შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდემდე შეშლილი(4)


2-05-2017, 20:14
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 627

დერაფანში გავრბოდი კი არ მივდიოდი. ბოლოში ირაკლი იდგა და შევჩერდი რომ გამიღიმა. აასე ხო არ ავუვლიდი გვერდს. მეგობრებს გამოეყო და გადამკოცნა
-როგორ ხარ მარიამ? ებრძვი საგნებს?
-ნამდვილად ვებრძვი - ვიღიმი და მის მეგობრებს ვუყურებ ,მიცნეს დამპლებმა ამათ!
-ვაა ვააა ვინ გაგვეჩითა ... კონპენსაცია მიიღე ირუშ ზარალის სანაცვლოდ? - ერთი ყეყეჩი გვიახლოვდება და იკრიჭება- მე ტატოო შენ მარიამი ხომ? -ხელს მიწვდის და ოდნავ წელში იხრება - ბენდენა აკლია ყელზე და ეგაა...
-ხომ არ გინდა მისი ბედი გაიზიარო ტარიელ? -თვალს ვუკრავ და წამში ისე წევს წელს უკან თიტქოს ჩემი ჩანთა მისი მიმართულებიტ მიდიოდა უკვე- არ შეგეშინდეს ტატოო თავს არავის ვესხმი...მშვიდი გოგო ვარ მე- ამჯერად ბიჭები ხარხარებენ , ირაკლი ცუდადაა აი ტატო კი ტლიკინის ხასიათზე ნამდვილად აღარაა
-ვაახ ჩემიი ეს ვინ ყოფილა ეე !
ბიჭები გავიცანი. მითხრეს ჩარჩენილი არ გვაქ არაფერი და თუ რამე დაგეხმარებითოო მაინც გამოცდილება გვაქ პროსტა იმ ანატომიის ლექტორს არ ვიცნობთ რა მასტიაო. ამ ლაპარაკში ვიყავით რაღაცაზე ვკისკისებდი იმათთან ერთად ლექტორი რომ გამოჩნდა ! ერთი მზერა შემავლო, კუშტი გამოხედვა ჰქონდა, წარბებს შორის ღარი ჩანდა ისე იბღვირებოდა. გზა განაგრძო ჩვეული დინჯი ნაბიჯებით ერთი ის შევამჩნიე როგორ ჰქონდა დაჭიმული ჩანთის სახელურზე ჩაკიდებული ხელი და ისე უჭერდა ხელში გაულღვებოდა მალე ტყავის ნაგლეჯი.
მალე დავემშვიდობე ყველას და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს. კიბე ჩავირბინე და მეორე სართულზე წავედი ბიოლოგიის აუდიტორიისკენ .
დედაჩემს რომ ვუთხარი ნაწილი იმ ყველაფრიდან ლამის გადმოძვრა მობილურში. კარგად გამომლანძღა ამდენი როგორ ელაპარაკეო, რა გეგნაო მოკლედ ღირსი იქნები ქულას რომ ვერ მიიღებო. მერე მოტკბა და სხვა ამბები გამომკითხა, ბოლოს გაიხსენა ისევ და სიცილი დაიწყო. ყველა რატომ იცინის ვერ გავიგე რა ნახეს სასაცილო.
ოთხშაბათს და ხუთსაბათს ვისვენებდი ანატომიისგან. პარასკევს ლექცია მქონდა და უბრალოდ ბოლო რიგიდან ვუსმენდი. ნიშნები გამოგვიცხადა ლექციის ბოლოს და 10 ქულაო რომ თქვა ლამის სკამიდან ავყირავდი. შეფასების სისტემა მშლილი აქვს? წერით უკეთესად დავწერე ვიდრე მოვყევი? იდიოტი.
შემდეგ ისევ სოფელში წავედი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა .
.........
ერთი კვირაა სტუდენტი ვარ და იმდენად არეული მაქვს ყველაფერი თავში ასე მგონია ვერასდროს შევეჩვევი ამ გარემოს. თითქოს ახალი გარემო, კურსელები ,ლექტორები და ეს ურტულეს საგნები არ მყოფნიდა ღმერთმა ერთი დემონიც გამოგზავნა ჩემთვის. ალბათ იფიქრა რომ საკმარისად არ მქონდა ნევროზი და ბოლო ნერვული დაბოლოების გასანადგურებლად მიხეილ დაშნიანი გადმომცა ხელში . ასე აიღო და პირდაპირ ნერვზე დასვა.
რა საშინელებაა როცა ხვდები რომ გვიან გაახილე თვალები. რამდენი ხანი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ მე კი მხოლოდ მაშინ შევამჩიე როცა თავად მოისურვა. ახლა რა როგორც თავად მოინდომებს ისე უნდა იყოს ყველაფერი? ნურას უკაცრავად ! ვინ დასვა ეგ უფროსად როცა მე ვარსებობ!
ჯანდაბა ! რამდენს ვლაპარაკობ ...თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორია რომ ვუყურებ გული მიგიჟდება. ყველა უჯრედი გიჟდება და ერთიანად ვიშლები!
ჩემმა საშინელმა დამ რაღაც იცის და არ მეუბნება... მარიამიც მის მხარესა. არ სჯერა რომ ცუდია ,არ სჯერა რომ პრობლემას შემიქმნის. მე კი ვიცი რომ თავბრუს დამახვევს, ხელში ჩამიგდებს და მერე ისე გამიშვებს ,დამტოვებს მარტო . მე კიდე არ ვაპირებ ვინმეს სათამაშო გავხდე! არასდროს ...
ისე წვიმს მთელი დღეა ყველა თბილი ამინდი ერტად აანაზრაურა. იმხელა წვეთები ცვივა ერთიანად მისველებს მთელს სხეულს. ჩემი და და მისი პრინცი მიახლოვდებიან. კურსელები არიან რა ენაღვლებად დადიან გუგულებივით ,ჟღურტულებენ და უხარიათ ცხოვრება. მალე დაასრულებენ სწავლას და გამიფრინდება ჩემი დაიკო . წარმოდგენაც არ მინდა რა მეშველება მის გარესე ვინ გარეცხავს,ვინ დაალაგებს, ვინ დამანაყრებს? ფიქრიც არ მინდა! ჩემი მომავალი სიძე არის პირდაპირი მნისვნელობით ბულკი...წყნარი,მშვიდი, უპრობლემო. წესიერი ზრდილი ,განათლებული აი რომ ჩამოწერ თვისებებს სუპერ პრინცისთვის ეგაა ზუსტად. გარეგნულადაც კარგი ბიჭია ყველაფერთან ერთად მართალია მიშოს მსგავსად ...რა შუაში იყო მიშო? არა რა შუაში იყო ტვნო შენ გეკითხები?! მიპასუხეეე რა დროს ის ვამპირი იყო ... ის ის მუტანტი... მონსტრი !
-მოგესალმები ცოლისდავ..როგორ ხარ- ლოყაზე მკოცნის და მიღიმის
-კარგად საბა თავად?
-მეც კარგად!
-კლინიკაში მივდივართ ჩვენ და წამოდი გაგიყვან სახლში- შემომთავაზა მაშინვე. არა როგორი კარგია ხედავთ? ჩემზეც ზრუნავს ...
-უარს ვერ გეტყვი ნამდვილად- თავშესაფარიდან გავდივართ და სწრაფად მივდივართ გასასვლელისკენ. უცებ ვიღაც ურეკავს სიძეს ისიც ეუბნება კაი ვიჩქარებთო და სანამ მის მანქანამდე მივაღწევ სალომე მეძახის
-გვეჩქარება ჩვენ ძალიან...გვაგვიანდება და ვერ გაგიყვანთ რა!
-რაა? აქამდე ტყუილად გამომიყვანე სიძე? ასე მტოვებ? ტყუილად გეკრიჭებოდი მადლიერი კნუტივით ამდენ ხანს?
-როგორ გეკადრება... ჩემი მეგობარი მოვა და წაგიყვანს.- უცებ მკოცნის და მიაქროლებს მანქანას გზაზე. დავრჩი ასე ნერვებაწყვეტილი და ვინ დაიჭერს ახლა ამათ? მანქანა უნდა ვიყიდო ! სადა გაქვს ფული საწყალო თამარა საად?! ფეხებს ვაბაკუნებ წყალში ,რა უბედურებაა გზაზე რომ მდინარე გადადის სულ არაა არხები გაწმენდილი? მანქანაც რომ არსად ჩანს? რა ხდება ასეთი ! აი მოდის ვიღაც...ფარები ანათებს და თვალები სიე მიჭრელდება პირდაპირ ვაღებ წინა კარს და ჩაჯდომამდე ცოტა მაკლი.ცალი ფეხი მანქანასი მაქვს კაბა გადამეხსნა შუაზე ,მაგრამ დღეს მეორედ ჩავუჯდე ამ ქაჯს მანქანაში? გამორიცხულია
-დასველდა სალონი ! დაჯდები თუ არა-რაოოო? სალონი დასველდაო? ამაზე წუხს? და ამას მე მოვწონვარ? ასე უნდა დამკეროს? უტაქტო გორილა! კარს ფართოდ ვაღებ ჩანთიდან ბოთლს ვიღებ თავს ვხდი და პირდაპირ მისი მიმართულებით ვასხავ
-მაპატიე საყვარელო ...წყალი არ არის ფანტაა მაგრამ გესიამოვნება ვიცი - ვუღიმი ,კარს ვხურავ სწრაფად რომ არ მომწვდეს და იქვე არ ჩამაგდოს კანალიზაციის ხვრელში და სწრაფად მივრბივარ ავტობუსისკენ. იმდენი ხალხია ასვლას ვერ ვასწრებ,უცებ უწონობის მდგომარეობაში გადავდივარ. მოხრილი ვარ გადაკიდებული რაღაცაზე და ეს რაღაც მოძრაობს. სხეულზე ცივი წვეთები მეცემა, კანი მეყინება და ფართხალსაც ვერ ვახერხებ ისე მაგდებს მანქანაში ის დემონი! რაოო ვინოოო? ახლა ამან დამიჭირა მე წამომათრია მხარზე გადებული და ახლა მანქანაში ჩამტენა? დაჯდა კიდეც და მიდის? არ არსებოოობს ! მოვკლავ
-ხმა არ გავიგო შენი !- სახეზე ყვითელ წვეთებსაც ვამჩნევ წვერზე წვიმის წვეთებთან ერთად გადადის. ჯანდაბა ახლა რომ ვაკოცო ფანტას გემო ექნება? ტკბილი იქნება ვითომ? ენა რატომ ჩავიგდე? დავუჯერე? ახლა მე ამას ვუჯერებ და არ ვაწუხებ? სად ოხრობაში მიდის ქვესკნელში...თუ ბნელ სასახლეში! დემონი ეს ...ვამპირი .არადა ზედმეტად კარგი კბილები აქვს ..სად დავინახე კბბილები..ისე იკრიჭება როგორ ვერ დვაინახავდი! 32 კბილს მილაგებს წინ მომავალ დენტისტს !
-ჩემი ხმა არ მოგწონს? აქამდე ვერ მითხარი? საერთოდ აღარ გავჩუმდებბოდი
-გეფიცები ენას ამოგგლეჯ ...ნუ მაიძულებ გავგიჟდე! მერე ერთად ავასრულებ ყველა სენს ნათქვამ სიტყვას დემონიც გავხდები, ურჩხულიც და კიდევ მკვლელიც! დაგახრჩობ იცოდე !
-მუქარა...მუქარა და ისევ მუქარა.ასე აშინებ სენ ყველას? რა მხდალები გყოლია ირგვლივ! ჩემზე ,ერთ სუსტ საყვარლე გოგოზე არ ჭრის და დავიჯერო მამრობითი სქესის წარმომადგენელზე მოქმედებს? - ეს რომ ვთქვი ისე შემოაბრუნა მანქანა ვიფიქრე რამეს შევასკდებითთქო. გარეთ ისევ ისე საშინლად წვიმდა, ხალხი გარბოდა ქუჩებში, წყალი ფარავდა გზას ის კი ისეთი სიცქარით მიდიოდა ამ ღრუბლიან ბნელ ამინდში ნამდვილად ვიფიქრე რომ სადმე ხრამში გადავიცეხებოდით.ეს ისეთია იპვიდა შუა ქალაქში ხრამს ! სად მიდის... ჩემი სახლი მეორე მხარესაა. სად ჯანდ...მოიცა რა? ეს რა ეს ...ეს თავის სახლში მივყავარ? ამ ავადმყოფს .ახლა ნამდვილად მომკლავს...კი მომკლავს. მირჩევნია მომკლას ვიდრე თითი დამაკაროს ! ძალადობაშიც არ ცაეთვლება ერთი რომ მაკოცოს ჩემით ჩავადნები ხელებში ! მოიცა რა უკვე გადავედით? რა საჭიროა ჩქარა წაყვანა ჩემითაც წამოვალ.ლიფტში შემსვა და ღილაკს მიაჭირა. ხელს მაჯიდან არ მისვებს, გაყინული აქვს თითები ხელი დაჭიმული აქვს მაგრამ მაინც არ მიჭერს ისე რომ მატკინოს.-არ მითხრა ახლა რომ ჩემზე ძალადობით აპირებ შენი შესაზლებლობების გამოვლენას... რა ეგო გაქვს ასეთი პატარა . ეს ..რა ხმაა?-შეუძლებელია ოღონდ ეს არა...ოღონდ სუქი არ წავიდეს...ოღონდ ლიფტი არ გაჩერდეს! არააა არა და არა ! არ შეიძლება მე და ეს ერთად ვერ ცავიკეტებით ამ პატარა ლიფტში გამორიცხულია.მერე რა რო ახალია სენებული კორპუსია,მერე რა რო მსვენიერი ლიფტია არაააა ! ჯანდაბა უკვე გაჩერდა? ისეტი ხმა იყო და ისე შემაქანა პირდაპირ ავეკარი მკერდზე. მკერდია თუ ლოდი რა არის ცხიმი სულ არააქ ? პირდაპირ კუნთია ძვალზე?
-ამის დედას ***ცი რა დროს ეს იყო !- კედელს ისე ურტყავს მუშტს მგონი მეორედაც რომ დაარტყას კედელსაცგაიტანს და შევალთ ვინმესთან ბინაში .
-ოჰ მე ხო მიხარია აქ შენთან ერთად ყოფნა-ჩუმად ვბუზღუნებ და კედელს ვეყრდნობი. სარკისკენ არც ვიყურები დარწმუნებული ვარ სასინლად გამოვიყურები . ტანზე მოკრული ტანსაცმელი უკვე ნერვებს მისლის. ქურთუკს ვიშორებ და სველ კაბას დავყურებ. ის სადღაც რეკავს... ვიღაცას ეუბნება მისამართს .ალბათ ხელოსანს მერე ღრიალებს და აგინებს! რა კულტურული ახალგაზრდაა საოცრებაა
-რას ნიშნავს შუქი არაა... *ლეზე . ყველას მოგხსნით სამსახურიდან. რამე მოიფიქრეთ და გაგვიყვანეთ აქედან. იქნებ სადმე ბავსვია ჩაკეტილი, ფეხმძმე ქალი ან მოხუცი ასე პასუხობთ იმათაც? როდის ჩართავენ შუქს ...გესმით? ფუ ამის დედაც გაითიშა. მობილური მომეცი- მიბრუნდება უცებ და ისე დაფეთებული მაშორებს მზერას მგონი ჩემი ეშინია !
-შენ წარმოიდგინე ლიფში არ ვიდებ მობილურს! ჩანთა კი მანქანაში დამრჩა კულტურულად რომ მთხოვე გადმოსვლა აი მაშინ!- მშვიდად ვეუბნები რადგან სიედაც ვაღიზიანებ და დროა დვატკბე! ყბები ეჭიმება...-მოიმოქმედე რამე ტყუილად ხარ ყოვლისსემძლე დაშნიანი? - კედელს უფრო მოხერხებულად ვეყრდნობი, ფეხებს ერთმანეთზე ვიჯვარედინებ , კომფორტულ პოზას ვიღებ და გაღიმებული ვუმზერ ბატონს. რომელიც თვალს არ მაშორებს, იმ ნადირს ჰგავს მსხვერპლის დაწერის წინ სიამოვნებას რომ განიცდის. მსხვერპლი მე გამოვდივარ? ასე რატომ მიყურებს
-ლოდინი მოგვიწევს... სანამ ქალაქსი ელექტროენერგიას არ ჩართავენ. გარეთ ქარისხალია- მიახლოვდება...რატომ? რა უნდა. მერ ებრუნდება სარკეში იხედება ჩემს წინ დგას, რა კარგი პროფილი აქვს, ცხვირზე ოდნავ კეხი ჰქონია . ალბათ გაუტეხეს ,ეს უფრო უხდება მეტ ხიბლს მატებს. სახეზე ხელს ისვამს მერე სველ პერანგს დაჰყურებს ლაქები კარგად ჩანს... ფანტას ვაღმერთებ დღეიდან. მოიცა რააა? იხდის? ახლა მოვკვდები აი ამ წამს... ბოლო ღილსაც იხსნის მეორე კედელსაა მიყრდნობილი ზუსტად ისე როგორც მე ....ზედმეტად ახლოსაა. პატარაა ლიფტი რატომაა ასეთი პატარა. სველი ვარ და რატომ მცხელა ასე ძალიან. არ შეხედო თამუნა... რა გესაქმება მის სხეულთან. თვალები როგორ გაბრუებს და შიშველი რომ დაინახო რამე საშინელებას ჩაიდენ. თავი ხელში აიყვანე..მართალია ჯერ 18 წლის ხარ გებრძვის ჰორმონები,მაგრამ ასეც არ შეიძლება ! ღმერთო სადმე თუ არსებობ დაეხმარე გასაჭირსი მყოფ შენს შვილს.მიეცი ძალა თავი შეიკაოს. როგორ მიყურებს ... რა მზერა აქვს სული მეხუთება. კლასუტროფობია დამემართა უკვე.აშკარად პატარა სივრცის გამოა! ტუჩებს ვისველებ, მცხელა, ყელზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთი ნერვებს მისლის ხელს ვისვამ და თმების აწევას ვცდილობ. ისე მაქვს ჩამოშლილი და აპუწული იქნებ ეშველოს რამე თან ყურადღებას გადავიტან. კოსას ვიკეთებ და გაყინულ თითებს დავყურებ. ვცახცახებ ...მთელი სხეულით. ქურთუკის ჩაცმას აზრი არ აქვს ისეთი სველია. კიდევ კარგი კაბა ტყავისაა ნახევრად. სანამ თიტებს დავყურებ უკვე ჩემს წინაა,მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობ. პირდაპირ პრესს დავყურებ და ახლავე ძალა გამომეცლება ფეხებში და ჩავიკეცები! შესანისნავი გამოსავალია,გონება რომ დავკარგო ისე გავალ აქედან ვერაფერს გავიგებ! რატომ ვხედავ ისევ? რატომ ვგრძნობ მისი თითების შეხებას ყელზე? სად მისრიალებს რა უნდა ჩემს ყელთან? უნდა დამახრჩოს ?რა ახალგაზრდა ვარ,სიცოცხლით სავსეეე ახლა უნდა მოვკვდე? კიდევ კარგი უსიმპატიურესი არსება მკლავს! ვიტრაბახებ მაინც იქ მაღლა. მეორე ხელს ლოყაზე რატომ მისვამს? ეს როგორი დახრჩობაა? შევხედო დავიჯერო? ღირს? თავს ოდნავ მაღლა და უკან ვწევ. ნეტავ არ შემეხედა ჯობდა მისი შიშველი სხელისთვის მეყურებინა ვიდრე ეს მწვანე თვალები დამენახა. როგორი მწვანეა...ნამდვილი მწვანეა. მგონი ჩავიძირე...არადა ჭაობისფერი არ არის.მაგრამ მაინც ვიძირები მის თვალებსი ვიძირები. თითებს კანზე მისვამს, არ ამოძრავებს უბრალოდ ცერა თითს მისვამს ლოყაზე. შემდეგ ტუჩებზე გადადის. ისე ნაზად აწვება ქვედა ტუჩს მეშინია კვნესა არ წამსკდეს.როგორ მინდა ვაკოცო...ამ ცხელ ხელისგულზე,მერე თითებზე. თვალები არ დახუჭო! არ გაბედო თამუნა ! სად მოდის ... როგორ შეუძლია მხოლოდ ხელებით შემეხოს მხოლოდ ყელზე და ლოყაზე და ასე დამწვას..მთელი სხეული მიხურს. გულისცემა ისე გამიხსირდა მკერდი საოცარი სისწრაფით მოძრაობს? სულ რომ ყრუ იყოს და ბრმა მაინც მიხვდება . მალე ჩემი მკერდი დაარღვევს მის შექმნილ ბარიერს და თავად შევეხები. სახე ახლოს მოქვს ,მგონია რომ მაკოცებს,მაგრამ ტუჩებს სცდება ლოყაზე მეხება, როგორი ცხელია, მწველი .როგორ შეიძლება ლოყაზე შეხებამ ასეთი სიამოვნება მოგანიჭოს.მგონი მოვკვდი და ფრთები შევისხი...ანგელოზად ვიქეცი ვითომ? რეალური არსება რომ არ ვარ ფაქტია... ტუჩებს ლოყაზე ნელა ასრიალებს. არ მკოცნის, ცხვირის წვერითაც მეხება,მერე ყურის ძირში მკოცნის . ყელზე ინაცვლებს .ღრმად ოხრავს ,ახლა ვგრძნობ როგორი დაჭიმული აქვს სხეული. თითქოს აქამდე აწამებდნენ. ხელი ყელიდან სხეულზე გადააქვს,ისე მისრიალებს წელისკენ დენი ივლის ყველა ნაწილში და უჯრედები ხორუმს ცეკვავენ. ყელში მკოცნის. სველი კოცნის კვალს მიტოვებს შემდეგ წელზე ხელისგულით მაწვება და სხეულზე მიკრავს. ზღვარს არღევს .იმდენად ახლოს ვარ ფაქტობრივად არც არსებობს დაშორება. მისი წვერიანი ლოყა კანზე მეხება. მის სურნელს ვგრძნობ, წვიმის მოტანილ სურნელს. ხელი რომ ავამოძრაო მეშინია, ვიცი მოვეხვევი . სიტყვის თქმა მინდა...მინდა მოვიშორო ,მაგრამ არ შემიძლია. არ მინდა და თან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ცუდად იქნება რომ მოვიშორო.ახლა რომ სულლური სიტყვები ამოვუსვა...ისევ რომ ვეჩხუბო თავად გამისკდება გული. სულ არაფერი მითქვამს...არც მას უთქვამს. უბრალოდ ვიდექი მოდუნებული, თითქოს დავფარფატებდი.მისი ხელები მიჭერდნენ ვიცოდი არ დავეცემოდი .
შემდეგ ლიფტი სეირხა, ისევ განათდდა ბოლომდე და მოძრაობაც დაიწყო. სიცივე ვიგრძენი, თითქოს ყველა უჯრედი გამეყინა. დავცარიელდი. იმდენად ძლიერად დავენარცხე იატაკზე რომ ნამსხვრევებად ვიქეცი. მომშორდა , უბრალოდ აი ასე მშვიდად მომშორდა კარი როგორც კი გაიღო გავიდა და თან გამიყოლა. კართან შევჩერდი...არ მინდოდა სესვლა. გამომხედა ....ისე მიყურებდა თავისთავად გადავდგი ნაბიჯები.
-სალომე არ მოვა დღეს- ეს იყო პირველი რაც მითხრა ბინაში შესვლის შემდეგ! უკვე სუფთა ტანსაცმელი ეცვა .მე მის დივანზე ვიყავი მოკალათებული მსიაღებში და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი- ვიცი რომ მარიამიც არ არის სახლში! ისიც რომ მარტო დარჩენა ასეთ ამინდში არ შეგიძლია...მინდოდა შენთან დავრჩენილიყავი უფრო კომფორტულად რომ გეგრძნო თავი ,მაგრამ გამაბრაზე და ახლა აქ დარჩები! რადგან არაფრის მომზადება გეხერხება მე გავაკეთებ ვახშამს ... - ასე მშვიდად მტოვებს თავისთან...კიდევ რამე ხომ არ უნდა? სახლშ წავალ მეც სულ არ დავრცები ქალაქში . დადო დასკვნა ბატონმა! დასვა წერტილი,გამოიტანა განაჩენი!
-სადგურზე წამიყვანე... სოფელში მივდივარ!
-ასეთ ამინდში არსად წახვალ...ვერ ხედავ გარეთ რა ხდება?!
-შენთან დარჩენა არ მინდა! უსამართლობაა...ჩემთვის არაფერი გიკითხავს.არ შემიძლია აქ ვერ დავრჩები !
-ხომ იცი რომ დარჩები მაინც,რაღატო წუწუნებ ? გიხარია რომ მეწინააღმდეგები? ასე საკუთარ ძალებს ამოწმებ? რაც უფრო მეტჯერ დაიწყებ სულელურ ჩხუბს მით უფრო დაკაარგავ ძალას!
-დაყვავებით დაგიმორჩილო? პატარა ბავშვივით მოგეფერო დედას რომ დაუჯერო?
-ერთ წინადადებაში ამდენი შეცდომა ... -სამზარეულოში გადის რომელიც იგივე ოთახშია და მაცივრიდან პროდუქტებს ალაგებს. ყველაფერი მზაა ..უბრალოდ აცხელებს ან წვავს. არც ეს ყოფილა დიდი მზარეული... ერთი მინუსი შენ მიშიკო! უცებ ტვინი ირთვება და მახსენდება“სალომე არ იქნება“
-სალომე სად არის? რატომ არ იქნება
-საბასთან!
-საბასტანაა სულ...
-აწი ღამეც იქნება
-რას ნიშნავს... მოიცა რა იმ წესიერების განსახიერებამ მოიტაცა? არ არსებობს- სიცილს ვერ ვიკავებ და ვეღარ ვჩერდები . გაოგნებული მიყურებს - ვაიმეე ნუთუ შესაძლებელია ეს ... ნამდვილად შენ ურჩიე ...აბა ის ? ის მოიტაცებდა? გამორიცხულია
-საბა შენ ზედმეტად იდიოტი გგონია! დრო აღარ იყო? კიდევ ერთი წელი მოცდა რა უბედურებაა დაიტანჯა ბიჭი!
-შენ რას გაუგებ მაგას...როცა ერთგულია ადამიანი
-ეგ უკვე იდიოტობაა...ერთგულება კი არაა საცოდაობაა- ჩუმად ფხუკუნებს .თავდახრილია და რაღაცას ჭრის ,მაგრამ მერე ფართოდ ეცინება.რომ მივხვდი რაზეც თქვა ხელმეორე ნაკადი წამსკდა სიცილის.
-აუუ ოღონდ ახლა არ მითხრა რო ვაჟიშვილია.... არ მითხრა თორე გავგიჟდები-უკვე დივანზე ვხოხავ. მოვკვდები მალე
-თითქოს კითქვა არ გამიგია
-კაგრი რა... მითხარი გთხოოვ ხო უნდა დავცინო მოვკვდები ახლა- ფეხზე ვდგები ისე უცებ მივდივარ და ვეხვევი ვერ ვიაზრებ- მითხარი რა ...მითხარი რო მართალი ვარ! ჩემი და რომ გაიცნო 17 წლის იყო იმის მერე უყვარს და სულ თუ არ უღალატია ...აუუ მითხარიი რა მიშო
-კიდე გაიმეორე რა...- გათიშული დამყურებს და ხელს მსუბუქად მხვევს წელზე
-რა... - ხელებს ვწევ მისი მხრებიდან მაგრამ გასაქცევი აღარ მაქვს. უკან მაგიდაა წინ დაშნიანი
-მიშოო...თქვი კიდე - ისე მიყურებს მიუსაფარი ლეკვი მგონია! კარგი რა ეს ვინმეს რამე უშავებს? ან მე ვყოფილვარ ჯადოქარი!
-რა გინდა დემონო? გირჩევნია ტაფას მიხედო დაიწვა- ხელიდან ვუსხლტები და უკან ვიხევ.-და გამითხოვდა... დედაჩემი გაგიჟდება.ვაიმე მამაც ! არადა როგორ ევასებათ საბა...მარა გადაიტანენ არაუშავს.დავურეკო ახლა თუ ჯერ არა..იმათ ვადრვო? კიდევ კარგი სამედიცინოზე რომ სწავლობს თორემ ვაჟიშვილის და ქალიშვილის პირველი ღამე პირდაპირ წამება იქნება- ისევ სიცილი მიტყდება ისიც ვერ იკავებს თავს...ჩემს სიცილზე უფრო ეცინება. რა საყვარლად იცინის...
-ჯერ არ დაურეკო... თითონ დაურეკავენ და ნუ იძახი ამ ვაჟიშვილს ! რომც იყოს შენ რა პრობლემა გაქვს , გარყვნილს მე მეძახი და
-არ ვაპირებ შენთან საუბარს
-აქამდე რას აკეთებდი ...
-უბრალდო საჭიროება მოითხოვდა... ქორწილს გადაიხდიან თუ არა? კაბა ყველა ვარიანტში უნდა ვიყიდო ... თუ არ გაგიჯდა მამიკო ! ამ ქარიშხალში ისე რა დროს მოტაცება იყო !სად წავიდნენ...სადმე შორს არიან? რამე არ დაემართოთ
-დამშვიდდი! მეგობრის სახლში არიან . მომწერა საბამ რომ ჩავიდნენ და ახლა დაურეკეო ნუ მეტყვი -იცინის და მაგიდის გაწყობას იწყებს. იტრიალე , იფუსფუსე ...ვივახშმებ და მერე კი ავვორთქლდები აქედან. ეგღა მაკლია აქ დავრჩე!
-სააბაზანო სად არის ?
-მარჯვენა კარია -ხელით მანიშნა მიმართულება და მეც წავკუსკუსდდი. ხელები დავიბანე, თმა შევისწორე და მშვიდად მოვათვალიერე იქაურობა. კომფორტულად ცხოვრობს ბიჭი მარტო რა ენაღვლება! კალათა კი ჰქონდა ტანსაცმლით სავსე. საძინებელი ალბათ თავდაყირა აქვს.
მაგიდასთან მშვიდად ვჯდები , თხოვნა არ დამჭირდა საჭმელად. ჩემი საყვარელი ტორტი ჰქონია და მაყვლის კომპოტი. ინფორმატორი ჩემი სიძეა! მაინც ვაზღვევინებ დამაცადოს... გემრიელად მივირთვი, ისმან გადაჭამა ყველაფერი,კიდევ კარგი ხმაურით არ ჭამდა თორემ ისეთი მადა აქვს მეც რომ არ დამაყოლა ზედ კარგია. ყელი რატომ ამეწვა? არ გაბედო და კოცნა არ გაიხსენო! ჯანდაბა ტვინო რეებზე ფიქრობ როგორ შეიძლება.დიდი ამბავი ერთი კოცნა რა უჭირს მერე...
-ჩუმად რომ ხარ პირდაპირ ანგელოზი ხდები...
-ისე არა?
-ისე არაორდინალური ანგელოზი ხარ! - აფერისტი...
-ბანალური ...ბანალური ყველაფერი ბანალური ! რამე ახალი მაინც მითხარი ანგელოზი, ფერია, ბაჭია ,კნუტი ,პატარა კიდე რა ვიცი ჩიტო დამიძახე კიდევ და სრული ბანალურობა იქნება - მშვიდი რომ ვარ მიკვირს..უბრალოდ ქაქანმა დამღალა, არაა ღირსი ამდენი ჩხუბისაც. ყელიც მეტკინა ცოტა ,მართალია არ ვკიოდი მაგრამ მაინც. დივანზე დავჯექი და ტელევზორი ჩავრთე...რამე უნდა მოვიფიქრო...მალე ისეთი გვაინი ქინება ტაქსსაც ვერ გავაჩერებ. დროუალდ უნდა გავიდე ! ოთახი მოვატვალიერე. ერთ კუთხესი ფანჯარასთან მაგიდა იდგა ზედ წიგნები იყო დახვავებული, სანათი იდგა და ლეპტოპი. დავიჯერო მეცადინეობს კიდეც? მაგიდა აულაგებია სანამ მე ვფიქრობდი და აივნისკენ მიდის სიგარეტის მოსაწევად. იცის ალბათ თვალებს რომ მიწვავს კვამლი და იმიტომ გადის ამ ყინვაში გარეთ.
-მეძინება და არ მაჩვენებ ოთახს?
-ხო რა თქმა უნდა...- უცებ ჩერდება სიგარეტის კოლოფს ჯიბეში იცურებს და მანიშნებს გასასვლელისკენ-მზადაა ყველაფერი...თუ რამე დაგჭირდება ეს ოთახი ჩემია და უბრალოდ დამიძახე - გვერდით საძინებელზე მითითებს და უკან ბრუნდება. რა დამფრთხალი პატარა ბიჭივით იქცევა. კარში შევდივარ და ვხურავ. მერე რომ ვრწმუნდები მისაღებში გავიდა ფრთხილად მივიპარები, აივანზე დგას ეწევა და ვიღაცას ელაპარაკება. მის გასაღებს ვიპარავ და ფრთხილად მივიპარები კარისკენ. ტელევიზორს მაღლა აქვს ხმა აწეული და ვერ გაიგებს კარის ხმას. მშვიდად ჩავდივარ ძირს , მანქანის კარს ვაღებ ჩემს ჩანთას ვიღებ და კარს ისევ ვხურავ. გასაღები რომ წავიღო არ გაბრაზდება იმედია...ან იქნებ გაბრაზდეს კიდეც.საკუთარი აზრით მოხიბლული გასაღებს ცანთასი ვაგდებ.იქვე მდგომ ტაქსისტთან ვჩერდები მისამართს ვეუბნები და მშვიდად ვჯდები მანქანაში. 15 წუთში სახლში ვარ. შუქს ვანთებ ყველა ოთახში , შემდეგ ტელევიზორთან ვჯდები და მარიამს ვურეკავ. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი ,იცინა,მეჯუჯღუნა,ვაიმე საყვარელიო იძახა და ბოლოს ნომრის კარნახი დაიწყო
-რა ჯანდაბაა ...
-შენი აზრით რომ არ დახვდები იქ არ ინერვიულებს? მიწერე რა ჩემი ხათრით !
-რა სისიულელე სმეუბნები. ინერვიულოს ...მანქანის გასარები მე მაქვს დ აიყურყუტოს იქ. გაგიჟდეს და ყაროს ცეცხლი თვალებიდან.მშვენივრად ვბრუდნებოდი სახლში.
-აშკარად დაგეგმილი ჰქონდათ რომ მარტო არ დარჩენილიყავი. საბამ კარგა დიცოდა და დაგტოვა მიშოსთან.შენ კიდევ გამოიპარე
-უნდა დავრცენილიყავი ?
-არა ..არ ვიცი მაგრამ. მანდ მაინც ვიყო რა ვერ მითხრეს? დავრჩებოდი
-მერე ვინ შემიტყუებდა სახლში
-შეტყება რას ნიშნავს ...შენ არ თქვი კარამდე მიმიყვანა და გაიძურწაო? კოცნითაც არ გაკოცა მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ სურვილით კვდებოდა! არაფერს აფასებ რა ...სულ არაფერს
-მარიამ შემეშვი! არ მივწერ...დავწვები ახლა და დავიძნებ.მელაპარაკე შენ სანამ დავიძინებ.
-კარგი ...ხო არ შეგეშინდება
-უიმეე მართლა ბავშვი ხო არ ვარ. უბრალოდ ვერ ვიტან მარტო ყოფნას მაგრამ იმასთან ყოფნას ასე მირჩევნია.შენ აქ არ მყავხარ? - მარიამს ვესაუბრებოდი დაძინებამდე. შემდეგ გადავეში სიზმრების სამყაროში და დილამდე არც შევტოკებულვარ. შემდეგ სწრაფად წამოვფრინდი. დედაჩემთან აუცილებლად უნდა დამერეკა...ასე ვერ გავჩუმდებოდი! თმაზე ხელი გადავისვი და მსიაღებში გავედი მობილურს ვატრიალებდი და ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. უცებ დივანზე მოკეცილ მძინარე დაშნიანს რომ შევხედე წონასწორობა დამერღვა. დილის ექვსი საათი იყო მას კი ჩემს ბინაში დივანზე ეძინა ,ხელი თავის ქვეშ ედო და პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა. პლედიც არ ეფარა იწვა ასე მოკეცილი და მშვიდად ფშვინავდა. საერთოდ არ გამჩენია კითხვები, არც ის მაინტერესებდა როგორ შემოვიდა ,არც ის რატომ მოვიდა მხოლოდ მისკენ მივდიოდი. მერე ხალიჩაზე დავჯექი და დიდხანს ვუყურებდი მძინარე დაშნიანს. რომ მივხვდი იღვიძებდა ფეხზე წამოვდექი და ზემოდან დავხედე .თვალები ნელა გაახილა მზერა ამოაყოლა ჩემს სხეულს სწრაფად და პირდაპირ თვალებში ჩამაშტერდა. უცებ წამოდგა თითქოს დანაშაულს ჩადიოდა , სახეზე ხელი ჩამოუსვა და მერე თავზე გადაისვა
-კარში შემოძვერი თუ როგორ აღმოჩნდი აქ...საერთოდ რა გინდა აქ
-შენი სიმშვიდისთვის მოჩვენებადაც ვიქცევი ! - მხოლოდ ეს მითხრა ,თავზე მაკოდა და წავიდა! აი ასე ადგა და წავიდა .
საღამოს უკვე მშობლებმაც იცოდნენ ჩემი დის გათხოვების ამბავი, გამოგლოვებულიც ჰქონდათ, დამშვიდებაც მოასწრეს. მათი ადგილსამყოფელიც შეატყობინათ სიძემ და ყველანი იქეთ გავემართეთ. მერე აღარ ვიცოდი სიცილი დამეწყო თუ მეტირა დედამ ისე გამოიგლოვა სალომე..თითქოს არ იცოდნენ დღეს თუ ხვალ რომ გათხოვდებოდა. ოჰ ეს დედები! სიძეს მაინც უსაყვედურეს...რა საჭირო იყო ეს გაპარვაოო ქორწილით წაგეყვანა ბარემ ასე თუ გეჩქარებოდათო ვინ დაგიშლიდათო! შემდეგ სუფრასთან დავსხედით, სალომე ისე ინაზებოდა სიცილს ვერ ვიკავებდი. როგორღაც გამოვტაცე დედაჩემს და პირველივე საძინებელში შევკეტე
-რა გინდა ახლა არ მითხრა გავბრაზდიო !
-რა გავბრაზდი რა გამაბრაზებდა... ჩემთვის გათხოვილი ხარ შენ 5 წელია ! აბააა
-რა აბა
-დაატრიალა გუშინ სიძემ ქარიშხალი?
-რა არანორმალური ხარ- ლოყები ისე აუფერადდა სიცილი ამიტყდა
-ორივე ერთნაირი მუდოები ხართ! სულ არ გამიკვირდება წუხელ ჩახუტებულებს რომ დაგეძინებიათ
-ხუთი წელია არაფერი გვქონია და წუხელ რა შეგვიშლიდა ხელს
-ასეთი ვნებასმოკლებული წყვილი მეორე არ მინახავს..რომელი სუაკუნეა! სად ნახე ეს ტრადიციული ახალგაზრდა- ჩვეულ ფრაზას ვიმეორებ და სალომეს გაწითლება უკვე მახარებს .
საუბარს ხმაური გვაწყვეტინებს. აშკარად სტუმრები დაემატნენ სუფრას. ჩემი დაც გადაარჩინეს და ორივე დავბრუნდით ოთახში. დაშნიანი რომ დავინახე სიძის გვერდით წამოჭიმული მამაჩემთან მოსაუბრე ლამის იქვე ჩავიკეცე.
როგორც ყოველთვის უბრალოდ მიყურებდა, არაფერი უთქვამს,არაფერი გაუკეთებია ისეთი რაც ოდნავ მაინც შემიქმნიდა დისკომფორტს. გვიან წამოვედით უკან ...წყვილმა იქ დარჩენა გადაწყვიტა. სიძის მშობლებმა და ჩემებმა ქორწილზეც ისაუბრეს და გადაწყვიტეს რომ უახლოეს ერთ თვეში იქნებოდა. მანქანაში ჩაჯდომა და დედაჩემის აჭიკჭიკება ერთი იყო...რამდენიმე საათის წინ რომ მოთქვამდა ის ქალი სად გაქრა ვერ გავიგე...განგებ მიკეთებენ მგონი ორივე
-დედიიი იცნობ იმ ბიჭს?
-ვის...
-ვისზე ვლაპარაკობთ გოგო ახლა ჩვენ ... აი იმ ლამაზ ბიჭზე საბუკას ბავსვობის მეგობარზე მიხეილზე... როგორი წარმოსადეგი ბიჭია . დინჯი,ზრდილობიანი, სამედიცინოზე სწავლობს თურმე ამთავრებს წელსო... მუშაობას დაიწყებს მალეო ლალიმ ასე თქვა.
-მერე მე რა გავაკეთო დედა? ერთი გოგო გაგიტხოვდათ და ჩემთვის ადრეა ჯერ...ნუ მირჩევ სასიაძოებს !
-შენ თვალებში ვერ იხედებ შვილოო ?! შენც ხომ მოგეწონა?
-ნუ დაღალე ბავშვი მე რომ მომეწონა და კარგი ბიჭია იმას არ ნიშნავს რო ცოლად უნდა გაყვეს!
-გაიხარე მამა რა...
რამ მოაწონათ, რა ზრდილობა რის ზრდილობა ნეტა იცოდეთ რა ცხოველია! ჩემთან დარჩნენ იმ ღამით. მეორე დღეს წავიდნენ. დაიწყო იმ დღიდან მზადება,აბარგება ჩემი დის გადასვლა და დავრჩი მარტო ...
.*******
სალომეს გათხოვებამ პოზიტიური განწყობა კიდევ უფრო ამიმაღლა. მომწონს,საშინლად მომწონს საბას და სალოს წყვილი.იმდენად უყვართ ,იმდენად კარგები არიან რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ მათი ამბის გამო.
თამარა უნივერსიტეტთან მხვდება ვეხვევი და კიდევ ერთხელ ვულოცავ. ამ შაბათ კვირას იმდენი რამ მოხდა ისეც არ გვაწყენდა საუბარი. მასთან ერთად ვიცინი ,მიყვება სალომეს როგორ აწვალებდა ,საბას როგორ უშლიდა ნერვებს და სიცილს ვერ ვიკავებ. სანამ ლექტორი არ ჩნდება დერეფანში. თამარა მაშინვე ესალმება
-გამარჯობა ... წარმატებულ კვირას გისურვებთ -ეკრიჭება ყურებამდე და თვალებს უჟუჟუნებს. ამას მოვკლავ მე ...რა იყო ეს რა გამოსვლა იყო რა არიო ვითომ..მოიცადეთ? კადრი გააჩერეთ შეაცერეთ იცინის...გაუცინა გაეკჭირა კი არ გაუცინა . არ მოკუმო ტუჩები არ გაბედო...კიდე ცოტა ხანს გაიცინე რა სულ ცოტა ხანს რა იქნება. თამარა უთხარი რამე უთხარი და ისევ გაიცინოს. მგონი მეც მეუბნება რაღაცას
-გაგიმარჯოს თამარ ქალო... გმადლობ, შენც წარმატებულ კვირას გისურვებ . მარიამი მგონი შეუძლოდაა ...მარიამ- მიყურებს და მკლავზე ხელს ფრთხილად მკიდებს. არა ვარ კარგად!
-უკაცრავად...ლექციაზე მაგვიანდება- ხელს ვითავისუფლებ და ვშორდები. ხო როგორ არა შენ მაწამო ლექციაზე, აჭორაო ჩემი კურსელები, ათასი რამ დამავალო , ყველაფერი გააკეთო და მე გაგიღიმებ და დაგიტკბები. ისე წავედი თამარაც უკან ჩამოვიტოვე
-სად გარბიხარ გოგო!
-ლექცია მაქვს... ვიგვიანებ .უნდა გადავიმეორო -მშვიდად ვუთხარი და ყელში მობჯენილი ბურთი გადავაგორე.
ანატომიაზე მშვიდად ვიჯექი. წელში გამართული ,ხელში ფანქარი მეჭირა და ვათამაშებდი. შემდეგ რვეულის თავისუფალ კუთხეში ყვავილის ხატვა დავიწყე ,ინსტიქტურად ვხაზავდი... როგორც კი შემოვიდა მაშინვე შეუდგა საქმეს. არც ერთი სიტყვა ზედმეტი. რომ თქვა ვინაა მსურველიო ხელი ავწიე . აშკარად სხვას ეძებდა ,მაგრამ არავინ სწევდა ხელს
-კიდევ დიდხანს ველოდოთ მსურველს პატივცემულო?
-ხელის მტევანი და ტერფით დაიწყე ... - მითხრა და ოდნავ გვერდით გაიწია. სიტყვა არ უთქვამს. მადროვა საუბარი, ბოლომდე მოვუყები ორივე ლათინურებით და მერე ძვლები უკან დავდე. გავხედე, მიყურებდა - “femori” - მეთამაშება? ამდნეი რამე ვუთხარი და ამ ელემენტარულს ვერ ვიპოვიდი? ბარძაყის ძვალი ავიღე მხოლოდ ნაწილები ჩამოვთვალე - დაჯექი - დააყოლა მშვიდად და მეც წავედი ჩემი ადგილისკენ. ყველად გამოჰკითხა, პირველივე შეცდომის შემდეგ სვამდა ბიჭებს. გოგონებმა ისე იცოდნენ ყველაფერი ჰკითხა მგონი და მაინც არ დაუშვეს შეცდომა. ჩამეცინა, თავი ვერ სევიკავე უბრალოდ.
პირველმა დავტოვე აუდიტორია .არ მინდოდა მათთან საუბარი... ამინდივით მომეღრუბლა ხასიათი.
ლექციაზე ვიჯექი, ვუსმენდი ლექტორის შემოსვლამდე როგორ ჭორაობდნენ გოგონები. რამდენიმეჯერ ჩემი გვარიც მომხვდა ყურში, ერთმანეთს ანიშნებდნენ ჩემზე. ბიჭები ამბობდნენ თქვენ რომ ეპრანჯებით და ეკურკურებით ის ეჩხუბებაო . მოუნდათ გოგონებს სწავლაო ... სხვა რამეებსაც ეგრე რომ სწავლობდეთ რა იქნებოდაო . გოგონები იდიოტურ ამბებს იგონებდნენ....ანატომია გვიყვარსო რომ თქვეს ჩამეცინა.
საოცარი იყო შედეგები...ყველა გოგოს მაღალი შეფასება ჰქონდა მხოლოდ ანატომიაში ! ნუ იმ გოგონებს რომლებიც თვაისუფლები იყვნენ და ლექტორის სებმის სურვილი ჰკლავდათ. მთელი კვირა გაგრძელდა ეს ამბავი.შემდეგ ყველას სასწრაფო კოლოქვიუმი დაგვაწერინა პირდაპირ ლექციაზე პარასკევს და ლამის გაგიჟდნენ. ყველა წუწუნებდა ის კი იდგა ორი წუთი უყურებდა აზუზუნებულ დარბას შემდეგ მაგიდაზე ხელები დააწყო თავი გვერდით გადახარა სულ ოდნავ და ბავშვებს მზერა მოავლო“პრეტენზიებით შეგიძლიათ დეკანს მიმართოთ ახლავე ! დანარჩენებმა დაიწყეთ. დრო ცოტაა „ არავინ გასულა... იცოდნენ რომ ლექტორის გადასაწყვეტი იყო როგორ გადაანაწილებდა დროს. ისედაც ასე აშკარად ვერავინ გაბედავდა გამოსვლას. გაღიმებულმა მშვიდად დავიწყე წერა, პირველი საკითხის დასრულების შემდეგ გვერდიდან ჩურჩული მომესმა , დახმარებას მთხოვდნენ. გადავხედე და კარნახი დავიწყე. ორი წინადადება არ მქონდა ნათქვამი ჩემი გვარი რომ გავიგე ...ისე გაისმა სიჩუმეში ლექტორის ხმა ინსტიქტურად შევხტი



№1  offline წევრი crazy girl sofi

Au ra sayvarloba tavi iyo misho mec momeons dzalian sayvarelia sabas da salomes wyvilic momwons ai es leqtori ki magijebs warmosaxvitac ki ra simpawiagaa ^_^ velodebi shemdeg tavs da male dade

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
Au ra sayvarloba tavi iyo misho mec momeons dzalian sayvarelia sabas da salomes wyvilic momwons ai es leqtori ki magijebs warmosaxvitac ki ra simpawiagaa ^_^ velodebi shemdeg tavs da male dade

მადლობაა smile მალე დავდებ ანუ ხვალ

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Mariiiiami
იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს შენი საყვარელი მწერალი რომ გეუბნება შენი კომენტარი მახარებსო (მე უფრო მახარებ შენ ვიდრე მე)

მომწონს მე ეს კაცი.დარწმუნებულიი ვარრ ძააან რომანტიკოსი ადამიანია წვრილმანებში ეტყობა
თან მგონი მაშო უკვე მარტო სტუდენტი არაა ხო მისთვის ნწნწნ ცუღლუტი ლექტორი :დდ
ნუ მიშოზე საეროთ რაა ნუ სალაპარაკო
ჩამოყალიბებული,განათლებული,ზრდილობიანი,საყვარელი,თბილი,მზრუნველი და ყველაფერო კაი მოკლედ მარა ეს თამუნაა ბრმა და ქაჯი ეგ.ქალო როგორ ტანჯავს იმ ბიჭს
რო ამბობს უბრალოდ ადგა და წავიდა იცი რის ფასად უჯდება ეგ?ან როგორ წვალობს მაშინ
მე ვიცი და მაგიტო მეცოდება მიხეილი ეჰ რას ვიზამ
მაშოსაც გაუჭირდება რთულია ლექტრის სიყვარული :დდდდ
ჩასაყლაპი თავი იყო :დდდ თამუნას ისეთი ფიქრებუტრიალებდა რო რავი ლიფტში კინაღამ იძალადა მაშოზე :დდდდდდდდ
აიი მარიამმ ვგიჟდებიიიი შენზეე
თან მისწორდება მეც რო მარიამი ვარ :დდ

მადლობა ჩემო საყვარელო მხიარიხარ მე შენ heart_eyes heart_eyes არ ვიცი რა გითხრა სხვა

 


№4  offline წევრი chemibichi

უბრალოდ არ ვიცი მარიამ რა გითხრა

 


№5  offline წევრი FLAWless

ვაიმეეე რაკარგი იყოოოო❤️❤️❤️ ისე მომწონს ეს ისტორია ლამისაა მოვკვდე ასე გააგრძელე ჩემო საყვარელო

 


№6  offline წევრი Indigo

აუ მიშო რა საყვარელიაა... heart_eyes heart_eyes ტიპიური ძველი ბიჭი რო არ არი და მომთმენია მომწონს. თორე ცოტა (ცოტა კი არა ძაან) ყელში ამოვიდა უკვე ეს კაი ბიჭები, ყოველ წამს რო ფეთქდებიან.
თამარაზე კიდე უფრო გავგიჟდი. მიყვარს მე ეს გოგო. heart_eyes heart_eyes
საბას ვაჟიშვილობაზე მოვკვდი სიცილით joy joy რა საყვარელი წყვილია... heart_eyes
მოკლედ, ძაან საყვარელი თავი იყო და ველი შემდეგს kissing_heart kissing_heart
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

chemibichi
უბრალოდ არ ვიცი მარიამ რა გითხრა

კარგი თუ ცუდი flushed

anna11
ვაიმეეე რაკარგი იყოოოო❤️❤️❤️ ისე მომწონს ეს ისტორია ლამისაა მოვკვდე ასე გააგრძელე ჩემო საყვარელო

სიკვდილი არაა საჭირო smile მადლობა

Indigo
აუ მიშო რა საყვარელიაა... heart_eyes heart_eyes ტიპიური ძველი ბიჭი რო არ არი და მომთმენია მომწონს. თორე ცოტა (ცოტა კი არა ძაან) ყელში ამოვიდა უკვე ეს კაი ბიჭები, ყოველ წამს რო ფეთქდებიან.
თამარაზე კიდე უფრო გავგიჟდი. მიყვარს მე ეს გოგო. heart_eyes heart_eyes
საბას ვაჟიშვილობაზე მოვკვდი სიცილით joy joy რა საყვარელი წყვილია... heart_eyes
მოკლედ, ძაან საყვარელი თავი იყო და ველი შემდეგს kissing_heart kissing_heart

იმედია ტიპურს არ დავამსგავსებ და ბოლომდე განსხვავებულები იქნებიან smile მადლობა დიდი

 


№8  offline წევრი ely and baby

საინტერესო და მხიარული ისტორიაა, იმედია დღეს დადებ.

 


№9  offline წევრი ანა ბალზაკი

ოჰოოოო აუწიოკდა ქალბატონ თამარას ჰორმონებიი :D ძაააალიანაც მომწონს მე აიიი ამბავი :D ლექტორი და მარიამის ამბავი დამაკლდა ამ თავში, მგონია საერთოდ არ ეკონტაქტებიან ნორმალურად ერთმანეთს :D საბოლოოჯამში ძალიან მაგარი თავია და სულმოუთქმენლად ველოდებია ახალ თავს <3 მაგარი მარიამი ხარ შენ <3 !

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

ely and baby
საინტერესო და მხიარული ისტორიაა, იმედია დღეს დადებ.

მადლობა smile

ანა ბალზაკი
ოჰოოოო აუწიოკდა ქალბატონ თამარას ჰორმონებიი :D ძაააალიანაც მომწონს მე აიიი ამბავი :D ლექტორი და მარიამის ამბავი დამაკლდა ამ თავში, მგონია საერთოდ არ ეკონტაქტებიან ნორმალურად ერთმანეთს :D საბოლოოჯამში ძალიან მაგარი თავია და სულმოუთქმენლად ველოდებია ახალ თავს <3 მაგარი მარიამი ხარ შენ <3 !

მომდევნო თავში იქნება მარიამი ,მაგრამ დიდი დოზით არც იქნებიან ლექტორი და მარიამი

 


№11  offline წევრი aNuGi

ვაიმე აი გავგიჟდი ისე მომეწონა,
როგორც იქნა დავბრუნდი და პირველი შენი ისტორიები გადავიკითხე,
მთელი გზა ისე გავერთე რომ ვერ აგიღწერ, სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდე ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ხალხი უცნაურად კი მიყურებდა ალბათ გააფრინა ამ საცოდავმაო, მაგრამ მე როდის იყო მაგათი აზრი მაინტერესებდა, ამიტომ რამდენჯერაც გამახსენდებოდა კიდე მარტო ვკაკანებდი გემრიელად :დდ
ხოდა რას ვამბობდი?
აი ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline წევრი Mariammmo

აჰაჰაჰ :D რა კარგად გავერთე რო იცოდეე :D ძალიან მომწონს :D ყველა ერთად წავიკითხე. დაწყებული მქონდა მარა თავიდან დავიწყე მაინც და ძალიან მომეწონა და დღეს აღარ დებ? :(

 


№13  offline წევრი triniti

Vaimeee ra kargiaa

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

არ მითხრა რომ გააგდოო, თორემ გავგიჟდები

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

გიჟი და გადარეული

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Სიხარულიძეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent