შავში თეთრი (1)
ყვავილ-ნარინი - ეს ის ერთადერთი ყვავილ-ნარინი - ეს ის ერთადერთი ადგილია სადაც შეგიძლია იყო ის ვინც გინდა , აკეთებდე იმას რაც გინდა და იყო იმასთან ვისთანაც გინდა . აქ არ გაგკიცხავენ , არ შეგაწუხებენ , არ დაგცინებენ არც იმ იდიოტურ კითხვებს დაგისმევენ რაც გულს გტკენს , მაგრამ ერთი პრობლემაა ... ეს მხოლოდ სიზმარია სიზმრები ადამინში არსებული , ღრმად ჩამარხული ოცნებებია , სიზმრებს მივყავართ სადღაც შორეულ ქვეყნებში ან ადამიანებთან ვინც გვენატრება , ვინც გვაკლია , მაგრამ ისისინი მხოლოდ სიზმრებია . დილა ბანალურად დაიწყო , ადექი სკოლაში არ დაგაგვიანდეს , ყავა , ჩანთა და კარის ამაზრზენი ჯახუნი. მივდიოდი , მივდიოდი სკოლაში , მივდიოდი ადგილას და ჩემი სული მეობნებოდა :"არა არ გინდა " . როგორც საწყალი ადამიანის სული ჯოჯოხეთის ცეცხლში რომ იწვის და შველას ითხოვს . მოკლედ დაწყევლილ ადგილას , დაწყევლილი ნაბიჯები და უცებ რაღაც უცნაურად ვიღიმი , უცნაური ჩაღიმებაა თითქოს რეფლექსი ან არ ვიცი , გულში სიხარულს გრძნობ ფეთქავს და არ ჩერდება და აი გამოჩნდა . - ოდრი ... -ვჩურჩულებ და მისკენ მივიწევ . -ჩემი მონა ლიზა . -ხელებს შლის და ჩემსკენ მორბის ისე მეკვრის როგორც დედა-შვილს . -ნია.. -ნანო... ორი გიჟის ორი გიჟური შეხვედრა , საუკეთესო დაქალები და ხალხის სიფათები რომლებიც გეობნებიან :საიდან მოიყვანეს ესენი ? ან რომელი საგიჟეთიდან გამოიქეცი ? . ნია ჩემი საუკეთესო მეგობარია , ერთადერთია რომელმაც თქვა "კი" და არა "არა" იმ შემთხვევის მერე . არ მიმატოვა არ გამკიცრა არ დაუსვია იდიოტური შეკითხვები რომელიც გულს უფრი მატკენდა , თან იცით რა დროს ? როცა არ "მიცნობდა" . გვერდზე მომიჯდა და როდესაც მთელი სხეული გაყინული მქონდა , როდესაც ვგრრძნიბდი რომ არარაობა ვიყავი , ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა :"უბრალოდ არ გაგიშვებ " . სხვებმა უბრალოდ დაახვიეო მითხრეს , მართლებიც იყვნენ , არ გავკიცხავ . ალბათ მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა რომ გამეგო რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი .... -მზად ხარ ?-მეკითხება ნია და გრძელ ნაწნავს გვერდზე იგდებს . მე სუნთქვა შევიკარი გაზაფხულის ჰაერმა სცადა ჩემი გამხნევება და სახეზე მომეფერა . ვთვლი რომ გაზაფხული ქალია , არა ის დედაჩემია როცა მიჭირს მოდის და უბრალოდ მეფერება მიხუტებს . მე მას ვგრძნობ ის კი მე . -კი...-ვჩურჩულებ მე და სკოლის დიდ შუშის კარებს ვაღებ . შესვლისთანავე დამთავრდა ჩემი თავისუფლება და გაზაფხულმაც კი მითხრა :"მაგრად დაგერხაო" . ზოგმა არ შემამაჩნია , ზოგიც მაიგნორებდა , ზოგიც ნიას ჩურჩულებდა გამოეცალეო , ზოგიც გზას მითმობდა . მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს სიკვდილმისჯილი ვიყავი და ხალხის წინ გავიარე . გული აქეთ-იქით ხტოდა , ფეხები და ხელები ყინულივით გათეთრებულიყვნენ და იყინებოდნენ , კბილებს ნერვულად ვუჭერდი ერთმანეთს , ყინულის თითებით მაგრად ვეკვროდი ჩანთას , ყელში კი რაღქც საშინელი ბურთი მქონდა გაბჯენილი , რომელიც მახრჩიბდა ყოველი ბურთის გაქრიბის შემდეგ კი ახალი იბადებოდა და უგივეს იმეორებდა . საბოლოოდ ვეღირსე და ხის თეთრ კარებამდეც მივაღწიე , რომელსაც პატარა ასოებით ეწერა X' , თეთრ კარებს სიძველისგან ფერი გადასვლოდათ და ლამაზად იყვნენ არეულნი ყავისფერში . გაყინული თითები მუშტად შევკარი და კარისკენ წავიღე , რაღაც ძალა მეობნებოდა არა არ გინდა ეს არ გააკეთოო , მაგრამ რაღაც ამაზრზენმა ხმამ უკნიდან საპირისპირო გამაკეთებინა , ეს ხმა შეკითხვა იყო , სულელური შეკითხვა რომელსაც ვირივით ყროყინი (სიცილი ) მოჰყვა .შეკითხვა კი ასეთი იყო:"რო გაითიშები აქ ვიდგე რო დაგიჭირო თუ გავიწიო იმიტომ რომ ხელს მომტეხ ? " კლასში როგირც კი შევედი ნიამაც შემოაბიჯა , დაახლოებით 2 წელი ერთი და იგივე კლასში ვსწავლობდით და დაახლოებით 2 წელი ერთიდა იგივე ადგილას ვიჯექი ამიტომაც იმ ადგილისაკენ გავიქეცი , იქ ჩემი ყოფილი დაქალი იჯდა ქეთა , მაგრქმ ის გააკეთა რასაც ..ნუ მოველოდი , მაგრამ ასე არა . -სხვა ადგილი მონახე , ძუ..ა -თქვა და ჩანთა სკამზე დადო . არაფერი მიპასუხია , ანდაც რა უნდა მეპასუხა პატარა ბავშვივით ჩხუბი დამეწყო ? ნიამ მანიშნა აქ მოდიო და მეც მასთქნ მუვედი , სხვა რა გზა მქონდა რომ ? მასწავლებელი შემოსული არ იყო , ნუ იყო მაგრამ აქ არ იყო , ეძნია და ბავშვებიც "არ გავაღვიძოთ , ბავშვიო ჩუმად ისხდნენ " ფანჯარასთან ვიჯექი , მზე პირდაპირ მე მაჭყიტებდა , შეიძლება გაზაფხული მიყვარს მაგრამ არა მზე . ყურსასმენები გავირჭე ფეხები სკამზე შემოვაწყვე და თვალები დავხუჭე . ჩემი წარმოსახვები ისეთი უცნაური და საოცარია ვერც ვხსნი , მერე ვხატავ ხოლმე , ვხატავ და კედლებზე ვაკრავ . ახლა ? ეს იყო თეთრი გვირილა შავი ლაქებით , ლაქა ნელ-ნელა შეიპარა შეიპარა და გვირილა გაშავდა . ჩემი წარმოსახვები დამთავრდა , გაიფანტა და გაუჩინარდა როდესაც თეთრმა კარმა ჭრიალი დაიწყო . ჩემს გულში არსებულმა ვარდმა ეკლები ამოიყარა და ტკივილი დაიწყო , ბურთები ჩემს ყელში ისევ გამოჩნდა . მუცელში კი უცნაური შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიძირებოდი , თითქოს ვკვდებოდი და ვიყინებოდი , მაგრამ ეს ყინული ძალიან ცხელი იყო , ძალიან ცხელი . მან პირველი ნაბიჯები შემოდგა , ყოველი ძირს დადგმული ნაბიჯი კი მე მტკიოდა. ***************** დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი , იმედი მაქვს იაქტიურებთ , იმიტომ რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ . გრამატიკულად გაუმართავი როა ვიცი . სადაც შეგიძლია იყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.