შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...სადღაც შორს... მთებში.. თავი 33


23-04-2017, 19:16
ავტორი katiusha
ნანახია 4 404

სოფო ისე ნერვიულობდა თითქოს ეს მისი პირველი პაციენტი ყოფილიყო. გზიდანვე დარეკა საავადმყოფოში და მოითხოვა სამშობიარო ბლოკი გაემზადებინათ. უკვე იცოდა რომ ეს სამშობიარო ტკივილები იყო და თამუნა მალე იმშობიარებდა.
-სოფო ხომ ყველაფერი კარგად იქნება? -მერამდენედ ეკითხებოდა დათა, სახეზე ფერი გადასვლოდა და მანქანის საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა
-შენ ჩქარა თუ არ ივლი მომიწევს აქ ვამშობიარო.-შეაძახა სოფომ და მეგობარს შუბლზე გადაუსვა ხელი. უკანა სავარძელზე იწვა თამუნა და თავი სოფოს კალთაში ჩაედო. სახე ტკივილისგან გაწამებოდა და ცივი ოფლი ასხავდა.
ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა რას წარმოვიდგენდი. ოჰ როგორ მეზიზღები დათა. არასოდეს მომეკარო. ოღონდ ახლა გადავრჩე და გაჩვენებ შენ სეირს.-ყვიროდა ტკივილისგაბნ გაწამებული უაზროდ.
-დამშვიდდი შვილო, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვინც ამ მდგომარეობაშია, გამხნევება სცადა დემეტრემ
-მერა შუაში ვარ? შენ რა არ მიგიღია მათ ჩასახვაში მონაწილეობა? უპასუხა გაღიზიანებულმა დათამ
-შენი ხმა არ გავიგო.. ვაიმე როგორ მტკივააა... იყვირა კიდევ ერთხელ...
-ღრმად ისუნთქე ჩემო კარგი,. აბა ერთად ერთი... ორი... სამი... მოგეშვება ცოტა. ეუბნებოდა სოფო და მეგობარს თავზე უსვამდა ხელს.
-ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა რას წარმოვიდგენდი. მეგონა ეს მშიშარა ქალების მონაგონი იყო. წუწუნებდა თამუნა...
-კარგი მალე მივალთ. თითქმის მივედით. გპირდები დიდხანს არ გაგრძერლდება ეს ყველაფერი. ხომ გჯერა ჩემი?-ჰკითხა სოფომ
-ჰოო, თავი დაუქნია გოგომ და ტანჯული თვალებით მიაჩერდა.
მაშივე გააქანეს სამშობიარო ბლოკში. რომ დაინახა დათა გარეთ რჩებოდა ერთი იკივლა ჩემს გვერდით იყავიო და ბიჭსაც სხვა გზა არ დარჩენოდა უკან გაჰყვა. ექთანმა შესაფერისი ტანსაცმელი მისცა და გზა დაუთმო. ბიჭი მასთან მივიდა ხელი დაუჭირა.
-მე შენთან ვარ საყვარელო. არ მიგატოვებ. სულ შენთან ვიქნები.
მალე სოფოც შემოვიდა, თავის ადგილი დაიკავა და თამუნას ანიშნა გაიჭინთეო. გოგოც მის მითითებებს ასრულებდა. მალე ანა ამოუდგა გვერდით, ერთი ჰკითხა შეგიძლია ფეხზე დგომაო?მანაც თავი დაუქნია და საქმიანობა განაგრძო. ანა ეხმარებოდა რომ არ გადაღლილიყო და გართულება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს...
ერთი საათის შემდეგ პირველი ბავშვი დაიბადა -გოგონა. რამდენიმე წუთში კი ბიჭი. თამუნამ შვებით ამოისუნთქა და დათას შეხედა, რომელიც ერთიანად კანკალებდა და ფეხზე ძლივს იდგა. მალე ალბათ გული წაუვიდოდა.
-დათა გადი, მოწესრიგდი, დამშვიდდი,მალე პალატაში გადავიყვანთ და იქ ნახავ სამივეს კარგად. -უთხრა სოფომ -შენ ყველაფერს გმირულად გაუძელი. ბიჭმა უცნაურად გაუღიმა და გავიდა.-ეხლა შენი ხმა არ გავიგო. დაუცაცხანა მერე. რომ დაიწუწუნა გოგომ რატომ გაუშვიო
-ეხუმრები? რამხელა რამეს გაუძლო იცი?როგორც წესი მამები ამდენს ვერ უძლებენ და ან გული მისდით ან მალევე ტოვებენ აქაურობას. ის კი ბოლომდე შენს გვერდით იყო.
გოგომ გადაღლილმა გაუღიმა და პატარებს გადახედა, რომლებსაც ექთნები ამზადებდნენ რომ დდასთან მიეყვანათ. ორივე ტირილით იკლებდა იქაურობას....
-რა ხდება დათა?ხო მშვიდობაა?მაშინვე შეეგება უფროსი ბექაური. ბიჭმა არაფერი უპასუხა. სკამზე ჩამოჯდა და თვალი სივრცეს გაუშტერა.
-რა ხდება მეთქი?-გაუმეორა კაცმა
-ყველაფერი კარგადაა ნათლია. დაიბადნენ. უბრაოდ შოკიდან ვერ გამოვდივარ. ეს ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის.ექიმობა ერთადერთია რასაც არასოდეს ვინატრებდი.
მამაკაცმა მხარზე ხელი მეგობრულად დასცხო მსუბუქად და გვერდით მიუჯდა.
-გილოცავ შვილო. შენ ახლა მამა ხარ, უფალმა ჯანმრთელი და სასახელო შვილები გაგიზარდოთ. მიულოცა კაცმა.
-მადლობა ნათლია. ჯერ ვერ ვიჯერებ, მიჭირს. გაეღიმა მერე ბიჭს. -ისეთი უსუსრები იყვნენ,ისეთი საყვარლები. მთელი საოპერაციო ტირილით აიკლეს. უკვე ეტყობათ რაც იქნებიან.ჩვენნაირი ხმაურიანები
-აბა რაა, დედა ყავთ ჭკვიანი თუ მამა?ორივე ერთმანეთზე გადარეულები ხართ. ახლა მიხვდები რას ვგრძნობდით მშობლები თქვენს გამოხტომებზე. ახლა გაიგებ როგორ გვტკიოდა თქვენი ყველა ტკივილი. როგორ გვიხაროდა თითოეული თქვენი სიხარული...
-ნათლია ახლა ვიგრძენი როგორ მაკლია ჩემი მშობლები. მოიღუშა ბიჭი.
-ნუ ნერვიულობ. დამშვიდდი. ისინი ახლა სადაც არიან იქიდან გლოცავენ და მფარველობენ მათ.იქ უხარიათ მათი ბედნიერება. გაახნევა კაცმა.-აბა ახლა მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები და ავღნიშნოთ შენი მამობა, მათი დაბადება.
დემეტრეს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ დერეფანში ხმაური გაისმა და მათკენ მიმავალი ზეზვა, კესო, გიო და მაიკო გამოჩნდნენ შამპანურის ბოთლებით და ტკბილეულით ხელში.
-თქვენ აქ საიდან?როგორ გაიგეთ?-წამოდგა დათა და გაღიმებული სახით მიეგება მათ.
-ჩიტმა მოგვიტანა ამბავი, გაეხუმრა ზეზვა და მეგობარს მოეხვია. რიგრიგობით მიულოცა ყველამ და მხიარულებამ და ხმაურმა მოიცვა საავადმყოფოს მიმღები. შამპანურები ხმაურით გახსნეს. წიქებში ჩამოასხეს და პატარები დალოცეს. მერე ახლაბედა დედა რომელმაც ამ ყველაფერს გაუძლო და ახალბედა მამა, რომელმაც გმირულად გადაიტანა ყველაფერი..
-სოფო სად არის?იკითხა მერე კესომ.
-ისევ იქ არის. ჯერ არ გამოსულა. უპასუხა დათამ და მორიგი სადღეგრძელო წარმოსთქვა.
-ამ ჭიქით ახლა იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინ მათ ამ ქვეყნად მოვლინებაში დაეხმარა. ჩემს რძალს, ჩემს ყველაზე მაგარ მეგობარს სოფოს გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს, დაეთანხმა ყველა და ჭიქები ერთად შეაერთეს.ყველამ ბოლომდე გამოცალა.
-აბა აქ რა ხდება? საავადმყოფოა რესტორანი კი არა.რამდენს ხმაურობთ?-გამოჩდა სოფოც, გადღლილი სახე ჰქონდა და ნელა მოდიოდა მათკენ. იქ შეკრებილები რომ დაინახა სახეზე ღიმილმა გადაუარა და ყველას მიესალმა.
-მოკლედ ასე დათავ ბატონო. თქვენი ტყუპები და მეუღლე თავს შესანიშნავად გრძნობენ,უკვე პალატაში არიან და შეგიძლიათ ინახულოთ. მათთან ექთანი წაგიყვანს.
-მართლა?
-ხო დათა ხოო. დაუქნია სიცილით თავი.-აბა ახლა გაიქეცი. მიდი გელოდებიან, ხელი ჰკრა სოფომ და სიხარულისგან აცანცარებული დათა ექთანს უკან აედევნა. სოფო კი დანარჩენებს მიუბრუნდა, მოიკითხა, რიგ-რიგობით გადაკოცნა ყველა და საერთო მხიარულებას შეურთდა.. მამაკაცებმა დალევა განაგრძეს. გოგოებმა ჭორაობა, კესოს იქაურ ამბებს ეკითხებოდა. მოიკითხა მარო ბებო, ზეზვას და მისი მშობლები,ლია, სხვა ნაცნობები... კესო მოკლედ მოუყვა ყველაფერს. მისი ამბებიც გამოჰკითხა. გაამხნევა და ბიჭებს მიუბრუნდა.
-ჩვენც დაგვისხით რაა. განა ჩვენ არ შეგვიძლია დაელავა. ასე არაა მაიკო?
-რა თმქა უნდა, ჩვენ რაა თქვენზე ნაკლებად კი არ შეგვიძლია დალევა. გაეცინა მაიკოსაც.
ამ მხიარულებაში ვერავინ შეამჩნია როგორ გაიპარა სოფო და რეზის პალატაში შევიდა, მასთან ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. პირველად ამ დროის განმავლობასი რაც რეზი ასეთ მდგომარეობასი იყო ვერ სძლია თავს და ცრემლი წამოუვიდა. ჯერ ნელა, მერე კი გახშირდა. ახლა იგრძნო როგორ უნდოდა მისი გვერდში დგომა. მისი ჩახუტება, მისი გამხნევება. მეგობრის თეთრი შურით შეშურდა რომ დათა მის გვერდით ბოლომდე იყო.
მას კი მარტო მოუწევდა ამ ყველაფერსთან გამკლავება. მართალია დემეტრე არაფერს აკლებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა მაგრამ ეს ის არ იყო რაც მას უნდოდა, არ უნდოდა უმადური ყოფილიყო, მაგრამ ახლა რეზის გვერდით ყოფნა და ჩახუტება ყველას და ყველაფერს ერჩიუვნა.
-იცი ჩემო საყვარელო დღეს თამუნას და დათას პატარები შეეძინათ. რამდენიმე საათის უკან ისინი მშობლები გახდნენ. ულამაზესი და უსაყვარლესი ბავშვები არიან. ისე ვნერვიულობდი როცა ის მშობიარობდა, მგონი ჩემი პირველი მშობიარეს მიღების დროს არ მინერვიულია ასე. მენატრები რეზი ძალიან მენატრები.ახლა ყველაზე ძლიერად ვიგრძენი რა ძლიერ მყვარებიხარ და როგორ მენატრება შენი ერთი ჩახუტება. იცი ხანდახან იმას ვნატრობ რომ დამესიზმრო მაინც, იქ მაინც გნახო ისეთი როგორიც მახსოვხარ.ახლა უკვე აღარ ვიცი როგორ გავძლო უშენოდ. ვერ გადავიტან უშენობას, მხოლოდ შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. გთხოვ არ მიმატოვო, დამიბრუნდი გთხოოოვ..

დათამ პალატის კარი შეაღო და ბედნიერებით აივსო, ტყუპისცალს საწოლში ეძინა, მეორეს კი თამუნა ძუძუს აჭმევდა. კარი რომ გაიღო დათას ანიშნა ჩუო და ბიჭმაც ფრთხილად მიხურა კარი. დაბნეული მიუახლოვდა საწოლს და წინ ჩამოუჯდა.
-როგორ ხართ?
-კარგად საყვარელო.ცოტა მოძრაობა მიჭირს და ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ ექთანმა გამაყუჩებელი გამიკეთა და მალე გადამივლის.
-საოცრება ხარ. მადლობა თამო ამ ყველაფრისთვის. ამ ბედნიერებისთვის დაიჩურჩულა რომ
ბაშვებს არ გაღვიძებოდათ. მალე პატარა ჭამას მორჩა,გოგომ საწოლში ჩააწვინა და ქმარს შეხედა სიამაყით.
-მადლობა შენ ჩემო საყვარელო.
-არა თამო პირიქით, ეს შენ გიხდი მადლობას რომ ისინი მაჩუქე. ყველაზე მაგარი ქალი ხარ მსოფლიოში. ბიჭი ტუჩებზე წაეტანა და ვნებიანად აკოცა. თამუნა მიიწია და ანიშნა ჩემს გვერდით დაწექიო.ისიც მოხერხებულად მოკალათდა საავადმყოფოს საწოლზე და ცოლს ჩაეხუტა.ორივე ჩუმად უყურებდნენ ბავშვებს, რომლებსაც ეძინათ და მშვიდად და რიტმულად სუნთქავდნენ.
-სახელებზე რა გადაწყვიტე?-
-გადავწყვიტე რომ შენი მშობლების სახელები დავარქვა. ნიკოლოზ და ანა ბურდული. ხომ კარგად ჟღერს? ჰკითხა გოგომ
-შენ ამას მართლა ამბობა?-დაიბნა ბიჭი
გოგომ თავი დაუქნია და გაუღიმა.
-ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ შენ. ყველაზე მაგარი ცოლი ცოლებს შორის. გაეცინა ბიჭს და ისევ ჩეხუტ.ა მერე ამაყად გადახედა პატარებს და თვალს არ შორებდა
ის ღამე ისე როგორ დასრულდებოდა რომ არ აღენიშნათ? რესტორანში გადიანაცვლეს და გათენებამდე სვავდნენ. სოფო სახლში წავიდა რომ დაესვენა,ძალიან გადაიღალა ემოციებისგანაც და ფიზიკურადაც. არავის გაუწევია წინააღმდეგობა.
დილით ბიჭები ცოლებმა წაიღეს სახლში. დათა კი დემეტრემ მიიყვანა და პირდაპირ საწოლზე დააწვინა, მხოლოდ ფეხსაცმელი გახადა. თხელი საბანი მიაფარა და მერე თვითონაც წავიდა დასაძინებლად. უკვე თენდებოდა...


****************
მომდევნო რამდენიმე დღე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. გარდა იმისა რომ თამუნა და პატარები სახლში დაბრუნდნენ.პატარა წვეულება გამართეს და მხოლოდ ახლობელი ადამიანები დაპატიჟეს. დათა სიხარულისგან ცაში დაფრინავდა. ისეთი აღფრთოვანებული იყო მიწას არ აკარებდა ფეხს. თავს დასტრიალებდა ცოლ-შვილს და წარამარა ეკითხებოდა თამუნას რატომ იყვნენ ასეთი პატარები?რომ არ იზრდებოდნენ.რატომ ტიროდნენ?რატომ იცინოდნენ ასე?ხომ ნამდვილად კარგად იყვნენ და ასე შემდგე,. თავიდან გოგო მშვიდად უხსნიდა ყველაფერს, მაგრამ მერე უკვე მოთმინება დაელია და უპასუხოდ ტოვებდა მის ყველა კითხვას.
-თუ ასე გაინტერესებს აიყვანე და გაიგებ გაიზარდნენ თუ არა? შეუბღვირა ერთ დღეს კითხვებით რომ დაღალა.
-მეე?როგორ ავიყვანო?რამე რომ ვატკინო?
-არაფერი ეტკინებათ. დამშვიდდი. აი ასე უნდა დაიჭირო.მთავარია თავი დაუჭიორ კარგად და გულზე მიიხუტე. ფრთხილად მიაწოდა გოგონა და ხელში დააწერინა. მერე უკან დაიხია და ღიმილით უყურებდა როგორ იტანჯებოდა დათა რომ პატარა დაეჭირა. ბოლოს როგორც იქნა მოიხერხა და კმაყოფილი სახით შეხედა თამუნას
-ოჯახობანას რომ მორჩებით მეც მომაქცევთ ყურადღებას?-თავი შემოყო სოფომ საძინებელში
-მოდი მოდი საყვარელო, ხელით ანიშნა თამუნამ
-რას შვებიან ჩემი პატარები?-
-მამიკოსთან ურთიერთობას ეჩვევიან. გაეცინა გოგოს და სოფოც აჰყვა რომ დაინახა დათა როგორ ცოდვილობდა ბავშვის დაჭერას
-ნუ დამცინით თქვენ.თოემ გაგებუტებით არა მამი? ჰკითხა გოგოს მანაც თითქოს გაიგო მამის ხმა მაშინვე გაეღიმა.
-არა რაა მაგიჟებს ეს ბავშვი. ჩემზე საერთოდ არ აქვს რეაქცია, მაგრამ საკმარისია მამამისის ხმა გაიგოს მაშინვე იღიმის. რომ ტიროდეს ტირილს წყვეტს და ინტერესით მიაჩერდება ხოლმე
-აბა რაა. მამიკოს გოგოა და იმიტომ. გაეცინა დათას. -ხო მამი?
-მოკლედ მე წავედი ჩემი კარგებო. საღამოს გვიან მოვალ საქმეები მაქვს და არ მელოდოთ. უჩემოდ ივახშმეთ კარგი?
-სად მიდიხარ?
-რაღაცეების ყიდვა მინდა, მშობიარობის დრო ახლოვდება და ვიფიქრე მაღაზიებში გავივლიდი
-კარგი მაგრამ ძალიან არ გადაიღალო და არ დააგვიანო.-დაარიგა მეგობარმა
-ხომ არ წამოგყვე?-
-არა დათა, არ არის საჭირო,თვითონაც შევძლებ.თან ოჯახურ მყუდროებას ვერ დაგირღვევთ.
-აბა რას ამბობ ახლა?ეწყინა ბიჭს.-ასე არ გამოვა რძალო. იცი რაა. მოდი შენ აარჩიე რაღაცეები და მერე დამირეკ, მოგაკითხავ და წამოგიყვან კარგი?
-კარგი დაუქნია თავი და კარში გაუჩინარდა....

მუშაობას რომ მორჩა ცოტა ხნით რეზისთან შეიარა, ახალი არაფერი იყო. მისი მდგომარეობა უცვლელი რჩებოდა. ცოტა ხანს მასთან დაჰყო. ისევ ესაუბრა.
-ჩვენ უკვე პატარას ველოდებით საყვარელო. მალე ქვეყანას მოევლინება. უკვე დღებს ვითვლი. ერთი სული მაქვს როდის დავიჭერ ხელში. მგონია რომ ძალიან ცელქი იქნება. ერთი წუთით არ ჩერდება. განსაკუთრებით მაშინ როცა შენთან ვარ.მხოლოდ შენ გვაკლიხარ მამიკო. გაეცინა სოფოს.-ახლა უნდა წავიდე. მაგრამ ხვალ ისევ მოვალ. მენატრები და მიყვარხარ ჩემო საყვარელო. შუბლზე აკოცა და წასასვლელად მოემზადა. გარეთ გამოვიდა, სკამზე ჩამოჯდა და ცოტა ხანს ჩამოჯდა რომ დაესვენა.რაღაც უცნაური იგრძნო. მაგრამ არ შეიმჩნია. თავი დახარა და მუცელს დაუწყო მოფერება.
-დეე ახლა არა რაა, ძალიან გთხოვ. ორი კვირაა დარჩენილი ჯერ.
უეცრად იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა. აიხედა და იქაურობას გადახედა. თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან, როცა მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მშობლები იდგნენ და უხმოდ უყურებდნენ. სწარფად წამოდგა,წამით მისი მდგომარეობა დაავიწყდა, მაგრამ მუცელში ძლიერი დარტყმა იგრძნო და უკან დაბრუნდა სკამზე.
-ნუ გეშინია დედი, ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად არ დავუშვებ რამე დაგიშავდეს. შეშინებულმა აიფარა ხელები მუცელზე და ისევ გახედა მდუმარედ მშობლებს.
რას გრძნობდნენ ისინი შვილის დანახვაზე?უბრალოდ ადგილიდან ვერ იძვრიდნენ და ვერც სათქმელს აბავდნენ თავს. შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ორივეს გული აუჩუყა. სინდისის ქეჯნას გრძნობდნენ ისეთი ბედნიერი პერიოდი ქალის ცხოვრებაში როგორიც ორსულობაა, მასთან ერთად არ გაიარეს
-ალბათ როგორ გჭირდებოდით. დაიჩურჩულა დედამ, სოფოს ყურს ძლივს მისწვდა მისი სიტყვები, მაგრამ მაინც გაიგო.
-ალბათ... უპასუხა მშვიდად
-ძალიან გიხდება. არ მინახავს შენზე ლამაზი ორსული. თქვა მამა და თავი დახარა.
-შეგეძლო ეს ადრეც გენახა, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყავით. ირონიით უპასუხა სოფომ,, ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა. ირგვლივ ხალხი ირეოდა და ხმაური იყო.
-რატომ მოხვედით?ჰკითხა ხმადაბლა, აყალმაყალის ატეხვას მოერიდა
-სალაპარაკო გვაქვს.-უთხრა მამამ
-იქნებ არ გავქვს?
-იქნებ მოგვისმინო ... შვილოო. დაიჩურჩულა დედამ და ობოლი ცრემლი მოიწმინდა
-ჩემს კაბინეტში წავიდეთ. წამოდგა და მძიმედ დაიძრა თავის კაბინეტისკენ...
ჯერ მშობლები შეატარა, მერე თვითონ შეჰყვა და კარი მიხურა.სავარძელში ჩამოჯდა. ანიშვნა თქვენც დაჯექითო და ინტერესით მიაჩერდა.
-არ ვიცი საიდან დავიწყო.
-თუ ისევ ჩხუბს და აყალმაყალის მოწყობას აპირებ ჯობია ახლავე წახვიდე მამა.
-არა არა. პირიქით.ახლა,ამდენი წლის მერე ვხვდები რამხელა სისულელე ჩავიდინე და როგორი შეცდომა დავუშვი სახლიდან რომ გაგიშვი იმ დღეს. კაცს საუბარი უჭირდა ძლივს აბავდა სათქმელს თავს.-არ ვიცი როგორ გთხოვო პატიება და როგორ გამოვისყიდო დანაშაული რა შენთან მიმართებაში ჩავიდინე.
სოფო ყურებს არ უჯერებდა. ახლა ამ წუთას მამისგან აღსარებას ისმენდა.
-შვილი დამიბრუნე. შეზლებ ჩემი გარდაცვლილი შვილი დამიბრუნო?
-ვერა, ალბათ ვერასოდეს დაივიწყებ იმას რაც ჩემს გამო გადაიტანე, დამცირება, ტკივილი,იმედგაცრუება, შვილის სიკვდილი.. არც მინდა გაგრძელება.წარმოდგენა არ მაქვს როგორ იტანჯებოდი, მაგრამ გეფიცები შვილო არც ჩვენ ვყოფილვართ კარგ დღეში. ჩვენც არანაკლებად გვიჭირდა და ვიტანჯებოდით.
-თქვენ შვილი აქვე გყავდათ ერთი ხელის გაწვდენაზე.ცოცხალი,მაგრამ ცოცხალდ დამარხული თქვენს გულებში. მე კი შვილი დავკარგე, სამუდამოდ დავკარგე, მიწაში ჩავაწვინე ჩემი ერთდაერთი იმედი იმ დროს და ერთადერთი ნუგეში. წარმოდგენა მაინც შეგიძლიათ რა გრძნობაა ეს?რა გადავიტანე?-ცდილობდა არ ეტირა
-ალბათ ამას ვერასოდეს წარმოვიდგენ და ვერც განვიცდი. ჩაერთო დედა.-უფალს ვთხოვ რომ არ განმაცდევინოს შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.უფალს ვთხოვ რომ თქვენ იყოთ კარგად. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და შვილს საცოდავი თვალებით მიაჩერდა.
-ყველაფერი ჩემი ბრალია შვილო.
-რატომ მოიქეცით ასე მამა რატომ?განა პირველი ვიყავი ვინც სიყვარულის გამო შეცდომა დაუშვა?განა პირველი ვიყავი ვინც ქორწინების გარეშე აჩენდა შვილს?რატომ ვერ შეძელით ჩემი გაგება? შეგეძლოთ პასუხი ჩემთვის კი არა ზაზასთვის მოგეთხოვათ.მისთვის უნდა მოგეთხოვათ ოჯახის ღირსება არ დაეცვა და არა ჩემთვის. მე არ უნდა გაგეგდეთ სახლიდან. არ ვიცი შევძლებ თუ არა ამის დავიწყებას ოდესმე.
-არ ვიცი დაივიწყებ თუ არა. უბრალოდ პატიებას გთხოვ შვილო, თუ შეძლებ მაპატიე.
-გაპატიო? შენ თუ მაპატიე მამა? თუ ახლა იმიტომ ხართ აქ რომ გაიგეთ ცხოვრებაში რასაც მივაღწიე და ჩემი ფული გინდათ რომ გაჭირვებას თვი დააღწიოთ?იქნებ იმიტომ რომ ახლა ამაყად დაიჭიროთ თავი რომ თქვენმა ქალიშვილმა ბიზნესმენი რეზო ბექაური გამოიჭირა და მისი ქონების მფლობელი ხდება? ხმას უწევდა სოფო
-ეგ არაფერ შუაშია სოფო.
-თუ ასეა მამა მე ჩემი ვალი მოვიხადე. ჩემი ქონება რაც ყაზბეგში დავაგროვე და ჩემი მაღაზიები გიოს გადავუფორმე. სახლიც მის სახელზეა.
-ქონება არფერ შუაშია შვილო. ეს არ ვიცოდი და ეს არც მაინტერესებს, ვერაფერი შეცვლის შვილის ტანჯით გამოწვეულ ტკივილს.
-ამას ახლა მეუბნები დედა? ახლა როცა უკვე აღარც ვდარდობ და განვიცდი თქვენ იქნებით თუ არა ჩემს ცხოვრებაში?მე უკვე მყავს ადამიანი გვედრით, რომელმაც მამაც შემიცვალა და დედაც. დაასრულა სათქმელი და თითქოს გულზე მოეშვა, როცა სიტყვებს წლების სადარდებელი მოაყოლა და დაიცალა
-შენ ყოველთვის ჩემ შვილად დარჩები. გთხოვ მაპატიე შვილო, გთხოოვ
-მე რომ გთხოვდით პატიებას მაშინ შეისმინეთ ჩემი?გეხვეწებოდით სახლიდან არ გამაგდოთ თქო და არც ერთ წარბი არ შეგიხრიათ. იმ ქარიშხალში გამომაგდეთ ისე თითქოს ძაღლი ვყოფილიყავი. ნუ ელით პატიებას ჩემგან, შეიძლება ოდესმე გაპატიოთ მაგრამ, ახლა არა. სოფო ისეთი შეუვალი იყო თვითონაც უკვირდა.რამდენჯერ უნატრია ოღონდაც მოვიდნენო და შემირიგდნენო, ვაპატიებო ფიქრობდა მაგრამ ახლა როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ყველაფერი პირიქით მოხდა.
-გთხოვ შვილო. თავიდან დავიწყოთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.ისე თითქოს არ ყოფილა არაფერი. წარსულში დავტოვოთ.მოგვეცი უფლება შენ გვერდით ვიყოთ,შენი ტკივილი,შენი სიხარული გავიზიაროთ.
-ეგ სიტყვები უკვე დაგვიანებულია დედა. არ ფიქრობ რომ ეს მაშინ უნდა გეთქვა?
-იქნებ შეძლო...
-ახლა არა,არ შემიძლია,გთხოვ წადით,მარტო დამტოვეთ. ასე ადვილად ვერ დავივიწყებ...
-კარგი წავალთ. მაგრამ გთხოვ უფლება მოგვეცი რომ ხანდახან მაინც გნახოთ.
-დრო მჭირდება. მკაცრად გაიმეორა სოფომ და ანიშნა საუბარი დასრულებულიაო. კარი რომ გაიხურეს თითქოს ისევ ჩამოემხო ზეცა, ისე ატირდა. ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. უცებ მუცელში დაჭიმულობა იგრძნო, ჯერ იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ ტკივილი გაძლიერდა და მიხვდა რომ მშობიარობა დაიწყო. სასწარფოდ აიღო ტელეფონი და შიდა ნომერზე ანას დაურეკა. წამებში მოხასენა რაც სჭირდა და ღრმად ჩაისუნთქა
-ყველაფერი კარგად იქნება დეე ნუ გეშინია,-დაიჩურჩულა და მშვიდად დაელოდა ანას....



№1 სტუმარი makukuna

ეს სოფო ცოტა უნდა დათბეს, ძალიან გულცივი მეჩვენება. თამუნა კაი ტიპია blush

 


№2  offline წევრი tamuna.s

ჩემი აზრით ცოტა არიყოსდა გაიწელა, მგონი დროა უკვე რეზო გონს მოვიდეს და დალაგდეს სიტუაცია, თორე ასე მგონია რომ ერთ ადგილს ვტკეპნით.

 


№3  offline წევრი katiusha

წესით ამ თავში უნდა დამემტავრებინა მაგრამ ვერ მოვახერხე. უკვე ვამზადებ ბოლო თავს. ასე რომ მეტი აღარ გაიწელება

makukuna
ეს სოფო ცოტა უნდა დათბეს, ძალიან გულცივი მეჩვენება. თამუნა კაი ტიპია blush

იქნებ იმიტომ რომ ცხოვრებაში ამდენი რამე გადაიტანა და ახლა როცა ეგონა რომ ბედნიერება იპოვა ისიც ხელიდან ეცლება?

 


№4  offline წევრი mia15

dzalian momwons sainteresoa da velodebi,shemdeg tavs.male dade

 


№5  offline წევრი katiusha

შემდეგი თAვი ბოლოა და სავარაუდოდ ხვალ იქნება მზად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent