შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (4 )


24-04-2017, 23:28
ავტორი ის გოგონა
ნანახია 1 586

დილით თვალი გავახილე და დავინახე თუ რა კომფორტულად მოძრაობდა ჩემს ხელზე უზარმაზარი ობობა. ვიინ დამასვავდა ხელზე თუ არა ელენე ? ! ჩემს კივილზე საოცრად ხალისობდა .
- კაი კაი რა მოგივიდა გოგო, დაწყნარდი ! ობობა მომაცილა და გარეთ დასვა ..
...........................
- აუ აქ ხომ არ დავრჩენილიყავით? შატილში ჩავიდეთ ... აუ აუ მინდა, მიდი გთხოვ რა ლილეეე , ხომ იცი როგორ მიყვარხარ?
- ელენე სახლში უნდა მივიდე დღეს. მობილური დამჯდარი მაქვს და ვერ დავურეკავ..
- ჰოდა შატილში დატენე და იქიდან დარეკე .მიდი ჩემო თოჯინაა დამთანხმდი !ვიცი რომ შენც გინდა !
- კარგი ხო , როგორ იცი ხოლმე რაა..
მაკოცა


კოტეჯის ნომრები ვიქირავეთ და ისე გამივიდა რომ პატრონმა არასწორად გაიგო... ახალ დაქორწინებული წყვილები ვეგონეთ და ოთახებიც შესაბამმისად გაგვინაწილა.
-ძალიან დავიღალე რაა .
- მეცც ( ელენე )
წავედი აბა შენ იცი ტკბილი ძილი!
მოიცა ,სად მიდიხარ გოგო ?
- იქით არის ჩემი საწოლი
- გაგიჟდი? გინდა რომ იმ ცხოველთან ერთად დავიძინო
?
-არაფერიც ! ძალიან საყვარელია და ნუ ხარ ეგეთი აგრესიული მის მიმართ , სხვანირი თვალით შეხედე ! არც ისეთ ცუდია როგორც გგონია !
- არ წახვიდე თორე დედას გეფიცები .... ელეენეეე სად მიდიხარ .. ღამით საწოლის ჭრიალი არ გავიგო თორე მოგლავვ ! (ჩავიხითხითე )
....
ისე დაბინავდა ჩემს ოთახში ერთმანეთისთის სიტყვა არ გვითქვამს, არ გვინდოდა ისევ წავკიდებოდით ერთმანეთს .
- მოიცა რასაკეთებ?
- ვცდილობ დავწევე რას უნდა ვაკეთებდე..
- აქ არ დაიძინებ !
- და ამას ვინ მეუბნება ?
- შენს გვერდზე არ დავწვები .
- მერე ვინ გეხვეწება ?!
მოკალათდა და ზურგი მაქცია ..
მთელი ღამე მოუსვენრობა მჭირდა.ის კი ვითომც არაფერი, ისე ფშვინავდა.
- ჯანდაბა! ეს რა თხელი საბანია რაარის ... კანკალმა ამიტანა.
- ოხ ლილე რაა მგონი გაცივდი !
ჩემ თავს დედაჩემის მაგივრად ვუბრაზდებოდი...
ადგომით ვერ ავდგებოდი, მაშინვე გაეღვიძებოდა იოანეს. თან სიბნელის მეშინოდა..
საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი გაყინული თითები მის ზურგზე ნაზად მიმედო. ვიგრძენი როგორ დამიარა სითბოს ჟრუანტელმა მთელ სხეულში.მალე ჩამეძინა.
ღამე ისევ კანკალმა გამაღვიძა ..
იოანე ახლა ზურგზე იწვა და მშიდად სუნთქავდა..
საბანი რაც შემეძლო ჩავიხუტე და მოვიკუნტე. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვცდილობდი გათბობას მაგრამ უშედეგოდ...
ბოლოს იძულებული გავხდი იოანე გამეღვიძებინა .
-იოანე !
-...
- გაიღვიძე !
-ჰმმ ( ამოიხვნეშა )
- აუ გთხოვ საბანი მოიტანე რა
- დაიძინე .
-ვერ ვიძინებ !
გადმობრუნდა
- რა გინდა !
- საბანი
- გცივა?
- ვკანკალებ , მგონი სიცხე მაქვს
- საბანს მოგიტან..
......
-ძინავს ყველას ვერსად ვნახე საბანი ლილე .
შუბლზე ხელი დამადო, მერე სიცხის დამწევი მომცა და დაწვა..
- თუ გინდა ჩამეხუტე
- არა იყოს გავთბები ჩემით
- რას გათბები გოგო. მოიწიე... თავის სხეულზე მიმაბჯინდა და ხელები მომხვია ....გაფართოებულ თვალებს დახუჭვის საშუალებას არ ვაძლევდი . საბოლოოდ , თავი მის მაისურში ჩავრგე და მისი სურნელი პირველად შევიგრძენი.. განსაკუთრებულ სუნამოს სურნელს გავდა ,რომელიც ჩემში საოცარ შეგრძნებას იწვევდა .
- ისე სიცხის დამწევი საიდან გქონდა ?
- ვიცოდი რომ ვიღაც ბავშვის მოვლა მომიწევდა და ყოველიშემთხვევისთვის წამოვიღე.
გულიანად გამეცინა და ცოტახანში ტკბილად ჩაეძინა.


- ......
-ჰო დედა ! მოვდივართ უკვე . თბილისში შემოვედით
არ ვიცი მაშინ რამოხდა... ჩემი გულის ნახევარი თითქოს დაჭკნა, თითქოს გაქრა და ნაფლეთებად იქცა. ყველანაირი ცუდი ემოცია მომაწვა, კანკალმა ამიტანა.ვერ ვხვდებოდი იმ მომენტში რა მექნა. მეყვირა, მეტირა ... თავი ხელებში ჩავრგე და ჩუმად ვთქვი
-გააჩერე!
-რამოხდა ლილე? ( ანდრო )
- გაჩერეთქო..
მაშინვე გააჩერა იოანემ .
მანქანიდან გადავედით
- რაგითხრა დედამ ლილე მითხარი რა გითხრა? ჩემი სახე ხელებში მოიქცია ელენემ...
-გამიშვი!
უაზრო სიარული დავიწყე. მხოლოდ ჩემი ძმის სახელს ვამბობდი ჩუმად და ვიაზრებდი რომ ავარიაში მოყოლილი ახლა რეანიმაციაში იწვა.

მუხლებზე დავეხეთქე და განწირული ხმით გავკიოდი
-გიოოო !!
ელენე ჩაიმუხლა და ჩამეხუტა
ჩემ ყვირილზე ელენეც ამყვა
-ვაიმეე ლილეე რამოხდააა .რაა.. რაამოხდა?
- ავარიაში მოყვააა ავარიაში
გულამომჯდარი ვბღაოდი ...
უცებ წამოვვარდი და იოანეს ვეცი მაისურზე
- ახლავე დაქოქე მანქანა და გიოსთან წამიყვანე! გესმის?ახლავე... ბოლო სიტყვა ენის ბორძიკით წარმოვთქვი და მის ხელებში ჩავესვენე.
...........

თვალი გავახილე . სინათლე ,რომელიც ჩემს ნაზ ნერვებს აწუხებდა საოცრად მიჭრელებდა თვალებს...
გამოვფხიზლდი , მაშინვე წამოვდექი
-გიო სადარი გიო..
- ოპერაცია დასრულდა მაგრამ გონზე არარის .. ( დანაღვლიანებულმა ელენემ მიპასუხა )
- მასთან მინდა იქ უნდა წავიდე.
ელენეს ყვირილი დავაიგნორე და პალატიდან გავედი . თვალებით დედას ვეძებდი...
დავინახე ამდენ ხალხში მტირალი ქალი ,რომელიც კარებს მიყუდებოდა .
მთელი გულით ჩავეხუტე.
ორივეს გვტკიოდა და ორივე ცხარე ცრემლით ვტიროდით ჩვენ გიოს...
მალე ექიმი გამოვიდა..
- ექიმო მითხარით ,ხომ გადარჩება ჩემი ძმა მითხარით ,!
- მდგომარეობა უარესდება... ოპერაციას თუ გაუძლებს მისი ორგანიზმი ,გადარჩება
- ოპერაციას როდის უკეთებთ
- 4 საათში...
.......
-რეანიმაციაში შესვალა არ შეიძლება გოგონა !
ექიმის ხალათში გამოწყობილი აყლარწული გოგო მეუბნება
- რასნიშნავს არ შეიძლება ? გამატარე უნდა შევიდე !
-არ შეიძლება !
უკვე ვაპირებდი მისი თმებით თრევას მაგრამ..
-შეუშვი ( ნაცნობი ხმა )
არ ვიცოდი რატომ ჰქონდა ამხელა მნიშვნელობა იოანეს სიტყვას ამ გოგოსთვის, მაგრამ მთავარია შემიშვა რეანიმაციაში გიოსთან.
გიოს დანახვისთანავე ავტირდი და ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი... ხელზე ხელი მოვკიდე და ჩუმად ვუთხარი
-ჩემო ერთადერთო.. აქ რაგინდა ! ნეტავი იცოდე როგორ მტკივა გული ,როგორ მინდა ახლა ისე მაწვალებდე ,როგორც იცი ხოლმე... როგორ მინდა შენს თვალებს შევხედო .ხელები დავუკოცნე და სახეზე ვეამბორე.
-შენ ხომ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ იცოდე უნდა გაუძლო ... იცოდე აქ უნდა იყო.... ჩემთან გესმის ჩემთან და დედასთან... მიყვარხარ ჩემო ძამიკო !
ღამის 4 საათი
გაშტერებული ვზივარ უაზროდ დაბალ სკამზე , მივჩერებივარ თეთრ კედელს და ველოდები ექიმს. მარტო მე არა! აქ არის ელენეც, ანდროც გიოს ძმაკაცებიც და სხვებიც... მხოლოდ იოანე არარის ... მიუხედავად იმისა, რომ მასზე ფიქრისთვის არ მცალია მაინც ვგრძნობ უიმისობას ამ კედლებში

.......
ადექი წავედით... ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.
-სად წავედით რადროს წასვლაა?! ოპერაცია ახლახანს დაიწყო.
- ამ ერთხელ დამიჯერე და წამოდი ! მალე მოვალთ გპირდები.
გამოწვდილ ხელს ჩავებღაუჯე და გავყევი თუმცა, ფეხები უკან მრჩებოდა თითქოს გიოს ჩემი იქ არ ყოფნით რამე მოუვიდოდა. მეშინოდა...
მის მანქანაში გასუსულები ვიჯექით. ცრემლებს ,ისედაც ვერ ვაჩერებდი ამიტომ თვალებს ტირილის უფლებას ვაძლევდი .
მანქანა გააჩერა და გადამიყვანა...
- რატომ წამომიყვანე?
-ასეთს ვერ გიყურებ. იქ უფრო ნერვიულობ. (ნაღვლიანი თვალები შემომანათა )
- როგორ შეიძლება ,რომ არ ვინერვიულო იოანე !
-კარგად მესმის შენი .
-არა არ გესმის!
ჩაეღიმა..
- ასეთი გულქვა გგონივარ?
-ახლა ამის დრო არ არის...
- მეც მყავდა ძმა.თითქმის ჩემი გაზრდილი, ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი გული ! განა უსამართლო არარის ეს ცხოვრება? განა დაუნდობელი არ არის? 16 წლის ძმა მომიკლეს . იმ დედა მო....ბმა , იმ ნაძირალა ნაბიჭვრებმა.ისე დამიჭრეს, რომ მისთვის სასიკვდილოც კი აღმოჩნდა.
ვხედავდი. როგორ დაებერა ძარღვები .საუბრისას შეკრულ მუშტებს მანქანას ურტყავდა და ყოველ სიტყვას ზიზღით ამბობდა.
-მაგრამ იცი რა? იმედი ბოლო წუთამდე არ დამიკარგავს.იქამდე არ დამიკარგავს ,სანამ მის სხეულის სიცივე არ შევიგრძენი. შენც არ დაკარგო იმედი! გესმის? არ უნდა დაკარგო .ყველაფერი კარგად იქნება . მე გპირდები !
არვიცი რა მეთქვა ჩემი თვალები ალბათ ყველაფერს ამბობდნენ. ვიდექი მის პირისპირ და ვხვდებოდი რომ იოანე იმაზე ახლოს იყო ჩემთან ვიდრე მეგონა...
.................
საოცარია არა? ძმამ დამტოვა და დედაც წაიყვანა...
თითქოს სამყრო დაინგრა. უცებ სიბნელეში აღმოვჩნდი. სულ მარტო, სულ უსუსურ. ვეღარ ვიგებდი ვერაფრის ფასს. საერთოდ ვარსებობდი? გაშტერებული შევყურებდი თეთრ კედელს და გარშემო მყოფებს ვერ ვხდედავდი. არც მათი ხმა მესმოდა, ვერც მათ შეხებას ვერ ვგრძნობდი.არაფერზე მქონდა რეაქცია.
- გთხოვთ წადით ყველა, ლილეს მე ვჭირდები.. ( ნამტირალევი ხმით მოუწოდა სხვებს ელენემ )
- ჩემო პატარავ.. ყველაფერი კარგად იქნება .გესმის? მე შენთან ვარ..
3 საათის განმავლობაში ტვინს მიბურღავდა ერთიდაიგივე ფრაზები,ერთიდაიგივე სიტყვები. რა აზრი ჰქონდა ნეტავ? ცოცხალი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს მკვდარი.
ცოტახანში ელენემაც დამტოვა და დავრჩი ოთხ კედელს შორის ეულად...
სიკვდილის გარდა არაფერს ვნატრობდი. შიშმა შემიპყრო ასე მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა კედლებზე შავი ლაქები ჩნდებოდა. თვალები დავხუჭე და ყვრილი დავიწყე...
ჩემ ყვვირილზე მეზობლები შემოვარდნენ . მეჯაჯგურებოდნენ და ჩემს გაჩერებას ცდილობდნენ ,მე კი რაც ძალა მქონდა მთელი ძალით ვკიოდი. რა მაკივლებდა? ყველაფერი, ჩემი სიცოცხლე მაკივლებდა ! ვერ ვიტანდი საკუთარ თავს ,რომ წარმოვიდგენდი ჩემი საყვარელი ადამიანები ცივ მიწაში იწვნენ მე კი ისევ ცოცხალი ვყავი , არ შემეძლო მათ გარეშე, უბრალოდ არ შემეძლო .
-გამიშვით!!!
უცებ ყველა გაისუსა. ოთახში ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა შემოაბიჯა .
კედელთან მჯდომმა მივხვდი ,რომ არიყო კარგად საქმე. ექიმებს გავდნენ, თუმცა ცუდ ექიმებს.
კაცი ჩემსკენ წამოვიდა და მაჯაში მწვდა
- არ მომეკაროთ !
- გოგონა დაწყნარდი !
მის ხელებში თევზივით ვფართხალებდი. მკლვში ტკივილი ვიგრძენი . ყურებში გამაყრუებელი წუილი მესმოდა. უცებ ყველაფერი დაწყნარდა ... მხოლოდ ქალის ხმა მესმოდა
-გაუშვით უსამართლოებოო !! რას აკეთებს ეს გოგონა გიჟი არარის. გაუშვით !
..........................

გავიღვიძე თუ არა დავინახე უაზრო სინათლე ერთ თვალში , შემდეგ მეორეში...
გავახილე თვალები და ბუნდოვნად მოძრავ სხეულს დავაკვირდი..
ხელში უამრავი წამლები ეჭირა.სხვადასხვა ფერის.. მოქუფრული ,ჩაშავებული თვალებით შემომცქეროდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი და თვალებით მანიშნებდა, რომ ეს საზიზღრობა დამელია.
თავი წამოვწიე , ვიგრძენი ჩემი უძლურება და მძიმედ დავუბრუნდი თავდაპირველ ადგილს.
- არ ადგე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენება მომიწევს!
თითქოს ენა მქონდა გადაყლაპული , ვერ ვლაპარაკობდი..
პირთან ახლოს მოტანილ წამალს ხელი ვკარი .
-კარგი. მე გაგაფრთხილე !
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ხელები და ფეხები საწოლზე მიმიბა და ძალით ჩამაყლაპა წამლები, ყველა სათითაოდ..
ბოლოს ხელები და ფეხები გამინთავისუფლა და გავიდა .
უძლურებისგან მხოლოდ ვტიროდი, ვტიროდი და ვნატრობდი ამ ციხიდან გასვლას.
მტკიოდა მთელი სხეული და სული .


შეცდომებისთვის ბოდიში <3



№1 სტუმარი ჟირაფი

კლიშე კლიშე კლიშე კლიშე კლიშე....
მოძველდა მორაგბეთა თემა. ნორმალურად წერ, ცოტა ორიგინალურობა და ფანტაზია არ გაწყენდა.

 


№2 სტუმარი Guest თამო

საინტერესოა ❤ როდის დადებ?

 


№3 სტუმარი Eto

Auu am dros ioane sadaa ushvelos droze am gogos tore tlad gaagijeben

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent