მწვანეთვალება დემონი. 1 თავი
მაშ ასე ჩემო კარგებო, გიბრუნდებით ახალი ისტორიიით. ვიმედოვნებ ისეთივე წარმატებული იქნება როგორც სხვები და დაიმსახურებს მოწონებას...ველი თქვენგან შეფასებებს... მიკრო ავტობუსი თბილისს უახლოვდებოდა. თბილისის შემოსასვლეში გზა გადაკეტილი დახვდათ. მძიმე ავარია მომხდარიყო და მანაქანების კოლონა ახლა ერთ რიგად ჩამწკრივებული ადგილიდან არ იძვროდა იმხელა საცობი წარმოქმნილიყო. პოლიციის თანამშრომლები ამაოდ ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და გზის განთავისუფლებას.. მგზავრები აყაყანდნენ. ყველას სახლში დაბრუნება უნდოდა და არავის სიამოვნებდა ამხელა საცობში დგომა. წინა სკამზე მძღოლის უკან ახალგაზრდა, ქერათმიანი გოგონა იჯდა. დაახლოებით ოცდაორი წლის. მაღალი, გამხდარი, მწვანეთვალება ანგელოზი როგორც მას ეძახდნენ. რომ მიხვდა რაღაც ხდებოდა ყურსასმენები გამოიღო და მძღოლს ჰკითხა რა ხდებაო? -ავარია მოხდა შვილო. ეტყობა სერიოზულია. თორემ ასე არ იქნებოდა გზა გადაკეტილი. -ანუ ახლა აქ უნდა გავჩერდეეთ?როდის ჩავალ სახლში, დაიწუწუნა გოგომ -არა შემოვლითი გზით წავალ თუ წინააღმდეგები არ იქნებით. ყველამ თანხმობა განაცხადა და მძღოლმაც მოაბრუნა ტრანსპორტი. მცხეთასთან გადაუხვია. გოგომ ფანჯარაში დაიწყო ყურება. მანქანამ საპატრულო ეკიპაჟს ჩაუარა და მანაც რაღაცნაირად ერთ ახალგაზრდა ყმაწვილს მოჰკრა თვალი. ისეთი მომნუსხველი გამოხედვა ჰქონდა რომ როცა ბიჭმა გოგოს თვალი გაუსწორა და მათი მზერა წამით ერთმანეთს შეეჩეხა რაღაცნაირი, მისთვის ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა. შენელებული კადრივით ჩაიარეს ერთმანეთის პირისპირ. ისე რომ მათ მხოლოდ ფანჯარის სქელი მინა აშორებდათ. ბიჭმა თვალი მოაშორა და მძღოლს ანიშნა დაუჩქარე მოძრაობაო. მანაც ბრძანება შეასრულა და სწრაფად მოშორდა იმ ადგილს. გოგომაც ინტერესით დაიწყო ახალი გარემოს დათვალიერება. ამასობაში ბინდიც ჩამოწვა და ნელ-ნელა დაღამება იწყო. ლამპიონებმა გაანათეს ქუჩა. გზა ცოტა გრძელი აღმოჩნდა, მაგრამ საოცრად ლამაზი. პატარა მთებს შორს გადიოდა და რამდენიმე პატარა დასახლებაც შეხვდათ გზად. თბილისში რომ შემოდიოდნენ გზა ისე დაიხლართა, როგორც გველის კუდი. იქვე ახლოს რამდენიმე სპორტული მანქანა შეამჩნია და გაუკვირა ამ უდაბურ ადგილზე რა უნდათო. -იკრიბებიან ბიჭები. გადაულაპარაკა მძღოლმა გვერდით მჯდომს. -რისთვის?-დაუბრუნა მანაც პასუხი და გოგომ სმენა დაძაბა -ღამ-ღამობით რბოლას მართავენ. სისწრაფე, ადრენალინი.. ხომ იცი ახალგაზრდებს როგორ უყვართ ექსტრემი. გაეცინა მძღოლს. გოგომ იქაურობას თვალი გააყოლა ინტერესით და ცდილობდა გზა კარგად დაემახსოვრებინა. სულში უკვე აუქოთქოთდნენ ფიქრები და მთელ სხეულში დაიწყეს გავრცელება. მისი სიჩქარისადმი დამოკიდებულება პირვლად თორმეტი წლის ასაკში აღმოჩინეს მშობლებმა. როცა მამისგან გოგონამ ავტომობილის ტარება ისწავლა. მალე დამოუკიდებლად ატარებდა მანქანას, მაგრამ ისე სწარაფდ რომ მშობლებს ეშინოდათ რამე არ მოსვლოდა, ამიტომ კატეგორიულად აუკრძალეს მაქანასათან მიკარება, ღამღამობით ჩუმად იპარებოდა სახლიდან და მამის მანქანით მაინც ახეხებდა ცარიელ ქუჩებში მოძრაობას, ,,, მერე მშობლებმა გაიგეს და ახლა უკვე ფარეხში მანქანას ისე კეტავდნენ რომ გოგონამ ვერაფრით მოახერხა მისი გამოყვანა.... მერე წლები გავიდა, სკოლა დაამთავრა, უნივესრიტეტში ჩააბარა და ქალაქის გზას დაადგა. ჭკუაში ჩავარდაო იტყოდნენ მასზე... მშობლებმა მანქანის ყიდვაზე უარი განუცხადეს. თვითონ დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ახალთახალი ბეემვე შეიძინა. შავი ფერის. რაღაცნაირი იდუმალი და ელეგანტურიაო. ეტყოდა ხოლმე თავის ერთადერთ მეგობარს და კლასელს რუსას, რომელან ერთადაც წამოვიდა ქალაქში და სტუდენტობის ბედნიერ ხანას იზიარებდა... მიუხედავად იმისა რომ გოგოებს მშობლები არაფერს აკლებდნენ, მაინც დაიწყეს მუშაობა. ჯერ ბრალოდ მოლარეები იყვენენ მაღაზიაში. მერე ნელ-ნელა დაწინაურდნენ და რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ერთი შესყიდვების მენეჯერი გახდა. რუსა კი გაყიდვებს კურირებდა .ხელფასიც ნორმალური დაენიშნათ და სულაც აღარ იყვნენ დამოკიდებულები მშობლებზე. თავიანთი პროფესიით მუშაობა არც ერთს არ უფიქრია. აქაც კარგად გრძნობდნენ თავს... ნელ-ნელა ეპატობრივად ყველაფერს გაიგებთ გოგოებზე მანამდე კი დავუბრუნდეთ იმ დროს როცა ჩვენი მთავარი გმირი თბილსში დაბრუნდა.... სახლის კარი დაღლილმა შეაღო და ზურგჩანთა იქვე შეასვლელში პატარა თაროზე დადო. -რუსააა, დავრუნდი, სახლში ხარ?-დაიძახა შეასვლელიდანვე და ტანსაცმელს იხდიდა, მაგრამ არავინ გამოპასუხებია და არც გოგო დაუხვდა სახლში. წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო. ეტყობა პაემანზეაო გაიფიქრა და აღარც დაურეკა. ტელევიზორის წინ ჩამოჯდა და პულტი მოიმარჯვა. გული ვერაფერს დაუდო, მისი გონება იქ დაქროდა რამდენიმე საათის უკან ნანახზე. ვერ მოისვენა, რაღაც ძალა აიძულებდა რომ იქ წასულიყო. რუსა მაინც სახლში არ იყო და ვერ გაიგებდა ამაზე. ადგა. ოთახში გავიდა. გა,მოიცვალა ტანსაცმელი და წასასვლელად მომეზადა. რომ გადიოდა დ სარკეში ჩაიხედა რაღაც ვერ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ასე უბრალოდ ჩაცმული ვერ წავიდოდა. უნდა შენიღბულიყო. ისევ გამოიცვალა, ამჯერად მუქი ფერის ჯინსის შარვალი აირჩია, სანახევროდ დახეული. მუქი ფერის ზედა გადაიცვა და ტყავის მოკლე კოსტუმი მოიცვა ზემოდან, სპორტულ ფეხსაცმელს ოდნავ კლასიკური არჩია, სქელ ქუსლიანი რომ მანქანის ტარება არ გასჭირვებოდა. სახეზე მკვეთრი მაკიაჟი არჩია თვალები შავად შეიღება., მუქი ბორდოსფერი პომადა წაისვა და გრძელი, ქერა თმა უბრალოდ გაიშალა. საკუთარ თავის ცნობა ცოტა გაუჭირდა. გასაღები აიღო და ლიფტს არ დალოდებია კიბეს ფეხით ჩაუყვა... რბოლაზე ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ. მხირულობდნენ და ერთამენშში ლაპარაკობდნენ. ლუდის ბოთლებით სავსე იყო იქაურობა. უმეტესობა პანკებივით იყო ჩაცმული. მათში მუქი ფერის ტანსაცმელი ჭარბობდა, გოგოებს სხვადასხვა სამკაულები და პირსინგები ეკეთათ. . ბიჭებს კისერზე სქელი ჯაჭვები ეკიდათ და ჩაფართხუნებული შარვლები ჩაეცვათ.სხეული ტატუებით მოესვირინგებინათ. ერთი სიტყვით მრავალფეროვნება სუფევდა.. ყველამ ერთხმად შეწყვიტა საუბარი და სიჩუმე ჩამოვარდა როცა მათკენ მიმავალი უცხო მანქანა დაინახეს. ზემოდან კარგად ჩანდა როგორ ამოდიოდა მანქანა აღმართზე და საოცარი სისწრაფით მიიწევდა მათკენ. ყველამ ერთმანეთს გადახედეს და წამით ყველამ გაიფიქრა პოლიცია ხომ არ არისო. საკუთარ მანქანებს გადახედეს, მაგრამ მიხვდნენ რომ ასე არა იყო. შავი ბეემვე მათ მიაუხლოვდა, ნახევარწრე გააკეტა და მათ წინ საოცარი სიზუსტით გაჩერდა, ისე თითქოს რაღაც იდუმალმა ძალამ ადგილს მიაჯაჭვაო. კარი გაიღო და ყველას ყბა ჩამოუვარდა. იქიდან საოცრად ლამაზი ახალგაზრდა გოგონა გადმოვიდა,მანქანის კარს დაეყრდნო და მომაჯადოვებლად გაიღიმა. -გამარჯობათ ბიჭებო..-მიესალმა მათ. მისმა ნაზმა, ჰაეროვანმა ხმამ ჰაერი გააპო და ყველას ყბა ჩამოუვარდა. ბოლოს ერთ-ერთი გამოერკვა. ახალგაზრდებს გამოეყო და მისგან რამდენიმე მეტრში გაჩერდა. -აქ საიდან გაჩნდი ანგელოზო?-ირონიულად გაეცინა მას -ციდან,-ისეთივე ღიმილით უპასუხა გოგომ -როგორ?ვერ გავიგე? -რა ვერ გაიგე?ციდან. დამაჯერებლად გაუმეორა გოგომ -მემასხრები? -არა. განა შენ არ თქვი ანგელოზოო?ხოდა მეც გითხარი ციდან-თქო, ანგელოზები ხომ ცაში არიან?-მაღლა აიხედა მან და მიხვდა რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ იყო. ახაალგაზრდებში მხიარული შეძახილები გაისმა. -კარგი. გასაგებია. მოვრჩეთ ხუმრობას, ახლა მითხარი რა გინდა? -რბოლაზე გამოსვლა -ჩვენ აქ საბავშვო ბაღი არ გვაქვს,-ისევ აგრესიით განაგრძობდა ბიჭი. -არც მე ვარ საბავშვო ბაღიდან მოსული, აბა ვინმეს სურს ჩემთან შეჯიბრი?-მიმართა დამსწრეებს. მსურველი არავინ აღმოჩნდა. -კარგით რაა. გაეცინა გოგოს მანქანის კარი დახურა.-თუ წავაგე გმირულად გადავიტან გპირდებით.-გაეცინა და დოინჯშემოყრილი ელოდა მსურველის გამოჩენას. ყველაზე გამბედავს ვინც აღმოჩნდა იმანაც ზურგი შეაქცია და უკან წავიდა. მაგრამ შეკრებილებს რბოლა უნდოდათ და ხმაური ატყდა. -რბოლა..რბოლაა. ყვიროდა ყველა ერთხმად. -ახლა თუ უარი თქვი იცოდე გავლენას დაკარგავ, რადგან მსურველი არავინაა, შენ უნდა აიღო შენ თავზე ეს.-ხელში სწვდა მეორე ახალგაზრდა და უჩურჩულა მთავარს რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ის მობრუნდა და ხმმაღლა თქვა -მე შემეჯიბრე,მაგრამ წესები აქვს ამ ყველაფერს -ბრავოოო. თვით რბლოს მეფე გამოდის სცენაზე, - გაისმა იმ მეორე ახალგაზრდის ხმამაღალი შეძახილი.-აბა ფსონები დადეთ მეგობრებო.არ დაიშუროთ არაფერი. მაშინვე გამოჩნდნენ მსურველები და მსხვილი კუპიურებიც აფრიალა. -ასე არ გამოვა, ყველაფერს წესები აქვს შეაჩერა მთავარმა, როცა გოგო მობრუნდა და მაქანისკენ წავიდა -რა ხდება?რა წესები? -ფული.. ფული.. მონაწილეობისთვის ფული უნდა დადო. თუ მოიგებ თანხა შენი იქნება რაც აიკრიბება, თუ მე მოვიგე ჩემი. -რამდენი?ჰკითხა გოგომ -ხუთასი? გოგოს თვალები გაუფართოვდა. ეს ხომ თითქმის მთელი მისი ხელფასის ნახევარი იყო და თუ ვერ მოიგებდა ხელფასამდე უფულოდ დარჩებოდა. მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა. -ტრასის ბოლოს კასრებია. იქამდე მივალთ და მოვტრიალდებით.ორი წრე მხოლოდ. -იყოს ორი წრე . თვალი ჩაუკრა გოგომ და საჭეს მიუჯდა... სტარტზე დადგნენ. რბოლის მოყვარულები ტრასის მთელ სიგრძეზე განაწილდნენ. ერთი გოგონა კი მათ წინ დადგა ნიშანი რომ მიეცა. ორივე ხელი ასწია და როცა ძირს დაუშვა ორივე მანქანა ადგილს მოსწყდა. თავიდან ერთმანეთის მიყოლებით მიდიდოდნენ, ხან ერთი უსწრებდა , ხან მეორე, უკან რომ ბრუნდებოდნენ ბიჭმა უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გოგოს რატომღაც ანერვიულება არ ეტყობოდა, მშვიდად რთავდა სიჩქარეებს. უკვე მეორე წრეზე იყვნენ წასულები, როცა მოულოდნელად ისე ძლიერად მიაჭირა პედალს რომ ფეხიც კი ეტკინა, მაგრამ ამას ვერ გრძნობდა. ისეთი სისწრაფით წამოვიდა ბიჭს სახეზე შეეყინა ღიმილი და ერთად გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. სწრაფად დააჭირეს მუხრუჭს ფეხი და ხმაურით გაჩერდნენ. ბიჭი მანქანიდან გადავიდა და კმაყოფილი სახით მივიდა მეორესთან, ფული გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. გოგო მანქანიდან გადმოვიდა, ისევ კარს დაეყრდნო და მიაზახა. -ჰეი მოიცადე. ასე არ შეიძლება. ის სწარაფდ მოტრიალდა და ინტერესით მიაჩერდა -შენ არ მოგიგია. -არც შენ, ასე რომ ჩემს წილს ვითხოვ, ნახევარი ჩემია...უპასუხა ისევე მშვიდაად. ისევ ხმაური ატყდა მაყურებლებში სტვენა და შეძახილები გაისმა. -ის მართალია, უჩურჩულა მეორემ. ბიჭმა ფული ისევ ამოიღო, შუაზე გაყო და ნახევარი გოგოს მიაწოდა. მას არც დაუხედია რამდენი იყო, ჯიბეში ჩაიკუჭა და კიდევ ერთხელ მომაჯადოვბლად გაიღიმა. გაბრაზებული მობრუბდა და სიღრმეში გაუჩინარდა -ვინ ხარ?ასეთი რამ არასოდეს მომხდარა?საიდან გაჩნდი -ხომ გითხარი ცოდან-თქო, -რა გქვია? გოგომ სახელი ვერ მოიფიქრა, არც ის უნდოდა თავის სახელი ეთქვა. -შენ ანგელოზს გავხარ, მაგრამ ანგელოზი არ ხარ. შენი თვალები ისეთი იდუმალია, ისეთი დამატყვევებელი და დამღუპველი... დაიჩურჩულა ბიჭმა. -ანგელოზი კი არა მწვანეთვალება დემონი ხარ... უთხრა და ისევე ჩუმად გაეცალა როგორც დანარჩენები. წამებში დაიცალა იქაურობა. თვალი რომ მოავლო იქაურობას რაღაცნაირად შიშმა აიტანა. ისეთი უდაბური და ბნელი ჩანდა.. ასფალტი ჯერ კიდევ ცხელი იყო... საჭეს მიუჯდა და უკან წამოვიდა. "-შენ მწავნეთვალება დემონი ხარ."გონებაში სულ ეს სიტყვები ესმოდა. იქამდე სანამ სახლში არ მივიდა. ვერაფრით იშორებდა ამ სიტყვებს.. ვიღაც იმეორებდა და იმეორებდა დაუსრულებლად.. ისევ და ისევ და გაჩუ,ებას არ აპირებდა... -რატომაც არა მშვენიერი სახელია, იყოს ასე. ჩაეღიმა და კმაყოფილი შეძვრა საწოლში. ემოციებისგან გადაღლილი მალე გადაეშვა მორფეოსის სამეფოში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.