THE SENSE (Gay FanFic) Act 1
დღეები ერთმანეთში ირევა და ბოლოს დიდი არეულობა რჩება. გამარჯობა. მე ჯონათან ადამსი ვარ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაზე რომელიც არ არის ჩვეულებრივი. ყველა გრძნობა ერთადაა შეკრული იმისთვის რომ თქვენ გადმოგცეთ. ჯერჯერობთ მხოლოდ პატარა ინფორმაციით შემოვიფარგლები. 16 წლის. ვსწავლობ "Poolesvile High School" -ში. მყავს მეგობრები რომლებთანაც უბრალოდ ნაცნობივით ვარ და მყავს ასევე მეგობრები რომლებთანაც ის ვარ ვინც სინამდვილეშ ვარ. (ცოტა უცნაური წინადადება გამოვიდა). ესენი არიან: კრისტიან მილერი, ბრენდონ ჰილი, ნეშ ბეიკერი, ესენი ისინი არიან აი ძმაკაცებს რომ ეძახიან ხოლმე. ცოტა არ იყოს დრო გაიწელა და მოდი დავიწყებ ამბის მოყოლას. " Firs Time I So Him" ორშაბათი 07:00 სიმართლე გითხრათ ყოველდღე ერთი და იგივე ხდება. ვდგები და მივდივარ სკოლაში და როგორც ყოველთვის დღესაც ასე მოხდა. სკოლის გზას ვადექი როცა კრისი ბრენდონი და ნეში შევამჩნიე. მათკენ ავიღე გეზი. ოქტომბრის ქარი სახეშ მიბერავდა. -რაშვებით? დავიწყე უაზროდ მათ საუბარი გაწყვიტეს და სამივემ მე შემომხედა. მისალმება ცოტა არ იყოს ცუდად გამომდის. ბანალურია ჩემთვის. მაგალითად "გამარჯობა" ან "სალამი" ან თუმდაც რამე ასეთი სისულელე. მირჩევნია მისალმების გარეშე დავიწყო ხოლმე. ჰოდა ასე ნელნელა გაერკვევით ჩემს ჩვევებში. არ გამომდის მისალმება და ტყუილი. ბევრჯერ გამოვუჭერივარ ტყუილშ ბევრს. დავიშალეთ და გადავწყვიტეთ რომ გაკვეთილების შემდეგ დათქმულ ადგიზე, სკოლის გვერდით შევხვდებოდით. სკოლის კიბებს ავუყევი და ჩემს კარადასთან გავჩერდი. ჩემს და არა მარტო ჩემს კარადაზე იყო მიკრული ფურცელი წარწერით "გეპატიჟებით ჰელოუინის წვეულებაზე. ხვალ 22:00. " ფურცელი მოვგლიჯე და უკან ვისროლე. წიგნები ავიღე და კლასშ შევედი. ისტორიამ, მათემათიკამ და ინგლისურმა ჩვეულებრივად ჩაიარა. სასადილოში ჩავედი. ყველის ჩიფსი და კოლა ავიღე და ბიჭებს მივუჯექი. რაღაც უაზრო თემაზე ლაპარაკობდნენ რასაც მე არ ვუსმენდი. აქეთ-იქით ვიყურებბოდი და ჩიფსს უაზროდ ვახრატუნებდი როცა ერთი ბიჭი დავინახე. მივაშტერდი და ჩავფიქრდი. მისი ცისფერი თვალები ასხივებდნენ და ცოტახანშ ნეშის ხმამ გამომაფხიზლა. -შენ არ მოდიხარ? -სად? დავიბენი და მათ შევხედე. -ჰელოუინზე. მიპასუხა ბრენდონმა და წვენი მოსვა -რავიი თქვენ თუ წახვალთ... -ანუ კი ნეშმა თქვა და ადგა. -სად მიდიხარ ავხედე. -ელი უნდა ვნახო. -რას გადაეკიდე მაგ გოგოს კიდიხარ. თქვა კრისმა და გაიცინა. ნეში გავიდა. მალევე ზარი დაირეკა. ფიზიკაც დამრთავრდა და სკოლის კიბეებს ჩავუყევი. სკოლის გვერდით დავდექი სადაც ის ბიჭი დავლანდე წეღან რომ ვუყურები. რა მინდა, რას ვუყურებ. თვალები მისკენ გარბის. მოიხედა და უცებ გავწიე თავი. არ მინდოდა შეემჩნია როგორ ვუყურებდი. ბიჭები გამოვიდნენ. ცოტა ვილაპარაკეთ შემდეგ სახლში მივედი. ჩემს სახლშ რა ვითარებაა... დედაჩემი მუშაობს. ექიმმია. მამა კი მას დაშორდა და ლონდონშ გადავიდა საცხოვრებლად. და ძმა არ მყავს... დიდ დროს მარტო ვატარებ და ცოტა არ იყოს მივეჩვიე. ოთახში შევედი. ჩანთა დავაგდე და ლოგინზე დავხტი. სამშაბათი 13:45 სკოლიდან გამოვდივარ და სახლშ მივდივარ. ჰელოუინია მე კი ჯერაც არ ვიცი რ ჯანდაბა ვიყო. 21:00 მე ნეში და ბრენდონი უნდა ქეროლაინთან მივდივართ (ქეროლაინი ჩვენი მეგობარია ის ატარებს წვულებას) კრისმა თქვა იქ დაგხვდებითო. 22:00 წვეულება დაიწო. იმ ბიჭს ისევ თვალი მოვკარი. ბევრი დავლიე და როცა მომბეზრდა გარეთ დავჯექი. ცივი დღე იყო მახსოვს. სკამზე დავჯექი და ის ბიჭი მომიჯდა. -გამარჯობა მოულოდნელად თქვა და მეც ინსტიქტურად მას გავხედე -გამარჯობა ცალყბად ჩაიღიმა. -მე ევანი შენ? -მე.ე ჯონათანი ვუპასუხე და ვუყურებდი. სიმთვრალისგან თავი ამტკივდა. ხშირად არ ვსვამ ხოლმე და ამიტომ უცებ მომეკიდა სასმელი. ევანმა სგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -გინდა? მკითხა და სიგარეტი გამომიწოდა. გამოვართვი და მოვქაჩე. ცოტახანი ასე ვიჯექით მერე მე დავიწყე -ფულსვაილში სწავლობ ჰო? ვითომ არ ვიცოდე ისე ვკითხე და შევხედე -კი მოკლედ მიპასუხა. -ჯო გავიგე ნეშის ხმა. ავდექი. -უნდა წავიდე კარგად ვთქვი და ადგილს მოვშრდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.