შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე #3


1-05-2017, 14:56
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 1 266

ღამე ვერ დაიძინა
ფიქრობდა ან ეფიქრებოდა
ზედმეტად აუტანლად და გამაღიზიანებლად,თან სასიამოვნოდ.
რას გაიგებ ამ გოგოსას ?
ვერც ვერაფერს.

1 საათი.
ზლოზვნით გამოეღვიძა,ამჯერად არც ხმაურს შეუწუხებია და არც ტელეფონის ზარს.
სწრაფად ისაუზმა და ნიკას დაურეკა.
-ნიკა
-ხო,ნია
-ნუცას რა უყვარს ?
-ნუცა? ნუცას ?_უცბად გამოფხიზლდა ბიჭი,თითქოს.
-ჰო
-ნუცა,ცოტა ისეთი გოგოა რა, ვერ გეტყვი რა, მხოლოდ უნდა იცოდე,რომ სუნამოებს ვერ იტანს!
-მართლა ?
-ხო,მოდიხარ ხო ?
-კი,მაგრამ სად_ჩაეცინასავით.
-მწვანეში,ჩვენთვის იკეტება
-სერიოზულად ?
-გელი სიცოცხლე 4ზე
-4ზე რა უბედურებაა ?
-ნუცას დაბადების დღე,წავედი და მოდი_გაუთიშა.
საფულე და ტელეფონი აიღო და სახლიდან გავიდა.
უკვირდა
საშინლად
გოგო იყო და სუნამო არ გიყვარდეს ?
არიცის და ვერც გაუგია,არც ცდის.
იმდენი იფიქრა, ტვინი ლამის აუფეთქდა.
მერე გაიხსენა რა ეკეთა ნუცას ხელზე,უცბად დაარტყა თავში რაღაცამ და ჰარი პოტერის სამაჯური გაახსენდა.
მაშინვე ანაკოს დაურეკა.
-ოდრი!
-ნუ მეძახი ოდრის,არ ვარ მე შენი ოდრი!
-ნუ ბუზღუნებ, ხოიცი როგორ მიყვარხარ
-რა გინდა ?_მობეზრებული ხმით უთხრა ე.წ ოდრიმ.
-აი, გოგო შენი და,ლიზიკო ჰო პოტერპოდი თუ პოტერჰადია ?
-უნიჭო, პოტერჰედი,მერე ?
-რადა მაგის მაღაზია არიცის თბილისში სადაა ?
-მე ვიცი,პლეხანოვზეა "პალანტირი" ჰქვია
-კაი,მადლობა და მერე შემომიარე რა
-ვეცდები
სწრაფად გაუთიშა, ჩაიცვა და გარეთ გავარდა.
მწვანე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.
დანიშნულების ადგილზე მალევე მივიდა.
მაღაზია ?
კაი რა, ესე როგორ უნდა გიჟდებოდე რომელიმე ფილმზე თუ წიგნზე.
ბევრი წუწუნის შემდეგ ძლივს აარჩია რაღაცეები.
4 კულონი,  5სამაჯური, 3 რაღაც ჯადოქრის წიგნი და  5 "ელექ" უყიდა,ყველა სხვადასხვა მნიშვნელობის.
გამყიდველმაც უთხრა,რომ ყველაზე მაგარი საჩუქარი ესაა დაბადებისდღეზეო.
მაღაზიიდან გამოსულს ავარია დახვდა.
მანქანაც ეცნო და ვიღაცის სურნელიც საშინლად ნაცნობი იყო.
მარჯვნივ გაიხედა და რას ხედავს ?
გაგა იყო.
აწ დამტვრეულ მანქანაში ჯდებოდა.
ხო აი ის ბიჭი
ნიამაც,რომ იცის
და
ჩვენც,რომ ვიცით.
გული ?
გული ?
გული ?
ესინჯება ?
არის ?
ვერა ?
რჩება ?
სიამოვნებს ?
აუტანლად.
სწრაფად გაიკეთა სათვალე,მაგრამ მაინცდამაინც მაშინ გამოიხედა,თითქოს მის ჯინაზე მოხდა.
ეს უკანასკნელიც მისკენ წამოვიდა
ნელა
დინჯად
ჯიბეებჩაწყობილი
აუჩქარებლად.
ეს ?
ნია ?
ნუ კაით რა, ხო ხვდებით ?
:)
-როგორ ხარ ?_გადაკოცნა და გაუღიმა.
-კარგად,შენ ?
-მეც, დაჯექი გაგიყვან
-არა იყოს
-დაჯექი მიდი,მიდი
-არა,არა მადლობა
-ვერ გითხარი გასაგებად ?_ცალი წარბი აუწია ცეცხლაძემ და ისე შეხედა.
უკაცრავად ?
სერიოზულად ?
ნუ ჩუმად,ხო ?
:))))
-კარგი_ამოილუღლუღა და მმანქანისკენ დაიძრნენ.
უკან დაჯდა.
-მანდ რა გინდა ?_გაუცინა.
-მინდა
-სად მიდიხარ ?
-სახლში
-ნუცას დაბადების დღეზე მოდიხარ ?
-კი,შენ?
ეს "კი" ხო, მაგრამ "შენ" წამოცდა:)
-ხო აბა
მეტი აღარაფერი იყო
გარდა
ცეცხლაძის სუნამოს ტრიალის
და
კვარაცხელიას გაუჩერებელი გულის
და
კიდევ რაღაცის.
დაემშვიდობა და სახლში აირბინა.
მანქანა ისევ იქ იდგა, ისევ იქ იჯდა მძღოლიც,მაგრამ უკვე ტელეფონით ხელში.
-ყურშა, როგორ ხარ ?
-ბიჭო! სად დაიკარგე,შენ ?
-რავი რა, რაღაცის გაგება მინდა
-ოჰო,აბა მითხარი
-მოკლედ, ერთი გოგოა რა,ჩვენთან ცხოვრობს,ეხლა გადმოვიდა, ნია კვარაცხელია,ხოდა გამიგე რა ყველაფერი.
-ეე, კაი აბა რას ვიზავ!
-დავაი,მადლობა რა
-არაფრის ბიჭო,რისი მადლობა
-კაი და მომწერე ხო ?
-ბაზარი არაა, კარგად.
კმაყოფილმა გაიცინა,კორპუსს ახედა და მანქანა დაძრა.

გარდერობში შეძვრა და დაიწყო წუწუნი დუბლი მეორე.
საბოლოოდ არჩევანი მოკლე,ღია და ატმისფერ მაისურზე,თავისუფალ ჯინსზე და კედებზე შეარჩია.
შოკოლადისფერი თმები დაიშალა და ღია და ვარდისფერი პომადა წაისვა.
ნუ მაინც, ნუცას დაბადების დღე იყო.
4 ხდებოდა უკვე, საჩუქარი, საფულე აიღო და
მწვანესკენ დაიძრა.
-ნიაკოოც მოსულაა!_კარში შეეგება ნიკა და მოულოდნელად დაატრიალა.
-სულელო! ოდესმე დაჭკვიანდები ?
-ღმერთმა დამიფაროს!_ხელები ცისკენ აღაპყრო და თვალები მინაბა.
-გამოუშვი აბა ჩვენსკენ,ნუ ეტა დურაკა,დურაკა_წიოდა ნუცა.
-აუ დორა ნუ დამიწყე რა!
-დორა ვინაა ?
-ნუცას რუსი ბებია
-აა,ვაიმე ნუცა,გამატარე!
-გილოცავ!_ჩაეხუტა კნუტებიან კომბინიზონში გამოწყობილ ნუცას.
-მადლობები,რა მომიტანე ?_ინტერესით დააკვირდა იუბილარი ყუთს.
-ნახე აბა
ყუთი გახსნა
მაგრამ ნეტავ,არ გაეხსნა
იქ ამბავი იყო ?
წივილი,კივილი და გადახვევები.
საბოლოოდ ძაან მაგარი საჩუქარი გაუკეთა ნუცას, ჩვენმა ნიაკომ.
ის არ ჩანდა, არც ციკლოპა.
-ის არ მოიწვიე?_იკითხა ტასომ.
-ვინ ის ?_ჩაერთო ნიაც.
-ნუ მოკლედ,რახდება, ერთი ბიჭია, ჩვენი უბნელია ისიც, უყვართ თუ მოწონთ ერთმანეთი ვერ გაიგებ რა,ბიჭებს არ ევასებათ,მაგრამ არაფერს არ ამბობენ.
-ა, რა ჰქვია ?
-სანდრო ლეჟავა.
-კარგი და ანუ მოიწვიე თუ ?
-არც დაურეკია,ნიაკო_რაღაცნაირი მზერით შეხედა.
-გასაგებია, დაიკიდე, მითხარი,რას ვშვებით დღეს ?
-ყველაფერს,ნიაკო,ყველაფერს!_ყურში ჩაჰყვირა ნუცამ.
გაეცინათ.
ორი წამით,დავაშოროთ აბაა კადრი!
ჰმ, შესანიშნავი ტრიოა.
ბოლოს ისიც და ციკლოპაც მოვიდნენ და გარეთ გასვლა ეღირსათ!
"მრგვალ პარკში" შევიდნენ.
-ნაყინი მინდა_წამოიწუწუნა უკვე გახსნილმა ნიაკომ.
პატარა ბავშვებივით მიირბინეს ნაყინის ჯიხურთან.
ერთადერთი გაგა მიდიოდა ჩვეულებრივად.
-მე შოკოლადის მინდა!_წამოიყვირა ტასომ.
-მე შერეული
-მეც!_მხარი აუბა ნუცამ კვარაცხელიას.
-კაი ჩვენც ეგრე,გაგა შენ ?_ციკლოპამ მიაწოდა ქალს ფული.
-არ მიყვარს, აღარ გახსოვს ?
-ადამიანს ნაყინი როგორ არ უნდა გიყვარდეს_ჩაიბურტყუნა კვარაცხელიამ და წარბები შეჭმუხნა.
-ჭრელად_ის უკანასკნელიც დაიხარა და ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა.
უცბად გახტა ტასოს მხარეს.
-აჰა დაიჭირე შენი!_გაუწოდა ნიას ნუცამ.
გამოართვა და უკან ნაბიჯის გადადგმისას,ქვაზე ცუდად დაადგა ფეხი, რამაც უკან ვიღაცასთან შეჯახება გამოიწვია,რაც მთავარია ნაყინი გადარჩა!
შებრუნდა და მასზე ერთი თავით მაღალ სილუეტს ახედა.
-ბოდიშით
-არაუშავს_გაუცინა უცნობმა.
წამიერად შეჩერდა უცნობი,იქვე მდგომებს მოავლო თვალი და ჩაეღიმა, საშინლად ჩაეღიმა.
-წავედით_თითქოს მკაცრად გასცა "ბრძანება" ცეცხლაძემ.
-რა გქვია ?_სწრაფად ჰკითხა უცნობმა კვარაცხელიას,თითქოს შანსი არ დაკარგაო.
-ნია
-დიმა
-სასიამოვნოა
-წავედითმეთქი!_ძარღვებდაჭიმულმა ცეცხლაძემ მკვლელითვალებით შეხედა დაბნეულ ნია'კოს:)
სიცილით გაშორდათ დიმა.
-რა გჭირს ?_თითქოს სამუდამოდ დახსნა რაღაც სტერეოტიპი ამ გოგომ.
ვერ გეტყვით,სერიოზულად
ასე იყო.
-რადა მაგას არ გაეკარო!
-რა ? ნორმალური ხარ ?
-კაი ვსიო,მორჩა_უცბად გაწია ბუბამ ნიაკო.
მერე ისიც გავიდა, ციკლოპა უკან გაჰყვა.
-ბუბ,რა ხდება ?
-როცა დრო მოვა,მაშინ მოგიყვები კაი ?
-კარგი
-იმედია,ეგ დრო არ მოვა_ორაზროვნად ჩაილაპარაკა ნიკამ.

____
მადლობა ყველას,ვინც მიძლებს,მკითხულობს და მაფასებს:)
პს:არასწორად დაიდო ის "მესამე" თავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent