შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და კარლი (თავი II)


16-04-2017, 20:42
ნანახია 1 119

დილით ისევ მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა რომ ავდექი ნიკას უკვე მომზადებული ჰქონდა საუზმე.
-დღეს შეგიძლია მალე მოხვიდე?
-ჰო.. რამე ხდება? ვკითხე მხიარულად
-არა, კიარადა ჰო - დაჟინებული თვალებით დავაკვირდი
-მარია მინდა მოვიყვანო სახლში
-კკარგირა, ძალიან გთხოვ ისევ თავიდან ნუ დაიწყებ
-ლიზა, უკვე დიდი ხარ და უნდა გესმოდეს
-ნიკა, შენ მარია არ გიყვარს. უბრალოდ შენი გატაცებაა, და სანამ მასთან დროს კარგავ, ანი სულ უფრო და უფრო გშორდება.
-ანის დიდიხანია აღარ ვუყვარვარ და აზრიც არ აქვს არაფერს...
-რაიცი?
-საქციელიდან გამომდინარე ვხვდები..
-კარგი რა.. თანაც ეგ მარია დიდად არ მომწონს..
-ძალიან კარგი გოგოა
-ჰო, მთელი ქალაქის ბიჭები გამოიარა
თვალები გადაატრიალა და ჩაი მოსვა... საქმე იმაში იყო, რომ მას სხვა უყვარდა, მაგრამ გაბრაზებული იყო და სხვას ხვდებოდა. თუ დროულად არ მოშორდებოდა იმ გოგოს შეიძლება ცოლადაც მოეყვანა.. რა თქმა უნდა მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.
ვისაუზმე და სკოლაში წავედი. გაკვეთილების შემდეგ სახლში მისვლა მაინცდამაინც არ მიჩქარია. დავეხეტებოდი უგზოუკვლოდ. თითქოს რაღაც დამკარგვოდა და ვეძებდი. გგონიათ რამეზე ვფიქრობდი? არც არაფერზე.
სახლში რომ მივედი ნიკა სახლს ალაგებდა.
-რას აკეთებ? ვკითხე ჩანთა ძირს მივაგდე და დივანზე დაღლილი დავეხეთქე.
-1 საათში მოვა მარია რაღაცეები გავამზადე მიდი რა მაგიდა გაშალე
-კარგი რა, ოღონდ მარია არა...
-ლიზა..
უსიტყვოდ ავდექი და მაგიდის გაშლა დავიწყე, ცოტახანში ისიც მოვიდა. ჰო, ვაღიარებ ლამაზი იყო მაგრამ, რომ შეხედავდი, რაღაც, რაღაც ... შემოვიდა. დავსხედით მაგიდასთან. სასიამოვნო საუბარი გვქონდა.. უბრალოდ მე არ შემეძლო ასეთი რაღაცისთვის სასიამოვნო მეწოდა. უცებ ნიკა ადგა ჯიბიდან რაღაც ამოიღი, უკაცრავად რაღაც არა, ბეჭედი, მარიას წინ დაიჩოქა და ხელი სთხოვა.. სახეზე ალმური გადამივიდა. ჩემი ძმა, ის ერთადერთი ადამიანი ვინც გამაჩნდა საერთოდ და ვინც ყვეაფერს მერჩივნა ძალიან დიდ შეცდომას უშვებდა, მე კი არ შემეძლო მისი შეჩერება. ანერვიულებულმა ჯერ მარიას გაოცებულ და თან ბედნიერ სახეს გადავხედე შემდეგ ნიკას შევხედე რომელიც თან ჩემსკენ აპარებდა თვალს. ავდექი დანიკას ვანიშნე რომ გამოსულიყო. გავედი აივანზე, ნიკაც მალევე გამოვიდა.
-რას აკეთებ?
-ლიზა ეს ჩემი ცხოვრებაა..
-მაგრამ შენ ხომ ის არგიყვარს
-მერე რაა შემიყვარდება
- ვერ შეგიყვარდება
და უცებ ყველაფერი დატრიალდა.. ირგვლივ სიჩუმე იყო მხოლოდ ანერვიულებულ ნიკას ვხედავდი და ვგრძნობდი რომ სილა გარტყმულ ლოყაზე მეტად გული მეწვოდა.
-უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრებაა და შეეშვი ჩემს კონტროლს, ეს შენ არ გეხება მე რას გავაკეთებ
-ჰომართალი ხარ, მე ვინ ვარ საერთოდ, კარგი ისე მოიქეცი როგორც გინდა. ვუთხარი და გავედი გასაღები ავიღე და კარლთან ჩავედი
დავქოქე, ვიგრძენი რომ ის ჩემთან იყო, ის ერთადერთი მეგოარი რომელიც არასდროს მტოვებდა, რომელსაც შევფიცე რომ სულ მისი ერთგული ვიქნებოდი და მანაც დამანახა რომ ყოველთვის შეეძლო ჩემი გაგება. მივდიოდი. მივქოდით მედაკარლი და უამრავ რამეზე ვფიქრობდით.თვალებ აცრემლებულს ბოღმა ყელში მებჯინებოდა და გზას ძლივს ვხედავდი. ახლა მთლიანად კარლის იმედზე ვიყავი. სიჩქარეს მოვუმატე. კიდევ დაკიდევ, კარლიც არიშურებდა ჩემთვის არაფერს. ნაწვიმარ გზაზე ძლივს თუ გამოჩნდებოდა ორი მანქანა ფრთხილად ჩაივლიდა. თავისთვის ჩუმად და მშვიდად. თითქოს სულაც არაფერი ხდებოდა. თითქოს სულაც არაფერზე ვნერვიულობდით მე და კარლი. სიჩქარე იმატებდა და იმატებდა. კარლიც მიდიოდა ჰოდა მეტიც რამინდოდა. შორიდან სინათლე შევნიშნე . სიჩქარე არ დამიგდია. უცებ უკნიდანაც შევნიშნე სინათლე. აშკარად ძალიან სწრაფად მატულობდა. ნელნელა მომიახლოვდა კიდეც. გადასწრეა სცადა. გავიფიქრე კიდეც ახლა სად მიდის ორიწამი ვერ მოუცდია გაიაროს ამსატვირთომ თქო მაგრამ ის მაინც არ ერიდებოდა დიდ, ძალიან დიდ მონსტრს რომელსაც შეეძლო მისი სიცოცხლის ერთ წამში გათავება. რადგანაც არმომეშვა მეც გზა დავუთმე. სიგნალის ხმა ... სატვირთომ გაიარა ჩემს უკან მომავალი მანქანა კიახლა ჩემსწინ იყო უფროსწორემსწინ მიფრინავდა. რამდენიმე წამში კი ხევში იყო. ჰო საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა.. ჯანდაბა, ახლა ამისდრო იყო? გავიფიქრე მანქანა გავაჩერე და სასწრაფოდ დაბლა ჩავედი. მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა. არვიცი ცოცხალი იყო თუარა, სისხლს კი ვხედავდი. ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. თავი სიზმარში მეგონა. ძლივს გადმოვიყვანე. ალბათ ჩემხელა ბიჭი იქნებოდა. აი რახდება როდესაც ასეთი ახალგაზრდები ასეთ მანქანებში ჯდებიან გავიფიქრე და პულსი შევუმოწმე. არც ისე კარგად მაგრამ ჯერ მაინც ცემდა სასწრაფოდ ავიყვანე მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში მივიყვანე.. ცოტახანში პოლიციაც მოვიდა. დამკითხეს და წამოვედი. ღამის ოთხი საათი იყო სახლში რომ მივედი. ნიკას დავხედე. არც ისე მშვიდად ეძინა მერე იქვე მდივანზე მწოლიარე მარიას. მასთან ერთად სახლში ყოფნას ისევ კარლთან ყოფნა ვარჩიე. ჩავედი და მანქანაში დავიძინე.
ისევ გათენდა.. ჰოისევ გათენდა. მზე არასდროს არავის ეკითხება უნდა თუარა ვინმეს გათენება. უბრალოდ იმას აკეთებს რაც ევალება. ამოდის გვათბობს და ჩადის. მაშინ როცა თვითონ უნდა. და სულაც არ აინტერესებს არავის აზრი. იქნებ ადამიანებიც ასე ვართ. იქნებ ისუნდა ვაკეთოთ რაც გვევალება და არუნდა გვაინტერესებდეს არავისი აზრი ...
ავედი სახლში გადავივლე და სკოლაში წავედი.. ყველაფერი ისევ იგივე.. ისევ მოსაბეზრებელი ურთიერთობები ხალხთან, რომლებიც ასე მაღიზიანებდნენ და რომლებთანაც მართლაც, არაფერი მესაქმებოდა.
გაკვეთილების ბოლოს სებასტიანთან ერთად წამოვედი სახლში.
-მოწყენილი მეჩვენები.. მითხრა როდესაც ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით
-ჰორავი..
-მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი -ვუთხარი და გავუღიმე
-საღამოს მუშაობას რომ მორჩები გინდა სადმე წავიდეთ?
-ჰო, რატომაც არა..
-კაიდაგირეკავ
-კაი ... და გადმოვუვიე ჩემი ბინისკენ. გაზაფხულის სითბო იგრძნობოდა. უჰ.. არმიყვარს გაზაფხული.
დრო მიდიოდა. მე და კარლი კარგად ვიყავით ნიკას ცოტა უჭირდა, ის მარიაც თავს არანებებდა. ბევრს ვჩხუბობდით მაგრამ.. გაზაფხული გავიდა. ზაფხული, სიცხე, არდადეგები, მუშაობა და რბოლები. ჩემი სეზონია ზაფხული, მაგრამ არა, შემოდგომა უფრო მიყვარს. ჰო, რაღაცნაირია, სხვანაირი. ამდროს მეც სხვანაირი ვარ ხოლმე. ბავშვობიდან მჯერა, რომ ამდროს რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს.. არვიცი ალბათ ესეც რაღაც ჩემი ბავშვური წარმოდგენები, ოცნებები. უჰ ისე დამღალა ყველაფერმა. ოცნებებისაც აღარ მჯერა. საერთოდ აღარც ვოცნებობ. რა აზრიაქვს თორე კი.. გამოცდები ჩავაბარე მაგრამ სწავლას ვერ ვაგრძელებ. რატომ? ფული არმაქვს. არა, რა სისულელეა გულს მაინც არ გავიტეხ. ვიმუშავებ მთელი წელი მაინც მოვაგროვებ!
ოქტომბრის შუარიცხვები იყო. ნიკამ დღეს დავისვენოთო და სახელოსნო არგაგვიხსნია. სახლში ვიყავით. ძველ ამბებს ვიხსნებდით, მერე ფილმს ვუყურეთ. ოთხი თუ ხუთი იყო ნიკას დაურეკეს და წავიდა. მეც რაგაცნაირად არმინდოდა სახლში ჯდომა. სასეირნოდ გავედი. მივუყვებოდი ნაწვიმარ ქუჩებს უგრძნობად. ცა უცნაურად ნაცრისფერი იყო. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი იყო მგონი მეც. ისევ ნაცნობი სიო, ნაცნობი სუნი, ტირიფების შრიალის ხმა. ისევ ნაცნობი შეგრძნებები. და ჯანდაბა, ისევ ის ნაცნობი ფიქრები, გაუთავებელი ბრძოლა შინაგან ‘მესთან’ ეს ველაფერი ისე მღლიდა და ხალისს მაკარგვინებდა. დაკარგული ვიყავი. საკუთარ თავს ვეძებდი. ისე მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ვკითხავდი, რჩევას ვთხვდი, ან ამღვრეული თვალებით ჩავეხუტებოდი. დედა. ისე მჭირდებოდა ახლა. ახლა კიარა ის ისე მჭირდებოდა მთელი ცხოვრება. ისე მაკლდა. იქნებ მის ერთ თბილ მზერას შეეცვალა ყველაფერი. იქნებ ის რომ მყოლოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო...
ფიქრებში გართული რომ გამოვერკვიე, უკვე 10 საათი იყო. ტელეფოონს რომ დავხედე უამრავ გამოტოვებული ზარი და წაუკითხავი ესემესი დამხვდა ნიკასგან. ნაბიჯს მოვუმატე და სახლისაკენ გავუყევი გზას
სახლში რომ მივედი კართან რაღაც ჩემოდნები დამხვდა.
-ნიკა სად მივდიართ? გავძახე და ოთახში შევედი, და აი ისევ, ნეტავ არ შევსულიყავი. ისევ მარია
-არსად. მე ვიცხოვრებ დღრეიდან თქვენთან დაისისინა მარიამ
ღმერთო რა დავაშავე ასეთი... რატომ მანცდამაინც ეს გოგო? - ნიკას კი გადავხედე ერთი მაგრამ ის ისეთი მშვიდი იყო აღარაფერი მითქვამს. ჩემს ოთახში შევედი. ბასს დავურეკე და წავდი.
შეოდგომა გადიოდა.. ძალიან მიჭირდა მარიასთან შეგუება ერთ დღესაც ვერ მოვითმინე და ნიკას ვუთხარი
-ან ეს გოგო წავა აქედან ან მე
-ლიზა..
-ნიკა უბრალოდ..
-შენ წახვალ
-რა?
-ჰო,
-კი, მაგრამ, ვლუღლუღებდი დაბნეული
-ან შეეგუები ან წახვალ
-კი მაგრამ ის არც კი გიყვარს..
-შემიყვარდება
-მასთან ბედნიერი ხარ? ვკითხე უკვე ხმა აკანკალებულმა ნიკა დუმდა და უკვე გასაგებიც იყო ყველაფერი... გამოვედი
საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი. არა აქ დარჩენას მართლა არ ვაპირებდი. ჩემს ოთახში შევედი ჩანთაში ტანსაცმელები საჭირო ნივთები ჩავაწყვე და წავედი. ჯანდაბა სად წავიდე.. ბასს დავურეკო? მასაც ავადმყოფი დედა ყავს არა ვერ შევაწუხებ.. ცოტახანი კარლთან დავიძინებ.. მაგრამ საწვავის ფული.. რავქნა ? რა გავაკეთო.. და უაზრო ტირილი ამივარდა.. მივდიოდით მედა კარლი მივდიოდით .. სადმივდიოდით არცვიცოდი.. გზას ვერ ვხედავდი.. არა, საერთოდ ვერაფერს ვხედავდი. სად ვიყავი არ ვიცოდი. ახლა კარლსაც არ შეეძლო ჩემი გაგება. საერთოდ არავინ იყო ისეთი ვინც იმას გაიგებდა რასაც ვგრძნობდი.
რაღაც წამი და ჩემს ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა... სად ვარ? ვინ ვარ? ღმერთო სად ხარ? ჩემთან ხაარ? რატომ ვერ გგრძნობ .. შიში, უჰაერობა. ვერაფერს ვგრძნობ, ვერ ვსუნთქავ, ჯანდაბა ახლა ვეღარაფერს ვხედავ. ნეტავ სად ვარ, ვინ ვარ, რამინდა? შიში, ტკივილი. დაუცებ მხოლოდ სიბნელე. სიბნელე და მეტი არაფერი.. უცებ სიმსუბუქე ვიგრძენი. თვალები გავახილე, სიბნელის უსასრულობიდან გამორკვეულმა პირველი ვარსკვლავები დავინახე, შემდეგ ვირაც უცხო ადამიანი რომელიც თავზე დამყურებდა. წამოდგმა ვცადე, არგამომივიდა. მეორედ ცოტა წამოვიწიე და უცხო ადამიანიც მომეშველა. წამოვჯექი. ჩემს ხელებს დავხედე სისხლიანი იყო. შემდეგ იმ უცხო ადამიანს გავხედე. ძალიან მეცნობოდა მაგრამ საიდან არვიცი. მერე კარლს გავხედე, ღმერთო, რა დღეში იყო. ამოყირავებული ეგდო. მიტოვებული, მარტო დარჩენილი მე აქ ვიღაც უცხო სიმპატიური ბიჭის გვერდით ვიჯექი, ღმერთს მადლობას ვუხდიდი გადარჩენისთვის და თავს ყოველ წამს უკეთ ვგრძნობდი, ის კი.. ის ისეთი დაუცველი იყო... მეის მივატოვე პირობა ვერ შევასრულე..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent