიჯინა
-ირაკლი, რას მიმალავ? რას გრძნობ მითხარი. მაშინებ-ნაზად მიაკრო ტუჩები ლოყაზე ოდნავ ლოყებშეფაკლულმა.
-მიყვარხარ. ტკივილამდე მიყვარხარ. მირჩევნია შენ მყავდე ბედნიერი ქეთ-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ მოძებნა გოგონას ტუჩები თავისით,მომთხოვნად,ვნებიანად კოცნიდა,წელზე შემოხვია ხელები,უფრო კარგად დაისვა მუხლებზე,გოგონას კისერს დაუყვა კოცნით,ენას და კბილებს ანაცვლებდა ერთმანეთს. გოგონას თითოეულ ამოოხვრაზე უფრო თამამდებოდა,ფეხებზე აუცურა ხელები,ნელა,სველი კოცნით დაუყვა ლავიწს,ოდნავ ქვემოთ, მკერდთან შეჩერდა ღრმად ამოიოხრა,თავი უკან გადააგდო,ოდნავ შეკრთა, როცა გოგონას მხურვალე ტუჩები ყელზე იგრძნო, ძლიერად მოხვია ხელები წელზე და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-სახლში წაგიყვანო? ხომ კარგად იქნები?-სევდანარევი ხმით კითხა
-კი ჩემო ბიჭო-აციმციმებული თვალებით მიუგო. თითქოს ახალი ენერგიით აივსო,ფართოდ,გულწრფელად გაუღიმა და თავის ადგილზე გადახტა.
-თვალები ბედნიერი გაქ თოჯი-სიამოვნებით აღნიშნა ბიჭმა
-ეგ შენ რომ მყავხარ მაგიტომ იკა. ჩემი ძალა ხარ-ახლოს მიჩოჩდა ისევ და ძლიერად აკოცა ლოყაზე. მკრთალად გაუცინა ბიჭმა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ხმას არცერთი იღებდა,მხოლოდ გოგონას ხელი ეკავა ხელში ირაკლის და დროდადრო ეამბორებოდა ხოლმე. რაღაც მოსვენებას მაინც არ აძლევდა ქეთას, რაღაც ისეთი რაც არ იცოდა მაგრამ აშკარად გრძნობდა. მანქანა კორპუსთან შეჩერდა,ერთმანეთს გადახედეს წყვილმა და გაუღიმეს.
-ხვალაც მნახავ?-თვალებით შეევედრა ქეთა
-არვიცი ჩემო თოჯინა-მკრთალი ღიმილით გახედა-იცოდე ყოველთვის მეყვარები ჩემო თაფლისთვალება-ღრმა ამოოხვრა ამოაყოლა და ძლიერად ჩაიკრა გულში პატარა გოგონა.
-მეც სულ მეყვარები,დაგავიწყდა შენ ჩემი პირველი და ბოლო ბიჭი თოჯინა ხარ-თვალი ჩაუკრა და მანქანიდან გადავიდა.
სახლში მისულს სტუმრები დახვდა ქეთას, შესვლისთანავე გაიგო ანდრიას ხმა,სხეულში უსიამოვნოდ გაცრა,მძიმედ მაგრამ მაინც შეაბიჯა მისაღებში... დივანზე ვახტანგი იჯდა,საზურგეზე ოდნავ გადაწოლილიყო,შესვლისთანავე შეეგებნენ მამის თვალები ქეთას,სტუმრებსაც მოავლო მზერა,დივანთან მდგარი, პატარა გაშლილ მაგიდასთან ახლოს ისხდნენ, ვახტანგს ლოცავდნენ თითო ჭიქით,ანდრიას გადახედა გოგონამ,წამით იგრძნო მისი მოციმციმე თვალების მზერა, გააჟრჟოლა... თავი დახარა, მეორე მხარეს გაიხედა,ოდნავ გაიღიმა
-ვანო ბიძია, როგორ ხართ?-ნაზი ხმით მოიკითხა მამაკაცი და გადაკოცნა
-კარგად შვილო,მამაშენის გულს გადავურჩით და ახლა რაღა მოგვკლავს-გახუმრება ცადა კაცმა
-ქეთ როგორ ხარ?-სევდანარევი ხმით იკითხა ანდრიამაც და ლოყაზე მიაკრო ტუჩები.ხელმეორედ გააჟრჟოლა გოგონას,ოდნავადაც არ გავდა ეს ირაკლის კოცნას,არც იმ მეგობრულ კოცნას, დიდხანს, რომ უტოვებდა თავის კვალს ლოყაზე...
-კარგად ანდრია,შენ?-ნაძალადევად გაუღიმა და თავის ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ ვახტანგმა შეაჩერა
-დაჯექი შვილო,სად გეჩქარება?
-ცუდად ვარ მამა,მაპატიეთ
-სიყვარული ვადღეგრძელეთ,არ შემოგვიერთდები?-განაცხადა ანდრიამ და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა
-სიყვარულის? შენ სიყვარული ადღეგრძელე?-ირონიულობა არ დააკლო ქეთამაც,ცარიელი ჭიქა აიღო და მიაწოდა-დამისხი!-ბრძანებას უფრო გავდა მისი ნათქვამი ვიდრე უბრალო ნათქვამს. შევსებული ჭიქა ოდნავ აწია ქეთამ,ვანოს შეხედა,გაუღიმა... მამამის და ანდრიას ერთნაირი მკაცრი სახით გახედა,ოდნავ ჩაიცინა,ჭიქას ფრთხილად გადაუსვა თითი
-სიცოცხლეს გაუმარჯოს,რომელიც ყველას გვიყვარს... სინდისს გაუმარჯოს, რომელიც ყველას არ გააჩნია და სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც ყველამ არ იცის!!!- წარმოთქვა და ჭიქა დაცალა,ისე რომ ანდრიასთვის თვალი არ მოუშორებია. ხმაურიანად დადგა დაცარიელებული ჭურჭელი მაგიდაზე,ირონიულად გაიცინა და თავის ოთახისკენ გაემართა,ესეც შენი სადღეგრძელო გაიფიქრა და ზურგს უკან მძიმედ მოკეტა საძინებლის კარი.

***
-ალო! გეგუშ რავა ხარ?
-კარგად. შენ?
-რავი არამიშავს. რას აკეთებ?
-ნინ მეჩვენება თუ მართლა გაინტერესებს? -დაეჭვებით კითხა ბიჭმა
-ე ბიჭო შემარგე ნორმალური გოგოს საუბარი ვაახ. სად ხარ?
-ნი მთვრალი ხარ?
-მასე ვგავარ? სად ხაარ?
-მაღაზიაში ჩამოვედი. შენ სად ხარ?
-ხოო. მეეე გზაზე ვარ-
-სად გზაზე?
-რავი გზაზე რა
-სად ხარ ტერიტორიულად გოგო. აუ გადამრევ შენ! მითხარი სად ხარ-მანქანასთან მისული,შეჩერდა გეგა
-ბოთე შენს უკან ვდგავარ- სწრაფად მიტრიალდა უკან და ნინის გაბრწყინებულ სახეს შეეფეთა.
-გოგო შენ მე ჭკუიდან გადამიყვან, აქ რა გინდა?
-რავიცი,მომენატრე გეგუშ,ხო იცი ისეთი პერსონა ხარ ადამიანმა თუ ერთხელ გნახა მერე რთულია შენი დავიწყება-თვალებგაბრწყინებულმა ჩაურაკრაკა-რა მენდომება?! იკასთან უნდა წამიყვანო,ვურეკავ და არ იღებს.
-შენ რა გინდა ირაკლისთან?-თვალები გადაატრიალა ბიჭმა
-უნდა დაველაპარაკო
-რაზე?
-ვაიმე გეგაკო ახლა უკვე ნერვებს ეთამაშები-ცალი წარბი აუწია გოგონამ გამაფრთხილებლად
-უი მართლა?-ხელოვნურად შეიცხადა ბიჭმა-და მეც რომ მაქვს ნერვები ამაზე გიფიქრია? არა,უფრო სწორად აღარ მაქვს,ერთმა ქერამ მომისპო!-იგივე მიმიკა გაიმეორა და ნიშნისმოგებით შეხედა
-გეგეჭკორო მიფრთხილდი,ნერვები კი არა თავიც აღარ შეგჩება. ჯერ კიდევ ერთით ნულია ჩემს სასარგებლოდ! -მიუგო და წასასვლელად მოემზადა, როცა გეგამ ხელით დაიჭირა, შემოატრიალა და სახეში დაჟინებით ჩააშტერდა
-გე გამიშვი!
-რომ არა?-კარგად დაფარული ვნებით შეყურებდა მამაკაცი
-რა და...-ასაფეთქებლად მოემზადა გოგონა, მაგრამ გეგამ აღარ აცადა,სახე დაუჭირა და ტუჩებზე დაეწაფა, მომთხოვნად,ძლიერ კოცნიდა და სულ არ აწუხებდა ნინი როგორი გაკვირვებული იდგა. არც სინაზე აკლდა კოცნას და არც სიშმაგე, თავდავიწყებით კოცნიდა,ისე თითქოს ნინის მიეცა ნებართვა, როგორც კი გაანალიზა,რომ ქუჩაში იდგნენ,ცოტა მოშორდა, ტუჩებზე თითი გადაისვა, გამომწვევად გაიღიმა. გააშეშებულ გოგონასთან უფრო ახლოს მიიწია და ყურში ისევ ვნებიანად ჩაჩურჩულა
-ერთით ერთი პატარავ!-მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა. ნინი კი ისევ გაშეშებული იდგა შუა გზაზე.
-ეს რა იყო?-ხმამაღლა კითხა თავის თავს ადგილზე მიყინულმა და რამდენიმე ნაბიჯი ძალით გადადგა.

-ქეთ,მარტო ხარ?-წელზე დოინჯ შემორტყმულმა, სახლი შეათვალიერა
-კი ნინ მარტო ვარ,რა სახე გაქვს გოგო მოხდა რამე?-შიშჩამდგარი თვალებით დააკვირდა დაქალს
-ქეთ,გეფიცები, რაც ჩემი ოცი წლის, ცხოვრების, განმავლობაში არ ვყოფილვარ სერიოზული და მკაცრი,იმ იდიოტთან ვიქნები! მოვკლავ გეფიცები,ადამიანი კი არა ცხოველია,მაიმუნი,იდიოტი, ვერ გავიგე თავში დაჭმუჭნული ქაღალდი უდევს?! როგორ გამიბედა?!-აქეთ-იქით დადიოდა და ქეთის გაკვირვებულ მზერას აიგნორებდა- მოვკლავ, სულ ერთია არ ვაცოცხლებ
-რატომ? რა გააკეთა, იტყვი?
-რა გაააკეთა? რა და ჯანდაბა მაგას. ყველაზე უკანასკნელია უკანასკნელთა შორის. კრეტინების მეფეა გეფიცები. მოვიყვან ჭკუაზე მაგას დამაცადოს
-ნიიინ! იტყვი?-მდგომარეობიდან გამოსულმა იღრიალა ქეთამ
-მაკოცააა!-არ დააკლო ნინიმაც
-რაა? გოგო ამდენი მაგისთვის იქოთქოთე? -ფეხი ფეხზე გადადო ქეთამ და ირონიულად გახედა დაქალს-მოგეწონა?
-გოგო,ახლახანს გითხარი, რომ შუა ქუჩაში, ჩემი პირველი კოცნა,ვიღაც ტვინშერყეულმა წამართვა და შენ მეკითხები მომეწონა თუ არა? გრძნობის დრო მქონდა?
-აუ კაი ნინ რა,ირაკლიზე რომ მეთქვა დარწმუნებული ვარ იგივეს მეტყოდი
-გოგოოო,ირაკლი ადამიანია, სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი. გეგა-ადამიანის სახელს ამოფარებული,უტაქტო ვირი,რომელმაც ისიც არ იცის გოგოს როდის რა უთხრას. ნორმალურად დაგლაპარაკებია?
-შენ თუ დალაპარაკებიხარ?-ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ქორიძეს
-როგორც გესაუბრებიან, ისეთს იმსახურებენ-თავი იმართლა ნინიმ და სამზარეულოში გალასლასდა,ცივ წყალს მაინც დავლევო. ცდილობდა კოცნაზე აღარ ეფიქრა.არ უნდოდა იმ შეგრძნებაზე ეფიქრა რაც კოცნის დროს იგრძნო,ამიტომ ფილმი ჩართეს გოგოებმა,თან განიხილავდნენ,ხან იცინოდნენ,ხან ტიროდნენ ბოლოს უკვე ვეღარ მიხვდნენ რა ჟანრის ფილმს უყურეს.
-ეს რა იყოო? ვერ მივხვდი-მხრები აიჩეჩა ნინიმ
-ო მე ხომ რას ამბობ,გავშინაარსდი -სიცილით უპასუხა დაქალს-ნი შენი ტელეფონი რეკავს უკვე 5წუთია
-გისმენთ-სიცილით უპასუხა
-ვატყობ ჩემმა კოცნამ ხასიათზე დაგაყენა-მოესმა ბიჭის ბოხი,ხრიწიანი ხმა, უცბად გაშრა,ეკრანს დახედა უფრო თავის დასარწმუნებლად,თავში ხელიც მიირტყა თეატრალურად "ღირსი ხარ ამის შემდეგ მაინც ისწავლი ეკრანზე დახედვასო" შეუკურთხა თავის თავს. წამის მეასედში გაიფიქრა ისიც,რომ ახლა ისტერიკების დამართებას აზრი არ ექნებოდა
-ხასიათზე ყოველთვის ვარ გეგეჭკორო და კოცნას რაც შეეხება, ბევრი ვერაფერი- სერიოზული ხმით ჩასძახა ტელეფონს,ქეთას კი პირთან მიტანილი ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა, ისე გადაცდა წყალი.
-ვითომ? საქმე მაქვს შენთან-დასერიოზულდა გეგა
-უი რა საინტერესოა?!
-ნინ გთხოვ,ირაკლის გამო,რაღაც ვეღარაა ამ ბოლოს
-ვაა.....და აბა რამდენიმე საათის წინ ნეტა მე რას გთხოვდი? შეგიძლია გამახსენო?
-ნინიიიიი!-იღრიალა ბოლოს
-ხო კაი,ქეთასთან ვარ და მოდი,ოღონდ მანქანა ბინასთან ახლოს მოიყვანე-პასუხს აღარ დალოდებია ისე გაუთიშა ტელეფონი,ქეთას ირონიული მზერით გახედა და ფართოთ გაუცინა
-ნინი ქორიძე არ ვიყო თუ ამას ეს ღრიალი არ დავაშლევინო!
-რას აპირებ?-ეჭვით გახედა დაქალს თუმცა უკვე მიხვდა ყველაფერს.
ნახევარი საათი არც იქნებოდა გასული რომ ისევ განათდა ნინის ტელეფონი
-ჩამოდი გელოდები-არებისთანავე გაიგონა ხმა ნინიმ
-მოხვედი? დაიცა გადმოგხედავ აივნიდან აბა,დამენახე. შენი არ მჯერა-გაუთიშა და ქეთას თვალი ჩაუკრა,აივანზე გავიდა,მართლაც ახლოს დაეყენებინა მანქანა,თავად კი ახლოს იდგა,თავის მზეთუნახავს ეგუდებოდა ზევით იყურებოდა, "ახლა ნახავ თუ კიდევ ამომხედავ მაგ სიმპათიურ,ძლიერი ვარ მზერით" გაიფიქრა ნინიმ და ერთი დიდი სათლით, ცივი წყალი თქაფუნით ჩაუშვა დაბლა.
-ოხ ამის დედა მო****ან- თავიდან ვერ გაეგო გეგას რა ხდებოდა,მაგრამ როგორც კი მიხვდა მაშინვე მკვლელი მზერა ესროლა ნინის,რომელსაც თვითკმაყოფილი მზერა ისე ეჭირა, თითქოს მონაკოს პრინცესა ყოფილიყოს,ხელების იმიტაციით კი ორით ერთიო ანიშნა და გადაიკისკისა.
-ახლა გაჩვენებ-იღრიალა გეგამ და სადარბაზოსკენ დაიძრა
ნინის გააკანკალა,გააცია,გააცხელა, დამფრთხალ კურდღელს უფრო გავდა ნახევარი წუთის წინ, ამაყად მომზირალი ქალბატონი.
-ვაიმე ქეთ რა ვქნა? აუ აქ და'მერხა მგონი.
-კაი ისეთს რას გიზავს,მოდი განვიხილოთ,მაქსიმუმ წაგიყვანს და დიდ აუზში ჩაგაგდებს და მინიმუმ ისევ გიღრიალებს. ვსო- ხელები მაღლა აწია ქეთამ
-გოგო მერე აუზი კარგია? ვერ ხარ მგონი შენ რა-გაუჯავრდა დაქალს-კარი არ გავუღოთ და წავა
-ხო,სანამ მთელი სამეზობლო არ გამოვა ან მთლად უკეთესი,კარს სანამ არ ჩამოიღებს ხომ?- დამთავრებული არ ქონდა სათქმელი და კარზე ზარიც დაირეკა. ვსო,მკვდარი ვარო გაიფიქრა და კარების გასაღებად თავად დაიძრა
-ქეთ მერე არ დაგავიწყდეს შთამომავლობას უთხრა,რომ დინჯად,მამაცად მე გადავდგი ნაბიჯი კარისკენ
-ჩამომიღო კარი რა-გადაიკისკისა ქეთამაც.
კარის სახელურს გაუბედავად დაწვდა გოგონა და ასევე ნელ-ნელა გააღო. ორივე ხელი კარების ჩარჩოებზე ეწყო გეგას,თავი ოხნავ დაწეული თუმცა თვალს მაინც არ აშორებდა,ნინიც ჯიუტად ხმას არ იღებდა,სახიდან მზერა ტანსაცმელზრ გადაიტანა,შავი ჯინსი და ასევე შავი "საროჩკა" ,რომელიც წყლისგან სულ ტანზე ქონდა მიკრული და ბიჭის სხეულს უფრო გამოკვეთდა,ინსტიკტურად დაისველა ტუჩები გოგონამ და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია
-არ შეწყვეტ?-უჩვეულოდ რბილად გაჟღერდა ხმა
-რას?-გულწრფელად გაუკვირდა ნინის
-რატომ აკეთებ?
-რას?-ვეღარ ხვდებოდა ნინი, რას ეკითხებოდა ბიჭი
-შენ თუ მე?-არ ჩერდებოდა გეგა
-ჰა? რაა? გეგა ტვინი გადაგეწვა?-უფრო დაიბნა ნინი
-შენი ფეხით წამოხვალ თუ მე გავაკეთო?-ოდნავი გაღიზიანება დაეტყო ხმაში
-გეგა რას აპირებ? არ გინდა რა.-შეეხვეწა ნინი თან ნერვიულობით ერთმანეთში ხლართავდა ხელებს
-წამოდი! მალე! -ოდნავ გაიწია რომ ნინის შეძლებოდა გარეთ გასვლა
-არა!-მკაცრად თქვა გოგონამ-წესიერად ლაპარაკს რომ ისწავლი მერე შემეხმინე გაიგე? მადლობა უნდა მითხრა იცი? ალბათ ჰორმონები ისე გაწუხებს რომ შუა გზაზეც არ ერიდები გოგოების კოცნას,ხოდა გაგაგრილე რა და მადლობას ვიმსახურებ-ხელებით უხსნიდა სათქმელს
-მორჩი? -ისევ მშვიდი ხმით კითხა გეგამ- ახლა გამოდი! უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნინიმ
-ნინ გამოდი!-ბრძანებასავით გაისმა ბიჭის ხმა. გაუბედავად გადადგა ნაბიჯი გეგასკენ,ცისფერი თვალები მიანათა დასველებულს,ალბათ ბოდიშს უხდიდნენ თვალები, მაგრამ გეგას არ აინტერესებდა. ადრე თუ ნინის, ბიჭის ღრიალი არ მოწონდა,ახლა ეს სიჩუმე უშლიდა ნერვებს,ნაღმს რომ გავდა. ნელა დაუყვა კიბეებს,უკნიდან გრძნობდა ბიჭის სიახლოვეს, რას მოიფიქრებდა გეგა?ხომ არ მომკლავსო? ერთმანეთს ცვლიდნენ ნინის გონებაში აზრები. მანქანასთან მისულმა ვეღარ გაუძლო,მოუტრიალდა გეგას,თავი დახარა და ისევ თითებს დაუწყო წვალება
-გე კარგი რა გთხოვ,არ მეგონა ასე ძალიან თუ გაგაბრაზებდი გთხოვ რა
-რას მთხოვ?-წარბები შეკრა და დაჟინებით ჩააცქერდა
-ნუ მაწვალებ რა,თუ რამე გინდა რომ მითხრა, მითხარი
-გაწვალებ? გაწვალებ ნინი? მე გაწვალებ? ჯერ იყო ვიღაც საქმრო მყავსო,მე რომ კლუბში სხვასთან დამინახე,რა გააკეთე, მერე იმ ვიღაც ლაშას ჩამოეკიდე კისერზე. ნორმალურად წაგიყვანე კაფეში, მეთქი ცოტას ვისაუბრებთქო და გამომეპარე,თითქოს სერიული მკვლელი ვიყო,ამ ყველაფერზე რომ მე მაწვალებ არაფერია? ჰმ?
-გე
-რა გე,რა გე? რა გინდა ნინი ამიხსენი მითხარი და ისე ვიზავ,მითხარი.
-მე რა უნდა მინდოდეს?-უხერხულად აიწურა ნინი-მე რა უნდა მინდოდეს გეგა? მე გაკოცე ძალით ქუჩაში?
-ერთი კოცნისთვის ამხელა ამბავი ღირდა?
-ბავშვივით ბრაზდები გეგა, ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა გეკოცნა,არა!
-გოგო ერთი კოცნისთვის რამხელა ამბავი ატეხე და კიდე მე ვარ ბავშვი?
-ოოო კაი რა,მოდი მაშ შევთანხმდეთ,რომ ჩვენს შორის, აქამდელი ურთიერთობა მოკვდეს და მეგობრები ვიყოთ კარგი?
-მართლა ეგ გინდა?-ნაღვლიანად ჩაილაპარა გეგამ,როცა ნინიმ თავის დაქნევით ანიშნა კიო,გეგამაც დაამატა-კარგი,როგორც იტყვი
-ანუ შევრიგდით?-სახე გაებადრა ნინის-გეგას შეხედა
-კაი სულელო გოგო-ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა გეგამ.
ხელები გახარებულმა შემოკრა ნინიმ და უკან დაიხია
-ნინ- დაუძახა მოშორებულს- ვაჩე ჩამოვიდა... უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე რომ გცოდნოდა-თქვა ბიჭმა,მანქანაში ჩაჯდა და დაიძრა. ნინი გაშრა,სხეული დაეძაბა- ვაჩე,ვაჩე რატომ? რატომ ის და რატომ ახლა?-ამოილაპარაკა და ბინისკენ გაიქცა.



_____________

ესეც პატარაა? :დდდ მიყვარხართ მე თქვენ ჩემებოოო...
მადლობებიიი
ბოდიშებიიიიი
და კიდო კოცნებიიი



№1  offline წევრი LSD

Ara raa es nini gadamrevs mee ❤️❤️ Vgijdebii me ninizee aiii ravknaa nuu ❤️❤️ Nini da gega dzaan magari wkvili iknebodaa aradaa imedimakvs amt mainc datoveb ertad ❤️❤️ ki patara tabi ikoo da armeko saertod ❤️❤️ (Nu sheidzlebaa chemtvisaa pataraa arvici )gelodebi shendegi tavitt warmatebebii tkbiloo ❤️❤️

 


№2  offline წევრი kethrine

LSD
Ara raa es nini gadamrevs mee ❤️❤️ Vgijdebii me ninizee aiii ravknaa nuu ❤️❤️ Nini da gega dzaan magari wkvili iknebodaa aradaa imedimakvs amt mainc datoveb ertad ❤️❤️ ki patara tabi ikoo da armeko saertod ❤️❤️ (Nu sheidzlebaa chemtvisaa pataraa arvici )gelodebi shendegi tavitt warmatebebii tkbiloo ❤️❤️

ნინი და გეგა კიი მაგრამ ვაჩეს რას უწუნებ? :დდ ჯერ ხომ არ გაგიცნია ვაჩე ჰმ? არა ხო, მეც გეგა უფრო მომწონს აშკარად :დ ვნახოთ აბა ესენი თუ უფრო იქნებიან ბოლომდე ერთად ❤❤❤❤❤ მიყვარხარ მე შენ ჩემო გოგო...მადლობა დიდი დიდი LSD ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent