შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი ყინული-2


7-05-2017, 21:55
ავტორი თიკო^
ნანახია 1 588

გაკვირვებული ელენე ცოტახნით ისევ კიბესთან იდგა და მომხდარზე ფიქრობდა. ნანახმა საერთოდ არ აღაფრთოვანა. როგორც ჩანდა, სულხანთან და კიდევ ორ აუტანელ ადამიანთან ერთად მოუწევდა ცხოვრება. თავს არწმუნებდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, არავის დაუძალებია და არჩევანის საშუალება ჰქონდა. მაგრამ ეს სიტყვები სათანადო გავლენას მის გონებაზე უკვე ვეღარ ახდენდა.
უცებ ლურჯ თუ ცისფერ თვალებზე გაეფიქრა და უკვე კარგად მიხვდა, ვისაც აგონებდა. ნიკოლოზს სულხანის თვალები გამოჰყოლოდა, ოღონდ ცოტა უფრო მუქი, ღრმა. ელენეს წინასწარ უგრძნობდა გული, რომ ეს ბიჭი პრობლემებს შეუქმნიდა, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. ამიტომ, გადაწყვიტა მისთვის სრული იგნორი გაეკეთებინა.
სახლი მართლაც ძალიან დიდი აღმოჩნდა. ბოლოს სამზარეულოც იპოვა, სადაც დაახლოებით ხუთი გოგო საქმიანობდა. მათ შორის ნუნუკაც იყო. 
-ეს ვინ მოსულა, გოგოებო, მოდით აქ-გადასძახა დანარჩენებს-გაიცანით, ახალი ქალბატონი, ელენე ბედიანიძე.
ელენეს მხრები აეწურა. ვერ იტანდა სახალხოდ წარდგენებს. უხერხულად გაუღიმა და კრიტიკული თვალებით მოცქირალ გოგონებს მზერა გადაატარა. რამდენიმე მათგანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, კარგი გარეგნობით. ასეთები მოსამსახურეებად არ მუშაობდნენ. 
-სასიამოვნოა-ნაძალადევად გაუღიმა მარცხნივ მდგომმა მაღალმა ქერა გოგომ და საქმიანობა გააგრძელა. ასევე მოიქცნენ დანარჩენებიც.
-წყალს დავლევ თუ შეიძლება-გადაულაპარაკა ელენემ ნუნუკას და ჩასუქებული ქალიც მაშინვე დატრიალდა.
-თეონა, მოუტანე წყალი, ყინულით-სასწრაფოდ გასცა ბრძანება. თეონა შავთმიანი, საშუალო სიმაღლის გოგო აღმოჩნდა. სოლარიუმში გარუჯული კანი და გრძელი ფრჩხილები ჰქონდა. გვერდზე მდგომს რაღაც გადაულაპარაკა და უკმაყოფილოდ გაემართა მაცივრისკენ. 
-ნუ იზლაზნები, სწრაფად-ვეღარ მოითმინა ნუნუკამ და ელენეს წყალი თვითონ მოუტანა. 
გოგონა კარგად მიხვდა, რომ დიდად არავის ესიამოვნა მისი გამოჩენა და ამან გული უფრო დაუმძიმა.
გადაწყვიტა თავის ოთახში დაბრუნებულიყო, მაგრამ მეორე სართულზე ავიდა თუ არა, სულხანი შეხვდა.
-ვახშამზე წამოდი, ზემოთ-ნაჩქარევად დაავალა და წინ თვითონ წავიდა. ელენე უკან მიჰყვა. მაგიდა მდიდრულად გაეშალათ. უამრავი სხვადასხვანაირი კერძი ეწყო და მისი მწირი მენიუდან ამ ყველაფრის დანახვაზე მადა თითქმის საერთოდ წაერთვა. შეაბიჯა თუ არა ოთახში, ნიკოლოზი უკვე იქ დახვდა. მის მწველ, დაჟინებულ მზერას ყოველი ფეხის გადადგმაზე გრძნობდა ელენე. სულხანმა სკამისკენ მიუთითა და იმწამსვე ოთახში თამარიც გაჩნდა.
უხერხული გარემო იყო, ყველა დაძაბული იჯდა. ატმოსფერო საკმაოდ დაიმუხტა. რამდენიმე ლუკმის შემდეგ ელენეს ჭამა აღარ შეეძლო, ამიტომ ხელები მუხლებზე დაიწყო და დანარჩენებს დაელოდა. მალევე სულხანმა საუბარი დაიწყო:
-მართალია, ელენე ბედიანიძის შესახებ ზოგიერთმა ჩვენმა ოჯახის წევრმა არაფერი იცოდა-თქვა და მზერა ნიკოლოზის თვითკმაყოფილ სახეს დაასო, რომელმაც ირიბად, მწარედ გაიღიმა და გვერდზე გაიხედა-მაგრამ ვიმედოვნებ, მიზეზების შეტყობის შემდეგ ადვილად შეეგუებიან ცვლილებას.
-ასეთი ლამაზი გოგოს სტუმრობას-აქცენტი მკაფიოდ გააკეთა თამარმა-სხვაგვარად ვერც შევხვდებოდით. მითუმეტეს, როცა ჩვენი პატარა და მოსიყვარულე ოჯახის ერთ სუფრასთან შეკრება მოახერხა, რასაც თვეებია ვცდილობ და არ გამომდის.
-მადლობა ასეთი დახვედრისთვის. ვაფასებ თქვენს გულისხმიერებას-ჩუმად დაილაპარაკა ელენემ და მზერა ნიკოლოზისკენ გააპარა, რომელსაც ეტყობოდა, რომ იქ ჯდომა სულ არ ხიბლავდა.
-ნიკოლოზ, რას იტყვი?-მომლოდინე მზერა მიაპყრო სულხანმა.
ბიჭი წელში გაიმართა, თითქოს ახლა გამოერკვაო და ელენეს მიმართა:
-საინტერესოდ გავიცანით ერთმანეთი-ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით თქვა-იმედია ასევე გავარძელებთ-დაამთავრა და თვითკმაყოფილი ღიმილით სავარძლის ზურგს მიესვენა. თვალები ელენესთვის არ მოუშორებია. ამის გაგონებაზე ელენეს სისხლი თავში მოაწვა. იგრძნო, როგორ გაწითლდა და აბნეულად მიუგო
-აა, ალბათ.. რათქმაუნდა-ამოილუღლუღა და თავი ჩახარა. ვერ გაიგო, რა მნიშვნელობით უთხრა ეს ნიკოლოზმა. მისი საუბრის მანერა ზედმეტად დამაბნეველი და გაურკვეველი იყო ელენესთვის. 
-ელენე, შენი საბუთები ჩემი მეგობრის კერძო უნივერსიტეტში შევიტანე. ორი არჩევანი გაქვს, მედიცინა ან პროგრამირება. რომელი გირჩევნია?
-მედიცინა-დაუფიქრებლად წამოიძახა ელენემ და თვალები გაუბრწყინდა. ეს მართლაც ის იყო, რაზეც ოდესმე უოცნებია. განსაკუთრებით იმ საშინელი დღეების შემდეგ. თეთრკედლებიან პალატაში რომ იწვა და ხან სიცოცხლის გადარჩენით გახარებულ, ხან კი საშინელი ბედით დამწუხრებულ ხალხს რომ ხედავდა. უნდოდა წამომდგარიყო და ექიმისთვის თუნდაც ერთი სკალპელის მიწოდებით დედ-მამის დაკარგვა სხვისთვის არ გამოეცდევინებინა. 
ახლა ეს უსრულდებოდა. მართალია, საოცრად გაუხარდა, მაგრამ ბოლომდე არა. რაღაც, გულში ეკალივით ერჭობოდა და გესლიანად ახსენებდა: ყველაფერი ასე კარგად არ იქნებაო.
-ძალიან კარგი, ხვალ მძღოლი გაგიყვანს
-ჩემით მირჩევნია, თუ მისამართს მეტყვით
-როგორც ვთქვი, ყველაფერი ისე იქნება-შედარებით მკაცრად თქვა და მაშინვე მაგიდიდან წამოდგა სულხანი. მას თამარი მიჰყვა, რომელიც საუბარში საერთოდ არ ერეოდა და ვიღაცას წერდა. ნიკოლოზი არც განძრეულა. ჰოლიდან ელენე მისმა მზერამ გააცილა.
შევიდა თუ არა თავის ოთახში, კარი გადაკეტა. ცოტა გაუჭირდა საკეტის გადატრიალება, მაგრამ როგორღაც მოახერხა და დიდ ლოგინზე მიესვენა. 
ელოდა მეორე დღეს, სულმოუთქმელად. ხალხში გავიდოდა, მის ტოლებს გაიცნობდა და ცოტას განიმუხტებოდა. 
ბებო.. მწარედ გაახსენდა ნატო. იმწამსვე დაწვდა ტელეფონს, დაურეკა და მომლოდინე ქალს წვრილმან-წვრილმან ჩაუკაკლა ყველაფერი. ბოლოს გაუთიშა და ცრემლები მოაწვა.
როგორც არასდროს, ისე ენატრებოდა დედა. აქ, ამ დიდ, უცხო სახლში ყველაზე აშკარად იგრძნო მარტოობა და სიცარიელე. გაუხდელად ჩაეძინა.
შუაღამეზე სიცივემ და წყურვილმა გამოაღვიძა. ზანტად წამოიწია, კაბა გაიძრო, თხელი პერანგი გადაიცვა, თბილი პლედი შემოიხვია და ოთახიდან გავიდა. ქვემოდან ვიღაცის ხმები ისმოდა, როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანი იყო. ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბეები. შეეძლო სამზარეულოში ისე შესულიყო და გამოსულიყო, გასართობი ოთახიდან ვერავის შეემჩნია. 
"როგორც ჩანს, ნიკოლოზთან არიან"-გაიფიქრა გუნებაში, როდესაც ქვემოთ ჩასულს ახალგაზრდა ბიჭების ხარხარი და საუბარი მოესმა მუსიკის ხმასთან ერთად. იატაკზე დაგებულ ცივ ფილებზე სწრაფად გადაირბინა, ჩაბნელებულ სამზარეულოში შევიდა და წყალი დაისხა. ხარბად დალია ერთი ჭიქა და ის იყო, უკან უნდა მოტრიალებულიყო, მის წინ მაღალი ლანდი დაინახა. პლედს ხელი ინსტიქტურად უშვა და მოულოდნელობისგან ის იყო, უნდა ეყვირა, პირზე ხელი ააფარეს. გამწარებული აფართხალდა. გული შიშისგან ყელში მოებჯინა და ყველა კიდური დაეძაბა.
-ჩუმად, ნუ ყვირი-ჩაესმა უცხო ხმა ყურთან-გაგიშვებ, მორჩა
ხელი გაუშვა თუ არა, ელენემ ღრმად ჩაისუნთქა და შეშლილი თვალები მიაპყრო ბიჭს. 
არა, ნიკოლოზი არ იყო. ვიღაც სხვა. სიბნელეში კარგად ვერ გაარჩია.
-რა გინდა? გამატარე-წასვლას ეცადა ელენე მაგრამ წინ გადაეღობა.
-ლამაზი მოახლეები ყოლია ნიკუშას-ჩაიქირქილა და ალკოჰოლით გაჟღენთილი სუნთქვა სახესთან ძალიან ახლოს იგრძნო ელენემ. 
-სულ გააფრინეთ? ახლავე გამიშვი. აქ ვცხოვრობ და იცოდე, თუ არ შემეშვები ვიყვირებ-სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა ელენე და ცდილობდა, ხელში რამე ისეთი აეღო, ცოტა მაინც შეეშინებინა ბიჭი.
-მშვიდად, მშვიდად. რატომ ბრაზობ? რამე ცუდს ვაკეთებ?-გაიოცა უცნობმა და გადაიხარხარა-მოდი ჩემთან. დამიჯერე ისეთები ვიცი, პირზე ხელის აფარება ნამდვილად დაგჭირდება. სულხანიკომ ხომ არ უნდა გაიღვიძოს?
-ვინ ხარ? წადი თორემ ყველას ვეტყვი-თვითნაც არ იცოდა, რეებს ლაპარაკობდა ელენემ. თვალებს კვლავ გამალებით აცეცებდა აქეთ-იქეთ . უცებ, პატარა არყის ჭიქა დაინახა მაგიდაზე და უკან-უკან მისკენ დაიწია.
-რას ეტყვი? ისე, აქამდე რატომ არ მინახიხარ? აქაური ნაშები ნიკუშას აღარ აკმაყოფილებს? არა, ისე შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ-შემფასებლურად აათვალიერა და პერანგის თხელ მკლავს თავისი ოფლიანი ხელი ჩამოუსვა-მკერდიც შესანიშ..
მაგრამ სიტყვის დამთავრება არ დასცალდა, ელენემ პატარა არყის ჭიქა თავში მოუქნია და არც ისე ძლიერად, თუმცა მაინც ჩაარტყა. მერე უკან მიტრიალდა და გადაწყვიტა, მაგიდის ქვეშ გამძვრალიყო. თითქმის მეორე მხარეზე გავიდა, მაგრამ კოჭზე საზიზღარი შეხება იგრძნო. 
-მოდი შე ბ*ზო-ღრიალებდა უცნობი-ყველა სათითაოდ გიხმართ, შე კახპა!
უხეშად მოკიდა ხელი, გამოათრია, ხელი ჩაავლო და სადღაც წაიყვანა. ბოლო ხმაზე იგინებოდა. შეწინააღმდეგებას ვეღარ ახერხებდა ელენე, ისე გამეტებით ებღაუჭებოდა, ძვალი კინაღამ დაემსხვრა. უნებურად გადმოსცვივდა ცრემლები, ტირილის გარდა ვეღარაფერს ახერხებდა. ხმაც აღარ ამოსდიოდა პირიდან. უცებ განათებულ ოთახში შეათრიეს და ხელი მკვეთრად უშვეს. გოგონამ წონასწორობა ვერ შეიკავა და ძირს დავარდა. პერანგის სალტე ცალ მხარეზე გაწყვეტილიყო და მკერდზე რომ არ ჩამოვარდნოდა, პერანგი ნატკენი ხელით ეჭირა ელენეს. ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა და გამოხედვას კარგად ვერ ახერხებდა. უბრალოდ გრძნობდა, რომ წითელი შუქები დაჰნათოდა ზემოდან, გარშემო კი რამდენიმე ადამიანი იდგა და ნანახით გაოცებულები შესცქეროდნენ. 
-რა ჯანდაბა ხდება?-გაიგონა ბოლოს ნაცნობი ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმა-ელენე?
ელენეს გული გადაუქანდა. ესღა აკლდა. დარჩენილი ძალით იატაკზე გახოხდა და კუთხეში მიიკუჭა. ეშინოდა. უფრო სწორად, თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა. ღმერთმა იცის, ის ცხოველი ნიკოლოზი რაღას უზამდა. იმ დღის მერე არაფერი გაუკვირდებოდა.
-შე ღორო რა გააკეთე?-მოესმა ყვირილი და მერე რაღაცის ლეწვის ხმა. მუსიკა გამორთეს და უკვე სრული სიჩუმე ჩამოვარდა-გეკითხები, რა უფლებით? 
ელენე, როდესაც მიხვდა რომ ეს ყველაფერი მის მიმართ არ იყო მიმართული, ოდნავ მოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. შეშინებული უყურებდა სანახაობას. 
ნიკოლოზი ცისფერ შუქში იდგა და მისი თვალები კიდევ უფრო ლურჯი მოჩანდა. თვალებიდან თითქოს ნაპერწკლებს ყრიდა, ყინულის ნაპერწკლებს. შავი პერანგის მკლავები აეკაპიწებინა, გულმკერდზე კი ნახევრად გახსნილი ჰქონდა.  მის ფეხებთან ის ნაგავი ეგდო. ცხვირიდან სისხლი მოდიოდა და ნიკოლოზს ზიზღით უყურებდა. გარშემო რამდენიმე უცნობი კი გაკვირვებული ადევნებდნენ სიტუაციას თვალს.
-რა გითხარი, დაახვიე მეთქი აქედან?-არაადამიანურად ბღაოდა ნიკოლოზი. საშიში ხმა ჰქონდა, შემზარავი-წეღან უნდა მომეკალი, გესმის? რაც გააკეთე იმის მერე. და კიდევ ამ გოგოსთვის ხელის მოკიდება გაბედე?
გამწარებულმა წიხლებით დაუწყო დარტყმა ძირს დაგდებულს. 
ახლა უკვე ძალიან შეეშინდა ელენეს და იკივლა. თავისი ხმა თვითონვე ეუცხოვა. თითქოს გამოფხიზლდა ნიკოლოზი მის ყვირილზე, ძირს დაგდებულს შეეშვა და უკან დაიხია. მძიმედ სუნთქავდა. სახე და კისერი ოფლით აპრიალებოდა. ხელები ნერვიულად მოემუშტა. დანარჩენებმა ნაცემთან მისვლა ალბათ ვერ გაბედეს. ყველა იდგა და ნიკოლოზს უყურებდა, რომელმაც თავით ანიშნა მათ რაღაც და ელენესკენ გააბიჯა.
-შენ კიდევ რატომ დაბოდიალობ სახლში შუაღამეზე?-ჯერ კიდევ ვერ დაებრუნებინა ხმა ჩვეულებრივ მდგომარეობაში და ყვიროდა. ისედაც შეშინებულმა ელენემ ვეღარ მოითმინა და გაქცევა სცადა, მაგრამ ნიკოლოზის ცივი, გრძელი, ყინულივით თითები მკლავზე შემოეხვია და საშუალება არ მისცა-მეგონა, გუშინდელის მერე ჩემი მაინც შეგეშინდებოდა, ნახევრად შიშველს რომ არ გევლო აქეთ-იქეთ. 
-შენ მაინც გამიშვი, მივდივარ აქედან და დაისვენებ-ისტერიკაში იყო ელენე. მართლა წავიდოდა. იმწუთას, ბარგს აიკრავდა და ფეხით დაბრუნდებოდა ტკბილ ნატოსთან. 
ოჰ, როგორ არ უნდოდა აქ ყოფნა. 
-წამოდი შენს ოთახში-ყურადღებაც არ მიუქცევია მისი ნათქვამისთვის, ხელი ჩაავლო და უხეშად წაიყვანა მაღლა. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, ამიტომ  კიბეზე ფეხი დაუცდა ელენეს, გაღიზიანებულმა გამოხედა, დაიხარა, მეორე ხელი მუხლებში მოკიდა და ხელში აყვანილმა აარბენინა თავის ოთახში. კარი ფეხით გააღო, ელენე, რომელსაც უკვე არანაირი ძალა აღარ შერჩენოდა, საწოლზე დასვა და ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქეთ სიარული.
-იცოდე, დღეიდან თვალით აღარ დამენახები არც მე, და არც ერთ ამ ცხოველს-მძიმედ სუნთქავდა და ასევე ლაპარაკობდა, ელენეს საერთოდ არ უყურებდა-ყველგან ჩვენს მძღოლს წაყვები და წამოყვები, ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამ ზედმეტად. მოხვალ თუ არა, შენს ოთახში შეიკეტები და ცხვირსაც არ გამოყოფ. გასაგებია?
-შენ ვინ მოგცა ბრძანებების გაცემის უფლება? საერთოდ არ ვაპირებ აქ დარჩენას. ვერც დამინახავთ ვერც შენ და ვერც შენი საყვარელი სამეგობრო. შენს თხოვნას უკეთესად შევასრულებ.
-არა, წასვლა ასე ადვილი არაა, თორემ პირველი მე ვიზრუნებდი მაგაზე-მწარედ ჩაეცინა და უკვე კარგად დააკვირდა ნახევრად შიშველ ელენეს, რომელიც პირველი შოკის მერე გამოფხიზლებულიყო და ყველანაირად ცდილობდა, მოკლე პერანგი როგორმე ფეხებზე გადაეფარა. 
-გტკივა რამე?-უკვე ხმადაბალი, მოღლილი ტონით ჰკითხა-დედას ვუტირებ იმ ახვარს. ის არ მეყოფოდა, რაც მე მაკადრა და ეხლა ჩემს სახლში რეებს ბედავს-დაუოკებლად იღრინებოდა და როგორც ელენემ შეატყო, მალევე თავიდან დაეწყებოდა ის გიჟი, გაცეცხლებული შეტევა.
-დამშვიდდი, არაფერია-ამოიხრიალა მან და შეშფოთებულმა შეხედა ნიკოლოზს, რომელიც ღრმად სუნთქავდა და საკუთარი თავის მწყობრში მოყვანას ცდილობდა. 
-ძალიან კარგი, ახლა წავალ. კარი გადაკეტე და რაც გითხარი ისე მოიქეცი. იცოდე, თუ სახლში მობოდიალეს დაგინახავ..
თქვა და თეთრი კარი ძლიერად მოიჯახუნა. გაოგნებული, განადგურებული, გაბრაზებული, შეშინებული და ყველა საშინელი გრძნობით შეპყრობილ ელენეს აღარც ტირილის და აღარც სხვა რამის თავი ჰქონდა. ფეხზე წამოხტა, კარი ჩაკეტა, პატარა კარადაც ზედ მიაყუდა და იქვე ჩაჯდა. 
-ჩემო დედიკო, მოდი რა ჩემთან-ბუტბუტებდა თავისთვის და ნელ-ნელა ირწეოდა. 
მალევე იატაკზე ჩაეძინა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საწყალი გოგო ჯერ არ მისულა და უკვე რეების ატანა უწევს.

 


№2  offline წევრი თიკო^

Anuki96
საწყალი გოგო ჯერ არ მისულა და უკვე რეების ატანა უწევს.

გეთანხმები smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent