შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (11)


30-04-2017, 22:50
ავტორი gonegirl
ნანახია 11 376

ძალიან არ მიყვარს ასეთ თემებზე ყურადღების გამახვილება,მაგრამ იძულებული ვარ უკვე. ადრე „მე,შენ და ცუდი ბიჭების“ გადაკეთებული ვერსიები დამილინკეს, ამჯერად facebook-ზე გამოქვეყნებული სიახლე. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი კაბა მაკრატლით რომ დაგიჭრათ ვიღაცამ და ნაკუწები თავისაზე მიიწებოს, აი რაღაც მსგავსი შეგრძნებაა როცა დღეს დადებულ დიალოგებს და ფრაზებს ორ დღეში სხვა პერსონაჟებზე მორგებულს ვხედავ ;)) მესმის და ძალიან მიხარია თუ რაღაცეები მოგწონთ, გამოიყენეთ საუბარში, მეგობრებს დაუძახეთ, დაპოსტეთ მაგრამ ძალიან გთხოვთ მსგავს რაღაცას ნუღარ იზამთ. საწყენად ნუ მიიღებთ,მჯერა ცუდი მიზნით არ აკეთებთ,მაგრამ ხომ არ მოგეწონებოდათ მე რომ სხვის ნაშრომს ვიწერდე ან ვინმეს ვბაძავდე. პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს, მეორე რიგში მკითხველს და ბოლოს ჩემს მუზას,რომელიც ყოველ ასეთ შემთხვევაზე თავქუდმოგლეჯილი გარბის ჩემგან )).
-------------------------------------------------
ნინი.
ამჯერად ხვედელიძის მესიჯი ანათებს ეკრანს
„ნი როდის გამოხვალ? გელოდებით“
გასაგებია, ახლა შუამავალი გამოაგზავნა ბიჭმა,თან მძიმე წონითი კატეგორიის შუამავალი. კარგია, მელოდოს! მობილურს ისევ ჩანთაში ვაბრუნებ და სცენაზე გასულ წყვილზე გადამაქვს მზერა, ერთი კუბოში ჩაწოლილ შექსპირს ესმის ამათი ლაპარაკი და მეორე მე, ჯანდაბა, ტვინო ხომ შეიძლება ცოტა ხნით მაინც იაზროვნო ისეთ საკითხზე რომელიც ასო „ლ“-ზე არ იწყება.
ზარის დარეკვაც კი ბუნდოვნად ჩამესმის ყურში, ზანტად ვიღებ ჩანთას და შენელებული კადრივით გავდივარ დერეფანში. დამხვდება ახლა სამშვიდობო მისიით მოსული გენერალური ანსამბლეა. გასასვლელამდე მიღწეული ნაპოლეონ ბონაპარტივით ვიჯგიმები, ჰო იმ ნაპოლეონივით ელასტიკებით რომ დგას პორტრეტში. მორჩა, არანაირი გულჩვილობა ნინი, ასე მარტივად არ შეურიგდები! და პირველივე სიტყვაზე ბამბის ნაყინივით დადნობას არ ვართ!
კიბეებზე ყელმოღერებული ჩავდივარ და გეზს მთავარი დამნაშავის გვერდით აზვირთული ლუკასკენ ვიღებ
-ძლივს-ხელებს შლის გაკრეჭილი
-ლოყაზე ლოდინისგან შერჩენილი ნამცეცები გაქვს-თითს ვუტყაპუნებ გამობერილ ღიპზე.
-ჩაჯექი ნინელი-ამოუდგამს ენა დღის გმირსაც. თვალებში არ შეხედო ნინი, დაღუპული ხარ იცოდე! უცერემონიოდ ვუვლი გვერდს ჯენტლმენურად გაღებულ წინა კარს და უკანა სავარძელზე ვკალათდები. კალათბურთის ცხვირწასამტვრევი მამა თავის ქნევით უვლის მაქნანას, აი ხვედელიძე აშკარად აღფრთოვანებულია წინა ადგილი მას რომ შერჩა, მოიცა შევურიგდე, ვეღარ ეღირსები მანდ დაჯდომას!
-ასე უნდა მებუტო ახლა?-უკანა ხედვის სარკიდან მბურღავენ შავი თვალები, ყოჩაღ ,მაინც შეხედე. ნებისყოფაში ათიანი ნინი!
-არ ვარ გაბუტული-ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და კისერს ვაბრუნებ.
-არა მე არ ველაპარაკები ჩემს თავს ორი დღეა-სიცილით ძრავს მანქანას. იცინოს, კიდევ ორი დღე არ გავცემ ხმას! მთელი გზა მხოლოდ ხვედელიძე აფრქვევს სამივეს წილ სიბრძნეს
-დავბრუნდები ორ წუთში-მარკეტის წინ ამუხრუჭებს უკვე ჩვენს კორპუსთან მისული ლექსო, მონუსხულივით ვაყოლებ თვალს ზურგით მიმავალს. ჯანდაბა, მომნატრებია.
-მაშო სახლშია?-გიგანტურთან მიახლოვებულ თავს აბრუნებს ხვედელიძე
-არა საღამოს მოვა-დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით სასწრაფოდ ვაბრუნებ კისერს ლუკასკენ.
-მანამდე იმ ფილმს ვუყუროთ სათვალეებიანი კაცი ვიეტნამში რომ მიდის,ხალხს რომ კლავს და ყველას გადაარჩენს-მთელ შინაარსს არაკრაკებს ხელების ქნევით
-რემბო ქვია მაგას ლუკა
სიტყვის დამთავრება და ცელოფნებმომარჯვებული ლექსოს მინასთან ატუზვა ერთია
-ნახე ჟელიბონები გიყიდე-ბრჭყვიალა პაკეტს აძრობს ერთ-ერთიდან და კარში თავშემოყოფილი მაწვდის. იოცნებოს, ჟელიბონებით არ მოვიქრთამები, მესამე კლასში ხომ აღარ ვარ!
-არ იყო საჭირო-ცხვირაბზუებული ვართმევ და სავარძელზე ვდებ, ჰო კარგი სულ ცოტათი მოვიქრთამები. ისევ სარკისკენ რომ არ წამიცდეს თვალი კისერმოგრეხილი ვუცდი სადარბაზოსთან მისვლას.
-ვერ წარმოიდგენთ როგორ მშია-გაჩერებისთანავე ხელებს ასავსავებს ხვედელიძე
-შენ სულ გშია-თვალების ტრიალით ვხტები ძირს. კარგი, მთავარი დაბრკოლება აშკარად წინაა, ლიფტი! სანამ ლუკა უდარდელად აჭერს თითს გამოძახების ღილაკს,თვალს დასჯილი ბავშვივით აყუდებული ლექსოსკენ ვაპარებ, ლეკვის მზერას მტყორცნის და იატაკს აჩერდება. ნუ ხარ საყვარელი, ნუ!
-მე კიბით ავალ-კარის გახსნისთანავე ჩამესმის აყლაყუდას სიტყვები და უკვე მეორე საფეხურზე დგამს თავის ორმეტრიან ფეხს.
სანამ მეოთხემდე ავაღწევდეთ ხვედელიძის როხროხი აჭარბებს ლიფტის ზუზუნს, როგორც ჩანს რემბომ ვეღარ დააკმაყოფილა მისი ამაღლებული მოთხოვნები და ახლა რიგრიგობით თვლის იმ ფილმების მთელ სიას სადაც ტიტლიკანა დაკუნთული კაცები ერთი დანით და პირში გარჭობილი სიგარით ამარცხებენ მთელ ბატალიონს, ვგიჟდები რეალობასთან მიახლოვებულ კინოებზე!
-ხომ შეიძლება რამე ოდნავ რომანტიკულს მაინც ვუყუროთ ოდესმე?-ხელების ფრიალით მივაბიჯებს კარისკენ
-ტერმინატორი რომანტიკული არაა?-აღშფოთებული შემომჩივის უკან მომავალი ხვედელიძე.
-არ გეშველება არაფერი-ბურტყუნით ვიღებ გასაღებს და კარის გაღებისთანავე ნაცნობი მენთოლის სუნი მოაქვს ჰაერს ზურგიდან. ორივენი ხვნეშით შემოდიან მისაღებში,ლექსო კარგი კიბით ამოვიდა მაგრამ ხვედელიძეს რაღა აქოშინებს, უაზრო ფილმების ჩამოთვლამ დაქანცა?
მყიდველისთვის თვალის შეუვლებლად ვალაგებ გატენილ ცელოფნებს და ტკბილეულობას უხმოდ ვაწყობ მაგიდაზე. ლუკას უკვე მოუსწრია ლეპტოპის ჩართვა,დივანზე მას და ლექსოს შორის ტრადიციულად ჩემთვის დატოვებულ ადგილას რობოტივით ვჯდები და ხვედელიძეს ვეწებები მკლავზე, იყოს ახლა ვაჟბატონი თავისთვის, არაა შეხების ღირსი!
-ნინელი-მარჯვენა მხრიდან ჩამესმის აღნიშნული ვაჟბატონის ხმა
-ჩშშ იწყება-ხელს დიღომში დადგმული აღმაშენებლის ძეგლივით აღმართავს ხვედელიძე და ეკრანს აჩერდება, ისევ „ტერმინატორის“ რომელიღაც ნაწილი ჩაურთავს, ესეც შენი რომანტიკა.
-ნინელი დამელაპარაკე რა-უკვე ჩურჩული ჩამესმის ყურთან
-არა-ეკრანისგან თვალისმოუშორებლად ვბურტყუნებ
-თუ ჩემი ყოფნა არ გინდა წავალ მაშინ-არ აყოვნებს პასუხიც. რას ქვია წავა, სად წავა? არა ხმის ამოღება არც გაბედო ნინი, ნაწყენი ხარ შენ!
-თუ გინდა წადი-უემოციოდ ვაჩერდები ლეპტოპს,უკვე მეორედ დიდი მადლობა მიმიკების ლექტორს!
-გასაგებია-სმენას ძლივს წვდება ხმადაბალი ნათქვამი და მარჯვენა მხარეს მოძრაობას ვგრძნობ. ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს უკვე ფეხზე წამომდგარი ლექსოსკენ. მოიცა, მართლა მიდის? ვინ არ იცის რომ როცა გოგო გეუბნება კი წადის ადამიანურ ენაზე ნიშნავს თუ სიკვდილი არ გინდა ფეხი არ გაადგას.
-რა ხდება?-როგორც იქნა ფილმს თვალს წყვეტს პირგამოტენილი ხვედელიძე
-რომ დაამთავრებ დამირეკე და გაგიყვან-მისკენ თავს აბრუნებს კარისკენ მიმავალი ლექსო. არა ასე ვერ დამტოვებს ორი დღის უნახავს! მართლა როდემდე უნდა იყო ბოთე ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი!
-დაბრუნდი-თავისით ამომდის ხმა ყელიდან და ადრესატიც დაბნეული მანათებს შავ თვალებს-ან ისევ დაჯდები ან მთელი ცხოვრება აღარ გაგცემ ხმას!
-მირიგდები ანუ?-სულ ტყუილად ცდილობს ღიმილის შეკავებას,მაინც სახეზე აწერია ყველაფერი. დივნისკენ უხმოდ ვიშვერ საჩვენებელ თითს, უკვე გაბადრული მისკუპდება გვერდით. ის-ისაა პირი უნდა მოვაღო და ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ მეთქი უნდა ვატაკო,მხრებზე რომ მეხვევა გრძელი მკლავები. ხოდა რას ვამბობდი გაბრაზებაზე,ჩაშლილ პაემანზე და ასე შემდეგ? ჯანდაბას, გადავიტან როგორმე. ახლა ვხვდები რას გრძნობს წლების შემდეგ სახლში დაბრუნებული ხალხი.
-მითხარი რომ აღარ მებუტები-თმებში რუტინულად ამოძრავებს გრძელ თითებს, ცოტაც და პირველი ადამიანი ვიქნები ვისაც ტერმინატორის ყურებისას ჩაეძინა
-მაინც გებუტები-აკრუტუნებული ვადებ თავს მხარზე
-ისევ ჩემი ნინელი ხარ-ვინ იცის მესამე კლასიდან მოყოლებული მერამდენედ იმეორებს თავის საფირმო ფრაზას
-შენც ხომ ხარ ისევ ჩემი ლექსო-თვალებდახუჭული ვხვევ წელზე ორივე ხელს
-ხო-საფეთქელთან მადებს ლოყას, მორჩა, ახლა გავითიშები.
-მეც თქვენი ვარ და მაცადეთ ფილმის ყურება-ხელებს გვიფრიალებს გამწარებული ხვედელიძე. ჰო ამ მომენტს მარტო ლუკა თუ გააფუჭებდა, ყოჩაღ ხვედელიძე, შენ გმირობა ჩაიდინე, ისევ!

.მაშო.
მესამედ გადის ზარი და ჩხაკუნის ხმაც სწვდება სმენას, ალელუია! მაღირსა!
-სექ’ს პა წელეფონუ გისმენთ-ომახიანად ჩამესმის ბოხი ხმა
-სანდრო დაანებე მაიმუნობას თავი და მოსაცმელი მომიძებნე, მგონი შენს მანქანაში დამრჩა-მობილურით ხელში მივაბიჯებ ლიფტისკენ
-პატიოსანი გოგო თუ ხარ რატო იხდიდი ჩემს მანქანაში-ხითხითის და შორეული სიგნალის ხმა ერთდროულად ჩამესმის, ეს თუ ქუჩიდან მიყვირის ასეთ რაღაცეებს ურჩევნია საკუთარი ხელით აიკუწოს თავი!
-უნივერსიტეტიდან რომ დავბრუნდები გირჩევნია ნაპოვნი გქონდეს-წიკვინით ვიწევ თმებს უკან
-მოიცა ავტოსადგომზე ვარ, შემოსასვლელთან დამელოდე-სიტყვის დამთავრება და კავშირის გაწყვეტა ერთია. ესე იგი რა მანძილიც გამოვიარე უკან უნდა გამატაროს ახლა! ფართხუნით ვტრიალდები და საპირისპირო მხარეს მივუყვები დერეფანს. ღია კარამდე ათი ნაბიჯიღა მაქვს დარჩენილი ნაცნობ სილუეტს რომ აღიქვამს თვალი
-უჩემოდ რა გეშველებოდა ზღარბო-დროშასავით აფრიალებს ჩემს ძვირფას ტანსაცმელს
-უშენოდ არც იმ კვლევაზე მომიწევდა წასვლა და აღარც ეგ დამრჩებოდა შენთან, ანუ დიახაც მეშველებოდა სანდრო-თვალების ტრიალით ვართმევ ხელში ჩაბღუჯულ მოსაცმელს
-სიურპრიზი გაგიკითე-ეშმაკურად მანათებს მომწვანო მონაცრისფრო თვალებს და ხელით ჯიბისკენ მანიშნებს
-რამე სულიერი რომ ჩაგესვა ვერ გადამირჩები იცოდე-საჩვენებელი თითის ქნევით ფრთხილად ვწევ მითითებულ ადგილს. ფურცელი? ჰოი საოცრებავ ფურცელი მაჩუქა!
-ყოჩაღ სანდრო შენ ზოლებიანი ქაღალდი მაჩუქე, არ ვიცი ამ ამაგს რითი გადაგიხდი!
-ჯერ სად ხარ,გახსენი-ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს. წარბაწეული ვშლი, ზუსტად ისეთი ტუტანჰამონისეული იეროგლიფებით აქვს წადღაბნილი რაღაც რა იეროგლიფებითაც ანკეტები შეავსო
-დღეიდან შენი გმირის ხელმოწერა გაქვს ზღარბო, გიხაროდეს!-ხითხითით მკრავს ცხვირზე საჩვენებელ თითს და ლიფტისკენ იღებს გეზს
-არ ხარ ნორმალური-ბუზღუნით მივყვები უკან. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დამხვდეს ეს ლიფტი ცარიელი, ხო კარგი ნახევრად ცარიელი მაინც. ასეა მაშო, მოგიწევს ისევ ფეხით აკაკუნება. მხრებჩამოყრილი ვემზადები კიბისკენ მისაბრუნებლად წინ ატუზული ბურდული რომ მიღობავს გზას
-ტყუილად მიძვრები,ვერ დაეტევი-თითით ვანიშნებ თითქმის სავსე ყუთისკენ და სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ეს თითი თავის ტანიანად რომ ხვდება აღნიშნულ ყუთში, სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდე უკვე დახურულ კართან აკრულ ბურდულზე ვარ აწებებული და ღმერთმა იცის ვისი ჩანთა მაწვება უკნიდან, გადასარევია, იკაცა ბიჭმა!
-ხედავ? სუპერმენ-გაღიმებული დამყურებს ზემოდან
-ამ სუპერმენის წყალობით ასვლამდე გავიგუდებით-ამაოდ ვცდილობ ზედ მის ყელთან მიტანილი თავი ოდნავ მაინც გავწიო, კიდევ კარგი სუნამოებში მაინც ქონია გემოვნება.
-სულ ვიცოდი ჩემი ჩახუტება რომ გინდოდა-წარბების თამაშით ნაბავს თვალებს. რეგვენოზავრი!
-ჰო აუხდენელი ოცნებების სიაში პირველი ეგ მეწერა და მეორე ლენინის მევზოლეუმში ღამის გათენება-ტუჩებმოპრუწული ვაქნევ თავს.
ლიფტიდან არქეოლოგიის კაბინეტამდე დადუმებული მოდის მისი უმაღლესობა
-რა ხდება ვალსის გაკვეთილია?-აუდიტორიაში შესვლისთანავე იდგამს ენას დროებით მიყუჩებული ჟელეების მბრძანებელი და ერთმანეთისგან დაშორებულ მერხებზე წყვილ-წყვილად მოკალათებული სტუდენტებისკენ იშვერს ხელს
-ამას ლაბორატორიული მუშაობა ჰქვია ჭკვიანო-ფრუტუნით ვიღებ გეზს ეულად მჯდარი სათვალეებიანი ბიჭისკენ და წინ ვუსკუპდები. აშკარად აზრზე მოსული ბურდული ღიმილით იკავებს ადგილს მეზობელ მერხზე, აქაც რომ ვერ მოიშორებ ადამიანს!
-არქეოლოგი ხარ?-ფიქრებიდან გამოვყავარ ცხვირწინ მჯდარ მხრებში მოხრილ ბიჭს, პარტნიორის არსებობა ვისღა გაახსენდა.
-არა თავისუფალ კრედიტად ავიღე-შეძლებისდაგვარად ვიღიმი და წინ დადებულ ტესტებს ვაჩერდები ნახევრადშიშველი აქილევსის გამოსახულებით, მოკლედ უშოვია საქმე რუსუდანს.
-არც მე, მათემატიკოსი ვარ-ამაყად მიცხადებს სათვალეებიანი.
-კარგია-ისევ ტესტში ვრგავ თავს, ან ეს პომპეის დანგრევის წლები საიდან მოიტანა ამ ქალმა. სანამ უშედეგოდ ვცდილობ გონების დაძაბვას და რაც არ ვიცი იმის გახსენებას ბურდული აშკარად არ კარგავს დროს, მობილურის ეკრანზე ანთებულ მის სახელს ვუყურებ და კონვერტს ვაჭერ თითს
„ბედი გაგეხსნა ზღარბო-ქორწილის მომლოდინე შენი გმირი“
თვალების ტრიალით ვაბრუნებ თავს ნახევარ მეტრში დასკუპული კუპიდონისკენ, ყურებამდე გაცინებული ორივე ხელს იდებს გულთან, რომ დაიბადები ადამიანი ცანცარა!
-მათემატიკის გაგეგება?-შემდეგი კითხვა ჩამესმის აშკარად რომ არ უნდა დავწყვილებოდი იმ მეწყვილისგან
-კი-თავის ქნევით ვუსწორებ თვალს
-ყოჩაღ,ზოგმა ისიც არ იცის ინტეგრალი რაა-სოკრატეს ბიძაშვილივით მიშვერს კალამს. კარგი, როცა ვთქვი მათემატიკის გამეგება მეთქი მაქსიმუმ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნა ვიგულისხმე, ეს ინტე რაღაცა მართლა რა უბედურებაა. უხერხულად ვიღიმი და მზერა ისევ აზუზუნებულ მობილურზე გადამაქვს, ესე იგი იშოვა ბიჭმა სამესიჯო თემა, ღრმად ვისუნთქავ და მომავალი სიბრძნის წასაკითხად ვემზადები
„ორი შვილი გეყოლებათ, ციალა და კუკური-ისევ შენი გმირი“
კრიჭაშეკრული ვაბრუნებ თავს აკაკანებული ბურდულისკენ. გამოხვალ შენ გარეთ! მთელი ერთი საათი დიდი მათემატიკოსის უფრო დიდ შეხედულებებს ვუსმენ საკუთარ თავზე. გადასარევია, ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო, ბურდული სიმპათიური მაინცაა. ჯანდაბა, ტვინო, მოდი ორივემ დავივიწყოთ რაც ბოლოს გაიფიქრე.
-ამ შაბათს ვარძიაში იგეგმება ორდღიანი ექსკურსია,დამატებითი ქულების მსურველებმა აუცილებლად ჩაეწერეთ!-ზარის ზუზუნთან ერთად ჩამესმის რუსიკოს გამკივანი ხმა, მორჩა, გამოვიდა ამინდები და დაგვაწყებინებს ახლა აქეთ-იქეთ წოწიალს.
-საკუთარი მანქანით რომ წამოვიდეთ შეიძლება მას?-ხელს წევს არნახული ქოჩრების სულისჩამდგმელი, კი კი ცხენში გაბმული ეტლითაც შეიძლება და სამბორბლიანი ველოსიპედით კიდე, მომინდომა თავისი რაშით გასეირნება.
-უსაფრთხოების მიზნით სამწუხაროდ მხოლოდ საერთო ავტობუსით შეიძლება სანდრო- სინანულნარევი ტონით ატყობინებს რუსუდანი, ხო ხო უთანაგრძნე გული არ ეტკინოს ბავშვს.
ნაჩქარევად ვალაგებ ჩანთას და მოხალისეთა რიგში ვიკავებ ადგილს, ასეა მაშო, ხომ აცდინე ვაჟბატონის შიშით მთელი კვირა, ახლა გიგანტურ ავტობუსში მოხარშვა მოგიწევს მთელი ორი დღე. სიის ბოლოში გარკვევით ვაწერ სახელს და უკვე კართან მისულს მკლავზე შეხება მაბრუნებს უკან, კაი რა სათვალიანო, პარტნიორი ვიცი მე ლექციაზე
-შემიძლია ექსკურსიაზე ჩემს გვერდით დაგიკავო ადგილი-წელში გამართული მიცხადებს აინშტაინის ძმაკაცი. არადა დღეს არავის წყენინებას არ ვაპირებდი.
-უკვე დავუკავე ჩემს გვერდით-ზურგს უკან ჩამესმის ბურდულის ხმა და მარცხენა მხარი შეშფოთებით მატყობინებს გადახვეული ხელის არსებობას. აშკარად გაღიზიანებული მათემატიკოსი 30 გრადუსით დახრილ პითაგორულ მზერას გვტყორცნის და პერიმეტრს ტოვებს.
-ხედავ რა გმირი გყავს ზღარბო? არა დღეიდან მხსნელი ვიქნები-დერეფანში მიმიძღვება თვითკმაყოფილების ზღვარს საშიშად გადაცილებული ბურდული
-ჯერ ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლე მხსნელო-საჩვენებელ თითს მხარზე ძველი ძმაკაცივით გადახვეული თათისკენ ვიშვერ.
-იყოს მედება-უდარდელად აქნევს ჟელეს ოკეანეში ნაყვინთავებ ქოჩორს და ავტოსადგომამდე აგრძელებს საკუთარი თავის იმ სიტყვებით შემკობას თვით ნინელის შექსპირსაც რომ არ მოსვლია აზრად.
-ექსკურსიაზე გვერდით ჯდომა კი არა მოახლოვებული არ დაგინახო იცოდე-გასაღების ძებნას ვიწყებ ჩანთაში
-წასვლის წინ შენი მხსნელი არ უნდა გადაკოცნო ზღარბო?-ისე იცხადებს გეგონება ყველა დამშვიდობებაზე ერთმანეთს ვერ გვაგლეჯდნენ ხელიდან
-მოიკალი თავი და იხსენი პლანეტა სანდრო-ხელების ფრიალით ვაღებ მანქანის კარს
-კაი მე გაკოცებ
სანამ ტვინი სიტყვა-სიტყვით გააანალიზებდეს ნათქვამს და პირიც შესაბამის მუქარის სიტყვებს ამოუშვებდეს,ორივე ხელით დაჭერილი თავი შუბლზე გრძნობს ამ ვირის ტუჩებს
-ფუ დამდორბლა-დაჯღანული ვისვამ ცალ ხელს
-ფუ ტონალური ამეწება-სიცილით იწმენდს ტუჩებს
გამწარებული ვეძებ რა ვესროლო, ჩანთა არა მეტისმეტად ძვირფასია, ფეხსაცმელი რომ წამართვას აქეთ გავხდები დასაცინი, არა მოსაცმელსაც ვერ გავიმეტებ. დამარცხებულის სახით ვჯდები საჭესთან და მანქანას ვძრავ. მთელი გზა დაახლოებით ცხრაჯერ ვამჩნევ სარკეში დებილივით გაცინებულ საკუთარ თავს, წადი მაშო იმკურნალე!
კარს ღილაკზე დაჭერამდე მიღებს უცნაურად აცქმუტებული ნინელი, რა ხდება კართან მელოდა?
-ჩქარა მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო-წივილით მიძღვება წინ
-ხო მშვიდობაა ნინელი?-ცნობისმოყვარედ ვიგრძელებ კისერს
-შენმა შერლოკ ჰოლმსმა დაქალმა ნატო გამოიჭირა-ცბიერი პროკურორის სახით ჯდება დივანზე და ლეპტოპისკენ იშვერს თითს.



№1 მოდერი sameone crazy girl

უბრალოდ შეუდარებელი ხარ ...ყურებამდე გაბადრულმა წავიკითხე როგორც ყოველთვის და საოცარ განწყობაზე ვარ რა აუ როგორ მიყვარხარ შენ არ იცი ამ ემოციისტვის რასაც შენი ისტორიების კითხვისას ვგრძნობ. ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული ხარ როგორც ა რუნდა ეცადონ რომ დაგემსგავსონ !
ხო და კიდევ ბურდულზე ჭკუას ვკარგავ..ჩემი ოცნების პრინცია ვგიჟდები ეგეთი ხასიათის ხალხზე ერთი გადმომიგზავნოს ვინმემ არ შეიძლება? არ მინდა სიმპატიური არც შეყვარებულად პროსტა ეგეთიხ ასიატი ჰქონდეს რა გავიფერადებდი ცხოვრებას cry smile smile

 


№2 სტუმარი Guest gvanca98

ciala da kukuri iyo yvelaze magari :DD au agar daagviano

 


№3  offline წევრი f43i3zxv

მმ პატარა იყი :/ მინდა დაუსრულებლად ვიკითხო :დ განსხვავებული და საოცარი ხარ :დ :* როცა ცუდ ხასიათზე ვარ ამას ვკითხულობ ხოლმე და ჩემი სანდრიკო მამხიარულებს :დ ვგიჟდები ბურდულზე საოცარი წყვილია ეგ და მაშო :დ აუ ექსკურსია რომ წარმომიდგენია უკვე ვეღარ ვითმენ :დ იმედია მალე იქნება მომდევნო ... ღიმილით ჩავიკითხე უცებ გამსაკუთრებით რეგვენოზავრი მომეწომა :დ ესეიგი ტყუილად არ ველოდებოდი მოუთმენლადა ამდენი დღეა :დ

 


№4 სტუმარი lina

ასეთი დაგვიანების მერე ასეთი პატარა თავი :(

 


№5  offline წევრი Indigo

მომეჩვენა თუ დაუთბათ ცოტა ურთიერთობა, ჩემ მაშუნას და იმ რეგვენოზავრს?
არა რა, შენი გამონათქვამები უნდა ამოვიწერო, კრებულად შევკრა და საპატიო ადგილას დავაბრძანო ჩემ ლექსიკონებთან, ოხსფორდის გვერდით. joy joy joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline წევრი sofia25

აუუ რამომენტზე გაწვყვიტეე გოგო !!! ეხლა დებილივით უნდა ვიჯდე: დდდ მალე დადე თორე გულიწამივა ალაბთ

 


№7  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ჩემი გმირი,ჩემი მხსნელი, ჩემი სანდრო. ჩემი და მორჩა. ძალიან მაგარი ვარ და ველოდები შემდეგ თავს. (ბოდიში პატარა კომენტარისთვის) ❤
--------------------
M.D

 


№8  offline მოდერი gonegirl

sameone crazy girl
უბრალოდ შეუდარებელი ხარ ...ყურებამდე გაბადრულმა წავიკითხე როგორც ყოველთვის და საოცარ განწყობაზე ვარ რა აუ როგორ მიყვარხარ შენ არ იცი ამ ემოციისტვის რასაც შენი ისტორიების კითხვისას ვგრძნობ. ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული ხარ როგორც ა რუნდა ეცადონ რომ დაგემსგავსონ !
ხო და კიდევ ბურდულზე ჭკუას ვკარგავ..ჩემი ოცნების პრინცია ვგიჟდები ეგეთი ხასიათის ხალხზე ერთი გადმომიგზავნოს ვინმემ არ შეიძლება? არ მინდა სიმპატიური არც შეყვარებულად პროსტა ეგეთიხ ასიატი ჰქონდეს რა გავიფერადებდი ცხოვრებას cry smile smile

ძალიან დიდი მადლობა :)) გისურვებ აუცილებლად გყოლოდეს ერთი ბურდულის მსგავსი ცხოვრებაში,ოღონდ მერე სინანულს არ ვართ :დდ

Guest gvanca98
ciala da kukuri iyo yvelaze magari :DD au agar daagviano

დამთავრდა გამოცდები და აღარ დავაგვიანებ :)

f43i3zxv
მმ პატარა იყი :/ მინდა დაუსრულებლად ვიკითხო :დ განსხვავებული და საოცარი ხარ :დ :* როცა ცუდ ხასიათზე ვარ ამას ვკითხულობ ხოლმე და ჩემი სანდრიკო მამხიარულებს :დ ვგიჟდები ბურდულზე საოცარი წყვილია ეგ და მაშო :დ აუ ექსკურსია რომ წარმომიდგენია უკვე ვეღარ ვითმენ :დ იმედია მალე იქნება მომდევნო ... ღიმილით ჩავიკითხე უცებ გამსაკუთრებით რეგვენოზავრი მომეწომა :დ ესეიგი ტყუილად არ ველოდებოდი მოუთმენლადა ამდენი დღეა :დ

ძალიან მიხარია ) კი მომდევნო თავში დიდი ამბებია :დდ მალე დავდებ ))

lina
ასეთი დაგვიანების მერე ასეთი პატარა თავი :(

ვერაფერს გეტყვი მართალი ხარ, გამოცდების გადამკიდე სულ ეს გამომივიდა

Indigo
მომეჩვენა თუ დაუთბათ ცოტა ურთიერთობა, ჩემ მაშუნას და იმ რეგვენოზავრს?
არა რა, შენი გამონათქვამები უნდა ამოვიწერო, კრებულად შევკრა და საპატიო ადგილას დავაბრძანო ჩემ ლექსიკონებთან, ოხსფორდის გვერდით. joy joy joy joy

ხო ოქსფორდზე ნაკლები არ აკადრო იცოდე :დდ დიდი მადლობა ❤

sofia25
აუუ რამომენტზე გაწვყვიტეე გოგო !!! ეხლა დებილივით უნდა ვიჯდე: დდდ მალე დადე თორე გულიწამივა ალაბთ

გავბოროტდი და :დდ კი მალედავდებ ;))

La Llorona
ჩემი გმირი,ჩემი მხსნელი, ჩემი სანდრო. ჩემი და მორჩა. ძალიან მაგარი ვარ და ველოდები შემდეგ თავს. (ბოდიში პატარა კომენტარისთვის) ❤

რისი ბოდიში :)) მხსნელმა მალე დაგიბრუნდებიო ) მადლობა ❤
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline ადმინი ano23

რეგვენოზავრი :D ჩავბჟირდი :D საოცარი გოგო ხარ ❤ ვგიჟდბი ამ ისტორიაზე და მის პერსონაჟებზე ^_^

 


№10  offline წევრი Kukrali

არაჩვეულებრივი ოსტორია მართლაც და არ შეიძლება დადებითი ემოციით არ დაიმიხტო ამ ისტორიის კითხვისას მალე დადე თორე გადავირევი სადაცაა ამის მოლოდინში:დ

 


№11 სტუმარი მაშოს გმირის ფანიი

არ შემიძლიხართ არცერთი!!!!! უშოკესია!!!!

 


№12  offline წევრი მარიამი”

Vaime vaime vaime sagamos unda chaujde gemrielad.Jer ar wamikitxavs magram ici rogor gamaxaree.Chemi giji gogo kissing_heart O

 


№13 სტუმარი Guest მონიკა

აი ძალიან მაგარი ხარ დაგვიანება ამ პატარა თავით მაინც გადაფარე ისეთი კარგი იყო . ძალიან კარგი ხარ.perfect

 


№14  offline წევრი blue witch

ბოდიში რომ ვეღარ მოვახერხე დაკომენტარება disappointed_relieved არაფერი მეთქმის უუუუუუკარგესი იყო

 


№15  offline მოდერი gonegirl

ano23
რეგვენოზავრი :D ჩავბჟირდი :D საოცარი გოგო ხარ ❤ ვგიჟდბი ამ ისტორიაზე და მის პერსონაჟებზე ^_^

დიდი მადლობა ❤^^

Kukrali
არაჩვეულებრივი ოსტორია მართლაც და არ შეიძლება დადებითი ემოციით არ დაიმიხტო ამ ისტორიის კითხვისას მალე დადე თორე გადავირევი სადაცაა ამის მოლოდინში:დ

ყველანაირად ვეცდები :დ

თინათინი88
მეც ვნახე ერთი-ორი მსგავსი ისტორია, ოღონდ მიმსგავსების საშინელი მცდელობა უფრო იყო. არ მოიშალო ნერვები და წერე შენ, ესენი ძალიან კარგები არიან kissing_heart

მიხარია რომ მოგწონთ :))

მაშოს გმირის ფანიი
არ შემიძლიხართ არცერთი!!!!! უშოკესია!!!!

სახელმა მომცელა :დდ მადლობა :)

Mariiiiami
აუუუ ნინა და ლექსოოო
მიყვარსს ეგგ წყვილიირაააა მიყვარსსს
აუუ სანდრომ იეჭვიანა ხოო უეჭველიპროტა და მაგიტო განაცხადა შევუნახე უკვე ადგილიო
უიი ეგ გამძვრალი ტიპი ეგგ
აუუ არვიცი რაა ძაან მაგარია და არც ვიცი რავთქვაა :დდდ


ახლა იმაზე უნდა ვთქვა ცოცა შენს შესავალზე
ასე გააფრთხილო კი არა სადაც კი ნახავ იქ უნდა გალანძღო და არვიცი მოკლედ პასუხი უნდა მოთხოვოოო
არმესმის უბრალოდ რატოო რატო უნდა გააეთოო
რატო არ სმენიათ საავტორო უფლებების შესახებბ რატოო
უნდა გაასაჩივრო ეგ რაა ფეისბუქზე შეგიძლია ეგ ამიტომ ნუ დაუხევ უკანნ
სრული უფლება გაქ და იმიტოოო
წარმატებებიი და ვგიჟდები შენზეე

მოკლედ შენ ხარ ამათი ფარული ზრახვების ექსპერტი :დდ
ზოგადად მარტო სამეგობროს ვასწორებ ლანძღვით მიწასთან :დ რავიცი ალბათ ბავშვურობით უფრო მოუვიდათ,იმედია გაითვალისწინებენ )

მარიამი”
Vaime vaime vaime sagamos unda chaujde gemrielad.Jer ar wamikitxavs magram ici rogor gamaxaree.Chemi giji gogo kissing_heart O

იმედია მოგეწონება :))

Guest მონიკა
აი ძალიან მაგარი ხარ დაგვიანება ამ პატარა თავით მაინც გადაფარე ისეთი კარგი იყო . ძალიან კარგი ხარ.perfect

ძალიან მიხარია,მადლობა )

Lollipop :))
ვერ ვიტან პლაგიატობას
მეზიზღება
ერთ-ერთი მოდერის ისტორია ვნახე, ფეისბუქზე ვიღაც სტატუსებს ედო.
რაც ამ საიტის წევრებმა ვაწამეთ და გავაპარტახეთ რავიცი. ..
ვინმემ რო ეგრე გაგიჩალიჩოს მომწერე შენს გვერდით ვარ.❤

ჰაჰა დიდი მადლობა საყვარელო :დდ პირველად ისევ წევრმა დამილინკა "მე შენ და ცუდი ბიჭების" რიმეიქი,იმათაც გაპარტახებულო ჰყავდათ უკვე :დდ

blue witch
ბოდიში რომ ვეღარ მოვახერხე დაკომენტარება disappointed_relieved არაფერი მეთქმის უუუუუუკარგესი იყო

რისი ბოდიში :)) დიდი მადლობა ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№16 სტუმარი Guest mmm

უუუკარგესიააა <3 მეც მინდა სანდროსნაირი ბიჭი

მალეე დადე გთხოვ <3

 


№17 სტუმარი Guest მარიამი

რეგვენოზავრიი ვაიჰ

მაგარი იყოო მაშოო აიი ძაან საუვარელია სანდრინიოო ლექსოო ხვედელიძე

მოვკვდი იმდენი ვიცინე რეგვენოზავრზე ჩავბჟირდი :DDD მაბოდებს შენი წერის სტილზე უ.აგრესი ლექსიკონი გაქ და ძაან მაგარი მუზა❤❤

 


№18 სტუმარი Ani

ძალიან მაგარი იყო

 


№19 სტუმარი Guest Darkness

Zedmetad gawelili gamigdis. Argewyinos magram imis miuxedavad rom sasacilo sakitxavia ukve zedmetad gadzabuli gamogdis..movlenebi ganavitare erti adgilis tkepna giwevs da momabezrebels xdis. Warmatebebi ganavitare shemdegshi mivlenebiii

 


№20  offline წევრი gogona tbilisidan

joy blush ლექსო და ნინელიიი ამ წყვილზე ვგიჟდები heart_eyes ბურდულზეც წარმოდგენა შემეცვალა და რაღაცნაირად ეგეც მომწონს :დდდმარა აი ხვედელიძეც ძაან საყვარელია და უფრო მნიშვნელოვანი როლი დააკისრე რა თორე ჭამის გარდა სხვა არაფერ ფუნქციას ასრულებს heart_eyes რაც შეეხება იმას რომ დიალოგებს გპარავენ და 13 წლის მარიამის სტატუსების მოთხრობებში იყენებენ ამაზრზენობაა და საკუთარი ფანტაზიის არ ქონა)))))მალე დადე რა

 


№21  offline მოდერი gonegirl

Guest mmm
უუუკარგესიააა <3 მეც მინდა სანდროსნაირი ბიჭი

მალეე დადე გთხოვ <3

მოვითხოვოთ ასი რჩეული სანდროსნაირი გამოგვიგზავნონ საქართველოში :დ

Guest მარიამი
რეგვენოზავრიი ვაიჰ

მაგარი იყოო მაშოო აიი ძაან საუვარელია სანდრინიოო ლექსოო ხვედელიძე

მოვკვდი იმდენი ვიცინე რეგვენოზავრზე ჩავბჟირდი :DDD მაბოდებს შენი წერის სტილზე უ.აგრესი ლექსიკონი გაქ და ძაან მაგარი მუზა❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤

Ani
ძალიან მაგარი იყო

მადლობა ❤

Guest Darkness
Zedmetad gawelili gamigdis. Argewyinos magram imis miuxedavad rom sasacilo sakitxavia ukve zedmetad gadzabuli gamogdis..movlenebi ganavitare erti adgilis tkepna giwevs da momabezrebels xdis. Warmatebebi ganavitare shemdegshi mivlenebiii

არა რა უნდა მეწყინოს, სწრაფ ცვლილებებს ვერ დაგპირდებით და ნელ-ნელა წავლენ წინ

gogona tbilisidan
joy blush ლექსო და ნინელიიი ამ წყვილზე ვგიჟდები heart_eyes ბურდულზეც წარმოდგენა შემეცვალა და რაღაცნაირად ეგეც მომწონს :დდდმარა აი ხვედელიძეც ძაან საყვარელია და უფრო მნიშვნელოვანი როლი დააკისრე რა თორე ჭამის გარდა სხვა არაფერ ფუნქციას ასრულებს heart_eyes რაც შეეხება იმას რომ დიალოგებს გპარავენ და 13 წლის მარიამის სტატუსების მოთხრობებში იყენებენ ამაზრზენობაა და საკუთარი ფანტაზიის არ ქონა)))))მალე დადე რა

ხვედელიძეს ყველაზე დიდი მისია აკისრია,რომანტიკული მომენტების ჩაშლა :დდ ვეცდები მალე დავდო :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22 სტუმარი Guest მარიამი

დღეს იქნება?

 


№23  offline მოდერი gonegirl

Guest მარიამი
დღეს იქნება?

არა, თუ მოვასწრებ ხვალ დავდებ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24  offline წევრი ucnobi_18

ყველაზე პოზიტიური მოთხრობაა რაც კი წამიკითხავს მათ შორიისს უმაგრესსიია

 


№25  offline წევრი მარიამი”

Tu gmErti gwams amoagebine am leqsos xma,bunchula bati es.

 


№26  offline მოდერი gonegirl

ucnobi_18
ყველაზე პოზიტიური მოთხრობაა რაც კი წამიკითხავს მათ შორიისს უმაგრესსიია

დიდი მადლობა :))

მარიამი”
Tu gmErti gwams amoagebine am leqsos xma,bunchula bati es.

თავისით უნდა ამოიდგას ენა :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№27  offline წევრი Geta

ახალ თავს არ ველოდოთ??

 


№28  offline მოდერი gonegirl

Geta
ახალ თავს არ ველოდოთ??

10 საათისთვის დავდებ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№29  offline წევრი f43i3zxv

Mm veli jer 30 rodis gaxdeba siaxleta ricvi da mere rodis gamoaqveyneben

 


№30  offline წევრი ninuca)))

როდის დადებ ახალ თავს?
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent