შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ხედი


27-04-2017, 01:26
ავტორი leandra
ნანახია 1 498

ხანდახან, ემოციების ზღვა შიგნიდან შემოგაწვება ხოლმე, თითქოს ზვირთებად ქცეული სიტყვების ნაკადი ცდილობს დაანგრიოს უხილავი საზღვრები და გადმოინთხეს ხმელეთზე. მიწა, მიწიერება რეალობასთან და ყოველივე რეალურთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს კი ზღვარი რეალურსა და მისტიურს შორის? ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, ერთ დღეს შეიძლება განხორციელდეს და ასე ხორცშესხმული მოევლინოს მიწიერ სამყაროს. მე მაინც მჯერა, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ყველაფერ სპირიტუალურსა და "რეალისტურს" შორის. ხორციც ხომ მძორად გარდაიქმნება ყოველთვის, როცა სული განეტევება?!
არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მივეცი თავს უფლება წერილობით გარდაექმნა აბსტრაქცია რეალობად და თამამად, გულახდილად ელაპარაკა. როცა არუნდაყოფილიყო ეს, ფაქტია, მას შემდეგ არაერთი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და უამრავი რაღაც შეიცვალა. ბევრჯერ, გარემო პირობებთან შეუგუებლობისგან გაჩენილი პროტესტის გრძნობით ამიღია კალამი და დამფრთხალს ისევ გადამიდია, ხანდახან სიყვარულითა და ფერადი გრძნობებით განმსჭვალვულს გამჩენია წერის სურვილი...ნოსტალგია, სევდა, ბრაზი, ზიზღი, უსამართლობით გამოწვეული პროტესტის გრძნობა და ბედნიერების შეგრძნება, ნებისმიერი განცდა შეიძლება იქცეს მუზად, მაგრამ ყოველთვის მაფრთხობდა რაღაც, რაღაც ამოუცნობი და ვჩერდებოდი. ვფიქრობ ამაზე და თავში ერთი პასუხი მიტრიალებს მხოლოდ, სიღრმე... და რაოდენ ბუნდოვნადაც არ უნდა ჟღერდეს, სიღრმეებია ის, რაც ასე მაშინებს და არ მაძლევს მოსვენებას. ყოველ ჯერზე, ვნებით შეპყრობილი, როდესაც გავაანალიზებდი, წერ იმისთვის, რომ ვინმემ წაიკითხოს, წააკითხო ვინმეს სულის სიღრმიდან დაკრეფილი ემოციები სიტყვებად გარდაქმნილი და თაიგულებად შეკრული კი იგივეა, ამოგზაურო მკითხველი სულიერ სამყაროში და მოატარო ყველაზე ბნელი, იდუმალი და ინტიმური კუნჭულებიც კი...და ვფიქრობდი:" არ მინდა ვინმემ წაიკითხოს ჩემი ფიქრები..."და საკუთარ თავსვე ვპასუხობდი "არ არსებობს კარგი მწერალი, რომელიც გულახდილი არ არის და ყველა მწერალს, გულის სიღრმეში მაინც, სურს, რომ მისი ნაწერი წაიკითხონ...". მწერალად არასდროს აღმიქვამს საკუთარი თავი და საკუთარ თავთანაც კი, არც ნაწარმოები მიწოდებია ჩემი ნაჯღაბნებისთვის ოდესმე. მაგრამ, წმინდა ლექსიკურ დონეზე ხომ მწერალი არის ის ვინც წერს და ნებისმიერი ნაწარმი - ნაწარმოები და აქედან გამომდინარე კი კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი წოდებები არ შეიძლება ამბიციურად ჩაითვალოს.
ყველა გზას სადღაც მიჰყავხარ, ისევე, როგორც ყველა ღირებულმა ნაწარმოებმა უნდა მიგიყვანოს სადღაც და შეგმატოს რაღაც ახალი. საით მივდივარ ახლა და საით მიმყავს მკითხველი? ვიქნები გულახდილი და პრიმიტიული და ვაღიარებ, რომ თავადაც არ ვიცი... მხატვრულობისთვის ვიტყოდი, კალამი თავად მმართავს-მეთქი, მაგრამ კვლავ გულწრფელობას ვამჯობინებ და ვიტყვი, რომ თითები ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად მოძრაობენ კლავიშებზე.
გადავდივარ მთავარ სათქმელზე და თავში მიტრიალებს, პროტესტის გრძნობის გამომწვევი საზოგადოება და ამყრალებული მენტალიტეტი, შესაძლებლობების ულიმიტობა და მზის სხივებივით თბილი გრძნობები, თავისუფლების წყურვილი და ირონიით გაჟღენთილი წუთისოფელი...
არ ვიცი, ჩამოუყალიბებებლობის ბრალია, თუ მერყევი ხასიათის, მაგრამ ჩემში ყოველთვის იბრძვის ორი სესილია, პირველი მათგანი თვალებიდან ცისარტყელებს აფრქვევს, ყველას ეხმარება, სჯერა სიკეთის, "ჰეფი ენდის", გამგები და ლოიალურია. მეორე კი ჩვეულებრივი სოციოპათია, რომელსაც უნდა, რომ ყველას მაგრად აგინოს და პანჩურები ურტყას მოქუცუნე ტრაკებში. კი, ნამდვილად უჩვეულო კონტრასტია.
წერის დროს ეტაპობრივად მიმძლავრდება შიშის შეგრძნება და ისევ მიიჩქმალება ხოლმე, არ მინდა გადაზედმეტებული ან ფსევდო თავმაბლობა გამომივიდეს, შუა საუკუნეებში დაწერილი პროგრამული ნაწარმოებების ავტორებივით, მაგრამ ხანდახან კითხვაც მიჩნდება, ვინ ხარ შენ, რომ ამდენი დიდებული მწერლის გალაქტიკაში თავს უფლებას აძლევ წერო? მაგრამ, რა ვქნა თუ სამყარო არ მაძლევს არჩევანის უფლებას?! არ ვგულისხმობ, იმხელა ნიჭით დამაჯილდოვა, საკუთარ თავში ვერ ვიტევ და უნდა მოგანთხიოთ-მეთქი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას კი დღითიდღე უფრო და უფრო უცნაურს და... გავბედავ და ვიტყვი, საინტერესოს ხდის. იცით, ვფიქრობ ეს არაა ერთადერთი მიზეზი, თუმცა ჩემი წილი უნარი არ მყოფნის სხვა მიზეზების სწორად, გასაგებად, მოკლედ და ამავდროულად საინტერესოდ გადმოსაცემად. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent