შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The night of death.


18-05-2017, 20:24
ავტორი Viktoria
ნანახია 1 601

სულ რაღაც რვა თვის წინ უბრალო გოგონა ვიყავი. მეთორმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც თვლიდა რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული გამოცდები იყო, მაგრამ ახლა ვხვდები რომ მწარედ ვცდებოდი.ცხოვრება იმაზე დაუნდობელი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
პატარაობიდან მახსოვს რომ ჩვენს ოჯახში ყველა უნივერსიტეტს წარმატებულად აბარებდა და მეც გამონაკლისი არ გახლდით. დედას უკვე გადაეწყვიტა ყველა ის ფაკულტეტი რომელიც მოსწონდა. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მე ჟურნალისტიკაზე ჩამებარებია პირადად მე კი საერთოდ არ მინდოდა სწავლა, უნივერსიტეტი. მე ჩემი ოცნებები მქონდა. როდესაც ჩემს მომავალზე ვფიქრობდი ყოველთვის მომღერალი ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და ვიცოდი რომ ამ ოცნებას ავისრულებდი.
ოჯახიდან მამა მღეროდა და საკმაოდ ცნობილიც იყო, რაც ის გარდაიცვალა დედამ საერთოდ მუსიკის მომსენა შეწყვიტა. ჩემი ძმა ტომასი 25 წლისაა. მან წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია ჩვენს ქვეყანაში. ჩემი და კი კატერინა 23 წლისაა. ის კი მაგისტრატურაზეა და წელს ამთავრებს სწავლას მომავალი არქეოლოგი გახლავთ. ხოლო დედა, დედა პროფესიით პედაგოგი გახლავთ.
ტომასი და კატერინა ყოველთვის ნინას ეძახიან მე კი რატომღაც მიყვარს როდესაც დედას ვუწოდებ. თითქოს და არაფერი განხვავებული მაგრამ ამ ოთხ ასოში ამოუხსნელი ძალა იმალება ძალა რომელიც მეც მაძლიერებს. მე ყველაზე პატარა ვიყავი მამა რომ დავკარგეთ და მას შემდეგ ნინა ჩემთვის დედაც იყო და მამაც.
ჩვენს ოჯახში ყველაზე პატარა მე გახლდით ვიქტორია მაგრამ ყველა მოფერებით ვივანას მიწოდებდნენ და მეც ძალიან მომწონდა.მამის მხრიდან მხოლოდ მამიდაშვილი გვყავდა და ისიც ჩვენთან ცხოვრობდა ჩემი უსაყვარლესი ანასტასია ისიც კატერინასთან ერთად სწავლობდა. კატერინა და ანასტასია საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
საბედნიეროდ მეც მყავდა საუკეთესო მეგობარი ჩემი კურსელი და ჩემი მეზობელი ემილი მაგრამ მოფერებით ემის ვეძახდი.
ყველგან ერთად დავდიოდით დროს კარგად ვატარებდით. ცხოვრება საამური იყო ჩვენთვის ჩვენ არ ვინტერესდებოდით იმ თემებით თუ რა ხდებოდა სხვა და სხვა ქვეყნებში ჩვენთვის ყველაფერი უპრობლემო იყო.
მე ემი და ჩვენი რამოდენიმე კლასელი სასეირნოდ დავდიოდით ყოველ ღამით ერთსა და იმავე ადგილზე ეს იყო დანგრეული სახლი რომელიც ალბათ ერთ დროს საკმაოდ ლამაზიც იქნებოდა. არ ვიცი რატომ დავდიოდით იქ მიუხედავად ჩვენი დალაგებისა და დასუფთავების შემდეგ მაინც საზარელი დასანახი იყო ის კედლები და მინგრეულ მონგრეული კარ-ფანჯრები. მაგრამ ეს სახლი რაღაცნაირად იზიდავდა ადამიანს პირადად მე ხშირად წარმოვიდგენდი ამა თუ იმ ისტორიას ამ სახლთან დაკავშირებით რის გამოც ხშირად დამცინოდა ნიკოლოზი.
სახლისაკენ მივდიოდით როდესაც დედამ დამირეკა.
- დეე რა ხდება ხო მშვიდობაა?
- კი უბრალოდ ვნერვიულობდი შვილო უკვე გვიანია სახლისაკენ აღარ მოდიხართ?
- არ იმერვიულო დე მე და ემი უკვე გზაში ვართ და მალევე მოვალ.
- კარგი შვილო.
ტელეფონი გავთიშე და ემის სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია ბოლოს კი სახლთან შევჩერდით.
- ხვალ განახავ ემი.
- მისმინე ვივიანა რას ფიქრობ ალექსანდრეზე?
- ალექსანდრეზე? რატო მეკითხები? მოიცა თქვენს შორის რამე ხდება?
- არა უბრალოდ ვიფიქრე ბანკეტზე მასტან ერტად ხომ არ წავსულიყავი მეტქი.
- ბანკეტზე ალექსანდრესთან ერთად, კარგი აზრია და კიდევ პირადად ჩემტვის სასიამოვნო პიროვნებააა ჭკვიანი ბიჭია და თან მეგობრული.
- და სიმპატიური.
- ხოო რატომღაც მისი სილამაზე აღარ გამახსენდა.
- და შენ ვისთან ერთად აპირებ წამოსვლას?
- მე პირადად შენთან ერთად ვგეგმავდი მაგრამ შენ თუ ალექსანდრესთან ერთად გადაწყვიტე წამოსვლა მე რამეს მოვიფქირებ.
- არ ინერვიულო ყინულის დედოფალსაც მოვუძებნით მეპარეს.
საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტია ამჯერად ემის ურეკავდნენ, ერთმანეთს გადავეხვიეთ და სახლისაკენ წამოვედი.
შესვლისთანავე სამზარეულოში გავედი და ცივი წყალი დავლიე შემდეგ მისაღებში გავედი სადაც ანასტასია და კატერინა რაღაც საზიზღრობას უწურებდნენ.
- მოხვედი დე.
- დიდი ხანია ესენი ამ სისულელეს უყურებენ?
- სისულელე სულაც არაა დაო.
- ხო აბა რა ზომბები ვამპირები მაქციები ნუთუ მართლა გჯერათ ამ ზღაპრების.
- შენ წარმოიდგინე და არსებობს დამამტკიცებელი საუბუთები იმის შესახებ რომ ტანსილვანიაში ადრე ვამპირები ცხოვრობდნენ ასევე მაქციებიც არამგონია გამოგონილი რომ იყოს. ადამიანს შეუძლია მუტაცია განიცადოს. ჩვენ ასეთები ვართ და რაც შეეხება ზომბებს რომ იცოდე ამჯამად ვუყურებთ ისტორიას რომელიც ადასტურებს რომ ზომბები არსებობენ.
- გასაგებია ზომბები იმედია ოთახში სანამ ავალ თავს არ დამესხმება.
- კარგი ტუ არ გინდა ნუ დაიჯერებ.
- წავედი მე ოჯახო დავისვენებ. ხო და მაინც ვინმემ დაასაბუტა რომ ისინი არსებობენ?
- დიახ ბენჯამინ გარსიამ.
- გასაგებია.
საძინებელში ავედი საწოლზე წამოვწექი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
მთელი კვირა საინტერესო არაფერი არ მომხდარა სკოლა მასწავლებლები და ჩვენი დროს ტარება.
ერთ ღამესაც სახლში მივედი და ანასტასია და კატერინა ისევ იგივეს უყურებდნენ გამეცინა.
- აღარ მოგბეზრდათ გოგნებო?
- იცი რა მოხდა ვივი გახსოვს ის ღამე რომ დაგვცინოდი?
- კი და მე ახლაც დაგცინით.
- სასაცილო სულაც არაა ვივი იმ ღამით ბენჯამინი და მკისი თანამშრომლები ყველანი გაედაიცვალნენ საავადმყოფო აფეტქდა და ...
- და ყველაფერი განადგურდა.
- დიახ მართლაც რომ განადგურდა ამდენი ნაშრომი.
- ხომ გაიგე რა თქვეს რომ რაღაც ვირუსი გავრცელდა რომელიც ადამიანს კლავს და უკან აბრუნებს.
- რა სისულელეა ანასტასია რას ამბობ?
- იმას რომ სადაც აფეტქება მოხდა იმ ტერიტორიაზე მოსიარულე მკვდრები ნახეს ეგრეთ წოდებული ზომბები.
- რა სისულელეა წავედი მე დასაძინებლად და თქვენც იგივეს გირჩევთ.
- კარგი ტკბილი ძილი.
საძინებელში ამოვედი საწოლზე წამოვწექი და ფიქრების კორიანტელში გადავეშვი არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
იმ ღამით მე ყველაფერი სასაცილო მეგონა ზომბები მაგრამ ახლა ვხვდები რომ მწარედ ვცდებოდი. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

იმედია მოგეწონებათ. <3



№1  offline წევრი marikuna (1)

საინტერესოა უბრალოთ ცოტა იყო.ცოტა მეტი ინტრიგა ჩააქსოვე ხოლმე,საინტერესო მომენტზე გაჩერდი,რომ წაკითხვა მოუნდეს ხალხს .
დასაწყის არაუშავს საინტერესო პირივნება ჩანს ვივიანა ველოდები გაგფძელებას იმედია არ დააგვიანებ

 


№2  offline წევრი Barbare ❤

Gaagrdzele raa.. mshvenialuria... chamitria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent