გიჟი ექიმი მატარებელში (12 თავი)
ნუცა ტირილით დასიებულ თვალებს ვუყურებ. პირველად ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა გამოძვრება. თაია ზის და არაფერს აკეთებს, არც ლაპარაკობს, არც მოძრაობს მხოლოდ სუნთქავს და თვალებს ახამხამებს. -მე გავალ-ფეხზე წამოვდექი და ავთოს ოთახს მივაშურე. -ავთო როდის შევძლებთ ნახვას?-სკამზე ვჯდები -ხვალ მხოლოდ ორ ადამიანს შევუშვებთ. ახლა ჯობს წახვიდეთ მოწესრიგდეთ და ხვალ დილით მოხვიდეთ. -მეუბნება მზრუნველი ტონით -შენც ხომ იცი, რომ ვერ წავალ?-ავხედე ცრემლიანი თვალებით -,,შენ ახლა ვერაფერს იზამ საკუთარი თავის ტანჯვის გარდა, მას ხვალ, ზეგ და თუნდაც წლების შემდეგ გამოღვიძებისას ძლიერი უნდა შეეგებო და არა დაღვრებილი უნდა გიხაროდეს და ეს უნდა გეტყობოდეს’’-ჩემი სიტყვები მითხრა რითითაც ვარწმუნებ ხალხს, რომ უნდა წავიდნენ -კარგი ავთო, მაგრამ სიახლეებს შემატყობინებ-ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავტოვე. ბავშვები მიმოფანტულები იყვნენ. თორნიკეს ნატა ყავდა მიწვენილი, რომელსაც შფოთვით ეძინა, ლექსო მე მიყურებდა, ბიჭები ახლა მოსულან და კუთხეში ზიან, აი თაია კი ისევ ისე ზის ერთი განსხვავებით თვალები ცრემლებით აქვს სავსე და ცდილობს შეიკავოს.მასთან მივდივარ. -თაი წამოდი სახლში წავიეთ აქ ყოფნით ვერაფერს შევცვლით-მხარზე ხელი დავადე -ასე მითხრეს ჩემი ძმის გარდაცვალებისას და თურმე მე ვჭირდებოდი ყველაზე მეტად, დილით, რომ პალატაში შევედი მაშინ, ველაპარაკე ვთხოვე გონს მოსულიყო, ვემუდარე, ვეჩხუბე იცი რა ქნა?-გამომხედა-გაიბრძოლა სამი დღე და ღამე ჩემს გამო წვალობდა და ვეღარ გაუძლო იმიტომ, რომ იმ ღამეს მისი ხელი არ მეჭირა.-ჩაამთავრა და ისევ იმ პოზას დაუბრუნდა. -შენი ნებაა თაია, მაგრამ რომ გაიღვიძოს ასეთი მოეწონები? -თუ მართლა ვუყვარვარ მოვეწონები-თქვა ბავშვივით და ცრემლი მოიწმინდა -კარგი მაშინ ჩვენ წავალთ ცუდად ვარ შეტევას კიდევ ვერ გადავიტან ვიცი, რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მე, რომ შეტევა მის გამო კიდევ დამემართოს არ აქვს მნიშვნელობა დღეს დაგვტოვებს თუ ხვალ ამიტომ წავალთ ჩვენ. -ფეხზე წამოვდექი-გამაგრდი თაი და არ მოგერიდოს, არც დარეკვა, არც ჩემთან მოსვლა და არც სახლში წასვლა-ლოყაზე ვაოცე და ბავშვებთან მივედი. -თორნიკე გთხოვ ნატალია წაიყვანე მე ამაღამ მას ვერ მივხედავ-ვუთხარი მან თავი დამიკრა და ნატალია ხელში აიყვანა. -შენ ვინ მოგხედავს?-მკითხა თაიამ -მარტო ვიქნები -შენც კარგად იცი შეტევა თუ დაგემართა მარტო ვერ შეძლებ ვერაფერს-გვერდით ავთო ამომიდგა -არ დამემართება ავთო -ჩემთან წამოხვალ-ხელი დამავლო ლექსომ -არ მინდა-შევუბღვირე მე -ლიპარტელიანებმაც წაიყვანეს გოგოები, თორნიკემაც, ახლა შენც უნდა გაყვე ლექსოს, ლუკას მარტო მე არ დავტოვებ ასე, რომ მშვიდად იყავი, მშვიდად კი ლექსოსთან იქნები-მითხრა თაიამ-ეს ჩემი პირადი მოთხოვნაა-განმიცხადა ქალბატონმა და ისევ ისე დაჯდა -მომიკითხე ნათლული-ავთოს გადავეხვიე და ლექსოს გავყევი. -ალექსანდრე ახლოს გაქვს სახლი?-ვკითხე მანქანაში ჩაჯდომისას -კი მაქვს მაგრამ პატარა ბინაა-მითხრა სხვათაშორის -არაუშავს დავეტევით როგორმე -შენ თუ ჩემთან ერთად წოლა გინდა პირდაპირ თქვი.-გამეკრიჭა -მაინც მოგიწევს ჩემს გვერდით წოლა-ამოვიბურტყუნე -რატომ?-გამომხედა -შეტევა თუ დამემართა იმ წუთებშივე უნდა გამიკეთო დამამშვიდებელი გამკოჭო და სასწრაფოს გამოუძახო-ჩავუკარკლე მე -ხოდა ძალიან კარგი, ერთ ოთახიანია სტუდენტობის დროს ვცხოვრობდი მანდ.-გაიღიმა და კორპუსთან შეუხვია. მესამე სართულზე ავედით და შავი კარი შეაღო. იცით რა ლამაზი ბინაა? პირი ღია დამრჩა. -სახელოსნოდ მაქვს გადაკეთებული და დილით თუ საღებავებში ამოთხვრის გაგეღვიძა არ შეიმჩნიო-უხერხულდ შეიშმუშნა -შეიძლება დავხატო?-ვკითხე მე -იცი ხატვა?-შემომხედა ისე ლამის სული განვუტევე -კი ამერიკაში ხშირად ვხატავდი-გავუღიმე და ტანზე დავიხედე -შეგიძლია რამე ისეთი მომცე, რომ დამესვაროს და არ გაბრაზდე?-გავუღიმე -კი მოგიტან.-ამას მოზვერს ზუსტად ამიტომ ვეძახი, თვითონ სპორტულ შარვალში და მაიკაში გამოვიდა მე კი ბეჟი გრძლი მაიკა მომაწოდა. -პატარა მაქვს და იმედია შენ კარგად გექნება-გამომიწოდა -იმედია-ხელში ავაფრიალე და თვალები ავატრიალე. მაიკა უცებ გადავიძვრე და ფრთხილად ჩავიცვი, შემდეგ შარვალი მივაყოლე და აღმოვჩნდი მუხლამდე მაიკაშო. -ეს არის დამიპატარავდაო?-შევხედე ანთებულ ალექსანდრეს -ვაიმე ბოდიში ზედმეტად უკომპლექსო ვარ-და გვეკრიჭე -კარგი დავხატოთ-ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა და საღებავებით სავსე ოთახში სუფთა ფურცლები შემოიტანა.ვიჯექი და ვხატავდი ლუკას პორტრეს. ის კი იჯდა და პატარა თაბახის ფურცელზე რაღაცას ძალიან მონდომებული ხატავდა. -გეძინება?-მკითხა როცა თვალები მოვიფშვნიტე -წამოდი დაღლილი ხარ-ფეხზე ადგა -ცოტა ხანიც-ავხედე საწყლად -არაფერიც დაღლილი ხარ გამოძინება გჭირდება-ხელი გამომიწოდა. მეც შევაგებე ხელი და ტანში ისე გამცრა მეეჭვება ვერ გაეგო. ოთახის კარი შეაღო და შიგნით შემიყვანა. -ესეიგი ერთი მხარე მე ერთი შენ და შუაში ბალიშები-ლოგინზე წამოვგორდი და ბალიშები დავაწყვე -კარგი-ეშმაკურად გამიღიმა და თვითონაც დაწვა -აუ რა მოზვერი ხარ მართლა დავგორდები მგონი-ხმამაღლა გაეცინა -რაგაცინებს?-მისკენ გადავბრუნდი და ზურგით მწოლიარეს მხარზე ნიკაპი დავადე -შენხარ ჩემი ციცქნა-მითხრა და მკლავებში მომიმწყვდია -გამიშვი იდიოტო-ავბუზღუნდი მე -არ გაგიშვებ შენ დაარღვიე საზღვარი და ისჯები-გაიჯგიმა და ჩემთან ერთად გადატრალდა ისე, რომ ზევიდან მოვექეცი. -ასე თუ დამსჯი სულ დავარღვევ საზღვრებს-ჩემთვის ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე. დილით ისევ იმ პოზაში გაგვეღვიძა. გვერდით გაჩოჩება მინდოდა, რომ დამიჭირა -არ გაგიშვებ დაეტიე მანდ-მიტხრა და ისევ ამიკრა სხეულზე -დეგენერატო, მფრინავო რვაფეხავ-ჩავიდუდღუნე და ვიგრძენი როგორ გაეცინა -რა გაცინებს-იდაყვით დავეყრდენი ზედ -ბავშვი ხარ უნამუსო მფრინავი რვაფეხა ვიყო-ახარხარდა -იდიოტო-ისევ იმ პოზას დავუბრუნდი და გავიტრუნე. ლუკას მხრივ მშვიდად ვიყავი, ჩემი ინტუიცია ბევრს ნიშნავს თან როგორც ექიმი ისე მივუდექი ამ საკითხს და შევეცადე ალექსანდრესთან ერთად დავმტკბარიტავი ამ წუთებით კაცმა არ იცის ასე კიდე როდის მომიწევს. სამი დღე გავიდა თაიას ძვრა ვერ ვუქენით ადგილიდან. ავთოს კაბინეტში შევედი. -ხალათი მათხოვე-ავეტუზე წინ -იქ კარადაში ლიას ხალათია და კარგად გექნება-მიხვდა რასაც ვაპირებდი თვალი ჩამიკრა და თავის საბუთებს ისევ ჩახედა. ლიას ხალათი მოვიცვი და მის პალატაში შევედი. -ახლა მომისმინე ლუკა ახალაიავ, არასოდეს გაპატიებ თუ არ გამოფხიზლდები, საერთოდ დავივიწყებ რომ ძმა მყავს. საწყალი თაია ისევ ისე ზის როგორც სამი დღის წინ. არ ლაპარაკობს, არ ჭამს არ სვამს ადამიასნ არ გავს. მითხარი ღირსი ხარ რამის? ჩემთან რომ იყო საავადმყოფოში გისვროდი ფანჯრიდან და მერე ხო მოხვიდოდი გონს ჰა? ვერ გიტან ასე რომ წევხარ თაიაზე იფიქრე გოგოზე, რომელიც სამი-დღე ღამეა გიცდის და ყოველი დღე მისთვის იმედია. ძალიან მიყვარხარ ,ლუტა’ შენთან მინდა.-მაგრად ჩავეხუტე და გამოვბრუნდი -მოიცა..-გაისმა მონატრებული ხმა -ლუკააა-შევკივლე ერთი -ბოდიში-მითხრა და ხელი გამომიწოდა -მაგის დრო არაა-ხელი ავიქნიე და ექიმს დავუძახე. პალატიდან რომ გამოვედი დავინახე როგორ მომლოდინე სახეებით მიყურებდნენ. -გამოფხიზლდა-ვთქვი მე -დაიფიცე-ამესვეტა ნატა -მფრინავ რვაფეხას ვფიცავ-ლექსო წყალს სვამდა და გადაცდა.ნატამ გაიცი მჯერაო და თაიაზე მანიშნა. აქეთ-იქით დადიოდა და რაღაცას ბურტყუნებდა. -არ დამტოვა ნუცა-მომვარდა და ჩამეხუტა -ჩერჩეტი ხარ შენ ვინ უნდა დაგტოვოს-გავეკრიჭე. ექიმმა თქვა ხვალ დილით წაიყვანთო ახლა დაისვენოსო. ვუყურებდი თაიას როგორ სასაცილოდ ცქმუტავდა და იღიმოდა. დილით ლუკამ თაიას შესვლა ითხოვა. პალატის ფანჯრიდან ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. თაია -შეიძლება?-ოთახში დინჯად შევედი -მოდი ჩემთან-ხელი გამოწია თუმცა რაღაც ეტკინა და დაიმანჭა. მასთან მივედი და ჩამეხუტა. -ძალიან ინერვიულე? -არა შენზე რატომ უნდა მენერვიულა?-გავიკვირვე მე -აჰა ესეიგი არ გინერვულია?-გამომწვევად გამომხედა -დიახაც საერთოდ არ მინერვიულია-ტუჩები დავბრიცე მე -კარგი გასაგებია-უცებ წამოდგა და ტუჩებზე მეტაკა. ამოიზმულა მივხვდი, რომ ეტკინა ადგომის დროს ფეხი -ვაიმე დაეტიე მანდ რამე არ გეტკინოს კიდე-შევკივლე როცა მოვიშორე -ვიღაც არ ნერვიუობსო-წარბები ამითამაშა -ესეიგი ნარკოზამდე ამბობდი ,,თაია სიცოცხლეზე მეტად მიყვარსო’’?-გამომცდელად შევხედე -ამ ექიმებს ხომ პირზე არაფერი აკავდებათ-აწუწუნდა -ხოო რას ვიზამთ-გავეკრიჭე -თაია სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ-მაჯახა უცებ -ვიცი რომ 16 წლის ასაკიდან ჩემზე ჭკუა გეკეტება ლუკკკ-ნიშნისმოგებით გავხედე -მერე რას მაწვალებდი შენ ჰა?-ატიტინდა ბავშვივით -შტერი ხარ ამხელა კაცი ვერ უნდა მიხვმდრიყავი თვალებს რომ გიჟუჟუნებდი?-ახლა მე ავტიტინდი -ვაიმე ჩემი ბუნჩულააა-ხელი მომხვია და მაგრად ჩამიხუტა -გეტკინება იდიოტო და დამაბრალე მერე მე -ენას მოგაჭრი ერთხელ იქნება-ამიბურტყუნა -მერე ვის აკოცებ დავინახავ-სასაცილოდ ავხედე -ფუუუ გარყვნილო-დამემანჭა -ცანცარა-ლოყაზე ვაკოცე -ეგ რაიყო ვითომ?-გამომხედა -არხარ ღირსი-გავხედე მე -შენ ხარ-ადგა და კიდე მაკოცა -გეყოთ ხალხო აქვე ნუ მომივლენთ ძმიშვილს-შემოვარდა ნატა -შენ თმას რა უქენი?-ახედა ლუკამ -ოოო დიდი ამბავია გამოადგით ახლა ფეხი. -აკივლდა და გარეთ გმოგვყარა. პ.ს ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ ავად ვარ და მეტი ვერ დვწერე. გუშინ ლამის მომკალით რა დროს გაწყვიტეო. მადლობ ვინც კითხულობთ და დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.