შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები(პროლოგი)


6-05-2017, 01:16
ნანახია 1 393

სიენამ ქუჩაში გამოაბიჯა და ნელა გაემართა უნივერსიტეტისკენ.გრძელი გზა იყო,მაგრამ გოგონას ფეხით სიარული ძალიან უყვარდა.დადიოდა და თან გამვლელთა სახეებს აკვირდებოდა ხოლმე.ზოგის გაყინულ,ზოგის სევდიან და ზოგის მომღიმარ სახეს...უცებ ყრუ კვნესის ხმა მიწვდა მის სმენას.გაიხედა და ბიჭი დაინახა,რომელიც მის ფეხქვეშ გართხმულ მათხოვარს თავზე წამოდგომოდა და გაბრაზებული უყვიროდა.
–სად აგდიხარ,აეთრიე მძორო.რო გდიხარ მიწაზე არ უნდა იცოდე რომ აქ ხალხს სიარულში ხელს უშლი?!აქედან გაეთრიე და აღარ დაგინახო აქ.
მათხოვარმა შეშინებული თვალებით შეხედა...
-სად წავიდე ბატონო?!სახლი მე არ მაქვს და თავშესაფარი.თავს მათხოვრობით ვირჩენ.აქ რომ არ დავჯდე შიმშილით მოვკვდები.
–ფეხებზე მ*იდია თუ ჩა*აღლდები.აქედან გაეთრიე თორემ ძალით გაგათრევ...
სიენას ბრაზისგან ცრემლები მოაწვა.ის იყო ბიჭს მათხოვრისთვის ხელი უნდა ეტაცა,რომ სიენა ადგილიდან მოწყდა და ბიჭს მივარდა.
-ახლავე გაუშვი!
ბიჭი მოულოდნელობისგან შეკრთა.უნდობლად გადმოხედა გოგონას.
-შენ ვინღა ხარ,აქედან დამეკარგე.
–ხელი გაუშვი თქო!რა დაგიშავა მაგ კაცმა?!
-ისიც კმარა რომ აქ აგდია და სიარულში ხელს მიშლის.
-შენ საერთოდ რა ადამიანი ხარ?ადამიანს თავისი გაჭირვება ეყოფა.თავი დაანებე.რითი გგონია თავი მასზე უკეთესი,მამიკოს ფულებით?.ვერ ცხრებოდა გოგონა
-მე მამა არ მყავს.სევდიანი ხმით თქვა ბიჭმა
-მერე რა?!დიდი ამბავი...ბევრს არ ყავს.ზოგს კი ურჩევნია მკვდარი ყავდეს.ამ კაცს თავი დაანებე და შენს საქმეს მიხედე,ფულით გათამამებულო ბიჭო.რეალური ცხოვრება ასეთია,შენ კი ალბათ ფუფუნებას ხარ მიჩვეული და ამ ყველაფრის დანახვა შენში ზიზღს იწვევს.სინამდვილეში კი საზიზღარი შენი საქციელია.როგორც იქნა ამოხეთქა გოგონამ.
ბიჭი გვერდზე გადგა...თვალები აემღვრა,ტუჩები აუცახცახდა.
სიენა მოხუცს მივარდა და წამოაყენა.
-რამე ხომარ იტკინეთ?
-არა შვილო,დიდი მადლობა.
-კარგი,მაშინ მე წავალ,ნახვამდის.
-ნახვამდის შვილო.თქვა მოხუცმა დაწასვლა დააპირა.
-ერთი წუთით,წამოიძახა ბიჭმა.
-აი ფული გამომართვით,თქვა და მოხუცს 100 ლარიანი გაუწოდა.
მოხუცმა ხარბად შეავლო თვალი და მადლობა გადაუხადა.
-ფულით ყველაფერს ვერ იყიდი!თქვა სიენამ და წასასვლელად გატრიალდა,როცა ბიჭის ხმა გაიგონა.
-რა გქვია?მოესმა ჩამქრალი ხმა.
-სიენა,მკაცრად ჩაილაპარაკა გოგომ.
–მე დემეტრე.
-არც ისე სასიამოვნოა.თქვა გოგომ და წავიდა.
-ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა სიენა.ჩაეღიმა დემეტრეს.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა მეტი უნდა დაგედო.

 


lalita
ცოტა მეტი უნდა დაგედო.

აუცილებლად გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent