შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდემდე შეშლილი(10)


8-05-2017, 19:16
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 369

გამოცდის შემდეგ დერეფანსი ვიყავი გიგისთან ერთად.
-რა გჭირს მარიამ?
-არაფერი დამეზარა უბრალოდ რა ხდება ხალხო უნდა ჩამქოლოთ?
-რას სულელობ მაია კრასავიცა ...პროსტა არ გამოიყურები კარგად...არ გიძინია ნორმალურად? თვალები დაწითლებული გაქვს და საერთოდაც რაღა ანატომია დაგეზარა
-აბა მე რა ვიცი სიზარმაცეს რას გაუგებ... არ უნდა გიკვირდეს ეგ შენ
-ნუ იასნია მარა მაინც...ყველა თავს აკლავს ანატომიას რო გაეპრანჭონ და შენ რა გჭირს ვაფსე არ გევასება პატივცემული ლექტორი? თუ გყავს ვინმე და მიმალავ
-არავინ მყავს და არც მინდა მყავდეს...ისედაც არ მაკლია პრობლემები კაცი დავიმატო კიდევ!
-ანუ კაცებს პრობლემად გვთვლი? ოო მაი გუდნეს პირდაპირ გული მომიკალი
კიდევ მელაპარაკა ,მაგრამ მაინც ვერ მოვედი ხასიათზე. თამარას ველოდი მაინც არ მინდოდა სახლში მარტო ყოფნა . მიშოსთან ერთად მოვიდა, კიდევ ერთხელ დავინახე აშკარა დაზაბულობა მათ შორის და მიშოს ქცევამ უკვე გამაღიზიანა ვერ ვხვდები რა პრობლემა უნდ აგქონდეს გიგისნაირ ადამიანთან.
თამარა როგორც კი შევიდა გამოცდაზე მაშინვე მივუბრუნდი
-რა ხდება დაშნიანო? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ტამარა მართალი იყო და ნამდვილად ცხოველური ქცევა გახასიათებს ზოგჯერ
-რა ქცევაზე მელაპარაკები
-ვერ ვიტან როცა თავს ისულელებენ ! კარგად გამოგდის,მაგრამ მე არ ვტყუვდები უემოციო გამომეტყველებით
-ემოციური მოგატყუებს სამაგიეროდ და კარგად დაფიქრიდ სანამ ვინმეს დაუმეგობრდები და გადაუშლი გულს!
-რაზე მანიშნებ ვერ ვხვდები! მე შენც გენდობი და თამუნასაც ვარწმუნებ ამდენი ხანია რომ საშიში არ ხარ და შენთან მშვიდად იქნება...მაგრამ აწი არ ვიცი რა მოხდება. მე აღარ მჯერა უკვე ამის
-ვერც ვერაფერში დაგარწმუნებ...-მშვიდად განმიცხადა და გავიდა.
ვიცი გაბრაზდა,მერე ისიც გავაიზრე რომ ჩემი ნერვული აშლილობის ბრალი იყო ყველაფერ.გაუგებრობის რაც ჩემ თავს ხდებოდა და იმ ქაოსის რასაც ვერ ვაკონტროლებ.ყოველ დღე ვიღაცაზე ვიყრი ჯავრს ,მაგრამ ეს უფრო ამძიმებს ჩემ მდგომარეობას.
თამარა რომ გამოვიდა მადლობა ღმერთს მან მაინც დაწერა კარგად . მშვიდად წავედი მათტან ერთად,მაგრამ მიშო იყო ნაწყენი. არც დამელაპარაკა ფაქტობრივად,არადა არ მინდოდა თამარას თანდასწრებით მესაუბრა ამაზე. არ მინდა მათ ურთიერთობა ტყუილად დავზაბო როცა არაფერზე ადექვატური აზრი არ გამაჩნია ისეთ მდგომარეობაში ვარ.
სახლში ასვლამდე ლამის წავიქეცი. რაღაც მტკიოდა და ვერ ვიგებდი რა,უბრალოდ ცუდად ვიყავი
-მარიამ კარგად ხარ? ფერი დაკარგე
-არ ვიცი სააბაზანოში შევალ...მშიერიც ვარ ალბათ მაგის ბრალია. შხაპს მივიღებ...გამოვფხიზლდები
სწრაფად შევედი სააბაზანოში შხაპმა ცოტა მიშელა. რაიმე ხერხი უნდა მეპოვნა თავის დასახსნელად.
მსიაღებში რომ დავბრუნდი თამარა კარტოფილს წვავდა,გამეცინა და სწრაფად ჩავეხუტე.იცის რა მშველის ...
-ჩემი გოგოოო ...არ დაგეზარა ამის მომზადება?
-შენ თუ ეს გჭირდებოდა გასაცინებლად გეთქვა და კარტოფილის გროვას დაგდავდი ...კარგად ხარ?
-კი ... უბრალოდ ემოციურად გადაღლილი ვარ და ხომ იცი ამ დროს რა მემართება . შენ არ მომიყვები გუშინ რა მოხდა?
-ვაიმეეე იმდენი რამე მოხდა ისეთი ბედნიერი ვარ როგორც არასდროს. ასე მგონია პრობლემა აღარ არსებობს ამქვეყნად. ცოტა ხნით,მაგრამ მაინც -ყველაფერი რომ მომიყვა და ვუყურებდი როგორ უნათებდა თვალები კიდევ უფრო ვინანე მიშოს რომ ვაწყენინე.
ბოლოს ერთად დვაიწყეთ მეცადინეობა, მარტივი იყო და მალევე დავასრულეთ შემდეგ შენთან ვრჩებიო განმიცხადა და ჩემი პიჟამა მოიპარა. ძილის წინ ფილმს ვუყურეთ და ორივეს მშვიდად დაგვეძინა.
გამოცდები მშვიდობით დავასრულე,ანატომიის შემდეგ აღარც მიდარდია . პარასკევს დასრულდა და შაბათ-კვირა თავისუფალი მქონდა.მაშნვე ჩავალაგე ჩანთაში საჭირო სამოსი და სოფლისკენ გავვარდი.
მიყვარს ყველაფერი რაც აქაა ეს ქვიანი გზა და უბრალოდ მინდვრებიც მიყვარს . იმდენად ჩემია ყველაფერი,იმდენად ნაცნობი და საყვარელი ყველა ქალაქს მირჩევნია. ნეტავ შემეძლოს სამუდამოდ იქ დარჩენა . სახლში რომ შევედი მამაჩემის ხმა ისმოდა რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდა, დედას ეძახდა რაღაც მომიტანე მეჩქარებაო. კარი რომ გავაღე და შევედი სამივე ჩემკენ დაიძრა. სათითაოდ მეხვეოდნენ და მსაყვედურობდნენ რატო არ გაგვაფრთხილე თუ მოდიოდიო. მამას ეჩქარებოდა ამიტო მალე წავიდა , თურმე რესტორანში მიდიოდნენ ძმაკაცები და ხომ არ ალოდინებდა. დედაჩემი წუწუნებდა ამხელა კაცმა რით ვერ მოიშალა ეს ყოველკვირას ქეიფიო ისინიც ლოთები არიან სუყველაო თან ყველა რო უყვარს და გიჟდება იმათი სტუმრობისას.მე და ჩემი აყლაყუდა ძმა ვიცინოდით , ბოლოს მაგრად მოვეხვიე და დიდხანს არ მოვშორებივარ.
სახლში ვახშმობას არაფერი სჯობს ,დედაჩემზე გემრიელად ვერავინ ამზადებს. მისი ხელით გაკეთებული ყველაფერი განსხვავებულად კარგია. იმდენი ვჭამე ჩემი ძმა დამცინოდა მე მეჯიბრება მგონი და არ მიმაყოლოს დედა ზედ ამ საჭმელსო. ტელევიზორის ყურებაც კი მომინდა, დივანზე დავსკუპდი და „ვანოს შოუს „ მოლოდინში ჩემი ძმის ნერვებზე ვთამაშობდი. ბოლოს რომ ამოუვიდა ყელში და ზემოდან დამეცა ჩემი კივილის ხმა ისმოდა მთელს სახლში დედაჩემის წივილიც დაერთო დამშვიდებას რომ გვთხოვდა და ბოლოს ორივეს ძალა რომ გამოგვეცალა თმები დაგვეწეწა და სიცილი-ყვირილისგან ხმა ცაგვიწყდა გათიშულები მივესვენეთ .
-მომნატრებიხარ- ჩუმად ვუთხარი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.თავი მხარზე დამადო და ტელვიზორის ეკრანზე გამოსახულ ჯავახიშვილს მიაპყრო მზერა.
შაბათ დილით მისმა ბოხმა ხმამ გამაღვიძა,ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურით და ამ სიჩუმეში ხმა ზარივით ჩამესმოდა
-მე რა ვიცი ბიჭო...არ მაქ გადავქექე მთელი ჩანთა. მე დაგიწერო არა კვატი .... დაწერე თავიდან.აუ გაა*** ახლა დროზე აეგდე დაწერე და წამოეთრიე მასწავლებელთან.
-რა ჯანდაბა გადოდღინებს სანდროო
-ოოჰ პრინცესას ძილი უნდა? დიდი ბოდიში მე 8 ზე ვარ მასწთან - ოთახში შემოდის ჩანთამოკიდებული,მკოცნის და მიდის. მერე მეზობელი მოდის ეზოდან ისმის ლაპარაკის ხმა როგორ იოცებს მარიამი აქო? მერე გადმოვალო რაღაც უნდოდა ოსტანში ქინძი თუ ოხრახუში ან ორივე და მერე წავიდა. მე ვეღარ დავიძინებდი ამიტო ჩავიცვი და ჩავფლატუნდი ქვემოთ. აბაზანაში თვალებდახუჭული შევედი. შემდეგ მამაჩემის ბუზრუნი გავიგე და გაღიმებული შევედი სახლში. დივანზე იწვა და ბორჯომს სვამდა
-ეკააა მომიტანე რა ის
-რა ის ...
-რა მინდა ახლა მე შენი აზით
-ცეცხლი ?
-აუუ თუ ავდექი ამოგაცლი ენას რა იყო შე ჩემა რას მიტრაკებ პირველად დავთვერი? მიდი მომიტანე ის
-ამდენ რამეს ამბობ და ის რა ჯანდაბაა
-კაი შეჩვეული ხარ ჩემი ტრუსიკში ყურებას მარა შარვალი რო მინდა არა?
-ფუუ უზრდელი...შენ როგორ გამოგყევი რაა.რომ გამოხვედი ვერ ჩაიცვი შარვალი?
-მარტო ზედა ეგდო იატაკზე და შარვალი ვეღარ დვაინახე
-სკამზე იდო
-თავი ხო უნდა შემებრუნებინა და მაგი შემეძლო მე?- დუდრუნებდა ისევ მე კიდე სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ვკისკისებდი-ჩუმად მარიამ გასკდა თავი
-აუუ როგორ მომენატრაა შენი პახმელიააა
-ნორმალურები არ ხართ თქვენ- ეკას შარვალი მოაქვს და კი არ აძლევს ესვრის. მერე ისევ საქმეს აგრძელებს,თან საჭმელს აკეთებს თან ალაგებს. მამა იცვამს და სადღაც რეკავს.ნუ რა თქმა უნდა ახლა მამიკოს ძმაკაცები მოვლენ გამოსაფხიზლებლად . ალბათ დედა ხორცის წვნიანს აკეთებს დიდი ალბათობით „ხაშლამას“ . რამდენიმე წუთში მამიკოს ძმაკაცები მოდიან ცემი დანახვა ახარებთ
-ვააა ჩვენი ექიმი მოსულა...სად ხარ მარიკო ამდენ ხანს მოგვენატრე ბიძიკო
-მეც მომენატრეთ ,მაგრამ რა ვქნა ევრ მოავხერხე გამოსვლა
-გამოცდები აქო ეკუნამ გვითხრა ...რა ქენი მოუღე ბოლო?
-შეძლებისდაგვარად
-კაი ლექტორები ჩითავს მარიკო იქ? - ყველაზე ახალგაზრდა და თან უცოლო მეკრიჭება როგორც შეუძლია ბახუსზე მყოფს
-შენ რომ მოგეწონოს ისეთები არა...
ნახევარი დღე მათთან ერტად ვიყავი ,ისევ დალევა რომ დაიწყეს და პარალელურად ეკას ქება დიდება მივხვდი როგორ მომნატრებოდა ეს სულელური „ლოთობაც“ მერე ყველას გაახსენდა რო საქმე ჰქონდა და წავიდნენ ასე შეზარხოშებულები. ბატონი სანდროც მობრძანდა და მაგიდასთან დასკუპდა, ღვინო რომ დალია წარბები აწკიპა ეკამ და მანაც უცებ მიიღო გაოცებული გამომეტყველება
-კომპოტი მეგონაა...
-პატარა ლოთი ...
-წავედი მე ათასი საქმე მაქ -მამა გადის და გასვლამდე სანდროს აცლის ჭიქას ხელიდან-სამეცადინო არ გაქ შენ?
არც დალოდებია პასუხს ისე წავიდა. დედას ალაგებაში მივეხმარე მერე მეზობლები მოვიდნენ ყავა მოადუა, ტკბილეული და ხილი გამოიტანა და ისევ სუფრასთან აღმოვჩნდი. იმდენ კითხვას მისვამდნენ ვერ ავცდი ლექტორზე ფიქრებს. რომ მკითხეს ანატომიას ვინ გასწავლისო რა მეთქვა აღარ ვიცოდი
-მკაცრია ძალიან? მთავარია ანატომია იცოდე კარგად
-მკაცრი არის ... თუმცა ობიექტურიცაა ძირითადად
-ქალია თუ კაცი...
-კაცია..
-კაცი კი არაბიჭია 30 წლის იქნება ან ნაკლებიც ალბათ -ეკა ამბობს და ჩემი ერ-ერთი მეზობლის ქალიც მაშინვე მისახავს გეგმას რომელიც კომპოტის წვენს პირდაპირ ყელში აჩერებს და ხველა მიტყდება
-ასე ახალგაზრდა თუა მარიამ გაეპრანჭე ვინ ეყოლება შენზე ჭკვიანი და წესიერი იქ ...რა დაგემართა გოგო რა გიტხარი ასეთი -სანდროს ხარხარიც რო ჩამესმა მეორე ოთახიდან მინდოდა მომეკლა.
კვირას უკვე საათებს ვითვლიდი,არ მინდოდა წასვლა და ისევ თავიდან დაწყება. უკვე ერთი სული მაქვს როდის დაიწყება არდადეგები. დავიღალეე სახლში მინდა ჩემებთან ....
მამას არ სცალია და სანდროს მივყავარ საღამოს მანქანით. რამდენიმე საათს რჩება ცემთან მერე თამარა მოდის და ბატონი მიბრძანდება .
-წავედი აბა მე და ჭკვიანად იყავით დაქალებო - ორივეს გვკოცნის და ის ისაა სახლი უნდა დატოვოს ვიღაც რომ აკაკუნებს- ამ დროს ვინაა მარიამ?
-მე რა ვიცი
-აბა მე უნდა ვიცოდე? -თვითონ მიდის ჩემს წინ და კარს აღებს მიშო რომ ხვდება ჯერ წარბს სწევს მერე იღიმის
-მეზობელო როგორ ბრძანდები?
-ვა სანდროო კარგად შენ როგორ ხარ? არ ვიცოდი აქ თუ იყავი
-მარიამის სანახავად მოხვედი თუ თამარა იცოდი აქ რომ იყო- ეს ბავშვი მაგიჟებს ხანდახან რა გველური ქცევა ააქვს ...საიდან დაასკვნა ახლა ეს. თამარას სახეზე ფერი ეცვლება და თვალებს მიბრიალებს ნეტა რა ჰგონია რო მე ვუთხარი რამე?
-ორივე....შენ მიდიხარ უკვე?
-ხო მეჩქარება ხვალ მასწთან ვარ ...აბა კარგად მიხედე ამ ორს ამას განსაკუთრებით თორე რაღაც ძაან დაფრინავს- ჩემზე ანიშნა თუ მე მომეჩვენა
-აგაფრენ სიხარულიძე ცაში ანგელოზად... გამასწარი აქედან თვალით არ დამენახო
-ვის მოვენატრები და ვინ დამირეკავს მალე ჩამოდიო ვნახავთ მაგასაც
-გველო...დამპალო უზრდელო ბავშვო შენ
-რა სიტყვებია ქალიშვილ გოგოს გეკადრება? სირცხვილი ...-ლიფტის ღილაკს აჭერს თითს და ელოდება .მერე მალე შერბის სანამ რამეს გავუქანებ უკვე კარის მიღმაა.
-შემოვიდე?
-რას მეკითხები შენ კიდე უუჰ სიძე ხარ ფაქტობრივად
-მარიააამ ! არ მითქვამს მე მაგდენი ...რადგან არ ვეჩხუბები იმას არ ნიშნ...
-ნუ ფრთხი ჩიტო მშვიდად - მიშო ლოყაზე კოცნის ხელს წელზე ხვევს და მიჰყავს. ვგიჟდები ამათზე მე...როგორ გაიტრუნა ქალბატონი ერთი შეხედეთ რა.
მიშიკო ცოტა ხანს რჩება მერე მიბრძანდება იჟღურტულეთ თქვენო დაგვრთო ენბა და წაბრძანდა. ქალბატონს მართლა დიდხანს ველაპარაკე,მერე ჩაგვეძინა ორივეს...
შინაგანად ვღელავდი როგორც ყოველთვის.ერთი კვირაზე მეტი გავიდა რაც ბატონი დამიანე არ მინახავს.ბოლო საუბრის შემდეგ ისედაც თავგზა ამერია ...ძილის წინ მაინც მეფიქრებდოა მასზე...
დერეფანში მივდივარ ,შემდეგ აუდიტორიას ვუახლოვდები კარს ვაღებ და შევდივარ. მგონია რომ დავიგვიანე,მაგრამ იქ არავინაა. ცხრილს დავყურებ აუდიტორიის ნომერს ვამოწმებ და დაბნეული ვიყურები ირგვლივ როცა ზურგიდან ვიღაც მეხვევა. მისი სურნელი იმდენად ნაცნობია,მაგრამ ვერაფერს ვხედავ თვალებზე რაღაც შავი მეხვევა და გაბრუებული ორიენტაცია დაკარგული ძლიერად ვეჭიდები უცნობის ხელებს. მისი თითები იმდენად ცხელია რომ ჩემს გაყინულ სხეულს ათბობს. რაღაც ხმა ჩამესმის,მისტყვებს ვერ ვარცევ, მხოლოდ საკუთარი გახშირებული სუნთქვა ჩამესმის. სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებ თიტები ურცხვად დაცოცავენ ჩემს მუცელზე სემდეგ მენჯზე მიჭერს და ქვემოთ მიიწევენ, მუცელი მეკუმშება უკან მეზნიქება საჯდომი და ვცდილობ გავიწიო. სუნთქვა ყელზე მეფრქვევა ვიღაც მკოცნის, კანს ტუჩებშორის იქცევს ენისწვერით მეხება, მკბენს მსუბუქად და შემდეგ ისევ მკოცნის.რამდენიმე ადგილას იმეორებს იგივეს მე კი უკვე უწონობის მდგომარეობაში ვარ. საერთოდ ვეღარ ვგრზნობ ვერაფერს , თითქოს დავფარფატებ. თვალებზე სახვევი რომ მძვრება და დამიანეს სახეს ვხედავ რომელიც ჩემი ტუჩებისკენ იწევს საკოცნელად ვიღაცის ხმა ჩამესმის
-მარიააამ.... მარუსააა რა გაკრუტუნებს გოგო მარიამ გამოფხიზლდი? რა გესიზმრება ასეთი რომ იკლაკნები მარიააამ -მანჯღრევს თამარა და მთელს გამოსახულებას ერთიანად შლის . გონს ვერ მოვდივარ თვალებს ვწყეტ და გაოცებული ვიყურები ირგვლივ. დამიანეს გამსოახულების ნაცვლად თმაგაწეწილ თამარას ვხედავ და თვალებს ვხუჭავ. ნუთუ სიზმარი იყო...-გოგოოო ისევ იძინებ? გვაგვიანდება... არ გესმის შენ? ათი დაიწყო
ათიო? ათი თქვა? ზუსტად გავიგე თუ მომესმა . თამარას ვიშორებ და ისე უცებ ვდგები საწოლიდან საბანიც მიმაქვს თან ,საბანზე მჯდომი თამარაც და ბოლოს კივილით მეცემა თავზე ნახევრად ჩაცმული ქალბატონი
-ააააააააა გაგიჟდი გოგო შეეენ?
-ვაიმეეე ვიგვიანებთ... გაიწიე გოგო სწრაფად უნდა ჩავიცვა
-სულ სველი ხარ ქალო რა ჩაიცვა გადაივლე წყალი ეგრე სად მიდიხარ
-ჰა ...ა ხო ხო ვაიმეე რა უბედურებაა ჯანდაბა შენ ჯანდაბა შენ ღმერთკაცო - ვკივი და სააბაზანოსკენ მივდივარ. სწრაფად ვივლებ წყალს და წამით ისევ მახსენდება ასეთი რეალური შეხება ...როგორ დაეცი რა დონეზე ხარ საერთოდ რა სიზმრებს ხედავ ჭკუა სულ გამოგეცალა!
პირველივე კაბას ვიცვამ რომელიც ხელში მომყვა მოკლე ქურთუკს და ფეხსაცმელს . ჩანთაში წიგნებს ვყრი ყველაფერს ერთად და სარკეში ვიხედები.ისეთი წითელი მაქვს ლოყები ცხელი წყლის გამო მეეჭვება რამემ დამიკარგოს ფერი. თმას ვივარცხნი და საათს ვუყურებ.თამარა მშვიდად მიირთმევს ყავას
-მიშო წაგვიყვანს..მომწერა ეგ ისე დადის ხო იცი 5 წუთში იქ ვართ ..მერ ემომიყვები რა გესიზმრა -ბოლოს მაინც არ ავიწყდება და გაკრეჭილი მოდის გასასვლელისკნ.
მიშოს ვესალმები და მანქანაში ვჯდები. ქალბატონი წინ სკუპდება და ღვედს იკრავს
-რა ჭირს ამას?რატოა ასეთი წითელი
-ირბინა და
-სად რბინა ამ წვიმაში
-ოთახებს შორის...რა იყო არ შეიძლება? წწრაფად თორე დავაგვიანებთ
-არის ქალბატონო ...
მანქანიდან ისე გადავდივარ მადლობას სუა ეზოდან ვეძახი მიშოს .კორპუსში სწრაფად შევდივარ და უკვე სველ თმას ყურს უკან ვიწევ . ნაბიჯს ვერ გადავდგამ სანამ სუნთქვა არ დამირეგულირდება. ქურთუკს ვიხსნი რადგან უკვე მცხელა და წელში ვსწორდები. ასკარად ვიღაცას მივეჯახე, უკან თუ ვინმე იდგა რატომ ვერ გავიგე? ჩემს ყელთან რა უნდა...რა ჯანდაბა ისევ სიზმარში ვარ? სწრაფად შევბრუნდი და ჩემ წინ დამიანე რომ დავინახე უკვე სიზმრიდან სიზმარში გადასვლას ჰქონდა ადგილი
-როგორ ხარ მარიამ?- არაა ნათლად ვხედავ მის სახეს, წვიმის წვეთები სუბლიდან ლოყაზე ინაცვლებს რომ შევეხო გაქრება ვითომ? რამე მოიფიქრე სასწრაფოდ
-კარგად პატივცემულო თავად?- უცებ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი.არადა სწრაფად უნდა შემემოწმებინა ცხადი იყო თუ სიზმარი. კადრი შენედა თუ რა არის? ინდური სერიალის გმირი ვარ თუ ტურქულის...იქნებ კატასტროფაა და მექსიკურია რამე.როდის მიმიწვიეს რატო არ მახსოვს? აი თურმე რატომაა ეს კაცი ასეთი სიმპატიური ,მსახიობია!
-მარიამ -ისევ ისე მეძახის..რამე ჟღერადობა აქ ამ ჩემს სახელს თუ ეს რატო ამბობს ასე რაღაცნაირად
-დიახ პატივცემულო...
-რამე გინდა მითხრა თუ რატომ არ მაძლევ გავლის სასუალებას- რაო? რას არ ვაძლევ? გვერდით ვიხედები და მართლა მიმწყვდეული მყავს ...როდის მოვედი ამ კუთხეში? რანაირი შემოსასვლელია გვერდს ვერ აუვლი ადამიანს.
-რა თქმა უნდა მინდა გითხრათ...მაინტერესებს რაღაც
-რა გაინტერესებს?-რატომ ჩაიცინა ? რა უნდა ვერ გავიგე არ შეიძლება კითხვა მქონდეს?
-გაასწორეთ ნაწერები უკვე?
-არა ჯერ ...რამე მოხდა წერაზე?
-არაა არაფერი როდის გაასწორებთ ?
-დღეს დავიწყებ და იმედია ბევრი ნაშრომი იქნება ...
-ხოო ... გასაგებია ანუ ამ კვირაში აუცილებლად გავიგებ პასუხს ...გმადლობთ ინფორმაციისთვის - უკან ვიხევ და ვუღიმი. უღიმი ახლა თორე შენც ჰოლივუდის ღიმილი არ გქონდეს
მივდივარ და მომყვება...
რა თქმა უნდა მასაც ხომ ლექცია აქვს .რა ტემპში მიდის ნაბიჯების ხმაც კი სასიამოვნოდ რომ მესმის ეს უკვე ავადმყოფობაა ხომ?
-რა ხდება მარიამ?
-რაზე ამბობთ?
-არითმია გაქვს? - ისე მიყურებს მკერდზე თითქოს მე არ ვიცი სწრაფად რო ცემს გული, სუნტქვაც რო გამიხშირდა შესაბამისად და ახლა ეს მკერდი ისე ადის ჩამოდის თითქოს მექანიკურად ამოძრავებდეს ვინმე
-სწრაფად ვიარე და მაგის ბრალია...კარგად ვარ არაჩვეულებრივად ...პულსის გაზომვა სხვაგვარად ხდება ისე თვალებით და თან აქ არა - ბოლოს ვამატებ და ისიც მჯაზე მავლებს ხელს
- მე ბევრი მეთოდი ვიცი ...ტრადიციულ პოზებს არ ვიყენებ - პოზაო? რა პოზა რა შუაშია პოზააააა. გავგიჟდი მგონი ...ნამდვილად მაგნიტური დღეა დღეს ჩემი ქალღმერთი გაგიჯებულია - ისე გიცემს გული როგორც მიჯნურის დანახვისას შეყვარებულ ქალს
-კარდეოლოგიური პრობლემები არ არსებულა მაშინ ბატონო დამიანე და ყველა გულით ავადმყოფი შეყვარებული ყოფილა! თქვენ შემთხვევით კარდეოლოგი ხომ არ ხართ
-ცოტა ზემოთ ხარ ... გინეკოლოგი ვარ მე- ზემოთ ხარო??/ ვაიმე დამეცეს ახლა მეტეორი და გამაქროს . ღმერთო მომკალი ახლა ...ეს გინეკოლოგია? რატო არ ვარ ფეხმძიმედ? ან რამე მაინც მაწუხებდეს ...ციკლი მაინც ამერიოს მივიდოდი კლინიკაში ჯანდაბა ასეთი ავადმყოფი ხარ და მაინცადამაინც მსგავსი პრობლემა რატო არ გაწუხებს სიხარულიძე?
-აი თურმე რატომ ვერ მიხვდით ჩემი პრობლემის მთავარ მიზეზს... ყველას თავისი პაციენტი ეჩვენება- ეს რომ ვუთხარი გაეღიმა , როგორ მოხდა ტუჩის კუთხის ჩატეხვას რომ გასცდა
-მსგავსი მოჩვენებები მაწუხებს,ნუთუ ასე ფიქრობ? -რა მსგავსი ... ვაიმე სენ ამოგძვრა ენა მარიამ . თავიდან იწყებ ყველაფერს ხედავ?შეგიყოლია საუბარში ახლა კი ტლიკინებ და რომ მოგშორდება მერე ხომ დაგეწყება გულის წასვლები
-მე ვფიქრობ რომ ლექციაზე დააგვიანებთ ... თქვენი სპეციალობის ექიმისთვის დაგვაინება არ შეიძლება ....
-მეეჭვება რომელიმე სტუდენტს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდეს დაწყებული ...
-წ....ბიც დაღვრილი აქვთ შეიძლება ... რომ იგვიანებთ
-რომ ვიგვიანებ თუ ლექციაზე რომ ვარ... აი მე უკვე მოვედი შენ იფიქრე მაგაზე და ლექციაზე რომ შემოხვალ მიპასუხე- თვალს მიკრავს და აუდიტორიაში შედის.რაოოო? როგორ შეუძლია ასე ჩემი სიტყვებით თამაში და სიტუაციის სათავისოდ გამოყენება.
ნეტა რა მაცინებს...მარა საოცრად მომაკეტინა და სასაცილო იყო რა ვიცი არ იყო აბა?
რა მიხარია ნეტა გამაგებინა...
მესამე ლექციამდე გაკრეჭილი ვეგდე . ყველას ვეკრიჭებოდი ყველის ვაჭარივით. გიგი ჩამოვიტოვე მგონი, ენა ვერ გავაჩუმე ლამის გამომაგდეს ლექციიდან.
ვიღაც ორი დღის წინ დეპრესიის საწყისებს ამცნევდა და ახლა რა დამემართა. ღმერთკაცის ნახვამ მიშველა ვითო?თუ ჩემმა ქალღმერთმა რომ გაიღვიძა და გაიფურჩქნა ისაა მიზეზი.
ფაქტია ანატომიაზე რომ შევედი და წინა მერხისკენ დავიძარი პატივცემული ფანჯარასთან იდგა და წვიმას უყურებდა. უყვარს ნეტავ? სულ იყურება ხოლმე წვიმის დროს გარეთ.
კაბაზე ხალათი მოვირგე და ჩემს ადგილას დავჯექი. ის ისევ ფანჯარაში იყურებოდა. ბოლო სტუდენტიც შემოვიდა კარი მიხურეს, ზარი ჯერ კიდევ არ იყო დარეკილი ამიტომ საუბრობდნენ, ზოგი რაღაცას კითხულობდა .მოკლედ ლექტორს არავინ აქცევდა დიდად ყურადღებას. შემდეგ ზარის ხმა გაისმა, ინება ყურადღების გადმოტანა ჩვენზე. მოიცა მე არ მიყურებს? ჩხირები და კოლბები ერთად ამოაცალეს იმ შავი თვალებიდან?
-თქვენი ნამუშევრები გავასწორე და ქულებს გეტყვით...აქტივობის ქულებთან ერთად
-გაასწორეთ?
-ბოლოს შესრულებული ტესტი და კოლოქვიუმები - მიყურებს და წარბშეკრული მეუბნება მიხვდა რომ ეჭვი შევიტანე მის სიტყვებში. - გამოცდის ნამუშევრები არა! აქტივობის ქულებშია კოლოქვიუმის შედეგები ...ტესტს ცალკე გეტყვით
დაიწყო და აღარ დაასრლა ჩემთან რომ მოვიდა მერე გადავიტანე ყურადღება მასზე
-სიხარულიძეს ჰყავს 0, 8, 8, 9, 10, 9, 8
შემდეგ დაასრულა სხვების ნიშნებიც და თავისი ბლოკნოტი აიღო შავი ყდით.
-ტესტირებამ დამაკმაყოფილებელზე მაღალი შედეგი აჩვენა ჩვენთან ... იმდენად რომ დეკანი აღფრთოვანებული დარჩა . ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვარ კმაყოფილი...უკეტესადაც შეიძლებოდა .ისევ წაიკიტხა ქულები და ჩემი გვარი რომ გამოტოვა ლამის ავიღე სკამი და თავში ჩავარტყი.
-მე რა მივიღე პატივცემულო?
-შენი ნაშრომი დეკანს აქვს...სხვა 100% ნამუშევრების გვერდით
-როგორ?
-ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გეწერა მარიამ
-მე?
-მარიამ სიხარულიძე ხართ კიდევ ვინმე?
მილოცავდნენ მერე ბავშვები . თიტქოს ჯილდოა დაწესებული ისე „გაუხარდა „ ზოგს. რამე წავართვი მათ და არ ვიცი?
-დამატებით ინფორმაციას დეკანი მოგაწვდით დღეს... დიდ დარბაზში ყველანი მიდით აუცილებლად !
ზარიც ირეკება და ყველანი ემშვიდობებიან ლექტორს. მეც ხალათს ვიხდი, ვკეცავ,ჩანტაში ვდებ. ქუთუკს ვიღებ და გასასვლელად ვემზადები რომ მაჩერებს
-კითხვაზე პასუხს არ მეტყვი?
-სხვების ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ პატივცემულო ჩემზე კი მაგ მხრივ ვერ მოქმედებთ ... -მხრებს მახლა ვწევ ძალიან დამწუხრებულ სახეს ვიღებ .თავს ვუხრი წამით და სემდეგ უკანსვლით მივდივარ-კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო
გაბრაზებული მიყურებს მე კი ვუღიმი და ბოლოს ოთახს ვტოვებ.
დარბაზში ვზივარ და ველი დეკანს. რა ხდება ნეტავ გამაგებინა,არ მიყვარს დამატებითი თავსატეხები ათასი საქმე მაქვს რა დროს შეკრება იყო. თან მთელი დარბაზი გაივსო მგონი ყველა პირველკურსელი იყო ვინც ანატომიას სწვალობს. რომ დაიწყო ამ ქალმა ხო აღარ გაჩუმდა ,არადა მგონია მე ვიცი ბევრი ლაპარაკი თურმე სად ხარ მარიამ. ბოლოს საქმეზე გადავიდა მთელს უნივერსიტეტზე,დეკანატზე,ლექტროებზე, პროგრამებზე და ჩვენს სწავლების მეთოდებზე საუბარი რომ დაასრულა
-ყველა თქვენგანმა დაწერა ტესტი რომლის საშუალებითაც წამყვანი საგნის,ანატომიის ზოგადი ცოდნის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. რამდენიმე სტუდენტმა მაღალი შეფასება მიიღო , მინდა გამოვარჩიო ჩვენი ახალი ლექტორის ბატონი დამიანეს სტუდენტები მაღალქულიანებს შორის სწორედ ისინი ჭარბობენ . აშკარად მონდომებულია ჩვენი ახლაგაზრდა ლექტორი ... გადავწყვიტეთ წაგახალისოთ ასეთი მაღალი შედეგებისთვის და თქვენს საყვარელ ლექტორთან ერთად ორდღიანი ლაშქრობა შემოგთავაზოთ. ტურთან დაკავშირებით მაია გაგესაუბრებათ მე დიდად ვერ ვერკვევი ამ ამბავში - ესენი ღადაობენ თუ რა უბედურებაა სად ანატომია და სად ექსკურსია თუ ჯანდაბა...რამელაშქრობება,ანატომია უნდა ვისწავლო აბა რა უნდა ვისწავლო სამედიცინოს სტუდენტმა ნეტავ ინგლისური? ფრანგული თუ ისტორია ან კიდევ ქართული ლიტერატურა ... მინდა გავიპარო მაგრამ დამიანეს ვხედავ და ისე შევყევი მის თვალეირებას და მისი მიმიკების შესწავლას მგონი ბოლო გავედი იქედან.
-როგორც იქნა მე და შენ ერტად წავალთ სადღაც... - თამარა აჟიტირებულია და გიგიც უერთდდება ამ ორს ერთმანეთზე გადავაბავ და სადმე მოვისვრი
-რა დროს ლაშქრობაა ხალხო .... ფინალურის მერე რომ იყოს კიდე ხო
-არ უსმენდი გოგო? აბა ახლა რა დროს ლაშქრობაა წვიმს ჩამოდის ცა ძირს... მაისში წავალთ
-ან წამოვალ ან არა..მაისში თუ უნდა წავსულიყავით რატო იჩქარეს ვერ გავიგე...ზოგი მეორე სემესტრში სულ ვერ გადავა საერთოდაც ვიჭრები იქნებ ...რა ჭკვიანები არიან ვგიჟდები
-შენ ყველაფერსი პრობლემას როგორ ხედავ მე მაგაზე ვგიჟდები
-არ მოვდივარ აქედანვე იცოდეტ და არცერტმა გამაგონოთ ხმა...მიწაზე ძლივს დავდივარ სწორ გზაზე და მთაში ხეტიალისთვის ვერ გავწირავ თავს. მინდა ექიმი გავხდე აქაურ სამყოფელში და იქ რო არ იყოს სწავლება ზეცაში მერე მე რა ვქნა ?
-გიჟია ეს ხო ?
-ცოტა...იცის ხოლმე ხანდახან ზედმეტად ემოციურია ხოლმე
-წავედი მე ... სამეცადინო მაქვს -ორივეს ვაკოცე და სწრაფად დავტოვე შენობა.
ისეთი წვიმა იყო ლამის მთლიანად გავიწუწე. მაღაზიაში ვიყავი რვეულის საყიდლად სანამ მოსაცდელთან მივიდოდი გზა უნდა გადამეჭრა,ისეთი წვიმა იყო ძლივს ვიხედებოდი, ტვალებდაწვრილებული მოფუზული გავრბოდი მუხრუჭების ხმა რომ გავიგე და ფეხზე შეხებაც ვიგრძენი აი ზუსტად დაამუხრუჭა ,მაგრამ მე ხო გამისკდა გული და მოვკვდი იქვე. მანქანისკენ რომ გავიხედე და უზარმაზარი ჯიპიდან ჩემი პატივცემული ლექტორი გადმოვიდა იქვე ჩაკეცვა მომინდა,რატო არ დავარტყი თავი?
-მარიამ!- ვაიმეე სად დამთავრდა შენი სიცოცხლე მარიამ სიხარულიძე? ახლა ხელით მოგკლავს მანქანის მაგივრად.არადა აშკარად ჯობდა მეორე ვარიანტი...რას აკეთებს რატომ ვერ ვსუნთქავ სახეზეც აღარ მაწვიმს...ის რა ის ..ის მეხვევა. იმდენად ძლიერად რომ სუნთქვაც მეკვრის . გაშესებული ვდგავარ ,ის კი რაღაცას ლუღლუღებს და მხოლოდ მაშინ მშორდება როცა ყურს სიგნალის გაბმული ხმა მხვდება. საცობი შეიქმნა ჩვენ გამო შუქს ირეკლავს წვეთები და თვალები ისევ მეხუჭება . მისი თითების მკლავზე მეხვევიან -წამომყევი - არც კითხვაა არც თხოვნა,ბრზანებაა რომელსაც ინსტიქტურად ვერმორჩილები.განა მქონდა შეწინააღმდეგების ძალა ან სურვილი? ჟრუანტელი მივლიდა გაყინულ სხეულში ის კი სურლიად სველი მოთავსდა გვერდით სავარძელში და სწრაფად გააქროლა მანქანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. გული ისე მიცემდა სხვა ხმა აღარც კი მესმოდა, მხოლოდ მის სველ სახეს აღვიქვამდი .მერე სადღაც გააჩერა ,ღრმად აოისუნთქა და თავი საჭეს მიაყრდნო ახლაღა შევამჩნიე როგორ ჰქონდა დაჭიმულ მთელი სხეული . არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე იქნებ დიდი დრო გავიდა ან სულაც რამდენიმე წამი ,თვალები დახუჭული მქონდა ისევ ჩახუტებისგან მიღებული სითბო ტრიალებდა მთელს სხეულში.
-მე უნდა წავიდე ... -როგორც კი ამოვილუღლუღე მაშინვე გამომხედა სულ წითელი ჰქონდა თვალები არ მომეწონა,მისი შავი სფეროოების ირგვლივ წითელი ფერი
-უნდა წახვიდე... უნდა წახვიდე ხო -წამოიწია და დაჰიპნოზებულივით გადმოიხარა ჩემკენ,მიყურებდა და გაყინულ თითებს სახეზე მისვამდა, ლოყიდან თმაში შეაცურა
-დამიანე - თვალებმილულულმა ამოვიჩურჩულე და რომ გაჩერდა ფრთხილად შევხედე.თავი ოდნავ გვერდით გადაეხარა და ისევ ისე მიღიმოდა „ჩემი ღიმილით“ -დამიანე მე
-ჩშშ ...-ამჯერად ტუჩებზე შემეხო სულ ოდნავ მეხებოდა მისი თითები ისიც წამით შემდეგ მტევანზე გადაინაცვლა ფრთხილად მომიჭირა თითები,თმას ისევ არ უშვებდა ახლა კი ხელისგულზე მაკოცა იმდენად ხანგრძლივად ,ფრთხილად და ნაზად რომ სიამოვკნებისგან სხეულში გამცრა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მერე ერთბაშად მომშორდა, ისე მოკალათდდა თითოქს არაფერი მომხდარა, არც სველი იყო, არც დრო გადიოდა .უბრალოდ მანქანა დაძრა და წავიდა
-სად მივდივართ მე...სახლში უნდა წავიდე
-სახლში მივდივართ - მშვიდად მიპასუხა და ჩემი უბნისკენ რომ გადაუხვია ორ წუთში გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა. აშკარა იყო რომ მისამართი მშვენივრად იცოდა, კითხვას აზრი არ ჰქონდა . მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა, ისევ ისე ძლიერ წვიმდა ...
გააჩერა საჭეს ხელები მოაშორა და მუხლებზე დაიდო. გამომხედა,მიყურებდა შემდეგ მეც გავხედე . უნდა გადავსულიყავი ,უნდა მოვსორებოდი მშვდიად სუნთქვა რომ შემძლებოდა ჩემს შებოჭილ სხეულს თავი რომ დაეხსნა ,მაგრამ იმდენი კითხვა მქონდა იმდენი რამ მინდოდა ეთქვა და მაინც ვერაფერს ვამბობდი.იქნებ პასუხები ისედაც ვიცოდი, იქნებ მისი თვალები ყველა სიტყვას ერთად შეკრებილს სჯობდა . მადლობა უნდა მეთქვა? მხოლოდ მადლობა მოყვანისთვის? რომ შეწუხდა? სისულელე იქნებოდა . ბოლოს ისევე ვუპასუხე როგორც თავად მპასუხობს ,გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. უკან არ მიმიხედავს, სადარბაზოსკენ გავიქეცი. რამდენიმე ნაბიჯი და უკვე შენობაში ვიყავი,მანქანის ხმა ისევ არ მესმოდა . როცა ლიფტთან მივედი მხოლოდ შემდეგ ჩამესმა ძრავის ხმა მე კი ოთხ კედელში მივიმალე...
მთელი დარჩენილი დღე მისი მზერა, ქცევა,ჩახუტება და გაღიმება მიტრიალებდა თვალწინ. ვუყურებდი წიგნებს და მის გამოსახულებას ვხედავდი.


იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი რადგან ზოგი მონაკვეთის დაწერისას ძალიან ვღელავდი იმდენად მინდა რომ კმაყოფილები იყოთ და იმედები არ გაგიცრუოთ . ძალიან ძალიან მჭირდება თქვენთან კონტაქტი ახლა ისეთ განწყობაზე ვარ ...
იმედი მაქვს დამიანე-მარიამის დანაკლისი რაც წინა თავში იყო შევავსე ასე თუ ისე
ველი შეფასებებს მიყვარხართ ძალიან



№1  offline მოდერი bibo

ჩემი სიგემრიელე ჩემი უბრალოდ ყველაზე ყველაზე ფერადი ყველაზე ყველაზე გემრიელეი და ყველაზე საოცრება ხარ შენ heart_eyes kissing_heart მეორე კრუგზე გავდივარ მე ხო იცი ვიცი მაგრამ მაინც უნდა წავიკითხო მაინც უნდა შემოვძვრე მაინც უნდა ჩავტკბე უნდა ავფერადე უნდა შევიგრძნო რო ჩემთან არიან ჩემს გარშემო ბრუნავენ ჩემთან ერთად ბრუნავენ heart_eyes მიშო აი კაცი პიროვნებ აკაცი კამფეტი კაცი დღემდე გამოუცნობი დღემდე ვერ ვხდები რას აკეთებს რატო არ მოსწონს რატო უნდა რო შეიკავოს თავი და რაც მომწონს მაში ერთერთი ეგა რო თავს იკავებს რაც არ უნდა იყოს სუ იცის იმათი ფასი ვინც გვერდით ყავს და ვისი დაცვაც საჭიროა heart_eyes kissing_heart ოოო დამიანე სხვა ფენომენია სხვა სამყარო უბრალო ლექტორზე მეტი და მინდა ეს ლექტორი მე ჩემი გავხადო უნდა არ დაედოს თვალი თვარა გლაზა ვჩიჩქნუს კაი ხო მიშოს დავიტოვებ მიშო იყოს ჩემი არ მინდა ეს დემონი ლუციფერი დამიანე მიშო და მე გაუგებთ bowtie smile აი მარიამი და თამუნა განსხვავებულები მაგრამ ბოლოს მაინც ერთნაირი მოაზროვნე ერთნაირად ჯემები და ერთნაირი კამფეტებიიიი heart_eyes გიგიც მომწონს და რა ვქნა ბევრს კი ლაპარაკობს მაგრამ მიყვარს მე ეგ ლაპარაკი და ეტყობა ქეთას გამო არ მოსწონს ჩემ ბისკვიწ ბიჭს ჩემ კამფეტ მიშუკას heart_eyes kissing_heart შენ ხო იცი როგორ ვგიჟდბეი მე შენზე როგორ გაფასებ როგორ მიყვარხარ და როგორ გაკოცებდი მაგ მოწყენილ სახეზე უთვალავს ისე მაგრა ჩაგეხუტებოდი გატკენდი გვერდებს ჩემო პაწაწოო კოკორო უბრალოდ უბალოდ ყველაზე ბრალიანი ხარ ყველაზე გემრიელი ყველაზე კამფეტი და ყველაზე ჯემი ჩემო სუ ჩემო heart_eyes kissing_heart

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
ჩემი სიგემრიელე ჩემი უბრალოდ ყველაზე ყველაზე ფერადი ყველაზე ყველაზე გემრიელეი და ყველაზე საოცრება ხარ შენ heart_eyes kissing_heart მეორე კრუგზე გავდივარ მე ხო იცი ვიცი მაგრამ მაინც უნდა წავიკითხო მაინც უნდა შემოვძვრე მაინც უნდა ჩავტკბე უნდა ავფერადე უნდა შევიგრძნო რო ჩემთან არიან ჩემს გარშემო ბრუნავენ ჩემთან ერთად ბრუნავენ heart_eyes მიშო აი კაცი პიროვნებ აკაცი კამფეტი კაცი დღემდე გამოუცნობი დღემდე ვერ ვხდები რას აკეთებს რატო არ მოსწონს რატო უნდა რო შეიკავოს თავი და რაც მომწონს მაში ერთერთი ეგა რო თავს იკავებს რაც არ უნდა იყოს სუ იცის იმათი ფასი ვინც გვერდით ყავს და ვისი დაცვაც საჭიროა heart_eyes kissing_heart ოოო დამიანე სხვა ფენომენია სხვა სამყარო უბრალო ლექტორზე მეტი და მინდა ეს ლექტორი მე ჩემი გავხადო უნდა არ დაედოს თვალი თვარა გლაზა ვჩიჩქნუს კაი ხო მიშოს დავიტოვებ მიშო იყოს ჩემი არ მინდა ეს დემონი ლუციფერი დამიანე მიშო და მე გაუგებთ bowtie smile აი მარიამი და თამუნა განსხვავებულები მაგრამ ბოლოს მაინც ერთნაირი მოაზროვნე ერთნაირად ჯემები და ერთნაირი კამფეტებიიიი heart_eyes გიგიც მომწონს და რა ვქნა ბევრს კი ლაპარაკობს მაგრამ მიყვარს მე ეგ ლაპარაკი და ეტყობა ქეთას გამო არ მოსწონს ჩემ ბისკვიწ ბიჭს ჩემ კამფეტ მიშუკას heart_eyes kissing_heart შენ ხო იცი როგორ ვგიჟდბეი მე შენზე როგორ გაფასებ როგორ მიყვარხარ და როგორ გაკოცებდი მაგ მოწყენილ სახეზე უთვალავს ისე მაგრა ჩაგეხუტებოდი გატკენდი გვერდებს ჩემო პაწაწოო კოკორო უბრალოდ უბალოდ ყველაზე ბრალიანი ხარ ყველაზე გემრიელი ყველაზე კამფეტი და ყველაზე ჯემი ჩემო სუ ჩემო heart_eyes kissing_heart

pensive disappointed ვიცი
მადლობა ჩემო საყავრელო მიყვარხარ უზომოდ heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes

 


№3  offline წევრი japara

სრული შოკი იყო მოვლენების ასე უცებ დატრიალება. ძალიან საოცარი თავი იყო. მეტი დამიანე და მარიამი. არა მეტი დამიანე და მარიამი კი არა მეტი ლაპარაკი ან შეხება. მეტი... მეტი!!! heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

japara
სრული შოკი იყო მოვლენების ასე უცებ დატრიალება. ძალიან საოცარი თავი იყო. მეტი დამიანე და მარიამი. არა მეტი დამიანე და მარიამი კი არა მეტი ლაპარაკი ან შეხება. მეტი... მეტი!!! heart_eyes heart_eyes

მეტი არ ვიცი რამდენად გამოუვატ მაგრამ ძვრები იქნება მატ ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში თამარა და მიშო არ იყვნენ ,მაგრამ ასე მომიხდა განაწილება თავების უბრალოდ pensive მადლობა დიდი smile

 


№5  offline წევრი crazy girl sofi

Vaime ra kargi iyo wina tavshi rac damaklda leqtori da mariami avinazgaure saswauli xar imedebs amartleb ki ara acharbebxolme shen dzalian magari xar <3

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
Vaime ra kargi iyo wina tavshi rac damaklda leqtori da mariami avinazgaure saswauli xar imedebs amartleb ki ara acharbebxolme shen dzalian magari xar <3

მადლობააააა heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№7  offline წევრი Indigo

ვაიმე, ეს რა იყო? შეავსე? შეავსე და თან როგორ.
ვგიჟდები "მისტერ ლექტორ"-ზე! heart_eyes
მანქანიდა რო გადმოვიდა და ჩაეხუტა, ეს იყო... ჰუჰ, საოცრება იყო.
ისეთები შეასრულა ჩემმა გულმა კითხვისას რო, მემგონი მე მაქვს არითმია და ყველაფერი უბედურება. :დდ
მიშო-თამრო-ს წყვილზე ვგიჟდები! heart_eyes
მარიამი რო საოცრებაა და კიდე უფორ შემაყვარა ეს სახელი, ამას თქმა უნდა ვითომ?
მაინც მეშინია, რთულია ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა და არ ვიცი რა მოხდება.

გელი, გელი და მოგელი, ჯერ მაინც შეშინებული...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
ვაიმე, ეს რა იყო? შეავსე? შეავსე და თან როგორ.
ვგიჟდები "მისტერ ლექტორ"-ზე! heart_eyes
მანქანიდა რო გადმოვიდა და ჩაეხუტა, ეს იყო... ჰუჰ, საოცრება იყო.
ისეთები შეასრულა ჩემმა გულმა კითხვისას რო, მემგონი მე მაქვს არითმია და ყველაფერი უბედურება. :დდ
მიშო-თამრო-ს წყვილზე ვგიჟდები! heart_eyes
მარიამი რო საოცრებაა და კიდე უფორ შემაყვარა ეს სახელი, ამას თქმა უნდა ვითომ?
მაინც მეშინია, რთულია ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა და არ ვიცი რა მოხდება.

გელი, გელი და მოგელი, ჯერ მაინც შეშინებული...

მიხარია რომ მოგწონს smile heart_eyes საკუთარ თავში რაც მომწონს ერთადერთი სახელია "მარიამი" რაზეც ვგიჟდები და ეტყობათ ჩემ გმირ მარიამებს ხო?

 


№9  offline წევრი ჭირვეული

მარიამისა და დამიანეს დიალოგიდან გამომდინარე ან სერიოზული კარდეოლოგიური პრობლემები მაქვს, ან შენს ნიკზე და ამ ისტორიაზე ვარ გამიჯნურებული. რომ დავინახავ სანამ გავხსნი, მანამდე ხომ მიჩქარდება პულსი და მერეეე სასწაულები მემართება..ხან საერთოდ ვერ ვგრძნობ პულსაციას, ხან კი ისე სწრაფად ცემს გული,ლამის ამომიხტეს.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

Chirveuli
მარიამისა და დამიანეს დიალოგიდან გამომდინარე ან სერიოზული კარდეოლოგიური პრობლემები მაქვს, ან შენს ნიკზე და ამ ისტორიაზე ვარ გამიჯნურებული. რომ დავინახავ სანამ გავხსნი, მანამდე ხომ მიჩქარდება პულსი და მერეეე სასწაულები მემართება..ხან საერთოდ ვერ ვგრძნობ პულსაციას, ხან კი ისე სწრაფად ცემს გული,ლამის ამომიხტეს.

არ ვიცი რა გითხრა არ მეგონა არითმიას თუ ვმართებდი ვინმეს smile smile ყოჩაღ მე smile smile smile

 


№11  offline წევრი bobga

❤❤❤rogoor gamaxareee ❤❤❤

 


№12  offline წევრი Mariammmo

აუაუაუ მარიამმ რა ვქნა რო არასდროდ არ მყოფნის ეს თავებიი???? რავქნა, თუ ისეთი სიგემრიელე თავები გამოგდის, რომ უბრალოდ აი ვერ ველევი :(
ისე მინდა დროზე გავიგო როგორ განვითარდება ამათი ურთიერთობაა ^_^
მე მგონია რომ დიდად მიშოც არ იყო მართალი მარიამთან...
მაგრამ ისე მომწონს ეგ ბიჭი, ისეთი მაგარია ^_^ გიგი მგონია რო მიშოს მეგობრის ბიჭი იქნება და მაგ გოგოსთან არის კავშირში ამათი თვალებით ჩხუბი ....
ველოდებიი მომდევნო თავს ^_^

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

bobga
❤❤❤rogoor gamaxareee ❤❤❤

მიხარია რომ გაგახარე

Mariammmo
აუაუაუ მარიამმ რა ვქნა რო არასდროდ არ მყოფნის ეს თავებიი???? რავქნა, თუ ისეთი სიგემრიელე თავები გამოგდის, რომ უბრალოდ აი ვერ ველევი :(
ისე მინდა დროზე გავიგო როგორ განვითარდება ამათი ურთიერთობაა ^_^
მე მგონია რომ დიდად მიშოც არ იყო მართალი მარიამთან...
მაგრამ ისე მომწონს ეგ ბიჭი, ისეთი მაგარია ^_^ გიგი მგონია რო მიშოს მეგობრის ბიჭი იქნება და მაგ გოგოსთან არის კავშირში ამათი თვალებით ჩხუბი ....
ველოდებიი მომდევნო თავს ^_^

ყველაფერი მალე გაირკვევა და იმედია ისევ მოგეწონება smile smile უღრმესი მადლობა საყვარელო

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Mariiiiami
მარიამ რატმ ხარ ცუდ განწოყობაზე?იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა...
მაგრამ შენი განწყობის მიუხედავად მე მაინც არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენე
დამიანე...
არმყოფნის ამ კაცზე სიტყვები და არ ვიცი რატომ
ყველაზე გაწონასწორებული პერსონაჟია,მშვიდიი ჩანს მაგრამ შინაგანად ბობოქარია დარწმუნებული ვარ,მაგრამ ჯიუტად არ იმჩნევს...
მარიამი,ჩემი მარიამი არ მინდა მოწყენილი იყოს
მინდა მალე გაირკვეს ყველაფერი და ასე გაურკვევლობაშ არ იყს მაგრამ მე შენ გენდობი და შენ გელოდები
სანდროსნაირი ძმაა ძაან გაასწორებდა...
მიშოზე და თამარზე ისედაც ისი დაფანატებული რომ ვარ
აუუაუუააუ დარწმუნებული ვარ ლაშქრობაზეძაან მაგარი რაღაცეები მოხდება
არ ვიცი ძაან მომწონს რაა
ის ჩახუტება ჩმი აზრით ყველაფერი იყო ამ თავშიი
ნერვიულობაც,მონატრებაც სინანუულიც(რაღც მასე მგონია ჩწითლებული თვალები არ ვიცი სხვა რას უნდა ნიშნავდეს)
მოკლედ აღარ ვერევი გელოდები შენ და შენს მუზას
გყვარობ ქალაუმარიამ...

ჩემოო ტკბილო მარიააააამ smile heart_eyes
ლაშქრობაზე ჯერ არ მიფიქრია მეც მინდა რომ კარგი გამოვიდეს...
მინდა მალე დავასრულო და იმედი მაქვს არც ძალიან გავწელავ არც ძალიან მალე შევწყვეტ

 


№15  offline წევრი ანა ბალზაკი

ძალიან სიყუყუ გოგო ხარ მარიააააამ ! <3

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ანა ბალზაკი
ძალიან სიყუყუ გოგო ხარ მარიააააამ ! <3

smile smile smile smile

 


№17  offline წევრი aNuGi

ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ,
ესეიგიიი ისე ვჭამ ხოლმე ამის კითხვისას ვერც ვხვდები როგორ შემომეჭამა სამი ნაჭერი პური და უზარმაზარი სალათა დღეს, ხოდა შემიბრალე ცოტა რაა.. თან შიგადაშიგ რომ მეცინება, დაეჭვებით მიყურებს დეიდა სახლში, რა ხდებაო :დდდ
ასე გააგრძელე!
სასწაული ტემპით მიდიხარ!
ყოჩაღ, ველოდები შემდეგს!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

aNuGi
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ,
ესეიგიიი ისე ვჭამ ხოლმე ამის კითხვისას ვერც ვხვდები როგორ შემომეჭამა სამი ნაჭერი პური და უზარმაზარი სალათა დღეს, ხოდა შემიბრალე ცოტა რაა.. თან შიგადაშიგ რომ მეცინება, დაეჭვებით მიყურებს დეიდა სახლში, რა ხდებაო :დდდ
ასე გააგრძელე!
სასწაული ტემპით მიდიხარ!
ყოჩაღ, ველოდები შემდეგს!

ჩემი ტკბილოოოოოო heart_eyes kissing_heart kissing_heart
უზომოდ მიხარია მე შენი შეფასებები heart_eyes

 


№19  offline წევრი nasia

Vaine ra kargi iyoo ♥♥ leqtorze vambodev raaa, mec shemiyvarda es eqimi kaci :Ddd dges dadeb imediaaa, amis wakitxvis gareshe vegar vsuntqav xolme, ise mavseb pozitivit ♥♥♥

 


№20  offline წევრი mimimimo

აი
რაღაცნაირად
მაინც
სულ მაკლია
დამიანე და მარიამი
კი
თითქოს
არის
რაღაც
მაგრამ
არა ის
და
არა ისე
როგორც
უნდა იყოს.
მეტი დამიანე
და
მეტი მარიამი!
მეტი თავისუფლება
და
მეტი გრძნობები!
მიშო და თამარი
ძალიან მაინტერესებს
რატომ არის
მიშო გიგის მიმართ
ანტი'სიმპათიით განწყობილი.
თამარის ჩხუბი დამაკლდა რაღაც.
აშკარად
გადაჭარბებული დოზით
სიყვარულს განიცდის.
წარმატებები!

 


№21  offline წევრი თუთა პირველი

შენი ისტორიები, რომ საოცრებაა ბევრჯერ მითქვამს მარიამ, მაგრამ შენზე ვგიჟდები, როგორი პუნქტუალური ხარ და როგორი პასუხისმგებლობით ცდილობ გაითვალისწინო შენი მკითხველის სურვილები. რაც ეხება ამ ისტორიას, არ მგონია, რომ მარიამის და ლექტორის ურთიერთობა მარტივად მოგვარდეს, ორივეს რომ იზიდავს ერთმანეთი გასაგებია, მაგრამ ცოტა დაბნეული მრჩვენება ორივე ერთმანეთის აღმოჩენით... ვრლოდები მოვლენების განვითარებას და მადლობა შენ!!!

 


№22  offline წევრი Madridista Girl

mec mariami mkvia da sheni istoeiebit ufro mikvardeba chemi saxeli

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

mimimimo
აი
რაღაცნაირად
მაინც
სულ მაკლია
დამიანე და მარიამი
კი
თითქოს
არის
რაღაც
მაგრამ
არა ის
და
არა ისე
როგორც
უნდა იყოს.
მეტი დამიანე
და
მეტი მარიამი!
მეტი თავისუფლება
და
მეტი გრძნობები!
მიშო და თამარი
ძალიან მაინტერესებს
რატომ არის
მიშო გიგის მიმართ
ანტი'სიმპათიით განწყობილი.
თამარის ჩხუბი დამაკლდა რაღაც.
აშკარად
გადაჭარბებული დოზით
სიყვარულს განიცდის.
წარმატებები!

არ მეგონა თუ კითხულობდი ამ ისტორიას ,გამიხარდა heart_eyes გეთანხმები და მომდევნო თავებში შედარებით შეიცვლება და გაირკვევა ყველაფერი რომ ვწერ და მერე ვდებ თავებს ვერ ვანაწილებ ისე რომ ყველაფერი ერთბაშად მოხდეს ყოველდღე ვერ ვახერხებ დაწერას ამიტომ რეზერვად ვიტოვებ ხოლმე ცოტ-ცოტას მერე რომ არ დავიგვიანო . მოკლედ მადლობა და შევეცდები უფრო მოგეწონოს kissing_heart

nasia
Vaine ra kargi iyoo ♥♥ leqtorze vambodev raaa, mec shemiyvarda es eqimi kaci :Ddd dges dadeb imediaaa, amis wakitxvis gareshe vegar vsuntqav xolme, ise mavseb pozitivit ♥♥♥

მადლობა ჩემო კარგო დავდებ დღესაც მაგრამ ცოტა გვიან ალბათ დატვირთული დღე მაქვს დღეს თუ არ ვიზარმაცე smile

თუთა პირველი
შენი ისტორიები, რომ საოცრებაა ბევრჯერ მითქვამს მარიამ, მაგრამ შენზე ვგიჟდები, როგორი პუნქტუალური ხარ და როგორი პასუხისმგებლობით ცდილობ გაითვალისწინო შენი მკითხველის სურვილები. რაც ეხება ამ ისტორიას, არ მგონია, რომ მარიამის და ლექტორის ურთიერთობა მარტივად მოგვარდეს, ორივეს რომ იზიდავს ერთმანეთი გასაგებია, მაგრამ ცოტა დაბნეული მრჩვენება ორივე ერთმანეთის აღმოჩენით... ვრლოდები მოვლენების განვითარებას და მადლობა შენ!!!

მარტივად ვერ მოგვარდება ,მაგრამ მოგვარდება აუცილებლად relieved უღრრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის

Madridista Girl
mec mariami mkvia da sheni istoeiebit ufro mikvardeba chemi saxeli

როგორ მიხარია მაგას რომ მეუბნებიან smile smile smile

 


№24  offline წევრი An_Gel

უხ,მარიამი მოსაკლავია!
მიშიკოს რატო აწყენინა ეხლა ესე უაზროდ? გიგის და მიშოს რა პრობლემები აქვთ,გაარკვევენ თვითონ ამან ჯობია ანატომია ისწავლოს relaxed
დამიანე რანაირი კაცია მოკლეედ,ეგ გადარევს და გამოაშტერებს ამ გოგოს! არადა გაგანია სამედიცინოს სტუდენს ეხლა გამოშტერება უნდაა? joy
ისე მომწონს ორივე წყვილიი,მაგრაამ მგონია რომ ჩემი საყვარელი წყვილი სულ სხვა იქნება.
თუ გიგისა და ქეთას ხასიათებით ვიმსჯელებთ smiling_imp

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

An_Gel
უხ,მარიამი მოსაკლავია!
მიშიკოს რატო აწყენინა ეხლა ესე უაზროდ? გიგის და მიშოს რა პრობლემები აქვთ,გაარკვევენ თვითონ ამან ჯობია ანატომია ისწავლოს relaxed
დამიანე რანაირი კაცია მოკლეედ,ეგ გადარევს და გამოაშტერებს ამ გოგოს! არადა გაგანია სამედიცინოს სტუდენს ეხლა გამოშტერება უნდაა? joy
ისე მომწონს ორივე წყვილიი,მაგრაამ მგონია რომ ჩემი საყვარელი წყვილი სულ სხვა იქნება.
თუ გიგისა და ქეთას ხასიათებით ვიმსჯელებთ smiling_imp

ნამდვილად მოსაკლავია ,მაგრამ რო გაგიჟდა უკვე ცხადია...სამედიცინოზე ისედაც ვაფრენ მე და ეგ კიდე კარგადაა smile ხალხს აღარ ველაპარაკები ნერვებმოშლილმა რამე სისულელე რო არ ვუთხრა და არ გადავრიო weary
არა რა მინდოდა რას გამოვაჩინე ეს ქეთი ხო ვიცოდი რო ამას მეტყოდით მაგრამ მუზამ დაწერეო და მე ვემორჩილები მას ... არ ვიცი დავწერ თუ არა ალბათ ძალიან ცოტას

 


№26  offline წევრი triniti

Vaimeee ra kargobebia aq mojled raa

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა რაღაც საინტერესო ფაქტები იწყება​

 


№28  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი ლექტორი ს ჩაწითლებული თვალები...
მიშოს ქეთა და მარიამის გიგი ერთად ხოოო...ორი გიჟი

 


№29  offline წევრი კალლ აია

ხოოოოოდააააააააა

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

Ეს ვითომ ავარიის აბევი არ მახსოვდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent