შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება (2 თავი)


1-05-2017, 16:22
ავტორი მებედნიერი
ნანახია 1 355

გუშინ ჯგუფელის დაბადებისდღეში ვიყავი. კლუბში გადაწყვიტა აღნიშვნა. განწყობა მშვენიერი მქონდა, თუმცა მანამდე კახას დაბადების დღეში ვიყავი წასასვლელი. უკვე 6 წელზე მეტია ვიცნობ მას და ნამდვილად არ მაპატიებდა ეს დღე მისთვის რომ არ დამეთმო, ამიტომ მოვემზადე და ადრიანად დავადექი კახას და მის ცოლს. ყოველთვის მხიარული, ჩემი ნერვების მომშლელი და უსაყვარლესი კახა, როგორც ყოველთვის არ კარგავდა პოზიციას და მთელი იქ ყოფნის მანძილზე მაწვალებდა. შუა მზადებაში ვიყავით, როდესაც კახას მიხუტებული ლიკა მომიტრიალდა და მეუბნება
- იცი, არასდროს შემხვედრია ისეთი განსხვავებული ძმები, როგორებიც კახა და სანდრო არიან. კახასნაირად ალბათ არასდროს არავის მივნდობივარ. აი შენ კი ჩემ თვალშ ნამდვილი გმირი ხარ. როგორ მოახერხე და გაუძელი მის ხასიათს ამდენი ხნის მანძილზე?
-ლიკუშ, ხომ იცი რა უცნაური ვინმე ვარ?! ზედმეტად დიდი მოთმინების უნარი მქონია, რაც არცთუ სახარბიელო აღოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ეგ არაფერი ახლა კარგად ვარ.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი გოგო ხარ. ძალიან ძლიერი , მეგონა მას ვერასდროს დააღწევდი თავს
-ვიცვლებით საყვარელო, გავიზარდე, ბევრ საკითხს სხვა თვალით შევხედე. ბევრი ვისწავლე
-ლიკა რა თემა წამოჭერი ახლა მაგის დრო იყო? - თბილი მზრუნველი ხმით ეკითხება კახა
-მართალი ხარ , დღეს შენი დღეა და საერთოდაც, არანაირი სევდა.
ლიკა ჩემკენ მოდის და გულში მიკრავს. საყვარელია ეს გოგო. უბრალო და თბილი. დღეს თავს ლამაზად ვგრძნობ, ამიტომ მინდება ყველამ მნახოს , ამ შემთხვევაში სანდროსაც ვგულისხმონ. თუმცა სურვილი არ მისრულდება, ისევ ისეთ დროს მომიწევს შეხვედრა როცა დამალვის სურვილი მექნება. ეგ არაფერი. ამასობაში ჩვენი სამეგობროს ბიჭებიც მოდიან თუმცა ჩემი წასვლის დროც მოდის, თაკოსთნ ვარ შეთანხმებული, რომ აუცილებლად მივალ. ასე რომ ჩემი ბავშვების ნახვით გაბედნიერებული და გაბრწყინებული ავტობუსში ავდივარ და მგზავრების მზერასაც მაშინვე ვგრძნობ. ესეც იმის დასტური რომ მარტო მე არ მომწონს დღეს ჩემი თავი. კლუბში არავისზე ვფირობ და უბრალოდ სურვილს ბოლომდე ვიკმაყოფილებ და მთელი სხეულით ვმოძრაობ, სასმელი ნელ-ნელა მედება და ცხელი ტალღებიც მივლის. ვგრძნობ როგორ ვდუნდები, ყველას აზრი უკანა პლანზე იწევს და მხოლოდ ჩემი სურვილი და სიაოვნება რჩება, თვალდახუჭული ნელა ვაყოლებ მელოდიას თავს და უბრალოდ ამ მომენტით ბედნიერი ვარ. ღამით ჯგუფელთან ვრჩები და დილით სულ რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ სახლში მიმეჩქარება ახლა ამ თავის ტკივილის და დაღლას ცხელი წყალი და ძილი უშველის. კარზე კაკუნია, მესიკვდილება ადგომა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. საბედნიეროდ ჩემი ელენეა კართან.
-ელე შემოდი
-აბა ახლა მომიყევი როგორ ხარ? კაი დრო გაატარეთ გუშინ? ჰა რომელ ბიჭთან გქონდა სექსი ან რამდენჯერ?
-ღმერთო , რა გიჟი ხარ. დაჯექი მაინც
-შენ გაქვს სექსუალური გამოცდილება და გეცინება თორემ, აბა ამ ობმოკიდებულ გოგოს შემომხედე. ვერ ხედავ როგორ ვიწვი უკაცობისგან? შენ კიდე ნორმალურადაც არაფერს მიყვები რა არის?!
-არაფერი არ მომხდარა გუშინ . ან რა უნდა მომხდარიყო? ისე ერთი პრობლემა მაქვს, მგონი ბიჭებს ვერ ვხიბლავ, უფროსწორად თავიდან ინტერესდებიან და რაღაც მომენტში ვაფუჭებ ეტყობა და უბრალოდ ჩერდებიან. ნუ მოკლედ ჯერ მე არაფერი მეშველება, ისევ სჯობს შენ მიხედო იმ შენს ქირურგს, იქნებ შენ მაინც გეშველოს რამე
-უკანალი იქნიე და მაინც არ მოიხიბლა? კარგად იცი რომ ქალები აინტერესებს? -სერიოზული სახით მიყურებს და მე მის ვარაუდებზე უკვე გულიანად ვიცინი- მისმინე, ახლა არ თქვა რომ ბიჭებს ისევ სანდროს ადარებ, ან მათში იმ წვერებიანს ეძებ, საზიზღარ დამპალ ნაბიჭვარს.
-არა, უფროსწორად არ ვიცი. მგონია რომ არ ვიქცევი მასე, მაგრამ მოკლედ რამე უნდა მოვფიქროთ რა
-არავითარი მოფიქრება , უბრალოდ ერთს მაგრად გცემ და ეგ იქნება, სხვა მგონი უკვე ვერაფერი გიშველის. -როგორ მიყვარს მისი მწარე-თბილი სყვარულის გამოხატვები.
-მოკლედ მე ძალიან მეძინება ახლა და უბრალოდ წავალ დავიძინებ ოღონდ უნდა ჩამეხუტო- ელენე ჩემს სურვილს ჰყვება და ისე მიხუტებს ვეჭვობ ძილი კიარა სუნთქვა მაინც შევძლო -ელე ოდნავ გამიშვი ხელი
-კაი ხო, -ოდნავ გაბუტული ხმა ნელა ქრება და სიზმარში თავგანწირულ ყვირილში გადაიზრდება, ესეც ჩემი ბოლო დროის მოუშორებელი კოშმარები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent