სიმშვიდემდე შეშლილი(14)
- ეკუნა სანამ გოგას მოშორდება მარიამი მისი მეგობრები უნდა გაგაცნო ... გოგას სახლს ეძებდნენ გზაში შემხვდნენ და თურმე მისი ძმაკაცები არ ჩავიგდე ხელში? დამიანე და დემნა დადიანები-მომესმა, მეგონა ნამდვილად მომესმა- -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ეკა ... ბავშვობაში ბევრი მსმენია თქვენზე გოგასგან- დემნას ბოხი ხმა წვდება ყურებს . გათიშული ვიყურები ოთახში და მამაჩემის გვერდით მდგომ დამიანეს მზერას პირდაპირ ვაწყდები, მამას მის მხარზე ედო ხელი და იღიმოდა ის კი მე მიყურებდა ჩემი მზერით,ჩემი ღიმილით... არ ვიცი ამდენი ემოციისგან როგორ ვიდექი ფეხზე,როგორ არ დავკარგე გონება და მოვახერხე საუბარი. დედას უკვე ნათქვამი ჰქონდა „ნუთუ თქვენ მარიამის და თამარას ლექტორი ხართ“ და შესაბამისად მამამ კიდევ ერთხელ თქვა რა პატარაა ეს ქვეყანაო. წელზე რომ მომეხვია დაძარღვული ხელი და თავისკენ შემაბრუნა ლამის წამოვიკივლე, დემნამ ჩამიხუტა და შუბლზე მაკოცა -რძალო გილოცავ კიდევ ერთხელ ახალ წელს... შენთვის ახლაა ახალი წელიც და შობაც - ჩუმად მეჩურჩულება და ისე იცინის როგორც ჩვევია- თავი გაიმაგრე სულ ნუ ჩამოდნები! არ შემარცხვინო - თვალს მიკრავს და გოგას გვერდით ისე ჯდება რომ დამიანეს ადგილი ჩემს გვერდით რჩება. დედა სამზარეულოდან მეძახის მარიამ მოდი დამეხმარეო და ძლივს მივბარბაცებ, გვერდი რომ ავუარე ისე გამომხედა ლამის იქვე ჩავიკეცე. მაინცადამაინც მაშინ მთხოვა დახმარება მუდამ ენერგიით სავსე დედაჩემმა და ლამის თავიდან გამაშლევინა სუფრა, იმას ვერ ხედავს ძლივს რომ დავლასლასებ? ჩემს გასაგიჟებლად არ ჩუმდება გიგი და იძახის „ვის ოჯახშიც ეს შევაა ... შეხედე ცოლო როგორ ტრიალებს ისწავლე რამე“ კიდევ იმდენი რამე თქვა სანამ მკვლელი მზერით არ გავხედე ლამის გავუქანე ერთი თეფში და ქათმის ბარკალი პირდაპირ სახეში გავარტყი. -რას დაარბენინებ ბავშვს ... მისი სტუმრები არიან და აცადე დაჯდეს ჩვენთან ერთად- მამამ რომ უთხრა დედას არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა= მოდი მაა სკამს ვწევ და ისე ვჯდები რომ არ ვუყურებ. ალბათ ისეთი გამომეტყველება მაქვს ამაზე ეცინება მეორე დადიანს. მამა რომ სვამდა მათ სადღეგრძელოს ლამის იქვე ჩავიფერფლე. შენ რო იცოდე დამიანე ვინ არის ნეტავ რას გააკეთებდი მამა? ძმებმა „სამადლობელი“ დალიეს. დემნა ბოლომდე ცლიდა ჭიქას და საოცარი ღვინაო არ ამის თქმა დავიწყებია მერე გოგამ დაუმატა ბიძაჩემს სულ მაგარი ღვინო აქვსო . ისე მინდოდა თამარასთან საუაბრი,ახლოს ყოფნა მაინც ის კი მეორე ბოლოში იჯდა და ვერანაირად დავეკონტაქტებოდი . რამხელაა მაინც ეს მაგიდა მეტის ღირსი ვარ მე არ ავარჩევინე? ისე მეწვის მარჯვენა მხარე ვიცი თვალს არ მაშორებს ,მაგრამ ხელს რომ სწევს თითებს ხელისზურგზე მისვამს სუნთქვა მიჩერდება. ჩემს ხელს თავის ტორში იქცევს და აი ასე მშვიდად მეფერება . ხელის დახსნას ვცდილობ მაგრამ არ მიშვებს, მშვიდად აგრძელებს მათთან ერთად დალევას სადღეგრძელოს ისე ლაკონურად და ლამაზად ამბობს მამაჩემი მოხიბლულია . მიშოსკენ გამირბის მზერა რომელიც მაშინვე ტუჩის კუთხეს სწევს და მიღიმის. შენ რაღა დაგემართა როდის შეურიგდი დადიანს! არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული,მაგრამ თავი დავიძვრინე როგორღაც და ეზოში გავედი . თოვდა, ისე გამიხარდა ფანტელების დანახვა ლამის ყველა გრძნობა გაქრა,მაგრამ დიდხანს მოვისვენებდი როცა ის იყო ახლოს? -უდავოდ დიდი სიხარულით მიიღო შენმა ოჯახმა გზააბნეული ტურისტი - რის თქმას ვაპირებდი სიმშვიდეზე? -როგორ საშენოდ გამოიყენე სიტუაცია..ასე ძალიან გინდოდა ჩემი ნახვა? - ძლივს ვაბავ სიტყვებს,მერე რა რომ მაინც ვერ ვმალავ ემოციას და მის ღიმილს ვიწვევ. -ღმერთს შევებრალე და დახმარების ხელი გამომიწოდა ... -მიახლოვდება და თითს სახეზე მისვამს იმ ადგილას სადაც წამის წინ ფიფქი დამეცა-შენ არ გებრალები მხოლოდ იმდენად მიახლოვდება მგონია რომ მაკოცებს, მაგრამ სანდროს ხმა აჩერებს. ისევ სწორდება და ჩვენკენ მომავალ ალექსანდრეს უყურებს. -მამა გეძახის მაროო - მეეჭვება რაღაც... ისე მიყურებს უნდ არომ გავქრე იქედან. მივდივარ ...ისევ ვერ ვეუბნები სათქმელს.ეს უკვე რაღაც ნიშანია... მაგიდასთან საუბრობენ, მეც ვუერთდდები . საბას ვუსმენ ყურს რომ სწვდება დემნას ხმა -დეიდაშვილო დამდე პატივი და შენს ლამაზ ცოლს უთხარი ცოტა ხანს შეისვენოს ...ყურები ამტკივდა -მაზლო ტვინი მატკინე უკვე... სხვა სახუმარო ვერაფერი ნახე? ! - ქეთა ბრაზდება და დემნას უყურებს,ნამდვილად მაზლო უთხრა მან კი დეიდაშვილოო. მიშოს ვუყურებ, მანაც გაიგო ეს ყველაფერი და წამში შეეცვალა მზერა ,რა თქმა უნდა აი მთავარი მიზეზი მათი უთანხმოებისა... აი ის თამაში რაშიც ადანაშაულებდა... დემნას გამო ვიკავებ თავსო თქვენ ორს იმიტომ გინდობთო. ალბათ საშინელი გამომეტყველება მაქვს, იქ გაჩერება აღარ შემიძლია მინდა მოვკლა დამიანე, მინდა ბოლო ხმაზე ვუყვირო და ვუთხრა რომ ნაძირალაა. გიგის ენა ამოვაცალო ჩემი ღალატისთვის და ორივე გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან. სწრაფად გავდივარ მეორე ოთახში და ორ წუთში მიშოც შემოდის -იცოდი და არაფერი მითხარი! შენც არ გაპატეიებ... მე გკითხე შენ კი მომატყუე შენც მომატყუე -მარიამ ... არაა ისე როგორც შენ ფიქრობ! -აბა როგორაა ...რა თქმა უნდა განგებ მეკითხებოდა ყველაფერს. როგორ ვერ ვხვდებოდი ,რა სულელი ვარ არადა მეგონა რომ არ ვცდებოდი ადამიანებში -მარიამ გასაგებია რომ ბრაზობ... მხოლოდ იმიტომ შეგიძლია იყო ნაწყენი რომ არ გითხა არაფერი,მაგრამ განა სხვა რამე იცი მის შესახებ? არავითარი გეგმა არ ჰქონია დამიჯერე! რომ ჰქონოდათ შენი აზრით აქ ვიქნებოდი და მას დავიცავდი? -არ მაინტერესებს! მომატყუა ,დამიმალა ... უნდა ეთქვა . უნდა მცოდნოდა! -მაგიდასთან ვბრუდნები და გიგის გვერდით ვჯდები -აბა დეიდაშვილები რაზე საუბრობთ? -მე და ქეთას ნერვებს გვიშლის დემნა! უფრო ვიტყოდი სისხლს გვიშრობს -ხოო? დეიდაშვილია უნდა მოუთმინო აბა როგორ გინდა! დამიანე საერთოდ გაწამებს ლექციაზე,მაგრამ არაფერს ეუბნები - ამ დროს ოთახში შემოსულ ლექტორს ვუყურებ და წამსვე იჭერს ჩემს მზერას ,წარბებს კრავს და ისე მიმზერს - არამიკერძოებაც ასეთი უნდა...როგორი სამართლიანი კაცია პირდაპირ გაგიჟება შეიძლება -ლექციაზე ავიწყდება საერთოდ ნათესავი კი არა ნაცნობი რომ ვარ ! რადგან არ ჩავიჭერი რაღას დავეძებ- გიგი ისევ ისე ლაღად მიცხადებს .საერთოდ ვერ ხვდება რომ უნდა ვბრაზობდე? ვერ ამჩნევს რომ გაგიჟებული ვარ? ჩემს ადგილას რომ ვჯდები მაშინვე ჩემკენ იწევს -აგიხსნი ... -არ მჭირდება! -მარიამ გთხოვ... -უკვე შემხვდი ...შეგიძლია წახვიდე დანარჩენს გიგი მოგახსენებს -მართლა ასე ფიქრობ? -აჰ არ მითხრა რომ გული გატკინე...მე გაბრაზებული ვარ ,გაცოფებული ! -გილოცავ, მე განრისხებული ვარ ! -რისხვას ჩემგან უნდა ელოდე ...დამიჯერე არ აგივლის გვერდს ! უცებ მავლებს მკლავში ხელს,მაგრამ წამსვე მიშვებს რადგან დროუალდ იაზრებს სად არის. მე კი მთელი დარჩენილი დრო ზედაც არ ვუყურებ. ყველას ვესაუბრები, ვიცინი ვერთობი მას კი არც ვიმჩნევ. ისიც არ მეკონტაქტება, აღარც ხელზე მეხება და საერთოდ კარგად ერთობა ჩემებთან. თამარა მანიშნებს გამომყევიო და მეც გავრბივარ კი არ მივდივარ, -ზემოთ წამოდი ...- სწრაფად ვავლებ ხელს და მეორე სართულისკენ მიმყავს. საწოლზე ვსვამ და ვიწყებ- გიგი დადიანების დეიდაშვილია წარმოგიდგენია? მე კიდე მე სულელი არაფერს ვეკიტხებოდი რადგან მეგონა მისთვისაც არ იყო მთავარი ინფორმაცია ...უბრალოდ მე ვაინტერესებდი ისეთი როგორსაც მხედავდა ... თურმე ინფორმატოორი ჰყავს ბატონს ! ორ დღეში უნივერსიტეტში მივალ და მერე ორივეს გადავუხდი -დამშვიდდი... -იცოდი? -არა საიდან უნდა მცოდნოდა გოგო... =მიშომ იცოდა და არ მითხრა! მოვკლავ მაგასაც და დაგტოვებ კაცის გარეშე ... თორმე რატო უბღვერდა ორივეს -ახლა რომ შეურიგდა ხომ ხედავ... ე.ი არასწორად გაიგო და შენ რატომ ბრაზდები ასე ძალიან? -შენ ტვინი შეგიცვალა იმ ხისთავიანმა სვანმა? ყველაფერზე ბრაზდები და გიჯდები მე როგორ მეუბნები მაგას -ცოდოაა თანაც არ გეკადრება ასე ტყუილად გაგიჯდება...დარწმუნებული ვარ დამიანე ეგრე არ დაეცემა არასდროს სხვისგან მალულად რომ მიიღოს ინფორმაციები და ჯაშუშად შემოგიგზავნოს.გიგი უბრალოდ გეკითხებოდა ,რადგან ხვდებოდა ალბათ რამეს... დაფიქრდი უბრალოდ -მაინც ვბრაზობ! საერთოდ აღარ ვეტყვი იმას რის თქმასაც ვაპირებდი ...მისმენ საერთოდ?- მობილურში იჭყიტება უცებ და წამში ქრება ჩემი ოთახიდან. ვრჩები საწოლზე გაწოლილი და ვკივი-სად მიდიხარ თამარაა... ხმას რომ არ მცემს მუცელზე ვწვები, ფეხებს მუხლებში ვხრი და ვამოძრავებ,ნერვებს ვიმშვიდებ .მერე უცებ ვბრუნდები რადგან უცნაური შეგრძნება მეუფლება დამიანეს რომ ვხედავ გაოგნებული ვუყურებ. საწოლზე ჰორიზონტალურად ვწევარ,ის კი ისე დგას რომ ტერფებით ვეხები მის ფეხებს , ზემოდან დამყურებს ჩვეული მზერით. უკმაყოფილოა , ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი მზერა აქვს რომ ასე მგონია თავად გაბრაზდა . ისე რომ გამიხშირდა სუნთქვა სახეში მომხვდა მკერდი მერე მივხვდი რომ თვითკონტროლი მჭირდებოდა ,მაგრამ ვინ დამაცადა წამოდგომა, პირდაპირ კოჭებზე მომხვია ხელი და ისე დამასრიალა ძირს მერე ხელი მომხვია წელზე და უკვე მის სხეულზე აკრული ვიდექი გონს რომ მოვედი -კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინე... ამჯერად უფრო მძიმე ! რა გიყო ახლა მე შენ? როგორ დაგსაჯო? - მეუბნება ბოხი ,ხრინწიანი ხმით და ხელს არ მიშვებს -მომესმა ალბათ ხო? ნამდვილად მომესმა ...იმდენად ვარ გაოგნებული და გაცოფებული რომ არაადექვატურად მესმის სიტყვების წყობა... უნდა გეთქვა რომ დანაშაული ჩაიდინე და ფიქრობ იმაზრ როგორ დაგსჯი -ეჭვი მე შევიტანე შენში? მე გაგიბრაზდი უსაფუძვლოდ? პატარა იმპულსური ბავშვივით მე მოგექეცი? -მე პატარა ბავშვი ვარ ! ჯერ კიდევ ჩამოუყალ... -არ გაბედო შენი ასაკის გამოყენება! შენ არ ხარ ჩვეულებრივი ... არ აზროვნებ ტიპური მოზარდი გოგოშკას მსგავსად და შეურაცყოფას ნუ აყენებ საკუთარ თავს მათ რიცხვში რომ ერთიანდები! -ისე მეუბნება ყვირილის ტოლფასია,მერე რა რომ ხმას არ უწევს! სიტყვას ვეღარ ვეუბნები, სადაა ჩემი შემტევი ხასიათი? ჩემი მებრძოლი სული სად გაქრა, ფარი დააგდო,ხმალი გაუტყდა და ახლა ბრძოლის ველს ტოვებს? -გეშლება...ცდები შენ ჩემში ცდები და არ გინდა რომ აღიარო ! არ ვარ მე ისეთი როგორიც შენ გგონივარ, შენი წარმოდგენისგან სრულიად განსხვავებული ვარ და საერთოდ არ შეგეფერები...მე უბრ -შენ უბრალოდ ჩემთვის ხარ შექმნილი... იყავი და იქნები .ამას ვერ შეცვლი შენი ერთი კონკრეტული ქცევით ან სიტყვების წყობით , რომელსაც გაცოფებული მეტყვი. თუ ვინმეა შეუფერებელი ჩვენ შორის ყველაზე დიდი დოზით მე ვარ ,მაგრამ ვერაფერს ვიზავთ ან შენი ვიქნები ან არავის ! შენ უბრალოდ არჩევანიც არ გაქვს! კარგად დაიმახსოვრე ...ჩემ გარდა არჩევანი არ გაქვს - ასეთ სიტყვებს ასეთი ტემბრით როგორ მეუბნება, ვერ ვბრაზდები,ვერ ვგიჯდები.პირდაპირ მიბრძანებს,ისე მეუბნება თითქოს უსულო საგანი ვიყო ,მაგრამ მისი ტემბრი მეფერება აი ასე მტელს სხეულს ივლის მზერასთან ერთად,მისი სუნთქვა ტუჩებიდან რომ მოდის სახეზე მეფრქვევა, თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადააქვს, წამით ხსნის ბაგეებს მგონია რომ მაკოცებს, მერე ოთახში იხედება თითქოს იაზრებს სად არის და უკან იხევს. მიდის! როდემდე განაგრძობს ასე წასვლას როდის მობეზრდება ჩემთან კამათზე თავის არიდება ან მე როდემდე ვიქნები ასეთი მორჩილი! უკან რომ ვბრუნდები ეზოში გამოდიან ვაჩე მეხვევა და მკოცნის -მარუსიაა მივდივართ და ვიცი რო შენი გული მიმყვება ... ცოტა გაუძელი და მალე გნახავთ -შე ჩემა ისე ხო ტყ ჭამ ტვინს და მთვრალი ვაფშე ჭედავ უკვე - დემნა მშვიდად ეუბნება და ვაჩე იბუტება -ეს დასტოინი ბაბულიკები მაგრად მიტრაკებენ მარიამ ...- ჩუმად მეუბნება და მეცინება ინსტიქტურად. საბა მაცილებს ბოლოს და მეხვევა. ლამის გავგიჟდი დედაჩემს რო უფრო ემშიდობებოდნენ, აქებდნენ და ეხვეოდნენ ვიდრე მე. რატო ხდება სულ ასე? ხაჭაპურებზე და თბილ ღიმილზე მყიდიან! -დარწმუნებული ვარ კიდევ მომიხდება თქვენთან სტუმრობა მშვენიერო ქალბატონო ... ასე რომ დიდი ხნით არ გემშვიდობებით -ჩვენი სახლის კარი მუდამ ღიაა შვილო თქვენთვის - იღიმის დედიკო და იფერებს ამ ზესიმპატიური კაცის ქცევას. მამა უყურებს და თავს აქნევს მერე ჩუმად იცინის და ბიჭებთან საუბარს აგრძელებს. სანდრო თავის ამპლუაში იყო როგორც ყოველთვის ,ძალიან ლაღად საუბრობდა, ლაზღანდარობდა და იყო ერთ განცხრომაში. -შენ რომ ჩამოვალ ხვალ დაგელაპარაკები მერე... რომ გაიპარე სად გაიპარე !- თამარას ცუმად ვეჯუჯღუნები ის კიდე თვალბს მინაბავს -მე მიშომ მომწერა და ... -რა მოგწერა მაგ მოღალატემ -ნუ ეძახიი მოღალატეეეს-ისე მებუტება და უწყლიანდება თვალები თითქოს მართლა ძალიან დააშავა - ეზოში იყო და ჩამოდიო ასე მითხრა თოვსოო და მარტო არ მინდაოოო -ჩაგყლაპავ ახლა- უცებ ვეუბნები და ვეხვევი - ჩემი ბოთე ბავში ხარ შენ -აუუუ მარიიააამ -გაჩუმდი ახლა და ჩამეხუტეეე შემდეგ თვალში მხვდება დედაჩემი როგორ ეხვევა დამიანეს , ბარემ გაყვეს როგორ უღიმის რა გჭირს ეკა? რას მიკეთებ? მე მიკეთებ? ვის საკუთარ შვილს?ჰმ, დამპალი ლუციფერი როგორ უბრჭყვიალებს შავი თვალები და როგორ ფართოდ უღიმის რაღაცას ეუბნება და წამით მიყურებს .მე თუ ვერ შემირიგა დედაჩემს გავატან ... ნახევარ საათში ისევ მარტო ვართ სახლში. დედაჩემი მაგიდას ალაგებს და სათითაოდ ყველას აქებს და ადიდებს ოღონდ ხან ერთს ხან მეორეს მერე ისევ პირველს და ასე ქოთქოთით აჟიტირებული მოძრაობს წინ და უკან. გოგა ჩვენთან დარჩა და მამა-შვილ სიხარულიძეებთან ერთად დივანზე ზის. მერე მე მიხმობს და ისე მივკუსკუსებ როგორც ბავშობისას ვიცოდი. გვერდით რომ დავუჯექი ამაგდო და მუხლებზე დამისვა. მაგრად მომეხვია და დიდხანს მიყურებდა -რა ... -რამხელა გოგო ხარ უკვე... -ისე ამბობ ვითომ არ მელაპარაკებოდი სკაიპით... -რამდნეიმე თვეში ერთხელ... თან იქ სულ სხვანაირად ჩანდი . რას ვიფიქრებდიტ ბიძი ამხელა თუ გაიზრდებოდა ეს ჭიკარტი ჰა? -აბაა რა პატარა იყო გახსოვს? -მერე სანდრო რო ვნახე ვიფიქრე რო ბავში გაგიცვალეს... ბიცო იმ ლიფსიტას მერე ეს დათვი როგორ გააჩინე-თქო -ხედავ მარიამ? რომ გეუბნები იმ რამდნეიმე თვეში დაიხვეწნენ და იმიტო ვარ ასეთი კარგი თქო არ გესმის არ მიჯერებ !-წამოყო თავი მაიმუნმა -მოკეტე შენ ... -ისევ ისე ჩხუბობთ ?-იცინის გოგა და თავზე მკოცნის- არ აყვე ბაჭია გაბრაზებს ვერ ხედავ? -შენც დამცინი?! -რას ამბობ ბაჭიი -ნუ მეძახი ამ ბაჭიას... აღარ მაცვიას ის ფორმა თუ ხედავ -აუ რა ფორმა? -დაეტიე შენთვის შენ...ნუ გაქვს ყურები დაგრძელებული -გოგა მითხარი რა ფორმა? მე რატო არ მახსოვს? მთელი საღამო ეძახდა რ ფორმაზე ამბობო მაგრამ გოგოამ არ გაახსენა ის ერთი თვე თეთრი ბაჭიის ფორმა რომ ვერ გამხადეს და დავდიოდი დიდი ყურებით, კუდით, მთლიან კომპბინიზონში ტერფიდან ტხემამდე რომ მფარავდა და ვახრამუნებდი სტაფილოს. ჩემი ძმა ამ დროს არ ბრძანდებოდა სახლში ბებოსთან იყო და არ ახსოვს ეს ამბავი , ფოტოები კი ჰქონდა უხვად დედაჩემს მაგრამ ყველა ვიპოვე და ისე გადავმალე მეც არ მახსოვს სადაა. გვიან ღამით ავედით მეორე სართულზე. გოგაც ჩვენთან ერთად წამოვიდა დედამ ოთახი გაუმზადა და მანაც იქეთ აიღო გეზი. ყველა ჩვენს საძინებლებში ვიყავით, ვერ მოვისვენე საწოლში და ბოლოს მობილურზე ისე შემოეხვია თითები ვერც მე გავიაზრე მიზეზი .მერე ასე უბრალოდ დავიწყე შეტყობინების წერა,მაგრამ ისევ წავშალე . მობილური მოვიფრიალე საწოლის მეორე ბოლოში და ბალიში ჩავიხუტე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ისევ ჩემს საძინებელშ იყო, საწოლთან იდგა და მიყურებდა, მისი სურნელი არ იყო ოთახში და ნერვები მომეშალა.რატომ არ ბანაობს სუნამოში რომ ყველგან დატოვოს კვალი სადაც კი გაივლის, რომ მიმიზიდოს იმიტომ ისხავს ორ წვეთს... მობილური რომ წრიპინებს ზუსტად იმ დროს ძლივს რომ დვამშვიდდიდ ა ცოტაღა მაკლდა დაძნებამდე ნერვებმოშლილი ვავლებ ხელს და წამსვე რატომ ვიბადრები „იმის“ შეტყობინება რომ მხვდება ვინმე მეტყვის? ჯადოქარია ის არარეალური არსება ხომ?! -„მომენატრე -მაინც ვბრაზობ“ ეს ახლა ნორმალური არის? თუ ბრაზობს რაღას მწერს მომენატრეო...ვენატრებოდე და იყოს . მეც მენატრება ,მაგრამ მივწერე? მოუნდა გულახდილობის საღამო...რაემესიჯება ამხელა კაცს ნეტავ საქმე თუ არ აქვს...საზიზღაროოოოოოოო რატო ხარ ასეთი ... ასეთი საშინლად საყვარელი! -„არ მომენატრე-მე უფრო ვბრაზობ!!!!“ -„უგულო ხარ - განმარისხე ისევ!“ -„ერთმა მითხრა ჩემი გული შენთან არისო და ახლა თავისივე სიტყვებს უგულებელყოფ?- ბრაზი ჩემი შექმნილია“ -„ შენ არ მიიღე და შესაბამისად ასე ჰაერში დაფარფატებს ახლა შენს ირგვლივ...თუ დაიჭერ შეიძლება აღარ იყო უგულო - მარტო რისი შემქმნელი ხარ შენ ბავშო,ბრაზი რომ შეგექმნა“ -„თითებს ფუნქცია თუ ვერ უპოვე რამე გამოძერწე ამ სიტყვების ჰაერში სროლას -შენთან ერთად მხოლოდ ბრაზს თუ შევქმნი ! „ -ძერწვა არ ეხერხება ჩემს თითებს...მხოლოდ ცოცხალი ნაძერწი სხეულის შესწავლა და გმადლობ იდეისთვის - მომავალი საქმის სიახლოვით ახურებული თითები“ მოვკლავ! ხომ იცით ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს. და დავაჭრი იმ თავხედ თითებს. როგორ მოაბრუნა სიტუაცია...რა მინდოდა რას წამოვიწყე მის თითებზე საუბარი? აღარ ვწერ . რამდნეიმე წუთი გადის ალბათ. რა უნდა მივწერო ახლა მივახვედრო რომ ვეჭვიანობ,ვგიჟდები ამ იდიოტობაზე და გამოვლანძღო ,დავემუქრო თუ რამე სხვა სისულელე ვუთხრა. დაძინება რომ არ გამომივიდა ხვდებით ალბათ ხომ? ისევ თავად მომწერა -„თითებს გაუბრაზდი და აღარ მწერ?-იდეის გამო ბრაზშენელებული „ -„ხელს არ შეგიშლით პატივცემულო იდეის განხორციელებაში „ -„იდეა გაბათილდა ისევ გაბრაზებული ვარ !“ -„ბაღის მასწავლებელი იპოვეთ გაბუტულ ადამაინებთან კონტაქტი მათ გამოსდით“ -„წარმოიდგინე რომ თანატოლები ვართ ხო?- მწარე მარიამი !“ -„უკვე წარმოვიდგენ როგორ ვიძინებ,სხვას ვერაფერს“ -„თავიდან მიშორებ როდესაც დარწმუნებული ხარ რომ ვერ დაიძინებ მანამ სანამ იცი რომ მე ვბრაზობ“ თავდაჯერებულოოოოოოოოოოოოოოოოოოო -„შენ ვერ იძინებ იმიტომ რომ მე ვბრაზობ ! -თავდაჯერებულო დამიანე“ -„რომ ჩამოხვალ ვისაუბრებთ შენს ბრაზთან დაკავშირებით „ -„და ახლა რას ვაკეთებთ“ -„ერთად გვათენდება „ -„არ შემიძლიხარ შენ მე ... „ გიჟია როგორც კი მიხვდა რომ მომთაფლა მირეკავს...ამ დროს ნორმალურია ახლა ეს? -შევიშალე ვიცი... არ დამელაპარაკო შენ და არ გააღვიძებ არავის -უცებ აყრის და მეცინება-ნუ დამცინი !ჩემ ხმას რომ გაიგებ ტკბილად დაგეძინება -ნერვებს მიშლი -ჩშშ ხმა არ გავიგო! როდის ბრუნდები -ხმა არ გაიღოო ასე მითხარი -ერთი სიტყვა უნდა გეთქვა ..მითხარი როდის ბრუნდები -ხვალ საღამოს ,ან ღამით ან ზეგ დილით სანამ პასუხს მეტყვის რაღაცის ხმა მესმის. მსხვრევის ,ყვირილის თუ არ ვიცი ხმაურია და ვერ ვარჩევ ,სხეული კი ერთიანად მეძაბება და ველი მის ხმას . უცებ დემნას ხმა მესმის და ვმშვიდდები -ვაახ ჩემი ძამიკოოოო ყოფილა აქ ....ხო მგავს გოგონებო? ტყუილად უყურებთ ასე . შეყვარებულია და მგონი ქორწილამდე ქალს არ გაეკარება -რა გინდა აქ ... უფრო სწორად ჩვენს სახლსი ამათ რა უნდათ -კაი შე ჩემა ძმა ხარ თუ ცოლი ... არ მეგონა თუ ათენებდი. დღეს მაინც ნახე შენი გულის ვარდი რა არ გაძინებს .. მე და ჩემი გოგოები წავალთ ჩემს ოთახში და შენ დაიძინე სადმე თუ რამე და სამნი არიან ერთს გამოვუშვებ... არ შეგეშინდეთ ვაჟიშვილი კი არაა ამან გამრყვნა მე თორე იცით რაა საწყალი წესიერი ბავშვი ვიყავი? -ტემბრს იცვლის ბოლოს და მერე ხარხარებს.დამიანე ისევ მშვიდადაა არაფერს ეუბნება არადა უნდა ურტყავდეს თავში რამეს -მე ვიცი ... გოგონებო გახვალთ სახლიდან ზუსტად იმ გზით რომლითაც მოხვედით ჩემი ძმა დღეს იმდენად მთვრალია რომ სამივეს ნამდვილად ვერ დაგაკმაყოფილებთ -რას აკეთებ დამიანეე- აი დემნა კი ნამდვილად წამსვე გამოვიდა მწყობრიდან. დამიანემ მგონი მართლა გაუშვა გოგონები და მერე კი ისე იღრიალა ლამის ყური მეტკინა -რას გავხარ ,რას აკეთებ, როგორ იქცევი ეს სახლია თუ ბორდელი . სხვა ადგილი ვერ იპოვე თუ სასტუმროებში აღარ გიშვებენ -შენ ოთახში ხო არ ვჟიმ*** რას შემ*** ვერ გავიგე ...თოვს გარეთ სად მეწანწალა ახლა . საერთოდ რატო არ გძინავს რო დაგენძრა უკვე თუ ხვდები სე საცოდაო შენნაირად დაყ*** მირჩევნია დავტკბე ცხოვრებით .ცოლად არ მოგიყვანია ჯერ და რა დღეშ ხარ რო მოიყვან მერე ხო ვაფშე დედას გიტირებს. ჯერ სად ნახე ეს აფთარი ტო შენთვის გინდა თუ მტრისთვის ეგ ვაფშე ამოუცნობია ტო 18 წლისაა და რა აზროვნება აქ და მერე ვაფშე დაგიჩმორებს შე ჩემისა შენა ... აუუუ როგორ მომეწონა ეს იდეააა როდის დაკერავ ცოლად რო გამოგყვეს ჩემო რომეო?- აშკარად რაღაცაზე დაეხეტქა თან იცინოდა.რატო ვუსმენ ამდენ ხანს? როგორი უზრდელი ბავშვი ვარ,მაგრამ რა ვქნა გული მიფრიალებს დემნას სიტყვებს რომ ვიაზრებ -ნეარდენტალელო მონა რომ მდომოდა მილიონი იყო და იქნება ჩემ ირგვლივ! შენ კიდე თუ გგონია ამ ორგიებით სიამოვნებას იღებ და ბედნიერი ხარ თავის მოტყუების სპეციალისტი ყოფილხარ და არ მცოდნია -რა გინდა ახლა პირდაპირ მითხარი გადმოაფრქვიე შენი ზე სერიოზული მოძღვრება ამჯერად რა არ მოგწონს...ახლაც ტყუილად ხო არ ვეჩხუბე ვინმეს მოვარდი და ჩამიხტი შუაში. ვერ გაგაგებინე მტელი ცხოვრება რო არაა ეს ქუჩური გარჩევა სენი საქმე სადაც ხროვა ესევა ორ კაცს. შენ მარტო კაცური გამოსვლის ატანა და მოგერიება შეგიძლია ! კიდე არ დამვიწყებია ის ამბავი და საერთოდაც შემეშვი არ მინდა შენი მოსმენა... რძალი მინდა და ბავშვები. მოვიტაცოთ მარიამი -ავადმყოფი ხარ შენ! -თუ არ გაგახსენდეს ჩემი სიტყვები ნახე...აბა შენ იმდენად ითვალისწინებ მის აზრს სურვილს და ნებას ეგ არასდროს გამოგყვება ცოლად . ტიპი არის შენნაირი კარიერისტკა ეგ რო ექიმი გახდება მაინც რა დედის ტყვ*** ამდენწლიანი სწავლა ჯერ შენ გამითეთრე სისხლი და ახლა ეგ რო დაამთავრებს ბავშვს ვეღარც გააკეთებ შე გაჭირვებულო -ისევ ხარხარებს , დამიანე ალბათ ისევ ურეაქციოდ უყურებს-მართლა მოსატაცებელი გაგიხდება აი ნახავ აუუ გოგა ჩაგცხრილავს... კი იჩხუბებდა მაგასთან კაცი..აუ რო მოიტაცო არ გინდა? სერიოზულად წაიყვანე სადმე მთაში გყავდეს იქ ცოტა ხანს მე ბავშვობას გავიხსენებ გოგუნას შევერკინები და მერე გამოჩნდით ისევ ..აუ თავი მისკდება ტო რა ღვინო ჰქონდათ სიხარულიძეებს არ ავარდა ეგრევე ტვინში? ეკატერინეზე ოფიციალურად ვარ შეყვარებული...-უცებ ამბობს და ამჯერად დამიანე იცინის -რა გაცინებს შე ს*** ქალის ეტალონია მთლიანად . არა რა მსობლები კარგი ჰყავს, ძმა ჯიგარია მარა თითონ გოგო გაგიმწარებს სიცოცხლეს ხო ვიცი მე ან დახოცავთ ერთმანეთს ან კიდევ ის მოგკლავს . წამოსვლის წინ რატო იყო გაბრაზებული -შენ ყველაფერს რატო ხედავ ! -არ მეტყვი ? აუუ ბორჯომიიიი მომინატეეე? სიცოცხლე ხარ ჩემი შენ..აი შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა ! ამაგს მიფასებ ხო? - ასკარად ტირილის ინსცენირებას აკეთებს და მერე ალბატ ბორჯომს სვამს-ამოთქვი ახლა რაზე გააბრაზე. თუ აკვირდები და ამჩნევ რო აქამდე კითხვაში ათენებდი ახლა ძლივს შეეშვი და მის გამო ათენებ. გენატრება ათენებ, ნაწყენი ხარ ათენებ, ბრაზობ და ისევ შენ ათენებ მაგარი მურტალი რამეა ეს სიყვარული .კიდევ აკრგი ჩემნაირ ცოდვილებს ღმერთი არ უგზავნის ნამდვილ სიყვარულს თორე წარმომიდგინე ახლა ეგრე მე... -ნუ ამბობ მაგას! ხომ იცი ვერ ვიტან როცა მსგავს რამეს ამბობ -შემეშვი! უბრალოდ მითხარი რაზე გამიბრაზე სარძლო რომელმაც უნდა მოგათვინიეროს ნუ თუ არ გააკეთა ეგ უკვე -არ იცოდა გიგი ჩვენი დეიდაშვილი რომ არის... -რატო არ იცოდა...მაგაზე რა პონტში გაბრაზდა ტო .რძალოო შემარცხვინე? -მარტო მაგაზე არ გაბრაზებულა... გიგი ხომ იცი რა ტიპია მაშინ რომ გეუბნებოდი სტუდენტებზე და წამომცდა ერთი სიტყვაა მარიამი არ ჰგავს სხვებს-თქო აიტაცა მაგან და ალბათ ათასი რამე ჰკითხა -იმან კიტხა შენ რა შუაში ხარ.... ააა ჰგონია რო შენი დავალებით ებაზრებოდა ?ნუ რაღაც ეჭვი კი გაუჩნდებოდა ახლა ვაფშე როგორ უნდა გენდოს შენ ქალი..ორ სიტყვას არ ამბობ ერთმანეთზე მიყოლებულს - თითონ არ უნდოდა საუბარი თორემ მე ყველაფერს მოვუყვებოდი რასაც მკითხავდა -არა ხო ვამბობ შენნაირი არარეალური არსებაა-თქო აბა ახლა რომელი გოგო გაუშვებდა მაგ შანსს ხელიდან...მაგრამ ჭკვიანია ტიპშა იცის რო ხელში ჰყავხარ და როცა მოუნდები მაშინ გიხმობს. შენ ისეთი ხარ არც აკოცებდი და ქალიშვილობა რომ შეაწუხებს მერე თუ მოუნდები თორე ისე შანსი არ გაქ -ადამიანული ლაპარაკი შენთან შესაძლებელი იქნება ოდესმე? სულ მაგაზე როგორ ფიქრობ -რაზე ვიფიქრო აბა სულზე? ...რას აკეთებდი აქ დასკუპული..რა გოგოები გამაშვებინე შე სირ* ჩამიშხამე დღე -მარიამს ველაპარაკებოდი -მერე რო წამოფრინდი მობილური სად დააგდე აუუ ასე თუ ემშვიდობები სულ გაგიბრაზდება კი არა რო გელაპარაკება საერთოდ კიდე მადლობა უთხარი...წავედი მე დავიძნებ მაინც. ხვალ დილით დამახვედრებ წვინანს ჩემო ერთადერთო პატრონო და იმედო? -დაგახვედრებ...სად წავიღე მობილური.მაპოვნინე ბიჯო -ოოო იპოვე შენით სადმე ეგდება ძირს ნახე ხალიჩაზე ... არ ვიცი რა გავაკეთო...უბრალოდ გონზე არ ვარ მათი საუბრის გამო .ყველაფერს ბოლომდე ვერც ვიაზრებ ერთი ვიცი რომ ყურებამდე გაბადრული ვწევარ საწოლზე და ახლა ყველაზე მეტად მინდა იქ ვიყო იმ გიჟ დემნას მადლობა ვუთხრა ასე რომ უშლის ნერვებს დამიანეს და მერე ლექტორს მოვეხვიო ისე რომ არასდროს გამიშვას და ვუთხრა რომ აღარასდროს ვაწყენინებ,აღარასდროს გავაბრაზებ, ვატკენ და მოვანატრებ თავს. მობილურს ვთიშავ ,მაგრამ არ ვიცი როგორ დავუმალო რომ ვუსმენდი. აღარ მირეკავს უბრალოდ შეტყობინება მოდის „დემნა მოვიდა და ვეღარ დაგელაპარაკე, მაპატიე . ტკბილი ძილი „ ვერ მივწერე, არ შემიძლია რაიმეს დამალვა და მოტყუება. ვეტყვი აუცილებლად რომ ყველაფერი გავიგე ოღონდ ახლა არა, ახლა დადებითი მუხტით უნდა დავიძინო და მასაც მივცე მშვიდად ყოფნის საშუალება. ასე გაბადრულმა დავიძინე,მაგრამ გამოფხიზლებული უკეთ ვიყავი. საღამოს უნდა წავიდე და აუცილებლად ვნახავ . საწოლიდან სწრაფად წამოვდექი მოვწესრიგდი და უკვე მისაღებში მსხდომ ოჯახს მივესალმე. გიგის ყველაზე ბევრი ვაკოცე და მერე დედიკოს მოვეხმარე საუზმის გაწყობაში. მაგიდასთან ვიჯექი ბედნიერი,მშვიდი და ლაღი . მამამ რომ დაიწყო საუბარი -მა ახალი ამბავი გვაქვს შენთვის -რა ამბავი? -მე არაფერი ვიცოდი - ჩუმად მეუბნება ჩემი ძმა მამა კი აგრძელებს -გოგა შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა ?- გოგოას რატომ უყურებ მამა? ცოლი მოჰყავს დავიჯერო გოგუნას? -მარტო გადავდივარ საცხოვრებლად... უკვე მზადაა ყველაფერი და შენც ჩემთან გადმოხვალ სანამ სანდრო არ ჩააბარებს -მომესმა ალბათ ხომ? და შენ რატომ უნდა შეიზღუდო თავისუფლება თუ მარტო გადადიხარ და მამიდასთან და ბიძიასთან არ გინდა იცხოვრო ან მე რატომ უნდა დავტოვო ჩემი ბინა შევიცვალო გარემო და თავიდან დავიწყო ფაქტობრივად ყველაფერი...ხომ იცით როგორ მიჭირს გარემოს შეცვლა -მარტო ხარ და არ გვინდოდა თავიდანვე მარტო რომ ყოფილიყავი უბრალოდ ისეტი არავინ გვყავდა ვისაც ვანდობდით შენს თავს და გვეცოდინებოდა რომ დაგიცავდა ! ახლა გოგა რადგან დაბრუნდა და შემომთავაზა ეს წინადადება სიხარულით დავთანხმდი და შესაბამისად შენც მოგიხდება ახალ გარემოსთან შეგუება. ერთი სემესტრით, ზაფხულში სახლში იქნები სექტემბრიდან კი შენი ძმაც სტუდენტი იქნება ვიმეოდვნებ - მამამ მშვიდად ამიხსნა ,რა თქმა უნდა გასაჩივრებას და სიტყვის შებრუნებას არ ექვემდებარება მისი გადაწყვეტილებები ,მაგრამ რომ წარმოვიდგინე გოგასთან ცხოვრება ერთ სახლში ჩემი იდილიის დარღვევა და საერთოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა წამსვე წამოვვარდი -არ გადავალ! არ მინდა მე სხვაგან გადასვლა ზუსტად რომ ერთი სემესტრიღა დარჩა იმიტომ არ ღირს გადასვლა ამდენი თვის განმავლობაში თუ არ შემჭამეს, მომიტაცეს, იძალადეს ჩემზე, გამქურდეს და შემაცდინეს ახლაც არაფერი მემუქრება. მიშოა იქვე მეზობლად იმას მაინც ხომ იცნობთ არ თქვა ახლა რომ მაინც უცხოა... და ისე ვერ ენდობი როგორც გოგას! გევედრები არ მინდა გადასვლა -ისეთი შეგრძნება რატომ მრჩება ეკა რომ შენს ქალიშვილს სხვა მიზეზი აქვს მარტო ყოფნას რომ ვერ ელევა -რა სხვა მიზეზი მამა...მეთვალყურე მჭირდება თან სისხლით ნათესავი უნდა იყოს ! -ეკა გამაცალე შენი შვილი სანამ გავგიჟდები ... რომელიმემ გამაცალეთ -მივდივარ ისედაც..წამიყვანთ ვინმე აქედან ბარგი რომმ ჩავალაგო თუ გილიოტინაზე გამიყვანთ პირდაპირ სიხარულიძეეებო - სკამს ხმაურით ვწევ და კარისკენ მივდივარ. გული ყელში მებჯინება ვერ ვიტან,მეზიზღება ეს ყველაფერი .აღარ შემიძლია ამის ატანა, 18 წლის ვარ და მაინც ბავშვივით მექცევა.საძინებელში შევდივარ და ტირილი მივარდება. არ ვიცი რა მატირებს ყველაფერი ერთად მაწვება და ვზლუქუნებ მანამ სანამ სანდრო არ მიჯდება გვერდით და არ მეხვევა -კაი რა .... რა დროს ტირილია გოგო. მაროოოო შეწყვიტე რა გჭირს არ იცი როგორია? რა თქვა ეგეთი... გოგა ნახევარად სახლში არ იქნება შენ ხელს არ შეგიშლის. უბანიც უკეთესია ...ისეირნებ გარეთ ეზო მყუდროა ბინაც დიდია და რომც იყოს სახლშ მაინც მშვიდად იქნები შენ - მეფერებოდა და მელაპარაკებოდა- კაი რა მარიამ ესენიც არ გეცოდებიან? არ იცი როგორ არიან ? ამომიღეს ტვინი გაბურღეს და ისევ ჩადეს სულ იმას გაიძახიან მარტო როგორ გავუშვითო ცუდად რომ გახდესო,ვინმე რო აეკიდოსო, რამემ რომ შეაშინოსო, მიწისძვრაზე და წყალდიდობაზეც ლაპარაკობენ ხოლმე გეფიცები .ხო იცი ახლა გაბრაზებული იქნება და თითონ ამოვა შესარიგებლად -ნუ ამოვა! არ მინდა მე შერიგება ...საერთოდ არ მინდა დალაპარაკება .მივდივარ და იყვნენ მშვიდად -დედას რაღას ერჩი -მაგასაც უნდოდა გადავსულიყავი რომ არ სდრომოდა გადააფიქრბეინებდა მამას ბევრი წუწუნისა და ტირილის შემდეგ გოგას მანქანაში ვიჯექი და ქალაქისკენ მივდიოდი. ნახევარ საათში მიმიყვანა ბინაში ისეთი სიჩქარით იარა,მაგრამ არაფერი მიგრძვნია, გათიშული ვიჯექი,ასევე უსიტყვოდ გადავედი . ისიც არ მელაპარაკებოდა,იჯდა წარბშეკრული,მომყვებოდა წარბშეკრული. მეხმარებოდა ჩალაგებაში წარბშეკრული და ასევე შევკარით ჩანთები. ღამის 10 საათი იყო სადარბაზოდან რომ გავედით.ბოლო ჩანთები ჩადო საბარგულში და ჩაჯდომას ვაპირებდი მიშოს ხმა რომ გავიგე -საღამომშვიდობისაა... როგორ ხართ?- მეხვევა და სორიდან ესალმება გოგას.- რა ხდება?-ჩუმად მეუბნება სანამ ლოყაზე მკოცნის -გადავდივარ -სად?რატო? -გოგასთან...აღარ უნდათ რომ მარტო ვიყო -გასაგებია- მშვიდად ამბობს და გოგას უყურებს .მერე თავზე მკოცნის და მანქანის კარს თავად მიღებს-აბა კარგად... -კარგად... ხვალ ხო მოხვალ უნიში? -კი და გნახავ -მიღიმის ისე როგორც იცის ხოლმე ტუჩის კუთხეში თბილი მზერით მიყურებს .მერე ცოტა ხანს გოგას ესაუბრება,იმასაც ემშვიდობება მხარზე ხელს ურტყავს ეხვევა ფაქტობრივად ისევ მიქნევს ხელს სანამ გოგოა მანქანას დაძრავს და შემდეგ ვშორდებით იქაურობას. ბინა რეალურად მთელი სართული აღმოჩნდა, ზეკომფორტული და სვეცკური. ჩემი ოთახი იმხელა იყო გასვლა არ მოგინდებოდა გასეირნებაც გამოგივიდოდა რომ შემოგევლო მთლიანად. ვიცოდი არ დამეძინებოდა,ამიტომ პირდაპირ დავიწყე ნივთების ამოლაგება. კარადასთან იატაკზე ვიჯექი და ჩემოდნიდან ტანსაცმელს ვაწყობდი. სიმღერა მქონდა ჩართული და საერთოდ არ მესმოდა ხმა,არც დროის აღქმა შემეძლო. როცა მივხვდი რომ ძალა აღარ მქონდა უკვე დასრულებული მქონდა ამობარგება. გამოვიცვალე და საწოლში დავწექი. კარზე დამიკაკუნა და თავი შემოყო -იძინებ? -ხო -არ გინდოდა ვახშმობა? ან რამე -არაფერი ... დავიძინებ ხვალ ლექციები მაქვს -ბრაზობ? -არა -ეგ არა ახლა ვგიჟდების ნიშნავს...-ოთახსი შემოდის და საწოლზე ჯდება-პატარავ... ასე აჯობებს ყველასთვის -ვინ ყველასთვის -შენთვის, შენი მშობლებისთვის ,ჩემთვის... მშვიდად ვიქნებით ყველანი. შენ გარდა ვინ გვყავს ჩემო პატარავ? რათ გინდა მატო ყოფნა არ გბეზრდება ტო? საჭმელს მე დაგახვედრებ ვაფშე სახლს სხვა დაალაგებს მარტო მეცადინეობა დაგჭირდება .ცარიელ კედლებში ყოფნას ჩემთან ლაპარაკი არ სჯობს? ასეთი ცუდი ვარ შენთვისაც დავიჯერო?- ისე მიყურებს გული მეკუმშება.რატომ იცის ყველამ ჩემი სუსტი წერტილი,რატომ ?! -მეძინება...-ზურგს ვაქცევ პატარა ჯიუტი თინეიჯერივით და საბანს მკერდზე ვიკრავ. ცოტა ხანს ზის,შემდეგ დგება საბანს ზურგზე მააფარებს ,თავზე მკოცნის ,შუქს აქრობს და გადის. ხუთ წუთზე მეტხანს ვერ ვუძლებ, სწრაფად ვდგები ფუმფულა ხალათს ვიცვამ და აივანზე გავდივარ. ყინავს, თოვს მაგრამ დიდი ფანტელები არ მოდის . ვიყინები ,მაგრამ მსიამოვნებს. ცოტა ხანს ვუყურებ ამ უსიცოცხლო ოთხკუთხედ შენობებს და ვხვდბეი რომ ზამთარსაც არ აქვს აქ ხიბლი. სახლში ვბრუნდები საწოლში ვძვრები და მობილურს ვიღებ. წამსვე მპასუხობს,თითქოს მობილურს დაჰყურებდა და ჩემს ზარს ელოდა -საღამომშვიდობისა მარიამ -დავბრუნდი... -გინდა ახლა ვისაუბროთ? მოვიდე და სადმე გავიდეთ? თუმცა გვიანია უკვე -არ ვარ სახლში -აბა? -გოგასთან გადამიყვანეს ... -გოგასთან? -რატომ არ უკვირს ვერ ვხვდები- დროულად ჩამოსულა კვარაცხელია -რატომ იგებს ყველა ამ ნაბიჯს და მე რატომ ვერ ვხვდები რა მინდა აქ -ბრაზობ? სულ ტყუილად ...ისინი უბრალოდ შენ გიფრთხილდებიან ! სწორიცაა ახლა მეც ვიცი რომ კარგად იქნები -ზალიან კარგი თუ გიხარია საერთოდ ვერარ მნახავ და მხოლოდ ლექციებზე მეჩხუბე ... -ბავშვივით რომ იწყებ აზროვნებას და ქცევას უფრო საყვარელი ხდები.გულწრფელი და ემოციური -არავის აინტერესებს მე როგორ ვარ ყველა ერთნაირად ფიქრობთ ! -შენ არ ცდილობ იფიქრო თორემ შენც ისე იფიქრებდი როგორც ჩვენ -ყველა კაცი ერთნაირად აზროვნებთ ბოლოს -ხვალ გნახავ...დამშვიდდი და დაიძინე. ხვალ პირველი ჩემი ლექცია გაქვს -რომ დავიგვიანო არ შემომისვებ? -ხალათი რომ დაგრჩეს არც მაშინ -რა ლმობიერი ხარ -კარგი ექიმი რომ იქნები და ბევრ ადამიანს დაეხმარები მერე გაგახსენებ -ახლა სად ხარ? -სახლში -კონკრეტულად? -საძინებელში ... შენს მხარეს მიდევს თავი ბალიშს შენი სურნელი აღარ აქვს ,მაგრამ მივეჩვიე ამ ორ კვირაში ასე ძილს . ხერხემალი გამიმრუდდება და აღარ მოგეწონები ხომ??-მეღიმება ,ისე ვიბადრები ყველაფერი მავიწყდება. ისევ მოახერხა რომ მხოლოდ იმ წამზე დავიწყე ფიქრი,მასზე და სხვა არაფერზე. მალევე დამეხუჭა თვალები, მასაც ეზინებოდა. ალბათ მე უფრო მალე ჩამეძინა, მისი ხმა აღარ მესმოდა მხოლოდ სუნთქვა და მშვიდად ვეშვებოდი სიზმრების სამყაროში მეორე დღის მოლოდინში ! ..................... ორ კვირიანი არდადეგები ნამდვილად საოცრება იყო ჩემთვის. ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მქონდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი სიძე ბატონი ჩვენთან იყო და ჩემი სალომე ბედნიერებისგან ანათებდა.რა თქმა უნდა ისე ვიხალისე რომ ცოტა ხანიც და სიძე მომკლავდა,მაგრამ მერე მომბეზრდა და უბრალოდ ვერთობოდი მათთან ერთად. ახალ წელს ჩემი სიძიკოს მშობლებიც ჩვენთან იყვნენ . ბებოც ჩვენთან დარჩა და კი იყო სახლი სავსე. შემდეგ მხოლოდ სიძე დაიტოვა მამამ აბა რა გეგონა სალომე რომ მოგყავდა ცოლად ბიჭი მე არ მყავს და პირველი სიძე შენ ხარ შენ უნდა იყო ჩვენთანო განუცხადა. მერე დაიწყო მეზობლების შემოსვლები ვისაც არ ჰყავდა ნანახი სიძე ბატონი იმათაც ნახეს და ვინც ქორწილში იყო იმათ მეორედ შეათვალიერეს . ვიცოდი რომ მიშო სვანეთში იყო თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად . მობილური ნორმალურად არ იჭერს და არ ინერვიულო რომ ვერ დამიკავშირდეო წინასწარ გამაფრთხილა,მაგრამ მოახერხა ადგილის პოვნა და ხშირად მირეკავდა. რომ ვეკითხებოდი როდის ბრუნდები-თქო არაფერს მეუბნებოდა და ჭკუიდან გადავყავდი. ვიღაც გოგომ მიპასუხა ერთხელ მეზობელი აღმოჩნდა და ლამის გადავძვერი მესტიაში გაბუტული ვიყავი სახლში და საწოლზე გაუნძრევლად ვიწექი ჩემი და რომ მომიწვა გვერდით -შენს ოთახში საწოლი არ არის თუ ჩატეხეთ უკვე...კიდევ კარგი ღრმა ძილი მაქვს -არ დაურეკავს დღეს მიშოს? =რა შუაშია... -რომ ვერ ხედავ და მისი ხმაც არ გესმის სულ ცუდად ხარ ... რატომღაც მესმის შენი - იცინის და მერე აგრძელებს-თუმცა საბა სულ ჩემთან იყო იმ რამდენიმე ზაფხულის არდადეგებს და მის ბანაკში გამგზავრებებს თუ არ ჩავთლით .ჰაერივით მჭირდებოდა მისი ხმის გაგონება ის კიდე ვერ მირეკავდა ხშირად და ხომ იცი როგორ ვიყავი -ვიცი ,მაგრამ მე ასე არ ვარ. უბრალოდ მენატრება,თუმცა ასე ნარკოტიკივით დამოკიდებული არ ვარ -ეს უარესია ... ნარკოტიკის გარეშე გაძლება შესაძლებელია მკურნალობის შემდეგ ის კი ჟანგბადია მას ვერაფერი შეცვლის და სრულიად ბუნებრივად გჭირდება რომ იარსებო -ასე კატასტროფულადაც არ ვარ ... -ხოო? -არ ვიციი არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ დინებას მივყვები მშვდიად ყოფნას ვცდილობ და ტყუილად არ ვბრაზობ,ვცდილობ მის გაცნობას -სულ რომ არ იცოდე სკოლაში ვინ ასწავლიდა,ბაღში ვინ უყვარდა.რომელი ფერი უყვარს და უდებდა თუ არა ჭიკარტებს მასწავლებლებს შენ ის დეტალების გარეშე გიყვარს თამარა და რაც უფრო გვიან აღიარებ მით უფრო დაიტანჯები. მარტივია როცა იცი რომ გიყვარს და უბრალოდ ზრუნავ სიყვარულზე, ზრუნავ მასზე და საკუთარ თავზე. სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება რომ შეინარჩუნო რომ არ გაცვთეს და რუტინად არ იქცეს ყოველი დღე შენს ცხოვრებაში -მიშო ყველაფერს მარტოც ახერხებს -არ გეშინია რომ ერთ დღეს შენი ინერტულობა დაღლის? რომ ლოდინი მობეზრდება და რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს? -ლოდინმა საბაც დაღალა და მოგიტაცა -საჭირო იყო უკვე და იმიტომ ...მიშო უფრო მოუთმენელია, ვერასდროს დაემსგავსება საბას მიუხედავად იმისა რომ ბევრი ისწაველს ერთმანეთისგან,როგორც საბა ვერ გახდება მის მსგავსად მკაცრი და თავისუფალი. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად სხვანაირი ხდება სენთან...მინახავს ბევრჯერ დაშნიანი ,ის კი მხოლოდ შენს გვერდითაა მშვიდი თვალებგაბრწყინებული , თავისუფალი და ლაღი . -ეგ ყველაფერი როდის შეამჩნიე... -რადგან არ ლაპარაკობს ბევრს და არ ლაზღანდარობს ვაჩეს მსგავსად გგონია მოწყენილი და დაბღვერილია? ვერ ხედავ როგორ უნათებს სახე შენი სიახლოვისას? როგორ გიყურებს და ტკბება? შენ გვერდით უფრთო ანგელოზი ხდება... თავშეკავებასაც უფრო დიდი დოზით ცდილობს. საბაც გაოცებულია რას წარმოვიდგენდი გიჟი თამარა თუ შეუყვარდებოდა და გაუთბობდა გულს ჩემს ლოდ ძმაკაცსო ...შენ კი ისევ არ აქტიურობ ისევ ელი მის ნაბიჯებს და სულ არ ახარებ -მან ისედაც იცის რომ მიყვარს -მაგრამ არასდროს გითქვამს...ბოლოს ეჭვი გაუჩნდება რომ თავად ცდება შენს გრძნობებსი რომ არ გიყვარს და ეს უბრალოდ ილუზიაა . მერე იმასაც იფიქრებს რომ უბრალოდ უნდა წავიდეს შენი ცხოვრებიდან და გაქრება ისე როგორც ადრე -რატომ არ გამიცნო ამდენი წლის განმავლობაში -საბას ვკითხე იცი? მაშინ რომ გამოჩნდა და ასე აქტიურად თან ვეჩხუბე საბას თუ იცოდი რომ ჩემი და მოსწონდა რატომ არ მითქახი-თქო რთული ხასიათი აქვს ჩემ დას რომ რამე დაუშაოს მერე რას გააკეთებ-თქო ... მიშოს უჭირს თავის კონტროლი , იმდენად ემოციური და ფეთქებადი ხასიათი აქვს იცოდა რომ თამარასთან თავის კონტროლს ვერ სეძლებდა რამეს ისეთს გააკეთებდა რაც ჯერ კიდევ ადრე იყოო თამრიკოს ცხოვრებაში და ერჩივნა მშვიდად ეცქრია შორიდანო ... სკაუთარი თავის წამება ურჩევნია საყვარელი ადამიანის ცხოვრების არევასო ასე მიპასუხა...ყოველთვის ასეთი იყო და ბოლომდე ასეტად დარჩებაო.მისთვის მთავარი სხვისი სიმშვიდე და ბედნიერებაა თავად კი შეუძლია დათმოს თუ მიხვდება რომ მასთან ბედნიერი ვერ იქნებაო . უბრალოდ ადგება და წავა მიუხედავად იმისა რომ ასე საკუთარ თავს გაინადგურებსო . ასეთია დაშნიანი ,კიდევ ბევრი უცნაური თვისება აქვს რაც ყველასგან განასხვავებს -ახლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს -სხვა შესაფერისი დრო ვერ ვიპოვე... აქ არავინ გვიშლის ხელს -ცოლოოო სად ხარ? ოოოჰ თამრიკო ხომ კარგად ხარ?- უცებ სერიოზულდება სიძე,ვინ თქვა ხელს არ შეგვიშლიანო? კარში შემოდის და ზემოდან დამყურებს-კარგად ხარ თამარა?! რა დროს ცუდად ყოფნაა ვაჩემ დამირეკა დაშნიანებს უნდა დავადგე და წამოდითო შენი ცუდად ყოფნა შეიძლება? უშნეოდ რომ ჩავიდეთ მესტიაში ხომ გაუსკდა გული ჩემს საცოდავ მიშკოს -სად მიდიხართ? მე რატომ არ მითხარი აქამდე? როდის მიდიხართ? -ამ საღამოს ჩამოვა ვაჩე აქ და ხვალ დილას ჩვენი მანქანით წავალთ ნუ თუ გინდათ ...თუ არადა მარტო მე და ვაჩე წავალთ -თამრო წამოხვალ? -არ ვიცი... -რატო არ იცის ვინმე მეტყვის?-მშვიდად უყურებს ცოლს საბა და მერე თვალებს ატრიალებს-როგორ მეცოდები ძმაო რა გიშველო-ჩუმად ამბობს და გადის -მოიფიქრეთ თქვენ...მე და სიმამრი მწვადებს ვწვავთ ვაჩეს ჩამოსვლამდე .თუ მიეხმარებით ჩემს სიდედრს ზარმაცებო კაგრი იქნება -წლის სიძევ...შეგიძლია წახვიდე და მოაწონო თავი სიმამრს -მოვწონვარ ისედაც ცოლო -თვალს უკრავს და მალე ქრება იქედან. მე კი მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს გონებაში რომ მესტიაში წავალ პირველად ,ამ თოვლში და თან დაშნიანებთან. სალომე რაღაცას მეუბნება ,მაგრამ არ მესმის უცებ ვდგები და ენერგიით დამუხტული ვიწყებ ტანსაცმლის არჩევას. ნივთებს დავეძებ რაც შეიძლება დამჭირდეს და ჩანთაში ვაწყობ.მერე სალომეს ვაგდებ ოტახიდან და დედას ვეხმარებით ვახშმის მომზადებაში. ვაჩე მალე მოვიდა ტაქსით მობრძანდა მისი აღმატებულება.იმდენი პარკები ეჭირა ხელში გაავსო სახლი. გააგიჟა მამაჩემი და ბოლოს დაიწყო ლაქლაქი. მამა უკვე სიძეს ჰყავდა დარწმუნებული იმაში რომ მეც უნდა წავსულიყავი მათთან ერთად და საუბარი აღარც კი დამჭირდა. რა ძალა აქვს ამ ბიჭს ასეთი ! დაშნიანი ისევ არ მირეკავს და ჭკუიდან მშლის. საწოლში ვერ ვისვენებ ცალკე დილაზე ვფიქრობ ცალკე იმაზე თუ რატომ არ მირეკავს ბოლოს ისიც კი ვიფიქრე რომ რამე ცხოველმა ტყეში დაკბინა, ზვავი ჩამოწვა და რამე დაემართა, ან ყინულზე დაეცა და ხელი მოიტეხა, ან კიდევ იმ გოგომ მომტაცა მობილურზე რომ მიპასუხა . ბოლოს ვბღავი ბალიშში თავჩარგული და ვემუქრები დაშნიანს რომ ჩავალ ვაჩვენებ როგორ უდნა დავიწყება თვალებს ამოვთხრი მასაც და იმ გოგოსაც. მობილური რომ ამღერდა ცოტაც და ხტუნვას დავიწყებდი საწოლზე . არ ვუპასუხე, დიდხანს დავყურებდი მის ფოტოს, მოეშალოს ახლა ნერვები .... ხუთჯერ რომ დავატვალიერე მისი ფოტო ჩემს ეკრანზე რომ იღიმოდა და ყველა კბილი დავითვალერ აც უჩანდა მერე ვუპასუხე ძალიან მშვიდად -თამარა...სად ხარ ამდენ ხანს კარგად ხარ? რატომ არ მიპასუხე გოგო -უკაცრავად რომელი ხარ? -ვამთქნარებ და ხმას ვინაზებ -ერთი დღე ვერ დაგიკავშირდი და ასე მიხდი სამაგიეროს? -მე რომ დაგირეკე და სვამ მიპასუხა ეგ ხომ იყო კარგი !- უცებ ვეუბნები და მისი სიცილის ხმაც ჩამესმის -ვინ გიპასუხა თამრო? -მე რა ვიცი ვიღაც სვანის გოგომ... ლამაზია? -ძალიან... -თავხედოოო ,ველურო ...ამაზრზენო კაცო როგორ მეუბნები რომ ლამაზია . ხოდა თუ ლამაზია გყავდეს... „მიშუნააა გასულიააა“ შენნაირი ხე იქნება ეგეც - ვბაძავ გოგოს ხმაზე და ვქოთქოთებ ის კი მისმენს როგორც ჩვევია -მგლების მოსაკლავად ვიყავით ჩასაფრებულები ... ორი ძროხა დაგლიჯეს მეზობელთან . მე და ჩემი ძმა დავუდარაჯდით ამიტომ ვერ დაგირეკე -დღისით? -გუშინ ღამე წავედი შენ რომ გელაპარაკე მას მერე და აქამდე არ დავბრუნებულვარ თამარა!-უკვე ბრაზი ერევა ხმაში და ვიტყრუნები -მომენატრეეე - ვკრუტუნებ საწყლად და მისი ღრმა ამოსუნთქვა მესმის .მერე უცებ ვიაზრებ რაც მითხრა და ვკივი-მოიცა რააა? მგლებს დაუდარაჯდი? ასე გომურთან იყავით სადღაც შენ და შენი ძმა და მგლებს ელოდით ? მოკალით> ბევრი რომ ყოფილიყვნენ და დაეგლიჯეთ? რომ ესროდი და აგეცილებინა თავს დაგსხმოდა და რამე დაეშავებინა მერე? სულ არ ფიქრობ ხომ ჩემზე ეგოისტო, ველურო, ცხოველი ხარ შენც ის მგლები კი არა. სულ არ გაინტერესებდა ხომ ...წახვედი თითქოს კოღო უნდა მოგეკლა. ხომ იყავი ღრსი დაეგლიჯე ,მაგრამ მერე მე რა მეშველებოდა შე არაადამიანოოო უგულო ვამპირო... ლუციფერ...დემონო შენ . მითხარი ამდენ ხანს რატო ვერ დაბრუნდი გუშნ ღამე თუ წახვედი ცუდად ხარ? ტორი მოგარტყა? გბილი გაგკრა...მერე მოკალი და საავადმყოფოში იყავი? -ვწივი,ვკივი, ვტირი, ვჩურჩულებ ყველაფერი მემართება ის კი სიტყვის ჩაკვეხებასაც ვერ ახერხებს ისე სწრაფად ვაყრი სიტყვებს -თამარააა !- ბოლოს იქედან მიყვირის და მეც ვჩუმდები- ახლავე შეწყვიტე ეს ისტერიკა...რა ტორი დამარტყა და კბილი გამკრა გოგო ძაღლებთან ერთად ვიყავით იმათ დაიჭირეს და ისინი ეჩხუბნენ ჩვენ რომ მივედით და ვესროლეთ უკვე მოგუდული ჰყავდათ და საერთოდ რა აზრები გაწუხებს? არა არაფეირ უნდა გიტხრას შენ კაცმა ..მეტის ღირსი ვარ ,მაგრამ მერე მეტყვი არაფერს მეუბნებიო როგორ ნერვიულობ ხედავ? რა უნდა დამმართოდა -მალე დაბრუნდიიიი მანდ რო ხარ სულ ვნერვიულობ ასე მგონია რამე დაგემართება -ნუ ტირიი ჩემ გამო ნუ ტირი თორემ ახლავე წამოვალ იცოდე -რა ახლავე წამოხვალ..მანდ თოვლი არ არის? ამ შუაღამით სად წამოხვალ არც იფიქრო იცოდე! -რა გინდა თამარა ბოლოს და ბოლოს -ნუ იცინი ...ნუ დამცინი ნუ ხარ ასეთი ბოროტი და შემიბრალე ცოტა. არსად წახვიდე არც ინადირო, არც ტყეში იარო, არც მთაში .იჯექი სახლში მშვიდად და მალე დაბრუნდი -დამშვიდდი...ღრმად ისუნთქე გაიღიიმე მერე თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რომ მანდ ვარ -არ მინდა დაძინება -ნუ დაიძინებ მერე... -ასე რომ მეუბნები მერე სულ მეძინებაა...მე შენთან ლაპარაკი მინდაა -ისევ კრუტუნებ და მანდ რომ ვიყო ... -რა აქ რომ იყო რას გააკეთებდი -ჩაგეხუტებოდი და ყელში გაკოცებდი...გიკბენდი ძალიან მაგრად ისე რომ სუნთქვა შეგეწყვიტა მაგიჟებს...მისი ხმა უცებ რომ ერევა ხრინწი და ვხვდები როგორ უელავს მწვანე თვალები, როგორ ულოკავს ტუჩებს და ყელი მწევის. კანი სადაც მკოცნის ხოლმე და მერე მთელი სახე ვიცი აქ რომ იყოს ყველგან მაკოცებს ...ტუჩების გარდა. ისე მეძინება მასთან საუბარში გართულს თითქოს ვერც ვიგებ ვერაფერს. აბააა შეაფასეთ ყველაფერი რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ.რაც გაირკვა რამაც აგაღელვათ და საერთოდ ყველაზე და ყველაფერზე...ახალ გმირზეც ველი ერთ ორ სიტყვას. ვიცი თამარაზე ისევ ცოტა იყო მაგრამ მომდევნოში იქნება ბევრი.დიდი ტავი იყო დ ამეტი ვეღარ დავწერე ... ბოდიში შეცდომებისთვის არეულობისთვის უბრალოდ ჩვეულებრივი ლაპარაკიც მჭირდება ზოგჯერ რომ რაღაცეები ითქვას და არ ვიცი რამდენად დალაგებული გამომდის ყველაფერი გევედრბეით გეაჯებით შეაფასეთ მიყვარხართ და გელოდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.