შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე XXIII


27-04-2017, 22:13
ავტორი ankatuna
ნანახია 2 613

-კარგი რაა, დროის მეტი რა გვაქვს მომიყევი.
-არა მერე სხვა დროს. როდესაც იოანე იქნება სახლში მაშინ მოდი და თვითონ მოაყოლე უფრო საინტერესო იქნება.
-კარგი როგორც გინდა. მაშინ მე წავალ ახლა. თან ოფისში გავივლი და შენც აღარ შეგაწყენ თავს.
-გამიხარდა რომ მოხვედი. კარგად. -რომ წავია ჩემდა უნებირად რაღაც სიმშვიდე ვიგრძენი არა და სასიამოვნო გოგოა. არასდროს ცუდი არაფერი უკადრებია, პირიქით, ჩემს მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო, ტელეფონი ავიღე და იოანეს ნომერი ავკრიბე. -როგორ ხარ ქმარუკა?
-კარგად თებეა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. მომენატრე და დაგირეკე. დღეს ისე გამეპარე ვერც გავიგე.
-მართალია შენ არ გაგიგია მაგრამ მე გაკოცე კიდეც.
-მართლაა. როგორ მიიყვარხარ.
-მეც პატარა... ხო მართლა მოგეწონა?
-რა უნდა მომწონებოდა.
-ჰე ახლა ნუ იკატუნებ თავს, მითხარი მოგეწონა თუ არა. თუ არა და შევაცვლევინებ და როგორიც შენ გინდა ისეთი გავაკეთოოთ.
-იოანე მართლა ვერ ვხვდები რა უნდა მომწონებოდა.
-აუ რა ბოთე ხარ. საწოლთან რაღაც დაგიტოვე.
-მოიცა ახლავე ვნახავ.
-კაი მიდი და დამირეკე მერე ახლა არ მცალია. -ტელეფონი გვერდით მივაგდე და სასწრაფოდ საძინებელს მივაშურე. საწოლის კიდესთან ფეხი დამიცურდა ლამის დავეცი. გული საშინლად ამიჩარდა შიშისგან მაგრამ ინტერესმა ყველაფერი გაანეიტრალა. ტუმბოზე დადებულ შავ პატარა ყუთს დავწვდი და მოუთმენლად გავხსენი. უნებურად დაიწყო ცრემლებმა დინებაა. ყუთში ოქროს ყელსაბამი იდო. წვრილი ნაზი, სიფრიფანა ცეფზე პატარა ანგელოზის ფორმის ოღონდ ძალიან პატარა ფრთებიანი გოგო ეკიდა და უკან წარწერა აქვს ამოტვიფრული. Dad’s princess (მამას პრინცესა). ისეთი საყვარელია, ისეთი უცნაური, როგორც ჩემი პატარა იქნება. განსაკუთრებული. მამიკოს პირველი საჩუქარი. კარგა ხანს ვტიროდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები და სიცილი ერთმანეთში მენაცვლებოდა. გული რომ მოვიოხე ისევ დავურეკე იოანეს.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ და როგორ მაბედნიერებ.
-კარგი დამშვიდდი, რა გატირებს. რომ მცოდნოდა ასე განიცდიდი ჩემთან ერთად მაინც გაგახსნევინებდი.
-შენ რომ არ არსებოობდე ჩემი ცხოვრება უფერული იქნებოდა. მოდი რაა გთხოვ სახლში. უზომოდ მინდა ჩემთან რომ იყო ახლა. -სიტყვები მგონი არც მქონდა დასრულებული ტელეფონი გაითიშა და დიდი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვედრათ რომ ჩემი ბიჭი ჩვენთან წამოვიდა. მალევე კარზე ზარია. მქონი გადმოფრინდა. მივირბინე კარგად და ზღურბლზე მისმა დანახვამ უზომოდ გამაბედნიერე და ცრემლები ისევ მომეძალა. ხელები გავშალე და კისერზე შემოვეხვიე.
-ნელა, ნელა. ეგრე დამახრჩოობ. -გამეცინა ცოტა შევუშვი ხელები და მის კისერში ჩავრგე თავი. -ჩემო სულელო გოგო. აღარ იტირო კარგი? მე შენთან ვარ.
-მუცელი მიშლის ხელს თორე უფრო კარგად ჩაგეხუტებოოდი. -ამოვიკრუსუნე ისე რომ სახე მისი კისრიდან არ მომიშორებია.
-მუცელი კი არა ჩემი შვილია ეგ და ცოტა ტაქტიანად მოიხსენიეთ თუ შეიძლება.
-ძალიან მომეწონა ყელსაბამი. უსაყვარლესია. ჩვენი გოგოს პირველი საჩუქარია.
-რაა? ჯერ მართლა არაფერი გვაქვს ნაყიდი?
-არა, გამიგია წინასწარ ბავშვისთვის რაღაცეების ყიდვა არ ვარგაო.
-ეგ იმათი მოგონილია ვისაც ფულის დახარჯვა ენანება. მიდი ახლა თავი მოიწესრიგე და ყველაფერი ვიყიდოთ რაც იცი რომ დაგჭირდება.
-კარგიი, -სიხარულის ტაში შემოვკარი და უცებ ჩამოვეხსენი იოანეს.
-აპ, მოიცათ მისის ლომიძე, კოცნა დაგავიწყდათ. -მისკენ მიმიზიდა და მისი ტკბილი ბაგეები ჩემსს შეერწყა. ვგიჟდები მის გემრიელ კოცნაზე. თითქოს სულს აყოლებს და შენს სხეულში ძვრება ისეთი კოცნა იცის. მალე მოვემზადე და მანქანის წინა სავარძელზე მოვთავსდი. სიცილი ამიტყდა ღვედის ქვეშ გამობერილი მუცლით ისეთი სასაცილო სანახავი ვიყავი. საძაგელი ბავშვი. დღეს ჩუმათაა. ალბათ სძინავს ჯერ კიდე. რა იცის რომ მისთვის პატრა ლამაზ-ლამაზი კაბუნები უნდა ვიყიდოთ მე და მამიკომ. იოანემ პირველივე ბავშვთა მაღაზისთან გააჩერა.
-ნახე რაა აწერია. -თითით მანიშნა მაღაზიის ვიტრინაზე და გულიანად გამეცინა.
-Baby on sale. (ბავშვები ფასდაკლებით). საზიზღარი რომ ხარ თორე ყველა იმ მნიშვნელობით გაიგებს რომ ბავშვის ტანსაცმელია ფასდაკლებაში.
-გენაცვალე ყველამ არ იცის ინგლისური და რას იფიქრებენ ვინ იცის. -სიცილ-სიცილით შევედით მაღაზიაში და პეხი როგორც კი შევდგი უკვე ყველაფერი ვარდისფერი მინდოდა მეყიდა. ალბათ სახეზეც აშკარად შემეტყო ეს.
-რაც გინდა აიღე ყველაფერს ვიყიდით.
-მიყვარხაარ. -მივაძახე და სექციებს გავყევი. ჯერ ბოდეები, ნასკები, მაისურები და ქუდები ავარჩიეთ. ფუშფუშა კაბებთან რომ მივედი ლამის დორბლების ყრა დავიწყე. ერთმანეთზე უკეთესი იყო ყველა. რომლებიც მომეწონა ყველა ავიღე არც დამითვლია. მაგრამ ვამჩნევდი რომ ბევრია რადგან იოანეს ხელში დასაჭერი ადგილი თანდათან უმცირდება. უცებ თვალით დავიჭირე მოსასხამი წარწერით „შექმნილია სიყვარულიით“ -აუუ ვიყიდოოთ რაა.
-ხომ გითხარი ყველაფერს გიყიდითქო. მიდი აიღე. -გახარებულმა მივირბინე და ჩამოვხსენი საკიდიდან პაწია მოსასხამი. უკვე წრმოვიდგინე ჩვენი პპატარა როგორი სანახავი იქნებოდა და ცოტა დამაკლდა ტირილამდე. -მორჩი თუ კიდე დაგრჩა რაიმე?
-არა მოვრჩი. სხვა დროს გამოვიდეთ კიდე და ახალი თუ რამე იქნება ისიც ვიყიდოოთ.
-კარგი, როგორც იტყვით მადამ. -გამიღიმა და შუბლზე მაკოცა იოანემ. ხელკავი გამოვდე და მოლარესთან მივედით. მას არც კი გაკვირვებია ჩვენი არჩევანის სიმრავლე. ალბათ ბევრი ჩემნაირი ხამი დედა ყავს ნანახი. უბრალოდ გაიღიმა და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ჩეკების გატარება.
-326 ლარი. ბარათით გადაიხდით თუ ნაღდი ფულით?
-ბარათით. - უთხრა იოანემ და საფულედან საკრედიტო ბარათი ამოიღო. მოლარეს მიაწოდა და კოდს დახედა რომ არ შეშლოდა. მოლარემ ბარათი გაატარა მაგრამ დაიწრიპინა. აჩვენა რომ თანხის ბარათიდან მოჭრა შეუძლებელი იყო.
-ბატონო თქვენს ბარათზე თანხა არ არის.
-გამორიცხულია, ალბათ რაღაც შეცდომაა. თავიდან გაატარეთ. -იოანეს აღელვება შეეტყო. მოლარე თავიდან ატარებს ბარათს მაგრამ ისევ ისე. -ალბათ დაზიანდა, კარგი აბა ამ ბარათით სცადეთ. - ახლა მეორე მიაწოდა იოანემ. აპარატმა დიწრიპინა და მოლარემ აპარატი მოუბრუნა იოანეს კოდი შეიყვანეთო. ორივეს მოგვეშვა და დაძაბულობაც განეიტრალდა. ამოვისუნთქე რომ ჩვენი სიხარული არ ჩაგვშხამდა. ალბათ რაიმე ტქნიკური პრობლემაა და იოანე მოაგვარებს. იოანემ სახლში მიმიყვანა. -შენ დაათვალიერე რა ვიყიდეთ მე კი ოფისში უნდა დავბრუნდე რაღაც საქმეები მაქვს კარგი? და მალე დავბრუნდები.
-კარგიი.. მადლობა მამიკო. ფეხის წვერებზე ავიწიე და მხურვალე კოცნა გავაყოლე სამსახურში. ბედნიერი მოვბრუნდი და ცელოფნების გახსნა დავიწყე რომ კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავი დღევანდელი შენაძენებით.
....
-დაჩი, ბუღალტერს დაუძახე და კაბინეტში დამელოდეთ, გზაში ვარ მალე მოვალ.
-რა იყო რა მოხდა?
-ბარათიდან თანხა გამიქრა ან დამიყადაღეს. ზუსტად არ ვიცი რა ხდება. რომ მოვალ გეტყვი. -როცა ბარათიდან ფულის მოხსნა შეუძლებელი იყო, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა. ჩემ გოგოს ბედნიერებას ჩავაშხამებდი მაგრამ საბედნიეროდ მეორე კარტა გამომადგა. ნამდვილად არ მინდა თებეამ ახლა ინერვიულოს როცა უკვე მხოლოდ რამოდენიმეღა კვირა დარჩა მშობიარობამდე. დარწმუნებული ვარ ვიქტორიას ნამოქმედარია რაღაც და აუცილებლად გავარკვევ. ოფისში მისულებ დაჩი და ბუღალტერი ადგილზე დამხვდნენ.
-რა მოხდა ბატონო იოანე.
-დავით რაღაცაშია საქმე. ბანკის ბარათზე თანხა ვერ მოვხსენი. მოლარემ მითხრა მაღაზიაში თანხა არ გაქვს ზედო. არადა ზუსტად ვიცი რომ საკმაოდ სოლიდური თანხა მქონდა. არანაირი გადარიცხვა არ განმიხორციელებია არსად ჰაკერული თავდასხმა რომ იყოს. სხვა რაღაც ხდება.
-ანუ თქვენ ამბოობთ რმ ანგარიშზე მხოლოდ შეგქონდათ თანხა და ჯერ არ გამოგიტანიათ არც ერთხელ?
-ნამდვილად. დღეს პირველად გადავწყვიტე გამოყენება რადგან საკმაო რაოდენობის თანხა იყო და მეორეზე იმდენი არ მეგულებოდა.
-ახლავე გადავამოწმებ ოღონდ დრო დამჭირდება რომ კაბინეტში გავიდე და კომპიურეტსი გადავამოწმო.
-მოდი ჩემი კომპიუტერიდან გადაამოწმე.
-მეუხერხულება თქვენი ადგილის დაკავება.
-კარგით დავით ახლა მაგის დრო არ არის.
-მაპატიეთ. -წამოდგა და ჩემი ადგილი დაიკავა. იუზერი გათიშა და რაღაც კოდები აკრიბა. ჩემთვის სრულიად უცხო სისტემა ჩამოიშალა. მე და დაჩიმ გაოცებულებმა გავხედეთ ერთმანეთს. თვალებით ვანიშნე დაჩის თუ მიხვდა რა იყო ეს. უარყოფის ნიშნად დაჩიმ მხრები აიჩეჩა. მიუხედავად გაურკვევლობისა ორივე ისევ ინტერესით შევცქეროდით უამრავი ციფრებითა და ასოებით დაფარულ ეკრანს. -ეს რატომ არ მიჩვენა მანამდე. -ჩაილაპარაკა დავითმა და უხერხულად მოიქექა თავი.
-რა ხდება? -დაჩიმ დამასწრო კითხვის დასმა.
-თქვენი ანგარიშიდან მთლიანი თანხა გადაირიცხა უნგრეთს ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე. სამწუხაროდ მფლობელის არც სახელი და გვარი ფიქსირდება და არც ანგარიშის ნომერი. უცნებია სად მოხდა გადარიცხვა. ფაქტი ისაა რომ თქვენს ბარათზე ერთი თეთრიც კი აღარაა.
-უხ ის დამპალი ძუკნა. ყველაფერი მაგის გაჩალიჩებული იქნება. მაგის დედა მოვ**ან. -მუშტი დაკრა მაგიდას დაჩიმ და დავითმა გაურკვევლობით სავსე თვალები მოგვავლო ორივეს.
-კარგი დავით მადლობა. შეგიძლია წახვიდე. -უხმოდ ადგა და გავიდა.
-მაგის დედას შე**ცი. ეგ ნა***არი ეგ. დარწმუნებული ვარ მაგის გაკეთებულია.
-მეც მაგრამ ვერაფრით ვერ დავუმტკიცეებთ. -ვთქვი და კარი ვიქტორიამ შემოაღო. შევცბი რადგან არ ვიცოდი დაჩი რას მოიმოქმედებდა ისე იყო გამწარებული. ყელზე ძარღვები დაებერა. თვალები ჩაუწითლდა.
-შე. -წამოიყვირა და ვიქტორიაკენ წაიწია. მკლავში მოვასწარი ხელის წავლება და მიხვდა რომ ახლა ამის დრო არ იყო. უარესად გამძაფრდებოდა სიტყაცია. გაბრაზებულმა გამომხედა. ხელი გამაშვებინა და წავიდა. კარებთან შედგა და კიდე ერთხელ შეავლო ზიზღით თვალები ვიქტორიას და კარი გაიჯახუნა.
-მემგონი შენს ხელქვეითებს ბევრის უფლლებს აძლევ.
-დაჩი ჩემი ხელქვეითი არაა. -ჯერ ისედაც დიდი ხანია მისი მოხრჩობის სურვილი მაქვს. ახლა გაორმაგებული და მისი უაზრო რეპლიკით გამიასმაგა ეს სურვილი. არა მაინც რა უტიფარია.
-ფრთხილად იყავი, ბოლოს ეგეთებმა იციან საფლავის გათხრა.
-პატივი დამდე და თუ შეგიძლია მეორედ დაჩიზე გადაკრულს ნურაფერს მეტყვი. ჩემს თავზე მეტად მას ვენდობი.
-რა ვიცი რა ვიცი, მე მაინც გირჩევ ფრთხილად იყო.
-ციქტორია თუ რაიმეს თქმა გინდა პირდაპირ მითხარი, არ გიხდება ეს მიკიბ მოკიბული საუბარი.
-არაფერი იოანე. უბრალოდ მოვედი რომ მოგსალმებოდი. რაიმეში ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება.
-არა მადლობა. უკვე საკმარისზე მეტად დამეხმარე.
-კარგი მაშინ წავალ. -თვალი ჩამიკრა, წამოდგა და დემონსტრაციულად შეისწორა ტანზე მომდგარი ხორცისფერი მოკლე კაბა. გულის ამრევი იყო მისი ეს საქციელი. ჩანტა აიღო და ტრადიციული ქეთვოლქით დატოვა კაბინეტი. მაშინვე დაჩი შემოყვა.
-როგორ მეზიზღება მისი დანახვაც კი შენ ვერ წარმოიდგენ. ქრონიკულად მძულს.
-კიდე დიდხანს უნდა აყარო ქოქოლა ქალივიით.
-მე ვიცი ეგ რისი ღირსიცაა მაგრამ.... ხო რაზე მოვედი. დეტექტივი რომ დავიქირავეთ შეხვედრა უნდა ჩვენთან და სადმე საიმედო ადგილი იპოვეთ და შემატყობინეთო.
-ნეტა საინტერესო გაარკვია რაიმე? ეგ თუ გამახარებს ახლა მეტი არაფერი.
.....
2017 წელი 23 ივნისი
დაკვირვების ობიექტი MS V
ობიქტმა ისევ იმავე 08:46 წუთზე დატოვა სახლი და საკუთარი მანქანით ისევ იმ კორპუსთან იოსებიძეზე გააჩერა მანქანა. ამჯერად იძულებული ვარ დაკვირვების ობიექტს მივუახლოვდე რათა დავადგინო კონკრეტულად რომელ ბინაში შედის. მანანაში ტელეფონზე საუბარს მორჩა და გადმოვიდა. ხელში შავი საქაღალდე უჭირავს. კიბეებს აუყვა და მესამე სართულზე ბინაში დაუკაკუნებლად შევია. იქედან ქალის ხმა გამოეხმაურა.
-ვიკუ შენ ხარ?
-ხო პატარა, მე მოვედი.
სადღაც ნახევარ საათში ისევ შავი საქაღალდით მანქანაში ბრუნდება და უნგრეთის საელჩოში შედის. საიდანაც აქამდე უცნობ მამაკაცთან ერთად გამოდის. მამაკაცს მუქი ლურჯი შარვალი და პიჯაკი აცვია და შავი სათვალე უკეთია. ორივე ობიექტის მანქანაში ჯდებიან და იქვე მდებარე კაფესთან აჩერებენ. შიგნით შედიან. ყავას უკვეთავენ და თან ობიექტი მამაკაცს საქაღალდედან რაღაც ფურცლებს აჩვენებს. მამაკაცი ერთერთ მათგანზე ხელს აწერს. ფურცელს ისევ საქაღალდეში აბრუნებს და მერე უბრალოს საუბარს განაგრძობენ. საუბრის თემა უცნობია.
.....
-ბატონო... როგორ მოგმართოთ?
-სახელები არაა საჭირო. არც მე ვიცი და არც მაინტერესებს თქვენი და არც ჩემის ცოდნა გჭირდებათ.
-კარგით როგორც თქვენ გინდათ.
-აბა რა მოგვიტანეთ საინტერესო.- როგორც ყოველთვის დაჩიმ ვერ მოითმინდა და არ ამოასუნთქა ადამიანი.
-ობიექტი თითქმის ერთ და იგივე დროს ტოვებს სახლში და პირველდ ყოველთვის ერთ და იგივე სახლთან ჩერდება სადაც ერთიდან ნახევარ საათამდე დროში ჩერდება და მერე მიდის ან ბუტიკებში ან შემკვეთის სახლში, სადაც რამოდენიმეჯერ იყო ან ოფისში მოდის სადაც საღამომდე ჩერდება და მერე სახლში მიდის. დღეს ცვლილება ქონდა განრიგში და აქამდე უცნობ მამაკაცთან ერთად უნგრეთის საელჩოდან გამოვიდა. -უნგრეთის ხსენებაზე მე და დაჩიმ ერთმანეთს გავხედეთ და ნამდვილად დავრწმუნდით რომ ფული ვიქტორიას გადარიცხული იყო. -იქვე მდებარე კაფეში შევიდნენ სადაც რაღაც ფურცლებზე ხელი მოაწერია და შემდეგ ცოტა ხნით ისაუბრეს კიდეც. რაც შეეხება ბინას სადაც მიდის. აქ არის იმ ბინის ყველა მკვიდრის მონაცემები. სამწუხაროდ ვერ გავარკვიე რომელი რომელ ბინაში ცხოვრობს რაღაც ახალი პროგრამა აქვთ და ჯერ კარგად ვერ დავამუშავე მაგრამ გეტყვით რომ ის მესამე სართულზე მცხოვრებ გოგონათან დადის რომელსაც ობიექტი პატარას ეძახის. იმედია მობინადრეთა შორის ნაცნობ სახელსა და გვარს იპოვით რაც გამოგადგებათ. თუ არა და რამოდენიმე დღეში უკვე მოგაწვდით ბინის მეპატრონის სრულ ინფორმაციას.
-კარგით მადლობა და თანხა ჩეკით გირჩევნიათ თუ ნაღდით?
-ნაღდით, მაგრამ საქმის დამთავრების შემდეგ. -მაგიდაზე საქაღალდეს დებს და ყოველგავრი დამშვიდობების გარეშე მანქანიდან გადადის. დაჩის რა მოასვენებდა საქაღალდეს დაწვდა და ჩიჩქვნა დაუწყოო.
-სახელსა და გვარებს ერთმანეთი მიყოლებით ისე კითხულობდა გააზრებას ვერც კი ვასწრებდი.
-ცოტა ნელა მაცადე დაფიქრება.
-არა, ასე რომ გაიგონებ და ნაცნობი მოგხვდება ყურში ეგ უფრო ზუსტია. -ჩაიბურდღუნა და კითხვა გააგრძელა. უცებ შეჩერდა. შემომხედა და წინა სახელს და გვარს დაუბრუნდა რომელიც მანამდე ახსენა.
-ლიანა ღავთაძე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰა ჰაა რა საქმეს ატრიალებენ ჩემი ბიჭები!!!
ფუ ეს ძუკნა ეს თუ უფრო სორად ძუკნები!!! ესენი გამაწეწინა
ისე ვერაფერს იტყვი საინტერესო მოთამაშეა მარა მაინც ძუკნა:დდდ
ისე აღიარე ტავიდან წერას რომ იწყებდი წარმოიდგენდი რომ აქამდე მიხვიდოდი? სიუჟეტურ ხაზს ვგულისხმობ)?

 


№2  offline წევრი ankatuna

nawkas12345
ჰა ჰაა რა საქმეს ატრიალებენ ჩემი ბიჭები!!!
ფუ ეს ძუკნა ეს თუ უფრო სორად ძუკნები!!! ესენი გამაწეწინა
ისე ვერაფერს იტყვი საინტერესო მოთამაშეა მარა მაინც ძუკნა:დდდ
ისე აღიარე ტავიდან წერას რომ იწყებდი წარმოიდგენდი რომ აქამდე მიხვიდოდი? სიუჟეტურ ხაზს ვგულისხმობ)?

მადა ჭამაში მოდისო დამემართა. მალე ვაპირებდი დამთავრებას მაგრამ როგორც ამერიკელები იტყვიან წარმოსახვა არ დამემორჩილა My fancy was running riot. :) :) :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent