მეგობრის ხათრით (თავი 2)
* * * - ლაშა, კოსტამ გაიღვიძა.. მიხედე რაა!.. - სამზარეულოდან გავძახე, ბოლო თეფში გავამშრალე და კარადაში შევდე. - დედა მალე მოვა, მე სამსახურში უნდა გავიქცე. პატარა კონსტანტინეს ლოყაზე ვაკოცე და ოთახი დავტოვე. უკვე მესამე დღეა, რაც სამსახურში ვაგვიანებ. კიდევ კარგი უფროს ჩემი ესმის და სჯერა. ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და ტელეფონი მოვიმარჯვე. ნატას დავურეკე და ვთხოვე შესვენებაზე სადმე კაფეში შემხვედროდა. მგონი რამდენიმე კვირაა, რაც საუკეთესო დაქალი არ მინახავს. დღესაც არ მცალია, მაგრამ მეშინია არ ეწყინოს. შემოთავაზებაზე გახარებული დამთანხმდა და თან მოუსვენრად მითხრა, მოსაყოლი მაქვსო.. სხვა დროს ალბათ გამიხარდებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არა.. ორი დღეა კონსტანტინეს მუცელი აწუხებს და გაუჩერებლად ტირის. მისი დატოვება არ მინდა, მაგრამ სამსახურსაც თავს ვერ დავანებებ და ვერც მეგობარს დავტოვებ უყურადღებოდ. მოკლედ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.. ამასობაში სამსახურშიც მივედი. სწრაფად გავიარე დერეფანი და კაბინეტში შევედი. - ნუ გეშინია, ნუკრი ჯერ არ მოსულა. - გამიღიმა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. დამშვიდებულმა ამოვისუნთქე და ჩემი ადგილი დავიკავე. - კოსტა როგორ არის?.. - მკითხა დაინტერესებულმა და მაგიდას მიეყრდნო. - დღეს შედარებით უკეთესად, მაგრამ მთლად კარგად არა.. - მივუგე და კომპიუტერი ჩავრთე. - რამდენი ხანია არ მინახავს, - ისევ სკამისაკენ წავიდა და სევდიანად გაიღიმა. - მგონი დავავიწყდი კიდეც.. - მამიდას ბიჭუნა ასე მარტივად არ ივიწყებს ნაცნობებს!.. - სიამაყით ჩავილაპარაკე და ჩემს საქმეს შევუდექი. * * * კაფეში შესვლისთანავე შევნიშნე ნატა. ბედნიერი სახით ჩასცქეროდა ტელეფონს და თან კარებისაკენ აპარებდა მზერას. - როგორ ხარ დაკარგულო?.. - ფეხზე წამოდგა და გადამეხვია. - შენ როგორ ხარ?.. - უბრალოდ გავუღიმე და ფეხზე დგომისაგან დაღლილი სკამზე ჩამოვჯექი. - არ დამიჯერებ, ისეთი რაღაც მაქვს მოსაყოლი.. - ტელეფონი მაგიდაზე დადო და თითები ააბაკუნა. - ჯერ მომიყევი და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქროთ. - გამეცინა მე. - ვატო ხომ იცი?.. ბადალაშვილი... - გიორგის ძმა?.. - მხოლოდ ის გამახსენდა. - ჰო.. ეგ თურმე ამერიკიდან ჩამოვიდა.. - წვენი მოსვა და სულმოუთქმელად გააგრძელა. - შეყვარებულს დაშორებია და გაბრაზებულს გადაუწყვეტია სოფელში დასახლება, სიმარტოვისა და სიწყნარის პონტში რაა... გადარეულა მამამისი, სოფელში გადაკარგვას და იქ დაბერებას აპირებო?.. ამას უთქვამს, ეგ ჩემი საქმეაო და უსიტყვოდ წასულა სახლიდან. - გიოს არაფერი უთქვამს, ეგ ყველაფერი საიდან გაიგე?.. - მეც დავაგემოვნე წვენი და დაინტერესებული სკამზე გავსწორდი. - ყველა ამაზე ლაპარაკობს, მეც ნანუკამ მითხრა.. ყველას ეგ ევასებოდა და ახლა სდიონ სოფელში, ღელე-ღელე... - გულიანად გადაიკისკისა ნატამ და ტელეფონს ჩააშტერდა. - ისე სულ სხვა ღაღაცაზე უნდა მელაპარაკა, - გააგრძელა ლაქლაქი. - დათას დავშორდი. - რატომ?.. - გულწრფელად შევწუხდი მე. - დამღალა მაგისმა ეჭვიანობამ, - გაბრაზებულმა ბავშვივით გამობურცა ტუჩები. - თუ ჩემს მიმართ ნდობა არ აქვს, გზა ხსნილია.. - ამჯერად ვისზე იეჭვიანა?.. - გამეცინა მე. - ჩემი მეზობელი რომაა, გოგა. - გაეცინა ნატასაც. - უბრალოდ მომიკითხა, იმან კიდევ გამიჭედა.. ჰოდა ეძებოს უკეთესი.. - კოსტაა ცუდად. - გამახსენდა მე. - უი რატომ?.. - შეწუხდა ნატა. - მუცელი აწუხებს, უნდა წავიდე.. - ფეხზე წამოვდექი, დავემშვიდობე და კაფიდან გამოვედი. * * * - ნინა, კართოფილი შემიწვი რა.. - დივანზე წამოწვა დაღლილი ლაშა. უსიტყვოდ წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში გავედი. კოსტამ მშვიდად დაიძინა, სახლშიც სიწყნარეა.. რა ჯობია ასეთ გარემოში ფიქრს. უკვე ორი წელია დედის როლი მაქვს მორგებული. მართალია მე და ლაშამ ყველაზე მეტად განვიცადეთ ნათიას სიკვდილი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მის სვლას ვერ ჩამოვრჩით. თითქმის ორი წლის წინ ჩემი რძალი მშობიარობას გადაჰყვა. თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ უსაყვარლესი კონსტანტინე გვაჩუქა, რომელსაც მე და ჩემი ძმა ვზრდით, დედის დახმარებით. უსაყვარლესი ბავშვია.. არც ხმაურიანია და არც დამღლელი, უნრალოდ, ხანდახან მუცელი აწუხებს და ჩვენც იძულებულნი ვხდებით სამსახურიდან დავეთხოვოთ. ისე დედასთან ვტოვებთ ხოლმე. ეთომ უარი განაცხადა მუშაობაზე, სახლში თქვენს არ ყოფნისას მე დავიტოვებო. მაგრამ ამ დღეებში თვითონაც შეუძლოდ იყო და ლაშა იძულებული გახდა შვებულება აეღო. ხანდახან ნათიას დედასთანაც ვტოვებთ, მაგრამ მასაც შერყეული აქვს ჯანმრთელობა და დიდხანს ვერ იტოვებს. - დაიწვა ტაფა.. - გამომაფხიზლა ლაშამ. - ვერ მორჩი?.. დაჭრილ კარტოფილს მარილი მოვაყარე და ტაფაში ჩავყარე. - მეძინება, კოსტას მივუწვები და როცა შეიწვება გამაღვიძე. - გამაფრთხილა და საძინებელში გავიდა. შეწვამდე დრო ტელევიზორის ყურებით გავიყვანე. საინტერესო არაფერი იყო, თუმცა სრულ სიჩუმეში ჯდომას, ისევ ეს ვამჯობინე. საძინებელში მამა-შვილს შევაკითხე. ერთნაირად ეძინათ, ძალიან ღრმად და სასაცილოდ. ეს ორი რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა... * * * შესვენებაზე გიორგიმ დამპატიჟა კაფეში. მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ამ სიცხეში ძალიან მომინდა ნაყინი. - ზაფხულისთვის რა გეგმები გაქვს?.. - კაფეში მისულს კითხვით მომმართა მან. - სახლში ჯდომა და კოსტას მოვლა.. - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ნაყინი დავაგემოვნე. - მე სხვა აზრი მაქვს.. - მაინც რა?.. - ჩემთან სოფელში რომ წავიდეთ, არ გინდა? - გამიღიმა და თვითონაც გასინჯა ნაყონი. - გიო მუშაობს, ეთოს არ სცალია და კოსტას ჩემ მეტი ვერავინ დაიტოვებს.. - სევდიანად ჩავილაპარაკე. - კოსტაც წამოიყვანე.. - გამოსავალი იპოვა მან. - ამ სიცხეში ცოდოა ბავშვი, რა უნდა ქალაქში?.. - ვიფიქრებ!. - გავუღიმე მე. - არ უნდა ამას ფიქრი! - გაუხარდა გიოს. - ლაშას მე დაველაპარაკები. - კი მარგამ.. - რაღაც არ მასვენებდა მე. - რა მაგრამ?.. - ეჭვნარევი მზერით შემომხედა. - ტყუილად უნდა შეგაწუხოთ... - სევდიანად გავუღიმე. - სისულელეებს ლაპარაკობ!.. - გვერდით გაიხედა და ცოტა ხანში ისე გამომხედა, თითქოს ჩემი ყოყმანის მიზეზს მიხვდაო. - ვატოს შესახებ გაიგე?.. მე უბრალოდ თავი დავუქნიე. - უფრო ამიტომ მინდა თქვენთან ერთად წასვლა. - გამოტყდა გიო. - მინდა როგორმე გამოვაცოცხლო და გავიგო მიზეზი მისი ხელჩაქნეულობისა... - კარგი!... - დავთანხმდი და ფეხზე წამოვდექი. - დარწმუნებული ვარ ლაშა დამთანხმდება, მაგრამ მაინც დაველაპარაკები... - ძალიან კარგი!.. - გაუხარდა და ისიც წამოდგა ფეხზე. - რამე რომ იყოს დამირეკე და მეც დაველაპარაკები. კაფე ერთად დავტოვეთ და სამსახურში დავბრუნდით. * * * - რაო მამას გოჭო, სოფელში მიდიხარ?.. - თამაშით ემშვიდობებოდა ლაშა კოსტას. - ეჰ მამიკო, აბა ქალაქში ხომ არ ამოვიხრუკებით?.. - გამოვეხმაურე მე და ბოლო ჩანთა შევკარი. - მგონი გიორგი მოვიდა. - ხელში აიტაცა შვილი და ფანჯარასთან მივიდა. - რამე ხომ არ გავიწყდება?.. - მგონი არა.. - ყველა ჩემოდანს გადავავლე თვალი. - უი, ტელეფონი მრჩება.. - საძინებლისაკენ გავიქეცი მე, ჩემს გულმავიწყობაზე კი ლაშამ გადაიხარხარა. - მორჩა, წავედით. - ოთახს თვალი მოვავლე და მოზრდილი ჩანთა ხელში ავიღე. ლაშას კოსტა და მისი ჩანთა ეჭირა ხელში, ეზოში ჩაგვაცილა და გულდაწყვეტილი გამოგვემშვიდობა. - ჭკვიანად იყავით! - პატარა ბავშვივით შუბლზე მაკოცა და თბილად გამიღიმა. * * * სოფელში ჩასულებს სახლში მხოლოდ ნანა დაგვხვდა. ასაკისდა მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურებოდა გიოს ბებია. სხვანაირად არც წარმომედგინა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქალი. გულთბილად მოგვესალმა, გაუხარდა ჩვენი ჩასვლა, იქნებ როგორმე მოიყვანოთ ვატო ხასიათზეო. თვითონ ვატო მდინარეზე იყო წასული. ბარგი უკვე ამოლაგებული გვქონდა, როცა მოვიდა. ურეაქციოდ შეგვხვდა. არც გახარებია ჩვენი ჩასვლა და არც სწყენია. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ პირველად მნახა, განსაკუთრებულად არ მოვუკითხივარ. თუმცა, ძალიან მაინტერესებს, მისგან სხვას რას ველოდი?.. ერთადერთი, ვისთანაც საერთო ენა გამონახა, კოსტაა. ხელში აიყვანა და დაღამებამდე ასეირნებდა ეზოში. მე და გიორგი კი ნანას ვესაუბრებოდით ათას თემაზე. გარეგნობის მსგავსად საუბარიც სასიამოვნო ჰქონდა ნანას. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მომხიბლა მისმა თვალის ფერმა. მასაც ვატოს მსგავსად, უძირო ცისფერი თვალები ჰქონდა. თითქოს ცივი, მაგრამ მაინც სითბოთი მომზირალი. - რა საყვარელი შვილი გყავს. - ღიმილით გახედა ვატოს ხელში გამხიარულებულ კოსტას. - ჩემი შვილი არ არის, - გამეღიმა მე. - ძმისშვილია.. - უიჰ, ძალიან გგავს.. - ღიმილითვე გადმომხედა და საუბარი განაგრძო... - აქამდე სად იყავით, საყვარელო, ძლივს ვნახე ეს ბიჭი გაღიმებული.. - ოთახში შემოსულ ვატოზე გადაიტანა ყურადღება ნანამ. ვატომ უბრალოდ გაუღიმა ბებიას და კოსტა ჩემთან მოიყვანა. - დაიღალე მამიდა?.. - მოვეფერე მე. - ავალ, დავაძინებ. - მივმართე იქ მყოფებს. ოთახიდან გამოსვლისას დავინახე, როგორი გაკვირვებული სახე ჰქონდა ვატოს. ალბათ მასაც ჩემი შვილი ეგონა კოსტა. * * * დილით კოსტას ხმამ გამომაღვიძა. წამოდგომასთან ერთად ჩემს გაღვიძებას ცდილობდა და თან თავისებურად ბურტყუნებდა. გამეღიმა, უფრო და უფრო ემსგავსება მამამისს. მხოლოდ თვალებით გავს დედას... ტანზე ჩავაცვი, მეც ხალათი მოვიხვიე და ოთახიდან გამოვიყვანე. გიოს ჯერ ეძინა, ხოლო ვატო დივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. სამზარეულოში გავედი, კოსტა ნანას დავუტოვე და მეორე სართულისაკენ წავედი. - დილამშვიდობისა!.. - ღიმილით მივესალმე ვატოს. - დილამშვიდობის!.. - უკმეხად მიპასუხა და ისევ წიგნს ჩახედა. თავი მოვიწესრიგე, ოთახი მივალაგე და პირველ სართულზე ჩამოვედი. ვატო ისევ უძრავად იჯდა. ნანა კი კოსტასთან ერთად აპურებდა ძაღლს. მე სამზარეულოში გავედი და ჩემთვის ყავა მოვიდურე. მალე ვატოც შემომიერთდა. - როდესაც ყავას მოიდუღებ, არ იქნება ურიგო სხვასაც შესთავაზო!.. - შემომიბღვირა და მაგიდასთან ჩამოჯდა. - შაქარი რამდენი ჩაგიყარო?.. - მხოლოდ ესღა ვკითხე და მისკენ შევტრიალდი. - ერთი.. - მიპასუხა და ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო. დიდი ინტერესით მაკვირდებოდა. რატომ ვერ მივხვდი.. იყო რაიმე სიანტერესო ყავის მოდუღების პროცესში?! ალბათ ჰო.. - დიდი ხანია რაც ამერიკიდან ჩამოხვედი?.. - ჭიქა მივაწოდე და გვერდით მივუჯექი. - არც ისე.. - მოკლედ მიპასუხა. - როგორ მოგწონს ყავა?.. - მის რეაქციას დაველოდე. - უკეთესიც გამისინჯავს. - ირონიულად გამიღიმა. - არ მიკვირს.. - გავუღიმე მეც და ჩემი ჭიქის გარეცხვა დავიწყე. ამასობაში კოსტა და ნანაც შემოგვიერთდნენ. - ნინა, როგორი უჭმელი ბავშვია, მაგრამ მაინც ენერგიული.. - გაუჩუმებლად დაიკავა ვატოს გვერდით ადგილი. - რამდენიმე კოვზი ძლივს შევაჭამე, გარეთ გასასვლელად იწევდა.. - გადაიკისკისა და კოსტა კალთაში ჩაისვა. - დღეს მდინარეზე წავიყვანოთ.. - განაგრძო ისევ ნანამ. - ფერი მოეკიდება.. - რატომაც არა. - დავთანხმდი მე. - რა იყო ხალხო?.. ასე ადრე რამ გაგაღვიძათ?.. - თვალების ფშვნეტით შემოვიდა სამზარეულოში გიორგი. - შემოგვიერთდა უქნარა!.. - სკამიდან წამოდგა ვატო და კოსტასთან ერთად ოთახი დატოვა. - უჟმური! - ქალივით დაიწყვრილა ხმა და ვატოს გასაგონა დაიძახა. * * * მდინარეზე ვატოს მანქანით წავედით. მის გვერდით მე და კოსტა ვისხედით, უკანა სკამები კი ნანამ და გიომ დაიკავეს. რამდენჯერმე გადმოგვხედა და ჩაეღიმა. მის ღიმილზე მეც მეღიმებოდა და ყურადღება ისევ კოსტაზე გადამქონდა. - მოვედით. - თქვა და მანქანიდან გადავიდა. ბავშვი გამომართვა და მასთან ერთად გაუდგა გზას. წყალში ჩასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ გიორგიმ ხელში ამიყვანა და ძალით ჩამაგდო. მიუხედავად იმისა, რომ საცურაო კოსტუმი მეცვა, მან მაინც სარაფანის გაუხდელად მისროლა მდინარეში. სველი სარაფანა იქვე გადავფინე და ცოტა ხანი დავყავი წყალში. - გამარჯობა. - მომიახლოვდა მდინარეზე მყოფი ერთ-ერთი ბიჭი. - მე ვაჩე მქვია. - მე ნინა.. - ხელი გავუწოდე და გავუღიმე. - სასიამოვნოა. აქაური ხარ?.. - დაინტერესდა ჩემი ვინაობით. - არაა, თბილისიდან ვარ. - რატომღაც გამეცინა და საუბარი განვაგრძე. - როგორც ვატყობ, აქაური არც შენ უნდა იყო... - მეც თბილისელი ვარ. - გაეცინა თვითონაც. - დიდი ხანია რაც ჩამოხვედი?.. - გუშინ საღამოს ჩამოვედი.. საუბრის გაგრძელებას აპირებდა, როცა კოსტამ ტირილი დაიწყო და ჩემსკენ გამოიწია. - ბოდიში, ახლა უნდა დაგტოვო... - ნაპირისაკენ წამოვედი მე. - მგონი ბედი გეხსნება. - გადაიხარხარა გიორგიმ. - მოკეტე!.. - შევუბღვირე და თან გამეცინა. ამავდროულად წყლიდან ამოსულ ვატოსაც გავხედე, დაბღვერილმა გაიმშრალა სხეული და ნანას მიუჯდა გვერდით. - მგონი იმ ბიჭს მოეწონე საყვარელო, - გამიღიმა ნანამ და ეშმაკური მზერით გიოს გადახედა. მე უბრალოდ გამეღიმა. - ჯიგარი ხარ ნანა!.. - ისევ ახარხარდა გიორგი. - გესმის ნინაჩკაა?.. ნანაც იგივეს ფიქრობს. აღარაფერი მითქვამს. კოსტას მაისური და შორტი ჩავაცვი და ისევ წყლისაკენ წავედი. - შენი შვილია?.. - მომეგება ვაჩე. - არაა.. ძმისშვილია. - გამეღიმა მე. - არ ვიცი, შეიძლება ხშირად გეუბნებიან, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, ძალიან ლამაზი ხარ!.. - საუბრის თემა შეცვალა მან. მის კომპლიმენტზე უბრალოდ გამეღიმა და როგორც ყოველთვის, ლოყებიც ამიწითლდა. - წითელი ლოყებიც ძალიან გიხდება.. - ისევ გამიღიმა. - უნდა ავიდე, შემცივდა... - თავის გასამართლებლად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და წყლიდან ამოვედი. გიორგის აღარაფერი უთქვამს, თუმცა მრავლისმთქმელი იყო მისი ეშმაკური მზერა და ხარხარი. ნანას გვერდით დავჯექი, ის კი მალევე წამოდგა, კოსტასთან ერთად მანქანისკენ წავიდა.. დავრჩით მე, გიორგი და ვატო. მალე გიორგიც წავიდა. დამტოვა მარტო ვატოსთან. - გცივა?.. - შეამჩნია ჩემი კანკალი მან. მე უბრალოდ თავი დავუქნიე. - ამის შემდეგ გაითვალისწინე, რომ თხელი სარაფანას ამარა მდინარეზე არ უნდა წამოხვიდე!.. - მითხრა და მდინარეში ჩავიდა. მის პასუხზე პირი ღია დამრჩა.. იმის მაგივრად, რომ თავისი მოსაცმელი მოეცა, პატარა ბავშვივით შენიშვნა მომცა და წყალში ჩავიდა. გაბრაზებულმა სველი სარაფანი გადავიცვი და მანქანისკენ წავედი. მალევე დამეწია. - ჩაიცვი!.. - გამომიწოდა მოსაცმელი. ცოტა არ იყოს ადრე მოუვიდა შემოთავაზება. - იყოს მადლობა.. - ვუპასუხე უკმეხად. - გაბრაზდი?.. - ჩემს ბავშვურობაზე გაეცინა. - შენთვის მაგას რა მნიშვნელობა აქვს?.. - თვალებში შევხედე. - არანაირი!.. - მიპასუხა და თავისი მოსაცმელი მომახვია. ისე მესიამოვნა სველ კაბაზე თბილი მოსაცმელი, აღარ დამიბრუნებია. სახლამდე უხმოდ მივედით.. ნანამ მე გამოსაცვლელად გამიშვა, კოსტას მოვლა კი საკუთარ თავზე აიღო. შედარებით უფრო თბილად ჩავიცვი, ვატოს ზედა დავკეცე და საძინებელი ოთახი დავტოვე. გიორგი და ვატო გარეთ ისხდნენ, ხის ქვეშ, მაგიდასთან. მოსაცმელი იქ მივუტანე. - შეგეძლო ჩემს ოთახში შეგეტანა!.. - არ დამაცადა მადლობის მოხდა. - მე ბოდიშით!.. - ისევ გავბრაზდი და სახლისაკენ წავედი. * * * დილით კოსტას გარეშე გამეღვიძა. ისე მოეწონა ნანას საწოლი, ვეღარ გამოვიყვანე იქიდან. მოვწესრიგდი, ოთახი მივალაგე და გამოვედი. - შუადღემშვიდობისა ნინაჩკა!.. - გამიცინა გარეთ გასულს გიომ. გაკვირვებულმა ტელეფონს დავხედე და კინაღამ ხელიდან გამივარდა. - ამდენი ხანი მეძინა?.. - წამოვიძახე და კოსტა მოვიკითხე. - მეზობელთან გადაიყვანა ნანამ. - დამამშვიდა გიომ. - ხვალ დედაჩემი ჩამოვა და წაიყვანს, შეიძლება მეც გავყვე.. - გვერდით მივუჯექი გიოს და მხარზე დავადე თავი. - დარჩი რა!.. - შრეკში რომ კატაა, აი იმის მსგავსად ააფახულა თვალები. - დავფიქრდები!.. - გამეცინა მე. - ნერვებს ნუ მიშლი, მაგ შენი ფიქრით!.. - გაბრაზდა და მალევე ახარხარდა.. - რა გაცინებს?.. - მის სიცილზე გამეცინა მეც. - თან ძლივს ვიღაცას მოეწონე დაა.. - უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი, მე კი მკლავზე ვუჩქმიტე. ჩვენი კინკლაობის შემყურე ვატო მობეზრებული სახით წამოდგა და გაგვეცალა.. მთელი დღე გარეთ იყო გასული. სახლში მხოლოდ ღამით დაბრუნდა, როცა ჩვენ უკვე დასაძინებლად მივდიოდით. * * * სიცხისაგან შეწუხებული საწოლზე ვერ ვისვენებდი. რამდენჯერმე წამოვდექი, საბანი გადავიხადე, საწოლი გავაგრილე, თუმცა უშედეგოდ... მაინც არ დამეძინა. ფეხზე წამოვდექი, თხელი ხალათი მოვიცვი და ოთახი დავტოვე. აივნის დივანზე გადავწყვიტე წამოწოლა. მაგრამ დაკავებული დამხვდა... - რატომ არ გძინავს?.. - თითქმის ნახევრადმძინარე ვატოს ხმამ გამომაფხიზლა. - დამცხა და ვერ მოვისვენე... - ვუპასუხე და უკან გავბრუნდი. - თუ აქ იმისათვის გამოხვედი, რომ დაისვენო, რაღაზე შედიხარ?.. - გაკვირვებულმა მკითხა ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემთვის. დავიბენი... მართალი იყო, რამ გამომაჩერჩეტა?.. მაგიდისაკენ წავედი, სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი. - მაგ ხალათში გამოწყობილს შეგცივდება!.. - მხოლოდ მაშინღა მივხვდი, მთელი დრო მე მაკვირდებოდა. - არაუშავს.. - მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე. ჩემს პასუხზე გაეცინა. ტელეფონი აიღო და დროებით ყურადღება აღარ მოუქცევია. - წყალი გინდა?.. - მოულოდნელად წამოვდექი ფეხზე. - რა?.. - შეშინებულმა უცებ ამოყო თავი. გამეცინა. - წყალი უნდა ამოვიტანო ჩემთვის და შენც გინდა?.. - ჰო.. - მასაც გაეცინა. სწრაფად ავავსე წყლით ორი ჭიქა და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. - მადლობა.. - სწრაფად მოსვა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. - მართლა აპირებ აქ დასახლებას?.. - ჩემს სულელურ შეკითხვაზე მე თვითონმე გამეცინა. მაგრამ, რატომღაც, მასზე ჩემმა კითხვამ ცუდად იმოქმედა. მოიღუშა და წყალი ბოლომდე გამოცალა. - ეგ უკვე შენი საქმე არ არის!.. - უკმეხად მიპასუხა. - ბოდიში.. - ამოვიკნავლე მე. მისი რჩევის არ იყოს, ძალიან შემცივდა. მაგრამ არ მსურდა ოთახში დაბრუნება. თითქოს ველოდებოდი, როდის ამოიდგამდა ენას და თვითონვე ამიხსნიდა ყოველივეს. ასე ალბათ წლები მომიწევს ჯდომა... უჟმურს, როგორც მას გიორგი უწოდებს, არ სურდა, თუნდაც რაიმე სულელურ თემაზე საუბარი. იწვა და სადღაც შორს იყურებოდა. წამოწოლილს უფრო მეტად გამობურცვოდა ისედაც ზომაზე დიდი ტუჩები. არც ისე დიდი თმები აჩეჩვოდა. დიდი, ფართხუნა, სპორტული შარვალი და როგორც ყოველთვის, შავი მაისური ეცვა. ყოველივე ერთად საოცარ კონტრასტს ქმნიდა. პატარა საყვარელ ბავშვს გავდა, რომელიც ასე სასაცილოდ დედამ გამოაწყო და თმებიც აუჩეჩა. რამდენჯერაც შემამჩნია ვუყურებდი, იმდენჯერ გამომხედა და მეც იმდენჯერვე მოვარიდე მზერა. ბოლოს ჩემს საქციელზე ჩაეცინა. - არ გცივა?.. - მკითხა და გამომხედა. - თუ ისევ პატარა ბავშვივით უნდა დამტუქსო, არა!.. ჩემს პასუხზე კარგა ხანს ხარხარებდა. მერე წამოიწია, მოსაცმელი გაიხადა და გამომიწოდა. - ჩაიცვი!.. - არ მინდა.. - გავჯიუდი მე. - ახლა გავბრაზდები!.. - უფრო მეტად წამოიწია. - რაც გინდა ის ქენი!.. - გადავიკისკისე და მოსაცმელი კიდევ არ გამოვართვი. ჩემს საქციელზე უბრალოდ ჩაეღიმა. - ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა!.. - კიდევ ერთხელ გამომიწოდა მოსაცმელი. - კარგი ერთი ნუ მაცინებ!.. - ხარხარი დავიწყე მე. - რისი თავი გაქვს შენ?.. - ძალით გამოვიწვიე. - გაჩვენო რისი თავი მაქვს?.. - ეშმაკურად აათამაშა წარბები. პასუხი აღარ გამიცია ისე წამოვდექი სკამიდან და კიბეებისაკენ გავიქეცი. უკან აღარ გამიხედავს, თუმცა მივხვდი ვატო მომდევდა, მოსაცმელით ხელში. ბევრი ვირბინეთ პატარა ბავშვებივით ეზოში. მე ბავშვობის გამოცდილებას ვიყენებდი და ხეების გარშემო დავრბოდი, ის კი არ ნებდებოდა და ჩემს დაჭერას ცდილობდა. - აღარ შემიძლია!.. გნებდები!.. - ბოლოს ძლივს ვსუნთქავდი მე. - კიდევ კარგი.. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ვატომ. მოსაცმელი გამომიწოდა და ძალით ჩამაცვა. - ისე მშვენიერი ჟაკეტია.. არ გინდა მაჩუქო?.. - მოსაცმელი შევათვალიერე მე. - თან მაინც სულ მე მაცვია.. - დავფიქრდები!.. - პასუხად ჩემი საფირმო სიტყვა დამიბრუნა. ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. ირგვლივ ისევ სიწყნარემ დაისადგურა. არც ვატო იღებდა ხმას და არც მე მსურდა საუბრის წამოწყება. ალბათ მალე ჩამეძინებოდა კიდეც, რომ არა მისი კითხვა. - ვაჩე მოგწონს?.. ამან ერთიანად გამაკვირვა. - მმ... არ ვიცი!.. არ დავფიქრებულვარ ამაზე. - არამგონია სერიოზული გეგმები ჰქონდეს შენს მიმართ. - თავისი აზრი გამიზიარა მან. - ეგ უკვე შენი საქმე არ არის!.. - გამოვაჯავრე მე. ჩემს პასუხზე მოიღუშა ისე, როგორც ცოტახნისწინანდელ კითხვაზე. ეს ყოველთვის ასეა... ექცევი ისე, როგორც შენ გექცევიან, მაგრამ შენს მაგივრად ისინი არიან უკმაყოფილოები. ხმა აღარ ამოუღია. თითქოს ვერც მამჩნევდა.. როდესაც ფეხზე წამოვდექი და ოთახში დავაპირე შესვლა, მისმა ხმამ შემაჩერა. - დარჩი რა!.. - მეძინება.. - თავი ვიმართლე მე. - მაგას არ ვგულისხმობ!.. ხვალ არ წახვიდე! ცატა ხანს ჩუმად ვიდექი, მერე კი გავიმეორე ჩემი საფირმო სიტყვა: - დავფიქრდები!.. იმისდა მიუხედავად, რომ მაშინვე შევედი ოთახში, სიცილის ხმა მაინც გავიგე. ველოდები შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.