ბურდული და სხვა კატასტროფები (7)
ვერ ვიტან როცა 2 დღეზე დიდი შუალედი გამომდის,მაგრამ მხოლოდ დღესასწაულებზე ვნახულობ ხოლმე ჩემებს და ის რამდენიმე დღეც ლეპტოპთან რომ გავატარო ხომ ხვდებით რა ცუდი ტიპი ვიქნები )) . არ ვიცი ამის შემდეგ დავწერ თუ არა სხვა ისტორიას, არაფერ განსაკუთრებულად ღირებულს არ ვქმნი, მაგრამ რასაც ვქმნი სიგიჟემდე მიყვარს, ასე რომ მიფუჩეჩებას დაგვიანება ჯობია. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ---------------------------------------------------------------------- .ნინი. -მაშო გაიღვიძე-ფრთხილად ვადებ თითს -მაშიკო-ბანს მაძლევს ლექსო -გაღვიძებისას არაადეკვატური ხდება, შეიძლება გვიკბინოს-ჩურჩულით ვუახლოვდები საბანს -მმმმ-ბუნაგში შემძვრალი დათვივით ზმუის მაშო და გვერდს იცვლის -მაშო ადექი-ლოყაზე თითს ადებს ლექსო -დაგხოცავთ-მოგუდული ღნავილი ისმის საბნიდან -მაშო გუშინ გაგვაფრთხილე ხვალ გამაღვიძეთო,ისიც თქვი მოკვლით დაგემუქრებით მაგრამ თავი არ დამანებოთ სანამ არ ავდგებიო-ვუკარკლავ დაფასთან გამოსული მოსწავლესავით -ასე თქვი რაღაც ღონისძიებაზე ვარ წასასვლელიო-ფრთხილად ჩურჩულებს ლექსო. შრაშუნის ხმა ჩამესმის და თვალის დახამხამებაში კუბოდან წამომდგარი ვამპირივით იწევა მძინარე მზეთუნახავი, ინსტიქტურად ვეკრობი აყლაყუდას. -ჯანდაბა,ღონისძიება-ცალ თვალს საცოდავად ახელს მაშო და გაბურძგნულ თმებზე ხელს ისვამს, ახლა ვხვდები რას ნიშნავს გამოთქმა „ბალიში აგიფეთქდა“ -შიკო ბაბაიაგას გავხარ-პირდაპირ ახლის ახარხარებული ლექსო, კრიჭაშეკრული ვუბრიალებ თვალებს. -ფაჩულიას შთამომავალო ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დაგიგრძელდა ენა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბურდღუნებს მაშო -ჩქარა ჩაიცვი, ჩვენ ყავას გაგიკეთებთ-ვუკარკლავ და აფხუკუნებულ ლექსოს თოკზე გამობმული ლეკვივით ვექაჩები. სამზარეულოში შესვლა და ნიჟარაში მთასავით აზვირთული ჭურჭლის დანახვა ერთია, აშკარად არ უნდა დაგველია წუხელ -ნემიროვი სულ გამოვცალეთ?-ეჭვის თვალით ვუყურებ ლექსოს -კი ნინელი,ოღონდ მხოლობით რიცხვში,გამოცალე-გულზე ხელდაკრეფილი ჯდება მაგიდასთან. -შენ გამხნევებდი თორე სულ არ მინდოდა დალევა-ზედა ტუჩს ვიბზუებ და მზერა გამოცლილ ბოთლებზე გადამაქვს,ლიქიორის დალევა როდისღა მოვასწარით? -მაშო მამხნევებდა,შენ კისკისებდი და რაღაც უცნაურობებს ყვიროდი -დიდხანს ვყვიროდი? რას ვყვიროდი?-თვალებგაფართოებული ვაბრუნებ თავს,ჯანდაბა! რა ჩაიდინე ნინი? -დიდხანს არა,მერე მაგიდაზე ცეკვა გადაწყვიტე და სიმღერაზე გადახვედი-სიცილით მიკარკლავს ლექსო -იტყუები!-პროკურორივით ვიშვერ საჩვენებელ თითს. სისულელე! მაგიდაზე რომ მეცეკვა ნამდვილად მემახსოვრებოდა. -დაიცადე ერთი წუთი-ხითხითით სწევს ხელს და ჯიბიდან მობილურს აცურებს. რაღაც არ მომწონს ეს ამბავი,არა აშკარად არ მომწონს. განათებულ ეკრანზე თითებს აწკაპუნებს და გაღიმებული მანიშნებს მოდიო. დაძაბული ვიგრძელებ კისერს -ნინელი ბოთლით,დივანზე გაწოლილი ნინელი, პირდაღებული ნინელი, მაგიდაზე ამხტარი ნინელი, პულტით ხელში მომღერალი ნინელი-ახორხოცებული გადადის ერთმანეთზე უარეს ფოტოებზე. ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, ეკრანზე გამომხტარ სურათში თვალებზე ჩამოთხაპნილი მაკიაჟით მერლინ მენსონის შვილიშვილს ვგავარ, რატომ ვარ ცოცხალი! -აუ რა ბოროტი ხარ ლექსო რატო გადამიღე-ხელებს ტელეფონის წასართმევად ვიშვერ -მოიცა ჯერ სად ხარ-სიცილით სწევს ზემოთ-აქ იძახი გინდა თუ არა პიესები უნდა წავიკითხოო, აქ აივნიდან ქალაქის დათვალიერება მოგინდა და მაშო გაკავებს. ერთი-მეორეს მიყოლებით გადადის სურათები, ბოლო ფოტოზე ორი წლის ბავშვივით გაბადრულ ლექსოს ვყავარ ხელში აყვანილი, აშკარად უაზროდ ბედნიერი ვწიწკნი წვერებს -აი აქ როგორც იქნა დაგითანხმეთ დაძინებაზე-ამაყად მიხსნის ლექსო -სიარულიც აღარ შემეძლო?-შეშფოთებული ვირტყამ შუბლზე ხელს -არა,დედოფალი ვარ და ხელში აყვანილი შემიყვანეთო აიჩემე-გაკრეჭილი მიკარკლავს კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი. რატომ,რატომ არ გამისკდება მიწა და რატომ არ ჩამიტანს კილომეტრით დაბლა! ცხოვრებაში არსად, არასდროს, არც ერთ წვეთს აღარ დალევ ნინი! -მობილურიდან და გონებიდან ერთდროულად წაშალე ეგ კადრები,სასწრაფოდ!-ხელებს ჰაერში ვაფრიალებ -კარგი რა სამახსოვროდ მექნება-თავს უარყოფის ნიშნად აქიცინებს. სამახსოვროდ ექნება ბიჭს! -ლექსო იცოდე ვიტირებ!-თითს გამაფრთხილებლად ვუწევ -აუ ნინელი არავის არ ვაჩვენებ ხომ იცი არა? -ლექსო მო მე ცი!-კოპებშეყრილი ვუშვერ ხელისგულს -წამართვი-თავის აყლაყუდურ თავს გვერდზე ხრის. მარჯვენა ხელით აწეულ მობილურს ვავლებ თვალს და მთელი ძალით ვხტები -აუ კაი რა ლექსო ნუ მაწვალებ-წივილით ვცდილობ ხელი ჩამოვაწევინო -მეტი მონდომება ნინელი-მარცხენა ყურში მესმის ხითხითი. ან ამხელა რატოა სასუქს უყრიდნენ? -ნინი კენგურუს როლი მოგცეს თუ რა მაფიაა?-სამზარეულოს კარში თავს ყოფს მაშო -დამეხმარე მობილური უნდა წავართვა-წივილით ვაფართხალებ ხელებს -არა მაშო! ფოტოების წაშლა უნდა-ხითხითით მიგერიებს ლექსო -თქვენ იჩხუბეთ, მე გიყურებთ ვითომ გაერო ვარ ან ნატო-მაშოს უკვე მოუსწრია ყავის დასხმა და მაგიდასთან მოკალათება,თავი არენაზე გასული გლადიატორი მგონია. -ამას ჰყავს უკვე ერთი ნატო,არა ლექსო?-ენას ვუყოფ ცხვირწინ აყუდებულს -ნატალი ქვია ნინელი,ნატალი-სახის მანჭვით მაჯავრებს. რაღა გვიჭირს, ნატალი ქვია თურმე. ცხოვრებაში პირველად მინდება მთელი ძალით ჩავარტყა. კარგი, ხტომის გეგმამ არ გაამართლა, მზერა მაგიდის გვერდით მდგარ სკამზე გადამაქვს, ეგ არის! -შენ მანდ იდექი!-თითს ვუქნევ ლექსოს და სკამს ვექაჩები. გახალისებული უყურებს როგორ ვუდგამ ცხვირწინ ტაბურეტს და ტორტმანით ვდგები ზედ. მორჩა, ახლა ჩემია! გაბადრული ვიწევი მობილურისკენ -ლექსო ნახე შენზე მაღალი ვ...-სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული აშკარად იმაზე მეტად რომ ვიხრები წინ ვიდრე დაგეგმილი მქონდა, აი აქ დაგერხა ნინი! საყრდენგამოცლილი წივილით ვეშვები ძირს,ბუნდოვნად მესმის მაშოს შეკივლებაც. ის-ისაა ტვინი იატაკს უნდა დავასხა და ერთ დროს ლამაზი ცხვირი წინასწარ გამოვიგლოვო უცებ ჰაერში რომ ვშეშდები. ზებუნებრივი ძალები მაქვს და ახლა გამოვამჟღავნე ვითომ? თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ლექსოზე ვარ აკრული,პლუს წელზე ვგრძნობ გრძელ ტორებს, არა ნინი შეგიძლია ზებუნებრივი ძალების გამომჟღავნება შემდეგისთვის გადადო. დასარწმუნებლად თითებს მხრებზე ვაწყობ და სახეს ვუსწორებ -კარგად ხარ ნინელი?-გაფართოებულ შავ თვალებს მანათებს,თავი ხელში დაჭერილი თოჯინა რომ არ მეგონოს და სუნთქვაც რომ შემეძლოს აშკარად უკეთესად ვიქნებოდი -კი და დამსვი ხმელეთზე-გახარებული ვიქნევ ფეხებს ჰაერში. კაფელზე დაბრუნებული მაინც ვიმოწმებ ცხვირს ყოველი შემთხვევისთვის,აშკარად ადგილზეა. მაშო უცნაურ მზერას გვაგებებს და გაღიმებული აგრძელებს ყავის სმას -მაინც წაშლი იცოდე-თვალებმოწკურული შევყურებ ლექსოს -შენ ოღონდ სკამზე აღარ შედგე და-გაბადრული ისწორებს მაისურს. ბუზღუნით ვბრუნდები მადუღარასკენ. -ნინელი, ხვედელიძე რატო გირეკავს ამ დილით?-აზუზუნებულ მობილურს მაწვდის მაშო,ხვედელიძე დილის ცხრა საათზე მირეკავს? აშკარად სახინკლის ნომერში აერია. მწვანე ღილაკს ნაჩქარევად ვაჭერ -ნინი, მომყავს უკვე და ხო გღვიძავთ თქო გადავამოწმე-გახარებული ხმით მიკარკლავს ხვედელიძე. -მოიცა ლუკა,რა მოგყავს? -რა კი არა ნუცა მომყავს გოგო,თხუთმეტ წუთში მანდ ვართ-მოგუდულად მესმის ხმა და იქედან ბავშვის წიკვინი, მოიცა დღეს პირველი აპრილია თუ კოშმარი მესიზმრება? -ლუკა ახლა წესიერად ამიხსენი შენი ჰიპერაქტიური და ჩვენთან რატომ მოგყავს-ფრთხილად ვჯდები სკამზე. -წუხელ არ დამირეკე მე დავიტოვებ ხვალ ნუცასო? რა გჭირს ნინი-გაკვირვებული ჩამყვირის ხვედელიძე. ჯანდაბა! ამასთან დარეკვა როდისღა მოვასწარი. -ჰო კარგი,მოიცა რა გითხარი რამდენ ხანს დავიტოვებ მეთქი? -სანამ თბილისში დავბრუნდებით რა,საღამოს ჩამოვლენ ჩემები, კაი გნახავ აბა-ნაჩქარევად მაყრის და კავშირიც წყდება,სავარაუდოდ მხეცი სახელად ნუცა მობილურსაც მიწვდა. -რა ხდება?-ინტერესიან მზერას მტყორცნის ჩანთამოკიდებული მაშო -წუხელ ხვედელიძისთვის მითქვამს შენს დას დავიტოვებ მეთქი-წარბებს საცოდავად ვკრავ. -არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ მადლობა ბურდულს-მაგიდიდან კისკისით ხტება -მოიცა მარტომ უნდა დავიტოვო?-სასოწარკვეთილი ვაცეცებ თვალებს და ვერ გადამიწყვეტია აივნიდან გადახტომით დავასრულო სიცოცხლე თუ ჭაღზე ჩამოვიკიდო თავი. -ვგიჟდები ბოროტ ბავშვებზე-კარისკენ ღიღინით მიფარფატებს მაშო -ამის შემდეგ აღარ დალევ ნინელი-თვალებმოჭუტული ხარხარებს ლექსო,ამას რა უხარია. -ლექსოო-ლეკვის თვალებით ვუჯდები გვერდით -ნინელი არ მომწონს ეგ მზერა-წარბებს წკეპს ლექსო -მარტო ხომ არ დამტოვებ იმ ბავშთან-დამტკბარი ვიღებ მის მარცხენა ხელს და მხრებზე ვიხვევ -ნინელი ტყუილად ცდილობ -გთხოვ რა,მაინც არ გქონდა დღეს სხვა საქმე-თითებს რბილ კულულებში ვუცურებ -აუ ნინელი რა-ბუზღუნით მანათებს ღამესავით შავ თვალებს, მორჩა დამნებდა! აქ გაიმარჯვა ოსკარის ნომინაციაზე პირდაპირ წარსადგენმა ნინიმ! საათნახევარში ზოოპარკის წინ ვჩერდებით,თვალს საეჭვოდ დადუმებული ნუცასკენ ვაპარებ, წესი ნომერი ერთი: არასდროს ენდო სამი წლის კიკინებიან არსებას,რომელიც მხოლოდ მაშინ ტიკტიკებს როცა აწყობს. -ხომ გახსოვს,ვოლიერთან ახლოს არ უნდა მივუშვათ, ცივი წყალი არ დავალევინოთ და ნაყინი არ უნდა ჭამოს-მანქანიდან გადმოსულ ლექსოს ჩურჩულით ვუკარკლავ ხვედელიძის დანაბარებს. -და თვალი არ უნდა მოვაცილოთ-პატარა მავნებელს ხითხითით უსვამს თმებზე ხელს. -ბიჭო ეგ არ ლაპარაკობს თორე ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხვდება-მკლავზე ვექაჩები გასაჩუმებლად. პირველი დაბრკოლება ეზოში ფეხის შედგმისთანავე გვხვდება -ნატინი-ჩამოსასხმელი ნაყინის ჯიხურისკენ იშვერს ხელს აფოფრილი ნუცა -ეგ არ შეიძლება საყვარელო,წამო შოკოლადი ვიყიდოთ-ძლივს ამაქვს ტუჩები გასაღიმებლად -ნა ტი ნი!-თვალს თვალში მიყრის ნუცა,მოწინააღმდეგე აშკარად არ აპირებს დანებებას. ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ ლექსოს ჩახუტებული მოყავს აღნავლებული ნუცა და ამის საოპერო ხმაზე ნახევარი ზოოპარკი ცხოველების მაგივრად ჩვენ გვიყურებს, რატომ არ დაგატყდა თითები ნინი, გალეწილმა ხვედელიძესთან დარეკვა რომ გადაწყვიტე,რატომ?! ვერც ზებრა,ვერც ლომი და ვერც შეშფოთებული აფთარი ვერ ახერხებენ უმცროსი ხვედელიძის დაშოშმინებას. მაიმუნების გალიასთან მისული ან მე შევეჩვიე ნუცას წივილს და აღარ მესმის ან რაღაც სასწაულით გაჩუმდა. ელვის სისწრაფით ვაბრუნებ თავს -გვეშველა-ქოშინით მიკარკლავს ლექსო და გალიებისკენ აღფრთოვანებული თვალებით მომზირალ ნუცას ძირს სვამს. ალელუია! სანამ კიკინებიანი ორფეხა არსება გამწარებული ეჭყანება უკიკინებო ოთხფეხა მაკაკებს ლექსოსთან ერთად ბაღის სკამზე ვჯდები -კიდევ კარგი რომ დარჩი-თავს მხარზე ვადებ დღის გმირს -აბა, ვინ ატარებდა ატირებულ ნუციკოს-თითს ცხვირზე მკრავს ახითხითებული -ისე რატო არ წახვედი?-თავს ოდნავ ვწევ თვალებში რომ შევხედო -აქ ბედნიერი ვარ ნინელი,ყველა აქაა ვინც მიყვარს, ხელფასიც მყოფნის და გასვლითებზე ისედაც დავდივარ უცხოეთში,ბედნიერებას ამერიკაში ვერ გავცვლიდი რა-ღრმა ამოსუნთქვით მისვამს თმაზე ხელს და ის-ისაა გულაჩუყებულმა მთელი ძალით უნდა ჩავეხუტო ვოლიერისკენ ინერციით გაქანებულ ნუცას რომ აღიქვამს გონება -ნუცა არ შეიძლება მანდ ხელის შეყოფა-წივილით ვხტები ფეხზე, ერთი ამ მაიმუნებმა გაიგონეს ჩემი ნათქვამი და მეორე ნუცამ. მთელი მონდომებით ცდილობს რომელიმე მაკაკას კუდზე ჩაავლოს ხელი. ფრთხილად ვექაჩები გალიას ჩაფრენილი თითები რომ გავაშვებინო, მორჩა, იწყება ღრიალის მეორე სერია! -ნუციკო წამო ტირში სათამაშოები მოვიგოთ კარგი?-ახლა თავზე წამომდგარი ლექსო ეფერება თმებზე, წამის მეასედში ეცვლება სახე მაიმუნების რისხვას, მტრულ მზერას მავლებს, ენას მიყოფს და კმაყოფილი სახით ისე ეკიდება ლექსოს კისერზე გეგონება წამის წინ მე ვჩხაოდი ბოლო ხმაზე. ახლა ვხვდები რატომ არ უყვარს მაშოს ბავშვები. ტირამდე მშვიდობიანი ზავით ვაღწევთ -ხომ არ ცდი ნინელი?-ზემოდან დამხითხითებს აყლაყუდათა შორის ყველაზე დიდი აყლაყუდა -გგონია ვერ მოვარტყამ?-დოინჯშემორტყმული ვიჭიმები. თავის ქიცინით იხდის თანხას და თოფს ხელში მაჩეჩებს, მოიცა როცა ვთქვი მოვარტყამ მეთქი ის ჩასაგდები ბურთი ვიგულისხმე! -თვალში არ გაირტყა ნინელი-ყურებამდე გაკრეჭილი მითმობს ადგილს. კარგი, ახლა უკან დახევის დრო არაა ნინი, შენ ამას შეძლებ! იარაღს მხარზე ისე ვიდებ ფილმებში რომ აკეთებენ ხოლმე და მთელი ძალით ვცდილობ დახაზულ სამიზნეს ათიანში დავუმიზნო -დაგვეძინა ნინელი-ზურგს უკან მესმის ლექსოს ხარხარი -ჩშშ კონცენტრაციაში ხელს მიშლი-კბილებს შორის ვცრი. როგორც იქნა ვუმიზნებ და სასხლეტს ამაყად ვკრავ თითს. გადასარევია, ათიანს კი არა საერთოდ სამიზნესაც ვერ გავარტყი მგონი -ევაკუაცია გამოაცხადეთ ხალხო ნინელის თოფი უჭირავს-იარაღს მართმევს ჩაბჟირებული ლექსო. -აბა შენ მოარტყი-ტუჩებაბზუებული ვუშვერ თითს. გაბადრული დგება ცენტრში და იარაღს იმარჯვებს. შავი კატა თარსიდან დაწყებული თითების გადაჯვარედინებით დამთავრებული დათარსვის ყველა მეთოდს ვიხსენებ. ტკლაცუნის ხმა და ლექსოს მხიარული შეძახილი ერთად მესმის -დათუნია აარჩიე ნინუც-ამაყად დამყურებს ზემოდან. ვიღას ახსოვს დათარსვა და ამბები, სათამაშო მოვიგეთ! დაუფიქრებლად ვიშვერ თითს ფუმფულა პანდისკენ და უკვე ჩაბარებული ძღვენით ვუბრუნდები თვალებანთებულ ლექსოს. მოიცა,რაღაც გვაკლია, არა აშკარად გვაკლია. ირგვლივ ვიყურები და ღიმილი ზედ სახეზე მაშრება -ლექსო,ნუცა სადაა?-აქეთ-იქეთ ვაცეცებ თვალებს. -აუ ნუცა ტო-მთელი ტანით ბრუნდება და თმას ნერვიულად იწევს-მე მაიმუნების ვოლიერთან წავალ, შენ ატრაქციონებთან ნახე მოწყვეტით ვბრუნდები და ძახილით გავრბივარ პატარების კარუსელისკენ, არც სასრიალოსთან ჩანს,არც საქანელებთან,ჯანდაბა,სად უნდა გაპარულიყო? ისევ ვოლიერებისკენ ვიღებ გეზს. თავში ათასი ვარიანტი ტრიალებს ერთად, ვინმეს რომ წაეყვანა? მტაცებლების გალიასთან რომ მისულიყო? აქოშინებული ვუვლი მგლების და ვეფხვების ვოლიერებს.ათწუთიანი სირბილის შემდეგ ისევ ერთმანეთს ვპოულობთ მე და ლექსო -ჯანდაბა,რა გავაკეთოთ ახლა?-თვალებგაფართოებული ვუყურებ-ამხელა ზოოპარკში როგორ ვიპოვოთ? -დაცვას ვუთხარი და ისიც ეძებს-თმებში ნერვიულად ისვამს ხელს-დავფიქრდეთ ახლა,სად მოუნდებოდა წასვლა? -რავიცი ლექსო, მე კი არ ვარ სამი წლის გაბოროტებული ბავშვი,ისაა-მბრალდებელივით ვიშვერ ხელს -გვეყიდა ის დედააფეთქებული ნაყინი, შეიძლება არც წასულიყო-ბოლთას ცემს ლექსო. ვაიმე ნაყინი! -სანაყინე ლექსო!-წივილით ვექაჩები მკლავზე. მარათონზე გასული მორბენალებივით ვფარავთ მანძილს ტირიდან შემოსასვლელამდე. თავისუფალი სანაყინის დანახვაზე ბოლო იმედიც მიკვდება,მორჩა ახლა მართლა ცუდადაა ჩვენი საქმე. -ნინი შეხედე-მარჯვნივ მაბრუნებს ლექსო. ნათლად ვარჩევ ოციოდე მეტრის მოშორებით დამდგარ კიკინებიან ნუცას, გამწარებული ეჩხუბება ხელში ნაყინჩაბღუჯულ ბავშვს, ასაკოვანი ქალი კი,სავარაუდოდ ნუცას მსხვერპლის ბებია შუაში ჩამდგარი ცდილობს აფოფრილი ნუცას დაშოშმინებას. მხრებიდან თითქოს დიდ ლოდს მაცლიან. -ცხოვრებაში არასდროს აღარ დავიტოვოთ ბავშვი-ღრმა ამოსუნთქვას ვაყოლებ ნათქვამს და ჩხავილის რიგით მესამე სესიისთვის ვემზადები -ცხოვრებაში არასდროს აღარ დაურეკო ხვედელიძეს მთვრალმა-მარცხენა ხელს მხვევს გაკრეჭილი ლექსო. .მაშო. უნივერსიტეტის კიბეებს ზლაზვნით მივუყვები და სააქტო დარბაზისკენ ვიღებ გეზს, ოღონდ დერეფანში ნუ ჩამოგეძინება მაშო და შაბათი თუ არ შეგარგეს კვირა მაინც შენია. დარბაზის კარის შეღება და მცირეწლოვანთა მთელი არმიის დანახვა ერთია, მოიცა, დავიჯერო ისე მეძინებოდა უნივერსიტეტის მაგივრად ბაღში შევაჭერი? -ბუშტები სცენასთან დააწყვეთ-სადღაც მარჯვენა მხრიდან მესმის გუბაზის ხმა, არა აშკარად სწორად მოვსულვარ. ჯანდაბა, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, აქაც არ აგცდა ბავშვებთან ყოფნა მაშო. გამოფხიზლებული მივაბიჯებ მომღიმარი გუბაზისკენ,ასეა სანამ ერთი ადგილის აღებას და ღონისძიებაზე წაღებას გადაწყვეტ სულ მცირე ის მაინც უნდა იცოდე რა ღონისძიებაზე მიალაჯებ. -დილამშვიდობისა ზღარბო-წინ ის მიხტება ვისი გამოხტომაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება ინატრო ადამიანმა -მშვიდი იყო სანამ შენ დაგინახავდი-თვალების ტრიალით ვუვლი გვერდს. დღეს რომ რამე სასწაული არ დაგმართო სიცოცხლის ბოლომდე არ მომასვენებს ბოღმა! -გამარჯობათ ბატონო გუბაზ-პიონერივით ვესვეტები წინ და მზერა დიდ პლაკატზე გადამაქვს მთელ სიგრძეზე წარწერით “ANTI-BULLYING ” . ათწუთიანი ქოთქოთის შემდეგ ნახევრად გამოძინებულ ტვინს მხოლოდ ის დასკვნა გამოაქვს,რომ დღეს შეშლილი ბავშვების არმია უნდა გავართოთ, ჰო კიდევ უნდა ვუქადაგოთ ერთმანეთი არ დაჩაგროთო, სამაგიეროდ ფულიანი მშობლიკოები ქველმოქმედებას მოახმარენ პრადას ჩანთებისთვის განკუთვნილ თანხას, გადასარევია! -დაჯექი ზღარბო სახე უნდა მოგიხატო-წინ მესვეტება ფუნჯ მომარჯვებული ბურდული. მგონი ვიღაცამ კედელს მიარტყა თავი ამ დილით -ოცნება უფასო გაქვს იდიოტო-თვალებმოწკურული მივემართები გვერდის ასავლელად. დიდი იმედი მაქვს ამ წამს უცხოპლანეტელები დაგვესხნენ თავს და ბურდულის ხელის მაგივრად იმათი საცეცები შემომეჭდო მკლავზე, ინტერესით დავყურებ მაჯაში ჩავლებულ ნაცნობ თითებს,ასეა მაშო იმედები ადვილად ცრუვდება. -სამი წამი გაქვს თათის მოსაშორებლად-კბილებს შორის ვცრი ნაძალადევი ღიმილით -ყველა მოხალისეს ახატავენ,წესია ასეთი-საჩვენებელ თითს მარცხენა მხარეს იშვერს,გაბეზრებული ვიყურები იმავე მიმართულებით,სკამებთან აყუდებული ათამდე სტუდენტი მთელი მონდომებით თხაპნის წინ მსხდომებს, ესღა მაკლდა! -უხხ,სხვამ დამახატოს მაშინ-გასათავისუფლებლად ხელს ვაფართხალებ -მეწყვილემ უნდა დაახატოს,აბა გამოიცანი ვინაა შენი მეწყვილე?-აჟიტირებული ააქვს ტუჩები ყურებამდე და ხელებს ამერიკის პრეზიდენტივით შლის-სიურპრიზიი! ორი წამით ვუსწორებ მზერას ანთებულ მომწვანო მონაცრისფრო თვალებს და თავისუფალ სკამზე მოწყვეტით ვეჟღერტები, ისეთი მონდომებით არჩევს ფერებს გეგონება პარიზში გამოსაფენი ნიმუშის დახატვას აპირებდეს, გამომივიდა ესეც პიკასო! -სხვა ბინაში გადავდივარ ზღარბო-უცებ მახლის ფუნჯ მომარჯვებული და ის-ისაა ნინელისავით საკივლად უნდა მოვემზადო ისევ თვითონ რომ მასწრებს პირის მოღებას -მივიქციე შენი ყურადღება? ვივუს ჯი-ხითხითით მატყეპებს საღებავს ლოყაზე. წამის მეასედში აგებული ოცნების კოშკები ჩინური კუბიკების სახლივით მენგრევა თავზე. -ნამდვილი პირუტყვი რომ ხარ გითხარი ხო უკვე?-წინ ჩამოყრილ თმებს ცალი ხელით ვიყრი უკან -ჩუ ზღარბო ბავშვები გვიყურებენ,ცუდი ზღარბი-ზედ ცხვირზე ვგრძნობ ფუნჯის მომდევნო დადებას. სანამ დიდი ლეონარდო და ვინჩი თავის შედევრს დაასრულებდეს მთელი თხუთმეტი წუთი ვზივარ კრიჭაშეკრული, პატარა ორფეხების არმიაც ნელ-ნელა იწყებს წრეზე შემოკრებას,სხვებსაც ხომ ახატავენ რა უნდათ აქ,აშკარად განსაკუთრებულად მოსწონთ ამ ვირის ნადღაბნი. -ვუალა მოვრჩი-ფრანგულის ცოდნა გადმოაფრქვია ბიჭმა. ჩანთიდან სასწრაფოდ ვაძვრენ დასაკეც სარკეს. ვალერიანი! ვალერიანი მჭირდება სამი ან ოთხი ბოთლი! და რევოლვერი თავისი მჭიდებით! -რატომ ვგავარ ავატარს ოღონდ მწვანეს?-სალათისფრად გადაღებილი მთელი სახისკენ ვიშვერ თითს -ტალანტს ნუ მიკნინებ ზღარბო-წელში იმართება საღებავებთან არ გასაკარებელი. -რა ქენით ახალგაზრდებო?-წრეში აჭრის გუბაზი და შემოხედვისთანავე ქანდაკებასავით შეშდება -სახეზე მინდორი დავახატე,თან მწვანე მშვიდობის ფერია-ამაყად უკარკლავს სანდრო მოდილიანი. იმდენი გაგისკდა ეგ თავი,ერთი შენ გვყავხარ მშვიდობის მოყვარული და მეორე პუტინი გვიზის კრემლში,ტიპი რა დონის უფანტაზიო უნდა იყო ვინმეს მინდორი რომ დაახატო სახეზე! -ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ უბრალოდ პატარა სიმბოლოს დახატვაც კმაროდა ალექსანდრე-ღიმილით უბრუნდება ოსტატს. მოიცა,რაო? სიმბოლოო? წამში ვდგები და სხვა მოხალისეებს ვავლებ თვალს, ერთს ციცქნა წითელი წრე ახატია ლოყაზე,მეორეს პატარა ლურჯი გული, ქერა გოგო შუბლის კუთხეში მიხატული მტრედით მიაბიჯებს ცხვირწინ, ჯანდაბა! და ამ ნაკლულმა მთელ სახეზე მადღაბნა რაც კი მწვანე საღებავი იშოვა. მოთმინებით ველოდები გუბაზის წასვლას, აი თვალსაც ეფარება, ერთი,ორი და სამი -ვერ გადამირჩები-კბილებს შორის ვცრი და ხითხითით ჩაკეცილ ბურდულს იმ ბანჯგვლიან მკლავზე მთელი ძალით ვჩქმეტ, ხომაა ღირსი ცვილის ეპილაცია გაუკეთო ძილის დროს ან უბრალოდ ქათამივით დააპუტო ის ბუწუწები! -აუ აუ მეტკინა ზღარბო-მაჯაზე ლეკვივით აწკმუტუნებული მხვევს თითებს. ის-ისაა მეორე ხელი ჟელეთი აწკეპილი თმისკენ უნდა წავიღო და ერთით ნაკლები ქოჩრიანი დავტოვო დედამიწაზე, ირგვლივ შემოკრებილი ბავშვების არსებობა რომ მახსენდება, ნეწყვს მძიმედ ვყლაპავ და თავს ზემოთ ვწევ, ჰო მგონი ანტიძალადობრივ ღონისძიებაზე ბურდულზე თავდასხმა არ იყო მთლად შესანიშნავი გადაწყვეტილება. ათიოდე გაფართოებული თვალი შიშით შემომყურებს, ჯანდაბა! -მოკლედ ბავშვებო აი ეს არის ბულინგი-შეძლებისდაგვარად ვიკრიჭები და მსხვერპლს ხელს ვუშვებ-ასე არასდროს არ უნდა მოიქცეთ,ხო? წამში ეცვლებათ სახე და გაღიმებულები მიკრავენ თავს. ლექსოსნაირი ბოთეები. -სეიძლება სენთან სურათი გადავიღო?-ფეხებთან მიდგება ჩალისფერთმიანი ბიჭი. როგორ არ მიყვარს ბავშვები! გაბეზრებული ვატრიალებ თვალებს და უარის სათქმელად ვემზადები დიდი ლურჯი თვალები რომ უფართოვდება და მეჩხერი კბილებით შემომცინის ქვემოდან,თურმე რატომ იჩლექს ენას, ხო კარგი ცოტათი მიყვარს, სულ ცოტათი. -მხოლოდ ერთი სურათი-ტუჩებს ვპრუწავ და მის გვერდით ვიმუხლები,ლურჯთვალება ფუშფუშა ქალი ფოტოაპარატით გვიდგება წინ. ერთდროულად ორი მხრიდან მენათება შუქი, ვატყობ ძირში მიატყდება ის დაგრძელებული ხელები ბურდულს! ფოტოსესიის დასრულება და საპირფარეშოსკენ დოღის ცხენივით გაქცევა ერთია. კარს ნაჩქარევად ვხურავ და სარკის წინ ვდგები, ჰო მგონი ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა შევმზადებულიყავი და მერე ჩამეხედა. წერტილი არ დაუტოვებია მწვანედ რომ არ გადაეტყაპნა,იშოვა საქმე! შუბლზე და ლოყებზე წითელი კოპლები მაზის ალაგ-ალაგ, თუ ლოგიკის მამას დავუჯერებთ და მინდორი დახატა ესენი ყვავილები გამოდის მაშინ. არ ღირსებოდეს ქალის ალერსი ვინც ეს დარტყმული საღებავებთან მიუშვა! მთელი ათი წუთი ვცდილობ დიდი ხელოვანის ნამოქმედარის ჩამორეცხვას და კიდევ ათი წუთი ფჩხილებში ჩამჯდარი საღებავის გამოჩხრეკას ვუნდები. -მარიამ გეძებდი,ბავშვებს ართობს თქვენი მეწყვილე,მიდი და მეც მალე მოვალ-დერეფანში მხვდება საპირისპირო მხარეს მიმავალი გუბაზი. კარგი მაშო,ცოტაც და დამთავრდება შენი წამება, წადი მერე და უსასრულოდ იძინე! დარბაზში შესული აქეთ-იქეთ ვაცეცებ თვალებს,რაღაც სასაცილო ქუდი უპოვნია მის უმაღლესობას და მთელი ძალით ცდილობს თავზე ჩამოიფხატოს, აბა თუ მიხვდეს რომ არ ჩამოეტევა იმ გასიებულ გოგრაზე. -ე ზღარბო,ვგავარ თოვლის ბაბუას?-ხელებს მიქნევს მიახლოვებისას,სავარაუდოდ ბუშტების გასაკეთებელი ქაფი აქვს წათხაპნილი წვერზე -თოვლის ბაბუას არა და დორბლიან ბულდოგს ნამდვილად გავხარ -ნერწყვი არ გადაგცდეს მოიწამლები-ათამაშებული წარბების ქვემოდან მანათებს მუქ მწვანე თვალებს. წამებს ვითვლი სანამ ტრენერი თუ რაც ქვია ბოლო ლექციებს უკითხავს პირდაღებულ ბავშვებს და მთქნარებით ყბაჩამოვარდნილ დედებს. ძლივს სანატრელი მომენტი დგება, ბროშურებმომარჯვებული მშობლები კარისკენ მიერეკებიან პირველკლასელების არმიას. გვეშველა! გულდამშვიდებული ვიღებ ჩანთას. ოჰ ოცდამეერთე საუკუნის ნიკო ფიროსმანი აშკარად არ კარგავს დროს, წარბაწეული ვუყურებ როგორ ეღლაბუცება იმ ქერა გოგოს მტრედი რომ ახატია შუბლთან, აჰ ესეც ერთ-ერთი არაა არქეოლოგიაზე მესამე რიგის მანდილოსნებიდან? აქ დაგაჯდა შურისძიების ბუზი პატარავ! თვალების ცეცებით ვიწყებ გუბაზის ძებნას, გასასვლელთან მოქანავე მოტვლეპილ თავზე ვაჩერებ მზერას, ეგ უნდა იყოს! ჩანთიდან ნაჩქარევად ვიღებ ფურცელს და კაკუნით ვაჭრი ხალხში, მიდი მაშო შენ ეს შეგიძლია! -ბატონო გუბაზ იმ გოგონას სახელი ხომ არ იცით? მონაწილეების სიისთვის მჭირდება-სასწრაფოდ ვეტუზები წინ -მოიცა გავიხსენო, მარიამ-სათვალეებს ისწორებს გუბაზი-ჰო თამთა,თამთა წეროძეა თუ არ ვცდები -მადლობა-გაღიმებული ვუვლი გვერდს. კარგი, პირველი ეტაპი ადგვილი აღმოჩნდა, ახლა გვრიტების მონახულების დროა. მთელი ტანით ვბრუნდები და მეტისმეტად მხიარული ბურდულისკენ ვიღებ გეზს, ლამის ხელებში ჩაადნეს ქერა. კაი? ამ ნადირში რა უნდა მოგეწონოს. -სანდრო-ხელის ქნევით მივიწევ და სრულიად ვაიგნორებ დადუმებული ქერას მტრულ მზერას -ახლა რა გაგახსენდა ზღარბო?-გაღიმებული მიყრის თვალს თვალში. -ბიჭო გუშინ რომ მეუბნებოდი ვიღაც შტერი გოგო უნდა ავაგდოო და დაგანახებო რომელია აბა?-კაი ძმაკაცივით ვუტყაპუნებ ბეჭზე ხელს. -რას ბოდიალობ ზღარბო?-ისე აშრება ის მზაკვრული ღიმილი აშკარად მოწვა რაღაც ვერაა რიგზეო. მზერა გაბუსხულ ქერაზე გადამაქვს, ტონალურითაც ეტყობა აწითლებული სახე. -უიმე რა არ გახსოვს,წუხელ არ მიყვებოდი ერთი ღამით გავერთობი და მივაგდებ მერეო?-ხელების ფრიალით ვუბრუნდები კრიჭაშეკრულ ბურდულს და თვალებს ჩაფიქრებულივით ვაწვრილებ-გამახსენდა, თამთა არ მითხარი? თამთა წულაძე თუ წერიძე სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული სადღაც ახლოს რომ ჩამესმის შხუილის ხმა და შენელებული კადრივით ვხედავ ბურდულის მარცხენა ლოყაზე მიტყეპებულ ხუთ თითს, რაო მოგვხვდა დემოკრატიული მარჯვენა? ქვედა ტუჩზე სიმწრით ვიჭერ კბილებს გაცხარებული ქერას გაცლამდე,სამი, ორი, ერთი...მორჩა,მეტი აღარ შემიძლია! არაამქვეყნიური კისკისი ამომდის ყელიდან -თუ გადამირჩე უნამუსო ვიყო-ქვედა ყბას აქეთ-იქეთ ამოძრავებს ძალადობის მსხვერპლი. -არ შეწუხდე,ისედაც უნამუსო ხარ-თვალებს ვაფახულებ და ადგილს ვწყდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.