შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 12 )


27-04-2017, 23:13
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 274

მართალია არ დაულევია, მაგრამ გვიანობამდე იყვნენ და დაიღალა. დიდი ხნით ძილს აპირებდა, ნუ გეგმაში მაინც ჰქონდა. უბრალოდ ანაბელმა გააღვიძა, როგორც ყოველთვის. არაფერი უთქვამს, მისგან ესეც კი ენატრებოდა.
მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა. გვრიტები და ანდრია დახვდა.
_ აბა როგორ ხართ? მჟავე კიტრი, ხომ არ გსურთ?
_ აუ ტო, თავი მისკდება, ბორჯომი არ გაქვთ? _ შესჩივლა ანდრიამ.
_ მიდი რაა ნახე.. _ დამიანმაც, მხარი აუბა.
_ შენ არაფერი გსურს?- ანაბელს შეხედა.
_ არა, გოგო ხომ იცი არაფერი მაწუხებს. თაკო, მოვა ჩემი მეგობარი და პრობლემა ხომ არაა?! _ კნუტის თვალებით შეხედა.
_ როდიდან მეკითხები _ ხელი აუქნია და სამზარეულოში გავიდა. დატვირთული გამოვიდა, ბორჯომით და კიტრის ბანკით ხელში. ანდრიას, შეამჩნია გოგონას ხსენებაზე თვალები, რომ გაუბრწყინდა. ერთ ადგილას ცმუკავდა, რას გამოაპარებდა ლიზას. კარებზე ზარის ხმა გაისმა.
_ ანდრი, მიდი რა გააღე. _ ეშმაკურად დაუწყო თვალის დევნება, ისიც წამოდგა და წავიდა. გოგოს აწითლებული ჰქონდა ლოყებო. მიხვდა, რომ ბიჭის ნამოქმედარი იყო.
_ გამარჯობა. _ ყველას მიესალმა მორიდებულად.
_ გაიცანით, ვინც არ იცნობთ. ეს თაკოა, ჩემი დამხმარე იყო, ამ ხნის განმავლობაში. ეხლა კი უკვე მეგობარი. _ თბილად გაუღიმა გოგონას.
_ სასიამოვნოა _ ყველამ ერთად უთხრეს.
_ პატივია, შენთვის ჩვენს სასტავში ყოფნა და უნდა დააფასო _ გაკენაწლა ანდრიამ. თან ისე უყურებდა, გოგონას აბნევდა.
_ ბიჭებო დაგვტოვეთ გოგოები, თუ შეიძლება. _ შეეცოდა თაკო.
_ კაი რა ლიზ, ჩემს გოგოსთან მინდა ყოფნა.
_ ნუ წუწუნებ დამი, სულ მასთან იქნები. მიდი აბა დროზე. _ ძალით გაყარა, ამაზე გოგოებს გაეცინათ.
_ ცივ ყავას დალევთ ხო? _ თანხმობა მიიღო და წავიდა გასაკეთებლად. მალე მოამზადა, ტკბილეულით და ყავით ხელში მისაღებში დაბრუნდა. მაგიდაზეე დააწყო, თვითონ კი სავარძელში მოთავსდა.
_ აბა, მომიყევი რას საქმიანობ? _ თბილად მიმართა გოგონას.
_ მე, ბებოსთან ერთად სოფელში ვცხობრობ, მშობლები დაღუპული მყავს. სამწუხაროდ უმაღლესში ვერ ვისწავლე, რამდენიმე კურსი გავიარე მედდის. _ გული მოეწურა ლიზას, გადაწყვიტა დახმარებოდა.
_ ეგეც კარგია, მაგრამ მინდა უნივერსიტეტში გააგრძელო სწავლა. ყველაფერს მე ავიღებ ჩემს თავზე, გულით გთავაზობ. ძალიან გამახარებ, არ მაწყენინო. ჩვენც ხომ მეგობრები გამოვდივართ, ჩემთან იცხოვრებ, პრობლემა არ იქნება. ბებოსაც მე დაველაპარაკები თუ გინდა.
_ კი, მაგრამ..
_ არანაირი მაგრამ, ლიზა მართალია. კარგი აზრია, თან ერთად ვიქნებით ხოლმე.
_ თქვენი შეწუხება არ მინდა.
_ ვსო გადაწყდა ეს საქმე, რა პროფესია გინდა?
_ ფინანსები და მენეჯმენტი.
_ ოჰ, კაია თუ რამე ჩემს ძმასთან იმუშავებ, დროებით. _ შეამჩნია ლიზამ, გოგონას ლოყების აუფორაჯება.
_ დღეს ღამის სმენა ვარ და მომიწევს მალე წასვლა. როდის იწყება უმაღლესის გამოცდები?
_ დარეგისტრილება დაწყებულია უკვე, გამოცდები ივნისში იწყება.
_ დაიც, კომპიუტერს მოვიტან და დარეგისტრილდი. პირადობა ხომ აქ გაქვს?
_ კი. _ მალე მოიტანა ლეპტოპი და დაარეგისტრილეს.
_ მიხარია ჩვენი გუნდის მატება.
_ მოუწევს, შენს სიგიჟეებთან შეგუება. _ გაკენწლა ლიზამ.
_ ხო და შენნაირი მუდოს ატანა. _ ენა გამოუყუ ანაბელმა.
_ ჩემი წასვლის დროა, იყავით თქვენ ანსტასია მოვა უკვე და გააცანი თაკო.
_ კაი, მიდი წაცუნცულდი. _ საჯდომზე მოსდო.
_ შენი გამოსწორება, არ იქნება. _ თავი გააქნია, წასულია შენი საქმეო.
გაემზადა, ქვემოთ, რომ ჩამოვიდა დედა მოსული დახვდა. აკოცა და სამსახურში გაიქცა.
დღეს უნდა გაეწერა სამხარაძე, ამიტომ მასთან შევიდა. მნახველები ჰყვავდა, მისი გულის ამაფორიაქებელიც იქ იყო. გოგონა არც შეიმჩნია. ყველას მიესალმა, პაციენტი გასინჯა და დატოვა პალატა. ხელი მოუწერა გაწერის ფურცელს.
ნინი, იხმო თავისთან და კაბინეტში შევიდნენ.
_ დღეს რამდენი ოპერაცია არის ჩანიშნული?
_ სამი, თუ სასწრაფო საოპერაციებელი არ შემოიყვანეს.
_ კაი, მათი სამედიცინო ისტორია მოიტანე. ყავაც გამოაყოლე დავლიოთ, თავი მისკდება.
_ კაი, სერ! _ ჯარისკაცს მიბაძა, საფეთქელთან მიიტანა ხელი. ამ დროს, კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ლევანი შემოვიდა. გოგონას ირონიულად შეხედა, ისიც ვითომ არაფერიო, შეტრიალდა და კურტუმის ქნევით გავიდა.
_ როგორ ხარ ქალბატონო? ასე უნდა დაკარგვა?
_ ბატონო ლევან, მომიტევეთ აღარ განმეორდება. _ ორივეს გაეცინა.
_ რას ერჩი ნინის?
_ მეე, რას ვერჩი? _ უცოდველი ბატკანივით გაიკვირვა.
_ ირონია, არ დაიშურე და თვალებით ბურღავდი.
_ მოგეჩვენა. _ ეშმაკურად ჩაიცინა. ლიზაც აღარ ჩაეცია.
კარებზე დააკაკუნეს, ნებართვის შემდეგ ანასტასია შემოვიდა.
_ დედა გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია ლევანი. ეს კი დედაჩემია ანასტასია.
_ სასიამოვნოა. _ ერთად წარმოსთქვეს.
_ კარგით, მე დაგტოვებთ. მერე გნახავ.
ანასტასიას სახეზე ფერი არ ედო, ბეჭები კი უკანკალებდა.
_ რა ხდება დე? ცუდათ ხარ?
_ არა შვილო, კარგად ვარ. უბრალოდ უნდა მეთქვა, რომ პაციენტი საზღვარგარეთ არის გადასაყვანი და მეც მივყვები. ტელეფონი სახლში დაგრჩა და აქ მომიწია მოსვლა,მოგიტანე კიდეც. _ რა ათქმევინებდა მამაშენს შევხვდი, ამდენი წლის შემდეგო..
_ კაი დეე, რომ ჩახვალ დამირეკე.
_ მიყვარხარ შვილო, აკოცა და წავიდა. _ ხვდებოდა ლიზა, დედის თავს რაღაც ხვდებოდა, მაგრამ უნდოდა თვითონ ეთქვა.

****
სახლში იყო, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს, აუწყეს რომ მისი პაციენტი სასწრაფოდ საზღვარგარეთ იყო გადასაყვანი. ისე ვერ წავიდოდა შვილისთვის, რომ არ ეთქვა. ტელეფონი სახლში ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ სავადმყოფოში წავიდა.
შენობაში ვიღაცას ძლიერ შეეჯახა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ორივეს გაოცება ეწერათ სახეხე. გულები რიტმულად აუძგერდათ. ანასტასია დაიბნა და დააიგნორა, ვითომ ვერ იცნო.
_ უკაცრავად. _ ძლის ამოსთქვა და ერთ ადგილას, მიყინული მამაკაცი დატოვა. გული გამალებით უცემდა, ვერ იჯერებდა, ამდენი წლის მერე კვალ შეხვდა, თან პირველის შეხვედრის მსგავსად შეჯახების შემდეგ. შვილთან ანერვიულებული შევიდა, არ უნდოდა შეემჩნია, მაგრამ ვერ მოახერხა. ტყუილის თქმა მოუწია, არ უნდოდა, მაგრამ სხვას ვერაფერს ეტყოდა.
სახლში წავიდა, დარეკა და უარი განაცხადა გაყოლაზე, შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა.
სამზარეულოში იყო, ყავის მოსამზადებლად. გამოსაფხიზებლად სჭირდებოდა, მაგრამ ზარის ხმამ შეაწყვეტინა.
კარები გამოაღო, ნაცნობი სურნელი ეცა ცხვირში, ზღურბლს იქით ირაკლი დაუხვდა. დაიბნა და მიხურა, მაგრამ მამაკაცმა ფეხი ჩაუდო. გააღო და თვითონვე მიხურა ზურგს უკან. მასთან ახლოს მივიდა, კედელთან მიიმწყვდია. გასვლა სცადა, მაგრამ ხელი დაუდო, ორივე მხარეს. ტასოს სხეული აუკანკალდა, მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა, ეგონა ტანზე ჭიანჭველები დასდიოდნენ. მამაკაცის თვალებში, ჭინკები დახტოდნენ, როგორც ახალგაზრდობაში . სახე ახლოს მიუტანა და ყურთან უჩურჩულა.
_ ბევრი გვაქვს, ჩენ სალაპარაკო.. _ მისაღებისკენ წავიდა, ტასოც დაბნეული უკან გაჰყვა. ამდენი წლის შემდეგ, კვლავ ახერხებდა ირაკლი, მასზე ზემოქმედებას.
დივანზე ჩამოჯდა, ტასო კი სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა, მაგიდაზე დააწყო და მის წინ მოთავსდა.
_ გისმენ, რა გაინტერესებს! _ ჰკითხა და მზერა გაუსწორა.
_ ჩემი შვილისგან ყველაფერი შევიტყვე, მე შენ უფრო ძლიერი ქალი მეგონე! _ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
_ ზედმეტას ძლიერიც კი ვიყავი, წასვლა, რომ შევძელი.
_ გაქცევას სიძლიერედ თვლი? ეს უფრო ლაჩრული საქციელი მგონია!
_ ახსნას არ დავიწყებ, მე არჩევანის გაკეთება ოჯახს და სიყვარულს შორის მიწევდა! მაგრამ არც ერთი ავირჩიე! _ როგორც ახალგაზრობაში, ისე უელავდა თვალები. ირაკლის ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
_ შენ მე ბავშვის არსებობა დამიმალე, დაგვაცილე ერთმანეთს! _ კისერზე ძარღვები დაებერა .
_ პასუხი დედაშენს მოსთხოვე! ვერ დავუშვებდი ჩემს შვილს რამე შემთხვეოდა!
_ შენს შვილს?! _ ხმამაღლა მოუვიდა, ქალი შეცბა მაგრამ არ შეიმჩნია. _ ის ჩემი შვილიც არის! არაკაცი გეგონე?! ნუთუ ჩემს ოჯახს ვერ დავიცავდი?! ასე აუხსნელად, როგორ წახვედი!_ ტასოს მხრები აუკანკალდა, ხვდებოდა მართალი იყო, იმ მომენტში ეგონა სწორად იქცეოდა.
_ მეე.. უბრალოდ არ მინდოდა, თქვენს შორის ჩადგომა, ის მე დამემუქრა. _ უჭირდა საუბარი, ყელში ბურთი ეჩხირებოდა, თითქოს ნერწყვის გადაყლაპვა არ შეეძლო, სიმართლე ანადგურებდა. არ სიამოვნებდა, ასეთ მდგომარებობაში, საყვარელი ქალის ყურება, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. თითქოს სურდა დაესაჯა, იმ წლებისთვის, რაც მისი წასვლის მერე გაადაიტანა. _ განა ჩემთვის ადვილი იყო წასვლა?! გგონია არ ვიტანჯებოდი?!
_ არ მაინტერესევს! ჩემი შვილი გაიგებს, მამამისი, რომ ვარ! რაც შეიძლება მალე! მინდა, რომ დას იცნობდეს. - თვალები უელავდა სამხარაძეს, როგორც ახალგაზრდობაში.
_ დას? _ ყელში ბურთი გაეჩხირა, თითქოს ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ახერხებდა, გულში თითქოს იმედის ხაზი გაუწყდა.
_ ხო ! _ ადგა და დატოვა განადგურებული ქალი მარტო. გულს უკლავდა, მისგან ასეთი სიცივე.
დილით დაბრუნდა ლიზა სახლში, დედის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ გული მოუკლა. გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით მოხვია ხელები.
_ რა მოხდა დე? ცუდათ ხარ?
_ არა, უბრალოდ, რაღაც უნდა გითხრა. კლინიკაში ანერვიულებული, რომ ვიყავი მამაშენი შემხვდა. ალბათ მერე უკან გამომყვა და აქ იყო მოსული, შენი გაცნობა უნდა. არასდროს მაპატიებს, ჩემს საქციელს _ ამდენი წლების ნაგროვი ცრემლი, ვეღარ შეიკავა და გადმოხეთქა ჯებირები. ეხუტებოდა შვილს და ტიროდა სიყვარულს, რომელიც ღმერთმა გასწირა. ნანობდა გადადგმულ ნაბიჯებს. საყვარელ მამაკაცში ეჭვის შეტანას.
_ რამე ცუდი გითხრა დე? ცუდათ მოგექცა?
_ არა დეე, ის ცუდათ არასდროს მომექცევა! უბრალოდ სიმართლესთან შეჯახება რთული იყო, მის თვალებში იმედგაცრუების დანახვა საშინელება .
***
თავის ოთახში შეიკეტა, მიხვდა ყველაფერს. ამიტომ, უგრძნობდა გული, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ცუდათ ყოფნას. იმიტომ ნერვიულობდა ოპერაციას, რომ უკეთებდა. ფიქრობდა, რატომ არ უთხრა, ყველაფერი როდესაც მოუყვა სიმართლე. ფიქრებთან ერთად ჩაეძინა, დილით ადრე წავიდა სამსახურში.
პაციენტები ბლომად ჰყავდა, რამოდენიმე ოპერაციაც ჩაატარა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
კაბინეტში, რომ შევიდა მამაკაცი დახვდა, ზურგით იჯდა და ვერ ამჩნევდა ვინ იყო, მაგრამ გული აუჩქარდა.
_ უკაცრავად, რა გნებათ? _ მამაკაცი მისკენ შემოტრიალდა, გოგონა დაიბნა.
_ მე ვარ შვილო, შენთან საუბარი მსურს, თუ გცალია კაფეში დავსხდეთ. _ ატყობდა ირაკლის ნერვიულობას, უჭირდა რამის თქმა.
_ კარგით. _ ხალათი გაიხადა და უკან გაჰყვა მამას.
_ ჩემი მანქანით, წავიდეთ კარგი?
_ როგორც გინდათ _ დასთანხმა ლიზა, მძღოლმა კარები გამოაღო, ჯერ გოგონა შეატარა მერე თვითონ მიუჯდა გვერდით. ნერვიულობდა, ხელებს უყურებდა, მისკენ ვერ იყურებოდა. მძღოლმა კაფესთან გააჩერა გადავიდნენ, ჯერ ლიზა, შეატარა და შემდეგ თვითონ შევიდა. ხალხი არ იყო, მიხვდა რომ კაფე მას ეკუთვნოდა. არც გაკვირვებია, იცოდა მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო.
მაგიდასთან დაიკავეს ადგილი, მიმტანმა ყავა მიუტანათ.
- მიჭირს საუბრის დაწყება შვილო, ვიცი რომ შენს გვერდით არ ვიყავი, როცა გჭირდებოდა მამა, მაგრამ თუ ნებას მომცემ და გენდომება, დარჩენილი სიცოცხლე შენს გვერდით გავატარებ. ვიცი დაკარგულ დროს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა ვეცდები ყველანაირად. _ კაცს ხელები უკანკალებდა.
_ ბავშობიდან მიყვარხართ, დედა ყოველთვის კარგს მიყვებოდა თქვენზე. ყოველთვის მინდოდა გამეცანით, მაგრამ მეშინოდა, იქნებ ოჯახი გყავდათ და თქვენ არ გდომოდათ. შემდეგ დედამ თავისი დღიური მომცა, სადაც თქვენი სიყვარული იყო აღწერილი. იმედი მაქვს დედას არ ადანაშაულებთ იმაში, რომ მიგატოვათ.
_ მიხარია ამ სიტყვების მოსმენა, ალბათ ბედიც იყო ჩვენი შეხვედრა. უბედნიერესი მამაკაცი ვარ, შენისთანა შვილი, რომ მარგუნა ღმერთმა. _ ხელები ლიზას ხელებს მოუჭირა და თბილად გაუღიმა. იმხელა სიყვარული და სითბო იკითხებოდა მის თვალებში, ორმაგად შეუყვარდა მამა. დედის ხსენებისას კაცს თვალები გაუბრწყინდა , მაგრამ კითხვაზე არ უპასუხა, მიხვდა ლიზა, მის მშობლებს კვლავ უყვარდათ ერთმანეთი.
_ ცოლი სიყვარულით შეირთეთ? _ აინტერესებდა ძალიან რას უპასუხებდა. წამიერად ირაკლის, სიბრაზემ გაუელვა თვალებში.
_ არა, სხვა დროს მოგიყვები კაი? მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო. ნიკოლოზს და თათიას ალბათ იცნობ დღიურიდან.
- კი - გაუხარდა, მათი ერთად ყოფნა.
- ხვალ თუ გეცლება, ყველას ერთად გაგაცნობ. - თვალები უბრწყინავდა მამაკაცს.
- კი, მეცლება საღამოთი. - კაფე დატოვეს, ლიზა სამსახურში მიიყვანა. ლიზამ თავი ვერ შეიკავა და დამშვიდობებისას, გულში ჩაეკონა, შეიგრძნო მამის სურნელი. კაცი სიხარულისგან გაიბადრა, მანაც ძლიერ მოსჭიდა ძლიერი ხელები.

ქვედა ტირებისთვის მაპატიეთ:დ ტელეფონში დავწერე და..
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ..
გამიზიარეთ თქვენი აზრიი, ცუდიც და კარგიც..



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ჩემი იკო ❤ აუ ამ კაცზე ვაბოდებ ❤ ჩემი იკოა რა ❤ ხო და სადაა თორნიკე და ცეცხლები?

ჩემი იკო ❤ აუ ამ კაცზე ვაბოდებ ❤ ჩემი იკოა რა ❤ ხო და სადაა თორნიკე და ცეცხლები?

აუუ ისე რა ინტრიგანი ვარ ყველა თავში თორნიკეს რომ ვითხოვ

 


№2 სტუმარი Guest თამო

მომწონს ძალიაანნ ❤❤ ანაბელი და დამიანე რაკარგები არიანნ

 


№3 სტუმარი Guest ნიტა

მომწონს ძალიან .უფრო დიდი თავები უფრო მეტად მომეწონებოდა smile heart_eyes

 


№4 სტუმარი kati

ტირეებს არა უშავს,მაგრამ დაარეგისტრირეს და არა დაარეგისტრილეს.მოხდა და არა მოხვდა.დანარჩენი კარგია.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა.ახლა ირაკლი და ანასტასია უნდა შევარიგოთ.დარწმუნებული ვარ ახლაც წინააღმდეგი იქნება დედამისი.პატარა თავებია.იქნებ გაზარდო
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
როგორც იქნა.ახლა ირაკლი და ანასტასია უნდა შევარიგოთ.დარწმუნებული ვარ ახლაც წინააღმდეგი იქნება დედამისი.პატარა თავებია.იქნებ გაზარდო

ოჰ რა გველის წინნ უჰუჰუ;დ heart_eyes kissing_heart

შეცდდომები მომიტევეთ, მეპარება ხოლმე:დ არადა ბევრჯერ ვკიტხულობ:დ smile cold_sweat

 


№7 სტუმარი დედამიწიდან

ძალიან კარგია მაგრამ ვერც ტასოს ვპატიობ და ვერც ირაკლის ასეთი სიყვარული რომ მდიდარი დედის გამო გასწორდა მიწასთან

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

დედამიწიდან
ძალიან კარგია მაგრამ ვერც ტასოს ვპატიობ და ვერც ირაკლის ასეთი სიყვარული რომ მდიდარი დედის გამო გასწორდა მიწასთან

ირაკლი დამნაშავე არ არის, აი ტასომ სისუსტე გამოიჩინა.. სხვა დროც იყო და თან ისეთი ასაკი ჰქონდა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent