შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (3)


23-04-2017, 23:23
ავტორი jina
ნანახია 2 471

მხურვალე და ცეცხლოვანი ღამის შემდეგ ორივემ დაიძინა, თანაც ისე ღრმად რომ ვერავითარი ძალა ვერ გააღვიძებდათ სანამ თავად არ ინებებდნენ.
დაახლოებით შუადღის სამი–ოთხი საათი იქნებოდა როცა მამაკაცი სასიამოვნო სურნელმა იძულებული გახადა თვალები გაეხილა. ერთმანეთს ძნელად დააშორა დამძიმებული ქუთუთოები, თვალები მზის სხივებმა მოსჭრა და ერთი ხელით ნელა მოისრისა, ჯერ გვერძე დადებულ საათს შეხედა, გაუკვირდა, ამ დრომდე არასდროს სძინებია, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ღამე როგორიც ჰქონდა არასდროს ჰქონია.. ამის გახსენებაზე სიამოვნებისგან ოდნავ შეაჟრჟოლა, ახლაღა დაიხედა მის შიშველ მკერდზე, რომელზეც გოგონას ყავისფერი თმა უსწორმასწოროდ ელაგა, თვითონ გოგონას თავი კი ბიჭის მარცხენა მკლავზე იდო, ნახევარი ტანით ზედ ეწვა, შიშველი, ნაზი და გლუვი ფეხები მამაკაცის ფეხებშ აეხლართა, ზეწარი მხოლოდ საჯდომზე ჰქონდა შემოხვეული, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დაუფარავი გახლდათ... ბიჭმა მარჯვენა ხელი გოგოს ზურგზე ნელა აატარამ ისე ესიამოვნა მის კანზე შეხება რომ მოუნდა წუხანდელი ღამე ყოფილიყო ისევ, მაგრამ მალევე გაახსენდა თავის ისტყვები „განმეორება არ მჩვევია“ ამიტომ იძულებული გახდა თავისი სურვილები უკუეგდო..
–ძილს მიფრთხობ! ნიტას ნამძინარევ და მოულოდნელ ხმაზე ცოტა შეკრთა მაგრამ ჩაეღიმა ისეთი საყვარლად გამობურცა ტუჩები ამ წინადადების თქმისას...
ნიტამაც ინება თვალების გახელა, წამიერად მოავლო მზერა გარემოს, შემდეგ ძალიან მარტივად და ოსტატურად ააცურა ზეწარი საჯდომიდან მკერდამდე და უმალ წამოფრინდა საწოლიდან.. ისე იქცეოდა თითქოს მამაკაცი არც იყო ოთახში, რაც ამ უკანასკნელს აღიზიანებდა მაგრამ ცოცხალი თავით არ იმჩნევდა...
ზეწარშემოხვეული მიუახლოვდა ფანჯრებს და უფრო მეტად გადასწია ფარდები და მზის სხივები შემოუშვა ოთახში, აქეთ–იქით მიმოიხედა, თავისი კაბა რომ ნახა მთლიანად დაგლეჯილი იყო, ხელში ააფრიალა და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა
–საოცარი იყავი... ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა მის გვერდზე მდგომმა მამაკაცმა და უკნიდან მიეკრო (რა ქნას ვერ ებრძვის ჰორმონებს ნიტას მოშიშვლებულ სხეულს რომ ხედავს)
–შენც არაგიშავდა... თვალი ჩაუკრა გოგონამ და სწრაფად გაეცალა, ვინაიდან მისი კაბა ნაკუწებად იყო ქცეული, მაშინვე ბიჭის პერანგს დაავლო ხელი და აბაზანაში შეიკეტა...
მამაკაცი გაოგნებული შეჰყურებდა ნიტას ქცევებს, ხან სიბრაზე იპყრობდა, როგორ უბედავდა თითის ტოლა გოგო ამდენს, ჯერ იყოდა მის გამო მანქანა დაამტვრია (ჯერ იქაც რეები აუტარა), ახლა კიდე უარს ეუბნება, თითქმის უთხრა არაფრად ვარგიხარო, არადა მთელს თბილისში ყველა გოგო მასზე ოცნებობს დ მის შეხებაზე... მიუხედავად ამისა ეს ქცევები იზიდავდა გოგონასკენ, მეტი ლტოლვა და ვნება უჩნდებოდა, არასდროს არ სდომებია ქალის შეხება და ალერსი ასე, თავადაც უკვირდა ამის მიზეზი, როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე ქალთან ერთჯერადი სე*ით არ დაკმაყოფილებულიყო...
ამასობაში ვნახოთ ნიტა რას ფიქრობს...
რათქმაუნდა არც ქალბატონი იყო ერთი და იგივე მამაკაცთან მრავალჯერადი სე*ით დაინტერესებული, სიმართლე გითხრათ გრძნობდა უცნაურს, წინა ღამე მისთვის საოცარი იყო, ისეთი როგორიც არასდრის ჰქონია, მაგრამ იგი ყველაფერს წარსუში ტოვებს, გაერთო და მორჩა. თავის გზას გააგრძელებს.. რამდენად ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ლტოლვა და ინტერესი მამაკაცის მიმართ, თავისი სიჯიუტის გამო არასდროს აღიარებდა ამას, ერჩივნა ჩვეული ცხოვრება გაეგრძელებინა...
შხაპი მიიღო და ბიჭის პერანგში გამოწყობილი გავიდა ოთახში, ახლაღა დააკვირდა რომ საქორწინო ლუქსში ყოფილან... მეორე სააბაზანოს კარი გაიღო და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული მამაკაცი გამოვიდა, სველი თმიდან წყლის წვეთები დაკუნთულ სხეულზე ეწვეთებოდა, ნიტას წამიერად მზერა გაუშტერდა მასზე, რაც მამაკაცის მხედველობიდან არ გამოპარულა, თუმცა მალევე მიატრიალა თავი სხვა მხარეს
–სხვათაშორის გრეგორი მქვია... გამოელაპარაკა ბიჭი
–ნიტა... მისკენ არც შებრუნებულა ისე მიაძახა, მერე სამზარეულოში გავიდა და საუზმის მზადებას შეუდგა, რომელიც ყავისგან შედგებოდა.
–მეც გამიკეთე რაა... გრეგორი შევიდა და თან თმას იმშრალებდა პირსახოცით, შარვლის ჩაცმა მოესწრო
–თავად გაიკეთე! ცოტა მკაცრად უპასუხა და ნიტამ და ყავის ჭიქით ხელში დაბრუნდა ოთახში
–ნუ მეუხეშები ცუდად დამთავრდება! გასძახა გაღიზიანებულმა, მაგრამ გოგონას ყურადაც არ უღია მისი ნათქვამი...
მობილური შეამოწმა და კესოს გამოტოვებული ზარები ნახა, მერე თორნიკესი და დანიელის და გადაწყვიტა მხოლოდ დანიელისთვის გადაერეკა
–დანი როგორ ხარ? (მდივანზე ჩამოჯდა და ცალი ფეხი მოკეცა, ისე რომ გრეგორი მშვენივრად ამჩნევდა მის შიგნით ტრუსს და უფრო და უფრო იძაბბოდა და უჭირდა თავის შეკავება)
–ნიტა სად დაიკარგე წუხელ?
–რა დაკითხვებს მიწყობ შე*ემა (გაეცინა)
–სად ხარ მოგაკითხო? გაეცინა დანიელსაც
–ჩემით წავალ სახლში
–მე წაგიყვან არსად დაიკარგო..
–ნუ შემე*ი! ისევ გადაიკისკისა გოგონამ და ყურმილი დაკიდა
–მეგონა მარტო სიმთვრალეში ბილწსიტყვაობდი.. სარკასტულად ჰკითხა გრეგორიმ
–შენი ტრ*ის საქმე არ არის! გაიმკაცრა ხმა და წამოდგა მდივნიდან
გრეგორიმ მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა
–ჩემთან ასე ლაპარაკი აღარ გაბედო! საშინლად მკაცრი ტონი ჰქონდა, ოდნავ გააჟრჟოლა ნიტას, ხელი გაითავისუფლა და უხმოდ დატოვა იქაურობა..
ერთი კვირის მანძილზე ნიტაც და გრეგორიც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არცერთს არ უცდია ერთმანეთთან კვლავ დაკავშირება, თუმცა ფიქრით კი ფიქრობდნენ, შუა საქმის დროს წამოუტივტივდებოდათ ცეცხლოვანი ღამის კადრები და ნეტარებისგან თვალებს მინაბავდნენ, მაგრამ კვლავაც მალე ბრუნდებოდნენ რეალობაში..
ერთ მშვენიერ დილასაც ნიტა ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა, ნომერს რომ დახედა კისრისტეხვით წამოდგა, არც ამჯერად უპასუხია, უბრალოდ ასე ადგა,ერთი კვირის სამყოფი ნივთები ჩემოდანში ჩაალაგა და თბილისი აეროპორტისკენ წავიდა ისე რომ არავისთვის არაფერი აუხსნია, დაუბარა „ერთ კვირაში აქ ვარ“ და მორჩა, ვერც ვერავინ შეეპასუხა...
ნიუ–იორკში ჩაფრენისთანავე მანქანა დაიქირავა და დანიშნულების ადგილს გაუყვა... არასდროს ასე მალე არ დაუბარებიათ, ზოგადა საქმის შესრულებიდან მინიმუმ ერთ თვეში უწევდა ახალ საქმეზე გასვლა, ახლა კი ორი კვირა იყო გასული ბოლო დავალებიდან..
საღამოს ცხრა საათი იყო. კაზინოს შესასვლელი სწრაფად გაიარა, იგივე მიმართულებით წავიდა როგორც მაშინ, საპირფარეშოს მხარეზე, ისევ იგივე ხერხით აღმოჩნდა ბნელ ოთახში, ამჯერად პორტფელი არ დახვედრია, არამედ ბიჭი დახვდა, შავ ტანისსამოსში გამოწყობილი, სხეზე ნიღაბი ეკეთა და მდუმარედ იდგა..
ნიტა შორიახლოს დაუდგა, ხმის ამოღებას არ აპირებდა, კარგად იცოდა წესები და ამიტომაც ზუსტად ასრულებდა მათ.
–საქართველოში რატომ წახვედი? გასიმა შავოსნის ბოხი და ცივი ხმა
–პირადი მიზნების გამო! არანაკლებ შეუვალი იყო ნიტას ტემბრიც
–კერძოდ?
–ჩემი პირადი ცხოვრება ჩვენი შეთანხმების ფარგლებში არ განიხილება ასე რომ...
–ნიტა წესები ხომ იცი?!
–რიტორიკულ კითხვებს ნუ მისვამ და საქმეზე გადადი! უფრო და უფრო მეტად მკაცრი ხდებოდა ნიტა
–ჩვენნაირებს პირადი ცხოვრება არ აქვთ! ისევ აგრძელებდა მამაკაცი
–საქართველოდან ამხელა გზა იმისთვის არ გამომივლია რომ შენ დარიგებას ვუსმინო!
–წესები უნდა გახსოვდეს! კბილებში გამოსცრა მამაკაცმა
–დავალების გარდა სხვა საქმე თუ გექნება აღარ შემაწუხო! მოკლედ მოუჭრა გოგონამ და დააიგნორა მისი სიტყვები
–უფროსი ამ უხეშობას არ გაატარებს! მოაძახა ნიღბიანმა
–ჯეკის აზრი მკი*ია! არც მობრუნებულა ისე გასძახა და იქაურობა დატოვა
კარგად იცოდა ნიტამ რამდენად შორს შეტოპა როცა „ბოსზე“ ბოლო წინადადება ტქვა, ისიც იცოდა რომ ჯეკს უკვე ეცოდინებოდა ამის შესახებ, თუმცა ეს ნერვიულობის საბაბს არ აძლევდა, პირიქით მოსალოდნელი სიტუაციისთვის მოემზადა და ერთ–ერთ სასტუმროში დაბინავდა, იცოდა რომ ხვალ იპოვიდნენ, მიაკითხავდნენ და პასუხს მოსთხოვდნენ.
მეორე დღეს 12 საათამდე ინებივრა ლოგინში, შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა და მოწესრიგდა. იქიდან გამოსულს ზარის ხმა მოესმა და სათვალთვალოში არც გაუხედია ისე გააღო
–თავად თქვენ არა?! ცალი წარბი მაღლა ასწია და ირონიულად გახედა სტუმარს.
–უნდა ვილაპარაკოთ! კატეგორიულად მიმართა მასპინძელს, ნიტა კი გაიწია და კარებში შეატარა
–გისმენ...
–ნიტა ზღვარს სცდები! ჩემს გავლენას ეჭვქვეშ აყენებ რაც ცუდად აისახება თქვენზე!
–ჯეკ ხომ იცი რო მკი*ია ეს შენი საუბარი? მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა გოგონა
–ნუ მაიძულებ გაგაქრო! წამოენთო მამაკაცი
–მშვიდად ჩემო კარგო! ზედმეტად ირონიულად იქცეოდა ნიტა, რაც უფრო ამწარებდა ჯეს
–ნიტა ჩემი სახით მტერი არ გინდა! გირჩევნია ისევ ვითანამშრომლოთ თორემ ერთით მეტ ან ნაკლებ ადამიანში თუ მექნება ხელი გასვრილი არ მაინტერესებს! ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა
–კარგად იცი რომ ჩემზე უკეთესი არავინ გყავს! ნიშნისმოგებით უთხრა გოგონამ
–შეგელევი!
–ერთხელ ვინც მნახულობს ის ვეღარ მელევა! ძალიან დაბალი და გამომწვევი ხმით უპასუხა ნიტამ
–არ წახვიდე რა საქართველოში... ხმა დაუთბა ჯეკს და ნიტასკენ მიიწია
ზუსტად ეს უნდოდა გოგონასაც, მამაკაცის სუსტი წერტილი დაიჭირა, ასე რომ ბრჭყალების გამოჩენის დრო იყო
–შენს ფინია ძაღლებს ნუღა გამომიგზავნი თორემ კარგად იცი არ გამიჭირდება მაგათი მოშორება! მკაცრად წარმოთქვა და კარისკენ გაემართა...
ერთი მძიმედ ამოიოხრა კაცმა, თავი გააქნია და ოდნავ ჩაეღიმა, მაინც აღფრთოვანებული იყო ამ გოგოთი, ყოველთვის სურდა მისი დამორჩილება მაგრამ აუღებელი ციხესიმაგრესავით იყო, კარგად გამოსდიოდა სხვების მანიპულირება, სწორედ ეს მოსწონდა ნიტაშ, მოსწონდა კირა გიჟდებოდა, საქმესაც კი უკან აყენებდა მის გამო, ვერა და ვერ მიდიოდა მასზე წინ, არავის აყენებდა მის ადგილას და მასზე მაღლა ხომ მითუმეტეს, ეს ორჩობა უფრო მეტად უჩენდა სურვილს ნიტას დასამორჩილებლად, თუმცა ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდებოდა, კარგად იცოდა ნიტას ხასიათი და ერთხელ ნათქვამ „არას: ვერაფრით გადაათქმევინებდა მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია...
ქალბატონი ამირეჯიბი კიდევ ხუთი დღე დარჩა ნიუ–იორკში, საქმეები მოაგვარა ჯეკთან და ზუსტად დათქმულ დროს დაბრუნდა სამშობლოში... უნდა აღინიშნოს რომ რაღაცნაირად უფრო ხშირად ფიქრობდა გრეგორზე, თითქოს ენატრებოდა და აკლდა, დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა აფორიაქებული სულის დასამშვიდებლად...
–უძღები შვილი დავბრუნდიიიიი... სახლში შესვლისას გაიკრიჭა და მონატრებულ მშობლებს გადაეხვია
–როგორ დადიხარ შენ ნებაზე მამა ასე როგორ შეიძლება? აღშფოთებული ერეკლე მაინც თბილი ხმით ესაუბრებოდა ქალიშვილს
–აუ დაიკიდე მაა, მოვაგვარე და იშვიათად წავალ ხოლმე...
–ის მაინც ვიცოდე სად დადიხარ.. დანანნებით გააქნია თავი დედამ
–ეკატერინე კიდე მიტრ*ებ? გადაეხვია დედას ნიტა
–აბა საიდან გაქვს ამხელა ფული? ვინმეს ხოარ კლავ დედა ჰაა? თავში ხელი შემოირტყა დედამ და სავარძელში ჩაესვენა
–კი ხალხს დეე... ეშმაკურად უპასუხა ქალიშვილმა
–გადამრევ დედა გადამრევ! ესღა უთხრა ეკატერინემ და სამზარეულოში შეუძღვა გოგონას
–უი მაა ახალი ამბავი იციი? ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ერეკლეს ( აი ვის ჰგავს ქალიშვილი)
–რა? პირგამოტენილმა ჰკითხა
–თოკა და კესო გაიპარნენ... გაეკრიჭა მამამისი, ამის თქმა და ნიტას საჭმლის გადაცდენა ერთი იყო, ძლივს მოასულიერეს, ხან წყალი, ხან წვენი, მოკლედ ძლივს მოვიდა აზრზე და ეგრევე ტელეფონს ეცა
–გისმენთ... გაისმა თორნიკეს უბედნიერესი ხმა
–ში* ხოარ გაქ ბიჭო უჩემოდ როგორ გაიპარეთ? ვითომდა გაბრაზდა ქალბატონი
–შენ ამერიკაში დაბრძანდებოდი და კიდე მე მამტყუნებ?
–ბო*იშვილივიყო თუარ გაგიტრაკო რო ჩამოხვალთ! გილოცავ და აბა შენ იცი! ნთლულები მინდა შე*ემა სასწრაფოდ! ბოლოს მაინც გაეცინა და ასე ტკბილად მიულოცა...
ნიტას ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ქალბატონი საზამთროთი მოიწამლა, ხან ბორჯომი სვა, ხან კუჭი ამოირეცხა სახლის პირობებში, ხან სოდიანი წყალი, მაგრამ არაფერმა უშველა, ამიტომ იძულებული გახდა საავადმყოფოში წასულიყო, ისედაც ზედმეტად სუსტად იყო, ეკატერინეს შეეშინდა სისხლში არ გადავიდეს მოწამვლაო და ძლივს დაითანხმა შვილი ექიმთან გაჰყოლოდა...
გადასხმები გაუკეთეს, კუჭი სამედიცინო მეთოდით ამოურეცხეს, ანალიზები აუღეს და დამშვიდებული გამოგზავნეს უკან... პასუხები საღამოს იქნებოდა, ნიტამ განაცხადა აქ მომსველი მეორედ აღარ ვარ და დამიკერეთ პასუხებზეო...
საღამოს შვიდ საათზე მისი მობილური აზუზუნდა, ცხელ შოკოლადს სვამდა დიდი ნეტარებით ( ამ პაპანაქებაში რამ მოანდომა? რავიცი რავიცი...)
–დიახ... კულტურულად უპასუხა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა
–ქალბატონი ნიტა ამირეჯიბი ბრძანდებით? მამაკაცის ბოხი ბარიტონი მოესმა ყურმილში
–დიახ...
–კობა ექიმი ვარ ნიტა..
–აჰჰ... დიახ ანალიზებზე მირეკავთ ხომ?
–დიახ შვილო, სწორად გმოიცანი..
–იმედია მანდ მოსვლა აღარ მომიწევს, ვერ ვიტან საავადმყოფოებს... მობეზრებით ჩაილაპარაკა...
–სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხშირად მოგიწევთ..
–რაა?... (გადასცდა სასმელი) რა მჭირს? შეპარული ხმით იკითხა
–ნუ გეშინია... შენი შეშინება არ მინდოდა... უბრალოდ ფეხმძიმედ ხართ...
ნიტა რამდენიმე წამი ცდილობდა ნათქვამის გააზრებას, ერთ წერტილზე მიშტერებული იდგა და ვერ აღიქვამდა გარემო ფაქტორებს, ბოლოს კი მობილური დივანზე მოისროლა და გამწარებულმა დაიძახა
–ამის დედა შე*ეცი!

***
ესეც ახალი თავი ჩემო საყვარლებო... იმედია მოგეწონებათ <3
პ.ს ფოტოზე გრეგორია... რატომღაც ეს პერსონაჟ ყველაზე შესაბამისია მისთვის <3



№1 სტუმარი Nituka1

მსგავსი ისტორია დაიტზე დევს
ხო კიდევ ვერ ვიტან უზრდელ ქალებს
რა შეჩე*მა და რაის ტრა*კი დააგდე შე ყლ*ეო )))))
გულის ამრევია უბალოდ

 


№2  offline წევრი jina

Nituka1
მსგავსი ისტორია დაიტზე დევს
ხო კიდევ ვერ ვიტან უზრდელ ქალებს
რა შეჩე*მა და რაის ტრა*კი დააგდე შე ყლ*ეო )))))
გულის ამრევია უბალოდ

egeti sityvebi sad naxe rac bolos dawere :D me vtqvi rom msgavsad mogechvenebat tavidan magram sanam bolomdr ar naxav nurapers ityvi. tuar mogwons nu waikitxav amis garda uamravi istoria devs da ikitxe sxvebi :* madloba komentaristvis

 


№3  offline წევრი M^d G1rl

გოგოოოო ესრაიყოო? სათაური რომ დავინახე კი მეცნო მარა აზრზე ვერ მოვედი რას ვკითხულობდი და სამივე თავი ახლიდან წავიკითხე. ცუდი გოგო ხარ შენ ნუაგვიანებ

 


№4  offline წევრი jina

M^d G1rl
გოგოოოო ესრაიყოო? სათაური რომ დავინახე კი მეცნო მარა აზრზე ვერ მოვედი რას ვკითხულობდი და სამივე თავი ახლიდან წავიკითხე. ცუდი გოგო ხარ შენ ნუაგვიანებ

dzalianac mixaria tavidan ro waikitxe ^_^ vecdebi malmale davdo :*

 


№5  offline წევრი ninuca)))

ძაან მაგარი იყო.
სამჯერ წავიკითხე სათაური ხომ არ მეშლებათქო. joy
ველოდები შემდეგ თავს.
ასე ნუ აგვიანებ რა თორე მოვკვდი ლოდინით.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№6  offline წევრი jina

ninuca)))
ძაან მაგარი იყო.
სამჯერ წავიკითხე სათაური ხომ არ მეშლებათქო. joy
ველოდები შემდეგ თავს.
ასე ნუ აგვიანებ რა თორე მოვკვდი ლოდინით.

maqsimalurad vcdilob malmale davdo... mec cud dgeshi var rom vagvianeb xolme mara ravqna ro ver vaxerxeb :D

 


№7  offline წევრი nini sabauri

აუ რა მაგარი თავი იყო, მაგიჟებს უკვე ეს ნიტა, უბრალოდ რაღაცნაირად მოქმედებს ეს პერსონაჟი ჩემზე. არ მყოფნის თავები მეტი და მეტი მინდა:დ <3 გელოდებიheart_eyes

 


№8  offline წევრი jina

nini sabauri
აუ რა მაგარი თავი იყო, მაგიჟებს უკვე ეს ნიტა, უბრალოდ რაღაცნაირად მოქმედებს ეს პერსონაჟი ჩემზე. არ მყოფნის თავები მეტი და მეტი მინდა:დ <3 გელოდებიheart_eyes

dzalian mixaria sheni aseti damokidebuleba :* ugrmesi madloba shepasebistvis :*

 


№9  offline წევრი Niioo

აუუუუუ გუშიმ პოემები დაგიწერე მაგრამ რატომღაც არ დაიდო disappointed
ამჟამად მეზარება მაგდენის წერა ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან მომწონს.
heart_eyes შეეცადე მალე დადო რა relaxed

 


№10  offline წევრი jina

Niioo
აუუუუუ გუშიმ პოემები დაგიწერე მაგრამ რატომღაც არ დაიდო disappointed
ამჟამად მეზარება მაგდენის წერა ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან მომწონს.
heart_eyes შეეცადე მალე დადო რა relaxed

madlobeli var chemo sayvareloo :* :* dges vecdebi davweeroo :*

 


№11  offline წევრი Niioo

jina
Niioo
აუუუუუ გუშიმ პოემები დაგიწერე მაგრამ რატომღაც არ დაიდო disappointed
ამჟამად მეზარება მაგდენის წერა ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან მომწონს.
heart_eyes შეეცადე მალე დადო რა relaxed

madlobeli var chemo sayvareloo :* :* dges vecdebi davweeroo :*


კარგიი blush გელი დიდი მოთმინებით kissing_heart

 


№12  offline წევრი gogona tbilisidan

დიდებაა შენს გამოჩენაასს -_-))))

 


№13  offline წევრი jina

gogona tbilisidan
დიდებაა შენს გამოჩენაასს -_-))))

igives getyodi :D

 


№14  offline წევრი gogona tbilisidan

jina
gogona tbilisidan
დიდებაა შენს გამოჩენაასს -_-))))

igives getyodi :D

Momenatre Mara shuaze xar gasagleji ro agvianeb)) <3 agar daagviano

 


№15  offline წევრი jina

gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
დიდებაა შენს გამოჩენაასს -_-))))

igives getyodi :D

Momenatre Mara shuaze xar gasagleji ro agvianeb)) <3 agar daagviano

daminde cota :D dges davdeb axal tavs :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent