შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი III


27-04-2017, 22:09
ავტორი სუად
ნანახია 1 484

-კარგით ლაურა . ექვსი საათისაკენ მე დაგელოდებით... ნახვამდის .
-შეხვედრამდე ლუის ...
ასე დასრულდა სახალისო შეხვედრა. ახლა პირველი თუ იქნება საათი . ჯიბეში რამოდენიმე ფრანკიღა დამრჩენოდა . გავიარე ვარდების ვიტრინა და ვარდებს ვეძებდი ...
-რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
-წითელ ვარდს რატომღაც ვერვპოულობ...
-დიახ , დღეს არც ერთი ვარდი არ ჩამოგვიტანია პარიზიდან . მინდვრის გვირილები გვაქვს .
-კარგით , რაც კი გვირილა გაქვს ყველა მომაწოდეთ , იმედია გავწვდები ...
-ყველა ბატონო ?
-დიახ ყველა გვირილა ერთად შემიკარით . შეფუთვის გარეშე თუ შეიძლება .
-ბატონო , ორმოცდათხუთმეტი ფრანკი გმართებთ .
-გამახარეთ... მე სულ სამოცი ფრანკიღა დამრჩენოდა.
-ინებეთ ბატონო .
-თქვენ კი თანხა გამომართვით ...
გავუღიმე და მანაც გამიღიმა, ხშირად ვყიდულობ ვარდებს ამ ვიტრინაში . ალბად მიხვდა ვინც ვიყავი . მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს . ასეთი გვირილები, რომელიც ორ ხელში შეკრულად ვერ დამიტევია , სახლამდე როგორ მივიტანო? დღეს ლაურას მძიმე ტოტის ნაცვლად გვირილების გათრევა მოუწევს ... როგორ სასაცილოდ ჟღერს ეს სიტყვები .
გვირილები თეთრი და ღია ცისფერი ფერის იყო . როგორც ლაურას თვალები ... ცალ ხელში ბაზრობაზე ნაყიდი საქონელი მეჭირა , ხოლო მეორე ხელით ეს უზარმაზარი გვირილების კონა . მივდიოდი, თუმცა გზას ვერ ვხედავდი . კბილებით მეჭირა ერთი გვირილის თავი და მარცხნივ გამეწია , რათა ცალი თვალით მაინც დამენახა გზა შინისაკენ მიმავალი . როგორი ბედნიერი ვარ. გონებაში საამო და სასიხარულო სიღერა ჩამესმის . გზას ვაგრძელებ და ამ ცალი თვალით მთელ სამყაროს ვხედავ . სიხარულით რას არ დაინახავს კაცი .შეუმჩნეველ სიყვარულსაც კი ... ვხედავ ქალბატონები ჩემს წინაშე როგორ ჩერდებოდნენ და მიცქერდნენ , დაღმართს როგორ მივუყვებოდი . მეღიმებოდა , უფრო სწორედ მეცინებოდა ხალხი როგორი გაოცებული დავტოვე. მითუმეტეს ქალები , რომლებიც თავიანთი მეუღლეების გვერდით იდგნენ და მე მიცქერდნენ , შემდეგ კი თავიანთ მეუღლეებს . მიდიოდნენ და უკან იხედებოდნენ . მე ამას ვერ ვხედავდი , მაგრამ ხომ ვგრძნობდი. სასაცილოდ ჟღერს ეს დაუღლელი დღე . ბედნიერად მიყურებს და მიღიმის ბედი . სახლს მივუახლოვდი, მაგრამ კარებს როგორ შევაღებ თუ ხელს ვერ გავითავისუფლებ?
-ჰეი! შენ პატარავ , მოდი ! მოდი მომეშველე .
მას ყვავილები არ მივაწოდე , ნაყიდი საქონელი გავუწოდე . რადგან ის უფრო მსუბუქი იმქნებოდა ვიდრე გვირილები . გასაღები კარების ჩარჩოზე მედო , ავიღე და კარები გავაღე . იქვე გვირილები მაგიდაზე დავაწყე და ერთი ამოვიღე , რომელიც ცისფერი ფერის იყო . მივაწოდე პატარა გოგონას . გამოვართვი ჩემი საქონელი და შინ შემოვიპატიჟე , მაინც, სიტყვისამებრ... როგორც ჩანს კარგი ბავში იყო და მიპასუხა:
-მადლობთ ბატონო, მაგრამ უხცო ადამიანის სახლში ვერ შემოვალ . დედამ გამაფრთხილა ...
-დედაშენს სწორედ აღუზრდიხარ . მე კი შენ გიხდი მადლობას დახმარებისათვის . ახლა კი შეგიძლია გაიქცე დედათან ...
ბავშვს ლოყაზე ვაკოცე მაგრად და გავუშვი . ის ჩემს წინ ცხოვრობდა, როგორც თვალი ვადევნე და მივხვდი . სახლში მალევე მივიდა და კარები სწრაფად მოაჯახუნა . მეც შემოვბრუნდი ოთახისაკენ . საუზმე მოვამადე , ძალიან მშიოდა. შემდეგ საათს ავხედე, ჯერ ადრეა ცოტას წავუძინებ მეთქი . საძინებელ ოთახში არ ავსულვარ, მისაღებ ოთახში დავწევი და თვალებს ვატყუებდი . ჩემ მარჯვნივ მაგიდა დგას , სამი სკამი ირგვლივ უდგას . ზედ კი გვირილები წყვია. როგორი მშვენიერია... ალბად ლაურას მოეწონება . თვალები დავხუჭე და დღევანდელ დღეზე ფიქრი განვაგრძე . მალე ლაურას შევხვდები ...
საკმაო დრო გასულა, უკვე ექვსიც დაიწყო . სასწრაფოდ ავირბინე ოთახის კიბე და ავედი საძინებელ ოთახში . პერანგი გამოვიცვალე, შარვალი გამოვიცვალე და ყველაფერი ახალი ჩავიცვი . ელეგანტურად გამოვოყურებდი . ,,დიახ , დიახ მე ქალღმერთს ვხვდები!’’ -წამოვიყვირე ეს სიტყვები... სააბაზანოში თმები ცოტათი დავისველე და წინა თმის მხარე გვერით გადავივარცნე . საკუთარ თავს სარკეში ვუყურებდი და ის მომენტი გამახსენდა , როდესაც ლაურა ჩემს წინაშე შარფს ისწორებდა . როგორ უხდებოდა ის წითელი ფერი,როგორ ამშვენებდა საამო სახეს . სასტუმრო ოთახში გამოვბრუნდი , გვირილები ავიღე. ექვსის ნახევარი იყო , ამიტომ როგორც ყველა მამაკაცი მეც ისე მოვიქცევი . მალე მივალ , გაუხარდება , გვირილებს იქვე მინდორზე დავდებ , შემდეგ კი მივაწოდებ... კარები გავაღე და გარეთ გავედი . გასვლისას თმის წინა მხარეს ხელი გადავუსვი , გვირილები მოვიმარჯვე და გზა გავაგრძელე ... მივუახლოვდი პარკს , ირგვლივ მიმოვიხედე . ხალხი ნაკლებად იყო .ჩემი თვალები ლაურას ეძბდა და ვე პოულობდა . იქნებ დღეს მოსვლას აღარ აპირებს ? იქნებ გადაიფიქრა ?
მაჯის საათზე დავიხედე და ათ წუთში ექვსიც გახდებოდა . იმედი ისევ არსებობს , ლაურა მალე მოვა აქ , ცენტრალურ პარკში . დაველოდები ...
თავი დაბლა დავხარე და ფეხზე მდგომიარე ველოდებოდი. გვირილები ორივე ხელით ქვევით დამეშვა . უეცრად რაღაც ვიგრძენი , მივიხედ-მოვიხედე და შორიდან , შემოსასვლელში ლაურას ოქროსფერი თმები დავინახე . ნაწნავებით გაეშალა წელამდე . უხდებოდა ... ერთ ადგილას ვეღარ ვკავდებოდი , აქეთ-იქით ვიცქირებოდი . ფეხს წინ გადავდგავდი , შემდეგ ისევ უკან . მომიახლოვდა თუ არა, გავირბინე მასთან და ჩავეხუტე. ეს მოულოდნელი ჩახუტება იყო . შეკრთა ქალღმერთი .
-ბოდიში , ეს უეცარი მოვლეენა იყო . გთხოვთ უხეშობაში ნუ ჩამითვლით ...
-ლუის.. გვირილები ? ის ჩემთვის მოიტანე ?
მე ყვავილებს დავხედე და ზედა მხარე გავუსწორე, ფოთლები წამიერად შევალამაზე და მას გავუწოდე .
-ინებეთ ეს ყვავილები ჩემგან საჩუქრად, როგორც მეგობარმა მეგობარს რაიმე აჩუქოს . მიიღეთ ეს გვირილები , ისინი თქვენ ვერ შეგედრებათ , თქვენს სილამაზეს ვერ შეედრება . თქვენ დაუჭკნობელი ყვავილი ხართ ,ზეციური მნათობი, კაშკაშა ვარსკვლავი ხართ !
-არვიცი როგორ გიპასუხოთ ლუ...
-არა, თუ გნებავთ ხმასაც ნუ ამოიღებთ . მე შემიძლია მხოლოდ თქვენი ცქერით დავტკბე .
-გმადლობთ . დღეს ზედმეტად მეტი საჩუქრები მივიღე თქვენგან . როგორ უნდა გიპასუხოთ, როგორ შეგიმკოთ სამადლო სიტყვები ?
-მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ლაურა ... მხოლოდ ერთი ,,რამისთვის’’ ვიბრძვი ეს დღეები . მე ნაადრევ ნაბიჯებს არ ვდგავ , თუმცა გამიგოთ უნდა . ბავშვს არ ვგავარ ყველაფერი გატაცებას რომ დავაბრალოთ . ალბად გესმით ჩემი ?
ლაურას შევედე , თვალებში ჩავხედე და პასუხს ველდებოდი . მაგრამ ის მეტად მორცხვია... მეტად მორცხვია ვიდრე მე მეგონა .
-ლუის , მესმის თქვენი . ბრმა არა ვარ ეს რომ ვერ დავინახო , სმენადაქვეითებული არა ვარ ეს რომ ვერ გავიგონო . მე ყველაფერს ვხვდები , იმ დღიდან ვხვდებოდი როდესაც თქვენ დაგინახეთ . მაგრამ არაფერს ვამბობდი ...
-დიახ თქვენ ქალი , ქალბატონი ბრძანდებით . ყველაფერს გაიგებდით , ყველაფერს მიხვდებოდით . მე მინდა გითხრათ რომ... არა მოიცადეთ ...
შადრევანზე ავედი , ამაღლებული ადგილი იყო , ლაურასაც ხელი ჩავჭიდე და ავიყვანე .მე ისევ ქვევით ჩამოვხდი და ლაურა ჩემს ზევით იდგა და მე მიყურებდა .
- ლაურა ! მინდა გითხრათ რომ , სიცოცლეზე მეტად მიყვარხართ !
მას თვალებში ცრემლები ჩაუდგა , ამ დროს ვეღარ დაველოდებოდი და ხელში ავიყვანე . ბოლო ხმაზე გავყვიროდი
- მიყვარხარ! მიყვარხარ ! მიყვარხარ !
ეს ბედნიერი წამები იყო ჩემს ცოვრებაში . რადგან ვხვდებოდი სიყვარულს , ვაანალიზებდი მომავალს . მან ყურში ჩუმად ჩამრჩურჩულა :
-ლუის... მეც ... მეც მიყვარხარ ...
ლაურა ძირს ჩამოვსვი ტრიალით , ხელი ჩავკიდე და მინდვრისაკენ გავიქეცით . მისი კაბა ბალახებს ფარავდა . ცალი ხელი კაბას ჩასჭიდა და მე მომყვებოდა . ერთად გავრბოდით . ერთად ვიყავით . ჩვენ ერთნი გავხდით ... მე ის მიყვარდა , მას კი მე ვუყვარდი .
ცხოვრება იცვლებოდა მასთან ერთად . გადავწყვიტეთ ერთად გვეცოვრა ბედნიერად . დრო გადიოდა ის კი ამ დროსთან ერთად თავს მეტად მაყვარებდა . საბოლოოდ გადავწყვიტე დავნიშნულიყავით . აქვე პატარა ეკლესიაა , ჩევნც შევუთანხმდებით და მამაოს თავს დავალოცვინებთ . უფალს ყოველდღე მადლობას შევწირავ ასეთი ქალღმერთი მეუღლეთ რომ მარგო .
ლაურა საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა . ის სახლი გაყიდა სადაც მანამდე ცხოვრობდა . დიდი თანხა არ აუღია. თუმცა კმაყოფილები მაინც დავრჩით ორივე . რასაც ვყიდულობდით , ვინაწილებდით . სიყვარულსაც ვინაწილებდით ... ბავშვებივით დავბრბოდით ოთახში ბალიშებით და ერთმანეთს ვესვროდით . შემდეგ ის სამზარეულოში გაიქცეოდა .ჩვენს საყვარელ წვენს მოამზადებდა ... მრავალი ხილით შეზავებულს : ატმით , ბალით , ბანანით , ფორთოხლით ... გემოვნებაც ერთნაერი გქვქონდა. სამსახურში წასვლილს დროს ისიც ჩემთან ერთად გაიღვიძებდა , მე ეს მაცოფებდა რადგან მასთან განშორება მიჭირდა . გადიოდა დღეები , თვეები ... ჩვენი სიყვარული კი უფრო , მით უფრო იზრდებოდა . ცხოვრება რომანტიკით აღსავსე წიგნს ჰგავდა . ვარდებით მოფენილ გზაზე გავდიოდით . მალე ჯვარსაც დავიწერთ და სრულყოფილი ცოლ-ქმარი გავხვდებით .
ხოლმე ვუფიქრდები, თუ რაოდენ დიდი იმედი მაკისრია , რაოდენ დიდი მიზანი და განცდა იმისა ეს გრძნობა სამუდამოდ , სიკვდილის ბოლომდე შევინარჩუნო . რასაც ვფიქრობ და ვნაღვლობ ლაურას არ ვუყვები . არ მინდა ვაწყენინო , ან თუნდაც ეჭვიანობაში ჩამითვალოს ... პირველი სიყვარულია , პირველი აღტაცება , მეუღლე და ცხოვრების მატარებელი ანგელოზია . სულ თბილად მოვებყრობი . სიცივესაც არ ვაგრძნობინებ . ბედნიერებას ვაჩუქებ მას .
სამსახურიდან დაბრუნების დროს გვირილებს ვყიდულობ . გვირგვინს ვქმნი გვირილებისაგან და სახლის კარებთან მიახლოვებისას მას ზურგს უკან ვმალავ . კარებზე ზარს ვრეკავ , ის გარეთ გამოდის , ყელზე მეხვევა და მე გვირილების გვირგვინს ვადგავ თავზე . როგორც ჩემი დედოფალი . მას ეს უხარია , სასწრაფოდ ხელს ჩამჭიდებს . მაგიდასთან მიმაქროლებს , სკამს გამოწევს და დაჯდომას მთხოვს .ისევ ახალი ისტორიები…თუ რა აღმოაჩინა მარტომ სახლში . ხოლმე დაღლილობისაგან ჩამომძინებია, ის კი ლაპარაკს განაგრძობს . იმეორებს ,, ლუის გესმის ? ეს ასე მოხდა ...’’ . მე კი ვპასუხობ ,,დიახ საყვარელო , მესის ... ’’. სასწაულია მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნა .სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ველოდებოდი დროს , როდის მოვიდოდა პასუხი ეკლესიიდან. მრევლი რომიდან ჩამოდის და აქ აღასრულებს ლოცვას . გასაკვირია, საფრანგეთში ნუთუ არ მოიძებნება მორწმუნე პირი რომელიც ეკლესიას უხელმძღვაელებს ... დრო გადიოდა , ლაურასთან კი ჯვრის დაუწერელად არანაერ სხვაგვარ ურთიერთობას არ ვაპირებდი . დიდად მორწმუნე არავარ, მაგრამ მშობლებისაგან დანაბარევ ტრადიციებს ვიცავ . სანამ პასუხი მოვიდოდა, მე სამსახურში სიარულს განვაგრძობდი . მეტს ვშორომოდი და ერთი თვის ხელფასი მაინც არ გვყოფნიდა . თვეში სამას ფრანკს ვიღებდი , თუმცა თვის ბოლომდეც ვერ მივიტანდი , თუნდაც ერთ ფრანკს . ორის შენახვა ძნელია .
სიყვარული უბრალოდ ფანტაზია არ არის . მე აღმოვაჩინე რომ დიდი პასუხისმგებლობა მიმიძღვის ოჯახის მიმართ . ალბად მეტად გამიძნელდება ბავშვი როდესაც შეგვეძინება . ამაზე ფიქრიც კი შემზარავია ჩემთვის . ლაურას არაფერს ვუყვები ამის შესახებ . მისი ნერვიულობა არ ღირს . ყველაფერს მარტო მოვაგვარებ მეთქი . ვფიქრობდი იქნებ სამსახური სხვაგან მეპოვა , მეტი ანაზღაურებით . სახლში გვიან ვბრუნდებოდი , მძინარე ლაურა დამხვდებოდა საწოლში . მეც გვერდით მივუწვებოდი , მის გაღვიძებას არ ვაპირებდი , რადგან არ მინდოდა ეკითხა ,, სად იყავი ამ შუაღამეს ? რისთვის დაიგვიანე ? ’’. ჩემი პასუხი ისევ სამსახურში მომხდარი ცვლილებები იქნებოდა. ყოველდღიურ ასეთ პასუხს შეეჩვეოდა და ბოლოს აღარც კი გამიკარებდა .
დილით მალევე გავიღვიძე , ძალიან ადრე . ლაურას გადავხედე თუ ეძინა . ვფიქრობდი დღეს სად მივსულიყავი , ვისვის მეთხოვნა სამსახურში ავეყვვანე . ფრთხილად წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი . კიბეზე ჩასვლის დროს ფეხი დამისრიალდა, თავი გავაკონტროლე და არ წავქცეულვარ . ლაურას ეს ხმა გაეგონა და გაღვიძებოდა . სამზარეულოში როდესაც ჩავედი , გავიხედე რომ ისიც მოდიოდა . ორი ფინჯანი ჩაი მოვამზადე .
-მე არ მინდა !
-კარგი , ჩემთვის მოვამზადებ... როგორ გეძინა ? გუშინ შენი გაღვიძება არ მინდოდა .
-გელოდებოდი , თუმცა ჩამძინებოდა . შუა ღამემდე გელოდებოდი ... შენ კი არც მოსულხარ !
-მაშინ თუ არ მოვედი ეხლა როგორ გავჩნდი შენს გვერდით ?
-ისევ ხუმრობ არა ? ნუთუ არშეგიძლია სერიოზულად მიპასუხო ?! სად იყავი მთელი დღის განმავლობაში ?!
-ლაურა , იქნებ დამშვიდდე , ნუ იცვლები, არ გიხდება ეჭვიანობის სცენების მოწყობა . სამსახურში ვიქნები , სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი ? დამშვიდდი და დაისვენე .
-დაისვენე ! დაისვენე ! მხლოდ მაგას გაიძახი ! მთელი დღეა სახლში მარტოდმარტო ვზივარ, ვწევარ, გამოვიკიკეტე .მეტი აღარ შემიძლია !
-კარგი , მოდი მოგეხვიო ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent