შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (თავი 1)


7-05-2017, 20:51
ავტორი ნასტია
ნანახია 3 591

* * *
უნივერსიტეტიდან დაღლილი დავბრუნდი სახლში.
ჩანთა იქვე მივაგდე და სამზარეულოში გავედი.
ის იყო ძლივს დავალაგე არეული სახლი, რომ უცებ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
გავაღე.
სტუმრის დანახვამ ერთიანად გამაკვირვა.
- არ შემომიშვებ?.. - გამიღიმა სევდიანად და ჩემს ნიშანზე შიგნით შემოვიდა.
- მოხდა რამე?.. - ეჭვნარევი ხმით მივუგე მე.
- აუცილებელია რამე მოხდეს, რომ შენთან მოსვლის მიზეზი გამიჩნდეს? - დივანზე მოკალათდა და დაჟინებით შემომხედა. - მარტო ხარ?..
- როგორც ხედავ.. - უფუნქციოდ გავაქნიე ხელები.
- ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ? - თმები ნერვიულად აიჩეჩა ჩემი პასუხის მოლოდინში.
არაფერი ვუპასუხე და სამზარეულოში გავედი.
უკან გამომყვა მძიმე ნაბიჯებით.
უმოქმედობის დასაფარად კარადიდან ჭიქა გამოვიღე და წყალი ჩამოვისხი.
მისკენ შევტრიალდი მაგიდაზე მიყრდნობილი.
თვითონ ფანჯარასთან მივიდა და იქიდან დამიწყო ყურება.
- მაინც ვერ ვხვდები, რა დავაშავე? - ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს გაუკიდა. - მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, თუ რაზე გაიბუტე?!..
- უძილობას მე ნუ მაბრალებ! - ჭიქა იქვე დავდგი და სკამზე ჩამოვჯექი.
- რაზე გაიბუტე?.. ძმაკაცის დაბადების დღეზე რომ წავედი? - ირონიულად ჩაიცინა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ბუტია ბავშვად ნუ გამოგყავარ! - გავბრაზდი და ოდნავ ავუწიე ხმას. - უბრალოდ მეწყინა, არც დაგირეკავს და გაგიფრთხილებივარ, რომ მე არ მომყვებოდი...
- ანგარიში უნდა ჩაგაბარო ხოლმე?.. - უკვე დაცინვაზე გადავიდა.
- ამას არავინ გთხოვს! - კიდევ უფრო გავბრაზდი მე. - არც ის მითხოვია სახლში მომაკითხე და გაარკვიე რა დააშავე-მეთქი. უბრალოდ მეწყინა, ‘მეგობარს’ ისიც არ მითხარი, რომ არ გეცალა ჩემთან ერთად წამოსასვლელად.
- და ამ ყველაფრის გამო არ შემოგიხედია დღეს ჩემთვის?!.. - ჩამწვარი სიგარეტი ნაგვის ყუთში ჩააგდო და ახალს მოუკიდა. - ვერ მოვახერხე და ვერ დაგირეკე, ამაში გასაოცარი არის რამე?
- ჰო, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის.. - ტირილში გადამივიდა გაბრაზება. - შეგიძლია ყოველდღე შემპირდე და ამავდროულად გადამაგდო კიდეც.. მერე რა მოხდა, მე ხომ შენთვის არაფერს არ ვნიშნავ!... - ატირებული ჩემი ოთახისაკენ გავიქეცი.
გიომ სიგარეტი იქვე საფერფლეზე მიაგდო და უკან გამომყვა.
საწოლზე ატირებულს გვერდით ჩამომიჯდა და დამშვიდება დამიწყო.
- კარგი რა, ნინაჩკა, ბოდიში... - ხელზე ფერება დამიწყო. - არ მინდოდა შენი წყენინება, ხომ იცი სალაპარაკო არასდროს მაქვს, რომ ვინმეს დავურეკო...
- შემეშვი!.. - ამოვიტირე მე.
გიორგი სიცილით წამოდგა, ხელში ამიტაცა და მისაღებისაკენ წამიყვანა.
ატირებულს ხმა აღარ ამომიღია, უბრალოდ ხელები შემოვხვიე და მის ყელში ჩავრგე თავი.
- ახლა ვინ უნდა შეწყვიტოს ტირილი და ვინ უნდა გაიცინოსო?.. - პატარა ბავშვივით გამიწელა ლოყები და ძალით გამაცინა.
- ხომ იცი ვერ ვიტან, როცა ჩემ გამო ტირი!.. - მოჩვენებითი გაბრაზებით დამიქნია საჩვენებელი თითი.
- ნუ მოიქცევი ცუდად და მეც არ ვიტირებ! - წავკბინე მე და თმები ავუჩეჩე.
- ისევ თავიდან არ დაიწყო! - მობეზრებით გადაატრიალა თვალები და ლოყაზე მიჩქმიტა.
გამეცინა და მხარზე ჩამოვადე თავი.
- მიდი ჩაიცვი და გავისეირნოთ. - საინტერესო წინადადება შემომთავაზა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.

* * *
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, როდესაც ტროტუართან გიორგის მანქანა შევნიშნე.
თვითონაც იქვე იდგა და სავარაუდოდ მე მელოდა.
დამინახა თუ არა ხელი დავიქნია და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
მომიკითხა, შემდეგ კი შემომთავაზა სადმე კაფეში წავსულიყავით. ლექციებით დაღლილი ადვილად დავთანხმდი და მის მანქანაში მოვკალათდი.
- ისევ რამე უნდა მთხოვო, კაფეში რომ დამპატიჟე?.. - ჩემს ფიქრებზე გამეცინა და მისი სახის გამომეტყველებას დავაკვირდი.
თავიდან გაიკვირვა და მერე ჩაეცინა კიდეც.
- რა მიხვედრილი გოგო ხარ!.. - მზის სათვალე მოიხსნა და იქვე დადო.
კაფეში ყავა შევუკვეთეთ და გიომაც დაიწყო ჩემთვის დამღლელი საუბარი.
- ჩემს ძმას ხვალ ბანკეტი აქვს... - დაიწყო სასხვათაშორისოდ.
- შენზე უფროსი ძმა არ გყავს? - დავინტერესდი მე.
- ჰო, სამი წლით. - ყავა მოსვა და განაგრძო. - მეშვიდე ბანკეტია მისი კლასისთვის, თვითონ კი მარტო პირველზეა ნამყოფი. - გაეცინა და გამომხედა.
როცა შენიშნა ყურადღებით ვუსმენდი საუბარი გააგრძელა.
- ერთი კვირის წინ შეყვარებულს დაშორდა და ახლა ვინმეს ეძებს, რომ ბანკეტზე მისი შეყვარებულის როლი შეასრულოს. - ისევ გაეცინა. - მე მთხოვა დახმარება და მე კიდევ შენ გთხოვ.
ცოტა ხანს ჩავფიქრდი, მერე კი სახეგაბრწყინებულმა წამოვიძახე..
- ჩვენი კურსელი რომაა.. ელენე, მას რომ სთხოვოთ? - წამში ‘მოვუგვარე’ საქმე.
გიომ გვერდით გაიხედა, ცოტა ხანში კი წამოიწყო:
- შენ გცალია ხვალისთვის?..
- რავი ჰო.. - გაუაზრებლად წამოვროშე.
- ხო და, შენზე უკეთესს ვის ვიპოვი?.. - ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ტელეფონს დაავლო ხელი. - ახლა ვატოს დავურეკავ, ვეტყვი დროებითი შეყვარებული გიშოვე-მეთქი. - ფეხზე წამოდგა და მაგიდას გაეცალა.
ვაპირებდი გამოკიდებას და აზრის შეცვლას, თუმცა იმდენ ხალხში მომერიდა.
გიოს დავუცადე.
ის კი გვიან დაბრუნდა მაგიდასთან.
- მორჩი?..
- კი. - ფეხზე წამოვდექი და ბანკეტზე წასვლაზე უარის თქმას ვაპირებდი, როდესაც მომახალა, ახლა კაბის საყიდლად უნდა წავიდეთო.
- გიო, მგონი აჯობებს ვინმე სხვა მოძებნოთ. - მანქანაში ყოფნისას ძლივს წამოვიწყე საუბარი.
- კაი ახლა არ დაიწყო! გადაწყვეტილია.. - მტკიცედ ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.
- შენს ძმას რომ არ ვიცნობ?.. - მიზეზი მოვიფიქრე მე.
- ეგ არაფერი, გაიცნობ. - გამიღიმა და ფანჯარა ჩამოსწია.

* * *
საღამოს გიორგიმ გამომიარა, რათა ვატოსთან წავეყვანე.
მისი ძმის შესახებ მხოლოდ ორი ინფორმაცია მქონდა:
ერთი ის, რომ ვატო ერქვა, ხოლო მეორე ის, რომ ოცდაოთხი წლის იყო.
გიოს მიერ შერჩეული კაბა კარგად მომერგო.
მართალია მაღაზიაში მის მიმართ უარყოფითად განვეწყე, თუმცა სახლში, რატომღაც, ძალიან მომეწონა.
- ხომარ ნერვიულობ?.. - მანქანიდან გადასვლამდე მკითხა გიომ და საყვარლად გამიღიმა.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
ნერვიულობით მართლაც არ ვნერვიულობდი.
ერთადერთი რაც მაწუხებდა იყო ცნობისმოყვარეობა, რომელიც მალევე დამიკმაყოფილდა.
კერძოდ იმ წუთას, როდესაც დავინახე გიორგის საკმაოდ სიმპატიური უფროსი ძმა.
კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ვატო ტელევიზორის წინ, დივანზე იჯდა და ტელეფონში იქექებოდა. ჩვენი ოთახში შესვლა არ შეუნიშნავს, სანამ გიომ არ დაუძახა.
ტელეფონი იქვე დადო, ფეხზე წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ.
- გამარჯობა! - მომესალმა მკვეთრი, ბოხი ხმით და ხელი გამომიწოდა.
მე გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. ხმა ამოვიღე თუ არა, ზუსტად არ მახსოვს.
- ეს არის ჩემი ნინაჩკა, ვატო, - წამოიწყო ლაქლაქი გიომ. - იცოდე ძალიან არ დაღალო, მალევე წამოიყვანე იქიდან...
გაგრძელებას აპირებდა, თუმცა ვატოს სახის დანახვისას გადაიფიქრა.
- მზად ხარ?.. - თითქოს ჩემი აზრი აინტერესებდა, ისე მკითხა ვატომ.
მე უბრალოდ თავი დავუქნიე და უკან გავყევი.
გიოც უკან გამოგვყვა და მანქანამდე მიგვაცილა.
მე გადამეხვია, ვატოს კი უბრალოდ მხარზე დაადო ხელი.
უკან ვაპირებდი ჩაჯდომას, თუმცა გიომ წინა კარები გამიღო და თან თვალები დამიბრიალა.
მის საქციელზე გამეღიმა და წინ მოვკალათდი.
მგზავრობისას ხმა არ ამოგვიღია.
ვატო გამუდმებით წინ იყურებოდა, მე კი მალულად ვაკვირდებოდი მისი სახის ნაკვთებს.
კაცისათვის უჩვეულოდ გამობურცული ტუჩები ჰქონდა და გაბრაზებულ სახეზე ტუჩები გაბუტული ბავშვისას მიუგავდა.
ცხვირი საშუალო ზომის ჰქონდა, მეტად დახვეწილი და სწორი.
მის სიმკაცრეს ხაზს უსვამდა მუქი, ხშირი წარბები.
პირველივე დანახვისას მომნუსხა მისმა ღრმა ცისფერმა თვალებმა, რომლებიც ახლა სადღაც შორს იყურებოდნენ,
არა გზაზე...
არამედ უფრო შორს.
მანქანიდან გადმოსვლისას საათი შეამოწმა, ღვედი მოიხსნა და ბოხი ხმით მკითხა:
- მზად ხარ?..
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და მეც მისი მოქმედება გავიმეორე.
- როცა რამეს შეგვეკითხებიან შენ უბრალოდ დამეთანხმე, ბევრს ნუ ილაპარაკებ! - მკაცრად გამაფრთხილა და მანქანიდან გადავიდა.
ჩემი კარების გაღება არ დავაცადე, ისე უცბად გადავხტი მანქანიდან და გვერდი დავუმშვენე, რამაც მისი უკმაყოფილო მზერა გამოიწვია.
რესტორანში შესვლისთანავე მხიარული ოვაციები გაისმა.
ცოტა არ იყოს გამიკვირდა.
ვატოს სახეზე მხოლოდ ღიმილმა გადაურბინა, ისინი კი გიჟებივით ასწრებდნენ ერთმანეთს გადახვევაზე.
მის გვერდით არავის შევუნიშნივარ.
სანამ თვითონ არ წარმადგინა მათ წინაშე, როგორც შეყვარებული.
აქედან უკვე დაიწყო ჩვეულებრივი და ტრადიციული ქართული ქეიფი.
ბიჭების სმა წაქცევამდე და გოგონების თხოვნა - ნუღარ დალევ რა!..
ვატო სვამდა, თუმცა ზომიერად.
მე კი მისი კლასელების ყურებით ვიყავი გართული.
მოულოდნელად გვერდით ვიღაც შავგვრემანი გოგონა მომიჯდა, მეტად სანდომიანი ღიმილით.
- გამარჯობა. მე ნატო მქვია.. - ხელი გამომიწოდა. - შენ ნინა გქვია ხომ? თუ სწორად მახსოვს...
- სწორად გახსოვს.. - გავუცინე და ხელი ჩამოვართვი.
- ვატოს სკოლის პერიოდიდან ერთი გოგო უყვარდა, ამერიკაშიც ერთად სწავლობდნენ, თუმცა როგორც გავიგე მალევე დაშორებულან კიდეც... - ჩუმად დაიწყო საუბარი, რათა ვატოს ან ვინმე სხვას არ გაეგონა. - გამიხარდა შეყვარებულად შენ რომ წარგადგინა და არა ვინმე სხვა, კარგი გოგო ჩანხარ!.. - ბოლო სიტყვებზე ერთად გაგვეცინა.
- რამდენი წლის ხარ?.. - დაინტერესდა და თან ჭიქაში ცოტა ღვინო ჩამოისხა.
- ოცდაერთის. - ვუპასუხე და თან დარბაზს მოვავლე თვალი, ვატო ჩემ გვერდით აღარ იჯდა.
- სწავლობ სადმე?..
- კი, უნივერსიტეტში..
- კარგია, ვატოს გვერდს განათლებული ქალი უნდა უმშვენებდეს.. - ცოტა ღვინო მოსვა და გააგრძელა. - ჩემი სიტყვები არ არის, ვატო ამბობდა ხოლმე ასე... - გაეცინა, ფეხზე ადგა და მეც წამომაყენა.
- წამო ჰაერზე გავიდეთ რა..
ხელით ვეჭირე და გაყოლაზე უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი.
ნატო ძალიან მომეწონა.
არა იმიტომ, რომ ბევრს და ლაპარაკობს.
არამედ იმიტომ, რომ ვატოს კლასელებიდან პირველმა სწორედ მან გადაწყვიტა ჩემთან საერთო ენის გამონახვა.
მის შემდეგ კლასელების მთელი რიგი მოვიდა...
ბიჭებს ვგულისხმობ.
ყველა მათგანი ცეკვას მთხოვდა და მეც ყველას ზრდილობიანი უარით ვისტუმრებდი..
მაგრამ, როდესაც დავიღალე სკამზე ჯდომით, ცეკვაზე ერთ-ერთ კლასელს დავთანხმდი და საცეკვაო დარბაზისაკენ გავყევი.
ლაშაც სასიამოვნო პირევნება აღმოჩნდა ისევე, როგორც ნატო.
ცეკვაზე მეტად მისმა ლაპარაკმა გამართო.
მოკლედ, ერთი-ორი ‘ჯამბაზი’ ყველა კლასში აუცილებლად უნდა იყოს..
სასიამოვნო ცეკვის შემდეგ ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ვატოც თავის ადგილას იჯდა და გვერდით მჯდომ კლასელს ესაუბრებოდა, რაღაც უაზრო თემაზე.
ყოველ შემთხვევაში, მე მათი საუბრიდან ვერაფერი გავიგე.
ვიჯექი და ტელეფონში ვიქექებოდი, სულ ტყუილად.
- ხომარ მოიწყინე?.. - ჩუმად მკითხა ვატომ, მაგრამ მე მოულოდნელ შეკითხვაზე კინაღამ გული გამისკდა.
- არაა.. - ამოვიკნავლე და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
- თუ მოიწყენ მითხარი, სახლში წაგიყვან.. - მითხრა და ჩვენსკენ მომავალ კლასელს შეხედა.
- ვატო, რატომ არ ცეკვავთ, არ მოგწყინდათ სკამზე ჯდომა?... - გაგვიღიმა და ჩემს გვერდით მჯდომი გოგონა წამოაყენა.
- ახლა ვაპირებდით ადგომას.. - ფეხზე წამოვდექი და გაკვირვებული ვატოც წამოვაყენე.
- შეყვარებულებზე მეტად უბრალო ნაცნობებს ვგავართ.. - ჩუმად გადავულაპარაკე და მისკენ შევტრიალდი.
ხმა არ ამოუღია.
ორივე ხელი წელზე შემომხვია და გაინაბა.
მეც შემოვხვიე კისერზე ხელები და თავი მხარზე დავადე.
უკეთესად შევიგრძენი მისი სუნამოს სუნი და მუსიკის დასრულებამდე თავი აღარც ამიღია.
ამ ცეკვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბანკეტზე წამოსვლა არ მინანია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი საღამო ვიღიმოდი..
(ამის მიზეზს მოგვიანებით გავიგე...)
ვერ ვიტყვი, რომ ვატოც გაკრეჭილი დადიოდა, თუმცა მისი სახე აღარ იყო ისეთი მკაცრი, როგორც პირველად ნახვისას.

ბანკეტი შუა ღამემდე გაგრძელდა, თუმცა ვატომ მალევე წამომიყვანა სახლში.
საერთო ჯამში, საღამოთი კმაყოფილი დავრჩი.
მანქანიდან გადასვლამდე მადლობა გადამიხადა და გულთბილად გამიღიმა.
არვიცი ეს რისი ბრალი იყო?!
სიმთვრალის
თუ მართლა მემადლიერებოდა, ბანკეტზე გაყოლის გამო.
მაგრამ, რაც მთავარია, მან გამიღიმა..
არა გულცივად, არამედ მეგობრულად.
დანარჩენს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

როგორ ფიქრობთ, ღირს გაგრძელება? relieved ველოდები ჯანსაღ კრიტიკას heart_eyes



№1  offline წევრი mia15

Kargia me momewona da gaagrdzele genacvale

 


№2  offline წევრი ნასტია

mia15
Kargia me momewona da gaagrdzele genacvale

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent