შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (11)


16-04-2017, 22:48
ავტორი krimcova19
ნანახია 1 116

ამ დროის მანძილზე ვერაფრის დაწერა მოვახერხე. ვერაფერი გამახსენდა. საერთოდ არ მაქვს ძალა ოთხკედელშუა გამომწყვდეული თეთრ სივრცეში ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე,იმ მომენტზე როცა ერეკლე გავიცანი და მინდა რომ დავაბრუნო ყველაფერი უკან რადგან აღარ შემიძლია ამის ატანა. ქვედა ნაწილიდან სისხლის ნაკადი ნაკადულივით მოედინება, წარმომიდგება თვალწინ რაც წამართვეს და გული ათასჯერ უფრო მეკუმშება.
-ანისია...ანისიაა შენი ძილის დროა
მესმის კარების მეორე მხრიდან ყრუ ძახილი. მე კი ყურებზე ხელს ვიჭერ და ვცდილობ გავიხსენო თუ სად შევჩერდი, ქრონოლოგიურად ვაწყობ ყველაფერს და ამბების ერთმანეთზე გადაბმას ვცდილობ.
მაშინ როცა ის გავიცანი....
-სკაიპი გაქვს?
-მე? აქ დაბნეულობის სმაილი უნდა ხო იცი :დ
-დაბნეულობის? ეგ რომელია?
-აი აქ რომ ვერ ვიპოვე ეგ რაა. კიი კიი მაქვს ისე
თავისი ნიკი გამომიგზავნა. წარწერთ აქ დამამატე. ვუყურებდი ამას და გული მერეოდა მერე რა უნდა მომხდარიყო. შევხვდებოდი ხშირად,ვესუბრებოდი ათას სისულელეზე ვაკოცებდი და ვიქნებოდი მასთან ბედნიერი? მაშინ როცა იოანე მიყვარდა მე ვინმესთან უნდა ვყოფილიყავი? იქნებ მონოგამია უნდა ამოვგდო თავიდან და გავხვდე ჩვეულებრივი ქალი გავრისკო ყველანაირად და მივწერო ან ვესაუბრო მას ვინც გულით მინდა მაგრამ, მაინც ეს უაზრო სტერეოტიპი.... ბოლოს მაინც გავრისკე და დავივიწყე ჩემი შეხედულებები ვირტუალური სამყარო რეალურად ვაქციე. თავიდან რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ ადამიანს ვესაუბრებოდი ყველაზე ახლოს ხოლო შედეგ კი ისევ ჩემმა ტვინმა იმძლავრა და მოხდა იგივე. გამახსენდა ის , იოანეე... ერეკლესთან საუბრის დროს news feed ში იოანეს და მისი თიკოს ვიდეოს წავაწყდი. ისეთი ბედნიერები ჩანდნენ. ისე უხაროდათ ერთმანეთის ერთადყოფნა რომ მე დებილმა ვიდეო დავუგულე.
და გავიხსენე ის რომ მიყვარდა და იმ დღის შემდეგ ერეკლესთან საუბრის დროს ერთი და იგივე ხდებოდა
უცნაური თვისება მქონდა,როცა ერეკლეს სკაიპით ველაპარაკებოდი, ყოველთვის იოანეს ფოტო მქონდა გახსნილი და მას ვუყურებდი, წარმოგიდგენიათ ადამიანს ესაუბრები დაახლოებით 5-6 საათი და მას არ აღიქვამ პიროვნებად, ზოგჯერ იმდენჯერ მომეძალებოდა უიოანეობა რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა,რაღა თქმა უნდა ერეკლე ამას შეამჩნევდა ბოდიშს მომიხდიდა თავისი მორიგი საზიზღარი უიმორის გამო,რომელიც ჩემს დამცირებას ისახავდა მიზნად.ვერ წარმოიდგენთ რა დონემდე მძულდა ეს ადამიანი, მაგრამ საქმე ის იყო რომ თან მინდოდა მასთან,მაგრამ რისთვის? ალბათ იმისთვის რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი ჩემს არარაობა თავში,იმაში რომ საერთოდ არ ვარ ღირსი იმისა,რომ ვიცხოვრო. ვიჩხუბეთ.... თვეში 100 ჯერ ჩხუბი ჩვენი ჰობი გახდა, მე პირველად დამჯერი გოგოს როლი მოვირგე,მაგრამ ჩემში ისევ ცოცხლობს ფემინისტი,მაგრამ ვკლავ რატომღაც მას. თუ გინდა ჩვენს დროში ბედნიერი იყო ის,რასაც ფიქრობ არ უნდა თქვა. თანამედროვე დიასახლისებს ვბაძავ ალბათ. მალე ქმარი მოვა მოჟამული სახით და მეტყვის „ჰეი, ანისია ნასკი გამხადე“ , „მაჭმევ დღეს შენ საჭმელს თუ როგორაა საქმე“. მე კი გავიფიქრებ „ხომ არ დაგიღეჭო ბარემ და შენს მაგივრად მოვინელო? „’ რა თქმა უნდა ამას ჩემთვის ვიფიქრებ, თვალებით კი... ვინ გითხრათ რომ თვალები არ ტყუიან? ჩემი თვალები დაჩაგრული ბავშვის თვალებს გავს, ადამიანისას რომელიც სულ ტირის. გონებით და გულით კი იცით რომ საშინელება ვარ, საერთოდ არ ვარ ის,რაც ხალხს უნდა მე უბრალოდ ვარ ადამიანი,რომელიც ყველას ძულს,მაგრამ მასთან მაინც მოდიან, არ ვიცი რისთვის ან რატომ? ჩემში არაფერია ისეთი საერთოდ არაფერი, უბრალოდ დემონები თუ არ დაგთამაშებს თვალებში არ ნიშნავს რომ წმინდანი ხარ, მწუხარების თამაშიც შეიძლება. უდიდესი ემპათით როცა გამოირჩევი,როცა მთელი გულით და სხეულიT გრძნობ მაგალითად რომელიღაცა ფილმის გმირის განსაცდელს, ეს შენს თვალებზეც აისახება, უბრალოდ საჭიროა მოძებნო დრო და საზოგადოება ამის გამოსავლენად. უცნაური ფაქტია,მაგრამ დასაფლავებებზე როცა ტირილია საჭირო და არ გინდა რომ შენზე იჭორაონ ეს მართლა რა უგულო ყოფილაო, ამ ხერხს მივმართავ, მაგალითად წარმოვიდგენ როგორ ცემს საწყალ ავრორას დედინაცვალი, როგორ კვდება ამადეო მოდილიანი,როგორ იკლავს მკვდარი პოეტების საზოგადოებაში მოციმციმეთვალება ბიჭი თავს და იმდონემდე ვტირი რომ, თვით ჭირუსუფალიც ტაშს მიკრავს ასეთი შემართებითი სიყვარულისთვის და მათ განა რა იციან? არაფერი არავინ არ იცის ჩემს შესახებ. არც იმ ერეკლემ ფროიდ-იუნგის აზრებით რომ აღმიქვამს, თავის განათლებაზე წაკითხულ წიგნებსა თუ ნანახ ფილმებზე იმდენს მესაუბრება რომ უკვე გული მერევა, როგორ მღლის ეს 2 წიგნ წაკითხული საზოგადოება მოარული ქუჩებში, მაღალსაყელოში ჩამძვრალი თავებით, მოტიპო ნარცისები, მე კი მათთან მათთვის დებილი. განა ვგავარ კი მკითხველო დებილს? შერეკილს კი,მაგრამ დებილს არანაირად. სასაცილოა,მაგრამ არც დებილი ვარ და არც მითუმეტეს საწყალი,უბრალოდ მოადამიანო პიროვნება ვარ.
ერთ დღესაც გამომიცხადა რომ ჩემი ხილვა სურდა... არა უკეთესი იქნება თუ მისი სიტყვების ზუსტ ციტირებას მოვახდენ,რადგან ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ ისტერიული სიცილი ამივარდა.
-ძვირფასო ანისი... უკვე იმდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს რომ დამავიწყდა კიდეც შენი კანის ნაზი სურნელი. ამიტომ მინდა რომ გნახო დღეს აუცილებლად.
მიუხედავად უკვე ნანახი მყავდა მაინც არ მინდოდა მისი ხილვა ინტერნეტში გაცნობილ ადამიანთან არანაირად არ მსურდა სერიოზული ურთიერთობის დაწყება. ეს ონლაინ ურთიერთობა ჩემთვის უბრალოდ გასართობი იყო...ფლირტის ტოლფასი.მაგრამ ბოლოს მაინც გავრისკე, რაც უნდა იყოს იყოს აზრით წამოვდექი და დავიწყე მომზადება. ამ ყველაფრისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. ქალურად ჩაცმას დიდი ხანია გადავეჩვიე. აღარ მიზიდავს სინაზე და ქალურიზმი. არ ვისხამ სუნამოებს ათასნაირი თავბრუ დამხვევი არომატით, არ ვიკეთებ სამკაულებს. არ ვიღებავ სახეს და ბოლოს ვემსგავსები საშინელ არსებას. მდედრობითი სქესისგან ფრიად განსხვავებულს. მაცვია კაცის პერანგი,შარვალი,ფეხსაცმელი რომელიც მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში შევიძინე. აღარ მაინტერესებს ბრენდები. ცენტრალები და სხვა ასეთი მაღაზიები. მოკლედ დეკემბრის საღამო იყო, ისეთი საშინელი ამინდი დაეთრეოდა გარეთ,რომ ქუჩებში უმისამართოდ სიარული ნახევრად უცნობ ადამიანთან სიგიჟის ტოლფასი იყო. გარეთ გამოვედი და სანამ გაჩერებამდე მივაღწიე ერთი დიდი ომი გადავიხადე, ბრძოლა მიწევდა წვიმასთან, ქართან და სიბნელესთანაც კი. ჩემს უბანში რატომღაც ლამპიონებს გაფიცვა გამოეცხადებინათ.
ტაქსიდან ჩამოსული პირდაპირ მისკენ გავიქეცი, არ ვიცი რატომ მაგრამ მთელი ძალით გავრბოდი კოჭებამდე წყალში და ბოლოს მთელი ძალით ჩავეხუტე, შეშინებულმა მანაც ხელები თავიდან შეშინებით მომხვია.ბოლოს კი მთელი ძალით მეხუტებოდა. ჩვენი იდილია კი ტაქსის მძღოლმა დაარღვია
-კარგია გვრიტებო,მაგრამ მე ფულს ვინ გადამიხდის.
ერეკლე გაფართოვებული გუგებით თვალებში მიყურებდა და სიცილით მითხრა
-არ გადაგიხდია.
მე გამეცინა მის სიტყვებზე და საფულეს დავწვდი, ორივეს გვეცინებოდა, ბოლოს მოთმინებადაკარგული ტაქსისტის სახეზე უკმაყოფილება გამოისახა.ჩვენ კი ამის შემჩნევის შემდგომ ყველაფრის დასერიოზულება გადავწყვიტეთ. მანქანის დაძვრის შემდგომ ერეკლემ თავდაჯერებით განმიცხადა.
-წამოდი აქ ახლოს კაფეა და იქ დავსხდეთ
და იმ ადგილისკენ მიმითითა სადაც მე და რატი დავდიოდით ერთ დროს. ჰომ კარგი მე თვითონაც ვიცი რომ რატი არ არსებობდა.მაგრამ ის მოგონებები რომლებიც მქონდა ტვინში შენახული მაინც ცუდ ხასითზე მაყენებდა, ამიტომ ერეკლეს განვუცხადე რომ არ მსურდა არსად წასვლა
-ანუუ?
-ანუუ ის რომ არ მიყვარს კაფეები, თეატრები,კინოები,ბარები,რესტორნები
-მოკლედ რომ ვთქვათ ანისი საზოგადოების თავშეყრის ადგილები
-ხო ხო ზუსტად ეგრეა. მე მინდა ვისეირნო ამ წვიმაში ვიცეკვო შენთან ერთად, ან შენს გარეშე,მინდა რომ ვიგრძნო ყველაფერი.იცი ? წვიმაზე მეტად არაფერს შეუძლია ადამიანს აგრძნობინოს ბუნების ძალა
ერეკლე ღიმილით მიყურებდა.ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაიწყო ირონიულად.
-ჰუჰ, შენ ის გოგო არ ხარ ვინც ცეკვას ვერ იტანს?
-კიი კიი მე ვარ
და ამიტყდა ისტერიული სიცილი.ვიცინოდი ბოლო ხმაზე, მინდოდა ჩემი სიცილით გამეყრუებინა მთელი სამყარო. ენდორფინების გამოყოფამ იმდონის ექსტაზამდე მიმიყვანა რომ ყველა და ყველაფერმა დაიწყეს ბრუნვა და შემდეგ კი არსებობა შეწყვიტეს. ვუყურებდი ყველაფერს და აღარ მყოფნიდა ჰაერი, თვალებიდან ცრემლები მთელი მარაგით მომდიოდა და მხოლოდ ყურებში მესმოდა ხმები გაურკვეველი ასტრალიდან.
-ცოცხალი ხარ? ამოისუნთქე...გეყოს...მოკვდები.
ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე მთელი თავდაჯერებულობით
-იცი,ადრე წამიკითხავს ვიღაც ფილოსოფოსზე თავისივე ნათქვამ ხუმრობაზე თურმე იმდენი უცინია რომ მომკვდარა,,, რა სანუკვარი სიკვდილია ღმერთმანი, კვდებოდე ბედნიერი. ადამიანთა უმეტესობა ხო ცრემლებით და ვაი ვიშით კვდება, ახლა დავფიქრდი და მივხვდი საუკეთესო სიკვდილი სიცილია...სიცილი რომლის მეშვეობით ანთავისუფლებ შენსგან ყველაფერს და რჩება მხოლოდ სასიამოვნო გრძნობა გადაღლილობის და შემდგომ ბედნიერად ეხუტები სიკვდილსაც
ერეკლე თავიდან გაბრაზებული ბავშვის სახით მიყურებდა, ბოლოს კი მაკოცა...
ასეთი რამ არასდროს განმიცდია. აქ იყო მთელი ვნება, მთელი სინაზე, ბოლოს ტუჩებს შეეშვა. მაკოცა სახეზე, თვალებზე, ცხვირზე. ნაზი კოცნებიც დამიპენტა მთელი სახე. ასეთი სინაზე მე არასდროს მინახავს, უხეში კაცი ნაზი კოცნებით. გავჩერდი,მეც გავჩერდი მასთან და დავკარგე თავი.
-მომიყევი შენზე.. იოანე დღემდე გიყვარს?
-როგორ გითხრა რომ აღარ მიყვარს ასეთი ნიჭიერი მატყუარაც არა ვარ.
- თქვენ ერთმანეთი გიყვარდათ არა?
-მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით იდიოტიზმად ჩაითვლება ის ფაქტი რომ დაიჯეროს ადამიანმა,დრო და საზოგადოება ცვლის კაცს, ის თეზისი რომ ადამიანები არ იცვლებიან არამედ მჟღავნდებიან შეიძლება განიმარტოს ასე, ექცევა მისნაირების გარემოცვაში და ს თამაშს იწყებს
-ეეე.ეეე გოგო გეყოს ქალი ხარ და მეზიზღება როცა გოგოები ასეთ სიტყვებს იძახიან
-ეტყობა მაგას მწარე გამოცდილება გალაპარაკებს
-ანისია მწარე გამოცდილება არაფერ შუაშია, უბრალოდ როცა ნაზი გოგო ხარ არ უნდა ისაუბრო ეგრე
დავიხარე და პატარა კეჭი ავიღე გაბრაზებულზე უსასრულობას ვესროლე ბოლოს ყრუდ გავიგე მისი წყალში ჩავარდნის ხმა, ხმას არ ვცემდი ის კი ისევ აგრძელებდა თავის ფილოსოფიურ საუბრებს.მესაუბრებოდა ქალურობაზე, ბილწსიტყვაობაზე. ადამიანებზე,რომლებიც მის ცხოვრებაში არიან ზედმეტნი.
-მარტო ცხოვრება კარგია?
-მე როგორ გითხრა... მოკლედ მშვენიერია
-დიდი ხანია მარტო ცხოვრობ?
-22 წლიდან
გაკვირვებული სახით შემომხედა
-ნუ გიკვირს, მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი ასაკით იმას არ ნიშნავდა რომ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შემეძლო
-ტაქსი ...
ერეკლე აღარ უსმენდა ჩემს საუბრებს. ტაქსის მძღოლს რაღაცას ესაუბრებოდა. ბოლოს კი მანქანაში ჩამსვა და თვითონ დარჩა... იდგა წვიმაში სულ მთლად დასველებული და ბედნიერი სახით მიქნევდა ხელს. მე კი ძალა უნებურად ცრემლები წამსკდა. მივხვდი,რომ ყველაფერი დამთავრდა,რომ მას მე არ მოვეწონე და უბრალოდ. თუმცაღა რა დაიწყო რომ დამთავრებულიყო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent