შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინა(თავი3)


8-05-2017, 23:26
ავტორი Rija)))
ნანახია 1 409

ბავშობიდან მიყვარდა წვიმა. კირვალიძეებთან თუ ვიყავით განსაკუთრებით, მახსოვს ბავშობაში როგორ დავრბოდით იტალიურ ეზოში და ვცეკვავდით.
ვაგიჟებდით სამეზობლოს, ქალბატონი ნანიკო სულ გვეჩხუბებოდა არ გაცივდეთო(ნინას ბებია). ეზოს გამოვაცოცხლებდით ხოლმე მერე გაყინულები ვისხედით დახვეულ კიბეებზე და ვსვავდით ცხელ შოკოლადს ან ჩაის.

დღეს წვიმს,ისეთი ამინდია სულ რომ უნდა იწვე და იფიქრო მე კი ამის დრო სად მქონდა?! დღეს თორნიკე უნდა მენახა.
- დღევანდელი დღე გახსოვს ჰო? - მომწერა ფეისბუქზე.
- მახსოვს - ხუთი წუთის მერე მივწერე. გამოგივლიო მომწერა და გავიდა,დიდად არ ვარ ისეთი ერთი საათი რომ ემზადებიან ხოლმე მაგრამ მიყვარს ეს პროცესი. გაპრანჭვას არ ვაპირებდი, შავი ნაჭრის შარვალი ჩავიცვი ლურჯი პერანგი, კედები და მზად ვარ !
მომწერა ჩამოდიო მეც კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და წავედი.

- გამარჯობა - დამინახა და მანქანიდან გადმოვიდა, გადამკოცნა.
- გამარჯობა.
- აბა, სად წავიდეთ - მკითხა და ღვედი შეიკრა.
- არ ვიცი , მეგონა მოიფიქრებდი - ირონიულად გავუცინე.
- აჰჰ მოვიფიქრე -
- Linville ? კარგი არჩევანია - ვუთხარი როცა მანქანა კაფის წინ გააჩერა. შევედით და ორი კაპუჩინო შევუკვეთეთ.
- ყავა გიყვარს როგორც ვიცი - დაიწყო მან.
- ძალიან ყავის გარეშე არ შემიძლია - გავუღიმე.
- ყავა რომ საზიანოა?!
- არაუშავს, მაინც მიყვარს - ვთქვი და ახლად მოტანილი ყავა მოვსვი.
- ლამაზია აქაურობა.
- ვინტაჟურია ყველაფერი, ასეთი სიძველეები მოგწონს?
- ხო ბებიაჩემის სახლშიც ზუსტად ასეთი რაღაცეებია, ძველი როიალი, რადიო... ხომ ხვდები - გაიცინა.
- მე მომწონს..
- მეც...

ვსაუბრობდით
ვსვავდით ყავას
ვიღიმოდით
იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოგცემდით. ვუყურებ თვალებში და ბედნიერი ვარ, ყავისფერი უძირო თვალები აქვს და გრძელი წამწამები.
მალე წვიმა იწყებს ის კი მთხოვს რომ წვიმაში ვირბინოთ და გავაგიჟოთ ხალხი ჩვენი საქციელით. მეც ვთანხმდები, ანგარიშს იხდის და გარეთ გავდივართ.
- წამოდი, წამოდი - ხელით მექაჩება და ტრასაზე გავბივართ. გიჟებივით დავრბივართ ქუჩაშ, გაწუწულები და არ გვადარდებს რას ფიქრობს ხალხი.
- ასეთ ფორმაში მანქანაში არ ჩაგაჯენ! - მიცინის.
- ფეხით წავალ - ოთხად ვიკეცები და ბოლო ხმაზე ვიცინივართ.

სახლამდე მიმაცილა სიცილ-კისკისით.
-ხვალამდე თი-ნა! - გამიღიმა და ხელი სველ თმაზე ჩამომისვა. დავემშვიდობე და სწრაფად ავირბინე სახლში.
სველი ტანსაცმლით იატაკზე გავწექი და გიჟივით დავიწყე სიცილი. სამზარეულოდან დედა გამოვიდა.
- თინი, კარგად ხარ ?!
- კი ლიკუსი - გავიცინე, წამოვდექი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
- რა სველი ხარ, მიდი გამოიცვალე და ყავას გაგიკეთებ - ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. მოვწესრიგდი და მისაღებში დავჯექი.
- გაშრი? - ამჯერად ტელეფონზე მომივიდა მესიჯი.
- კი შენ?
- კი..კარგი საღამო იყო - ვიღიმი და ამ დროს მეკითხება დედაჩემი ვის წერო, მეც უცბად ვუყვები დღევანდელ ამბებს.
- ჩემი გოგო შეყვარებულია - ღიმილით მეკითხება და გვერდით მიჯდება.
- არაა.... რა სისულელეა,უბრალოდ კარგი ბიჭია თორნიკე.
- რავიცი რავიცი.

კიდევ დიდ ხანს ვისაუბრე დედასთან შემდეგ ჩემს ოთახში შევიყუჟე, ისე ჩამეძინა ვერც გავიგე ვერაფერი.
რაღაც დამესიზმრა მაგრამ კარგად არ მახსოვს რა, მერამდენე წელია უკვე არაფერი დამსიზმრებია და სერიოზულად მეშინია, ლიკას რომ ვუთხარი თავი გაიგიჟა ფსიქოლოგთან მიგიყვანო. ისეთი ისტერიკა ავტეხე,კიდევ კარგი გადავურჩი ფსიქოლოგთან ვიზიტს.
მეთორმეტე კლასში ვარ, დამამთავრებელ კლასში. გამოცდების ხსენებაზე ჟრუანტელი მივლის.
როგორ მინდა ახლა ყველა გამოცდა ჩაბარებული მქონდეს და ბათუმში ვიყო ბავშვებთან ერთად, ასეთი ტრადიცია გვაქვს. ორი კვირა ყველანი ერთად ზღვაზე ვისვენებთ ხოლმე. ხან გონიოში ხან კვარიათში სადაც გულს უხარია(როგორც ვატო იტყოდა).
მახსოვს წინა წელს დასვენება საერთოდ ვერ მოვახერხეთ, არ ვიკლებდით ბარებს და კლუბებს. ყოველ მეორე დღეს რარაც სიგიჟეეებს ვაკეთებდით.


****
-პროსტა ეგ რო გააკეთო და იმ გოგიტიძეს გაყვე ხო იცი ვიბლიანი ორივეს მოგკლავთ! და ხელიც არ აუკანკალდება - ნერვიულად დარდის მარიამი.
- მოგვკლას..
- გააფინეთ?!გაგიჟდით ხო ყველანი? - სახლში შემოვიდა ნინა.
- რამოხდა?
- ბიჭები არიან ჩემთან, თორნიკე ვაბშე გაგიჟებულია... დავშორდითო.
- უკვე ბიჭებთან დაიწყო ჭორაობა?! რა ამაზრზენია.
- თინა გონს მოდი!
***
ორშაბათს გადავწყვიტე სკოლაში წავსულიყავი და გამოცდებზე გამეგო რაღაცეები,ძლივს ავიყოლიე გოგოები თანაც გუშინდელი ამბები მოვუყევი.
- გეუბნები მოწონხარ! - დაასკვნა მარიამმა და თავის ადგილი დაიკავა.
- მეც ეგრე მგონია - ახლა ნინაც დაეთანხმა და მაცდურად გამომხედა ორივემ - შენც მოგწონს?! - გავჩუმდი.
რა უნდა მეთქვა მეც არ ვიცოდი, მეთქვა რომ რაღაც გრძნობები მეც მქონდა ან უბრალოდ ძაალიან დიდ გაურკვევლობაში ვიყავი?!ჩვენს ამ ურთიერთობას უბრალოდ სახელს ვერ ვუძებნიდი.
- ჰეეი თინი,რატო გაჩუმდი?! - წარბაწევით შემომხედა ნინამ.
- არაფერი,ქიმიაზე ჩავფიქრდი - შეგახსენებთ რომ ქიმიის გაკვეთილი გვაქვს, ვერ ვიტან ამ საგანს.
როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები, გუგამ ნინას დაურეკა და წავიდა მარიამმა უნარები მაქვსო და დაგვტოვა. მეც გავუყევი სახლის გზას...მშვენიერი ამინდია სეირნობისთვის,ფიქრისთვის...ახლა ყველაზე მეტად თორნიკეზე ვფიქრობ..
არ უნდა მაინტერესებდეს
არ უნდა მადარდებდეს მაგარამ..
ჩემდაუნებურად მოდის ფიქრები.
გუშინდელი ჩვენი საღამო გამახსენდა და კიდევ ერთხელ გამეცინა.
რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?
გაურკვევლობა და ისევ ჯანდაბა!

საღამოს ნინას ავუარე, ახლად გაღვიზებული ეს გოგო შეურაცხადია!
- შეგიძლია ყავა გამიკეთო - გავძახე მისაღებიდან და კონფორტულად მოვკალათდი.
- დღეს იცი ვინ შემხვდა?გოგიტიძე რო იყო ჩვენი უბნელი...
- არ მახსოვსს
- რა არ გახსოვს გოგო, სკოლაში გაკვეთილზე ყვავილები რო შემოგიტანეს მერე სიხარულიძემ რო დაიბრალა მე გავუგზავნეო, არ გამაგიჟო თინა ეხლა ! - თვალებს მბრიალებს, ძლივს ვიკავებ სიცილის მაგრამ არ გამომდის.
- ხო გამახსენდა, სხვათაშორის კარგი ბიჭი იყო...მერე რაო?!
- არაფერი ისეთი, თინა მომიკითხე და შევხმიანდეთ ძველი სასტავიო, გამოვშტერდი 'სასტავი' რო ახსენა - გადაიხარხარა და დივანძე წამოწვა მე ფეხები შემოვაწყე მაგიდაზე.
- სასტავიო?! მაგრად გაუბერია... გოგო გუგა სად არის?
- კესოსთან ერთად იქნება.
ამ დროს გავიგეთ კარების ხმა და უცებ წამოვხტით ორივე.
- რა იყოთ ხალხნო - ხელში გაკრეჭილი და პარკებით დახუნძლული ვატო შეგვრჩა მის უკან კი გუგა და თორნიკე, (ჰო ბოლოზე მეც მეცინება.)სამივემ გადაგვკოცნა და დივანზე მოთავსდნენ, ნინამ პარკები გამოართვა და სამზარეულოში გაიტანა.
- რა იყო ზამთრისთვის ვემზადებით?! - უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები და სასმელი გადმოალაგა.
- არა ნინუცც - დაიძახა გუგამ.
- ნოე ჩამოვიდა შურღაია, მამას მეგობრის შვილი გახოსვს?! აუ მაგარი ცინიკოსი კი იყო ეგ სულ - უცბად გააგვახსენა გუგამ მაგრამ სახე სართოდ არ მახსოვს. ბიჭები აეროპორტში წავიდნენ ჩვენც მარიამს დავურეკეთ რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით.
- კარგით რა რისი გულისთვის გამომიყვანეთ,რომ ვიღაც ნოდარი ვნახო?! - ბუზღუნით შემოვიდა მისაღებში მარიამი.
- მარიაამ!შეიძლება სულ ბუზღუნებდე?ნოდარი კი არა ნოე, ჩვენი მეგობარია ყველა აქ ვართ ვსვავთ,ვერთობით და შენ სახლში უნდა იყო? - წარბ აწევით გახედა ნინამ - მოვლენ ეხლა და მერე სადაც გინდა იქ წადი..
კარგი ბიჭი იყო ნოე მხიარული, ხალისიანი, ისიც კი შევამჩნიე რომ მარიამს რაღაც ისე უყურებდა აი მაგალითად როგორც მე მიყურებს თორნიკე ისე (აქ ვიცინი) თორიკემ ფეხი გამკრა და თვალებით მანიშნა აივანზე გავსულიყავით.
- ისე ვერ მეტყოდი? - გამეცინა და მოაჯირს დავეყრდენი.
- ესე მინდოდა - მითხრა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია,მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
- ისა... მე გაციებული ვარ გადაგედება - ხელით გავწიე, ისეთი სიცილი ატეხა მეგონა გაგვასახლებდნენ აქედან.
- ხანდახან ისეთი სასაცილო ხარ... იცი როცა იბუტები ლოყები გებერება - ხელით ჩემს ლოყებს ეხება.
- მერე შენ რა?! -უხეშად ვეუბნები და ვტრიალდები, ვგრძნობ თეძოებზე ხელებს მხვევს, ცივი ხელები აქვს ძალიან ცივი.
- მერე ის რომ ძალიან გიხდება - მეხუტება და ნიკაპს მხარზე მადებს, ვუყურებთ თბილისის ქუჩას და შეიძლება ითქვას რომ ბედნიერები ვართ.

ქალაქმა ახალი საჭორაო თემაც მოძებნა.
თინა ახვლედიანი და თორნიკე ვიბლიანი
არც მეტი არც ნაკლები!
უყვარდა ყველას, ნაცნობს თუ უცნობს... გიჟდებოდნენ მათზე ისინი კი ყველაფერს უარყოფდნენ, არ ვართ ერთადო მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ერთად იყვნენ!
'მიყვარხარ' 'მენატრები' 'ჩემი სიხარული' და ასეთი ბანალური სიტყვებით არ გამოირჩეოდნენ... ვერცერთი ვერ იტანდა ასეთ სიტყვებს, იყვნენ უბრალოდ 'შეყვარებულები' და მორჩა მაგრამ ესეც ხმამაღალი ნათქვამია.

- ჩვენს ურთიერთობას 'სტატუსი' როდის მივცეთ?! - მკითხა თორნიკემ და სიგარეტს მოუკიდა.
- ურთიერთობას....?
- ჰომმ, მე მინდა რომ ყველამ იცოდეს - ხელი ჩამჭიდა.
- დაე იცოდეს - ვუთხარი და გავუღიმე.

გესმით?!
თინა ახვლედიანი და თორნიკე ვიბლიანი
ერთად არიან!
ერთად ! ! !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent