შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვეულებრივი მოძალადე


20-04-2017, 15:52
ავტორი tekka
ნანახია 1 617

მოკლედ,დიდი ხანია ვფიქრობ რა ვუყო იმ ყველაფერს,რის დაწერასაც ახლა ვაპირებ.ხოდა ბოლოს,ისევ ინკოგნიტოობა ვამჯობინე,როგორც ყოველთვის,და მოვაკითხე ჩემს მეორე სახლს...

არასდროს არ მყოლია შეყვარებული და ნაცნობებისთვის და უბრალოდ გამვლელებისთვისაც ალბათ,რომ გეკითხათ ფემინისტი ვიყავი.არანაირი ფემინისტობა და ლესბოსელობა არაფერ შუაშია.უბრალოდ,არასდროს მომწონებია სერიოზულად ვინმე,რომ რაღაც მნიშვნელოვანზე მეფიქრა.(ერთი შემთხვევის გარდა,რომელიც ფატალურად დასრულდა...)
თითქმის ერთი წელია სპორტულ მაღაზიაში ვმუშაობ მოლარე-კონსულტანტად,დღემდე გვყავს ტიპიური მომხმარებელი და VIP მომხმარებელებიც,რომელთაც დამატებით ფასდაკლებებს ან რაიმე ამდაგვარს ვთავაზობთ პერიოდულად.ბევრი რომ არ გავაგრძელო,იყო ერთი ასეთი VIP გ.ა ,რომელიც ძალიან ხშირად მოდიოდა მაღაზიაში და მეც,ჩვეულებისამებრ,ღიმილით და კეთილი განწყობით ვხვდებოდი.
გ.ა თბილისში ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის დირექტორი და რამდენიმე ბარის მეპატრონეა.ერთ-ერთ მოსვლაზე მას ფეხბურთის მაისურები დაჭირდა რეკლამისთვის,თუმცა დეფიციტის გამო არ გვქონდა და ჩემი ნომერი ჩაიწერა "ყოველი შემთხვევისთვის".მაშინ რაიმე ცუდიც კი არ მიფიქრია,რადგან საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს ვუტოვებდით ჩვენს საკონტაქტო ნომრებს.(მაღაზიის ტელეფონი არ გვქონდა).
ნომრის ჩაწერიდან რამდენიმე დღეში დაიწყო მესიჯები და უდროო დროს დარეკვები,მაგალითად შუაღამის 3 საათზე,როცა მძინავს და ა.შ ჩემს ზრდილობიან თხოვნებს და ბოლოს უკვე, მკაცრ მოთხოვნებს შედეგი არ გამოუღია.იყო მუქარანარევი შეტყობინებებიც,რომ სამსახურში მომაკითხავდა,ან სახლამდე გამომყვებოდა და "მერე უკვე თვითონ იცოდა რასაც იზავდა",იმ შემთხვევაში,თუ არ ვნახავდი სადმე კაფეში და არ დაველაპარაკებოდი "ჩვენს მომავალზე".რომელ ჩვენ მომავალზე იყო საუბარი გაგიჩნდებათ კითხვა.არანაირი მომავალი მასთან ერთად,მითუმეტეს,როცა ადამიანს არ იცნობ და არასდროს გქონია შეხება.როცა ატყობ,რომ პედოფილური გადახრები და ა-ლოგიკური საუბრები აქვს.(ის 33 წლის იყო,მე 22 -ის)
მუქარების და მნახე-არ გნახავ სერია თითქმის 2 თვეს გაგრძელდა.ერთ დღეს,სამსახურიდან მომავალს ჩემი კორპუსის წინ მხვდება წითელი X5 და რეკავს გ.ა.
-ახლა უკვე ვიცი სადაც ცხოვრობ,თუ არ გინდა,რომ რაიმე დაგემართოს ხვალ სამსახურის მერე გნახავ და სადმე გავიდეთ,ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ.
ის ყოველთვის მხიარულ ტალღაზე იყო,ტელეფონზე ლაპარაკის დროს თუ რაიმეზე ვჩხუბობდი,ის მაინც სიცილით მესაუბრებოდა,რაც ჩემში ნერვების მოშლას და მისდამი ზიზღს იწვევდა.ახლაც ასე,აშკარა ღიმილით მესაუბრა.დავთანხმდი შეხევდრაზე,რადგან ყელში მქონდა მუქარები და მინდოდა გამქრალიყო სამუდამოდ.
მეორე საღამოს,თანამშრომლებთან მოვიმიზეზე,რომ დეიდაშვილი უნდა მენახა და მათთან ერთად არ გავსულვარ გაჩერებასთან,როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე.
ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ,ვიცანი წითელი მანქანა,რომელიც ნელა მოდიოდა ჩემი მიმართულებით.უხმოდ ჩავჯექი მანქანაში.ის ლაპარაკობდა,რომ როგორც იქნა ვნახეთ ერთმანეთი და იმ დღის შემდეგ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი.საბოლოოდ იქამდე მივიდა,რომ მე მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი,მაგრამ მანამდე ჩემი "დაზანიატება" უნდოდა,რაც რა თქმაუნდა მასთან სექსით მოხდებოდა.
კაფეში არ წავსულვართ,სრული სისწრაფით გავედით ქალაქიდან და ფონიჭალაში თექვსმეტსართულიან კორპუსს მივადექით.მისი თქმით,მისი და და დისშვილი ცხოვრობდნენ იქ და ცალკე ოთახში შევძლებდით მშვიდად დალაპარაკებას.მეთექვსმეტე სართულზე ასულებს,რათქმაუნდა არანაირი და და მისი შვილი არ დამხვედრია,მაგრამ პანიკა არ დამწყებია,საკუთარი თავის იმედი მქონდა ალბათ.
თითქმის ერთ საათიანი წინ და უკან სირბილის შედეგ,რომ როგორმე სასმელი დამელია მისი კოლექციიდან,უშედეგოდ დასრულდა.ჩემი ისეტიული ყვირილის შემდეგ,რომ დამჯდარიყო და ურალოდ მოესმინა ჩემთვის,დაჯდა კიდეც ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მეზობლებს არ გაეგოთ ხმაური.
ვცდილობ არ დამეტყოს ნერვიულობა და ვუხსნი,რომ მე მყავს შეყვარებული(არადა არ მყავდა არავინ) და მასთან ერთად ოჯახის შექმნას ვაპირებ უახლოეს მომავალში და გ.ა-სთან არაფერი გამოვა.მას არ აინტერესებდა საერთოდ რას ვეუბნებოდი,თითქოს არც მისმენდა.პერიოდულად გადიოდა სამზარეულოში აშკარად რაღაცას სვავდა სასმელთან ერთად და ისევ შემოდიოდა.ჩემი უაზრო ყბედობის შემდეგ შევამჩნიე,რომ სახე არაადამიანის ჰქონდა.თვალები და სახე გაწითლებული,ხელები უკანკალებდა,ტუჩებს გამუდმებით ისველებდა ენით და ადგილზე ვერ ისვენებდა.წყლის მოტანა ვთხოვე.როგორც კი გავიდა სამზარეულოში,დავავლე ჩანთას ხელი და კარებს ვეცი,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ,დაკეტილი იყო.
-ასე ვერ წახვალ ხომ იცი.-ისევ ის შეურაცხადი სახე.
-იცოდე ვიყვირებ!
სიტყვის ბოლომდე თქმაც ვერ მოვასწარი ნორმალურად,პირზე ხელაფარებუმა საწოლზე რომ აღმოვჩნდი.იმდენს ვახერხებდი მაინც,რომ სახეში დამერტყა.მუცელზე გადამაბრუნა და შარვალს დაეჯაჯგურა.აი აქ უკვე დამეწყო პანიკური შეტევა.პირზე ხელი მქონდა ისევ აფარებული,ასე რომ მხოლოდ ვხრიალებდი.საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.ზევიდან მეჯდა ის და მკბენდა ზურგზე.უკანალზე ვიგრძენი მწარე კბენა.ერთი ხელით შარვალს მხდიდა,მეორეთი ხელებს მიკავებდა.ამ დროს მოვასწარი ბოლო ხმაზე ყვირილი.
რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა.ყელზე მომიჭირა ხელი და ისევ იმ არანორმალური სახით დამემუქრა,რომ ჩამეწყვიტა ხმა.კარზე კაკუნი არ წყდებოდა.აშკარად მოხუცი კაცის ხმა გაისმა,რომ გაეღო კარი,თორემ პოლიციას გამოუძახებდა.მის ხმაზე სხვა მეზობლებიც გამოვიდნენ.
სახე შეეშალა.
კიდევ ერთხელ დამიქნია თითი,რომ ხმა არ ამომეღო და კედელზე ჩამოკიდებული ორი დანიდან ერთ-ერთი ჩამოხსნა.კარი რომ გააღო ისე ელაპარაკებოდა თითქოს ეს-ესაა გაიღვიძა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხმაურზე ელაპარაკებოდა მოხუცი.ბოლოს ერთმა ისურვა შემოხედვა სახლში და რადგან უარი მიიღო თხოვნაზე,აღარ დაძალებია.ამ პერიოდში გავისწორე ტანსაცმელი,ჩანთას და ტელეფონს დავავლე ხელი და კარისკენ გავვარდი.ჩემ დანახვაზე გ.ა შეეცადა კარის მიხურვას,მაგრამ ვერაფერს გახდა.მეზობლებმა შეაკავეს და მეთექვსმეტე სართულიდან ფეხით დავეშვი,ლიფტი ვიღას ახსოვდა.
ტრანსპორტი აღარ დადიოდა, ღამის 1 ხდებოდა.პორველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე,მაგრამ უკვე სახლისკენ მომავალ გზაზე ვიყავი,გამახსენდა,რომ საფულეში შემორჩენილი ხურდები ტაქსისტს არ ეყოფოდა.თითქმის სახლამდე მისულ ტაქსს ვთხოვე გაეჩერებინა მანქანა.წესით უკვე უნდა გადმოვსულიყავი,მაგრამ კარს ცოცხალი თავით არ ვაღებდი.
-ძალიან ცუდად გამომდის,მაგრამ ფული საკმარისი არ მაქვს,თუ გინდათ პირადობას დაგიტოვებთ და ნომერსაც ხვალ შემიძლია მოგცეთ.(ხელფასი მეორე დღით მერიცხებოდა).
-გზაზე ისეთი გიჟივით გადმოირბინე ვიფიქრე აშკარად არ აქვს ამას საქმე კარგადთქო,ხოდა არ მინდა გენაცვალე ფული.წადი სახლში პირდაპირ,ისედაც გაუბედურებული სახე გაქვს.
ტაქსისტს მადლობა გადავუხადე და გადმოვედი მანქანიდან.

ამ ისტორიას არც ჰეფი ენდური დასასრული აქვს და არც პირიქით,გასაგები მიზეზების გამო.

მორალი რაში მდგომარეობს???
არაფერში!
ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის გაკეთება,როცა პირად შეურაცხყოფაზე მიდის საქმე.პოლიციაში განვაცხადე თუ არა რაიმე?არა!ვაგრძელებ ისევ იმ რუტინულ ცხოვრებას,რომელიც მანამდე მქონდა.არც ვიცი გ.ა-ს რა დაემართა ან დაემართა თუ არა საერთოდ რაიმე,რადგან ის "გაჩითული ტიპია" და ნებისმიერ ვარიანტში დაიძვრენდა თავს.
სახლში იმ ღამეს 2 ხდებოდა რომ მივედი,რადგან მანამდე კორპუსის უკანა მხარეს ვიჯექი და პირზეხელაფარებული ვტიროდი ხმა რომ არავის გაეგო.
გაგეცნებათ და,იმ ამბის მერე ჩანთით კალამში დამალული დანა დამაქვს.ბევრი სისულელე დამტყდომია თავს,მაგრამ ძალადობის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ.როგორც იტყვიან,რაღაც პირველად აუცილებლად ხდება :)
მეორე დილით სამსახურში ყელიანი სვიტერით მომიწია წასვლა,რადგან კისერი ჩალურჯებული მქონდა.

რჩევა: ..................
არანაირი რჩევა არ მაქვს,რადგან არ ვიცი იგივე სიტუაციაში თქვენ როგორ მოიქცეოდით...

პ.ს ყოველდღიურად ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ხდება თბილისის ქუჩებში და არამარტო.ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები არიან.პრივილიგირებული მოძალადეები!მათთვის ყველაფერი ამაზრზენი მისაღებია.
შეფასებას არ ველოდები,რადგან უბრალოდ მინდოდა დამეწერა :)



№1 სტუმარი Guest Tekla

მართალი ხარ.. თბილისში ბევრი ესეთი შემთხვევაა დაფიქსირებული სამწუხაროდ :( ვწუხვარ,რომ ეს დაგემართა :(( მაგრამ ამაზე აღარ იფიქრო და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმულად გააგრძელე <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent