შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონტროლი (თავი 1)


20-05-2017, 16:16
ავტორი japara
ნანახია 1 461

გოგონა შავ კაბაში იდგა და გაფაციცებით ათვალიერებდა ყველა კუთხეს, სად რა ხდებოდა. კონტროლის ქვეშ ჰქონდა ყველაფერი და იმიტომაც იყო ასეთი იდეალური… მისი ცხოვრებაც ამ ქორწილის მსგავსად კლანჭებში ჰქონდა მოქცეული და არ არსებობდა სიტუაცია, რომელიც მას დააბნევდა. არ არსებობდა გაუთვალისწინებელი შემთხვევები და არც არაფერი, რასაც ის ვერ მართავდა. ჯაზ-ბენდთან მივიდა, რომელიც მის მიერ დაგეგმილ ქორწილს მუსიკალურად აფორმებდა.
- ჟოან, რა პრობლემაა? - ფრანგულად მიმართა მომღერალს და სახეზე თავისი საფირმო, თავაზიანი ღიმილი აიკრა.
- აუდიო სისტემას რაღაც სჭირს.
- Oh dieu! - სცენის უკან, კულისების მსგავს პატარა ოთახში შევიდა. ზუსტად სამ წუთში ჩვეული, კმაყოფილი ღიმილით გამოვიდა და მუსიკაც გაგრძელდა. ისევ მშვიდად იჯდა თავის მაგიდასთან და ისევ ყურადღებით ათვალიერებდა მიდამოს, როდესაც ქალაქის მერი მიუახლოვდა.
- ალექსანდრა, ძვირფასო… - ხელი გაუწოდა და ააყენა. - შესანიშნავი ხარ, როგორც ყოველთვის! - გოგონამ “დაიმორცხვა” და ნაზად გაუღიმა.
- პატივია.
- ცოტა ხანი მოეშვი, დაისვენე. მანამდე კი გამომყევი, მსურს ჩემი ოჯახი გაიცნო.
- მათ ხომ უკვე ვიცნობ?! მაგრამ…
- შენ მხოლოდ ჩემს ახალდაქორწინებულ ვაჟსა და ჩემს ცოლს იცნობ.
- როგორც ინებებთ. - 50-ს გადაცილებულმა, ჭაღარათმიანმა, სასიამოვნო გარეგნობის კაცმა ხელკავი გაუყარა ულამაზეს არსებას და თავისი ოჯახის მაგიდისკენ წავიდა.
- შენთვის უამრავი შემოთავაზება მაქვს. მაგრამ მინდა მანამდე ერთი კვირა მაინც დაისვენო.
- დასვენება არ მჭირდება.
- ძალიან დაიტვირთები. - თბილი ტონით უთხრა და ხელზე მოეფერა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრამ მუშაობა დაიწყო, ბატონი იაკობი მისთვის მამასავით იყო. როცა პირველი წვეულება დაგეგმა ისიც იყო სტუმრად მისული და გაოგნდა ამ პატარა გოგონას შესაძლებლობებით (მაშინ მხოლოდ 19ის იყო)… დაეხმარა გზის გაკვალვაში დიდი კარიერისაკენ, მაგრამ რომ არა გოგონას ნიჭი, არაფერი გამოვიდოდა. საოცრად უყვარდა ეს კაცი, იაკობ წულაია, მაგრამ გრძნობების გამომჟღავნება არც ერთს ახასიათებდა და არც მეორეს. სტუმრები მონუსხულებითვით აყოლებდნენ თვალს მიმავალ წყვილს და გულწრფელი ღიმილით ეგებებოდნენ. ერთ-ერთი ფოტოგრაფი სასწრაფოდ გამოიქცა და ჩვეულებრივ წყვილს, სიძის მამასა და ქორწილის ორგანიზატორს სურათი გადაუღო. რომლებიც, ყველაფერი იყვნენ ჩვეულებრივი წყვილის გარდა. აღმზრდელ-აღზრდილი, მერი და ქალაქის შვენება, ორი წარმატებული ადამიანი, ორი კარიერისტი… კაცმა გოგონას ხელი შეუშვა და ახლა მის ცოლს გამოსდო ხელკავი.
- სად ბრძანდება ჩვენი ბედოვლათი ვაჟი? - ლოყაზე ეამბორა მეუღლეს და თბილი, სულ სხვანაირი ღიმილით ჰკითხა.
- პატარძალს უზის გვერდით. - გოგონამ უპასუხა, ეკატერინას ნაცვლად.
- ეგ არა საყვარელო. - ღიმილით მიუგო ეკამ და ოდნავ მოშორებით, ზურგით მდგარ სილუეტზე მიუგო ქმარს.
- ანდრეა ჩამოვიდა? - გაოცებულმა იკითხა ალექსანდრამ და სილუეტს გახედა. ანდრეა მერის მეორე ვაჟი გახლდათ, ვაჟი, რომელზეც ალექსანდრას ბევრი სმენია, მაგრამ სურათიც კი არ აქვს ნანახი, ბავშვობის სურათების გარდა. იცის, რომ მას უკვე 10 წელია სამშობლოში ფეხი არ ჩამოუდგავს. უფრო სწორედ იყო ერთხელ, სამი წლის წინ, როდესაც დედამისი გარდაიცვალა. მაგრამ ერთმანეთს მაშინაც არ შეხვედრიან. ყოველ შემთხვევაში ასე ახსოვდა სანდრას. სწორად გაიგეთ, ეკატერინა იაკობის მეორე ცოლია და ნიკაც (სიძე) მეორე ქორწინების ნაყოფია. თუმცა ეკატერინაც იგივე დოზით იყო ანდრესთვის დედა, რითაც თავისი ნამდვილი, ბიოლოგიური.
- ანდრეა! - იაკობის ბოხმა ხმამ გაკვეთა მანძილი ბიჭსა და მამას შორის, ბიჭი სასწრაფოდ შემობრუნდა და მამასთან მივიდა.
- დიახ…
- ალექსანდრა უნდა გაგაცნო. - ბიჭს გოგოზე მიუთითა, მაგრამ საჭირო არც იყო, რადგან მან მანდილოსანი დიდი ხნის წინ შეამჩნია და მასზე უკვე ინფორმაციაც ჰქონდა მოპოვებული. ბიჭი დინჯად, ღიმილით მიუბრუნდა გოგონას და ხელი გაუწოდა.
- ბევრი მსმენია თქვენზე. - ღიმილით უთხრა და ხელზე ეამბორა.
- ასევე. - მშვიდად გაუღიმა და ისე მიიღო, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი. მალე დაინახა შემოსასვლელში მომავალი დაუპატიჟებელი სტუმარი კამერით. - ვწუხვარ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ, საქმეს ვერ შევაჩერებ. - ღიმილით დატოვა იქაურობა და თან გაიყოლა ბიჭის მზერაც. ბიჭის, რომლისთვისაც ნორმალურად არც კი შეუხედავს. სასწრაფოდ აესვეტა ჟურნალისტს წინ.
- გამარჯობათ ქალბატონო ალექსნადრა, რამოდენიმე სიტყვას ხომ ვერ…
- რამოდენიმე სიტყვით ხომ ვერ ამიხსნიდით თქვენი სითავხედის მიზეზს?
- რატომ უხეშობთ?
- პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ალბათ ამის გამო გამოვყე 30 წუთი ქორწილამდე პრესისთვის, მაგრამ ის რასაც თქვენ აკეთებთ ჟურნალისტობა კი არა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაა. გთხოვთ, დატოვოთ აქაურობა. - მშვიდად ჩამოაყალიბა და დაელოდა, როდის გავიდოდნენ.
- ხომ ხვდებით, რომ ეს დიდი მოვლენაა თბილისის ელიტური…
- ეს ოჯახური მოვლენა და ბედნიერებაა. და არა საჯარო განხილვის საგანი! დატოვეთ! - უკვე მკაცრად თქვა და დაცვას თვალით ანიშნა მოსულიყო. დაცვამაც პატივის ცემით და ნელა გააცილა “სტუმარი”. სამუშაოსგან დაღლილი თავისი მაგიდისკენ წავიდა, გზაში კი ისევ იაკობს გადაეყარა.
- საყვარელო, ახლა მინდა ჩემი სტუმარი იყო და არა ორგანიზატორი. ჭიქა ღვინო აიღე და მოდუნდი, დასრულდა ყველაფერი. - ღიმილით უთხრა, ლოყაზე აკოცა და გამოემშვიდობა. მუქი წაბლისფერი თმა წურგზე გადაიყარა და თავისი ცისფერი თვალების ცეცებით მივიდა მაგიდასთან. ღვინის ბოკალში შავი ღვინო ჩაასხა და ერთი პატარა ყლუპი დააგემოვნა. საოცრად ესიამოვნა ორგანიზმში შინდისფერი, გამაბრუებელი სითხის მოძრაობა. ყველა ცეკვავდა, ან იდგა. მხოლოდ ის იჯდა ასე მშვიდად და ხალხს ათვალიერებდა. ნიღაბს ამოფარებულ ხალხს, სინამვილეში თვითონაც რომ არ იციან რა უნდათ. ხედავდა, როგორ მიდიოდენ მორიგებობით სტუმრები სიძესთან და ბედნიერებას უსურვედმენ, არადა მათ თვალებში ღვარძლის მეტს ვერაფერს დაინახავდით. 23 წლის ნიკას თავისი ყოფილი კლასელი მოჰყავდა ცოლად. მორცხვი გოგონა. ალექსანდრა ღვინის დაგემოვნებას აგრძელებდა, როდესაც მასთან მიმავალი გოგონა დაინახა. ნია ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი ფერია იყო უდავოდ. ქორწილის ორგანიზების დროს გაიცნო ალექსანდრა და ახლა მისი ერთერთი ყველაზე დიდი მრჩეველია. ასე სჩვევია სანდრას. ადამიანებს მოსწონთ მისი საუბარი და მას ეკედლებიან ხოლმე. ახალგაზრდა პატარძალი ასობით წყვილი თვალის მზერას სილამაზითა და ბუნებრივი, ნაზი დაბნეულობით იგერიებდა, როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ამ მომენტში ალექსანდრამ დაინახა ხალხის ნამდვილი სახე, კიდევ ერთხელ. რამოდენიმე ქალმა ცინიკურად ჩაიცინა, ზოგმაც ირონიულად გახედა და ზურგი აქცია. საცოდავი ნიაკო კი საშინლად გაწითლდა. მას ხომ მხოლოდ ფეხი გადაუბრუნდა? ალექსანდრა სასწრაფოდ წამოდგა და ნიასთან მივიდა. მასთან დაჯდომასი დაეხმარა, ჭიქა ღვინით კიდევ ერთხელ აივსო და ჰაერში ასწია. ყველა ერთდროულად გაინაბა და სმენა ორგანიზატორს მიაპყრეს.
- დღეს მე დავინახე რას ნიშნავს პატარძლის იდეალი! ეს მისაბაძი ოჯახია, დედისა და მამის, ქმრისა და ცოლის ეტალონებით… - სითბოთი გახედა იაკობსა და ეკას. - ძმის, ვაჟისა და სიძის იდეალით! ისევე როგორც ამ საოცარი არსებით. - ხელი გაუწოდა მჯდომარე ეკატერინეს და ჩაკიდა. - ახლა დანამდვილებით მესმის ყველა პოეტის, რომელიც ქართველი ქალის სინაზეს, სილამაზესა და გონიერებას აქებდა… მინდა მთელი გულით მოგილოცოთ ეს საოცარი დღესასწაული ყველას. მათ ვისაც უხარიათ და მათაც ვისაც თვალებიდან ღვარძლის მეტი არაფერი გადმოსდით! - თავი დანანებით გააქნია და მერე ისევ ისეთი თბილი მზერა მიაპყრო ნიას. - მაგრამ თქვენც ვერაფერს მოგთხოვთ! ძნელია უყურო ამ სილამაზეს და მისი არ გშურდეს! - ჭიქა ჰაერში ასწია და ხალხს გაუღიმა. - უკლებლივ ყველას გისურვებთ მათ მსგავს ბედნიერებას! - ღვინის ერთი პატარა ყლუპი შესვა და ადგილს დაუბრუნდა. ხალხში ამაყი ღიმილით გაფორმებული ტაში გაისმა, თუმცა შიგადაშიგ მაინც შეამჩნევდით გველური შხამით გაჯერებულ მზერას. დაჯდა თუ არა, მთელი ძალით მოეხვია ნია სანდრას და კინაღამ ტირილი დაიწყო.
- დიდი მადლობა სანდრა! საოცრება ხარ… უშენოდ… მე უშენოდ… - მოშორდა და თვალებში ჩახედა.
- ნაკლებ დროს დახარჯავდი. - სიტუაცია განმუხტა და ლოყაზე ნაზად აკოცა, უკვე პატარა დაიკოს. - საყვარელო, დღეს ნუ ჩაიშხამებ, წადი ქმარს ეცეკვე.
- მადლობა. - თბილად უთხრა წასვლის წინ და ისევ მარტო დატოვა თავის თავთან, მასთან, ვისთანაც ასე კარგად გრძნობდა თავს. რამოდენიმე წუთიც არ იყო გასული, იაკობი ისევ ეწვია გოგონას და ახლა საცეკვაოდ გაიწვია. ჯაზ-ბენდმა ახლა ნათ ქინგ ქოულის მონა ლიზას შესრულება დაიწყო. ჯაზის ნაზ ჰანგებს აჰყვა სხეულით და მამობილს შემოეხვია.
- ვამაყობ შენით. - ყურში ჩასჩურჩულა გოგონას, რომელსაც მის მხარზე მოეთავსებინა თავი. ამ ორმა სიტყვამ გააბედნიერა და გაუნათა მთელი დღე. ამ ორი სიტყვის გამო ღირდა ყველაფერი, მაგრამ არც არაფერი ეტყობოდა. იაკობი უეცრად გაჩერდა და მოშორდა. - ახალგაზრდებს დაგაცდით. - სიცილით თქვა და გავიდა. სანდრა იქამდე ვერ მიხვდა ვერაფერს, სანამ უკნიდან წელზე ხელები არ შემოეხვია. ამავე ხელებში დატრიალდა და ხელში მისი მამობილის უცნობი ვაჟი შერჩა.
- ულამაზესი ხარ.
- ყოველთვის ასეთი უშუალო ხარ? - ცოტა არ იყოს აღიზიანებდა ბიჭის სითამამე.
- უბრალოდ ნამდვილ ხელოვნებას ვაფასებ. - გაუღიმა და თავისკენ მიიზიდა. გოგონამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ტანზე აიკრა.
- რას აკეთებ?
- გეცეკვები. - პირდაპირ ყურზე დასჩურჩულა თავისი უცნაური, დინჯი და ოდნავ ხრიწიანი ხმით და თავისივე ხელით გადაუწია თმები უკან, მხარზე ხელის მოსმით. დაღლილს, არ ჰქონდა შეწინააღმდეგების თავი და ხელები მხრებზე შემოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა აშკარად მაღალი იყო, მასთან მაინც პატარა ლეკვს ჰგავდა. სიმღერა მალე მორჩა და სანდრაც გაჩერდა. ბიჭმა გაკვირვებულმა დახედა. - ისე არ მოგეწონე, რომ უკვე გამირბიხარ?
- რა მიხვდერილი ხარ?! - სიცილით ჰკითხა ვაჟს და მოშორდა. ძალიან დიდ, ხალხით სავსე ვერანდაზე გავიდა. სავსე გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ არც ცარიელი იყო იქაურობა. მოაჯირს მიეყრდნო და შორს მოჩოჩქოლიავე ჟურნალისტებს შეავლო თვალი. ვერ იტანდა უკონტროლო ხალხს. მუსიკის ჰანგებით გაბრუებულმა კიდევ ერთხელ იგრძნო იგივე ხელების მოძრაობა წელზე. ნაცნობი მოძრაობა. უდავოა, ახლა აღარ ჰქონია უსიამვნო შეგრძნება. პირიქით, სიამოვნების ტალღის გამო დააჟრიალა კიდეც.
- ასე ვმოქმედებ შენზე? - ისევ იმ ხმით, ისევ იმ ადგილზე დასჩურჩულა და ლოყაზე ტუჩები შეახო. გოგონას არ უპასუხია. ჩუმად იდგა. ხეს აკვირდებოდა, რომელსაც უწესრიგოდ ეყარა ფოთლები. ერთადერთი რამ, რასაც უწესრიგობას აპატიებდა, ბუნება იყო. ბუნება, სადაც ყველაზე მოუწესრიგებელი ადგილიც კი იდეალურადაა გასწორებული ყოველთვის. - რატომ არ მელაპარაკები? - გოგონა ისევ შემობრუნდა მის მკლავებში, მხრებზე ხელები დააწყო და მოიშორა.
- რა გინდა, ანდრეა?
- რატომ სერიოზულდები?
- კითხვაზე მიპასუხე.
- რა უნდა მინდოდეს?
- ხოდა სხვისგან მიიღე, რაც უნდა გინდოდეს. - მშვიდად უთხრა და გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა მის აქეთ-იქით მოაჯირს ხელები დააწყო და თავისსა და მოაჯირს შორის გამოამწყვდია.
- და შენ რა იცი რა მინდა?
- ცოდნის სურვილს მატყობ? - ცალი წარბის აწევით, ირონიულად კითხა და პასუხს დაელოდა.
- სხვისგან რამის მიღების სურვილს მატყობ?
- არც მაგის ცოდნის სურვილი მქონდა, დიდად. - გაუღიმა და თვალებდახუჭული მიეყრდნო მოაჯირს. არ აპირებდა ხასიათის გაფუჭებას. არც გაბრაზებას. უბრალოდ სიამოვნებას იღებდა მისი სიახლოვით. ვის არ ესიამოვნებოდა ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა? თუმცა სანდრაში მაინც იწვევდა მისი იქ ყოფნა გაღიზიანებას, ცოტა დოზით, მაგრამ მაინც…
- მიწვევ?
- რა შემატყე?
- აშკარად მიწვევ. - გოგონამ მარჯვენა ხელი ბიჭის კისერს შეახო და ყბასთან მოეფერასავით. მერე წინ გადაიხარა, მეორე მხარეს, ყურს ქვემოთ, ყელზე სველი კოცნა დაუტოვა და იქვე დაათქვა.
- შემეშვი. - დაბნეულ და ტაოდაყრილ ანდრეს, მისი კატეგორიული და ამასთნავე ნაზი ხმისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარც უფიქრია და დაუფიქრებლად გაუშვა ხელები მოაჯირს. გოგონა მოშორდა და დარბაზში დაბრუნდა.
ხალხი უკვე იშლებოდა და მხოლოდ ოჯახების მცირე ნათესაობა იყო დარჩენილი, თუმცა იაკობი ალექსანდრას მაინც არ უშვებდა. სანდრა ეკასთან ერთად იჯდა და ბაასობდა.
- ღმერთო ჩემო… ნიკას რომ შვილები ეყოლება. - გაბადრული სახით თქვა გოგომ და “პატარა ძმას” შეხედა, რომელიც საოცარი მზერით უყურებდა პატარძალს.
- უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ საშინლად დავბერდი.
- აბა რას ამბობ, ეკა? ხომ იცი, რომ ასე არ არის?
- ყველა ასე ამბობთ.
- და შენი აზრით პირდაპირ არ გეტყოდი, ბებრად რომ გთვლიდე? - სიცილით შეხედა ეკას. ისიც მაშინვე მიხვდა, რომ ელაპარაკებოდა ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ერჩივნა მლიქვნელობას.
- დამავიწყდა, რომ შენ მეჯექი გვერდით. - სიცილით უთხრა. - ნიკას კი არა, შენ რომ შვილები გეყოლება.
- ღმერთო ჩემო, რა დროს ესაა ეკა?
- უკვე ამხელა ხარ.
- მეყოლებიან ეკა, მეყოლებიან. თანაც ბევრი. შენ მაგაზე არ იდარდო.
- როდის?
- კარგი რა…
- ერთი შენი თავი მანახა შეყვარებული და… წავედი გვრიტებს მივუჯდები. აქ არასაკმარისი სიყვარულია. - გველურად ჩაუქირქილა და ადგა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრა ძალიან დიდი ხანია დედით ობოლია, ამ უკანასკნელის სითბოს ნაკლებობა არასდროს უგრძვნია.
- ნამდვილი სანტა ვარ! - მარცხნიდან ისევ ნაცნობი ხრინწიანი ხმა ჩაესმა, მაგრამ მისკენ არ მიბრუნებულა. მთელი დღის მშიერმა ისევ ტორტის პატარა ლუკმა მოიჭრა, ტეფშიდან აიღო და დააგემოვნა.
- აღარ იტყვი?
- რას?
- ეგ რომ თქვი იცოდი, გკითხავდი რატომ-თქო, ხოდა პასუხს ველი.
- რატომ და… შენც აგისრულებ სურვილს და დედასაც. - დაინტერესებული მიუბრუნდა და საზურგეს მიეყუდა.
- აბა სურვილი?
- დედას შენს თავს ვანახებ შეყვარებულს… შენ კი… ბევრი შვილი გეყოლება.
- შენს როლს ვერ ვხედავ ვერსად.
- თვალები დახუჭული გაქვს?
- ზედმეტად ფართოდ ღია.
- ზედმეტად რომ გაქვს იმიტომ ამჩნევ ყველაფერს, გარდა იმისა, რაც ცხვირწინ გიდევს. - გოგონას მის პასუხზე ჩაეცინა და თვალები სასაცილოდ მოჭუტა.
- ახლა შენს გარდა ვერ ვამჩნევ ვერავის. პასუხი ისევ არ ჩანს…
- პატარა ბავშვი ხარ. - უცნაური, თბილი ხმით უთხრა და თმები ისევ ისე გადაუწია მხრებს იქით. შიშველ მხარზე მისი შეხება საშინლად ესიამოვნა. ბიჭმაც თითქოს იგრძნო, მხრის წვერზე თითების თარეში დაიწყო. უტიფრად, ნაზად და სხვებისთვის შეუმჩნევლად დაასრილებდა მის მხარზე თითებს და ღიმილით უყურებდა, როგორ ინაბებოდა გოგონა. სანდრამ შავი ღვინის ბოკალი ტუჩებს შორის მოიქცია და სითხე ყელში ძლივს გადააგორა.
- ისევ უნდა დაგტოვო. - გაუღიმა და წამოდგა. არასოდეს ყოფილა დაბნეული და საშინლად არ უნდოდა ასე ვინმეს ენახა, განსაკუთრებით კი ამ დაბნეულობის მიზეზს. საპირფარეშოსკენ წავიდა და ნელა შეაბიჯა თეთრ მარმარილოსფერ ოთახში. კარი ზურგსუკან მიიხურა და სარკის წინ დადგა. კაბა შეისწორა, თმები უკან გადაიყარა. ხელები ცივ წყალს შეუშვირა და ერთი სველი ხელი კეფაზე მოისვა. სიგრილემ ცოტა გამოაფხიზლა. თვალები დახუჭა და ნიჟარას დაეყრდნო. სიამოვნებდა ცივი წყლისგან მომავალი სიგრილე. მაგრამ სულ რამოდენიმე წამით. რადგან უცებ წყლის თქრიალის ხმაც გაჩერდა და მისგან გამოწვეული სიგრილეც შთანთქა საშინელმა სიცხემ, რომელსაც მის ზურგზე აკრული სხეული ასე უხვად გამოყოფდა. გახურებულ სხეულზე ცივი თითების მოძრაობა აგიჟებდა. ბიჭმა მისი თმები ხელებში მოიქცია და ერთი ხელი მაღლა აუწია, მერე დაიხარა და მხარზე გაყინული ტუჩები მიაკრო. ნელა შემოაბრუნა, ისე რომ თმას მარცხენა ხელს არ უშვებდა. მარჯვენას მის გახურებულ ზურგზე ურცხვად დააცოცებდა, ტუჩებმა კი ახლა ლავიწზე გადაინაცვლეს. სანდრა თავდახუჭული თავს უკან სწევდა, თითქოს მთლიანი სიამოვნების გამოწოვა სურდა ამ შეხებისგან. ანდრეა კი კოცნას არ წყვეტდა. გამოფხიზლებულმა გოგონამ ბიჭს თმაში ხელი შეუცურა და მოეფერასავით, შემდეგ მხრებზე ხელები დააწყო და მოიშორა.
- ანდრეა, არ შეიძლება.
- რას ნიშნავს არ შეიძლება? - გოგონას უბრალოდ არ უნდოდა რამე გაერისკა და ამიტომაც გავიდა ოთახიდან. ნელ-ნელა ეს პატარა წრეც იშლებოდა.
გრძელი შავი კაბით, არისტოკრატულად მოარული მივიდა სიძე-პატარძალთან და დაემშვიდობა.
- მთელი გულით მინდა ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ თქვენთვის. - ორივე მთელი სიყვარულით ჩაიკრა გულში. მერე იაკობს და ეკატერინეს გამოემშვიდობა.
- ანდრეა ხომ არ გინახავს? - ანერვიულებულმა ჰკითხა ეკატერინამ ისე, რომ თვალების ცეცება არ შეუჩერებია.
- არა.
- ღმერთო ჩემო! სად არის? - აუკანკალდა ხმა და ქმარს დაეყრდნო.
- დარწმუნებული ვარ აქ არის სადმე.
- უკვე დიდი ხანია არ ჩანს.
- სანამ შევიდოდი ჩემთან ერთად იჯდა. - ნაზად გაუღიმა და გადაკოცნა. - საშინლად დავიღალე. უნდა წავიდე. რამე ხომ არ გინდ…
- სანდრა წადი. დაისვენე. - მზრუნველი ტონით უთხრა აღწრდილს და უზარმაზარი მკლავები შემოხვია. გოგონამაც არ დააყოვნა და იგივენაირად უპასუხა.
- მადლობ, იაკობ.
- პირიქით საყვარელო, ახლა კი წადი. - უკან მოუხედავად მიბრუნდა და ნელი, დაღლილი ნაბიჯებით გაუყვა გზას გასასვლელისაკენ… ბეტონის კიბეებს მიუყვებოდა და ფეხების საშინელ ტკივილს გრძნობდა. ტელეფონი აიღო და ის ის იყო მძღოლის ნომერი უნდა აეკრიფა…
- გაგიყვან.
- ანდრე…
- უბრალოდ გაგიყვან.
- კარგი. - ჩუმად გაჰყვა. ბიჭმა ჩუმად, მაგრამ აშკარად ანერვიულებულმა გაუღო შავი “რეინჯ როვერის” კარი და შემდეგ თვითონ ჩაჯდა მანქანაში. მანქანა დაქოქა და ეზოდან გავიდა. - სად?
- სანკტპეტერბურგის ქუჩა. - ტრასაზე გავიდა თუ არა სიჩქარეს საშინლად მოუმატა. გოგონას არაფერი უთქვამს, ფანჯარა ბოლომდე ასწია და გზას მიაშტერდა. თვითონ თავისუფლად იჯდა, მაგრამ მის გვერდით მყოფის დაძაბულობას გრძნობდა უნებურად. გახედა და მხოლოდ ახლაღა მოინდომა ბიჭზე დაკვირვება. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ არ გაუკეთებია, უკვე მისი ყოველი ნაქვთი ზეპირად იცოდა. დიდი ყურადღებით ათვალიერებდა დაჭიმულ, წვეტიან ყბებს, თეთრ ქათქათა კანზე ოდნავ მოზრდილ შავ წვერს, ყინულივით ცივ ცისფერ თვალებს, სწორ ლამაზ ცხვირსა და ძალიან თხელ ტუჩებს. სქელი შავი წარბები შეკრული ჰქონდა და მთელი სხეული დასჭიმვოდა.
- ეკა გეძებდა.
- ვნახე. - ასე მოკლედ თქვა და სულ რაღაც ხუთწუთიანი გაუსაძლისი დუმილის შემდეგ მანქანამ ნაცნობ ქუჩაზე შეუხვია და სიჩქარესაც მოუკლო.
- აქ გამიჩერე. - ანდრეამ ურეაქციოდ გააჩერა.
- მადლობა. - სანდრამ ღვედი შეიხსნა და კარი გააღო, მაგრამ მან არ გაუშვა. - ანდრეა… - ბიჭი სასწრაფოდ გადაიწია მისკენ, უგრძესი თითები კისერზე შემოაჭდო და მის ტუჩებს დააცხრა. მერე უცებ მოშორდა და საჭეს ისე ჩაჰკიდა ხელები, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
- მშვიდობით. - განსხვავებულად ჩახლეწილი ხმით უთხრა და მანქანა დაქოქა.
- კარგად. - სანდრა მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა. პირველივე სართულზე ჰქონდა სახლი, სამსართულიან შენობაში. სახლში შევიდა თუ არა ფეხსაცმელები გაიძრო და იქვე მიყარა, სასწრაფოდ გადაივლო წყალი და დაიძინა. უკვე 5 საათი იყო.
დაახლოებით ორ საათზე წამოსწია თავი და როცა საათს დახედა კინაღამ შეიშალა. გაემზადა და სულ რაღაც ნახევარ საათში უკვე ტაქსიში იჯდა და მამასთან მიდიოდა.
კარზე ზარია. კარს ალექსანდრაზე ხუთი წლით პატარა გოგონა აღებს და აშკარად შეწუხებულ სახეს იღებს მისი დანახვის გამო.
- ყოველ დღე სიარული საჭირო არაა.
- შენ გკითხო? - გვერდით გასწია და სახლში შევიდა, სამზარეულოდან დიასახლისმა გამოჰყო თავი.
- ვინ არის?
- გამარჯობა ნანა.
- გაგიმარჯოს. - უკმეხად მიუგდო და უკან შებრუნდა. ამ სახლში მისი დანახვა აშკარად არავის სიამოვნებდა, გარდა… გოგონასთან შესახვედრად ეტლით გამოვიდა 49 წლის მამაკაცი და ხელები გაიშვირა.
- ჩემო ულამაზესო! - სანდრამ სასწრაფოდ მიირბინა მასთან და მამას დიდი სიყვარულით მოეხვია.
- ირაკლი!
- როგორი იყო გუშინდელი დღე?
- დამღლელი, მაგრამ იდეალური მა… შენ როგორ ხარ?
- ვარ რა…
- უფრო და უფრო ცუდად ხდება! ამდენი დაძაბულობა აღარ შეუძლია! - გამოსძახა ნანამ და ერთი ჭიქა ყავა დაუდო წინ. მერე თვითონაც გამოვიდა და მეუღლეს გვერიდით დაუჯდა.
- ნეტა რამ დაძაბა? - ღიმილით იკითხა და მამაც გააცინა. - წავიდეთ ხო? - მამამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. კარი გააღეს და მამასთან ერთად გარეთ გავიდა. ეტლის საზურგეზე ხელები ეკიდა და დინჯი, ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ქუჩაში.
- რა ხდება აბა შენსკენ.
- ისეთი არაფერი. იაკობმა მითხრა ერთი კვირა დაისვენე და მერე ბევრი სამუშაო გექნებაო.
- ხო?
- კი. რამოდენიმე ჯგუფი ჩამოდის და დიდ კონცერტს მართავს მერია, მერე კერძო წვეულებებიც ბევრია, მალე გაზაფხულის ფესტივალიცაა და ხომ ხვდები? ბევრი სამუშაო მექნება ძალიან. შენსკენ?
- რა ვიცი, ჩემსკენ რა უნდა ხდებოდეს… - მოწყენილმა ჩაიდუდღუნა და გოგოც ეგრევე მიხვდა ამის მიზეზს.
- ძალიან გღლიან?
- სანი…
- მამა, მე ვარ. შეგიძლია…
- ძალიან. გამუდმებით ჯუჯღუნებენ, წუწუნებენ…
- უმაგრესი იდეა მაქვს!
- რა?
- ჩემთან წამოდი.
- არა!
- კი.
- არა. და მოაბრუნე. - სანდრამ ეტლი მოაბრუნა მაგრამ ამ თემას ასე არ დატოვებდა.
- რატომ არა?
- იმიტომ რომ არა სანდრა. ასე მარტივი არაა დატოვო ოჯახი!
- უთხარი, რომ უბრალოდ ისვენებ. ასეც იქნება 1 კვირით სადმე წავალთ მე და შენ.
- სანდრა მე რომ ინვალიდი ვარ გავიწყდება?
- და ამით რა იცვლება? სანამ დასვენება მაქვს.
- ქალაქიდან არ გავალ!
- მაშინ ჩემთან წამოდი! - უკვე კართან გაჩერდა და მამას წინ დაუდგა. საშინლად აგიჟებდა ფაქტი, რომ მამა არ უჯერებდა.
- ამათგან ვერ წამოვალ.
- ისევ ხომ დაბრუნდები არა?
- ვერ გაიგებენ რომ ავუხსნა, სანდრა, და ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება. გთხოვ, აღარ გვინდა ამაზე… - სასწრაფოდ შეიყვანა სახლში.
- ნანა მოვიყვანე. - იყვირა და კარისკენ წავიდა.
- სანდრა სად მიდიხარ?
- უნდა დავისვენო, მამა!- სახლიდან სასწრაფოდ გამოვიდა და გზას გაუყვა.
აღიზიანებდა ყველაფერი გარშემო. აღიზიანებდა კითხვა, “ასე მარტივი არაა დატოვო ოჯახი”. და ვინ იყო თვითონ? არ იყო ოჯახი? არ იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც მასზე ნამდვილი სიყვარულით არაფრის სანაცვლოდ ზრუნავდა? მამა მისთვისაც ერთადერთი იყო, ვისთანაც გრძნობებს გამოხატავდა და ალბათ ესეც დამთავრდა. ახლა გაიზარდა? ყოველ შემთხვევაში ახლა მიხვდა, რომ არავინ არაფრად ღირს. საშინლად ანერვიულებული იყო ეკამ რომ დაურეკა და თავისთან მიიპატიჟა, როცა შეძლებ მოდი. ადრე თუ დრო გაქვსო. სახლში მივიდა და ნორმალურად ჩაიცვა. მოტკეცილი, მაღალწელიანი შარვალი და ბრეტელებიანი, კლასიკური მაისური.
ქუსლებზე შემდგარი სახლის წინ ელოდებოდა მძღოლს რომელიც 30 წამიც და იქ გაჩნდა.
- გამარჯობათ, ქალბათონო ალექსანდრა.
- გამარჯობათ. მერთან მიმიყვანე. სახლში. - მოკლდე თქვა და საზურგეს კარგად მიეყუდა და ზუსტად ამ დროს მიწერა თავისმა ბავშვობის დაქალმა, ჩემთან გამოდიო.
“კარგი მაშინ, წულაიებს თავს დააღწევ თუ არა გამოდი, საუკუნეა არ მინახიხარ!!!”
“შევეცდები.”
“ვიცი მე შენი შვეცდები.”
“კარგი ლიზა, აუცილებლად!”
- მოვედით - დიდ, სამსართულიან სახლთან გაჩერდა. მანქანიდან გადავიდა და ანერვიულებულმა სახე ძლივს დაიწყნარა, ეზოში შესვლამდე თავი ყველა ფიქრისგან გაითავისუფლა და სრულიად ცარიელი, მტკიცე ნაბიჯებით შებრძანდა.
- როგორც იქნა!
- ეკა, ნახევარი საათის წინ დამირეკე ზუსტად. რა ხდება?
- არაფერი, უბრალოდ ოჯახური სადილის მოწყობა მინდოდა.
- და მე რა შუაში ვარ? არამგონია მაგის ორგანიზატორი გჭირდებოდეს. - გამეცინა და თმები კიკინად ავიწიე.
- ამაზე მერამდენედ უნდა ვილაპარაკოთ? შენ ორგანიზატორამდეჩვენი ოჯახის წევრი ხარ, მერე სხვა დანარჩენი! იმედია არ გისადილია.
- მისადილია კი არა მხოლოდ ოთხი საათია მღვიძავს. არც კი მისაუზმია.
- როდის მიეჩვევი საუზმეს?
- არ მქონდა მაგის თავი.
- რა გჭირს?
- მამაჩემთან ვიყავი. - სამზარეულოში იყვნენ. დიასახლისი საჭმელს ამთავრებდა. სანდრა ადგა და სალათისთვის ყველაფრის გამწადება დაიწყო.
- ძალიან ვწუხვარ საყვარელო, მაგრამ არ არის სანერვიულო! მაინც ყოველ დღე ნახავ.
- და მნიშვნელობა? ის ორი გველი უფრო და უფრო ამძიმებს… - ღრმად ამოიხვნეშა და სალათი საბოლოოდ აურია ხის კოვზებით. - მაინც არ მესმის, როგორ თქვა ოჯახის დატოვებაზე მსგავსი რამ ჩემთან… - ანდრეა სამზარეულოს მიუახლოვდა მაგრამ კარს მიეყრდნო და იქ გაჩერდა. -მართალი ხარ… არ ღირს. არავინ არაფრად არ ღირს.
- ნუ ამბობ ასე. ძალიან ვწუხვარ ასე რომ გტკივა გული.
- არ მტკივა არა. ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ. ტკივილს კი არა, გულის არსებობასაც ვეღარ ვგრძნობ, მხოლოდ ნერვები მეშლება. ესაა და ეს.
- რა ტრაგიკული ხარ. ო ღმერთო. - კარიდან ხრინწიანი ხმა გაისმა. სანდრამ მხოლოდ მაშინღა შემჩნია კარიდან მომზირალი ბიჭი. - რა იყო, ფრჩხილი მოგტყდა? - ირონიულად ჩაიცინა და ფეხშიშველი შეტანტალდალდა სამზარეულოში.
- დილამშვიდობისა. - ცივად უპასუხა გოგომ და იქვე დაჯდა.
- ნუ უხეშობ ანდრეა! - ეკამ შეუბღვირა და ჭიქაში მდუღარე ყავა ჩაუსხა.
- გული მაინც არ ეტკინება და… ასე არაა? - ისევ იცინიკოსა და სანდრას გახედა. მან უბრალოდ თვალები გადაატრიალა და სამზარეულოს მინის კარიდან პირდაპირ ეზოში გავიდა. იქვე მდგარ ხის სკამზე დაჯდა და მისაყუდებელს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, რომ მოესვენა, მაგრამ არ აცადეს. ისევ გაიგო კარი გაღებისა და დახურვის ხმა. მერე ვიღაცამ მზე დაუჩრდილა და მანაც გაღიზიანებულმა ჭყიტა თვალები.
- რა გინდა?
- იცი შენ რაც მინდა.
- და უხეშობა რა საჭიროა?
- უხეშობა მინდა. - სანდრა გაღიზიანებული წამოდგა და წინ აესვეტა.
- ჰორმონების დასაკმაყოფილებლად ვინმე სხვა იპოვე და მე შემეშვი. ფრჩხილები კი - ორივე ხელი თვალწინ აუფრიალა. - როგორც ხედავ ათივე მთელია. - შებუნდა და შიგნით შევიდა. ისიც შეყვა და ეკას წინ უტიფრად განაგრძო საუბარი.
- მაპატიე, უბრალოდ ცუდად მეძინა.
- გპატიობ. - გოგონს ეს ეკას წინ გათამაშებული სცენა ეგონა. ანდრემ ხელი ჩაკიდა და თვალებში ჩახედა.
- მართლა. ვიცი ეს ყველაფერს გაართულებს, ასე რომ უბრალოდ დავივიწყებ. და მაპატიე რა… გთხოვ. - მის თვალებში მართლა იყო რაღაც, რაც პატიებას ითხოვდა და სანდრამაც გადაწყვიტა, რომ არ მოსწონდა მასზე გაბრაზებული ყოფნა.
- ყველაფერი კარგადაა. - ეკა ორივეს გაოცებულს უყურებდა.
მაგიდასთან უამრავ თემაზე ილაპარაკეს. თითქმის სულ იაკობი ყვებოდა რაღაცას, მერე სანდრას მოუბრუნდნენ.
- სანდრა, ეს კვირა რას აპირებ?
- არ ვიცი. ალბათ უბრალოდ სახლში ვიქნები. არ მინდა გადავიღალო.
- მართალი ხარ, ენერგია გჭირდება…
- შენი გაზრდილია რა… - ამოიხვნეშა ეკამ. - აბა იმაზე ილაპარაკე მე რომ მაინტერესებს.
- რა გინდა გოგო? - ქმარი სიცილით მიუბრუნდა და თან მარჯვენა ხელზე მოეფერა.
- რა და ვიცი მე შენი წამალი. ვიცი! ასეთ რთულ პერიოდშია დიდი დოზით სიყვარული საჭირო, პატარავ.
- მე თქვენიც მყოფნის!
- ის სხვაა.
- მართალია. უფრო რთული, მეჩხერი, უხეში და ისეთი გულს რომ უეჭველად გატკენს.
- მაგის გარეშე რას აქვს აზრი? - უკვე ბრაზდებოდა ეკა ერთიდაიგივე თემაზე მეასედ კამათის გამო.
- ცხოვრებას ეკა.
- ო, ღმერთო…
- უბრალოდ მარტო მირჩევნია ყოფნა.
- თემა შეცვალეთ, თორემ ეჭვი მაქვს კიდევ დიდხანს არ გაჩერდებით, როგორც ყოველთვის.
- უბრალოდ იმას ვამბობ, რომ გარისკვა არ გინდა. სწორი ადამიანი არ შეგხვედრია შენ.
- ღმერთმა იცის… - თავისთვის ჩაილაპარაკა და თავისდა უნებურად გაეპარა თვალი ბიჭისკენ.
- ანდრე, როდის მიდიხარ? - ეკამ შვილობილს კითხა და თან სანდრას გაკეთებული სალათა გადაიღო.
- ხვალ ღამე გადავწყვიტე დაბრუნება.
- ასე მალე?
- აბა მთელი თვე ვრჩებიო? - თითქოს გაბრაზება შეეტყო მამას და ყბები დაეჭიმა. ზუსტად ისე, როგორც ანდრეს წინა ღამით.
- ვაპირებდი მაგრამ… აქ დარჩენა აღარ მინდა.
- რატომ?
- უბრალოდ… ბევრი რამისგან მიწევს თავის შეკავება.
- ჩემი სტატუსის გამო? - თითქოს წყენით ჰკითხა მამა და დამნაშავესავით დახარა თავი.
- ნაწილობრივ. - უცნაურად ამოილაპარაკა და სანდრას შესამჩნევად გახედა. უცებ საშინელად გაუჭირდა გოგონას სუნთქვა და გულზე ხელი დაიჭირა. ხველება აუტყდა.
- ისევ? - ეკა სასწრაფოდ წამოხტა და სანდრას ჩანთა მოიტანა. გოგონამ ინჰალატორი ამოიღო და შეისუნთქა. - აბა უკეთესად ვარო?! - თითქოს გაბრაზდა. ასე ცუდად არასდროს გამხდარა. არა ჯანმრთელობას არ ვგულისხმობ. არასდროს უგრძვნია თავი ასე მარტოდ. მამამისმა საბოლოოდ გაუნადგურა შერჩენილი გრძნობები. თვალებზე ცრემლები მოაწვა და გულზე ხელი კიდევ უფრო დაიჭირა.
- წავალ.
- არა! იყავი და დაისვენე!
- ახლა… არ შემიძლია. უნდა წავიდე, იაკობ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ბოდიშით რა. ხვალ მოვალ თუ შევძელი .- სასწრაფოდ წამოდგა და კარისკენ წავიდა. მძღოლი ეზოსთან არ იყო. - ჯანდაბა! - ეზოდან გასულმა სახეზე ხელები აიფარა და ამოიკვნესა. ცოტაც და წასკდებოდა. ჭიშკრის ხმა გაიგო და ეზოდან ისევ იგივე მანქანა გამოვიდა და ზუსტად მის წინ გაჩერდა.
- წამოდი. - უსიტყვოდ ჩაჯდა და ფანჯარაში გაიხედა. - რა გჭირს?
- არაფერი. აღმაშენებელზე გამიყვანე რა…
- რატომ?
- დაქალთან მივდივარ. ახლა მარტო ვერ ვიქნები… - ანდრეამ გაზის პედალს ფეხი მთელი ძალით დააჭირა და აღმაშენებელისკენ აშკარად არ წასულა. - სად მიდიხარ?
- ასე ვერ გიყურებ. - საშინელი ხმით ამოილაპარაკა, ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
****
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ "მთვარის მეგობარი" აღარ დაიდება. ასევე აღარ იქნება "ყველაზე მაგარი". ნუ ეს მეორე ფაქტი სასიხარულოა.
და ახალი ისტორიით მოვედი ისევ. მე, თათა.



№1  offline მოდერი bla.ell

აუუ ძალიან მომწონს,დასაწყისში ჟოანი რო წავიკითხე ეგრევე ტრიუმფალუტი თაღი ამომიტივტივდა...ძააალიან მაგარია და გელიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent