მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 5)
2015 წელს დაწერილი პირველი რომანია ,,მკვლელობა შავი იებით", რომლის ნაწილებიც სინამდვილეზეა დაფუძნებული. განცდები, გრძნობები და ყველა ის ტკივილი მართლა არსებობდა და რეალურად გადმოიცა ამ წიგნში.შეიძლება საინტერესო არ იყოს ზოგისთვის, მაგრამ ის განცდები და იმ ტკივილის დამარცხება, სიკვდილზე ფიქრების უკუგდება და ბედისწერის გამოცდა და გამარჯვება შეიძლება ადამიანისთვის სასიკეთოდ იყოს წარმოდგენილი ამ ცხოვრებაში გადარჩენისთვის. ------------ ემამ ეს თქვა თუ არა მაშინვე სილა მოხვდა. -ჩემთან იყავი და მითხარი რომ ამას არ იცნობდი და მაინც მისი მოკვლა დაავალე?! და კიდევ არაფერ შუაში ხარ?! -ფრანკო! ახლავე წაიყვანე და ისევ საკანში მიაბრძანე! ემას ხმა არ ამოუღია, ისე ჩაჯდა მანქანაში იმ ჯართში, რომელიც იმ დღეს ჩამოსვლის დღეს მასთან გაჩნდა. ემა ჩუმად იჯდა თავი დახრილი ჰქონდა. ფიქრებს მისცემოდა: -ვინ აკეთებს ამას და რატომ? ეს შურისძიება თუ არის ვისია და მე რატომ მხვევს ამ საქმეში?! -და უცბად ხმაც გაისმა და შეჯახებაც. -ემა! ემააა!-მოესმა ხმა და კაცმა მათთან მიირბინა.ქალს ხელი წაავლო და გადმოიყვანა,ცოტახანში საჭესთან მჯდომ კაცს მიუბრუნდა მაღალი სევდიანი სახის ახალგაზრდა კაცი და თვალებში ჩახედა,იარაღი ამოიღო და ქალის ხმაც მოესმა:-არ მოკლათო,- და უცბად დაუშვა იარაღი.-კარგი თუ ასე გინდაა დავინდობ!-თქვა და ფრანკო მანქანიდან გადმოიყვანა თუ არა მანქანაც აბრიალდა ცეცხლში... რამოდენიმე ხანში ერიკიც მოვარდა. ფრანკოს მივარდა და დამწვარ მანქანას შეხედა:-ემააა სად არიისსს?!-დაუყვირა და კაცს ახლა შეეკითხა:-კარგად ხარ?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი! სად არის ემააა! - წაიყვანეს ვერტმფრენით... გათიშული იყო,მხოლოდ ის უთხრა ჩემზე არ მოკლათო და მანაც ბრძანება შეუსრულა,-თქვა და კაცს გამოფხიზლების მერე ძლივს მოუყვა ყველაფერი. -ვინ ხართ და ჩემთან რა გინდათ?! -ძლივს ამოილაპარაკა ემამ. -მეც უნდა მომკლათ?! -არა, ჩემი ნუგეშინია, დამშვიდდი. -კუნძულზე მივფრინავთ რამოდენიმე ხანში სახლში იქნები და დაისვენებ. ემას წყალი მიაწოდა და ქალიც გამოფხიზლდა. -კარგია რომ არაფერი დაგიშავდა! ის კაცი რატომ არ უნდა მომეკლა?! -მას არაფერი დაუშავებია! -ალბათ! მაგრამ შენ დასაკავებლად მიყავდი! -ეს არ უნდა ჩაგედინათ! -მე შური ვიძიე! -რა საჭირო იყო! ან რისთვისსს?! ან რა იცით თქვენნნ?! ან მე რა შუაში ვარრ!-თქვა ძლივს და თავზე მოიკიდა ხელი. -მე ყველაფერი ვიცი... შურისძიება საჭირო იყო!-თქვა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა. ემა გამოფხიზლდა ახლა შეხედა კაცს და გაოგნდა: -თქვენ... თქვენ, ხომ ის... თქვენ ხომ სიზმარში იყავით წარმოუდგენელიაააა!!!!!! მე ვნახე ის მკვლელობა და ეს მკვლელობაც! ანუ მე მოწმე ვარ მეც უნდა მომკლათ?! რატომ მესიზმრა ეს ორივე სიზმარი,რომელიც ცხადი იყოო! რატომმმ?! მინდა დავმშვიდდე და მშვიდად ვიცხოვროო! რატომ მიშლით ყველა ხელს!-თქვა გაბრაზებულმა და თვალები მაგრად დახუჭა. -არა შენ არავინ გკლავს,ვინაც შენი მოკვლა გადაწყვიტა ისიც მკვდარია! დამშვიდდი! მე შური ვიძიე ჩემი შეყვარებულის გამო! მკვლელობა დასრულებულია! -თქვენი შეყვარებული ისს გოოოგოოაა იქქ მასთანნ?! შავი კაბიით?! -თქვა ძლივს და ბუნდოვნად გაიგონა კაცის, -დიახ. -სახლში მინდა ჩემს სახლში! აქ არ მინდა ყოფნა! არ მინდა თქვენთან ყოფნაა! არ მინდაა აქ ყოფნაა! დავიღალეე! დავიღალეეე! დამანებეთ ყველამ თავიი!- თქვა და ემას გული წაუვიდა. კაცი მასთან მივიდა ხელი მოკიდა და წაიყვანა,რამოდენიმე ხანში სახლის კარები შეაღო. გასაღები იქვე დადო და ქალის სხეული დააწვინა თუ არა ლოგინზე,მაშინათვე დატოვა სახლი... *** გამოიღვიძა... თვალები გაახილა,მიხვდა სადაც უნდა ყოფილიყო და შიშისგან წამოხტა. გარემოს თვალი მოავლო და ოთახი იცნო,თავისი სახლის ოთახი. -როგორ ხარ?! მოესმა მკაცრი ხმა,რომელიც აივნიდან შემოდიოდა. -ისევვ ესსს! -გაიფიქრა და კაცს ახედა აივნისკენ.-კარგად! -მეც კარგად უპასუხა დაუსმელ შეკითხვას და სკამზე ჩამოჯდა. იქნებ ავდგე ეს ხომ თქვენი სახლია?! -იჯექიიი! -და ემა ისევ წამოწვა. -კარგი გეგმა იყო ვერაფერს დავიწუნებ! მკვლელობები, გატაცებები, აფეთქებები! ახლა რაღა დაგჩა?! ქალს თავი სტკიოდა. მიხვდა,რომ ახლაც ერიკი ქალს დაადანაშაულებდა ამ ამბებში. ფეხზე ისე წამოიჭრა და ისე აღმოჩნდა კაცთან ახლოს, მხარზე თავდადებული,ვერც კი გააცნობიერა თავისი საქციელი შეშინებულმა. კაცმა ქალის სახე ხელებში მოიქცია და ქალს თვალებში ჩახედა,ნელ-ნელა მისი ბაგეებისკენ დაიძრა თვალებით. ქალს თმები ჩამოეშალა თუ არა კალთაში ჩაისვა და აკოცა... ერიკი არ ჩერდებოდა მის ბაგეებს არ უშვებდა და არც ემას თმებს უშვებდა ხელებს.მის თმებში ნაზად დასრიალებდა მისი დიდი ხელები,გრძნობდა ამ ქალის სუნამოს და მის სუფთა სრიალა თმებს! ემამ გაიბრძოლა წინააღმდეგობა გაუწია უკან დახევას ცდილობდა, მერე შეჩერდა და ამ კოცნას მიჰყვა. მიჰყვა და იგრძნო რომ სიძულვილს ამ კოცნის გამო ვერ განიცდიდა. სახე გაუხურდა, ისე როგორც მისი ხმის გაგონებისას და თავისი ხელები კაცის მკერდს ააყოლა.იგრძნო მისი სუნთქვა მისი გაგიჟება,რომელიც ამ კოცნით გამოიწვია და მის ბაგეებში ჩაიძირა. ეს ქალი პირველსავე დანახვისთანავე შემოიჭრა ჩემს გულში, მაგრამ ახლა სულშიც შემომეჭრა და ყველაფერს მავიწყებს! მაგრამ მკვლელობები! როგორ შეიძლება ასეთი ქალი მკვლელი იყოს და ალეხოსი!!! გაახსენდა ის კაცი, გაახსენდა მასთან ჩახუტება, როგორ გაიქცა თავდასხმის დღეს მის დანახვაზე და ემას ტუჩებს მოცილდა და ზეზე წამოხტა კიდევაც! ემამ ისევ სილა მოიქნია და ერიკმა მისი დაჭერა მოასწრო და ლოგინზე დააგდო და თვითონაც ზედ მოექცა მის სხეულს. -ვერაფერს იტყვი!მაგრამ ჩემთან ეს ქალური ხრიკები არ ჭრის,ამით თავს ვერ დაიძვრენ! ბორკილები გაუკეთა. -ახლა სადაც უნდა იყო იქ წაგიყვან! -თქვა და ქალი წამოაგდო ლოგინიდან. კარები დაკეტა და გასაღები თვითონ ჩაიდო ჯიბეში. - ხან თავს მესხმიან, ხან მიტაცებენ,რა დავაშავე თუ მოვდუნდი. -თქვა ჩუმად და თავი გააქნია ფიქრები, რომ გაეფანტა. წითელზე მანქანა,როგორც კი შეაჩერა კაცმა,მის ყელს ბორკილები შეახო კოცნაზე გაბრაზებულმა ქალმა.მუქარისა და ბრძოლის მიუხედავად,მაინც ვერაფერს გახდა ქალი.-იცოდე მოგკლავ! -ემუქრებოდა გაბრაზებული ემა, იმის გამო, რომ ამ კაცმა აკოცა და მისდამი სიძულვილი არ იგრძნო. -თუ ასეა მომკალი! რას ელოდები! კიდევ ერთი მკვლელობა დაემატება შენს სასჯელს! -იდიოტო!!!-დაიყვირა გაბრაზებულმა,როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა. -დამშვიდდი მაინც ვერაფერს გააკეთებ!-თქვა კაცმა გაბრაზებულმა და ემა თავის სკამზე დააგდო და დააბა. -ალბერტოს უნდა დავურეკო! -აქ არაა სხვაგანაა შენთვის არ ცალია,-მოუჭრა მოკლედ და გაკოჭილ ქალს შეხედა. -წყალი მწყურია! -იყვირა ემამ და კაცმაც მიაწოდა თუ არა ხელბორკილს დახედა და პირთან მიუტანა. ემამ ცოტა მოსვა და გადაყლაპა,მერე ისევ მოსვა და ერიკს შეასხა წყალი თავისი ბაგეებიდან. -ოხ შენი!-თქვა და ერიკმა ხელის მოქნევა გადაიფიქრა. -დაბმულ ქალს თავს არ ვესხმი! -თქვა და თავის სკამს დაუბრუნდა,ხელსახოცით სახე მოიმშრალა და დაჯდა ისევ. -შენ ამას მოიწმენდ და არ გეტკინება,მაგრამ მე რამდენჯერაც მოვიწმინდავ ხელს იმდენჯერ მეტკინება და მესობა გულში!იმდენჯერ განვიცდი სიკვდილს... ფიქრობდა ემა და ერთი ცრემლის წვეთი იგრძნო და მიხვდა ახლა არ უნდა ეტირა,სხვის შესაცოდებლად არ უნდა ეტირა,და რომ სტკიოდა არც ამის გამო არ უნდა ეტირა. თავი ძირს დახარა, რომ მისი ცრემლი არ შეემჩნია კაცს. უცბად სროლის ხმა მოესმათ და ემა გამოფხიზლდა, შეეშინდა და იყვირა. ერიკი გარეთ გავარდა.20 წუთის მერე შემოვარდა და ემას მიმართა: -ფედერიკო რაირას იცნობ? -არა...-თქვა ჩუმად და კაცს ახედა:-რა მოხდა გარეთ?! -ნუ მატყუილებ! -არ ვიცი ვინაა ფოტო მაჩვენე და გეტყვი!-თქვა ჩუმად და ხელებზე დაიხედა,როცა კაცი ბორკილებს ხსნიდა. ქალი თავდახრილი მიყვა უკან. -ემაააა! გამოფხიზლდი გაახილე თვალები და შეხედე! ემაააა!-მოესმა თუ არა კაცის ხმა შეხედა თუ არა ძირს მწოლიარე სხეულს უცბად უკან წავიდა და გაიქცა ოთახისკენ და კარებთან გაჩერდა. ერიკიც გაჰყვა უკან,მიხვდა, რომ ქალს შეეშინდა,ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა. სკამზე დასვა და წყალი მიაწოდა. ცოტახანში ემა გონს მოვიდა და თვითონვე დაიწყო,სანამ ერიკი რამეს კითხავდა: ფრანკომ რომ წამიყვანა, მანქანა დაგვეჯახა. მერე ნიღბიანი კაცი მოვიდა. მე გადმომიყვანა. იარაღი დაუმიზნა ფრანკოს და რომ ვუთხარი არ მოკლათქო,იარაღი დაუშვა,მანქანიდან გადმოიყვანა და მანქანა ააფეთქა. რამოდენიმე ხანში არ ვიცი ვერტმფრენში ვიყავით,ვუთხარი სახლში მინდათქო,მითხრა დანიელა ჩემი შეყვარებული იყოო... მერე გული წამივიდა და რომ გამოვფხიზლდი სახლში გამეღვიძა. ფრანკო შემოვარდა. -ბატონო გამახსენდა გამახსენდა! იმ კაცს, რომ ემა მიჰყავდა ქალს გული მისდიოდა და სახელს იძახდა.-მოესმათ და ორივემ კაცს გადახედეს,რომელიც კარებთან იდგა. -რა სახელს?-იკითხა ერიკმა და ქალს შეხედა თუ არა ქალმაც მაშინ მიხედა კაცს თვალებში. ემას გაახსენდა არა ეს მონაბოდი იყო არ ვიძახდი ამ იდიოტის სახელსსს!!!! და ფრანკომაც მოაყოლა: ერიკს ერიკს იძახდა! -კარგი! და ემას მიუბრუნდა,- მე რატომ მეძახდი?! -არ ვიცი...-თქვა ქალმა და თავი დახარა:-დავიღალეე... -ეს კაცი როგორ მოკვდა?! ახლა გაახსენდა ემას ის კაცი და ერიკს ახედა. -თავი მოიკლა და მარტო ის თქვა, ეს ჩემი ჩადენილი მკვლელობა იყოო და ემა არაფერ შუაშიაო. -თუ ასეა აქ რატომ ვარ,ისევ ეჭვმიტანილი ვარ?! -რადგან მოყევი ის რაც იცოდი აღარ,მაგრამ რამოდენიმე კითხვა მაინც მაქვს. -გისმენ! -ამ კაცმა წერილი დაგიტოვა. -და ემას მიუტრიალა ხელთათმანების გაკეთების მერე წერილი.-შენ წაიკითხე,- უთხრა ქალმა და არც გამოართვა. -,,მკვლელობა შავი იებით". -ემა გალიანი! მხოლოდ ეს სამი სიტყვა წერია და გასაღებია!-თქვა კაცმა და ემას გასაღები დაანახა. -იცი რისი გასაღებია?! -მე არა და შენ?!!! -ალბათ კიდევ რაღაც საიდუმლოსი! -მომბეზრდა ეს ყველაფერი! ეგ წერილიც და გასაღებიც შენ დაიტოვე! და ემა ადგა. -მე წაგიყვან! -საჭირო არ არის! გამოიძიე ეს ყველაფერი და თავი დამანებე! -თქვა და გარეთ გავარდა. უკვე ბნელოდა. ცოტახანი კიბეებთან იდგა ქალი,რომელიც სახეს ჰაერს უშვერდა მოსაფხიზებლად. -სახლში წავიდეთ,შენი ნივთები ავიღოთ და სახლში დაგაბრუნებ.- მოესმა კაცის ხმა და ქალიც მისი მანქანისკენ დაიძრა. -იმ კაცმა ხომ არაფერი დაგიშავა,რომ გაგიტაცა?! -არაფერი. -კარგი.რამე გაწუხებს ემაა?! -არაფერი. სახლში შევიდნენ თუ არა,ემა მაშინათვე ნივთებს დასწვდა და ხელში აიღო. -ნახვამდის.- თქვა უცბად და მიტრიალდა. -ემაა...საჭმელი ჭამე და მერე მე წაგიყვან.-თქვა კაცმა ხმადაბლა და ქალს შეხედა.ქალი ნივთებით ხელში კარებისკენ მიდიოდა,როცა კაცს მიაძახა:- არ მინდა მადლობა, სახლში წავალ,დავიღალე.- თქვა და კარები გააღო. კაციც მაშინათვე უკან მიყვა, მანქანა გააღო და შესთავაზა მე წაგიყვანო. გზაში ორივე ჩუმად იჯდნენ,ემას ჩათვლიმა. მანქანა გაჩერდა თუ არა იგრძნო და გამოფხიზლდა. კარები გააღო და კაცს -ნახვამდის,- უთხრა,ისე რომ არც შეხედა და კარები ნაზად მიკეტა. -ემაა... -მოესმა გზაში და ქალმაც მაშინ მოიხედა. -მიგაცილებ... -ძლივს წარმოთქვა კაცმა და მაშინათვე მანქანა დატოვა თუ არა ქალის გვერდით დადგა. ქალი წინ მიდიოდა, უკან კაცი მიყვებოდა. რამოდენიმე ნაბიჯში კიბეებიც აიარეს და კარების წინ დადგა ქალი. გასაღები მოძებნა და ერიკს შეხედა,რომელსაც ხელში ეჭირა გასაღები. გამოართვა და გაუცინა: -მადლობა და ნახვამდის,- თქვა და კარები გააღო. -კარგად ემაა... -მოესმა კაცის ხმა და კარებში შევიდა ქალიც. კაცმა კიბეები ჩაირა. სახლში მისულს მთელი სახლი ცარიელი და უსულო მოეჩვენა,სამზარეულოში შევიდა საჭმლისთვის,მაგრამ აღარც მოუნდა მარტო ჭამა. ქალის გაკეთებული საჭმელი გაახსენდა,ხორცი გადმოიღო და რომ მიხვდა უნდა შეეთბო,ისევ უკან დააბრუნა,შეათბო და საჭმელს მიუჯდა. ნელ-ნელა ჭამაში ჩაეფლო,გემრიელად ჭამა და დასაძინებლად წავიდა. ცოტახანში ისევ ადგა,ქალის ოთახისკენ წავიდა,კარები შეაღო და მაშინათვე მის ლოგინში გააგრძელა ძილი...მასზე ფიქრები მოეძალა და ძილიც დაუფრთხა. წამოდგა,შუქი აანთო და ოთახს თვალი მოავლო. ოთახში გამეფებული სიმშვიდე და დატოვებული სუნამოს სუნი შეისუნთქა და ბალიშს თავი დაადო,ახლა იგრძნო ბალიშის სუნამოს სუნიც და მიხვდა, რომ ამ მხარეს ეძინა ქალს. ხელები მოხვია ბალიშს და ძილს მიეცა,ისე თითქოს ახლა მის ახლოს ბალიში კი არა ქალი ყოფილიყო და მის სხეულს ეხებოდა,ხელები მაგრად მოხვია და ჩაეძინა. ემას როგორც კი გაახსენდა,მკვლელსაც ექნებოდა გასაღებიო ვეღარ გაძლო და თავისი ნივთებიანა სახლი დატოვა. ანიტას სასტუმროს ნომერი სთხოვა და ქალმაც თავის სახლში დაპატიჟა. ანიტასთან ერთად ჩაფიქრებულმა მიირთვა საჭმელი და აბაზანისკენ დაიძრა. სარეცხი შეყარა და წყლის ნაკადს შეუშვირა სახე აბაზანაში. ტირილი მოუნდა,მაგრამ აღარ უნდოდა სხეულის კიდევ გამოფიტვა,ცრემლის წვეთი მოიშორა და წყლის ნაკადს სახე შეუშვირა გამოსაფხიზლებლად. დროა წინ იარო ემაა... წინ და არა უკან! დროა იცოდე სად მიდიხარ,რატომ როგორ და რისთვის! -თქვა და აბაზანიდან გამოვიდა. თეთრი პირსახოცი შემოეხვია სხეულზე და ახლა მიხვდა,რომ ტანსაცმელი აქ არ ჰქონდა. ანიტამ მიუტანა ხალათი და ემასაც გაეცინა: -ეს დღეები... დავიღალეე! -თქვა და ოთახში გავიდა, დაქალს მიუბრუნდა: -არ გეწყინოს ხომ იცი არ მიყვარს სხვისი ტანსაცმელი ახალიც კიი.. -თქვა ჩუმად და თავი დახარა. -კარგი ემაა,- გაეცინა ქალს და დაქალს შეხედა: -სახლში მარტო ვარ ახლა შეგიძლია პირსახოცით იარო ან ხალათით. -საჭმელი არ გინდაა?! -არაა უკვე გვიანია მადლობაა,-თქვა და დაქალს აკოცა.ცოტახანში ტელეფონი აიღო და დარეკა. რამოდენიმე ხნის მერე ზარიც გაისმა მის სახლში და კარები პირსახოცშემოხვეულმა გააღო. მის წინ მდგომ კაცი გაგიჟებით უყურებდა და ქალის პირსახოციან სხეულს ათვალიერებდა. -აქ რა გინდა!!! კიდევ რამე მოხდაა?! -იყვირა უცბად და კარებში დადგა გაბრაზებული. -მოხდა! ვერ დავიძინე და შენს სახლში მოვედი! გავარკვიე, რომ აქ იყავი და მოვედი! შემომიშვი! -რატომმმ?! წადი შენს სახლში! და მე თავი დამანებე! -ემააა! -თქვა და კაცი მისკენ წავიდა. ქალს ამ დროს ლიფტის ხმაც მოესმა და მიხვდა,ვინც მოდიოდა მაშინათვე გაიწია და კაცს მიმართა: -შედიი! და ჩუმად იყავი! -თქვა და კარები არც მიხურა. -რა იყო კიდე ელოდები ვინმეს?! -ჩუმად იყავი! -დაუყვირა და ნაბიჯების ხმაც გაიგონეს ორივემ. კაცი მის უკან კარებთან დადგა და სმენად გადაიქცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.