შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელადონა(თავი 4)


30-04-2017, 02:37
ავტორი talkingelephant
ნანახია 1 091

ბოდიში დაგვაინებისთვის,აბიტურიენტობა შემიწირავს მე :დ <3 იმედია მოგეწონებატ,თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის<3მადლობა <3

ცხრა საათისთვის ყველანი მზად იყვნენ,ლიზას ვერცხლისფერი ზესექსუალური კაბა ეცვა.ხალხიც ნელ-ნელა იწყებდა მოსვლას,უამრავი ცნობილი სახე ირეოდა ბაღში,თეთრ პერანგებში გამოწყობილი პერსონალიც აქეთ-იქით დაარბენინებდა სინებს და სასმელს.საშა კმაყოფილებისგან ბრწყინავდა.ჟურნალისტებიც ირეოდნენ და ყველაფერს აფიქსირებდნენ,თორნიკემ,ვაკომ და დაჩიმ დიდი მოწონებები დაიმსახურეს იქ მყოფი მდედრობითი სქესისგან.
-ლიზაა,ჩემო საყვარელო როგორ ხარ-გააკოცნა გოგონამ-რა სექსუალურად გამოიყურები
-კარგად ქეით შენ?-გაუღიმა-შენც ძალიან ლამაზად გამოიყურები
-გოგო,ის ზესიმპატიური ბიჭი რომ დგას შენი ძმის გვერდით-თითინ თორნიკეზე მიუთითა-არ გინდა გამაცნო,ხო ხვდები ვერ მივუვარდები დანარჩენებივით და ვერ ვატაკებ მე ქეითი ვარ გამეცანითქო-გადაიკისკისა გოგონა-თან საშამ გამოაქვეყნა თქვენი სურათები,ღმერთო რა სექსალური ბიჭია-ტუჩი მოიკვნიტა ქეითმა
თითქოს ეჭვიანობის ტალღამ დაურა,მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება ეეჭვიანა,მას უნდა დაევიწყებინა თორნიკე,შამპანიურით სავსე ბოკალი გამოცალა და ტუჩების კნეტით გართულ ქეითს მიუბრუნდა
-წამოდი-ხელი ჩასჭიდა და ბიჭებისკენ წაიყვანა-დაჩი შენ უკვე იცნობ ხომ ქეითს,თორნიკე მინდა გაგცნო ქეითი,ერთ-ერთი წარმატებული მოდელი ამერიკაში-გაუღიმა ქეითს-ქეით ეს კი თორნიკეა,თბილისში განთქმული გამომძიებელი-ახლა თორნიკეს გაუღიმა და ქეითისა და თორნიკეს გადაჭდობილ ხელებს დახედა,იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი და მიხვდა რომ ცუდად იყო მისი საქმე.
-სასიამოვნოა თორნიკე-ნაზად ჩამოართვა ხელი-ვგიჟდები გამომძიებლებზე
თვალები გადაატრიალა ლიზამ და იქაურობას გაეცალა.
-უნდა დავლიო-ჩაილაპარაკა და ბარმენისკენ წავიდა-ტეკილა
-ვთვრებით დღეს ლიზა-გვერდით ამოუდგა მიგელი
-მიგელჩო ვთვრებით-გაუღიმა მეგობარს-შარში ვარ მიგელჩო შარში-წინ დადგმული ტეკილით სავსე ჭიქა გამოცალა-გაამეორე-სახედამანჭულმა უთხრა
-ლიმონი და მარილი არ გინდა-გაოცდა მიგელი
-არა-მკაცრად ჩაილაპაკა და მეორე ჭიქაც გამოცალა-არ მყოფნის-გულდაწყვეტილმა ჩაილაპრაკა-გაამეორე
-გოგო,შენს წვეულებაზე გამომთვრალი რომ გნახოს ვინმემ რა უნდა ქნა-ჩასჩურჩულა მიგელმა
-მიგელჩო,აქ მე არავის ვაინტერესებს,გახედე-თითით თორნიკესკენ და ბიჭებისკენ გაიშვირა-ყველას ისინი აინტერესებს,განსაკუთრებით კი ახალი სახე,თორნიკე-გამოცალა მესამე ჭიქაც-ნახე,როგორ ეხვევიან,ღმერთო-ამოიხვნეშა ლიზამ-გაამეორე ანდა ბოთლით მომეცი,თორე ასე მეც დავიღლები და შენც-გაუღიმა ბარმენს და ბოთლით ხელში გაემართა ბაღის იმ ნაწილისკენ სადაც სტუმრები არ ირეოდნენ.იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა და ბოთლი მოიყუდა.
-ლიზა გამოფხიზლდი,შენ ის უნდა დაივიწყო რომ ეს მოწონება უფრო დიდ გრძნობაში არ გადაიზარდოს,ეს ყველაფერი ხელს შეგიშლის მუშაობაში,მუშაობა იქეთ იყოს და ამით ატკენ თორნიკეს-შემოუძახა ალტერეგომ-დროზე მოეგე გონს,აქ კიარ უნდა თვრებოდე უნდა შეეცადო ყურადღება სხვებზე გადაიტანო და თორნიკეც დაგავიწყდება თანაც უბრალოდ მოგწონს ჯერ და სანამ გვიანი არ არის მოეგე გონს
-იქნებ უკვე გვიანია,იქნებ უკვე გადავიდა ეს მოწონება სხვა უფრო დიდ გძნობაში-გაიფიქრა და ტეკილით სავსე ბოთლი მოიყუდა,ჩაეწვა ყელი მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
-ლიზა,ლიზა-სადანღაც გაიგონა მიგელის ხმა
-აქ ვარ მიგელ-ხელი დაუქნია ბიჭს
-სად გაქრი?-გვერდით მიუჯდა მიგელი
-არსად აქ ვარ-მხრები აიჩეჩა და ცას ახედა
-არ მომიყვები რა გჭირს?-ტეკილის ბოთლი გამოართვა მიგელმა და თვითონ მოიყუდა-შენც გაგაბა სიყვარულმა
-''ც''-გაიმეორა ლიზამ-შენ მიგელ?
-მე კი,უკვე დიდი ხანია-გაიცინა და კიდევ ერთხელ მოიყუდა
-ვინ არის?-დაინტერესდა ლიზა
-ნატი-ჩაილაპარაკა თითქოს რცხვენოდა-ნატია ვინც გამაბა მის მახეში და მის გარდა ვეღარავის ვამჩნევ
-ვაიმეე ,რამაგარია-წამოიძახა ლიზამ-როგორ გამახარე,უთხარი ნატის?
-არა,არ მითქვამს და არ გაბედო შენ რამის თქმა-თითი დაუქნია ლიზას
-მომეკიდა სიმთვრალე-გაიცინა ლიზამ
-მოგწონს არა?-შეეკითხა მიგელი
-ვინ?
-თორნიკე-გაეღიმა მიგელს
-თორნიკე არ მომწონს-დაიწყო ლიზამ და მიგელს თავი მხარზე დაადო-მე მიყვარს თორნიკე-ჩაილაპარაკა და ცას ახედა-ხედავ მხოლოდ სიმთვრალეში თუ ვაღიარებდი ამას-გაიცინა ლიზამ -მაგრამ არ შეიძლება მიგელ,მე და ის ერთად არ გამოვა,არ შეიძლება-კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ლიზამ და ოკეანეს გახედა.
-ესეიგი საშამ მოიგო-გაიცინა მიგელმა
-რას ნიშნავს მოიგო?
-დავნიძლავდით მე ვამბობდი რომ უბრალოდ მოგწონდა ეს ბიჭი,საშა კი მარწმუნებდა რომ იმ გადაღების მერე მიხვდა რომ ეს ბიჭი გიყვარდა-გაიცინა მიგელმა-იმედია რ გეწყინა
-არა,არ მწყენია-გაიღიმა ლიზამ-საშა ყოველთვის ყველაფერს ხვდება
-ნიჭს ვერ დაუკარგავ-გაიცინა მიგელმა და მანაც ოკეანეს გახედა
....
უნდოდა ეცინა ლიზას სახეს რომ ხედავდა,გრძნობდა როგორ ეჭვიანობდა გოგონა,ესეც სულ უფრო მეტ გოგონას ელაპარაკებოდა,ქეითის გაცნობის სცენაზე რამსი ჩამბჟირდა,ლიზამ თვალები რომ გადაატრიალა და მომღიმარ ქეითს მტრული თვალებით შეხედა,იმ მომენტში ის ეჭვიანობის პიკზე მყოფი ლიზა ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ბავშვური.
-ესეიგი შენ ხარ ის გამომძიებელი ლიზა რო გადაარჩინა-იკითხა ერთ-ერთმა იქ მყოფმა შავგვრემანამა გოგონა-მოკლედ მაგას ხო ყველაფერში უმართლებს-გაიცინა და თორნიკეს ვნებით ანთებული თვალები მიანათა
ახლა სულ სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყო ალბათ გააგრძლებდა ამ გრძელფეხება გოგონასთან ფლირტს და დასასრულითაც ორივე კმაყოფილი იქნებოდნენ მაგრამ თვალებით სულ ლიზას ეძებდა და როდესაც დაინახა,როგორ გავიდა ლიზა ბაღის მეორე მხარეს ტეკილის ბოთლით ხელში და როგორ მიჰყვა უკან მიგელი.თვითონაც დაუარა სხეულში ეჭვიანობის ტალღამ.ერთ ადგილას ვეღარ გაჩერდა და მათ გაჰყვა უკან.იქვე ახლოს დადგა რომ კარგად დაენახა და გაეგო მათი საუბარი.დაინახა როგორ დაადო ლიზამ თავი მიგელს,იმედგაცრუებული უკან გამობრუნება უნდოდა ლიზას სიტყვები რომ გაიგონა ''მე მიყვარს თორნიკე''.ამ სიტყვების გაგონებისას სხულში ცხელმა ტალღამ დაურა,გაეღიმა და ბედნიერმა დატოვა იქურობა.გაღიმებული წავიდა იქეთ, სადაც დაჩი და ვაკო იდგნენ და გოგოებს ესაუბრებოდნენ.
-რა კმაყოფილების ღიმილი დაგთამაშებს სახეზე, რაქენი ,დაიპყარი ნახევარი სამოდელო-ქართულად გადაულაპარაკა დაჩიმ თორნიკეს.
-არა ბატონო დაჩი,თქვენ როგორ შეგედრებით,უბრალოდ კარგია არა საუკეთესო ახალი ამბავი გავიგე და უცებ გავბედნიერდი-გაუღიმა დაჩის და იქ მყოფთ ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა
...
საბოლოოდ სტუმრები ღამის 2 საათზე დაიშლნენ,პერსონალმაც მალევე მიალაგა იქაურობდა და სახლი დატოვა.დაჩი და ვაკო გაქრნენ,საშაც აღარ ჩანდა,სახლში მხოლოდ ნატი,მიგელი,ლიზა და თორნიკე იყვნენ.ნატის უკვე ეძინა გადაღლილს,მიგელიც ისვენებდა.ლიზა ცოტა ხნით იჯდა თავი ოთახში,საათს დახედა სამი ხდებოდა.სანამ არ დარწმუნდა რომ ბოლომდე ფხიზელი იყო,მანამდე არ დატოვა სახლი.საცუარო კოსტუმი მოირგო და ოკეანეში შეცურა.ცოტა ხანს ტივდივებდა წყალზე.
-ლიზა,ეს რაქენი,ეს როგორ მოახერხე-დაიწყო ალტერეგომ-ეს როგორ დაუშვი,ხომ იცი რომ გეტკინება და ატკენ,ხომ იცი რომ ეს ამბავი happy end-ით არ დასრულდება
-შემეშვი-ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ჩაყვინთა,სურდა ასე მაინც გაეჩუმებინა ალტერ ეგო.უცებ იგრძნო მძიმე ხელების შემოხვევა,რომელმაც ზემოთ ამოსწია-რას აკეთებ-შეყვირა ლიზამ როდესაც თორნიკე
-გაგიჟდი შენ-ანერვილებულმა შეხედა თორნიკემ და ლიზას სახე ხელებში მოიქცია-ნასვამი როგორ შემოხვედი აქ,რამე რომ მოგსვლოდა,ან რამ მოგაფიქრებინა ჩაყვინთვა,იმდენ ხანს იყავი წყლის ქვეშ მეგონა რამე დაგემართა
-აღარ ვარ ნასვამი,სუნთქვას კი დიდი ხნით ვიკავებ,არ ღირდა ნერვიულობად-ჩაილაპარაკა ლიზამ და თორნიკეს შეხედა-ტყუილად დასველდი
-სულელი გოგო,ტყუილად დავსველდი თურმე-გააჯავრა ლიზას-ვინერვიულე-ჩაილაპარაკა და უფრო მოუჭირა ორივე ხელი სახეზე
-არ მინდოდა რომ გენერვიულა
-მაგრამ ვინერვიულე და ამისთვის პასუხს აგებ-გაიღიმა თორნიკემ და მოწყურებული დაეწაფა ლიზას ტუჩებს...
...
აჰყვა კოცნაში,ეგონა მოერეოდა ამ მოვარდნილ გრძნობას მაგრამ ვერ მოერია და აყვა კოცნაში,ხელები კისერზე შემოაწყო და უფრო აეკრო სველ სხეულზე.იგრძნო როგორ მოუჭირა ცალი ხელი თორნიკემ ბეჭებზე და კიდევ ერთხელ დაუარა ჟრუანტელმა.მაგრამ მალევე ჩაირთო განგაში თავში და ფეთიანივით მოშორდა,გვერდით გადახტა და ნაპირისჯენ გაცურა.სახლში სწრაფი ნაბიჯით გაემართა.გრძნობა როგორ მოსედევდა უკან თორნიკე მაგრამ უკან არ იყურებოდა.ოთახში შევიდა და კარები ჩაკეტა
-ლიზაა-დააკაკუნა თორნიკემ-ლიზა გთხოვ მიპასუხე
-თორნიკე გეხვეწები წადი
-ლიზა,გთხოვ უბრალოდ..ამი დედაც...-ხელი მძიმედ დასცხო კარებს-გთხოვ გამეცი პასუხი
-თორნიკე რაც მოხდა შეცდომა იყო-ტუჩზე მწარედ იკბინდა რომ არ ეტირა-არ შეიძლება თორნიკე-კარები გააღო და თორნიკეს ახედა
-ლიზა რა არ შეიძლება ლიზა რა-ღრმად ამოისუთქა და თვალებში ჩააშტერდა-ორივე ვხვდებით რომ მოგვწონს ერთმანეთი,რა გიშლის ხელს ლიზა-ცალიხელი ისევ ლიზას სახეს შეახო-რა გაბრკოლებს,შენი ძმის და ბიძაშვილების რეაციების გეშინია?-გაეღიმა თორნიკეს
დაიბნა ლიზა,თავი დაუქნია და ინატრა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა..
-ღმერთო-გაეცინა თორნიკეს-მაგათ ჩვენი ურთიერთობა რომ არ სურდეთ იმ გადაღებაზე ასე უცებ არ მეტყოდნენ გადააღებინე თავი თუ გინდაო-გაიცინა თორნიკემ
-არ ვიცი თორნიკე,არ ვიცი-უკან გადადგა ნაბიჯი
-მე ვიცი,ლიზა მე-უფრო ახლოს მივიდა-ვიცი რასაც გრძნობ და თუ წეღან ვერ მიხვდი რას ვგრძნობ მე შენს მიმართ არ დამეზარება განმეორება-გაეცინა-მთავარია შენ არ გაიქცე ისევ
-თორნიკე გთხოვ..-ხელებით ოდნავ მიაწვა გულ-მკერდზე
-რას მთხოვ ლიზაა?
-უბრალოდ არ შეიძლება,არ გესმის შენ-ხელიები ჰაერში აღმართა-არ გამოვა-დანანებით ჩაილაპარაკა და ზურგი აქცია,ფანჯარასთან მივიდა და აღელვებულ ოკეანეს გახედა-ვერ შევძლებთ.მე ამერიკაში,შენ საკართველოში-ხავსს ეჭიდებოდა ამ სიტყვებით-არ გამოვა
-ვცადოთ ლიზა,მთელი თვე აქ უნდა ვიყო და ვცადოთ,მანძილი კი არაფერია,უბრალო ციფრებია ლიზა დაიმახსოვრე უბრალო ციფრები-უკნიდან ამოუდგა და ნიკაპი მის მხარს დაადო-დაფიქრდი ლიზა,არაფერს გაძალებ მაგრამ შენც იცი რომ გინდა ეს ურთიერთობა-კოცნა დაუტოვა ყელში და ოთახიდან გავიდა..
-არა ლიზა,ეს რა ქენი,ეს არ შეიძლება ლიზა-გაჰყვიროდა მისი შინაგანი ხმა-ეს არ უნდა მომხდარიყო,ძალიან ღრმად შეტოპე,არ შეიძლება ეს ურთიერთობა გესმის არ შეიძლება
-ვიცი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა-ეგოსიტურად ვიქცევი მაგრამ...-ღმად ამოისუნთქა და სააბაზანოში შეიკეტა.ჯერ კიდევ მის ცხელ ტუჩებს გრძნობდა ყელზე,მისი თითებს სახეზე.თავი გააქნია და სახე წყლის წვეთბს მიუშვირა...
...
-დილამშვიდბისა,სად არის ლიზა?-კუხნაში მოფუსფუსე საბრინას შეეკითხა და იქვე სკამზე ჩამოჯდა
-ოხ,დილამშვიდობის თორნიკე,სახელოსნოში შეიკეტა,არამგონია დღეს გამოვიდეს
-კარგით,სხვები არ გამოჩენილან?
-დაჩი და ვაკო წეღან მოვიდნენ და დანარჩენებს სძინავთ ისევ ჯერ 8 საათია-ღიმილით გასცა პასუხი და ისევ გაზქურაზე მდგარ საკვებს მიუბრუნდა
-კარგიიი,მოვალ ახლავე-სწრაფად წამოდგა და სახელოსნოსკენ აიღო გეზი
ორჯერ მიუკაკუნა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო,შემდგომ ისევ მიუკაკუნა,ისევ არ ისმოდა პასუხი,ანერვიულდა და სახელური ჩამოსწია...
...
ვერაფრით მოსივენა საწოლში..მთელი ღამე თორნიკეს სიტყვებზე ფიქრობდა,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რომ ამ სიტუაციისგან თავი დაეღწია,სურდა თორნიკესთან ყოფნა,მაგრამ იცოდა ეს ყველაფერი კარაგდ არ დამთავრდებოდა.სახელოსნოში შევიდა და ხატვა დაიწყო,ხელებს ვერ იმორჩილებდა,მოზღვავებული ემოციებისგან გათავისუფლება სურდა.ეგოსტურად იქცეოდა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა,ცოტაც და აფეთქდებოდა.ნახატი რომ დაასრულა საათს შეხედა 8 საათი ხდებოდა,ღრმად ამოისთუქნდა და მოლბერტზე დადებულ ტილოს შეხედა,ხელი ჩამოუსვა ისე რომ არ შეხებოდა.ყურსასმენები გაიკეთა და იქვე რაფაზე ჩამოჯდა ახლა შორიდან უყურებდა ტილოს და თან London Grammar - Oh Woman Oh Man-ს უსმენდა და თვალს არ აშორებდა მოლბერტს.თვალები დახუჭა და თავი უკან გადაწია.ბოლომდე მაინც ვერ თავისუფლდებოდა ემოციებისგან.ვსწრაფად წამოჯდა როდესაც მიხვდა რომ ვიღაც უყურებდა.
-თორნიკე აქ რას აკეთებ-სწრაფად გადააფარა მოლბერტს იქვე მიგდებული ტილო-არ შეიძლება აქ ყოფნა
-ორჯერ დავაკაკუნე კარებზე და ხმა რომ არ გამეცი ავნერვიულდი-გაიღიმა-უკვე მეორედ
-არც კი გაიფიქრო-მიუხვდა ფიქრებს
-უკვე ვფიქრო-უფრო ახლოს მივიდა,საღებავებით დასვრილ ლიზასთან-აბა გადაწყვიტე რამე
ლიზამ ისევ მოლბერტს შეხედა და შემდგომ თორნიკეს.იცოდა რომ ახლა ყველაზე დიდ შეცდომას უშვებდა,იცოდა რომ ადრე თუ გვიანმაინც გასკდებოდა სიმართლე და ამ სიმართლით ატკენდა გულს თირნიკეს და დარწმუნებული იყო რომ სიმართლის გაგების შემდგომ თორნიკეს მისი დანახვაც აღარ ენდომებოდა მაგრამ ახლა თავს ვერაფერს შველიდა,ვერ დაძლია ეს ყველაფერი,ვერ იმორჩილებდა სხეულს.ისე მოხვია ხელები კისერზე და ისე აკოცა თორნიკე კიარა თვითონაც ვერ გააცნობიერა.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს თორნიკეს ხელები რომ იგრძნო წელზე.
-პასუხი მიღებულია-გაეღიმა თორნიკეს და ხელები ოდნავ შეუშვა-შეიძლება ვნახე-თითი მოლბერტს მიუშვირა
-არა-უცებ წამოიყვირდა-არ შეიძლება და ამ ოთახში შენი შემოსვლაც არ შეიძლება-კატეგორიულად ჩაილაპარაკა და კარებისკენ უბიძგა
-ვახხ,კაი სხვები კიდე ხო მაგრამ შეყვარებულსაც არ უშვებდე აქ-გაეღიმა-რას მიმალავა ლიზა
''შეყვარებული'' ესიამოვნა ამ სიტყვის გაგონება მაგრამ მოულოდნელად დასმულმა კითვა ერთ ადგილას გააქვავა.
-მე ბევრ რამეს ვმალავ ჩემო თორნიკე,ძალიან ბევრს-გაუცინა და თვითონაც გამოვიდა ოთახიდან,კარები ჩაკეტა და ახედა-ჩამოვალ მალე,მოვწესრიგდები-გაუღიმა და ოთახში სწრაფად შევიდა..
-ეს რა ქენი,ლიზა,ეს რაქენი,გაგიჟდი,ღმერთო მართლა გაგიჟდი-შემოუტია შინაგანმა ხმამ-არ შეიძლება,არაა
-არაუშავს,ცოტა ხნით ხომ შეიძლება მეც ვიყი ბედნიერი-ნაღვლიანამა გაიღიმა
-ეგოისტი ხარ-დაუყვირა ხმამ-ინანებ ამ გადაწყვეტილებას განადგურებულ თორნიკეს რომ დაინახავ
-ვიცი...
...
ოთახში როგორც კი შევიდა,თვალში მოხვდა რაფაზე სემომჯდარი ლიზა,ყურსასმენები ეკეთა და თავი კედელზე ჰქონდა მიდებული.ირგვლივ უამრავი ნახატი იყო,პეიზაჟები,პორტრეტები,აბსტრაქტული ნახატები.წინ კი მოლბერტზეც იდო ერთი,მაგრამ ვერ ხდავდა,იქვე ეყარა საღებავების ტუბები და ფუნჯები.ლიზას თეთრი მაიკა კი სულ საღებავებით იყო მოსვრილი.უცებ გამოხედა გოგონამ და დაფეთებული წმაოხტა.შემდეგ რაც განვითარდა კი მისთვის მოულოდნელი იყო.სიზმარს ჰგავდა,მაგრამ რაღაც მაინც უღრღნიდა გულს,მისმა შეკითხვამ ლიზა ერთ ადგლას გააქვაავდ ა სხეზეც უცნაურმა ემოცია გამოესახა.თავიდან ამოიგდო ეს უცნაური ფიქრები და აივანზე გავიდა.ჯიბეში მისი ტეკეფონი აზუზუნდა.
''ვიცი ისვენებ მაგრამ ახალი საქმე გამოჩნდა,მაქსიმე ჯუღელსა და ოჯახზე მჭირდება ინფორმაცია,პირვლზე ყველა ინფორმაცია მეილზე მქონდეს''
''გამარჯობა,კარგად ვარ,შენ?..გადმოგიგზავნი''
''საჭორაო დრო არ მაქვს,ვიცი რომ კარგად ხარ და კარგა ერთობი მაჩაბლების ქალბატონის სახლში :)''
''ყველაფერი გცოდნია''
''მე ყველაფერი ვიცი თორნიკე''
''შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?''
''კი''
''რატომ მე?''
''იმიტომ...''
''დედა,როგორ ამიხსენი უცებ,გადავირიე პირდაპირ''
''სარკაზმი,შემოინახე დაგჭირდება მერეც,ახლა კი ინფორმაცია მაქსიმეზე''
...
არ იცოდა როგორ ეთქვა თორნიკესთვის ყველაფერი,რატომ ის და არა ვინმე სხვა..გაღიმებული ჩავიდა ქვემოთ.სერიოზული სახით ტელეფონში ჩამძვრალ თონიკეს უკნიდან მოეხვია და ზურგზე აკოცა
-რას აკეთებ-ტელეფონი უცებ გათიშა თორნიკემ და შემობრუნდა
-საქმეა რაღაც-გაუღიმა
-შენ შვებულება არ გაქვს?
-ჩემი პროფესიის ადამიანი შვებულებაშიც მუშაობს-ცხვირზე აკოცა და უკნიდან მომავალ დაჩის და ვაკოს გაუღიმა.
-აქ რა ხდება-ხმა გაიმაკცრა დაჩიმ-მიპასუხეთ
-ის რასაც ფიქრობ ძამიკო-გაიცნია ლიზამ და გვერდით ამოუდგა თორნიკეს
-ანუ-ჩაერთო ვაკო
-ანუ ის რომ აღარ ვინერვიულებ ვიღაც ამერიკელ პი***ო არ შემომიყვანოს ოჯახშითქო-გაიცინა დაჩიმ და თონიკეს მხარე ხელი დაკრა-კუბინონი ვარ რა-გაიცინა-ვართ უფრო სწორად-ვაკოს შეხედა და თვალი ჩაუკრა-გაძლება მოგცეს ღმერთმა ძმაო-გაიცინა დაჩიმ-საბრიი მშიააა
მთელი დღე მხიარულად გაატარეს,ისე გადაამოწმა თორნიკეს მიერ გადაგზავნი ინფორმაცია,თორნიკეს ეჭვიც არ შეუტანია არაფერში,არ სიამოვნებდა ეს სიტუაცია,არ სიამოვნებდა მისი მოტყუება მაგრამ...სახლიდან არ გასულან,ყველანი ერთად იყვნენ,მიგელმა როგორც კი ეს ამბავი გაიგო,ძალიან გაუხარდა..საშა არ ჩანდა,აშკარად გუშინ კარაგდ გაერთოვო ამბობდა ვაკო.საღამოს ფილმსაც უყურეს და გადაწყვიტეს რომ მეორე დღეს კონცერტზე წასულიყვნენ
-წარმოიდგინე,კარგი მსუიკა,სასმელი,გოგოები-ხელები ჰაერში აღმართა დაჩიმ და წარბაწეულმა გადახედა თორნიკეს-მაგრამ შენ ბოლო პუქნტზე არც კი გაიფიქრო-თითი დაუქნია და ფეხზე წამოდგა-წავედი მე,აბა ჰეთ,აბა ჰოთ-გრაციოზულად დატოვა წყვილი და ოთახისკენ გაემართა.
-არ გეძინება-მხარზე ჩამოადო თავი-წადი შენც თუ გინდა
-შენ?
-მე საცუაროდ უნდა გავიდე
-აღელვებული იყო დღეს ოკეანე ვერ ნახე რა ამინდია გარეთ
-ამაზე უარესშიც გავსულვარ,თან დიდი ტალღებია და ვისრიალებ ცოტას-გაუღიმა და ფეხზე წამოდგა
-არ წახვიდე დღეს რა
-ახლა იცი რას მთხოვ,აი შენ რომ მოგთხოვო ყოველდღე დილით ყავა არ დალიო-თქო-ლოყაზე აკოცა და კიბეებისკენ წავიდა
...
ორჯერ რამის ჩაითრია ტალღამ,მაგრამ შეინარჩუნა წონასწორობა.ცოტაც ისე გაცურა და ნაპირზე ამოვიდა,დაინახა როგორ იყურებოდა ნაპირისკენ თონიკე,არ შეიმცნია,იქვე ჩამოჯდა ქვიშაზე,პატარა ჩანთიდან წყალი და ტელეფონი ამოიღო და ტექსტი აკრიფა
...
გაჰყურებდა როგორ დასრიალებდა ტალღებზე ლიზა,სულ სხვანაირი იყო ტალღებზე მოსრიალე ლიზა,საღებავეში ამოსვრილი ლიზა და ძვირაღირებულ სამოსში გამოწყობილი ლიზა,მართლაც საიდუმლოებით იყო სავსე.იქვე დაგდებული ტელეფონი განათდა და სწრაფად აიღო ხელში.ეკრან თითი გადაუსვა და კითხვა დაიწყო
''რატომ შენ?-გრძელი ისტორიაა,მეოთხე ეტაპი რომ დავხურე და ვატანგმა გამომიცხადა შეგიძლია აირჩიო პიაკიო,ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ყოფილა,ყველა მთავარს ცალ-ცალკე ჩაგვიტარდა გამოცდა,არავინ ვიცნობთ ერთმანეთს,ასე რომ პაიკებსაც ისე ვირჩვდით ერთმანეთს ვერ ვხედავდით,რატომღაც ვფიქრობდირ რომ რადგან გამოცდა ბოლოს მე გავიარე,პირველს მე არ გამომიძახებდნენ პაიკის ასარჩევად,ვიცი ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი,ამიტომ მეგობრებთან ერთად გავერთე,მეორე დღეს დილით რომ დამირეკეს და მითრეს რადგან მეოთხე ეტაპი საუკეთესოდ დახურე შენო,პირველი შენ მიდიხარ კვანიტკოშიო,თავ-ბედი ვიწყევლე რამ დამალევინა გუშინ ამდენი-თქო,გამოცდაზე ოთხი ქართველი გადიოდით,ოთხივეს დოსიე წინ მედო,თვალებს ძლივს ვახელდი.შორიდან გიყურებდით,სამმა კარგად გაიარა მაგრამ თითქოს რაღაც არ მომწონდა,არ ვიყურებოდი,მხოლოდ ხმებს ვისმენდი,მათ ახსნისლ თუ რა გააკეთეს და რატომ,შენ რომ გამოხვედი,ისე სწრაფად გააკეთე ყველაფერი გაოცებულმა შემოგხედე,ზურგიტ იდექი,შემდეგ ახსნა დაიწყე რატომ გააკეთე და მანდ საერთოდ გავოგნდი,სულ დამავიწყდა ის თავის ტკივილიც,ისე საუბრობდი,ისე გამართულად თან საერთოდ არ გეტყობოდა ქართველი თუ იყავი,მერე შენი დოსიე ორჯერ გადავიკითხე,გითვალთვალე ცოტა და ბოლოს მივხვდი რომ შენ უნდა ყოფილიყავი ის ვისაც დავეყრდნობოდი,მეორე დღეს პასუხი რომ ვუთხარი,ვახტანგამ მასეც ვიცოდიო,შემდგომ გავარკვიე რომ თურმე მისი შვილი იყავი.თავიდან შემრცხვასავით რომ ასეთ შარში გყოფდი და ვახტანგს ვუთარი კიდევაც თუ არ უნდა უარი განცხადოსთქო მაგრამ ეგოისტურად მინდოდა რომ დათანხმებოდი,ვახტანგმა რომ მითხრა თანხმააო ძალიან გამიხარდა,შენ ღირსეული ადამიანი ხარ თორნიკე,შენი საქმის სეციალისტი და იმსახურებ ბედნიერებას...
ბელადონა''




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent