შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 30


13-04-2017, 03:23
ავტორი katiusha
ნანახია 3 891

დათამ ხელში აიყვანა თამუნა , საწოლზე დააწვინა. საბანი გადააფარა და გვერდებში კარგად ამოუკეცა რომ არ შესცივნოდა. სულ რაღაც ნახევარი საათის უკან სხვანაირი ჩანდა, ახლა კი იმდენად შეცვლილიყო ახალი ამბის შემდეგ რომ ალბათ სიხარულისგან იატაკსაც კი არ აკარებდ ფეხს.დაფრიანავდა და გოგოს თავს დასტრიალებდა. მაიკოც კი გაუშვა სახლლში შენს ქმარს მიხედე, მე ჩემს საყვარელ ქალს მივხედავო სიცილით უთხრა. გოგომ თამოს გადახედა. რომ მიხვდა ყველაფერი რიგზე იყო და ის საიმედო ხელში რჩებოდა, ორივეს დაემშვიდობა და მარტო დატოვა შეყვარებული წყვილი..
-შეკვეთა მოვიდა. დაიძახა დათამ სამზარეულოდან და მალე პიცით ხელში გამოჩნდა. თამუნას მის დანახვაზე გაეცინა.
-რა გაცინებს?-გაუკვირდა ბიჭს და პიცა მუხლებზე დაუდო. მერე საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.
-შენზე მეცინება
-რატომ?
-ასეთი მზრუნველი თუ იყავი ვერ წარმოვიდგენდი.
-რას წარმოიდგენდი? დამაცადე რამე რომ გაგეგო როგორი ვიყავი?ან რა მინდოდა შენგან?ან ამახსნევინე რამე? უსაყვედურა ბიჭმა
-ესეგი ჩემი ბრალია? -ეწყინა გოგოს
-აბა ვისი ბრალია?იმ ღამეს რომ არ წასულიყავი. რომ არ გაქცეულიყავი აქამდე გავარკვევდით ყველაფერს და დავალაგებდით ჩვენს ურთიერთობას.
-მეც გამიგე. მეგონა აღარასდროს მოგინდებოდა ჩემი ნახვა. მეგონა იმ ღამეს ყველაფერი დასრულდებოდა და ეს არ მინდოდა.
- კი არ დასრულდა, სწორედ იმ ღამეს დაიწყო ყველაფერი. გაეცინა დათას. დაიხარა, გოგოს მაისური აუწია და მუცელზე აკოცა. თამუნას გააჟრიალა და ბუსუსებმა მთელ სხეულზე დააყარა.
-იცი გუშინ სქესი გავიგეთ. ერთი გოგონაა, მეორე ბიჭი. მოგვიწევს სახელებზე ვიფიქროთ.
-მოდი ჯერ შენ ეს შეჭამე. კარგად უნდა იკვებო რომ შენი მდგომარეობა გამოსწორდეს. როგორც გავიგე სახიფათო მდგომარეობაში ხარ. მე კი არ დავუშვებ რომ საფრთხე შეგექმნათ
-ეს საიდან გაიგე.?
-რა მნიშვნელობა აქვს. მთვარია გავიგე და მორჩა
-აჰაა რა მნიშვნელობა აქვს ხომ?სოფოს მოვკლავ ერთი ჩამოვიდეს. დაიმუქრა გოგო
-მას თავი დაანებე. შენთვის კარგი უნდოდოდა და ასე იმიტომ მოიქცა, თან ახლა ის ძალიან ცუდ დღეშია.
-რატომ?მას და მის ბავ...თამუნამ ენაზე იკბინა
-ხო თქვი. მის ბავშვს საფრთხე არ უნდა შეექმნას ხომ?ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ძალიან მეცოდება. ცუდ მდგომარეობაშია და არა მარტო ის მეც. რეზო გაქრა. დაახლოებით ერთი თვეა მის შესახებ არაფერი გამიგია, მე მეგონა ყაზბეგში სოფოსთან იყო და თურმე ასე არ ყოფილა. სოფო ქალაქში დაბრუნებულა. არადა მასთან წავიდა იმ დღეს როცა ვნახე და ვილაპარაკეთ.
-წარმომიდგენია ახლა სოფო რა დღეშია. რატომ გაქრა რეზო რატომ არ ეხმიანებოდა?
-შენ ეს პიცა აღარ გინდა? -საუბრის გადატანა სცადა დათამ
-არა. გაიტანე და მერე მომიყევი ყველაფერი დაწვრილებით,-დაუმარცვლა გოგომ
-ო რა ჯუტი ვინმე ხარ. რა მეშველება. დაიჩივლა დათამ და ბრძანება შეასრულა. მერე უკან დაბრუნდა, გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა.
-ხომ არ გცივა?
-არა კარგად ვარ. უფრო სწორად კარგად ვართ. აბა გისმენ, მომიყევი ყველაფერი.
-მოკლედ ასეა საქმე, იმ დღეს როცა რეზომ სოფოს ცოლობა სთხოვა ეს ამბავი გაზეთებში დაიბეჭდა და ტელევიზიით გადაიცა. ნათლიაჩემმა ანუ რეზოს დედამ ეს ძალიან განცადა და ინერვიულა.
-რატომ განიცადა?
-იმიტომ რომ სოფოზე რაც დაიბეჭდა ყველაფერი დაიჯერა და მას რძლად არ მივიღებ ოჯახშიო განაცხადა. რეზოს ისიც კი სთხოვა არჩევანი გააკეთეო და მანაც საყვარელი ქალი აირჩია. იმ ღამით ნათლია ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ორი დღე ებრძოდა სიკვდილს და ბოლოს გარდაიცვალა. რეზოს რომ დავურეკე მაშინვე გამოქცა. სოფოსთვის არაფერი აუხსნია. მერე ისე მოხდა რომ დეპრესიაში ჩავარდა. განიცდიდა ამ ამბავს და ხან სოფოს აბრალებდა დედის გარდაცვალებას, ხან თავის თავს. სმას მიეჩვია. უკანაც ვეღარ ბრუნდებოდა. ამბობდა რამეს ვაწყენინებ და რამე ისეთს ვეტყვი რაც საბოლოოდ დამაკარგვინებსო. ვეუბნებოდით რომ სოფოს ისეც დაკარგავდა თუ არ შეეხმიანებოდა. ბოლოს შემთხევით ყაზბეგში ჩავედი საქმეებზე და გავიგე რომ სოფო მიემგზავრებოდა. უკან სასწრაფოდ დავბრუნდი და რეზოს ვეჩხუბე სოფო გამეგზავრა ეს გინდოდა თქო?მასთან წავიდა მაშინვე. მას მერე არ მინახავს. მეგონა ყაზბეგში იყო. გუშინ კი შემთხვევით გავიგე რომ იქ არ არის და ახლა ვხვდები რომ მას რაღაც შეემთხვა. თან სერიოზული. გული მიგრძნობს. -ბიჭმა მოყოლა დაასრულა
-დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდება და კარგად იქნება. არ ინერვიულო ამაზე. მათ ისე უყვართ ერთმაენთი ეს ამბავი სერიოზულად ამ იმოქმედებს მათ ურთიერთობაზე. გაამხნევა თამუნამ
-არ ვიცი თამო, მართლა არ ვიცი. ვიცი რომ რეზოს სერიოზული რაღაც შეემთხვა. ოღონდ გამოჩნდეს და ცოცხალი იყოს და სხვას არაფერს ვჩივი.
-წარმომიდგენია სოფო რა დღეშია ახლა.
-ხო საწყალი ისე განიცადა და ისე ცუდად გახდა რომ ძლივს დავაწყნარე. მაროსთან ავიყვანე სოფელში და იქ დავტოვე. ცოტა ხანს მოუხდება სუფთა ჰაერი და სიწყნარე.
-სწორად მოიქეცი დათა. ეს ბავშვი სოფოს უკანასკნელი იმედია. ყველას გაგვიკვირდა მისი ორსულობა რომ გაგიგეთ. სასწაულს მივაწერეთ და არ მინდა რომ რამე ცუდად დასრულდეს
-რატომ?
-იმიტომ რომ რამდენიმე წლის უკან სოფოს ოპერაცია დასჭირდა .ექიმმა უთხრა რომ შვილი აღარასოდეს ეყოლებოდა. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. თვითონაც ვერ იჯერებდა რომ გაიგო.
-ეს იმას ნიშნავს რომ მას და რეზოს ერთად ყოფნა უწერიათ და სამუდამოდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. გამოჩნდება აი ნახავ, ვიპოვი რადაც არ უნდა დამიჯდეს. ჩემი მეგობის გამო. სოფოს გამო და რაც ყველაზე მთავარია იმ პატარას გამო, რომელიც მალე დაიბადება. დათა გოგოს მოეხვია და ძლიერად მიიხუტა მკერდზე. ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ....


სოფომ თვალი რომ გაახილა მის საწოლთან ჩამომჯდარი მარო დაინახა პირველი. თმაზე ეფერებოდა და თვალს არ აშორებდა. გოგო მისკენ მიიწია, თავი კალთაში ჩაუდო და მუხლებზე ხელი მოხვია
-ბებო მოგიკვდეს შენ ჩემო დატანჯულო გოგო. დაიჩურჩულა მოხუცმა
-ჩამეხუტე ბებო გთხოვ, მითხარი რომ ყველაფერი მესიზმრება. თვალები აუცრემლიანდა სოფოს.
-სუუ ნუ ტირი ჩემო გოგო. აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი მოგვარდება. გახსოვს მაშინაც ასე გეუბნებოდი და აი ხომ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ისევ შეგიყვარდა.
-რისთვის ბებო რისთვის? იმისთვის რომ ისევ დავკარგო? რატომ მაინცდამაინც მე? როდემდე უნდა გაგრძელდ ეს ყველაფერი? ნუთუ იმისთვის გავჩნდი რომ ვიტანჯო. რატომ მსჯის ღმერთი ? რომელი ცოდვის გამო?
-აბა რას ამბობ ?რატომ სცოდავ? სხავაირად შეხედე ამ ყველაფერს. ყველაფერი ცუდი აუცილებლად დასრულდება და წინ რაღაც ახალი და კარგი გელოდება.
-როდის?გავიდა უკვე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და ის ტირილში და ცრემლში გავატარე.
-ნუ დარდობ კარგი. ადექი ეხლა ვისაუზმოთ. შენ რომ გიყვარს ისეთი ხაჭაპურები გამოგიცხვე. თან დღეს პირველი თოვლი მოვიდა. ისეთი ლამაზია ყველაფერი. გაუღიმა ქალმა რომ როგორმე მისთვის ყურადღება გადაეტანინებინა
-არავის დაურეკავს?არ მიაქცია მის ნათქვამს ყურადღება სოფომ
-დათა გირეკავდა. დამირეკოს რომ გაიღვიძებსო. მოახსენა ბებომ
სოფო ტელეფონს დასწვდა და მაშინვე მისი ნომერი აკრიფა. ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ როგორც იქნა ბიჭმა უპასუხა
-გამარჯობა დათა როგორ ხარ?არის რამე სიახლე?
-კარგად სოფო შენ?პოლიცია უკვე ჩერთო საქმის კურში სიახლე ჯერ არაფერია. სადაც შეიძლებოდა ყველან მოვძებნე, მაგრამ არსად არ არის....
-თუ რამე გაარკვიე მაშინვე გამაგებინე კარგი? შენს ზარს დაველოდები.
-კარგი.
-მე არ უნდა მომიკითხო მეგობაროო?ვეჭვიანობ იცოდე. ყურმილში ჩასძახა თამუნამ
-მოიცა თქვენ ერთად ხართ?-გაეღიმა სოფოს
- ვიდეოთვალი ჩართე რომ კარგად დაგინახოს ამ ქალბატონმა. გაეცინა დათას
-აბა რა გეგონა? რომ მოახსენე ამ ვაჟბატონს ყველაფერი უმოქმედოთ დაჯდებოდა? ახლა კამერაში უყურებდნე ერთმანეთს და ისე ელაპარაკებოდნენ.
-მაპატიე თამო, მაგრამ ასე უნდა მოვქცეულიყავი. შენ რაც არ უნდა მითხრა ვიცი რომ სწორად მოვიქეცი. მე შენი მეგობარიც ვარ და მისიც.
-აბა რა. უფრო მეტი ხარ ვიდრე მეგობარი. ჩემი რძალი ხარ. ერთი ვიპოვო ის ვაჟბატონი და მაგას ვაჩვენებ სეირს. გაეცინა დათას.
-ნეტავ ვიპოვოთ დათა და ყველაფერს დავივიწყებ გეფიცები. არსად არ გავუშვებ სულ რომ მეხეწებოდეს
-თქვენ ისე შეკარით პირი მგონი რეზიკოს საქმე ცუდადაა.
-შენ ხომ არაფერი გაწუხებს თამო? წამლებს სვავ?
-კი სოფო ყველაფერს ისე ასრულებ როგორც შენ უთხარი, საჭმელსაც კარგად ჭამს და თავის ჭკუაზეც მატრიალებენ, უპასუხა დათამ თამუნას მაგივრად.
-აი ხედავ?ეს გინდოდა?არაფერს არ მაკეთებინებს. საწოლიდან წამოდგომის უფლებასაც არ მაძლევს მგონი.
-ძალიან კარგია მერე. შენ ახლა დიდი მოფრთხილება გჭირდება.
-შენც სხვათაშორის და იცოდე თავს კარგად მოუარე. დაარიგა თამუნამ
-კარგით აბა თქვენ იცით გვრიტებო. აქ დავრჩები რამდენიმე დღე და მერე დავბრუნდები. დროებით. გკოცნით. დაემშვიდობა სოფო და მაროს მიუბრუნდა.
-ბეე წამოდი ვისაუზმოთ. ძალიან მოგვშივდა. მუცელზე მოისვა ხელი და მოეფერა.
-ამას რას მოვესწარი. შენ საჭმელს ითხოვ?- აჰყვა სიცილში ქალიც და სამზარეულოსკენ გაუძღვა გოგოს.-თბილად ხომ ჩაიცვი?
-კი ბებო კიი. თბილად მაცვია.
-თავს კარგად მოუარე. ექიმი ხარ და ეს არ გესწავლება. დარიგებებს არ იშურებდა ქალი და თან სუფრას შლიდა...

მომდევნო რამდნეიმე დღე სოფომ ყაზბეგში დაჰყო. სიმშვიდეს ჰგვრიდა ეს სილამაზე. ახლა სულ სხვანაირი იყო აქაურობა. თითქოს თეთრი საპატარძლო კაბა ჩაეცვათ კავკასიონის თვალუწვდენელ მთებს და სასიძოს ელოდნენ. ის კი აგვიანებდა. მდუმარედ იდგნენ და სოფოს თითქოს თანაუგრძნობდნენ როცა გოგო თბილად ჩაიცვამდა და სასეირნოდ გაუკვალავ თოვლში გავიდოდა. ხშირად იმ გზას ჩაუყვებოდა და იმ ადგილებში მიდიოდა სადაც რეზითან ერთად სეირნობდა ზაფხულში.. ყველაფერს თითქოს ბიჭის სურნელი შერჩენოდა. ჩაივლიდა ჩაისეირნებდა, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავდა, მერე კი უკან ბრუნდებოდა დაღლილი. მალე იღლებოდა. მარო სუფრას დაახვედრებდა გაშლილს და ისიც ისე შექცეოდა თითქოს მთელი კვირა არ ეჭამა არაფერი. ნელ-ნელა მოსუქდა და უცნაური მოთხოვნებიც გაუჩნდა. ხან რას მოინდომებდა და ხან რას. მაროს რაც შეეძლო ყველაფერს უსრულებდა და ხელის გულზე ატარებდა.
ზეზვა და კესო საქორწნო მოგზაურობაში იყვნენ წასულები ეგვიპტეში, რომელიც წყვილს დათამ გაუკეთა საჩუქრად. ასე რომ სოფო მათაც ვერ ნახულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ გზები რომ გაიხსნა ქალქაში დაბრუნდა. პაციენტები ელოდნენ და თან თან სამსახურსაც ასე უყურადღებოდ ვეღარ დატოვებდა. ყოველდღე ურეკავდა თითქმის დათას ხანდახან დღეში რამდენჯერმეც, მაგრამ სიახლე არ იყო არსაიდან. რეზო ცამ ჩაყლაპა თუ მიწავ ვერ გაიგეს.
მთელი ამ დღეების განმავლობაში დათა გვერდიდან არ მოშორებია თამუნას,. სამსახურის შემდეგ მაშინვე მასთან გარბოდა. ხანდახან რჩებოდა კიდეც და სახლში მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად თუ შეივლიდა.
-მგონი დროა გადაწყვეტილება მივიღოთ. განუცხადა ერთ დღეს გოგოს როცა ვახშამს მორჩნენ და ფილმის საყურებლად გადაინაცვლეს.
-ვერ მივხვდი?
-რას ვერ მიხვდი?ასე გაგრძელება არ შეიძლება.მგონი დროა რაღაც გადავწყვიტოთ. ორ სახლს შუა ვარ გამოკიდებული. დავიღალე აქეთ-იქით სიარულით. ჩემთან გადმოდი და ეს ბინა სოფოს დავუთმოთ რეზოს გამოჩენამდე.
-შენ გადმოდი. მე ძალიან მიყვარს ეს სახლი. თან მგონია რომ ვჩქარობთ
-ვჩქარობთ? მე არა მგონია. მალე მშობლები გავხდებით და განა გვაქვს მიზეზი რამეს დაველოდოთ? ამაზე რას იტყვის?დათამ ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და გახსნა. თამუნას თვალი მოსჭრა ბეჭდის სილამაზემ და გაოცებისგან პირი დააღო.
-მზად ვარ შენთან ერთად გავატარო მთელი ცხოვრება. შენ გვერდით ვიყო ჭირსა და ლხინში. ცხოვრების ბოლომდე. ცოლად გამომყვები?
გოგო დაბნეული იყო და ხმას ვერ იღებდა.თვალზე ცრემლი მოადგა. და მორიდებით დააქნია თავი. მერე სახე ღიმილმა გაუპო და ბედნიერმა შეხედა ბიჭს.
-მიყვარხარ დათა. პირველად უთხრა გოგომ და კისერზე მოეხვია.ბიჭმაც წელზე მოხვია ხელი და მის კისერში ჩარგო ხვირი. მერე ცოტა მოშორდა მისი ხელი აიღო და ბეჭედი ხელზე გაუკეთა.
-აღარასოდეს დაგტოვებ მარტო გპირდები. ჩვენ სულ ერთად ვიქნებით.
-მე კი დაგთანხდი მაგრამ მთავარი ჩემი მშობლები არიან. მალე ჩამოვლენ და ხომ იცი რომ მათთან საუბარი მოგიწევს და ჩემი ხელის თხოვნა ოფიციალურად.
-ყველაფერზე თანახმა ვარ. მაგრამ ახლა არაოფიციალურ ნაწილზე ვარ და მაცადე შენს გვერდით დავტკბე. გაეცინა დათას და თამუნას ტუჩებში აკოცა.
-აუ დათააა რაღაც მინდა გთხოვოოო
-მითხარი ჩემო პატარა. ყველაფერს შევასრულებ.
-ვაშლი მინდა თან მწვანე. ხომ მომიტან?
-აააჰ უკვე დაიწყო შენი მოთხოვნები? სხვა რა გზა მაქვს. წავალ, მოგიტან.გაეცინა ბიჭს, წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. კართან რომ მივიდა სწორედ მაშინ დაირეკა ზარი. ორივემ გაკვირვებულმა შეხედა ერთმანეთს და თამუნამ კარი გააღო.
-სოფოო. იყვირა და მეგობარს მოეხვია.
-ნელა, ნელა რა დღეში ხარ შენ?-გაეცინა სოფოს, მაგრამ თვითონაც მოხვია ხელები.
-როგორ გამახარე. არ გელოდით.
-ხო ვიცი თამო, დავისვენე, განვიტვირთე და ახლა მზად ვარ მოთმინებით დაველოდო რეზის გამოჩენას.
-არ ინერვიულო რძალო, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
-იმედი მაქვს დათა.
-რადგან არ ტირიხარ და ამ ამბავს გმირულად იტან ესეგი ეს წინსვლაა მეგობარო და ძალინ მიხარია. შენ ძლიერი ხარ. ძლიერი და ამ პატარას გამო ყველაფერს უნდა გაუძლო.
-ვიცი თამო. სოფო სახლში შევიდა და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. მერე შეამჩნია რომ დათა წასასვლელად ემზადებოდა და უთხრა
-სად მიდხარ დათა. დარჩი. იმედია ხელი არ შეგიშალეთ.
-არა სოფოარ მივდივრა. მალე დავბრუნდები. ამ ქალბატონს მწვანე ვაშლი მოუნდა და მოსატანად მივდივარ. შენც ხომ არაფერი გინდა?
-მეე?მოიცა დავფიქრდეეე. სოფომ ცალი თვალი მოჭუტა და ისეთი სახე მიიღო ვითომ ფიქრობდა.
-მე ფორთოხალი წამომიღე.. არა შოკოლადი ..გადაიფიქრა მერე... -არა, არა იოგურტი მირჩევნია. გაეცინა ბოლოს.
-აბა ეხლა ჩამოყალიბდი.. შენ ამაზე უარესი ყოფილხარ.
-ხო იოგურტი მინდა. ნამდვილად. დაუქნია თავი სოფომ
-ღმერთო შენ მიშველე. ოჰ რეზო მოკლავ, ეს რა დღეში ჩამაგდე. წუწუნს მოჰყვა დათა და თან ფეხსაცმელს იცმევდა. გოგოებს გაეცინათ და კოცნით გააცილეს ბიჭი მაღაზიაში..
თვითონ საჭორაოდ ოთახში დაბრუნდნენ და ისე გაერთნენ საუბარში რომ ვერც კი გაიგეს დათას დაბრუნება. ბიჭი პარკებით და პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა და მათ წინ მაგიდაზე დააწყო ყველაფერი.
-ეს რამდენი რამე მოიტანე?-გაუკვირდა თამუნას
-რა ვიცი მე თქვენ კიდევ რა მოგივლით და რას მოისურვებთ. ამითომ ნთითქმის ყველანაირი ხილი წამოგიღეთ, შოკლადიც. იოგურტიც, ხაჭოც და არჟანიც. გAეცინა ბიჭს.
-ეს ყველაფერი რომ შევჭამოთ გავსუქდებით.
-უნდა ჭამოთ ჩემო ლამაზო აბა როგორ?ახლა თქვენ მარტო არ ხართ.
-შენც მიირთვი დათა. მოდი ერთად ვივახშმოთ. შესთავაზა სოფომ
-არა რძალო. მე წავალ ახლა და მარტო დაგტოვებთ. სალაპარაკო გექნებათ. ახალი ამბავი აქვს სათქმელი ქალბატონს და დარწმუნებული ვარ არ იცი
-რა ამბავი?
-ჯერ ვერ მოვასწარი თქმა. ხელი მთხოვა და დავთანხმდი.
-მერე ამას ასე მშვიდად მეუბნები და მიმალავ? გაეცინა სოფოს და მეგობარს გადაეხვია. ორივეს მიულოცა,მაგრამ სახეზე მოწყენა შეეტყო
-შენ თუ ახლა არ გაიღიმებ და შენს ლამაზ ღიმილს არ დამანახებ იცოდე ხმას არ გაგცემ.
-კარგი დათა. ნაძალადევად მაგრამ მაინც გაიღიმა სოფომ.
-დაიმახსოვრეთ ორივემ არასოდეს არ დაკარგოთ იმის უნარი რომ გაიღიმოთ. მაშინაც კი როცა შიგნიდან ყველაფერი გტკივა და გჭამს. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ მიზეზი გაღიმების კარგით?
ორივემ თავი დაუქნია და ახლა უკვე წრფელი ღიმილით გააცილეს დათა სახლში...

როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება?ალბათ არც ერთისთვის არ იყო სასურველი ეს მდგომარეობა. ერთდროულად უხაროდათ კიდეც და სტკიოდათ. განიცდიდნენ და ხარობდნენ რეზოს გარეშე მაგრამ არ ტყდებოდნენ და იმედს არ კარგავდნენ რომ ის გამოჩნდებოდა და ამ გაურკვევლობას ბოლოს მოუღებდა.
სოფომ სამსახურში სიარული განაახლა. პაციენტების ნაკლებობას არ უჩიოდა. ამან შედეგი გამოიღო და დამოუკიდებელ ექიმად დაიწყო მუშაობა,ისევ საკუთარი კაბინეტი გამოუყვეს. ხშირად დადიოდა კონსულტაციაზე ანასთან. ეშინოდა რამე ანომალია არ გამოპარვოდა და მისი მდგომარეობა არ გართულებულიყო, მაგრამ ყველაფერი იმდენად კარგად იყო ყველას უკვირდა. ისეთი ორსულობა ჰქონდა ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც და აღმა -დაღმა გაჰქროდა საავადმყოფოში. ირაკლი სანამ არ დაუწყებდა ჩხუბს არ ისვენებდა და სახლში არ მიდიოდა. ცდილობდა ყურადღეება სამუშაოზე გადაეტანა რომ რეზიზე ფიქრებს არ წაეღო. მერე ისე დარდობდა რომ ცუდად უხდებოდა გული ნერვიულობისგან, თან წარსულ შეცდომები ახსენდებოდა და პარალელებს ავლებდა იმ ურთიერთობასთან, რომელიც საშინლად დასრულდა.
რამდენჯერმე რეზოს სახლთან ჩაიარა. სახლი დაკეტილი დახვდა. აღარ იგრძნობოდა იქიდან წამოსული ის სიხალისე რაც მაშინ პირველად იგრძნო. მდუმარედ გახედავდა დანაგვიანებულ ჭიშკარს და ხმელი ფოთლებისგან დაფარულ გაზონებს..ფანჯრებზე ჩამოფარებულ მუქ ფარდებს და ბოქლომით დაკეტილ ჭიშკარს... თითქოს იქიდან ქალი უყურებდა და საყვედურობდა რომ ახლა ასეთ დღეში იყო ეს სახლი...უთქმელად ჩაჯდებოდა მანქანში და გამობრუნდებოდ უკან. მერე თვის სახლის წინ გაივლიდა. ახლა მის წინ გაჩერდებოდა და მანქანიდან უყურებდა როგორი ხმაური ისმოდა იქიდან. პატარა სოფო იქაურობას სიცილით იკლებდა. ეზოში სულ მისი სათამაშოები იყო მიმოფანტული და მისი მშობლებიც მასთან ერთად ერთობოდნენ. ფიქრებმა წაიღო. ერთდროულად ორი ოჯახის უბედურების და ბედნიერების მომტანად ჩათვალა თავი და თავი ცუდად იგრძნო...
სახლში გულდამძიმებული დაბრუნდა. თამუნა როგორც ყოველთვის საწოლში იწვა და ფილმს უყურებდა. სოფო რომ დაინახა ტელევიზორი გამორთო და წამოდგომა სცადა მაგრამ გოგომ შეაჩერა.-იწექი არ ადგე.
-კარგი რაა, თავი მართლა ავადმყოფი მგონია. უკვე ორი თვეა თითქმის ვწევარ.
-ახლა შენ თავს უნდა გაუფრთხლდე. ისეთივე რთული მდგომარეობა გაქვს როგორც მე მქონდა მაშინ და შენ რომ რამე დაგემართოს თავს ამას ნამდვილად ვეღარ ვაპატიებ. სოფომ ფეხსაცმელი გაიხადა. პალტო საკიდზე ჩამოკიდა და თამუნა გვერდით მიუწვა.
-საპატიებელი არაფერი გჭირს და ჩაიბეჭდე თავში.
-დღეს რეზის სახლში ვიყავი. ისეთი საშინელი სანახავია დაცლილი და დაცარიელებული სახლი რომ გული შემეკუმშა. მერე ჩემს სახლთან გავიარე იქ პირიქით იყო. სოფოსთან ერთად ჩემი მშობლები ისე ერთოდობოდნენ და მხიარულობდნენ თითქოს სულ არაფერი მომხდარიყოს და მათ არ ეთქვათ საკუთარ შვილზე უარი. ისე იქცეოდნენ თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი მათ ცხოვრებაში.
-რა გინდოდა იქ?რატომ წახვედი?მითუმეტეს ბექაურებთან.
-მგონია რომ მეჩვენება და ეს ყველაფერი სიზმარია. თითქოს გამეეღვიზება და რეზი ისევ სახლში დამხვდება. რომ მივალ დამინახვას და თავის საფირმო ღიმილით გამომეგებება.
-ასე არაა და ეს კარგად იცი. გამოფხიზლდი, გაიღვიძე და რეალობას გაუსწორე თვალი. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. რამდენი კვირა გავიდა და რეზო არსად არ ჩანს. მის კვალსაც კი ვერ მიაგნეს.ყველაფერი ცუდისთვის უნდა იყო მზად. მაგრამ ამ ბავშვის გამო ძლიერი უნდა იყო და ყველაფერს გაუძლო კარგი?
-კარგი. მაგრამ არ მინდა რომ რამე ცუდზე ვიფიქრო. ვგრძნობ რომ მას რაღაც შეემთხვა და მალე გამოჩნდება.ყველაფერს გადავიტანთ ერთად.
-მოდი ახლა უარყოფით აზრები მოვიშოროთ და იმაზე ვიფიქროთ როგორ დავხვდეთ ჩემ მშობლებს და როგორ ავუხნსნათ ყველაფერი, კვირის ბოლოს აქ იქნებიან.
-ასე მალე?
-რა ვქნა დათა აღარ მაცდის. ერთი სული აქვს მასთან გადავიდე საცხოვრებლად. თან უკვე გავიბერე და ნახე როგორ გავსუქდი?სანამ სიარული ჯე კიდევ შემიძლია და შემიძლია რამე ნორმალური კაბა მოვირგო მანამდე მინდა ხელი მოვაწეროთ. ქორწილს კი მერე გადავიხდით რეზი რომ გამოჩნდება.
-ოდესმე წარმოიდგენდი ამას რომ ერთდროულად აღმოვჩნდებოდით ამ სიტუაციაშI?გაეცინა სოფოს
-ვერა. გააქნია თავი თამომ
-ვერც მე...გოგოები ცოტა ხანს გაჩუმდნენ. მერე სოფომ დაარღვია სიჩუმე.
-თამო იცი დათა ძალიან მეცოდება. დაიღალა ბიჭი და ძალიან ნერვიულობს.არადა თავს გვაჩვენებს რომ ასე არაა.. სამსახურის საქმეები მას დააწვა კისერზე.მერე ჩვენთან მოდის ჩვენზე ზრუნავს. ჩვენ კაპრიზებს ასრულებს,თუ რამე მოგვინდება უთქმელად ადგება და მიდის მოსატანად. შენ კარგი მაგრამ ახლა მეც მას დავაწექი კისერზე.
-კარგი რა სოფ. დარწმუნებული ვარ რეზოს იგივეს გააკთებდა და ისევე მოიქცეოდა.ასე რომ ნუ ფიქრობ ამაზე და მოიშორე უარყოფითი აზრები.
უკვე მერამდენდ ამშვიდებდა და ანუგეშებდა თამუნა მეგობარს. დრო კი მიდიოდა ისე რომ უკან მოხედვასაც ვერ ასწრებდნენ.
კვირის ბოლო თამუნას მშობლები ჩამოვიდნენ. ორსული შვილის დანახვაზე დედამ ერთი შეიკივლა და თავში შემოირტყა ხელები ეს რა ქენი საქვეყნოდ შემარცხვინეო. მაგრამ გოგომ აუხსნა რომ გავთხოვდი და ამას იმიტომ არ გეუბნებოდი აქამდე, რომ სიუპრიზს გიმზადებდითო. ძლივს დააშოშმინეს მშობლები. საღამოს დათაც მივიდა და ერთად აუხსნეს ყველაფერი.
ვახშამი მხირული გამოვიდა. სოფო მათთან ერთად არ იყო. მუშაობდა და იცოდნენ რომ გვიან დაბრუნდებოდა. დათამ მშობლებს ოფიციალურადაც სთხოვა თამუნას ხელი და დაალოცვინა მათი მომავალი ოხაჯი, დედა უყურებდა შვილს და ცრემლს ვერ იკავებდა. ამას რას მოსწრნენ მათი ქალიშვილი გათხოვდა და მეტიც ორსულადაც იყო თან ერთდროულად ორ პატარას ელოდებოდა. ცოტა ამრეზით უყურებნენ სიძეს, მაგრამ მალე დარწმუნდნენ რომ დათა ისეთი დიდებული პიროვნება იყო უკეთესს რომ ვერც ინატრებდნენ შვილისთვის...

სოფო მთელი დღე აფორიაქებული იყო. ვერაფრით ახსნა ამის მიზეზი. დღეს ეხოსკოპიაზე იყო და ბავშვის სქესი გაიგო. ბიჭს ელოდებოდა და ამას დააბრალა ჯერ, მაგრამ მერე მიხვდა რომ საქმე სხვაგვარად იყო. რაღაც ამოუცნობს გრძნობდა და უხილავს. რომელიც მისკენ მოიწევდა და მოიჩქაროდა. წნევაც გაიზომა. პულსიც. ანალიზებიც, ყველაფერი წესრიგში იყო მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო და შიშმა შეიპყრო. ცდილობდა არ აჰყოლობდა.
ნაშუადღევს მშობიარე შემოიყვანეს და სამშობიარო ბლოკში მოუწია შესვლა. ცოტა გადაიტანა ყურადღება. მშობიარობა საღამომდე გაგრძელდა და პატარა ლამაზი გოგონა დაიბადა.ბავშვი ჯანმრთელი იყო და ისიც და დედაც თავს კარგად გრძნობდნენ.
იქიდან საღამოს შემოვლაზე წავიდა. მალე დაასრულა. ბევრი საქმე არ ჰქონდა. ამიტომ გამოიცვალა და წასავლელად მოემზადა. მუცელი მუცელი საკმაოდ წამოზრდოდა და პალტოს ვეღარ იკრავდა. თბილი, ლურჯი ფერს საორსულო კაბა ჩაიცვა, რომელიც მიხლებამდე სწვდებოდა. მიმღებში გამოცხადაა. მორიგეობის განრიგში ხელი მოაწერა და ყველას დაემშვიდობა. უეცრად ეზოში კივილით შემოჭრა რეანომობილი და ხმაური ატყდა,რაღაცნაირად ყურადღება მიაქცია ავადმყოფს, რომელსაც სახე და თავი თითქმის დაბინტული ჰქონდა და არ უჩანდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას მით უფრო მეტად უცემდა გული. და აი ისინიც გაუსწორდნენ. საკაცე მის წინ გაჩერდა და ექიმების ხმა მოისმა.
-სასწრაფოდ საოპერაციო მომზადეთ მძიმე ტრამვებია. ზოგადი ქირურგი მოიყვანეთ.
-რა ხდება?მაშინვე გამოჩნდა ირაკლი
სოფო ადგილზე იდგა და განძრევას ვერ ბედავდა. მის წინ მთლიანად დაბინტული პაციენტი იწვა უგონო მდგომარეობაში. იმდენად იზიდავდა ის რომ ვერ მოშორდა. სწორედ ამ დროს პატარა გაინძრა პირველად და დედის მუცელს ჯერ მსუბუქად უბიძგა, მერე უფრო ძლიერად რამდენჯერმე. სოფოს ეს ადრეც განუცდია პირველი ორსულობისას, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაშინ არ ჰქონია. თითქოს მისი პატარა და ეს ავადმყოფი ერთმანეთს ეძახდნენ და ერთმაენთისკენ მიაწევდნენ. შებორძიკდა და იქვე მდგარ ექთანს დაეყრდნო რომელმაც ხელი შეაშველა რომ არ დაცემულიყო.
-სოფო კარგად ხარ?-ახლა მას მიუბრუნდა ირაკლი
-ირაკლი ვინ არის ეს პაციენტი?-ჰკითხა ჩუმად
-არ ვიცით. ავარიაში მოყვა რამდენიმე ხნის უკან და რაიონის საავადმყოფოში გაატარა რამდნეიმე კვირა. იქ აღმოუჩინეს პირველადი დახმარებები. მაგრამ მეტი გაჩერება არ შეიძლებოდა იქ. ჩვენთან გადმოიყვანეს. მეც ახლა ვეცნობი ავადმყოფობის ისტორიას. რამდენიმე მძიმე ოპერაცია სჭირდება და შეიძლება თამუნას გამოძახებც კი დაგვჭირდეს.
სწრაფად ლაპარაკობდა ირაკლი.
-თამუნასთვის ხომ გადაღლა არ შეიძლება?
-არ დავღლით. რამდენიმე საათთ გაძლებს, მერე სხვა მიეშველება. ახლა სხვა გზა არ გვაქვს. მთავარი ქირურგი ბათუმშია წასული დაკრძალვაზე და უკვე გამოვიძახეთ, სანამ ჩამოვა თამუნას დახმარება დაგვჭირდება.
-კარგი. მაგრამ ცოტა ხნით. იცოდე საფრთხეში არ ჩააგდო ის და ბავშვბეი.
-ამას მე მეუბნები?უსაყვედურა ირაკლიმ
-იცი იკა ეს პაციენტი რომ დავინახე მაშინ გაინძრა ჩემი პატარა მუცელში პირველად და მეც ისე ვარ თითქოს ძალიან ნაცნობია ჩემთვს.
-ახლა არა სოფო გთხოვ. შენი განცდების შესახებ სხვა დროს მომიყევი. მანადე თამუნა გამოიზახე კარგი?არ გეწყინოს.
-არა ირაკლი, უთხრა სოფომ და მობილურზე თამუნას ნომერი აკრიფა, თან თვალი გააყოლა საავადმყოფოს გრძელ დერეფანში უგონოდ მყოფ უცნობ პაციენტს და გული აუჩქარდა....

მაპატიეთ თუ პატარა თავი გამოვიდა და აზრები დაულაგებელია. შუაღამისას ვწერდი უძილო რომ დროულად დამედო და მეტი აღარ დამეგვიანა. :D



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმეე მაგარია ძაან
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი katiusha

Madloba yvelqs tbili sityvebistvis...d
Male davdeb axals...davelodit ra moxdeba momavalshi;-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent