შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (9)


10-05-2017, 23:02
ავტორი MariamG
ნანახია 1 742

***

გველი ზღვის ნაპირას იწვა. თეთრ, პრიალა ტანზე სისხლის ლაქები შეხმობოდა. მზე ჩასასვლელად ემზადებოდა, ცაზე შავი ღრუბელი ჩამომდგარიყო და აქა-იქ თეთრი, წვრილი ზოლები იშლებოდა.
თითქოს აღარასდროს გადაიღებდა, მუდამ უნდა ეწვიმა.
ნაპირი.
მიხვდი, ადამიანო, რომ აღარ შეუძლიათ ტალღებს, მთვარესა და მზეს დარდის, ტკივილის დატევა. და, განა, შესწევს ცას ძალა, დამძიმებული, ფიქრად ქცეული ციური სხეულები მიიხუტოს, ჩამოცვენის უფლება არ მისცეს?! საბოლოოდ, მაინც ყველაფერი დასრულდება. და ადამიანიც ამიტომაა ყველაზე უფრო საზიზღარი, რომ ეგუება. უფრო სწორად, გულის სიღრმეში, ყველა შეგუებულია იმის დაკარგვას, რასაც ყოველდღიურად იძენს. ერთ დღეს, მივხვდებით,რომ მთვარეც დავკარგეთ, ზღვაც დავაშრეთ, ცაც მოვღრუბლეთ და ტკივილისფერი შევმატეთ სამყაროს. მშვენიერ, თვალუწვდენელ სილამაზეს წამში გავაფერადებთ შავად. და საზიზღარი,რადგან ნაპირთან მდგომი, მშვიდად უყურებს ამ ყოველივეს ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ყველაფერს მიწასთან ასწორებს და ჭრილობასავით, ფერფლად ქცევას უხორცდება.

***
მათემ სიგარეტი ამოაძვრინა, მოუკიდა და ტუჩებს შორის მოიქცია. ნაღვლიანად გახედა შეწითლებულ ცას, ჰორიზონტზე სიშავე გადაჭიმულიყო. სიბნელეში შთაინთქმეოდა მზე, სულ ცოტა აკლდა, სულ ცოტა.
მეხუთე კვირა მიიწურულიყო, რაც ხელებში სიცარიელე ჰქონდა მათეს. როგორც კი ნიკოს მიუახლოვდებოდა, ახალგაზრდა კაცი წამში ორთქლდებოდა. თითქოს მართლა სურდა, რომ საბოლოოდ გაეგდო მეგობარი ცხოვრებიდან.
მათე ხის გადასახტომზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ძლივს, აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა. ათრთოლებული,უჩვეულოდ შეშინებული და დაბნეული იყო. საკუთარ თავს ვერ სცნობდა, იცოდა, რაღაც ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი აკლდა.
-რვა წლისა ვიყავი, როცა პირველად მომინდა, რადგან მშობლებზე გავბრაზდი. -ნაცნობი ხმა მიუახლოვდა მათეს, თუმცა თავის აწევა არც კი უფიქრია. -ჩვენს დასახლებაში ერთი ტბა იყო, იქაც სწორედ ასეთივე, ხის გამოშვერილი ფიცარი გააკეთეს, საიდანაც ზაფხულობით უფროსი ბიჭები ხტებოდნენ. მეგონა, იქ თუ დავდგებოდი და გადახტომას გავბედავდი, მოვკვდებოდი და ყველაფერი დასრულდებოდა. -გოგონა მათეს გვერდით ჩამოჯდა, თვალი გაუსწორა ზღვას.
-გადახტი? -თავი ასწია მათემ. ევას გაეღიმა, თავი დაუქნია და დახარა.
-გადავხტი.
-მერე?
-აღმოჩნდა, რომ წყალი მხოლოდ კისერს ფარავდა.
-ესე იგი, თავის მოკვლის მცდელობა ჩაგეშალა.
-ჩამეშალა და სამაგიეროდ, უკეთესი მოვიფიქრე. -თითი ასწია ევამ და გაიღიმა. -ტბის გარშემო მაღალი ბალახები იყო, საზიზღრად აყროლებული მინდორი. ვიფიქრე, იქ თუ დავიმალებოდი მკვდარი ვეგონებოდი.
-საშინელი ბავშვი ყოფილხარ, კარგია, რომ გაიზარდე. რატომ გადაწყვიტე ეგ?
-ჩემი კლასელები ლაშქრობაში წავიდნენ, მე კი სახლში გამომკეტეს, რადგან დედა გავაბრაზე.
-ასეთი არ მეგონე. -მხარი წაჰკრა მათემ. საუცხოო სიმსუბუქე შეემატა იქაურობას. ქარი მსუბუქად აფრიალებდა ევას ქერა თმის ღერებს.
-იმ შემთხვევის შემდეგ, დავიფიცე, რომ აღარასდროს გავაბრაზებდი დედას. ისე შევშინდი, მას შემდეგ მშობლების კალთას არ ვშორდებოდი. იმ ასაკამდე ვნანობდი ჩემს ბავშვურ სისულელეს, სანამ არ მივხვდი, რომ ნამდვილი იმედგაცრუების სიმწარე ჩემთვის უცხო იყო.
-შენთვის როგორია იმედგაცრუება? -ჩაეკითხა მათე. ევა გაჩუმდა, გაბრწყინებული თვალები შეეცვალა, თითქოს ფერი დაკარგეს, სახე ცაზე გადაჭიმული ღრუბელის მსგავსად ჩაუმუქდა.
-ჩემთვის, ამ გრძნობის იქით აღარაფერია. ვთვლი, რომ თუ იმედი გამიცრუვდება, დაწყებას აზრი აღარ აქვს. იმედგაცრუება ბოლო ფურცელია, შემდეგ, სხვა წიგნი უნდა აიღო და ახალ ფურცლებზე წერო. იმედგაცრუება ზუსტად იმ მინდორს გავს,რვა წლისა რომ ვაფარებდი თავს და ბრაზის გამო შურისძიებისთვის ვიყენებდი. აყროლებული, ყელამდე ამოსული გრძნობაა. ერთი სული გაქვს თავი დააღწიო, თუმცა ისე მძაფრად შემორჩება მისი არსებობა გონებას, რომ დაგწვავს, შიგნიდან ამოგალპობს. დრო ვერაფერს აკლებს, მასზე ძლიერია. -ევამ თავი ასწია, მზეს უკვე დამალვა მოესწრო. ცეცხლისფერი მოსდებოდა ზღვას. მათემ მხრები ჩამოუშვა.
-ნიკოლა დაბრუნდება, მათე. მჯერა, რომ ვერ შეძლებს მარტო შეხვდეს ყველა დაბრკოლებას. მე მჯერა ადამიანების. მინდა ყოველთვის მეგონოს, რომ გულის სიღრმეში მარტოობის გვეშინია. ბოლოს ხომ ისედაც მარტო ვრჩებით, ბოლოს ნებით თუ უნებლიედ, ყველა გვტოვებს, ჩვენგან მიდიან და სიცივეს გვიტოვებენ. ნიკოლა ვერ შეძლებს საკუთარი თავის მოვლას. ალბათ, იმიტომ რომ ხელის ჩაკიდებისას, პირველ რიგში, ადამიანი სითბოს გრძნობს და მერე - შეხებას. სითბო უნდა იგრძნოს მან. ეს სჭირდება. სიცოცხლესავით სჭირდება, რომ იგრძნოს.
-რაღაცას ყოველთვის ტოვებდა, ევა. ახლა არაფერი დამიტოვა. იმედიანად წავიდა. -ამღვრეულ თვალებზე ხელი მოისვა მათემ, თვალი გაუშტერა ჩაშავებულ ჰორიზონტს და მძიმედ გადაუშვა ჰაერი ფილტვებში.

***

ნიკომ მოშვებულ წვერზე ხელი ჩამოისვა, სავარძელს მიყრდნობილი გასწორდა და თვალი მოავლო სუსტად განათებულ დარბაზს. ბართან ახალგაზრდა ქალები ირეოდნენ, ძვირადღირებულ სასმელს წრუპავდნენ და თვალს აპარებდნენ ჯიბეგასქელებული მამაკაცებისკენ. არ გამოჰპარვია მაცდური, შემოპარებული მზერა მახარაძეს. გაეღიმა, თავი დახარა და საკუთარ ხელებს დააშტერდა. ფეხები გაეშალა, რაღაცნაირად იჯდა, მას რომ არ შეეფერებოდა. არასასიამოვნო სინათლე თვალს სჭრიდა, თეთრი განათება წრიულად ბრუნავდა დარბაზში და პირდაპირ სახეზე ეცემოდა ნიკოლას, რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი, თუმცა შემაწუხებელ გარემოს ვერსად გაექცეოდა.
ჟინი ჰკლავდა, სადისტური სურვილი ჰქონდა აქ მჯდარიყო ბოლომდე, ვიდრე არ დახურავდნენ კლუბს. კლასიკას მიჩვეული, დაფასებულ მუსიკას შეზრდილი ახალგაზრდა კაცი თითქოს ვერ ერგებოდა მოგუგუნე მუსიკას, რომელიც მისი ასაკის ახალგაზრდებს ძალიან მოსწონდათ. ცხოვრების შეცვლის მცდელობასთან ერთად, ალბათ ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ არასდროს გამოუვიდოდა, ვერასდროს შეძლებდა.
-ნაცნობი სახეა. -თეძოების რხევით მიუახლოვდა სხეული, მის გვერდით ჩამოჯდა და სუნამოს ტკბილი, რაღაცნაირად გულისამრევი სურნელი დაატრიალა. მახარაძემ ვისკის ჭიქა წრიულად დაატრიალა, სითხე სქელ კედლებს მიეხეთქა და ქალს ახედა. თითქოს ბელა იჯდა მის წინ. გული აუჩქარდა, სხეულში თბილი სითხე ჩაეღვარა, ჭაობისფერი, მუდამ ცივი თვალები აემღვრა. ისე მოუნდა ბელას მოხვეოდა, გულში ჩაეკრა და ათასჯერ გაემეორებინა რომ უყვარდა, ძალიან, უსაზღვროდ... მაგრამ არ იყო მის წინ მჯდომი ქალი ბელა, ჰგავდა, მაგრამ არ იყო. ბელა ვერასდროს ვერავინ იქნებოდა, ბელა იქ იყო, სადღაც, პალატაში, ნიკოლას თხოვნით სუნთქავდა და არავინ იცოდა როდის გაახელდა თვალს.
-ალბათ. -დინჯად თქვა მახარაძემ და თვალი მოაშორა ქალის დეკოლტეს.
-მე ლელა ვარ. -გრძელი მტევანი ნიკოლას კალთასთან დაეცა, ქალს გრძელი, ლამაზი თითები ჰქონდა. საოცრად მოვლილი და რბილი კანი, ხორბლისფერი, ამაღელვებელი. მახარაძე ლელას სხეულიდან წამოსულ მუხტს დაჰყვა, საკუთარი ხელი შეაგება.
-ნიკოლა მახარაძე. -ქალმა კმაყოფილი სახე მიიღო, ლამაზ სახეზე ღიმილი შეეპარა. ნიკომ ეშმაკური ღიმილით ახედა, კითხვის ნიშნად თავი გაუქნია.
-არაფერი, ძვირფასო. -ხელები ჰაერში გააქნია ლელამ. -ყოველდღე ვერ შეხვდები გარეუბნის კლუბში ნიკოლა მახარაძეს.
-მთავარია, შეხვდი.
-აბა, აქ რამ გადმოგაგდო?
-არაფერმა. ჩემი ფეხით მოვედი. -მკვახედ მიაძახა ნიკომ და ჭიქა მოიყუდა, მწარე სითხე დაცალა და მიმტანს კიდევ ერთის მოტანა სთხოვა.
-გამიგია, ბევრს სვამსო. აქ როიალიც აქვთ, ხომ არ დაუკრავდი?
-აქაურ ქალებსა და ჩემი მხარის ქალებს შორის ერთი დიდი განსხვავება აღმოვაჩინე. -თქვა ხმადაბლა მახარაძემ და მოულოდნელად, ევა ამოუტივტივდა გონებაში. მისი ათასჯერ მეტად ნატიფი, ნაზი და ლამაზი თითები, იასამნის სურნელი, საოცრად ბუნებრივი და რეალური, ევას სიცილი, საუბარი, გამოხედვა.
-აბა? რა არის ეს განსაკუთრებული? -სიკეთის მოლოდინში მყოფმა ქალმა, სავარძლის სახელურს იდაყვი ჩამოაყრდნო, ნიკაპით შეკრულ მუშტს დაეყრდნო და ნიკოლას ჭაობისფერ თვალებში ჩახედა.
-აუღწერლად მარტივები ხართ. -მიახალა მახარაძემ და კმაყოფილმა გამოცალა მეორე ჭიქა. გაუკვირდა კიდეც, როცა ქალის სახეზე ღიმილის მეტი ვერაფერი დაინახა, თუმცა დიდი ყურადღება არც ამისთვის მიუქცევია, ისევ ათვალიერებდა კლუბს და ისევ ტკბებოდა სხვების ყურებით, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით არაჩვეულებრივი ფორმების მქონე ქალი ეჯდა. ხელს მოკიდებდა და წაიყვანდა, იმას გაუკეთებდა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ მისთვის იმდენად მარტივი, თითქოს ხელწამოსაკრავი საქმე იყო, გულწრფელად ეძებდა ვინმე რთულს,საინტერესოსა და მრავალფეროვანს.
-მგონი, შენზე ჯილდოა, ლამაზო. -კვლავ წამოიწყო საუბარი ლელამ.
-მართლა? კონკრეტულად?
-მპოვნელი დასაჩუქრდება ერთი საღამოთი ნიკოსთან. -დაზეპირებულივით გაიმეორა ლელამ. ნიკოლას თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა ქალის ნათქვამი „ნიკო“ ისე ჟღერდა, თითქოს მართლაც დაბარებული ყოფილიყოს. სიმწრით მიაბრუნა თავი, კისრის მალებმა შემზარავად გაიტკაცუნეს,ხელში მაგრად დაჭერილ ჭიქას თითები მოუჭირა და წამში, ხელისგულებში დაემსხვრა. სისხლმა იხეთქა ნიკოლას ხელისგულიდან.
-მათემ მოგათრია აქ? -თმაში სწვდა ქალს, ლელამ ამოიხვნეშა, ძლიერ მკლავზე ჩაეჭიდა.
-ღმერთო, რა დღეში გაქვს ნერვები! ხელი გამიშვი, აივანზე გავიდეთ და აგიხსნი. -ნიკოლამ ხელი შეუშვა, უხეშად ჰკრა ბეჭზე მკლავი და წინ გააგდო. გარეთ ციოდა. ქალმა შიშველ მკლავებზე ხელები შემოიხვია და რამდენჯერმე ჩამოისვა. ნიკო მომლოდინე მზერით აკვირდებოდა.
-კარგი, გამომიჭირე. -ხელები ასწია ქალმა და ნიკოს კმაყოფილება შეემატა, გაბრაზებამ გადაუარა. -სადღაც გავიგონე, შენზე საუბრობდნენ. ისიც ახსენეს, მეგობარი რომ გეძებდა. ვიფიქრე, ბედს ვცდიდი. არც ისეთი შეუხედავი ვარ, ნიკოლა მახარაძემ რომ დამიწუნოს. -თავი გააქნია ქალმა და შავი, მხრამდე შეჭრილი თმა უკან გადაიყარა.
-მართლა ეშმაკი გყავთ შესახლებული სულებში ქალებს. -თავი გააქნია მახარაძემ და სიტუაციით გამხიარულებულმა თეთრი ნაჭრით გადაიხვია ხელისგული. თვალს აპარებდა მოკლე, ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილი ქალისკენ. ლელას საოცრად ლამაზ მკერდზე დეკოლტე კოხტად ჩაღრმავებულიყო, გრძელ, ხორბლისფერ კისერზე ცივი ჰაერი უვლიდა. ნიკომ ქალის წვრილი წელი წარმოიდგინა საკუთარ მკლავებში და ჟრუანტელმა დაუარა. მიუახლოვდა, მაცდური ღიმილით ეპარებოდა ქალი მის სურვილებს. თმაში ხელი შეუცურა, უხეშად გადააწევინა კისერი უკან, უგულოდ, მაგრამ მომთხოვნად, ამაღელვებლად კოცნიდა. ხელი გადაასრიალა ქალის კისერიდან ხერხემალზე, მის საჯდომს შეეხო და უხერხულობა მთლიანად გაფანტა. სუნთქვაგახშირებული მოშორდა, საოცარმა, შემაწუხებელმა ჯინმა წამოუარა.
-წავიდეთ. -სიცილით ჩაჰკიდა ქალმა ხელი და სადღაც წაათრია. მუსიკით აგუგუნებულ დარბაზში შეაბიჯეს, ირგვლივ სხეულები ერთმანეთს ეხებოდნენ, მუხტს გადასცემდნენ, ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები დაუკითხავად ასრიალებდნენ ერთმანეთის სხეულზე ხელებს, გამბედავი მამაკაცები ხელში იგდებდნენ სასურველი ფორმების მქონე ქალებს, მთელი ტანით ეკვრებოდნენ და გამომწვევი მოძრაობებით აგრძნობინებდნენ რა სურდათ. რაც მთავარი იყო, მუსიკამ ყოველ მათგანში გაამეფა ვნება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ყველამ იცოდა როგორ სრულდებოდა მათი წამიერი შეხებები. სახეზე აკრული ღიმილით გავიდნენ კლუბიდან, ნიკოლას შავი ჯიპისკენ დაიძრნენ. ის-ის იყო მახარაძემ უკანა სავარძელი დაიკავა, ლელა პირდაპირ კალთაში ჩაუხტა, მოქნილი, გრძელი ფეხები შემოხვია და თეთრი პერანგი შემოახია.

კმაყოფილება ზიზღმა შეცვალა. ნიკოლა წამოჯდა, გასწორდა და გახეული პერანგი უკმაყოფილოდ შეათვალიერა. საკუთარი თავი შესძულდა წუთის წინ დასრულებულის გამო. ყოველ შეხებაზე, კოცნასა და ბიძგზე ევა ახსენდებოდა. რამდენჯერ წარმოიდგინა თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა, აწეული ქერა თმით, სახეზე გადაკრული ბედნიერი ღიმილით. მისი ცოლის სტატუსით. წარმოედგინა გოგონას ბაგეების შეხება, მაგრამ იცოდა, ვერასდროს გაბედავდა მასთან იმის გაკეთებას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ის,რაც უშლიდა, უფრო წმინდა იყო ვიდრე ის, რაც ხელს უწყობდა, რომ ლელას მსგავს ქალებთან ღამე გაეტარებინა.
-ჩაიცვი და აქედან წაეთრიე. როცა მათე გკითხავს, რაც გინდა ის უპასუხე.
-რა?
-თავს ნუ ისულელებ. ორივემ კარგად ვიცით, ციდან არ ჩამოვარდნილახარ. არც ტყუილი გეხერხება და არც ამ საქმეში ვარგიხარ. დაიკარგე -ხელი აუქნია მახარაძემ და მძღოლის სავარძლისკენ გადაძვრა, შარვალი სწრაფად ამოიცვა, დახეული პერანგი ფანჯრიდან მოისროლა და საჭეზე თითები აამოძრავა. სარკეში უყურებდა როგორ უკმაყოფილოდ ირგებდა ქალი ბიუსჰალტერს, როგორ ამოიწია კაბა და მხრებზე შეისწორა, მტრული მზერა ესროლა მახარაძეს.
-ერთი ეს გამაგებინე, როგორ მიხვდი?
-როგორც გითხარი, მარტივი ხარ. -ისე მიაგდო სიტყვა, არც კი შეუხედავს. კარი ძლიერად მოიქნია ქალმა, ერთი წუთიც არ დასჭირვებია ქუჩიდან რომ გამქრალიყო. გაცოფებულმა მახარაძემ თავი გაიქნია, ტუჩებზე ხელის ზურგი მაგრად გადაისვა, თითქოს ლელას შეხებას იშორებდა. მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს და ნიკომ სასტუმროსკენ გადაუხვია.

***
ჩაბნელენულ ოთახში შუქი აანთო. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ყველაფერი თავის ადგილზე დახვდა, ერთის გარდა... იქ ვიღაც იყო, ფარდის უკან, ფანჯრასთან იდგა და ხედით ტკბებოდა. ნიკოლამ თვალები გადაატრიალა, კედელს მიეყრდნო და საბოლოო მოთმინება გამოიწურა სხეულიდან.
-როგორც იქნა. -მთელი ტანით შემობრუნდა ნაცნობი სხეული. რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ნიკოს, თვალებში ჩააშტერდა. კითხულობდა მახარაძე მათში ბედნიერებას იმ მრისხანებასთან ერთად, რომელიც გარეგნულად ჩანდა. იცოდა, მათე ბედნიერი იყო მისი პოვნით და სწორედ ეს აღელვებდა.
-როგორ მიპოვე? იმ ბო*მა უკვე მოასწრო ჭორების გავრცელება?
-ჭორი არ აღმოჩნდა. იმ ბო*მა ათიანში გაარტყა.
-მათე, შემეშვი. დაივიწყე, რომ ჩემზე საზრუნავი გაქვს, უბრალოდ მოეშვი, შენი თავი დაარწმუნე, რომ აღარ გჭირდები და გამიშვი. ნუ მეძებ, ნუ ცდილობ გადამარჩინო ჩემი შეცდომებისგან, რადგან ადამიანი, რომლისგანაც გადარჩენა მჭირდება, მე ვარ! შენ კი ამას ვერ გააკეთებ. -ზურგი აქცია ნიკომ და ყურადღების გადასატანად, ტანსაცმლის კარადას მივარდა.
-არ ვაპირებ შუა გზაზე მიგატოვო, შეუშვი თავში.
-არ მჭირდება, გაიგე? შენს თავს მიხედე, შენი ცხოვრება აიწყვე. ხომ ხედავ, შანსი დაგიბრუნე. მე თუ არ შემეშვები, ცხოვრებას დაინგრევ.
-ნიკო, მხოლოდ მე არ მინდა.
-კიდევ, კიდევ ვის? ზურაბს? მაგ ცალტვინა ბებერმა ისიც ვერ გამიკეთა, ლევანი ორი დღით მოეშორებინა. -ირონიით გადახედა მახარაძემ და თავი გააქნია. -ყველაფრის დალაგებას ცდილობ, მაგრამ შენსას ურევ. წადი, შემეშვი, შენი გზა იპოვე.
-და ევა? -ჩაეკითხა მათე. მახარაძემ თავი ასწია, ყელში მყესები დაეჭიმა და ნერწყვი გაჭირვებით გადაუშვა ყელში. -მთელი ეს დრო, რაც დაკარგული იყავი, არც ერთი დღე არ დაუტოვებია ისე, შენი ამბავი რომ არ ეკითხა. მე დავნებდი, მაგრამ ევამ მომაბრუნა. მე კი არა, ევამ გიპოვა. თვითონ არასდროს აღიარებს, მაგრამ მას დასჭირდი. -ნიკომ ხელში მოგდებული ნივთები მოისროლა, საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ეგ გოგო... ჭკუას მაკარგვინებს. არ მიყვარს, არ ვუყვარვარ, მაგრამ ყოველ ამოსუნთქვაში ვგრძნობ. გამაგიჟებს, ჭკუიდან გადამიყვანს!
-ცხოვრებისკემ მოგაბრუნებს, ჯიუტო კაცო! -მხარზე ხელი წამოარტყა მათემ. ნიკოს გვერდით მიუჯდა, ხელი მოხვია და მეგობარს გადაეხვია. დაიმსხვრა პრინციპების კედლები. ნიკოლა მონატრებული ჩააფრინდა მათეს ძლიერ მხრებს, ხმამაღლა ვერ იტყოდა, მაგრამ უსაზღვროდ მადლობელი იყო, რომ იპოვა. თორემ გზას ასცდა, მოსვენება დაკარგა და საკუთარი თავიც სადღაც, შუა გზაზე მიატოვა. აპირებდა ხმა ამოეღო, რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ მოასწრო, რაღაცამ, ვიღაცამ ჩაურაზავი კარი შემოანგრია.



№1  offline წევრი Indigo

რა უნდა ვთქვა? საერთოდ ვერ ვხვდები. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

აი მარი მერამდენედ ვარ შენით აღფრთოვანებული არ ვიცი..
ყოველ ჯერზე რაღაც იმდენად მაგარი და ახალი მოგაქვს რომ ვგიჟდები..
სასწაულ რაღაცაებს წერ.. ამას ველოდი, ველოდი როდის იტყოდა მათე რამე ახალ სასწაულს და როდის იპოვნიდა ნიკოს...
მე ის მომწონს რომ ერთმანეთს საკუთარ თავზე უკეთ იცნობენ.. ისე ესმით ერთმანეთის რომ არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს...
შენ ხარ საოცრება გოგო ეს ყველა ემოცია ასე მაგრად რომ მოგაქვს ჩვენამდე ❤
ისე რა ინტრიგა დამიტოვე სად გაწყვიტე რა იყო ეს?

 


№3  offline წევრი An_Gel

ოჰოო,როგორ გიყვარს ინტრიგა ბოლოში! joy
რა უნდა ვთქვა? უფრო სწორად,რაღა უნდა ვთქვა ისეთი,რაც არ მითქვამს და არ იცი.
ევა ასე რომ გამძაფრდა და ასე ხშირი რომ გახდა ნიკოს ცხოვრებაში,ეს წარმოუდგენლად მსიამოვნებს. მაგრამ კიდევ უფრო მესიამოვნებოდა,უფრო სწორედ,გამიხარდებოდა,ბელას რომ გაეღიძა. ის და ნიკო სხვა კავშირის მატარებლები არიან.
ოხ,ნიკო,ნამდვილი ბავშვია,როცა საქმე მათეს ეხება! sweat_smile და არვიცი,მათ სცენებს ჩემთვის არცერთი ჯობია.
ბოლოს მათეს სიტყვები,როგორც ყოველთვის,იმედი სხივი იყო და ის,რაც მკითხველს ასე ძალიან გვჭირდებოდა.
არვიცი,არვიცი რა,მამუნჯებ და უბრალოდ მიჩენ სურვილს მთლიანად შევიგრძნო მე ეს ისტორია.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხმას არ ვიღებ არაფერს ვამბობ,რადგან უკვე მერამდენედ დამამუნჯე არ ვიცი.საოცარი ხარ
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

დიახ, დიახ ეს მინდოდა... ეს ბიჭები, ასეთი ბიჭები მინდოდა...
არ შეიძლება ამათი შორს ყოფნა, არ შე ი ძ ლ ე ბ ა
ახლა შენ გწერ და რა უნდა ვთქვა აწი არ ვიცი... გული მუგრძნობს, წინ რაღაც ძალიან უშნოდ გადაბრუნდება...
ევა სად გამოანათებს უკვე ვერ ვხვდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent