შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების კვალდაკვალ


18-04-2017, 23:53
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 751

წინა ისტორიისთვის ბოდიშს ვიხდი, ამას რომ დავამთავრებ იმასაც აუცილებლად დავდებ ბოლომდე, გპირდებით არ გალოდინებთ ^^ იმედია მოგეწონებათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება <3


თვითმფრინავის ფანჯრიდან ნელ-ნელა იკვეთებოდა ნაცნონი ქვეყნის სილუეტი და მისი გულიც უფრო სწრაფად იწყებდა ძგერას. იცოდა, ის ტკივილი, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ინგლისში, აქ, საქართველოში ისევ გამძაფრდებოდა და მთელი თავისი სიშმაგით შეუტევდა ბიჭს. არ იცოდა ამას კიდევ ერთხელ თუ გაუძლებდა. ხელებით ისე ძლიერ ჩასჭიდებოდა სავარძელს, თითები ერთიანად გაფითრებოდა. არ უნდოდა ეღიარებინა, მაგრამ ეშინოდა, საშინლად ეშინოდა და ეს შიში თითქმის ჯაბნიდა კიდეც მასში სხვა გრძნობებსა და ემოციებს, მის გონებას ბინდავდა და საღად აზროვნების საშუალებას არ აძლევდა, სასოწარკვეთილებაში ახვევდა მთლიანად და თავს უსუსრ ბავშვად აგრძნობინებდა. თვალები ჩაუწითლდა, ცდილობდა მოწოლილი ცრემლი და ბოღმა შეეკავებინა. ამ ადგილს 17 წლის გაექცა და ახლა, 6 წლის შემდეგ ისევ იქ ბრუნდებოდა, სადაც მისი ცხოვრება დაინგრა, ძირფესვიანად შეიცვალა, სადაც მას განუზომელი ტკივილი მიაყენეს, სადაც მისი კაცობა და ადამიანობა ფეხქვეშ გათელეს, სადაც ჯერ კიდევ ბავშვს ცხოვრება წაართვეს. თვალები ძლიერად დახუჭა და მაქსიმალურად შეეცადა მოგონებები გონების ღრმა კუნჭულში ჩაეკეტა, რომ მათი თუნდაც ერთი წამით დავიწყება შეძლებოდა. თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და მისი სხეულიც უფრო დაიძაბა, უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ თავს მორეოდა და იქვე, ხალხის წინაშე პატარა ბავშვივით არ ქვითინებულიყო, ზუსტად ისე, როგორც ეს 6 წლის წინ გააკეთა. იმდენად იყო დათრგუნული, მექანიკურად მოქმედებდა, ისე ადგა და ჩავიდა თვითმფრინავიდან, რომ თავადაც ვერ გაიაზრა, ვერც სამშობლოს მონატრება, ნოსტალგია ან სხვა ემოცია იგრძნო, უბრალოდ რეალობას მტკივნეულად შეეჯახა, როდესაც ნაცნობი ხმები გაიგო:
-აი, ჩვენი იოანეც დაგვიბრუნდა!

ლილუ სახლში გადაღლილი მივიდა და პირდაპირ იატაკზე გაწვა ვარსკვლავის ფორმაზე. ერთიანად გახურებულს ესიამოვნა ცივი ხალიჩის შეხება. ლილუ ყიფიანი, ცნობილი ბიზნესმენის დემეტრე ყიფიანის ქალიშვილი დღეს და ღამეს სწავლასა და მუშაობაში ატარებდა და ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა არც თუ ცნობილ უბანში. ხელოვნება- ესაა ერთადერთი რამ, რაც ოდესმე აინტერესებდა და სურდა ეკეთებინა გოგონას. როგორც ხშირად ხდება ოჯახის წევრებს, ჩვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს ჩვენი არ ესმით, მათი მძაფრი სურვილი დაგვეხმარონ კი ხანდახან ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. ლილუ სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, არქიტექტურაზე, მესამე კურსზე, თუმცა ერთ-ერთ კომპანიაში ინტერიერის დიზაინერის თანაშემწედ მუშაობს. საკმაოდ დამღლელი სამუშაოა, ანაზღაურება კი არც თუ სახარვიელო. თავისი ძმის მიერ ნაყიდ ბინაში რომ არ ცხოვრობდეს, საკუთარი გამომუშავებული ფული არაფერში ეყოფოდა და შიმშილით ამოხდებოდა სული. სახლიდან სამი წლის წინ წამოვიდა, ასევე თავისი ძმის დახმარებით და სასურველ ფაკუკტეტზე მოეწყო. ახლა ისიც ჩვეულებრივი სტუდენტია და არა მილონერი თინეიჯერი და უნდა ითქვას, თავისი ცხოვრებით ძალიანაც კმაყოფილია. ცოტათი რომ სული მოითქვა, სამზარეულოში გავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდა თავის ლეპტოპთან. ღიმილით ათვალიერებდა ფეისბუკს და თან ჩაის სვამდა. ის იყო უნდა გამოერთო და სამუშაოს შესდგომოდა, რომ მისი ყურადღება მეგობრის დაწერილმა სტატუსმა მიიპყრო. ერთიანად აიშალა მისი დამშვიდებული გონება, თავადაც არ იცის ასე რატომ იმოქმედა იმან, რომ იოანე დანელია საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ გულმა თითქოს ძგერა შეწყვიტა, ყველა ემოცია ერთიანად შემოაწვა და მოწოლილმა ცრემლა თვალები აუწვა. ლეპტოპი სწრაფად დახურა და ადგა, ნერვიულად დაიწყო სიარული ოთახში, ხელებს იმტვრევდა და ტუჩებს იკვნეტდა. მთელი 6 წელი გავიდა ამ ამბის მერე, მაგრამ მაშინ უბრალოდ ეწყინა, დროთა განმავლობაში კი იგრძნო როგორ ეკლდა და ენატრებოდა ის ბიჭი. იოანეს ჯერ კიდევ ბაღში შეხვდა, როდესაც ბიჭს უფროსები ჩაგრავდნენ და ლილუმ ის მუშტებით დაიცვა. 1 წელი ასაკის სხვაობის მიუხედავად, მას შემდეგ ერთმანეთს არ მოსცილებიან, ბაღში, სკოლაში, სულ ერთად იყვნენ, და უცებ იო წავიდა, წავიდა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დამშვიდობების გარეშე, წავიდა და არც არასოდეს დაკავშირებია ლილუს, არც მოუკითხავს და არც უნახავს. გოგონას თავიდან ეწყინა მეგობრის საქციელი, ყველანაირად სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მალევე, წყენა ბრაზით შეეცვალა და დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ის გრძნობა უბრალოდ მეგობრული მოინატრება არ იყო, მიხვდა, რომ იოანე ისე შეიჭრა მის გულში ჯერ კიდევ ბავშვობისას, რომ მისი იქიდან ამოძირკვა არაფერს და არავის შეეძლო. ახლა, როცა იცოდა, რომ ის აქ იყო, ვერაფრით წარმოედგინა მათი შეხვედრა, ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. ძალიან სტკიოდა მისი დაკარგვა, ძალიან ეკლდა და ძალიანაც უნდოდა, რომ ისევ ერთად ყოფილიყვნენ, უყვარდა იოანე დანელია და ახლა ისე აფორიაქებული იყო მისი დაბრუნებით...

-ლილუ, დამშვიდდი, გთხოვ და წესიერად ამიხსენი რა გჭირს? ან ეს იოანე ვინაა? ან რატომ ბრაზობ მასზე?_ ინტერესიანი და ცოტა მკაცრი ხმით უთხრა თორნიკემ და ძალით დასვა მეგობარი დივანზე. ლილუ და ის პირველ კურსზე, პირველივე ლექციაზე შეხვდნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ.
-ჯანდაბა, თოკო, ხომ მოგიყევი?!_ თვალები გადაატრიალა ლილუმ
-გასაგებია, მეგობრები იყავით, ბაღიდან და უცებ გაქრა, წავიდა და მიგატოვა..
-ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო, როგორ არ გესმის?! ჩვენ...
-გიყვარს?! ჯადაბა, ლილუ, გიყვარს და ასე ამიტომ ბრაზობ,_შეწუხდა ბიჭი
-თორნიკე, შენ... ღირსია და იმიტომ ვარ გაბრაზებული, მე ამას არ ვიმსახურებდი,_ ხმა აუკანკალდა ლილუს.
-და რა იცი, ეს გრძნობა ორმხრივია?
-მე... არ ვიცი, უფრო სწორად, არა, ალბათ, არააა,_ ბოლო სიტყვები ამოიჩურჩულა და თავი მეგობრის მკერდს მიადო. თორნიკემაც თანაგრძნობით მოხვია ხელი. არ იცოდა რა ეთქვა და რითი გაემხნევებინა. ზოგჯერ ხომ ჯობს, რომ უბრალოდ აგრძნობინო ადამიანს გვერდში დგომა და სიტყვები უბრალოდ მეტს ვერ გამოხატავს. ესეც სწორედ ის შემთხვევა იყო. მათ ესმოდათ ერთმანეთის და ესეც საკმარისი იყო.

იოანე ჩუმად იჯდა სუფრასთან და მეგობრებისა და ნათესავების მხიარულებას ნაღვლიანი ღიმილით შეჰყურებდა. რაც უნდა იყოს, მათთან ყოფნა მართლაც ძალიან მონატრებოდა. უყურებდა მშობლებს, ნანასა და გიორგის და უნდოდა ძველებურად ჩახუტებოდა, თუმცა იმს ამბის შემდეგ მამას ახლოს აღარ იკარებდა. განა თვითონ უნდოდა ასე, უბრალოდ, სხვაგვარად არ შეეძლო, ეს მისი ინსტიქტები არ აძლევდა საამაყო მშობელთან მიახლოების საშუალებას. მის უფროს ძამსთან, ერეკლესთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, რადგან გულჩათხრობილს ძმის მასთან მიახლოების ყველა მცდელობა აღიზიანებდა. მისი დაიკო, ანა, კი მხოლოდ შორიდან, ნაწყენი თვალებით უყურებდა შირფესვიანად შეცვლილ უფროს ძამიკოს და მშობლების კალთაში მალავდა თავს. მამამისმა იმის იმედით, რომ ეს იოანესთვისვე იქნებოდა უკეთესი, სასწავლებლად ინგლისში გაუშვა, ახლა კი ისევ ოჯახში დაბრუნდა და ისევ მარტო აღმოჩნდა ცხოვრების სირთულეების წინაშე. გეგა და დიმა ისეთი გახარებული იყვნენ მისიდაბრუნებით, არც მისი წასვლით გამოწვეული წყენა ახსოვდათ და ვერც მის დაფარულ ღელვას ამჩნევდნენ. ახლა ყველასათვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ იოანე ისევ მათთან ერთად იცხოვრებდა და ძველ ოჯახის წევრს დაიბრუნებდნენ. ამიტომაც მთელი ღამე არ მოასვენეს ბიჭი ძმაკაცებმადა და ბოლომდე აღნიშნეს მისი დაბრუნება.

ერთი კვირა ისე გავიდა, იოანე არ გამოჩენილა. ლილუ ეკლებზე იჯდა და გულს ვერაფერს უდებდა. უგულისყურობია გამო უფროსისგან საყვედურიც კი მიიღო და ლექციიდანაც გამოაგდეს გაღიზიანების გამო. არ იცოდა რატომ, მაგრამ მაინც ელოდა და ეგონა, რომ იოანე მასთან მივიდოდა. ღამეებს თეთრად ათევდა, ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა. თავადაც არ იცოდა რა გრძნობა სჭარბობდა მასში, ბრაზი, წყენა, მონატრება თუ იმედგაცრუება. უნივერსიტეტიდან გეზი პირდაპირ დანელიების სახლისკენ აიღო. არ იცოდა იქ რომ მივიდოდა რას იზამდა, უბრალოდ ასე გაჩერება არ შეეძლო, გაურკვევლობაში ყოფნას მწარე სიმართლე ერჩია. ან იქნებ, უკვე იცოდა ეს მწარე სიმართლე, მაგრამ მცირე იმედს ებღაუჭებოდა, იმ იმედს, რომელიც როგორც ამბობენ ბოლოს კვდებაო. ეგონა ყოყმანს დაიწყებდა მასთან მიახლოებული, მაგრამ მის სახლში უყოყმანოდ შევიდა და უხეშად დააკაკუნა კარზე. დიდხანს ლოდინიარ დასჭირვებია, კარი მოსამსახურემ გაუღო და ღიმილით მიესალმა.
-რით შემიძლია დაგეხმარო5?
-იოანე სახლშია?
-ის...
-ვიცი რომ ჩამოვიდა, მაპატიეთ, უბრალოდ...
-შემობრძანდით, თავის ოთაცხშია, ახლავე დავუძახებ.
-მადლობა,_ დარცხვენილმა თქვა და მისაღებში შევიდა, თუმცა არ დამჯდარა, ნერვიულად იდგა და კიბეს თვალს არ აშორებდა. მალევე შეამჩნია ნაცნობი სილუეტი, 6 წელს მართლაც ბევრი რამ შეეცვალა ბიჭში, წვერი და მუდამ გადაპარსული თმა წამოზრდოდა, ნავარჯიშევი სხეული უკვე ნამდვილი კაცის ჰქონდა, მაგრამ მისი ლურჯი თვალები და ნატიფი ლამაზი თითები არ შეცვლილა, არც მისი გამოჩენით გოგონაში აღძრული გრძნობები და არც მისი მონატრება. ლილუმ იგრძნო, რომ იოანე არ დაბრუნებულა, მასთან არ დარნებუილა და არც არასდროს დაბრუნდებოდა. ბიჭი ნელა მოუახლოვდა, ძნელი სათქმელი იყო რას გამოხატავდსა მისი გამოხედვა, დანაშაულის გრძნობას თუ სხვა რამეს. თაფლისფერ თვალებში ჩააშტერდა გოგონას და ხეები მომუშტა ცრემლების დანახვაზე.
-აბა, რას მეტყვი?_ უხერხული სიჩუმე დაარღვია იოანემ
-რას გეტყვი? ო, შენთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვფიქრობ აზრი არ აქვს, ამიტომ..._ ცრემლები მუჭით მოიშორა თვალებიდან და მთელი ძალით მოქნეული სილა გააწნა მის წინ მდგარს. იოანე გონსაც არ იყო მოსული, რომ ლილუ უკვე ქუჩაში გარბოდა ცრემლებსაც აღარ იკავებდა. მართლაც ბევრი რამის თქმა და გაკეთება სურდა, უნდოდა ჩახუტებოდა და აღარ გაეშვა მონატრებული სხეული, უნდოდა ძველებურად ელაპარაკათ და უნდოდა ისე შემოეხედა ბიჭს, როგორც ამას ადრე აკეთებდა. უნდოდა ისევ ისე ჩაეკიდა ხელი და გვერდით ეტარებიდა, როგორც ამას ადრე აკეთებდა... ერთ წამს შედგა და უკან მიიხედა, დანელიების სამსართულიანი სახლი ამაყად და უტყვად იდგა, თუმცა იოანე არსად ჩანდა. ის იმედიც მოკვდა, რაც აქ მოსვლმდე ჰქონდა, გულში მაინც ფიქრობდა რომ ის უკან გამოყვებოდა და რამეს გააკეთებდა, მაგრამ არსად ჩანდა, იოანე დანელიამ ლილუ ყიფიანი 6 წლის წინ მიატოვა, თანაც სამუდამოდ და ამის გაცნობიერება იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე განცდილი ტკივილი იყო.

-სახეზე რა დაგემართა?_ ჰკითხა გეგამ მეგობარს და დიმასტან ერთად საწოლზე ჩამოუჯდა იოანეს.
-ლილუმ გამარტყა,_ ძლივსგასაგონად ამოიხრიალა და თავი ბალიშზე დადო, თვალები კი უაზროდ გაუშტერა ჭერს.
-ლილუ, ლილუ ყიფიანმა? აქ იყო? ნახე?_ კითხვები მიაყარა შუბლშეკრულმა დიმამ?
-ხო აქ იყო.
-მერე?
-მერე არაფერი, ვკითხე რას მეტყვი-მეთქი და გამარტყა, ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ აზრი არ აქვსო ასე თქვა, შემდეგ გამარტყა და გაიქცა
-და შენ, არ გაეკიდე?
-არა,_ ნელ-ნელა უფრო დაუწია ხმას ბიჭმა
-იდიოტი ხარ, მაგ გოგოს ყველაზე ცუდად მოექეცი. იცი მაინც რამდენს წვალობდა, რომ ეპოვე? როგორ ნერვიულობდა, ახლა კი ჩამოხვედი და არც კი დაუკავშირდი. ღირსი იყავი ამ სილის,_ შეუბღვირა გეგამ
-შემეშვით
-მეგონა, ეგ გოგო მოგწონა, მაშინ 17ის რომ იყავი,_ გეგასგან განსხვავწბით დიმა მის გაკიცხვას არ აპირებდა
-მაგ გოგოსთან არაფერი მოხდება,_ მოულოდნელად გაღიზიანდა იოანე
-დაელაპარაკე,_ თავის პოზიციას არ თმობდა გეგა
-გეგა, შემეშვი!
-არ ვამბობ, რომ ის გოგო მოგწონდეს ან რამე, თქვენ საუკეთესო მეგობრები იყავით და როგორც მეგობარი ამას იმსახურებს,_ გაბრაზებული გეგა ლოგინიდან წამოხტა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-იო, უბრალოდ გაღიზიანებულია,_ ნაღვლიანად უთხრა და გვერდით მიუწვა. იოანემ ცალი წარვი ასწია და ისე გამოხედა, მაგრამ მაინც გაეცინა ძმაკაცის საქციელზე.

ლილუს თორნიკეზე ჩახუტებულს ჩასძინებოდა, ლოყებზე კიდევ ეტყობოდა ცრემლების კვალი. ბიჭმა არ იცოდა, როგორ დახმარებოდა, არც მის საქმეებში ზედმეტად ჩარევა სურდა, ამიტომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მასთან ყოფნა და გამხნევება შეეძლო. მას კი ძალიან უნდოდა ის ვიღაც იოანე თუნდაც მთლიანად გაექრო ლილუს ცხოვრებიდან, მაგრამ იცოდა ეს ასე მარტივად ვერ მოხდებოდა. გოგონა მისთვის ზედმეტად ძვირფასი იყო და არ უნდოდა რამე ზედმეტი ქმედების გამო დაეკარგა.

იოანე მარტო იწვა ლოგინში, ძმაკაცები უკვე გაესტუმრებინა და ჩაფიქრებული სევდიანი თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა. იცოდა გეგა მართალი იყო, მაგრამ ლილუს ვერ გარევდა იმაში, რაც მხოლოდ მას ეხებოდა, თუმცა როგორც მეგობარი, ლილუს უნდა დალაპარაკებოდა, მხოლოდ როგორც მეგობარი. ეს გოგო მართლაც ძალიან ენატრებოდა, მაგრამ არცერთხელ დაკავშირებია, ამიტომ იცოდა მასთან ურთიერთობის განახლება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ყველაზე მეტად რაც ახლა აწუხებდა იყო ის, მას არ უნდა შეხვედროდა, იცოდა როდესმე ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ ახლა ამისთვის მზად არ იყო.

იოანე დანელიას დაბრუნების ამბავი მალევე მოედო პატარა ქალაქს, მისი ოჯახი მდიდარი წარმატებული გვარის იყო ქალაქში და ყველა ადევნებდა თვალს მათ ცხოვრებას. უმცროსი დანელიას უეცარი გაუჩინარებაც ყველას სალაპარაკო თემად იქცა და ათასი ამბავი მოიგონეს, თუმცა ნამდვილი მიზეზი დღემდე არავინ იცოდა, გარდა ორი კაცისა, ორი ადამიანისა, მსხვერპლისა და თავდამსხმელისა.



№1 სტუმარი Guest fisunia

ცუდი არ არის მიყვარს სევდიანი ისტორიები blush blush blush

 


№2  offline წევრი ლილუუ

Guest fisunia
ცუდი არ არის მიყვარს სევდიანი ისტორიები blush blush blush


მადლობა ^_^ ახალ თავს მალე ავტვირთავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent