სანდრა ლიპარტელიანი (თავი 1)
მე კიბო მაქვს! შიში.სიკვდილის შიში.შიში იმისა,რომ ერთ დღესაც ვეღარ გაიღვიძებ. ეს შიში ფეხის ფფრჩხილებიდან შემოდის,ჯერ ფეხებს,ტანს,ხელებს,თავს და ბოლოს გონებას ეპატრონება.ტკივილი.გაუსაძლისი და უკიდეგანო ტკივილი.და მაინც ღიმილი ^^ პოზიტივი,მხიარულება,გართობა,ღიმილი,ღიმილი და კვლავაც ღიმილი^^ ზოგჯერ ცრემლიც,მაგრამ მაინც ღიმილი^^ მოდი ამბის თხრობას დავიწყებ რომ არ იფიქროთ,რა მოსაწყენი მონილოგიაო... -სახელი? -სანდრა -გვარი? -ლიპარტელიანი -ასაკი? -18 წელი -აქ მოსვლის მიზეზი? -კიბო! -სტადია? -პირველი! -ეს ხომ განკურნებადია?!პირველივე სტადიაში თუ იმკურნალებთ ხომ შეიძლება,რომ სრულიად დაამარცხოთ? -დიახ ასეა! -მაშ აქ რა გინდათ?რატომ არ ებრძვით მას? -ძალა არ მყოფნის ! -რატომ? თქვენ მხოლოდ 18 წლის ბრძანდებით!რატომ ნებდებით?? -არ მაქვს მიზეზი,იმისა რომ ვიცოცხლო! -გაქვთ!! -მაგალითად? -დედა -1 თვის წინ გარდაიცვალა! -ვწუხვარ.იქნებ მამა? -ის ჩემთვის მკვდარია.არასდროს არ მყოლია მამა. -იქნებ დედმამიშვილი? -დედისერთა ვარ! -მეგობრები? -მხოლოდ ერთი! -სახელი? -ღმერთი! -მაბნევთ? -აქ დასაბნევი არაფერია.არავინ არ მყავს.ესაა და ეს! უფროსწორად არის კიდევ ერთი "მეგობარი" ! ანაბელი-ბელსი ^^ -მაშ რატომ მითხარით,რომ არ გყავდათ სხვა მეგობარი? -ის საზღვარგარეთაა. -იქნებ უთხრათ და ჩამოვიდეს?! -შესაძლოა! -მოკლე-მოკლე პასუხები,რატომ? -არვარ საუბრის მოყვარული! -მე თქვენ აგალაპარაკებთ! -არამგინია შეძლოთ! -ვნახოთ! ჰო მართლა მე ანიტა ვარ.ანიტა გელოვანი !! -სასიამოვნოაა? -ეს კითხვა იყო?? -არა არა უკაცრავად.სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ანიტა^^ -თქვენი? მე მხოლოდ 7..კარგი ჰო 12 წლით ვარ შენზე დიდი ^^ -ჰმმმ კარგია -მოკლედ!ვინ გირჩია ჩემთან მოსვლა? -მასწავლებელმა! -კარგად სწავლობ? -შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ; -კარგია. -ჰომ. -შეიძლება რაღაც გკითხო? -რათქმაუნდა! -ბიჭი თუ არსებობს შენს ცხოვრებაში? -არის ერთი! -რატომ ასე სევდიანად? -ვერც კი მამჩნევს! -შეგიძლია მომიყვე მასზე რამე? -სახელი არვიცი.არც გვარი.მაღალი,ხორბლისფერი კანი,მუქი...მუქი მწვანე თვალები,ახოტრილი თმა,დიდი წითელი ტუჩები და ძალიან,ძალიან ლამაზი კურნოსა ცხვირი^^ ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტება.გზაში სიარულის დროს აქლემივით არ იფურთხება და რაც მთავარია,ყოველ ორ სიტყვაში დედას არ იგინება.შეუძლებელია არა?! არ გეგონოს,რომ ეს ჩემი წარმოსახვის ნაყოფია.ის მართლა არსებობს.ის ნამდვილია ანიტა^^ იმდენად ნამდვილი,რომ ჭკუიდან გადავყავარ,მაგრამ ამას მგონი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.მან არც კი იცის,რომ ვარსებობ.თან მე მალე მოვკვდები^^ -გიყვარს! -არაა რა მიყვარს! -მე არ მიკითხავს! შენ ის გიყვარს. -ანიტა!! -შეგიძლია ანაბელის შესახებ მომიყვე რამე? -ანაბელი?. ჩემი ბელსი.ბოლოს 8 წლის წინ ვნახე,მაშინ როდესაც მემშვიდობებოდა და საფრანგეთში მიდიოდა.შემდეგ ინტერნეტით ვეკონტაქტებოდი 2 წელი დაახლოებით.შემდეგ გაქრა.მისი ღიმილი ყველაფერს მავიწყებდა.ჩემი და იყო და არის! რომ იღიმის თვალებით ყველაფერს ანათებს.ანაბელი.ჩემი ბელსი.ანაბელ გასვიანი.ჩემი გიჟი ბულბული.ჩემი ბელსი. -საოცრად გიყვარს, ხომ ასეა? -რათამაუნდა..ის ჩემი და არის . ჩემი "დაკარგული" და! -შენი აზრით ახსოვხარ? -რათქმაუნდა.ჩვენ დავიფიცეთ.ერთმანეთს შევფიცეთ რომ არ დავივიწყებდით. -იმედი გაქვს? -რისი? -რომ დაბრუნდება. -ამის იმედი მუდამ მექნება. -რომ დაბრუნდეს მიიღებ? -რა კითხვაა? -ის ხომ აღარ გეკონტაქტებოდა? -მერე რა მას მე უყოყმანოდ მივიღებ!! -უცნაური ხარ! -შესაძლოა. -მაგრამ ძალიან კეთილი! -გეჩვენება! -ასევე თავმდაბალიც! -სულაც არა! -ამაყიც! -არა არავარ! -ბუზღუნაც ^^ -ანიტაა! -მორცხვიც! -ოოჰ! -და ძალიან,ძალიან საყვარელი^^ -ნუ მაწითლებ -იბრძოლებ? -ვიბრძოლებ! -დაამარცხებ? -დავამარცხებ! -შეძლებ? -შევძლებ! -მეგობრები ვართ? -მეგობრები ვართ! -დღეისთვის საკმარისია.სეანსი დასრულდა. -საკმარისია.დასრულდა. -დროებით სანდრა ^^ -დროებით ანიტა ^^ გამოხურული კარი.ქუჩა.ხალხი.ბოროტება.ჯოჯოხეთი.არეულობა როგორც გარეთ,ასევე ტვინშიც.ფიქრები.გრძნობები.მონატრება.და მაინც ღიმილი.ღიმილი და კვლავაც ღიმილი.მე სანდრა ვარ.სანდრა ლიპარტელიანი-18 წლის გოგონა,რომელიც კიბოს ებრძვის!თქვენ მე გამოიცნობთ,როგორც ძლიერ და ამაყ გოგოს გარეთ,ხოლო როგორც სუსტ და მარტოსულ გოგოს შინ! დიახ ეს მე ვარ სანდრა ლიპარტელიანი! --------- როგორია? არვიცი წინა მოთხრობის გაგრძელება ღირს თუ არა.მოდი ჯერ ამას დავწერ.სახელები შეცვლილია სიუჟეტი ნამდვილი უბრალოდ ოდნავ გადაკეთებული. ველი შეფასებებს ვნახოთ რა იქნება მე მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.