შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი გრძნობა (სრულად)


2-05-2017, 22:49
ავტორი chaligava
ნანახია 4 752

წინ სიცილით მივიწევ და გაბუზულ ტაისიაზე უფრო მეცინება,ეს უკანასკნელი სკოლის კიბეებზე ჩამოსვლის დროს ისეთი ასრიალდა შარვალი გვერძზე ჰქონდა,ამის გახსენებაზე კვლავ თავიდან ვიწყებ სიცილს და უკვე ვხვდები რო ძალიან ცუდათ ვარ.
-აუ კარგი რა,ეგრე შენც წაიქეცი ექსკურსიაზე კახეთში.
კახეთში ექსკურსიაზე მე და ტაისია სულ ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, დაღმართი იყო და გადავწყვიტეთ ქვევით ჩაგვერბინა,მაგრამ თავი ვერ შევიკავეთ და ორივე ერთმანეთს დავეცით,ამის გახსენებაზე ისე გამეცინა ვერ გავჩერდი,რაღაცას ფეხი წამოვკარი და გავსრალდი,პირდაპირ ხელებში ჩავუხტი უცხო ობიექტს,ეს ბიჭი რომ არა ეხლა მეც ყინულზე ვეგდებოდი პირდაპირი მნიშვნელობით,თუმცა ასრიალება რომ არა ეს უკანასკნელი ისეთი სიმპათიური იყო მაინც გავწვებოდი, გავსწორდი და თმები გვერძზე გადავიგდე.
-აუხ მადლობა.ბიჭს გავუღიმე და სიცილით წავედი ჩაბჟირებული ტაისიასკენ,ისე თვალები კი უკან მრჩებოდა.ძლივს გასწორდა და როგორც იქნა მათემათიკაზეც შვედით.აჰ ხო მათემათიკაზე,მა-თე-მა-თი-კა-ზე.იქვე მჯდარ ნიკას მივესალმე,ნიკა ჩემ გვერძზე იჯდა და მეც უცებ დავსკუპდი ტაისიას ადგილას,ესეც რო მიხვდა სადაც ვიჯექი თვალები გადმოუვარდა,ალბათ,ნება რომ მიგეცა სულ თავს მარტყმევინებდა მაგიდაზე.
-ლიზ,არ აპირებ დამსვა?გაეცინა,თალებში ეტყობოდა ჩემ გასაპუტად ემზადებოდა.
-კარგი რაა გთხოვ,ხო იცი როგორ მიყვარს აქ ჯდომა.ეშმაკურად გავიღიმე და ნიკას გამამხნევებლად ჩავუკარი თვალი,ისიც მალე მიმიხვდა ვითარებას და რომ არ გაცინებოდა თავი ჩახარა,გაბრაზებული დაჯდა ტაისია ჩემს ადგილას და არც კი შემოუხედია ისე დაიწყო ლელას მოცემული სავარჯიშოების გაკეთება,ნიკა ზოგჯერ გადაულაპარაკებდა და ესეც თავ აუწევლად უპასუხებდა,თუ როგორ უნდა გაგერძელებინა მაგალითის გამოყვანა,ძალიან მეცინებოდა ამ ორზე,ადრე ნიკამ ტაისიას სუყვარული აუხსნა და ნუ ისე გამოვიდა რო მაშინ ძაან პატარები იყვნენ და ვერ გაუგეს ერთმანეთს,ეხლა კიდე ნიკას მხრიდან ვამჩნევდი რაღაცეებს და ამას არ გავმაზავდი.ლელამ დამთავრდა თქვენი გაკვეთილიო თქვა თუ არა ტაისია ისეთი სიხარულით წამოხტა ძალიან ვეცადე რომ არ გამცინებოდა.
-არასდროს დავჯდები აწი მანდ.
-დებილი ხარ?ისე შევხედე თითქოს ვერაფერს ვერ მივხვდი.
-სალომე.
-კარგი რა ტაიი,ხომ იცი ზოგჯერ ჯდება ჩვენთან,შეიძლება აწი არც მოვიდეს.
-სულ რას დადის ჩვენ დროზე.გამეცინა და გზა აუღელვებლად გავაგრძელე.
***
სკოლის კარებში შევედი თუ არა თვალში პირდაპირ გუშინდელი ჩემი გადამრჩნელი შემეფეთა და ისე მომინდა მასთან გამოლაპარაკება რომ კინაღამ მანდ გავჩრდი,რაღაცნაირად შემომხედა და იქვე მდგარ ბიჭებთან მივიდა,მათზე გვერდი უნდა ამევლო სალოო ვიღაცამ რო დაიძახა და ნიკას მივაჩერდი,ნუ ნიკას რა.
-ჰაიი.
-როგორ ხარ?გადამკოცნა.
-რავი შენ?
-აუ რაღაცაზე საუბარი მინდა და სკოლის მერე გცალია?
-აუხ მერე მეცადინეობები მაქ,რა ხდება?
-ანუ-დაიწყო და გაჩერდა,ალბათ ფიქრობდა დაესრულებინა თუ არა-ან კაი მერე გნახავ.კვლავ გადამკოცნა და უკან გადადგა ნაბიჯი,თან გუშინდელ სიმპათიურობის განსახიერებას მიუახლოვა და ვაჩეო დაუძახა,ესეც ასე.უსიტყვოდ წამოვედი.ტაისა იმ დღეს სკოლაში არ მოვიდა,თუმცა თავიდანვე ვიცოდი რომ არ მოვიდოდა.ელენეს ვაცილებდი როცა ვიღაცამ დაუძახა ისიც გახარებული შებრუნდა და ჩემდა გასაკვირად ვაჩეს გადაეხვია,ნიკაც მასთან ერთად იდგა,უბრალოდ გავუღმე.
-რაშვები როგორ ხარ?ისე ტკბილად ესაუბრებოდა ელენე ძალიან გამიკვირდა.
-რავი შენ როგორ ხარ?მე გამომხედა და გაეცინა,ვერ მივხვდი რა იყო სასაცილო თუმცა ელენემ როცა დამიჯიკიანა მივხვდი რომ ვაჩეზე ვიყავი მიშტერებული.
-მმ რავი მეც.აჰ ჰო გაიცანი ეს ლიზია,ლიზ გაიცანი ვაჩე.გავუღიმე,ხელი გამომიწონდა მეც ჩამოვართვი,მერე ელენეს ელაპარაკებოდა რაღაცეებს,ხანდახან გადმომხედავდა და კვლავ ელენეს შეხედავდა,მერე ელენეც დაემშვიდობა და მეც კარგადო მითხრა,მეტი ისეთი არაფერი.
***
-ნიკა რა უნდა გეთქვა გუშინ?-მივუახლოვდი ჩემ უბანში მდგარს.
-აარა ისეთი არაფერი.
-ეე კაი რა.
-ანუ,ჩემი მეგობარი ხო იცი ვაჩე?გავიგე რო რაღაც დაუჭერიხარ თუ რაღაც ხო?-გული ამიჩქარდა.
-ხო მერე?
-ხოდა მოეწონე რა.ძლიან კი ვეცადე არ გამცინებოდა მაგრამ მაინც გამეღიმა,რამე სერიოზული რო არ ყოფილიყო ნიკა არ მეტყოდა,ისე გამიხარდა კინაღამ ტაისიას დავურეკე და აქვე გავეცი ჩემი თავიც.
-მერე?
-არა მერე არაფერი რა,უბრალოდ შენი ახლოს გაცნობა უნდა და.ვიღაცამ დაუძახა,მერე იმან მოდიო მანქნიდან დაუყვირა,ნიკაც სწრაფად დამემშვიდობა და წავიდა,დამტოვა ასე გაურკვეველ მდგომარეობაში.
***
-ანუუ,მოწონხარ და შენც მოგწონსს?
-კარგი ტაისია კარგი-მეცინებოდა მის რეაქციებზე-მაგას მეც მივხვდი და ძალიან გამიხარდება თუ არ მოდებ მთელ სკოლას.
-აუ პროსტა რა ბიჭია არიცი შენ.კისკისებს და როგორც ყოველთვის ბუფეტში შერბის.
***
ისე გამოვიდა რო ქართული ცდებოდა, ის ვერ მოწვეს რო გავეშვით და მეთორმეტე კლასელები ჩაგვიშვეს სპორტზე.გოგოები გრძელ სკამზე ვიჯექით,ბიჭები ფეღბურთს თამაშობდნენ,არ ვიცი რატომ მაგრამ,კიბეებისკენ შევიხედე,გული კინაღამ გამიჩერდა ვაჩე რო ვნახე,ისეთი სიმპათიური იყო და ისე უხდებოდა ლურჯი ფერი გავგიჟდი.
-ოე ოე დაეშვი.ბიჭებმა ჩევნ წინ მდებარე სპეციალურ მოედანზე დაიწყეს ფრენბურთის თამაში,მერე ნიკა მოვიდა,გადაგვკოცნა და კვლავ ფრენბურთს მიუბრუნდა,ტაისია გაიბადრა და ნიკას მიაჩრდა,ვაჩეს ჩემსკენ ერთხელაც არ შემოუხედავს და ისე მეწყინა ლამის იქვე მოვკვდი,აბა ნიკამ მოწონხარო?აშკარად მაღადავებენ,ვაჩვენებ მე ამათ ღადავს თუ ავუვარდი,დაწყნარდი სალომე,აქ თავი არ შეირცხვინო.ელენე მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-ძალიან გთხოვ ნუ იმჩნევ ასე.თვალით ვაჩესკენ მიმანიშნა.
-ხოარ გაუბერე.გავიკვირვე არადა ძალიან კარგად ვხვდებოდი ვაჩეზე რო ვიყავი მიშტერებული-შენ საიდან იცნობ?
-უბრალოდ აკრგი მეზობლები ვართ.გაეცინა და თავი მხარზე დამადო.
ბიჭები როგორც იქნა მორჩნენ ფრენბურთის თამაშს,თავი ერთხელაც არ ამიწევია,ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი და ინსტაგრამზე ფოტოებს ვათვალიერებდი,ჩვენკენ ლანდი წამოვიდა,თავი ავწიე,ვაჩე ნიკა და კიდევ რამოდენიმე ბიჭები იყვნენ,ნიკა ბოძს მიეყრდნო და თვალების ცეცება დაიწყო,დანარჩენებმა გადაგვკოცნეს.მალე მივხვდი,ნიკა ტაისიას ეძებდა.
-ბუფეტშია.დავასწარი სანამ მკითხავდა.გაეცინა და თავზე ხელი მოისვა,ძალიან საყვარელი იყო.
-და,ჰო,გუშინდელზე უბრალოდ ძლიან მთვრალი ვიყავი და სისულელეები გითხარი.გული გამიჩერდა,სულ არ გავდა ნიკა გუშინ ოდნავ მთვრალსაც კი.
-აჰჰ...კაი არაუშავს,სერიოზულად არც მიმიღია.ძალით გავიღიმე და ბუფეტში გავედი.
იდიოტი!!!
***
მერე გავიგე რო ვაჩე ჩვენ სკოლაში არ სწავლობდა,ჩვენ სკოლაში კი არა სკოლაში საერთოდ არ სწავლობდა,უნივერსიტეტში ყოფილა მეორე კურსზე,ეს ისე პროსტა დადიოდა თურმე "ნიკასთან".
***
თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს,ხოდა ნუ ასე აეწყო ჩვენი ურთიერთობა,ახლოს ვიყავით,მაგრამ ვერ ვიტყვი შეყვარებულები ვართ მეთქი,ფაქტი იყო უბრალოდ ძლიან მომწონდა,აი ძალიან.
***
სახლში იმდენად უაზროდ ვიყავი ტაისიას დავურეკე და პირდაპირ კაფის ადგილი ვუთხარი.სწრაფად ჩავიცვი და კაფის კარი გაღიმებულმა შევაღე.ნიკა,ვაჩე,დათო და კიდევ რამოდენიმე უცნობები იჯდნენ რომლებსაც შორიდან ვიცნობ და ვერ ვიტან ვერცერთს, არ მინდოდა მისვლა მაგრამ ნიკამ დამიძახა და ტეხავდა,ვაჩემ ერთი ამომხედა,გადამკოცნა ალბათ ისიც ვალდებულობის მიზნით და კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-მოდი რა დაჯექი,სად იდიხარ?
-აუ რავიიი,ნინოს ველოდები.ყავა შევუკვეთე და ჩემზე მოშტერებულ ვაჩეს შევხედე.
-რა?
-არაფერი.გაეცინა და შეიხედა.შტერი.
მერე ტაისია მოვიდა და წავიდნენ.
***
-ვის??? ვეკითხები და სადაცაა ტაისია გავპუტო,სიცილით კვდება და სულ არ აპირებს რაიმის თქმას.
-აუ ტაისია.
-გოგო რა გინდა,მშვიდად იყავი,ვიცნობ მე და ჯერ არ აპირებს შენს მოტაცებას.კვლავ კვდება სიცილით.თვალები დავიმწვრილე და დავნებდი,არაფერის მთქმელი ეგ არ იყო,თავი უკან გადავაგდე და სკამს მივეყრდენი.
-აუ მინდა ზაფხულიი.ამოვიტირე.
-რას მელაპარაკები.გაეცინა და მანაც მე მომბაძა.
აი ასე,უკუღმადაც კარგად ვნახე ვაჩე,თავი გავასწორე და ჩვენკენ მომავალს გავუღიმე,სანამ მოვიდოდა ვერ მოვითმინე,შევხვდი და გადავკოცნე.
-რას შვებითთ?
-რავი.გაეცინა ტაისიას.-შენ?
-მე ნიკასთან მივდივარ,წამოდით რაა.ყელი გამოწია და საყვარლად გამომხედა.ტაისიას და ჩანთას ხელი დავავლე და ორივე მანქნისკენ წავათრიე.ორი წუთი არ იყო გასული ვაჩემ მანქანა გააჩერა და ისე გამომხედა კინაღამ იქვე მოვკალი კოცნით.
-რა?ვკითხე გაკვირვებულმა.
-წინ გადმოხვალ?თვალები გადმომცვივდა,თავი ოდნავ დახარა და გაეცინა,მეც გამეცინა.
-გადმოვალ,აბა რას ვიზავ.სწრაფად გადავედი წინ და ღვედი შევიკარი.ტაისიასთვის არ შემიხედია მაგრამ ზუსტად ვიცი იღიმოდა,ვაჩემ ფეღზე ხელი დამადო და გზა გააგრძელა,მისთვის შეიძლება არაფერი მაგრამ მე კარგად ვგრძნობდი მაისურის ქვეშ დაბურძგლულ კანს.
***
ტაისია ვერაფრით რო ვერ გავაღვიძე და უკვე რო მივხვდი დავაგვიანე დამარცხებულმა დავდევი თავი ბალიშზე და მეც დავიძინებდი რომ არა ტელეფონის ზარი,ამ უკანასკნელსაც ისეთი ზარი ჰქონდა თავი ამატკივდა.ნომრის ნახვა და ჩემი გულის გაჩერება ერთი იყო.
-ჰო.
-სკოლაში რატო არ ხარ ქალბატონო?
-აუხხ რავიცი.გამეცინა.
-ქვევით ჩამოხვალ?აქ პულსი მიჩერდება.
-რატო არ უნდა ჩამოვიდე.გამეცინა და ტელეფონი სპიკერზე ჩავრთე რო ჩამეცვა.
-და რატო უნდა ჩამოხვიდე?
-რა კითხვებია?
-არა მართლა მაინტერესებს,რატო უნდა ჩამოხვიდე დილის 9საათზე ვიღაც ბიჭის ზარზე?იღიმოდა ზუსტად ვიცი.
-იმიტომ რომ არ ხარ შენ ვიღაც ვაჩე.
-და აბა ვინ ვარ?
-ვაჩე კარგად ხო ხარ?
-რაო ვინ ვარო?
-რა გგონია რას გეტყვი?კონტური წავისვი ტუჩზე.
-უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი.
-ჩემი მეგობარი ხარ ვაჩე.
-კაია.
-ჰა?
-აუ ახლა გამახსენდა,წასასვლელი ვარ და ხო არ გეწყინება?
-არა რა წყენაზეა აქ საუბარი,მე ავდექი,ჩავიცვი,შევიღებე და ეხლა გახსენდება რო წასასვლელი ხარ,ვერ ხარ ხო?
-მაპატიე.გაეცინა და ტელეფონი გამითიშა.ცოტა მაკლდა და ვიტირებდი,სწრაფად მოვიშორე მაკიაჟი და ლოგინში ჩავწექი,ეს ის მომენტი იყო სიზმარშიც ვაჩე რო მიშლიდა ნერვებს.
***
სკოლიდან გამოვედი თუ არა თვალში პირდაპირ ვაჩეს მანქანა მომხვდა.მანქანას ყველა მხრიდან რო შემოვუარე და შიგნით მაინც ვერავინ დავლანდე ფარ-ხმალი დავყარე და ტაისიას გავყევი.
***
-დღეს შენ სანახავად მოვედი და შენ არ დამხვდი.გაეცინა.
-მჯდარიყავი მანქანაში და მნახავდი.
-აუ კაი რა.კვლავ გაეცინა და თავი მხარზე დამადო.
აი ეს იყო ბედნიერება.
***
-დედას გაფიცებ მითხარი.
-არაა.მეცინებოდა,ვეტყოდი აბა რას ვიზავდი,პროსტა ხო უნდა მომეშლა ნერვები ვინმეზე.
-სალომეე.შეჰკივლა.
-ჰო ტაისს რამე გინდოდა?მის სახეზე კვლავ გამეცინა.
-სალომე ნუხარ ღორი.შეჰკივლა და ჩევნკენ მომავალ ნიკას და ვაჩეს მიშველე მზერით შეხედა.
-რა?კითხა ნიკამ და გაეცინა.
-აუ სუნამოს სახელს არ მეუბნებაა.ამოიტირა ტაისიამ
-ეგეთი რა სუნამოა რო გამოყარე მთლი სამეზობლო.გაეცინა ვაჩესაც და გვერძზე მომიჯდა.
-აი შოკია.
თავი კისერთნ მომიტანა და ტუჩები ჩემ ყელს შეახო.დამბურძგლა,თან ისე მაგრად რო კანი მეტკინა,მიხვდა და გაეცინა.
-კი კაია.
-ჰო ზუსტად სუნი გაინტერესებდა.გაეცინა ტაისიას,მერე ნიკასაც გაეცინა,მერე ვაჩესაც.
-სად იყიდე?
-რა კითხვებია?
-ხო სად იყიდე?წამოიძახა ტაისიამ,თვალები ისე დავუბრიალე მეტკინა,ვიგრძენი ვაჩეს მზერა და მივხვდი პასუხის გაცემის დრო იყო.
-მაჩუქეს.
-ვინ?დედამ დამირეკა და შვებით ამოვისუნთქე,ყურმილი სწრაფად ავიღე.
-ვინ აჩუქა?ეხა ტაისიას მიუბრუნდა.მხრები აიჩეჩა და მანაც ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო,ან უბრალოდ ისე გამოიყვანა რო ლაპარაკობდა,ნიკამ და ვაჩემ ერთი გადახედეს ერთმანეთს,ელზასთან საუბარს მოვრჩი და ტელეფონი მაგიდაზე დავდე.
-ტაისს სახლში გაგაცილო?
-არა ნიკ ერთად მივდივართ მე და სალომე.თვალი ჩაუკრა და მანაც დადო ტელეფონი,ნიკამ ვაჩეს შეხედა.
-აუ სიგარეტი დამიმთავრდა,წამომყვები მაღაზიაში?ისე საყვარლად თქვა ტაისიას მაგივრდ მე დავდნი.
-აუ კაი რაა,მეზარება.
-მიდი რა,მარტო მეც მეზარება.ტაისიამ მე შემომხედა,თვალით ვანიშნე წასულიყო,არც იყო არაფერი დასამალი,მერე რა მოხდა თაყვანისმცემელმა სუნამო თუ მაჩუქა.
-დედას გაფიცებ რატო არ მეუბნები ვინ გაჩუქა.ეცინებოდა ვაჩეს.
-კაი რა,რა მნიშვნელობა აქ.
-უბრალოდ მაინტერესებს ვინ ჩუქნის ჩემ მეგობარს სუნამოებს,რა არ შიძლება?
-არ ვიცი ვინ მაჩუქა.ისე შემომხედა მაშინვე დავიწყე ლაპარაკი.-ერთი ბიჭა რა.
-რას მელაპარაკები.-გაეცინა.მე გოგო მეგონა,რატო გაჩუქა?
-უბრალოდ მაჩუქა,რა არ შეიძლება?
-როგორ არ შეიძლება.კვლავ გაეცინა და სურვილი გამიჩნდა ერთი გემრიელად შემომელაწუნებინა მისთვის.
-აბა რა გინდა?მოვიდნენ ტაისია და ნიკა.
-ხო ვხედავ,ვინიყოო რა თქვი?
-რავი ტაისია იცნობს და მოვწონვარ რა.
-და უყვარხარ.სწრაფად შევხედე ტაისიას.
-ვა კაია.გაეცინა,მერე ჯერ მე გადამკოცნა,მერე ტაისია,და წავიდნენ,დამტოვა ასე გაგიჟებული,უკვე მერამდენედ.
***
ეს სანდრო სულ უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს,ყოველდღე საჩუქრებს მიტოვებდა,კაი ხო ვაღიარებ,ძალიან მაგარი რაღაცეები იყო,მაგრამ არ მინდოდა,უბრალოდ არ მინდოდა.
***
-არ ვიცი,სადაც გინდა მანდ წაიღე,ან სახლში აუტანე.
-ღადაობ?თალები გადმოცვივდა.
-არაფერსაც არ ვღდაობ.
-ბიჭს ავუტანო მისივე ნაჩუქარი ყვავილები?და რა ვუთხრა ნუ ჩუქნი მეთქი?შენ დებილი ხარ?
-აუ კარგი რა ტაისია,ყელში ამოვიდა უკვე.
-და რა გინდა?მოწონხარ ბიჭს და გჩუქნის.
-ეგრე მეც მომწონს ვაჩე მარა რა ყვავილები ვაჩუქო.
-ღმერთო რა დებილი ხარ.აყროყინდა,მეც გამეღიმა,პირველად არ ვუარყავი რომ მომწონდა.
***
მაღაზიაში ჩავდიოდით სკამზე ნიკა და ვაჩე რო ვნახეთ და მათკენ წავედით.
-რაშვებით?
-რავი თქვენ?
-ჩვენც.ტაისიას გაეცინა და მათ პირდაპირ დავჯექით.
-აუ ტაისს ადგილი გამიცვალე რა.ყელი საყვარლად გამოწია ვაჩემ და ჩემ გვერძზე მაშინათვე მოკალათდა,თან მხარზე თავი დამადო და ჩემი თმების თამაში დაიწყო.
-აუ სალოო წამო რა წყალი მინდა.ტაისია რის ტაისიაა ყველაფერი რო არ გააფუჭოს.
-არსადაც არ ვუშვებ მე ჩემ გოგოს.ხელი გადამხვია ვაჩემ.
-დავიხრჩვი ბიჭო წყალი მინდა,მერეც მოასწრებთ მოფერებას.გაეცინა ტაისიას და ჩემი თვალების ბრაილი არ შეიმჩნია.
-აჰა აიღე.წყალი გაუწოდა ვაჩემ.
-წყალი არის სნო.ერთდროულად ვთქვით მე და ტაისიამ და სიცილი დავიწყეთ,სულ ასე ვამბობდით,და შინაარს ჩვენ გარდა ვერავინ ხვდებოდა.
-ბახმაროა ეგ.გაეცინა ნიკასაც,ტაისიამმ ღიმილით მოხსნა ბოთლს თავი და ის-ის იყო წყალი უნდა დაელია რო კინაღამ ბოთლიანად გადაცდა ისეთი ხველება აუვარდა,ნიკა ზურგე ხელს ურტყამდა,სიცილისგან მე და ვაჩე ცუდათ ვიყავით,ტაისია მოსულიერდა თუ არა ჩემსკენ გადმოიხარა და ჩუმად ჩამჩურჩულა.
-ნელა,არაფერი არ შეიმჩნიო,შენს უკან სანდრო დგას.
-ვინ?
-აი რაღაცეებს რო გიტოვებს,არ შეიხედო.გადაიხარა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა.გამოგვექომაგა ნიკა,გამეცინა და თავი უკან შევატრიალე,ორი ბიჭი იდგა და ორივე აქეთ იყურებოდა,ეხლა მე გადავიხარე ნინოსკენ.
-თეთრ მაიკიანი თუ წითელი?
-წითელი,რატო შეიხედე.საზურგეს მივეყრდენი და თავი ლევანს დავადე,კი კაი ბიჭი იყო მაგრამ არ მომწონდა,იყო უკვე ჩემ ცხოვრებაში ვაჩე,და არ მჭირდებოდა ვინმე სხვა.
***
ჯერ კიდევ მძინარემ თავი წამოვყავი და ყურმილი დაუხედავად ავიღე.
-გისმენთ.
-გეძინა?სულ გამოვფხიზლდი ვაჩეს ხმის გაგონებისას.
-ჰო.
-შენ ხო იცი რო ყველაზე მაგარი გოგო ხარ მთელ მსოფლიოში?
-ხო მერე.მეცინებოდა.
-რაღაც უნდა შემისრულო რა.
-გისმენ.
-მოკლედ,ეხლა რო გთხოვო ჩაიცვი მეთქი ადგები?
-ჯანდაბას,ავდგები.
-ათ წუთში ქვევით ვიქნები კაი?
-გაკოცე.
-მეც.
პირველად ცხოვრებაში,სახლიდან გავიპარე.უბრალოდ ჩახუტებულები ვიდექით ძალიან დიდი ხანი.
-კაი ადი ეხლა,შეგცივდება,და კაი გოგო ხარ რო არ გამიტეხე და ჩამოხვედი.
-რა სულელი ხარ.გამეცინა,გადავკოცნე და წამოვედი.ზევით ასულმა ძალიან ვინანე კიდევ ცოტა ხანი რომ არ დავრჩი.
***
-ისე,არ ვიცი როდის გაქ დაბადებისდღე.გაეცინა.
-შენ როდის გაქ?
-27დეკემბერს.თავი დავუქნიე.
-შენ როდის გაქ?
-კითხვას შენ თვითონ უპასუხე.
-ღადაობ?უზომოდ უხაროდა.
ჰო,ერთ დღეს გვქონდა დაბადების დღე მეც და ვაჩესაც.
***
-მოგწონვარ ხო?
-ბატონოო?
-მოგწონვაარ,მოგწონვაარ.
-ვაჩე დებილი ხარ?
-მოგწონვარრ.
-არაა.
-კი მოგწონვარ.თავი დამიქნია.
-არა მეთქი.
-შენ ასე ხშირად ამბობ არას?
-არაა.
-ანუ მოგწონვარ.
-დამპალი ხარ.
***
ვიდექით შუა ქუჩაში,სრულიად გაწუწულები და ვკვდებოდით სიცილისგან,უაზროდ ბედნიერი რო ხარ და სიცილის მეტს ვერაფერს აკეთებ ზუსტად მასე ვიყავი.დამაცემინა,ვაჩემ ერთი შემომხედა,რაღაც ჩაიბურტყუნა და მანქნისკენ გამაქანა.
ისე გავცივდი ჩემ თავს ვერ ვცნობდი,წამდაუწამ მაცემინებდა და სალფეთქებით ხელმომარჯვებული დავდიოდი,ელზაც მორიგე იყო,ტაისია სკოლაში,მოკლედ არ იყო ჩემი დღე.კარს იქით ვაჩე რო დავინახე რაღაც სასწაული დამემართა.
-დაჯექი შენ,ეხლა წამალს გაგიმზადებ და უნდა დალიო.ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა,მერე მეორეზე და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა.ვაჩე რო შემოვიდა ტაიქოლდით ხელში კინაღამ გული ამერია.
-აუუ პროსტა შანსი არაა,არა არა და არა,არ დავლევ ამას,არ არსებობს.
-კი შენ კარგი გოგო ხარ.
-არა არა და არა.ჭიქა პირისკენ რო წამომიღო მაშინვე უკან გავხტი.
-ალერგია მაქ ლიმონზე.
-კაი.
-გეფიცები ალერგია მაქ.
-ვიცი რო არ გაქ არაფერზე ალერგია,მიდი მიდი დალიე.
-კაი რა.
-ვაჩე მართლა ვერ დავლევ სულიერად მაქ ალერგია ლიმონზე.შეტრიალდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო,რაღაც უაზრობა გადიოდა,ამის ყურება ურჩევნია ჩემ ყურებას ხო
-კაი რა...ვაჩე!
ვერ ვიტანდი ლიმონს,ოღონდ მართლა უბრალოდ მეწიწკებოდა,ჭიქა ავიღე,ერთი დავხედე და სულმოუთქმელად დავლიე.სახე დამემანჭა.
-ჭკვიანი გოგო.კისერში მაკოცა.
-აღარასდროს აღარ დავლევ,ფუუ.
-კი დალევ.გაეცინა.
-აუ გამანებე რა.
-ხვალისთვის ვამზადებ უკვე.
***
რაღაც ისეთი დღე იყო,უცნაური აი სატირლად რო მამზადებდა,ტაისიამ მამამის მანქალა გამოართვა და დაჟინებული თხოვნით მთელი მაღაზიები შემომატარებინა,ყველაფერი ჩაიცვა და არაფერი არ მოეწონა,კონსულტანტები გაგიჟდნენ თუმცა არც არავის ადარდებდა ბოლოს თვითონაც რო დაიღალა მანქანაში ჩამტენა.
-აუ ნიკაზე მეშლება ნერვები რა,გოგო წეღან მირეკავს და მეკითხება სახლში ვინ მიგაცილაო,ნორმალურია ახლა ეს?რას მაწვალებს ეე,ტიპმა ერთი მიყვარხარო ვერ მითხრა.
-იქნებ არ უყვარხარ? პირდაპირ ჩანთა გამომიქანა.
-აუუ მეტკინა ცხოველო.შუქნიშნზე გავჩერდით ტაისიამ საჭეს თავი დაადო და ნიკაო რაღაცეებს ბურდღინებდა სიცილით გავიხედე ფანჯარაში და ღიმილი სახეზე შემახმა,ტაისიამ ჩემ მზერას თვალი გააყოლა და თვლაები კინაღამ მუხლებზე დამაწყო.
ვაჩე და "ლიკუნა" სასტუმროს კარებთან გაღიმებული სახეებით,ხო რატო არა,ამ ლიკასაც თმები ისე აქ არეული აშარად ღამე ერთად გაატარეს, ვაჩემ ღიმილით შემოატრიალა სახე და ღიმილი იმ წამსვე გაუქრა თუმცა სახე მალე დაალაგა და ხელი ღიმილით ამიწია,მეც გამეღიმა უფრო სიმწრით და მზერა ლიკაზე გადავიტანე.ბომჟი.ხელი მეც ოდნავ ავწიე.
1...
2...
3...
მწვანე
პაკა.
***
-იდიოტო.მთელი სკოლის მზერა ჩემსკენაა მომართული.
-აი უბრალოდ ვერ ვხვდები რატო მიბრაზდები.იცინის.
-ამას ხო ხედავ?ხოდა რო გამოგიქანებ მერე კარგად მიხვდები,რაგინდოდა ლიკასთან ნუ გამაგიჟე.
-ლიკუნასთან.მისწორებს,ხოა ღირს მართლა რო ვჭედო 38 ზომა.
-ხოდა გყავდეს ლიკუნა.
-ბავშვო.
-ლიკუნა გყავს მოზრდილი.უკნიდანაც მესმის მისი ხარხარი.
***
-სულ გაუბერე,ერთი ნაშის გამო რა ამბებს ტეხავ, მაინც არ იყოს კაი რა სალომე,როგორი დებილი ხარ.ვერ ჩერდებოდა ტაისია.მერე,მერე მართლა მივხვდი რომ საშინლად იდიოტურად მოვიქეცი და საშინლად შემრცხვა,თუმცა გამახსენდა დღეს როგორ დაიცვა "ლიკუნა" და ხასიათი საერთოდ მომეშხამა.
გაბრაზებული შევედი ოთახში და ლოგინზე პირდაპირი მნიშვნელობით დავეგდე,სულ დამავიწყდა გაბრაზებაც და წყენაც ჭერზე,ზუსტად ჩემი ბალიშის ზევით პოსტერის დანახვისას, ვაჩე და მე ჩახუტებულები,გამეცინა და მთელი დღე ფოტოს ყურებაში გავატარე.
***
-ელე მარტო ხარ?
-ჰო გოგო უნარებზე მივდივარ.
-შეგიძლია ვაჩეს მისამართი მომწერო?
-ააააარ არსებოოობსსს.ტელეფონი ოდნავ გავწიე და მაინც კარგად გავიგონე მისი კივილი.-რათგინდა მითხარი ეხლა სასწრაფოდ.
-უნდა მოვიტაცო ელე.
-არ გეტყვი.
-ელენე უბრალოდ მომწერე და მერე აგიხსნი.

ერთი ამოსუნთქვით ავირბინე კიბეები და კარზე დავაკაკუნე,ვაჩეს დედის დანახვაზე სახეზე ფერები გადამივიდა.
-გამარჯობა.გამიღიმა.
-გამარჯობათ,იცით მე მეე ვაჩეს მეგობარი ვარ,რაღაც დარჩა და რადგან აქვე ვცხოვრობ მთხოვა მე მიმეტანა.ღიმილით შემიყვანა სახლში და ვაჩეს ოთახის კარებამდე მიმაცლა,ოთახი სწრაფად მოვათვალიერე და გეგმას მივყევი.
მეორე დღეს,ვაჩე რო ვნახე,ჩემსკენ მომავალი და სიცილისგან სახეაწითლებული მაშინ გავიაზრე რაც გავაკეთე და ცოტა არ იყოს და შემრცხვა. თავზე მაკოცა,თან იცინოდა.
-პროსტა სასწაული მყავხარ.
იმ დღიდან,მეც და ვაჩესაც ერთი და იგივე ფოტოები გვქონდა ჭერზე.
***
-ხო იცი რო აწი არ გაპატიებ? პირდაპირ თვალებში შევხედე.
-ჰა?
-ლიკაზე.
-რა თქმა უნდა ვიცი.გაეცინა და თმებზე "თამაში" დამიწყო.
***
-მგონი "მერხევა".
-რა??
-აუ რავი,ვფიქრობ და...
-და?
-მგონი მიყვარხარ.გაეცინა.
-აუ
მგონი
მეც
"მერხევა".
აი ეს იყო ბედნიერება
***
ვაჩე და ნიკა მაცილებდნენ გვერდით "ლიკუნა"-ს სასტავს რო ჩავუარეთ.
-სახეში არ მომარტყა.მომაძახა და თავისი ჭკუით უკანალზე მიმითითა.ბატი
-სახე ისე დაბლა გაქ კი ვიფიქრე არ მოვარტყათქო მარა არ შეგეშინდეს გემოვნება გვაქ.
-უფრო ვერ დაიბერე?
-ყვავმა ყვავს უთხრა შე შავო.
-ამ შემთხვევაში ორივე შავები გამოდიხართ.განმანათლა ლიკას დაქალმა,როგორ შეიძლება იყო ასეთი დებილი.
-არ იბუზ*ნო რა.თვალი ჩავუკარი და შემოვტრიალდი.ორი წუთი არ იყო გასული ისეთი სიცილი დავიწყე უნებურად ამყვნენ ვაჩე და ნიკაც.
-რა ჩაუტარა ჩემი.იგუდებოდა ნიკა.
-ტიპები დაოკდნენ.ჩაიკეცა ვაჩე.
***
დღეს რაღაც საშინელება მოხდება.
***
რა სისულელეა,ყველაფერი კარგად იქნება,ვეუბნები ჩემ თავს თუმცა ამის კარგად მეც არ მჯერა,საშინელი წინათგრძნობა მაქ,ჯერ ხო სკოლაში დავაგვიანე,მერე ავსრიალდი და კინაღამ ფეხი მოვიტეხე,მერე ქუჩაში ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი "საბა" გამოჩნდა და ნერვები დამაწყვიტა,მერე უნარებზე ისე ვიყავი დღვანდელ დღეზე გართული კინაღამ სკამიდან გადმოვარდი,მანანამ ისიც კი მითხრა გაგიშვებ თუ გინდაო,ნეტა მართლა წამოვსულიყავი,უნარების მერე გარეთ სასწაული წვიმა დამხვდა და სულ გავიწუწე,თან ტაქსიც ვერაფრით ვერ გავაჩერე და ფეხით წავედი,მერე,მერე იყო რაც იყო.
კვლავ იგივე კვლავ "ლიკუნა" და კვლავ ვაჩე,კვლავ ერთად,კვლავ იმ დაწყევლილ სასტუმროსთან ისევ ლიკუნას სასწაულად არეული თმებით.
"*-ხო იცი რო აწი არ გაპატიებ?
-რა თქმა უნდა ვიცი*"
გამახსენდა და სიმწრით გამეცინა,უკვე გული მერეოდა,მაგრამ არა,აქ არა, ბედნიერებას მათ ვერ მივანიჭბდი,როცა მე შიგნიდან ვლპებოდი, ნელ-ნელა ვჭკნებოდი.სპეციალურად მათ მხარეს გადავედი და გვერდი ხმაურით ავუარე,ვაჩემ თვალი გამომაყოლა,მერე ალბათ მიხვდა რაც მოხდა,რაც ვნახე და პირდაპირ გამომეკიდა,ჩემ "ბედზე"ტაქსმა მაინცდამაინც ეხლა გამოიარა,მეც სასწრაფოდ დავუქნიე ხელი და საშინლად გაწუწული ჩავჯექი ტაქსში,ვის ადარდებდა,ისე ვტიროდი რამოდენიმეჯერ სული ვერ მოვითქვი და ხმამაღლა ამოვისლუკუნე,ტაქსისტმა რამოდენიმეჯერ მკითხა რამეთი ხო არ შეეძლო დახმარება,დიდი ყურადღება არც მისთვის არ მიმიქცევია.სადარბაზოში თმის გაწურვით შევვარდი და ცრემლები მოვიწმინდე.უკვე გითხარით რო ბედნი დღეს სრულიად ამცდა?ხოდა ეხლა გეტყვით რო დღეს არ იყო ჩემი ბედი,პირდპირ საბას შევეჩეხე,ამანაც დამიწყო საუბარი,იქით-აქეთ,ვერაფრით ვერ შევაგნებინე რო არ მქონდა მისი ნერვები,ბოლოს თითქოს ვაჩეზე გაბრაზება მასზე ვანთხიე და ისეთი ვთხლიშე კინაღამ თავი მოვუტრიალე,გაეცინა და ჩემს უკან დარჩა თვალები,მერე თითქოს რაღაცას მიხვდა და სანამ უკან შევიხედავდი პირდაპირ ტუჩებზე მეტაკა,თავიდან ვერ გავიაზრე რა მოხდა,ბოლოს ძლივს მოვიშორე.
-ნაგავო იდიოტო.
გაეცინა და მზერა კვლავ ჩემს უკან გადაიტანა.გამაჟრიალა,თითქოს უკვე მივხვდი ვინც უნდა ყოფილიყო და კინაღამ ჩავიკეცე,მაგრამ კინაღამ არ ითვლება,ნელა შევტრიალდი და ადგილზე მივიყინე.საბამ ერთი გაიცინა და გვერდი აგვიარა.
-ვაჩე აგიხსნი,მართლა.
-ჩემზე გაბრაზებული ესე უნდა მოქცეულიყავი?ისეთი ხმა ქონდა ხმა ვერ ამოვიღე.
-ვაჩე მე არ
-ხმა არ ამოიღო,უბრალოდ არ გეკადრება,ხო ხვდები?შენ,შენ უბრალოდ არა რა,ვსო,ეს ბოლო იყო. ბოლო იყოო?დამცინის?
-რა იყო ვაჩე ბოლო?ლიკუნა რატო არ იყო ბოლო?გეკითხები,ლიკუნა რატო არ იყო ბოლო?
-ლიკუნას ვერ ივიწყებ რაღაც. დებილია თუ თავს იდებილებს?
-ეს მე კიარა შენ ვერ ივიწყებ ვაჩე.
-აჰ ხო შენ,შენ დაივიწყებდი აბა რას იაზმდი,ბოლო-ბოლო საბა გყავდა ზევით.
ისეთი ხმა ქონდა ჩემ ხელს მის ლოყაზე,სულ წამით შემეცოდა,სულ წამით.
-სალო,ზევით ადი.
არ შემეძლო,იმ წამს ფიქრი არ შემეძო,უბრალოდ მინდოდა,მინდოდა კიარა მჭირდებოდა ვაჩეს დავიწყება.
-შენ ვაჩე-ცრემლები მოვიწმინდე-უბრალოდ ჩემზე ასეთი რაღც არ უნდა გეკადრებინა,არ უნდა გეფიქრა ეგეთი რამე ჩემზე,უბრალოდ ჩემზე არა.
ჩემსკენ გამოიწია,სასწრაფოდ უკან გავხტი.
-ვაჩე წადი,საერთოდ წადი.უკვე ხმით ვტიროდი.
-წავალ,გპირდები.შუბლზე მაკოცა და წავიდა,მართლა წავიდა.
იმ დღეს,მხოლოდ ვაჩე და მე კიარა,ცაც ტიროდა ჩვენთან ერთად.
***
"-წავალ,გპირდები."
ვაჩე, რის ვაჩო იყო,დაპირება რო გაეტეხა.
***
-ნიკა გაგიჟდი?რა ხდება?
-წავიდა ტაისია,წავიდა გაიგე? წა-ვი-და,მორჩა რა,წავიდა სალომეს გამო.
-სალომეს გამო?მეხუმრები არა?ყოველდღე ხო ბოზ*ბში დაძვრებოდა და მერე სალომესთან მოდიოდა და მიყვარხარო,ეს კაცობაა?კაცობაა ეს ახლა?გეკითხები,თავი აწიე და გამეცი პასუხი,კარგად იქცეოდა?მგონი სულ არ უყვარდა და თავისას ისწორებდა,შენც ეგეთი ხარ ალბათ.
-ტაისია,არ იცი რას ლაპარაკობ,ადი სახლში.
-ა ხო,მე არ ვიცი.გაეცინა და გაბრაზებულმა მიაჯახუნა მანქნის კარები.
***
-ნუ ხარ იდიოტი,არ უნდა გააფუჭო ურთიერთობა ჩემს გამო,ხო ხვდები?თქვენ მაინც იყავით ბედნიერები.გაეცინდა და დაქალს მოეხვია.
ტაისია და ნიკა კი მაგრამ...
***
-ჩამოვა,აი ნახავ,უეჭველი ჩამოვა,აი შანსი არაა.ხტუნავდა ელენე და თან დებილი ბავშვის სახით მოდიოდა აი ნაყინს რო უყიდიან და სასწაულად რო უხარია.
-კაი ელე.გამეცინა.
-ღადაობ???ორი წელი გავიდა,გაიზარდეთ უკვე,თან ხო ხვდები ქორწილი და რამე.
-ქორწილი არა მეთქი ელენე რამდენჯერ გითხრა?მე და ნიკა უბრალოდ ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ.შუსწორა ტაისიამ უკვე მერამდენედ.მე-გამეცინა.
უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოვდიოდით,ტაისია რო სასწაულად ასრიალდა,მე და ელენე ერთმანეთს ვაწვებოდით რო არ წავქცეულიყავით,ისე ვიცინოდით მთელი უნივერსიტეტი ჩვენ გვიყურებდა,გაბუზულ ტაისიაზე უფრო მეცინება და უკვე ვხვდები რო ძაან ცუდათ ვარ.
-"აუ კაი რა ეგრე ხო შენც წაიქეცი კახეთში ექსკურსიაზე".(იცით ხო უკვე ეს ისტორია?)ამის გახსენებაზე კვლავ ისტერიულად მეცინება,რაღაცას ფეხი წამოვკარი და პირდაპირ ხელში ჩავუვარდი უცხო ობიექტს.კვლავ-მე ასრიალებული "უცხო ობიექტის"ხელებში
დეჟა-ვუს გრძნობა.
თავს ნელა ვწევ და...
სულაც არ ყოფიულა უცხო.ნაცნობ ხმაზე მაჟრიალებს.
-როგორ ხარ სალო?

და კვლავ თავიდან,
ნაცნობი სურნელი
ნაცნობი შხება
ნცნობი განცდები
ნაცნობი ბედნიერება
და კვლავ სალომე და ვაჩე
ოღონდ ბედნიერი დასასრულით.


ესეც მეორე )
სალომე,დაპირება დაპირებაა,ზაზუნა ჩემია))
ტაისია-იგივე ნინო.



№1  offline წევრი Katastrofa

ხან ელენე გეწერა ხან სალომე,ხან ლევანი გეწერა და ხან ვაჩე....ცოტა უნდა დაუკვირდე და რომ დაწერ ბოლომდე მერე თვალი უნდა გადაავლო თორემ ძალიან ცუდად ხვდება თვალში ისე კარგი იყო ❤

 


№2  offline წევრი chaligava

Katastrofa
ხან ელენე გეწერა ხან სალომე,ხან ლევანი გეწერა და ხან ვაჩე....ცოტა უნდა დაუკვირდე და რომ დაწერ ბოლომდე მერე თვალი უნდა გადაავლო თორემ ძალიან ცუდად ხვდება თვალში ისე კარგი იყო ❤

ჰო ვიცი,უბრალოდ თავიდან სხვა სახელები მეწერა და მერე ისე მოხდა რო უნდა შემეცვალა სახელები და თან უცებ უნდა დამედო, ყველგან ვერ მოვახერხე შეცვლა,აუცილებლად გამოვასწორებ და მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent