ლოგინის გოგოები (თავი მესამე)
- მერე ცუდი რამ ჩავიდინე. ის სამი გოგო რომელმაც ზურგი მაქცია და არარაობად აღმიქვა, ვერ მოვინელე და... - და?- - წესით ძალიან უდარდელი ხუმრობა უნდა ყოფილიყო-ღრმად ამოისუნთქა- ეს ბოლოს დავგეგმეთ, სულ ბოლოს ორნამენტების გაკვრა რომ დავიწყეთ დაქირავებულ,საკმაოდ დიდ სახლში. საუბარი ტატომ ჩამოაგდო, მითხრა, ის გოგოები თუ მახსოვდა ჩემ ივენთზე მოსვლა რომ არ ისურვეს... თავი დავუქნიე და მანაც დამცინავად შემაპარა, გადაიფიქრეს, მე მითხრეს ირინკას ბოდიში გადაეცი, იმ მომენტში ცუდად გავუგეთო... - ირინკა ეგეთ საცოდავ ბოდიშებს არ იღებს-ვუთხარი აგდებით - ჰოდა უნდათ რომ გამოასწორონ ეს მართლაც რომ საშინელი შეცდომა და...-ტატომ ჩაიცინა- თქვეს რომ, მოსაწევს თვითონ იყიდიან. - სერიოზულად?!- თვალები გამინათდა - ხო, მასე თქვეს. - უყურე შენ... მაგიდაზე ჩამოვჯექი და ბოლო წარწერა გავაკარი კედელზე. - ანუ ეგ პრობლემა მოგვარდა. მაინც არ ვიცოდი სად უნდა გვეშოვა... - საერთოდ აპირებდი ყიდვას?- მარიამმა უკნიდან მხარი გამკრა - აზრზე არ ვარ მარი, მოსაწევი ცხოვრებაში არ გამისინჯავს... - აი ისინი კი... იყიდიან...- ტატომ ისევ გადაიხარხარა- ეს პატარა ბარიგები ნახე რა... - მართლა აპირებენ ნეტავ მოტანას? რამე არ გაგვიჩალიჩონ... - რა უნდა ქნან ირი? თავისივე მოსაწევზე პოლიციას ხომ არ დაიხვევენ. მოიტანონ თუ უნდათ, ჩვენი რა მიდის? - ძალიან კაიფი იქნება- ტატო ისევ ვერ იკავებდა სიცილს- დაბოლილი რუსა წარმოგიდგენია?! რუსას ხსენებაზე ირინა ცოტა ხნით შევაჩერე და თვითგამორკვევა ვცადე. - თქვენ... მეგობრობდით?... - არა რა ვმეგობრობდით- ბოლო ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო.- პირიქით... არ მისმენ? - არა უბრალოდ... - მესმის რასაც ფიქრობ. მაგრამ დამიჯერე, თუ ადამიანები რაღაც პერიოდს ისაუბრებენ, გაიცინებენ და ა.შ, მეგობრები არ გამოდიან. - გასაგებია. წამიერად შეჩერდა და შემდეგ განაგრძო. - სასმლის თემა ტატოს უნდა მოეგვარებინა. თქვა ყველა ხარჯს ჩემ თავზე ავიღებ, როგორ შემიძლია თავი ავარიდო როცა რუსას მოსაწევი მოაქვსო... მთელი სამი დღე მზადებაში, დაგეგმარებაში და ნერვიულობაში გავატარეთ. ყველაზე მეტად აყალმაყალის გვეშინოდა, არ გვინდოდა პირველივე წვეულებაზე პოლიციის სირენები. ტატოს მეგობარმა, ლაშამ, ტაბლეტებზე ახსენა რაღაც,რაზეც ვუთხარი რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და უბრალო მინაწერი დაფაზე. ამაზე ჩაეღიმა და დაგვეთანხმა, მაგრამ ეს რასაც ნიშნავდა შენც მიხვდები. ალილუია და დადგა ნანატრი დღე. ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მხოლოდ სტუმრებიღა გვეკლდა. ხალხი ნელნელა გვემატებოდა, მე ნათურების შესწორებაში ვიყავი დაკავებული,ტატო უკვე ყველა შესაძლო სასაცილო ამბავს ჰყვებოდა... ჩემი ყურადღება ლაშამ მიიქცია რომლიც ორ უცხო ბიჭს ელაპარაკებოდა ეზოში,რომლებსაც მე ცუდი სახელით ვიცნობდი. გაღიზიანება ვერ დავფარე და გარეთ გავვარდი. - ეს რას ნიშნავს?- აქ რა ჯანდაბას აკეთებენ.- კითხვებზე ლაშამ სრულიად მშვიდად მიპასუხა რომ მხოლოდ რამდენიმე შეკვრა ექსტაზი და სხვა ,,წვრილი“ ნარკოტიკები ადამიანების ბედნიერების განუყოფელი ნაწილია. ეს გამწარების ბოლო სტადია იყო - შენ ვინ ხარ რომ მიწყვეტ ჩემ წვეულებაზე რა იყოს და რა არა?-ხელები გავუშვირე და ვიგრძენი რომ ზედმეტი მომივიდა. - შენი წვეულება?!- ხელები ქვემოთ ჩამომაწევინა და მაგრად მომიჭირა- შენი თავი ვინ გგონია? მივხვდი რომ შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა და უბრალოდ ხელი გავაშვებინე. პირველად შემეშინდა მისი. - მადლობელი იყავი რომ სხვებს არ მოვუყვები ,,შენი წვეულების“ შესახებ,რომელზეც არანაკლებ ვიშრომეთ ჩვენც... ამიტომ უბრალოდ გამატარე. ეს მითხრა და რამდენიმე შეკვრა ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ მხარი გამკრა და სახლში შევიდა. ლაშას წყენინება არ მინდოდა,მაგრამ ფაქტია რომ სხვანაირად ვერ გამოვიდა. ახლა იმის საფიქრალი მქონდა, ვინმეს ჩხუბი არ აეტეხა და შემდეგ ამ ნარკოტიკისთვის ,,მასპინძელი“ ადამიანები არ დავეჭირეთ. თავი მისკდებოდა, საერთოდ ვინანე რომ რამის გაკეთება გადავწყვიტე. რატომ ვირთულებდი ცხოვრებას, უკვე ახალი ენთუზიაზმით მიტევდა... მოსაღამოვდა. ასე რვისკენ უკვე საკმაოდ ბევრნი ვიყავით. თბილი ამინდი იყო, მშვიდი, ოდნავ წვიმიანი. ჩემი აზრით იდეალურიც კი... რუსა და გოგონები არ ჩანდნენ. რამდენჯერმე გადავურეკე თუმცა მობილურს არ პასუხობდა. ტატო ძალიან გამწარებული იყო, სასმელსაც უანგაროდ სვამდა. უცებ გამახსენდა რომ მისი სიმთვრალის შესახებ,წარმოდგენაც არ მქონდა და უკვე მერამდენედ შევშინდი. გართობაზე კი არა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ყველაფერს მშვიდობიანად ჩაევლო. - სად არიან ის *ოზები?- მკითხა ყურთან ახლოს - დავურეკე და მოვალთო-ვიცრუე - გეტყობა როცა იტყუები. ცხვირი გეჭმუჭნება- გამეღიმა და ცხვირთან წაღებული თითი გავაწევინე. - ორი საათი გავიდა მხოლოდ და უკვე ნასვამი ხარ... - სამი გავა და ისევ ნასვამი ვიქნები... ოთხიც... ჩვენი საყვარელი ივენთის დასრულებამდე მუდმივად ასე იქნება. მაგრამ დილით ისევ ჩვეულ სიფხიზლეს დავუბრუნდები, აი შენ კი... ახლაც ლამაზი ხარ და დილითაც ზუსტად ასეთი იქნები... ესაა განსხვავება ჩვენ შორის. - არ მინდოდა ლაშას ტაბლეტები შემოეტანა- საუბარი შევცვალე - იცი რა არ მესმის?!- მითხრა და ხელკავი გამიკეთა - აბა რა არ გესმის? - არ სვამ... არ ეწევი. ნარკოტიკიც არასოდეს გაგისინჯავს. მუსიკის დიდი მოყვარული შენ არ ხარ, ყოველ მეორესთან შენ არ წვები... რა ჯანდაბად აკეთებ იმას,რასაც აკეთებ? - და რას ვაკეთებ?-გამეცინა - იქ ხარ,სადაც არ გინდა ყოფნა და მაინც უნდა იყო,რადგან სხვანაირად არ შეგიძლია... აი მე იცი რას ვფიქრობ? ზუსტადაც რომ შეგიძლია სხვა სიტუაციაში, სრულიად განსხვავებულში და მოულოდნელში...იქ სადაც შენი რეალური ყვავილი იზრდება, ჩემთან ერთად წახვიდე. - შენთან ერთად რატომ?- ვიგრძენი რომ ცუდი კითხვა დავსვი - აბა ლაშა?- - რა?! ხელი გავაშვებინე და შორს გავიწიე. - იცი, ნასვამი ხარ და შენი უაზრო ეჭვიანობის მოსმენა არ მინდა. - რას მებოდიალები... არასოდეს არავისზე მიეჭვიანია, როგორი ამბიციური ხარ. მაგრად ვისთან იქნები, თუ ლაშაა, ყველა არსებულმა ღმერთმა შეარგოს შენი თავი... მაგრად მახატია... - აგრესიას ვერ მალავ. აშკარად გეტყობა როგორც გახატია. გულიანად გადაიხარხარა და ხელი წელზე მომხვია. - იცი რა არის ბიჭების განუყოფელი ნაწილი? - რა არის. - ავხორცობა... - ეგ რას ნიშნავს? - ჩვენ გვჭირდება ხორცი,შენ კი ამის მოცემა შეგიძლია... სილა გავარტყი. ხელი ლოყაზე მოისვა და მშვიდად შემომხედა. - სად არის ის *ოზი რუსა?- თქვა და ხელი მობილურს წაავლო- ახლავე... მოიცადე... მობილური ხელიდან გამოვგლიჯე და ხელით ერთი მხარისკენ ვანიშნე საიდანაც გამოპრანჭული გოგოები მშვიდად იჯდნენ და რაღაცას განიხილავდნენ. ტატო ვეღარ დავაკავე. - რუსუდან- უთხრა და გადაკოცნისას თითები თმაში შეუცურა - უკვე დალია ამან? ახლა იქნება ცირკი- - ცოტა ხნით გამოდი. - არ მინდა... ტატომ ხელი მაგრად მოუჭირა და რუსა იძულებულა გახდა დამორჩილებოდა. ცოტა შორს ვიდექი თუმცა მათი დიალოგის გატარება რთული იყო. - სად არის?- - რა სად არის?!- გოგონამ გადაიკისკისა - რის მოტანასაც ირინკას დაპირდი. - ააა... მოსაწევი?- - ჰო. - შენ რა... უფროსწორედ თქვენ...- ჩემკენ გამოიწია-მართლა იფიქრეთ რომ მაგ ნაგავს მოვიტანდი? გაკვირვებული მანჭავდა სახეს და ხმამაღლა იცინოდა. - საერთოდ რას განვიხილავთ?- მინდოდა სიტუაცია გამენეიტრალებინა რადგან ტატოს უკვე ვეღარ ვენდობოდი- არც გვჭირდება.. - დაგავიწყდა ხომ? გინდა გავიმეოროთ?- ეს უთხრა რუსას,რომელმაც უნებურად ფერი დაკარგა და კედელს მიეყრდნო. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რაზე იყო საუბარი. მე ეგეთი დეტალები არასოდეს მაინტერესებდა და იმის დაშვებაც რომ ამ ორს სექსი ჰქონდა, დიდად ვერ მაცვიფრებდა,ჩემთვის არ იყო საინტერესო. ამიტომ უბრალოდ ტატოს მკლავზე თითები მოვუჭირე და ჩემკენ გამოვწიე. - ნაკოტიკი გჭირდება,ბევრი რამის დასავიწყებლად...-რუსა უცებ მოეგო გონს - არა, ეს შენ გჭირდება მაგარი გოგო იყო,რომ საცოდავი არ გამოჩნდე... კითხვა გაგიმეორო? გინდა იგივე? აქვე და ახლავე... უკვე ვეღარ ვაკავებდი, რუსას მთლიანად დაჰკარგვოდა ფერი, ფეხზე ძლივს იდგა. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. უკვე ყველა დადუმებული ჩვენ გვიყურებდა და შეგრძნება მქონდა რომ ჩემგან ელოდნენ შველას. მეც თავი ვალდებულად ჩავთვალე, ყველაფერი მეღონა. - ტატო იცი რამდენი ხანია ამ ყველაფერს ვგეგმავ? რატომ გინდა ყველაფრის გაფუჭება? - შენ არ გაინტერესებს,რაზეა საუბარი?-მკითხა - არა. - საერთოდ არ გაინტერესებს? - არა,არ მაინტერესებს. - მას არ აინტერესებს...-ეს თქვა და რუსას შეხედა-გრძნობ განსხვავებას თქვენს შორის? რუსამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ხელი ძლიერად ჰკრა. რისგანაც შემაკავებელი პასუხი მიიღო. ის ის იყო ტატოს ხელი უნდა დაერტყა,რომ შუაში მოვექეცი და დარტყმის საშუალება არ მივეცი. - მაკოცე და ყველაფერი დაწყნარდება. - რა თქვი?! - მე ეს მჭირდება დასამშვიდებლად-მითხრა ხმამაღლა - ეს უსამართლობაა, იძულებაა, ძალდატანებაა. - რა არის. მინდიხარ. - ისე როგორც მე გინდოდი ხო?-რუსამ გადაიკისკისა-ისე როგორც ბიჭებს გინდათ გოგოები... არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ გამეღიმა მაგრამ როცა მორიგი აღმართული ხელი დავინახე,ისევ მათ შუაში მომიწია ჩადგომა. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ვერ გავიაზრე ისე აღმოჩნდა ჩემი ტუჩები, ტატოს ბაგეებზე. მან წელი ხელზე მომიჭირა და მთელი სხეულით მიმიკრო. პირში ენა შემიცურა და ვიგრძენი როგორ ამეწვა ქვედა ბაგე. როცა ჩამოვშორდი, სისხლის გემო ვიგრძენი პირში. - მაპატიე- მითხრა ტატომ და უკან დაიწია- - რა გაპატიო? - სისხლი...- თითი ქვედა ბაგეზე მომისვა და ისევ უკან გაიწია. - აა.. არაუშავს... არაფერია. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად ბევრი რამ არის. - უბრალოდ ძალიან გინდოდი- ვუთხარი სიცილით - მშვენივრად... გაანეიტრალე სიტუაცია- ღიმილი უკან დამიბრუნა- მე უნდა წავიდე. - არა... სად მიდიხარ.-წინ ჩამოვეფარე. რამდენიმე წუთის წინ ვოცნებობდი რომ წასულიყო, ახლა კი მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი. თუ ვინმე კოცნის ძალას აგდებულად მოიხსენიებს, აუცილებლად ამ მაგალითის შესახებ მოვუყვები. ტატო დაბნეულმა გამწია. - დარჩი რა... - რატომ? მითხარი რატომ დავრჩე. - ამდენი ხანი ვგეგმავდით... დეტალურად... - ეგ მაგრად გკიდია ამ მომენტში. მითხარი რატომ გინდა დავრჩე. - უბრალოდ მინდა ყველანი ერთად ვიყოთ. - აი ეგეც გკიდია. თქვი თორემ... ძლიერად მომიშორა და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მივაძახე - იმიტომ რომ მინდიხარ. - მომესმა?!-თქვა სიცილით და ჩემკენ გამოიხედა-უფრო ხმამაღლა. - იმიტომ რომ მინდიხარ მეთქი.-ვუთხარი გაბრაზებულმა - როგორ გინდივარ?- უფრო ხმამაღლა. - როგორც ერთ ცხელ სხეულს, მეორე ცხელი სხეული უნდა... დადებითი როგორც იმუხტავს,უარყოფითს... მინდიხარ, მოკლედ და ! რამდენს მალაპარაკებ ? მინდიხართქო... - მე არა. ეს თქვა და ზურგი მაქცია. აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვიყავი. ისევ დავეწიე და ხელი ზურგზე დავარტყი. - წეღან ხომ თქვი... - წეღან ნასვამი ვიყავი, ახლა ფხიზელი ვარ. - როგორ ბედავ იმის თქმას რომ... როგორ... - რომ არ მაინტერესებ? აი ჩვეულებრივად. როგორც შენ არ გაინტერესებდი რამდენიმე წუთის წინ,სანამ სისხლის გემოს იგრძნობდი ტუჩზე, ისე. - სისულელეა...-ვთქვი ათრთოლებულმა - სცადე. წამოიწიე და მე მოგიშორებ. - არ ვაპირებ ჩემი თავმოყვარეობა გამოვცადო. - იცი ახლა რა ხდება საყვარელო? ... შენ გონებაში მე კი არ ვარ, ის აზრები დაცოცავენ ,,როგორ შეიძლება არ ვუნდოდე“, ,,ამას როგორ მიბედავს“. პატარა, ეგოისტი, ნაადრევად გაზრდილი გოგონა ხარ,რომელიც უარყოფას ვერ აღიქვამს. რომელსაც უნდა რომ მუდმივად ცენტრში იდგეს და ყველა მისი სურვილების შესრულებით იყოს გართული. რომელიც ითხოვს ყველაფერს, მთელ ქვეყანას, ქვეყნის ყველა მოსახლეს და ყველა შესაძლო შესაძლებლობას... რუსასგან არაფრით განსხვავდები. შემეშვი და გამატარე რა... დავნებდი, აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. კარები რომ გაიჯახუნა, საზურგე სკამს პირქვე დავეცი და ლუდი მოვიყუდე. - მომეცი რამე-მივუბრუნდი ლაშას - რა?.. - მომეცი ის რაღაცები,რაზეც გეჩხუბე. ორი ტაბლეტი ამოაძვრინა და ენის ქვეშ ამოვიდე. ლუდი დავაყოლე და თვალები დავხუჭე. ,, ესეც სანატრელი გართობა ირი. მთელი უნივერსიტეტის წინაშე დაგამცირეს“. არავინ არ იმჩნევდა მაგრამ ყველა მე მიყურებდა. ჩემ რეაქციებს ფილტრავდა. გარყვნილების იარლიყის მოწებება, სწორედ რომ ამ უწყინარი დიალოგებიდან გამომდინარეობს. რა უნდა მექნა?! ეს საკითხი მე არ მანაღვლებდა. ტატოზე უფრო ვდარდობდი. რაც უფრო მემატებოდა გაბრაზება, უფრო მეტად ვგრძნობდი სისხლის გემოს. უნდა ვაღიარო რომ ეს საუკეთესო შეგრძნება იყო იმ წამს. წამლებმა გამაბრუეს, უარესად ამრიეს. ცეკვა მომინდა. სკამიდან წამოვდექი, ხალხში გავერიე. ხელებს ხან ზურგზე ვგრძნობდი, ხან კისერზე, ზოგჯერ უკანალზეც... სიტუაციის შეგრძნება დავკარგე. მოქმედების უნარი წამერთვა. ყველაფერი კომპლექსური და უჩვეულო გახდა. ამან მომნუსხა, ბევრი რამ მიმავიწყა. ისიც არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩაკეტილ ოთახში. როგორ დავრჩი ნახევრად შიშველი, ჩემი შავი ლიფის და კოპლებიანი ტრუსების ამარა. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, სისველე რომ ვიგრძენი სხეულზე. გაბრუებული გაძალიანებას ვცდილობდი თუმცა არ გამომდიოდა. სხეული წამერთვა. საკუთარი სხეული. - ვინ ხარ?! რას აკეთებ?-ვამბობდი ჩურჩულით როცა ჩემში შემოვიდნენ. ძალიან მეტკინა, მწვავე ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა. სისხლის დენა ვიგრძენი. ჩემი უბიწო სხეული,რამდენიმე წამში მოსანანიებელ ცოდვად მექცა. ვიღაც უცხო,ძლიერი ბიძგებით მაწვებოდა და ჩემში უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს. უუნაროდ ვეგდე საწოლზე და წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ჩემ თავს. ეს იყო საკუთარი თავის სისუსტის, ჩემი უუნარობის მაქსიმუმი. თითები ყელზე მიჭერდნენ, მეგონა ქვედა ტკივილი არ იყო საკმარისი და ის ყველა ნაკვთით უნდა მეგრძნო. აკანკალებულ და საშინელ გარემოში,საკუთარი უბედურების მომსწრე... როცა გონს მოვეგე, გავიაზრე რომ ჩემივე სისხლში ვიწექი. მთავარი გმირი სადღაც დაკარგულიყო. საპირფარეშოში შევვარდი და გული ავირიე. სხეული მიხურდა, სიწითლე მეტყობოდა მენჯებზე. - ავადმყოფი- ამოვიგმინე- მისი სპერმის სუნი ისევ სხეულზე მქონდა მიკრული. მიმხმარი და გახრწნილი. შხაპი მოვუშვი... მოწოლილი ცრემლები მოიშორა, მორიგ ღერს მოუკიდა და ღიმილით გამომხედა. - ვინ იყო?!- ვკითხე შეშლილი სახით - არ მახსოვს... თავი დავხარე. - მახსოვს მისი კანის სუნი და სიმკვრივე. მახსოვს რომ მოკლე თმა ჰქონდა და ძლიერი მკლავები... ისიც მახსოვს როგორი ტემპით მჟი*ავდა,მაგრამ მისი სახე... არ მახსოვს. - როგორ კი მაგრამ? - ოთახში სიბნელე იყო. ოდნავი სინათლეც არ ჩანდა... მხოლოდ ლანდები მახსოვს. - ძალიან ვწუხვარ... ძალიან... ეს ვთქვი და ჩემი უნებურად აცრემლებული თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. - სამი დღე სახლში ვიყავი ჩაკეტილი და გარესამყაროსთან კონტაქტი არ მქონდა. როცა მობილური ამიფეთქეს, ჩემ ერთ ახლო მეგობარს გავეცი პასუხი. ვკითხე რა მოხდა იმ ღამეს... როგორც გავიგე, ძალიან ბევრი დავლიე და წამალიც დამიმატებია... საკუთარი სახლიდან გამიყრია რამდენიმე, ისიც... მოსაწყენი და გარყვნილი ხალხი მიძახებია სულ- ჩაეღიმა- მთავარი კი ბოლოს წავიდა როგორც ჩანს. ვიცი რომ დიდად ადამიანებს სიყვარულის უნარი არ გვაქვს, თუმცა ვიცი, იქ რომ ვინმე ჩემი ახლობელი ყოფილიყო, აუცილებლად დამიცავდა... გამოდის რომ სულ მარტო დავრჩი. თავს არ ვიმართლებ, ეს არც მჭირდება. ეს ჩემი ტრაგედიაა და მე უნდა ვზიდო მთელი ცხოვრება. უბრალოდ ზოგადად მინდოდა წარმოგედგინა ჩემი სიტუაციის სიმძიმე... - მესმის... საშინელებაა... - რადგან არავინ აზრზე არ იყო რა მოხდა, არც მე დავიწყე იმის მოყოლა,როგორ დავკარგე ჩემივე საქალწულე აპკი,ძალდატანებით. ის ოდესმე მაინც დაარღვევდა სიმთელეს, მაგრამ აუცილებელი იყო ეს ასე მომხდარიყო? საშინელებაა როცა პირველი სექსი გაქვს და არ გახსოვს. ნუ არ ვიცი ეს რა იყო... - მოიცადე...-სუთქვა შემეკრა-თვლი რომ ეს ძალადობა არ ყოფილა? - იმ მომენტში... ვიცი ეს ძალიან დამაბნევლად ჟღერს, მართლა რთულია ამის ახსნა... ფიზიკურად დიდად არც შევწინააღმდეგებივარ... - წეღან თქვი რომ... - ვიცი რაც ვთქვი. მცდელობა მქონდა მაგრამ შევეშვი... გამოდის მინდოდა რაც მოხდა. რაღაც დოზით მინდოდა... - ჭკუიდან შემშლი. - ზუსტად მახსოვს რომ იმ ოთახში ჩემი ნებით შევედი... ზოგ ადამიანს ძალადობა აღაგზნებს, ამის გამო ვერ განსჯი. ვიცი, რასაც ფიქრობ... ავადმყოფი გგონივარ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდებოდა ჩემ თავში. ის დღე საბედისწეროდ ჩაინიშნა ჩემი ,,გემოვნების ლექსიკონში“. იმის მერე ნაზი სექსი აღარ მსიამოვნებდა. მინდოდა ხელი კისერზე მოეჭირათ, უხეშად მომქცეოდნენ, ხელი გაერტყათ... ფიქრობ რომ შეშლილი ვარ?... - კი,სწორედ მასე ვფიქრობ. - შენ უბრალოდ წარმოდგენაც არ გაქვს... წამიერად გამოვუტყდი ჩემ თავს რომ შეიძლებოდა რუსა რაღაც დოზით სიმართლესაც ამბობდა,როცა მასზე საუბრობდა. - უნივერსიტეტში რომ მივედი, ყველა თავზე მევლებოდა. ჩემ ამბავს კითხულობდნენ... მხოლოდ რუსა მიყურებდა დაცინვით და მუდამ ცდილობდა ჩემთან კონტაქტს. ხან რაზე ჩამომიგდებდა საუბარს,ხან რაზე... ეს მაღიზიანებდა. ვიცოდი რომ ყველაფერი ხელოვნურად ხდებოდა, ვიაზრებდი რომ ის ღამე ნორმალური არ იყო მაგრამ ამის განხილვას არ ვაპირებდი... მინდოდა ყველაფერი სადღაც მიმეჩქმალა. მაგრამ არ გამოვიდა... დემონებმა გაიგეს... ტატომ აუდიტორიაში ძალით შემიყვანა, ალბათ სწორედ მაშინ დამინახეთ შენც და იმათმაც... აუდიტორიაში შემიყვანა და მთელი ძალით შემანჯღრია. დიალოგი ზუსტად მახსოვს. - შენ გაგიჟდი გოგო?!- - ჰა?...-სრულიად მშვიდი ვჩანდი. - ეს ჩანაწერი ნახე?! შევკრთი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.